Sign in to follow this  
Followers 0

ტერმინები, რომლებსაც ბანკებში იყენებენ

26 posts in this topic

სათაური უკეთესი ვერ მოვიფიქრე და მაპატიეთ :unsure:

ერთი სიტყვით, შეხვალ ბანკში და მოგაყრიან უამრავ ტერმინს და სანამ დაბნეული ფიქრობ ასეთ საკითხებში გაუკრვეველი ადამიანი რა ხდება შენს თავს, რაღაც ჯანდაბაში ყოფ თავს, იმიტომ რომ არ გიხსნიან არაფერს, არ გაძლევენ დროს, გადაიკითხო, რაზე აწერ ხელს და თუ კითხვებით გაუწყალე გული, ისე გიპასუხებენ, შეგრცხვება, რატომ არ იცოდი ეს :D

ერთი სიტყვით, ვინც ვერ გაერკვევით ამ საკითხებში, გელით აქ :P
1

Share this post


Link to post
Share on other sites
შენ რომელმა დაგაბნია, გვითხარი და იქიდან დავიწყოთ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Serafit[/b]



რა ტერმინები გაინტერესბს აბა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ერთი სიტყვით, შეხვალ ბანკში და მოგაყრიან უამრავ ტერმინს და სანამ დაბნეული ფიქრობ ასეთ საკითხებში გაუკრვეველი ადამიანი რა ხდება შენს თავს,[/quote]
ამიტომ უნდა ვისწავლოთ ეკონომიკა :lol:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]
ამიტომ უნდა ვისწავლოთ ეკონომიკა :lol: [/quote]
ეკონომიკა არაფერ შუაშია გენაცვალე, ნასწავლიც მაქვს და ეკონომისტია დედაჩემი :)
კონკრეტულად არაფერი ახლა, რომ დამჭირდება ვიკითხავ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოკლედ ძალიან კარგი თემაა მადლობა ავტორს მე ერთი რვეული მაქ სადაც ვწერ ყველა სიტყვას ეკონომიკურ ტერმინს როცა ვკითხულობ ამა თუ იმ ეკო ლიტერატურას ამ შემთხვევაში [b]Serafit[/b]მა მხოლოდ ბანკს გაუსვა ხაზი. მე პირადად ბანკში ეგეთი დისკომფორტი არ გამჩენია სიმართლე ვთქვა თუ იყო მაშინ მიკითხავს ანუუ?
მოკლედ ელემენტარულიდან დავიწყებ ბევრმა იცით ბევრმა არა.
1.ეკონომიკა_ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ადამიანს რომელიც მართავს საოჯახო მეურნეობას, ფართო გაგებით ეკონომიკა არის იმის შესწავლა თუ როგორ მართავს საზოგადოება თავის შეზღუდულ რესურსებს.
2.ინფლაცია-ეკონომიკაში ფასების საერთო ზრდა
3.მიკროეკონომიკა-შეისწავლის როგორ იღებენ ფირმები და საოჯახო მეურნეობები გადაწყვეტილებას და როგორ ურთიერთქმედებენ ბაზრებზე.
4.მაკროეკონომიკა_შეისწავლის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს,ინფლაციას, უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის შესწავლას.
5.იმპორტი_ქვეყანაში წარმოებული და ქვეყნის გარეთ გაყიდული საქონელი და მომსახურება
6.ექსპორტი_ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყნის შიგნით გაყიდული საქონელი და მომსახურება.

დანარჩენს მერე გავაგრძელებ თუ რამე დაგაინტერესდეთ დაწერეთ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]სადებეტო ბარათი[/b] - რა ჯანდაბაა? :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Serafit[/b]
სანამ ამ საქმის მცოდნე შემოვა, მე დაგაბერტყავ ჩემს ცონას :D

ასეთი კატეგორიები არსებობს: დებეტი და კრედიტი. დებეტი არის აქტივი, კრედიტი - პასივი.

სადებეტო ბარათი, ჩემი წარმოდგენით იქნება იმ ანგარიშის ბარათი, სადაც ფული ნაღდად გიდევს, იმდენს გამოიტან, რამდენიც ანგარიშზე გაქვს, რეალურ დროში.

