Sign in to follow this  
Followers 0

BC Dinamo Tbilisi

12 posts in this topic

[img]http://www.superleague.ge/public/images/teamdinamo.jpg[/img]

სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკალათბურთო გუნდი 1934 წელს ჩამოყალიბდა, სწორედ აქედან იწყება საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის უძლიერესი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდის ისტორია, რომელიც ქართული კალათბურთის ისტორიად იქცა.

1949 წელს შალვა დიასამიძის თავკაცობით თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი ხდება. 1950 წელს მათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში ესტონეთის ქალაქ ტარტუს უნივერსიტეტის სპორტული კლუბი დაამარცხეს და პირველად მოიპოვეს სსრკ-ს ჩემპიონის ტიტული. ამავე წელს თბილისის "დინამომ" საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ამჯერად მოსკოვის "დინამო" დაამარცხა(49:36) და დუბლი შეასრულა.

1956 წელს თბილისის "დინამომ" საკავშირო ზამთრის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, 1959 წელს კი ჩემპიონი გახდა. ამავე წლის სექტემბერში, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ბრნოში, თბილისის ""დინამომ" წაუგებლად ჩაამთავრა საერთაშორისო ტურნირი და პირველ ადგილზე გავიდა. მან კიდევ რამდენიმე საერთაშორისო მატჩი გამართა და 1960 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც რიგის ასკ-სთან დამარცხდა(51:61, 62:69) და მეორე ადგილს დასჯერდა.

1958-1959 წლებში "დინამოში" გადავიდნენ ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა და ლევან მოსეშვილი.
1961 წელს ევროპულ ასპარეზზე დინამოელთა წარმატებული დებიუტის შემდეგ თბილისში, საგანგებოდ კალათბურთელებისთვის აშენდა გრანდიოზული სპორტის სასახლე, რომელიც დღემდე ერთ-ერთ უდიდეს საკალათბურთო დარბაზად რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორაზე.
[b]1962 წელს თბილისის "დინამომ" გულშემატკივარი განსაკუთრებულად გაახარა – ევროპის ჩემპიონთა თასის რიგით მეხუთე გათამაშების ფინალში მან 90:83 მოუგო დაუმარცხებლად მიჩნეულ მადრიდის "რეალს" და თასის მფლობელი გახდა.ჟენევაში, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩს მხოლოდ ერთი ქართველი ესწრებოდა -- ეს ცნობილი მწერალი გრიგოლ რობაქიძე იყო.

ამის შემდეგ მადრიდის "რეალი" შვიდჯერ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, თბილისის "დინამო" კი ფინალში აღარ ყოფილა.
[/b]
1969 წელს თბილისის "დინამომ" ფინალში კიევის "სტროიტელი" 10 ქულით დაამარცხა და სსრკ-ს თასს მესამედ დაეუფლა.
მომდევნო ტიტული დინამოელებმა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში მოიპოვეს. 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიმართა პირველი ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც თბილისის "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც გუნდი დატოვეს წამყვანმა მოთამაშეებმა და მომდევნო ჩემპიონობის ცდა ყველაზე სახელიან ქართულ კლუბს 12 წელიწადი დასჭირდა. ამ დუჟინი წლების განმავლობაში დინამოელები ფინალშიც იყვნენ, მაგრამ იმ ხანად ქართულ კალათბურთში "ვითას" ჰეგემონია იდგა, რომელმაც ოქროს მედლები ზედიზედ 7 წელი არავის დაუთმო.

2003 წელს მოგებული ჩემპიონობის შემდეგ სეზონშიც გავიდნენ დინამოელები ფინალში, მაგრამ ბათუმის "ბასკოსთან" დამარცხდნენ და ამის შემდეგ ამ გუნდის საქმეები სულ უკან და უკან მიდის. მართალია, დღესდღეობით "დინამოს" დარი სავარჯიშო პირობები არც ერთ გუნდს არ აქვს საქართველოში, თუმცა დინამოელებს შემადგენლობა არ ყავთ ისეთი, ამ ეტაპზე მაღალი მიზნებისთვის რომ იბრძოლონ.

ტიტულები დამოუკიდებელი საქართველოს დროს:
ეროვნული ჩემპიონატი
1991 ოქრო
1992–93 ბრინჯაო
1994–95 ბრინჯაო
1995–96 ვერცხლი
1996–97 ვერცხლი
2001–02 ვერცხლი
2002–03 ოქრო
2003–04 ვერცხლი

თასის მფლობელი
2004

დუდუ დადიანის მემორიალი
2002, 2004

წყარო: http://bcdinamo.ge/history.php
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შარშანდელთან შედარებით, თითქმის აღარავინ ყავს...

ნანიტაშვილი და სიგუა როგორც ვიცი გადავიდნენ.
ახალგაზრდა შემადგენლობა ყავს, ფლეი ოფში არამგონია გავიდნენ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Adza[/b]
[quote]ფლეი ოფში არამგონია გავიდნენ. [/quote]
ვერ გავლენ, შანსი არაა
სამწუხაროდ ამჟამად დინამო უსუსტესია სუპერლიგაში
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]დინამო[/b]

[quote]ვერ გავლენ, შანსი არაა
სამწუხაროდ ამჟამად დინამო უსუსტესია სუპერლიგაში [/quote]
არც შარშან და იმის წინ იყო მაგარი, მაგრამ მერანის და მაკაბის ხარჯზე ხვდებოდა იმ 8 გუნდში.
წელს დინამოსნაირი სუსტი გუნდი, არ არის...