თუ არასწორია ჩემი ახსნა, მაშინ მეც მაინტერესებს, რა არის სადებეტო ბარათი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]სადებეტო ბარათი, ჩემი წარმოდგენით იქნება იმ ანგარიშის ბარათი, სადაც ფული ნაღდად გიდევს, იმდენს გამოიტან, რამდენიც ანგარიშზე გაქვს, რეალურ დროში.[/quote]
მადლობა ჩემო კარგო :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]mako[/b]
მართალ მიმდინარე ანგრიში
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რამდენად გამოგადგებათ და საჭიროა არ ვიცი

მაგრამ ეს ტერმინები ''დებულება საბანკო პლასტიკური ბარატები'' დანაა
ხელით ავკრიფე და არ შეიმცნიოთ შეცდომები


[b]საბანკო პლასტიკური ბარათი[/b]-საგადამხდელო ინსტრიუმენტი, რომელიც წარმოადგენს სანგარიშსოწრებო საშუალებას საქონლის ან მიჭებული მომსახურების საფასურის გადასახდელად, ნაღდი ფულსი მისაღებად, ვალუტის გასაცვლელად ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ოპერაციების განსახორციელებლად

[b]ბარათის ფერსონიფიცირება[/b]-ემიტენტი ბანკის პლასტიკური ბრათის მაგნიტურ ზოლე ან მიკროციპსი , განსაზღვრული პარამეტრების და მშფლობელის პერსონალური მონაცემების ჩაწერა
[b]
საბანკო ბარათების ემისია[/b]-საქმიანობა რომელიც დაკავშირებულია საბანკო ბარათების გამოშვებასთან, ანგარიშის გახსბასთან, გაცემული ბარათებით ოპერაციების წარმოებასა და კლიენტების საანგარიშწორებო საკასო მომსახუტრებასთან
[b]
ემიტენტი[/b]-სათანადო ლიცენზიის მქონდე მონაწილე ბაკი, რომელიც ახდენს საბანკო პლასტიკური ბარათების ემისიას, წარმართავს ბარატით მოსარგებლე პირების ანგარიშევბს, უფლებამოსილია აწარმოოს საანგრიშწორებო ოპერაციები

[b]პინ კოდი-[/b]სფეციალური უნიკალური კოდი, რომელიც არის პერსონიფიცირებული საიდენტიპიკაციო ნომერი, გამოიყენება ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში ტრანზაქციების შესასრუებლად, პინ კოდი (4-12 ნიშნა ციფრული კოდი) ბრათტან ერტად წამორდგენს ბარათის მფოლებელის საკმარის ელექტრონულ იდენტიფიკატორს, პინ კოდის შემოწმება ხორციელდება საპროფცესინგო ცენტრის (ონლაინ პინი) ან თვით ბარათის (ოფლაინ პინი) მეშვეობიშ მასზე აუციელებელი ელექტრონული და პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში

[b]ბანკომატი[/b]-თვითმომსხურების ელექტრნოული პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითან პლასტიკური ბარათის მფლობელს შეუძლია ნაღდი ფულის გამოტანა ან შეტანა და სხვა ისეთი ოპერაციების წარმოებ, როგორიცაა ანგარიშზე არსებული ნაშთის შჶსახებ ინფორმაციის მიღება, უნაღდო გადახდების განხორციელება და სხვა

[b]პოს-ტერმინალი[/b]-პლასტიკური ბარათის მაგნიტური ზოლის ან მიკროჩიპის წამკითხავი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება საბანკო განყოფილებაში ან სავაჭო მომსაურების ობიექტებში ავტორიზაციის მისაღაებას და შეზენის საფასურის ბარათით გადახდის მგასაფორმებლად, ან თანხის გასატანად

[b]იმპრინტერი[/b]--საბაკო პლასტიკური ბრათიდან სპეციალურ სავაჭრო ქვითარზე რელიფური რეკვიზიტების გადამტანი მექანიკური მოწყობილობა

[b]ემბოსირება[/b]-ბეჭდვის პროცესი, რომელის დროსაც ხორციელდება საბანკო ბარათზე საიდენტიფიკაციო მონაცემების რელიეფური ფორმით გადატანა

[b]კორპორატიული ბარათი[/b]--საბანკო ბარატი, რომელიც მის მსფლობელს საშუაელბას აძლევს განკარგოს იურიდიული პირის ანგაღიში დ შჶსარულოს ოპერაციები. ბარათზე ამოტვიფრული უნდ იყოს ბარატითი მოსარგებლზე პირის სახელი და გვარი, ირუიდიული პირის დასახელების მიტითება კი განისაზღვრება ბნაკსა და კლიენტს შორის შეეთანხმებით

[b]განაღდების ლიმიტი--[/b]ემიტენტის მიერ ბარატის მფლობელისადმი დადგენილი განსაზღვრულ ვადაში ბარათის მეშვეობით ფულადი სახსრების განკაკრგვის უფლების ზღვრული სიდიდე

[b]საბარათე ტრანზქცია[/b]--ბარათის გამოყენების დროს ავტორიზაციისა და შემდგომი ანგარიშსწორების ოეპრაციათა ერთობლიობა

[b]სტოპ სია[/b]--იმ პლასტიკური აბრატების სია, რომელზედაც ტრანქაციები დაუშვებელია და ვსრცელდება მომსახურების გასაკუთრებული რეჯიმი Edited by nakani
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]nakani[/b]
გაიხარეე ჩემი ჭკვიანი გმადლობ ესეც გამოგადგებათ რუსულია მაგრამ წავ რა [url="http://bankir.ru/slovar/"]საბანკო ტერმინები[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]nakani
გაიხარეე ჩემი ჭკვიანი გმადლობ [/quote]
:rolleyes: გავწითლდი :wub:

არაფრის
გადავავლებ კანონებს თვალს კიდე :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]პროცესინგი[/b]-საფროცესინგო საწესებულების საქმიანობა, რო მელიც შეიცავს საბანკო ბარატებით წარმოებულ ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღებას, შეგროვებას დამუშავებას და ანგარიშწორების ყველა მონაწილისათვის შესაბამისი მონაცემების გადაცემას

[b]ეკვაირინგი[/b]-ბანკის ან სხვა ორგანიზაციის საქმიანობა რომელიც მოიცავს სავაჭრო (მომსახურების) ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბარატებით წარმოებულ ოპერაციებზე ანგარიშსწორების განხორციელებას და ბარათიდან ნაღდი ფულის გაცემას (სხვა ბანკების მიერ ემიტირებული ბარათების მფლობელებზე)

[b]ეკვაირერი[/b]-ეკვაირინგის განმახროციელებელი ბანკი ან სხვა ორგანიზზაცია, რომელსაც აქვს სათანადო ლიცენზია, (ანლიცენზირებულ ბაკთან ხელშეკრულების საფუძველზე აქვს მოპოვებული ეკვაირინგის უფლება)

[b]საბარათე ანგარიში[/b]=ემიტენტ ბანკში გახსნილი კლიენტის საბანკო ანგარიში, როემლშიც აისახება პლასტიკური ბარათით შესრულებული ოპერაციები
[b]
პლასტიკური ბარათის მფლობელი (კლიენტი)[/b]-- საბანკო პლასტიკური ბარათით მოსარგებლზე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარატი და გახსნილია საბარათე ანგარიში ემიტენტ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე

[b]ანგარიშ-ქვითარი[/b]--ქვითარი, რომელცი ადასტურებს შეზენის (მომსახურების) საფასურის გადახდას ან ბარათის საშულების ნაღდი ფულის აღებას









[size="7"][b]''დებულება საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ''[/b][/size]

გადაწერეთ რა იცით რაშI დაგწირდეთ
http://www.link.ge/file/348024/New-WinRAR-archive--3-.rar.html Edited by nakani
1

Share this post


Link to post
Share on other sites
არც ეს ვიცი რამდენად გჭირდეათ მარა ზედმეტის ცოდნა არასოდეს არაა ცუდი ალბათ :D :D :D :D