პ.ს. სხვა გუნდებს ვერ გავაკეთებთ? თემას ვგულისხმობ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Adza[/b]
[quote]პ.ს. სხვა გუნდებს ვერ გავაკეთებთ? თემას ვგულისხმობ. [/quote]
კი, მალე გავხსნი ახალ თემას
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბათუმი. “ბასკოს” საკალათბურთო დარბაზი
[b]“ბათუმი” – “დინამო” 104:70 (25:17, 24:17, 31:18, 24:18)[/b]
ბათუმი: მიქელაძე (8), რამიშვილი (12), სანაძე (28), კეშელავა (21), ყველაშვილი (12); ნინუა (4), სიხარულიძე (40, ჩხატარაშვილი (9), ჩხაიძე, ელიაშვილი (6).
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ კობეშავიძე
დინამო: პატარაია (5), ივანეიშვილი (11), გულდედავა (7), ჩაველაშვილი (19), ალხანაიძე (18); თვაური (6), შალიკიანი (2), ირაკლი ცაგარეიშვილი (2).
მთავარი მევრთნელი: დავით თორთლაძე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
26 თებერვალი, თბილისი, სპორტის სასახლე
დინამო-თსუ 95:149
18:25, 25:41, 25:40, 27:40
დინამო: ეძგვერაძე (14ქ, 6პ), ივანეიშვილი (9ქ), თვაური (12ქ, 5პ, 6მ), გულდედავა (11ქ, 5პ), თავამაშვილი (32ქ), პატარაია (7ქ, 3პ, 4ჩ), გლუნჩაძე, ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (3ქ), ჩაველაშვილი (7ქ, 7მ)
თსუ: გაფრინდაშვილი (6ქ, 7პ, 5მ, 3ჩ), ზ. მაისურაძე (2ქ), მ. ბერიშვილი (27ქ, 12მ, 3პ, 6ჩ), ხიზანიშვილი (18ქ), ლონდარიძე (24ქ, 20მ, 3პ, 5ჩ, 4დ), ფანჩულიძე (27ქ, 4ჩ), კოხრეიძე (6პ, 3ჩ), კორკოტაძე (8ქ, 3ჩ), ჩიტაშვილი (26ქ, 6ჩ), დეკანოიძე (7ქ), ჩქარეული (4ქ)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
5 მარტი, თბილისი, სპორტის სასახლე
სოხუმი-დინამო 121:74
31:26, 23:12, 31:11, 36:25
სოხუმი: ჰარისი (21ქ, 16პ), ჩლაიძე (17ქ), ანთაძე (17ქ, 7მ), რ. დამუსი (10ქ, 9მ), შანიძე (23ქ, 5მ), სორდია (14ქ, 5მ, 3პ), კანკია (7ქ, 7პ, 6ჩ), კ. დამუსი (12ქ, 10მ, 3დ), კვარაცხელია.
დინამო: ივანეიშვილი (20ქ, 3პ, 3ჩ), თვაური (15ქ, 5მ), თავამაშვილი (9ქ), პატარაია (9ქ, 3პ, 3ჩ), გლუნჩაძე (2ქ), ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (6ქ, 8მ), ჩაველაშვილი (8ქ, 7მ, 7პ), შალიკიანი (5ქ), ცაგარეიშვილი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
18 მარტი. რუსთავი. “ენერჯი ინვესტის” საკალათბურთო დარბაზი
“ენერჯი ინვესტი: - [b]“დინამო”[/b] 72:[b]73[/b]
(18:22, 23:19, 17:14, 14:18)
ენერჯი ინვესტი: აბაიშვილი (14), თვარაძე (11), ხმელიძე (19), არაბული (3), ლამუ (7); გივი ბერუაშვილი, გუგავა (13), აბულაძე (5)
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ ბერუაშვილი
დინამო: ეძგვერაძე (14), ივანეიშვილი (8 ), გლუნჩაძე (16), ალხანაიძე (5), თავამაიშვილი (12); პატარაია (10), თვაური (2), გულდედავა (3), ჩაველაშვილი (13)
მთავარი მწვრთნელი: დავით თორთლაძე
კომისარი: გია სანაძე
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
“ქუთაისი-2010” – “დინამო” 93:70
0

Share this post


Link to post
Share on other sites
“დინამო” – “არმია” 66:83 (12:19, 19:23, 14:19, 21:22)
დინამო: წივწივაძე (12), მარხვაშვილი (1), კეიდია (10), კარტერი (25 ქ. 13 მ.), იულიჩი (7); ლეჟავა (9), ალხანაიძე, მეხრიშვილი (2), სუხიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია
არმია: ვუდსაიდი (18), ბოისა (3), საყვარელიძე (4), ათანელიშვილი (10), შელბომი (19 ქ. 10 მ.); რიჩარდსონი (18), მინაშვილი (5), კვიმსაძე (2), დიასი (4), შარაბიძე.
მთავარი მწვრთნელი: კოტე ტუღუში
კომისარი: მერაბ რატიშვილი
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დინამო თბილისი 72:48 ბათუმი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0