ტრეიდერი - ბროკერული კომპანიის კლინეტი, რომელიც ახორციელებს სავაჭრო ოპერაციებს საკუთარი ფულით.
ინვესტორი - ფიზიკური ან იურდიული პირი, რომელიც დებს ფინანსურ სახსრებს რისკის გამოყენებით.
[b]ინვესტიციები[/b] მოიცავს სახელმწიფო ან კერძო კაპიტალის გრძელვადიან დაბანდებას მოგების მიღების მიზნით.
[b]მარჟიალური ვაჭრობა[/b] - სპეკულაციური სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, საკუთარი სახსრებისა (დეპოზიტი) და საკრედიტო მხარის გამოყენებით.
[b]კლიენტი[/b] - იურდიული ან კერძო პირი, რომელიც იყენებს კომპანიის მომსახურებებს საფინანსო ბაზრებზე.
[b]კომპანია[/b] - ორგანიზაცია, იურდიულ და ფიზიკურ პირთა გაერთიანება, რომლის ძირითადი მიზანია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.
[b]საბროკერო ფირმა[/b] - კომპანია, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე დაშვების მომსახურებას.
[b]ბროკერი[/b] - იურდიული ან კერძო პირი, რომელსაც აქვს უფლება აწარმოოს ოპერაციები ფასიანი ქაღალდებით კლიენტის განკარგულებით მისი სახსრებით. ბროკერს ბაზარზე გააქვს კლიენტის განაცხადი, სადაც იგი პოულობს შემხვედრ განაცხადს და სრულდება. ბროკერის შემოსავალია – საკომისიო ოპერაციაზე. ბროკერი მხოლოდ შუამავალია, იგი არ იძლევა კოტირებებს და არ ვაჭრობს თქვენთან.
[b]ბირჟა[/b] - იურდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზებული ბაზრის რეგულარულ ფუნქციონირებას. ბირჟაზე დგას სავაჭრო სერვერი, რომელთანაც სპეციალური გლობალური კავშირის ხაზებით მიერთებულია აკრედიტებული ბროკერული კომპანიები. ბროკერები თავიანთი ან კლიენტთა ინტერესებით ანთავსებენ განაცხადებს ყიდვაზე ან გაყიდვაზე.
[b]საკრედიტო მხარი[/b] - გირაოს თანხისა და ნასესხები კაპიტალის თანაფარდობა. მარჟის ზომის მითითების მაგივრად, უთითებენ ხოლმე მხარის ზომას კოეფიციენტის სახით. მაგალითად, მარჟიალური მოთხოვნა 20% შეესაბამება მხარს 1:5, ხოლო მარჟიალური მოთხოვნა 1% შეესაბამება მხარს 1:100. ასეთ შემთხვევებში ამბობენ, რომ მოვაჭრე ხმარობს 5 (ან 100)-ჯერ მეტ სახსრებს, ვიდრე მისი საკუთარი კაპიტალია.
[b]სრული, დამთავრებული ტრანზაქცია[/b] - პოზიციის გახსნა და პოზიციის დაკეტვა, ანუ ყიდვა შემდგომი გაყიდვით ან გაყიდვა შემდგომი ყიდვით.
[b]ვალუტა[/b] - ბრუნვაში არსებული ფულადი ნიშნები, რომელიც არის ქვეყანაში გადახდის კანონიერი საშუალება. Edited by nakani
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="2"][b]ესეც ზოგადი ეკონომიკური ტერმინოლოგია[/b][/size]ნაწილი 1

[b]აქცია[/b] - სააქციო საზოგადოების მიერ გამოშვებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდი სახსრების მოზიდვის მიზნით, რაც აქციონერს წილობრივი მფლობელობის უფლებას ანიჭებს და იგი სააქციო კომპანიის მოგების წილს დივიდენდის სახით იღებს.
[b]ბანკების დეპოზიტები ეროვნულ ბანკში[/b] – შედგება სავალდებულო რეზერვებისა და ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების საკორესპოდენტო ანგარიშებზე რიცხული ნაშთებისაგან.
[b]გრანტი[/b] - დონორი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან კერძო პირების მიერ უსასყიდლოდ გაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით.
[b] დეფლაცია [/b]- ფასების საერთო დონის კლება.
[b]დეფლატორი [/b]- ფასების ინდექსი, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ წელს გამოშვებული საქონლის ღირებულების ფარდობას საბაზისო წლის ფასებში გამოსახულ ღირებულებასთან. [b]
დივიდენდი[/b] – მოგების ნაწილი, რომელსაც იურიდიული პირი სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით ანაწილებს პარტნიორთა შორის, აგრეთვე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციების გამოსყიდვისას ქონების განაწილებით მიღებული შემოსავალი.
[b]დოლარიზაციის კოეფიციენტი[/b] – კომერციულ ბანკებში განთავსებული უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოცულობის შეფარდება დეპოზიტების საერთო ოდენობასთან.
[b]ემბარგო[/b] - სახელმწიფოს მიერ საქონლის, მომსახურების, ვალუტისა და სხვა ფასეულობის ქვეყანაში შემოტანის ან გატანის აკრძალვა.
[b] ემისია[/b] - ფულისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გამოშვება.
[b]ექსპორტი[/b] - ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების საზღვარგარეთ გატანა.
[b]ეროვნული ვალუტა[/b] - სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ქვეყნის ფულადი ერთეული.
[b]ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში[/b] (M0) – ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ნაღდი ფული.
[b]თვიური ინფლაცია[/b] - მოცემული თვის სამომხმარებლო ფასების (ტარიფების) ინდექსის პროცენტული ცვლილება წინა თვის შესაბამისი მაჩვენებლის მიმართ.
[b]იმპორტი -[/b] საზღვარგარეთ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ქვეყანაში შემოტანა.
[b]ინფლაცია [/b]- ფასების საერთო დონის ზრდა.
[b]ინვესტიცია[/b] - სახელმწიფო ან კერძო კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება საკუთარ ქვეყანაში ან საზღვარგარეთ სხვადასხვა დარგის საწარმოებში, სამეწარმეო და ინოვაციურ პროექტებში, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში მოგების ან სხვა შემოსავლის მიღების მიზნით.
[b]კაპიტალის ანგარიში [/b]- საგადამხდელო ბალანსის კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშის ნაწილი, რომელიც ძირითადად კაპიტალურ ტრანსფერებს მოიცავს.
[b]კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში [/b]- საგადამხდელო ბალანსის ნაწილი, რის ხარჯზეც უნდა დაფინანსდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. იგი მოიცავს ორ ანგარიშს: კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშებს.
[b]კაპიტალური ტრანსფერი[/b] - საგადამხდელო ბალანსის კაპიტალის ანგარიშის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ძირითად კაპიტალთან და ვალის პატიებასთან.
[b]კომერციული ბანკების საკორესპოდენტო ანგარიშები ეროვნულ ბანკში [/b]- გამოიყენება კლიენტთა სახელით ბანკთაშორისი ანგარიშსწორების განსახორციელებლად.
[b]მიმდინარე ანგარიში[/b] - საგადამხდელო ბალანსის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობას, შემოსავლებსა და მიმდინარე ტრანსფერებს.
[b]მიმდინარე ტრანსფერები [/b]- საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ნაწილი, რომელიც მოიცავს სხვა ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებებს (გრანტები) და მუშაკთა გზავნილებს.
[b]მომსახურების ანგარიში [/b]- საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ნაწილი, რომელიც მოიცავს მომსახურების ექსპორტ-იმპორტს.
[b]მონეტარული ოქრო[/b] – მოიცავს მხოლოდ იმ ოქროს, რომელსაც ინახავს ეროვნული ბანკი და რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ოფიციალური რეზერვების ნაწილს.
[b]მონეტიზაციის კოეფიციენტი [/b]- ეკონომიკაში ფულის რაოდენობის მაჩვენებელი, განისაზღვრება M2 ფულადი აგრეგატის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობით.
[b]მთლიანი ეროვნული პროდუქტი[/b] - დროის მოცემულ პერიოდში ქვეყნის მოქალაქეების მიერ (როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე უცხოეთში) წარმოებული საბოლოო საქონელისა და მომსახურების ღირებულება. Edited by nakani
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"]ნაწილი ორი
[/size]

[b]მთლიანი საერთაშორისო რეზერვები[/b] (სარეზერვო აქტივები) - მაღალლიკვიდური უცხოური აქტივები, რომელსაც ფლობს ეროვნული ბანკი და რომელიც გამოიყენება საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დასაფინანსებლად ან სხვა მიზნით საჭიროების მიხედვით.
[b]მთლიანი შიდა პროდუქტი[/b] [b](მშპ)[/b] - დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული საბოლოო საქონელისა და მომსახურების ღირებულება.
[b]მუშაკთა შრომის ანაზღაურება [/b](საგადამხდელო ბალანსში გატარების მიზნით) - აისახება საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშში, როგორც საზღვარგარეთ მომუშავე, ასევე ქვეყანაში უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ რეზიდენტ და არარეზიდენტ მუშაკთა შრომის ანაზღაურება.
[b]მწარმოებელთა ფასების ინდექსი (მფი)[/b] - ადგილობრივი მწარმოებლების მიერ საკუთარ პროდუქციაზე დადგენილი ფასების დონის საშუალო ცვლილება საბაზისო წელთან შედარებით.
[b]ნასესხობის სპეციალური უფლებები (SDR[/b]) – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაწილი, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და განაწილებულია წევრ-ქვეყნებს შორის ოფიციალური რეზერვების სტატუსით.
[b]ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტ [/b]- დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოებული საბოლოო საქონლისა და მომსახურების მოცულობა გამოხატული მიმდინარე (საბაზრო) ფასებში.
[b]ობლიგაცია [/b]- მთავრობის ან კომერციული ორგანიზაციის მიერ სესხის აღების მიზნით გამოშვებული, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ფასიანი ქაღალდი.
[b]პირდაპირი ინვესტიცია [/b]- სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ან ერთობლივი და უცხოური საწარმოების საწესდებო ფონდში ჩადებული თანხა, რეინვესტირებული მოგება და სხვა დაბანდებები.
[b]პორტფელის ინვესტიცია [/b]- ისეთი დაბანდებები საწარმოს საწესდებო კაპიტალში, რომელიც იძლევა ხმების 10 პროცენტზე ნაკლებს, აგრეთვე, იმ სახის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც არ უზრუნველყოფენ საწესდებო კაპიტალში მონაწილეობას.
[b]პროცენტი[/b] – სავალო ვალდებულებებთან, მათ შორის: კრედიტებთან (სესხებთან), დეპოზიტებთან, ანაბრებთან, ობლიგაციებთან დაკავშირებული გადასახდელი, აგრეთვე დისკონტის სახით მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო საპენსიო ფონდიდან მიღებული პროცენტი.
[b]რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი [/b]- დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოებული საბოლოო საქონლისა და მომსახურების მოცულობა გამოხატული მუდმივ, რომელიმე საბაზისო წლის ფასებში.
[b]საბანკო დეპოზიტები [/b] – კერძო პირის ან საწარმოს ანგარიში კომერციულ ბანკში, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მოთხოვნისთანავე ან ბანკის წინასწარი გაფრთხილების პირობით.
[b]სადეპოზიტო ვალდებულებები [/b]– მოიცავს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების (საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარდა) მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტების ნაშთებს.
[b]საგადამხდელო ბალანსი[/b] - საზღვარგარეთიდან მიღებულ ყველა შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობა. ასახავს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანასა და საზღვარგარეთს შორის განხორციელებულ ყველა ეკონომიკურ ოპერაციას - საქონლის, მომსახურების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ნაკადების მოძრაობას.
[b]საგარეო სავაჭრო ბალანსი (წმინდა ექსპორტი)[/b] - ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა.
[b]საგარეო სავაჭრო ბრუნვა[/b] - დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელებული საქონლისა და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის ჯამი.
[b]საინვესტიციო შემოსავლები[/b] - საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ნაწილი, რომელიც მოიცავს შემოსავლებს პირდაპირი, პორტფელის და სხვა ინვესტიციებიდან.
[b]სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი)[/b] - ინფლაციის დონის მაჩვენებელი, ზომავს ფიქსირებული სამომხმარებლო კალათის პროდუქციაზე ფასებისა და ტარიფების ცვლილებას საბაზისო წელთან შედარებით.
[b]სამომხმარებლო კალათა [/b]- მოიცავს იმ საქონელსა და მომსახურებას, რომელსაც შეიძენს ტიპიური მომხმარებელი. საქართველოს შემთხვევაში, იგი ითვალისწინებს 282 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე სამომხმარებლო ფასებსა და ტარიფებს.
[b]საქონლის ანგარიში [/b]- საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქონლის ექსპორტ-იმპორტს.
[b]სარეზერვო ფული (M1)[/b] – ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გამოშვებული ნაღდი ფული (M0) დამატებული კომერციული ბანკების დეპოზიტები ეროვნულ ბანკში.
[b]სავალდებულო რეზერვები (მინიმალური)[/b] - კომერციული ბანკების საერთო აქტივების ნაწილი, რომელიც ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას.
[b]სავალუტო კურსი [/b]- ფასი, რომლითაც ერთი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გადაიცვლება მეორე ქვეყნის ვალუტაზე.
[b]სხვა ინვესტიციები [/b](საგადამხდელო ბალანსში გატარების მიზნით) - საგადამხდელო ბალანსის ფინანსური ანგარიშის ნაწილი, რომელიც მოიცავს ყველა მოკლე და გრძელვადიან გატარებებს (სავაჭრო კრედიტები, სესხები, სხვა აქტივები და ვალდებულებები), პირდაპირი და პორტფელის ინვესტიციების, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებისა და სარეზერვო აქტივების გარდა.
[b]უცხოური აქტივები [/b]– მოიცავს მონეტარულ ოქროს, ნასესხობის სპეციალურ უფლებებს (SDR), უცხოურ ვალუტას.
[b]უცხოური ვალდებულებები [/b]- მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გამოყენებას და სხვა უცხოურ ვალდებულებებს.
[b]უცხოური ვალუტა[/b] – უცხოური ბანკნოტები და მონეტები, რომლებსაც აქვთ ფიქსირებული ნომინალური ღირებულება და გამოშვებულია უცხოური ცენტრალური ბანკების ან მთავრობების მიერ.
[b]ფასიანი ქაღალდები[/b] – კაპიტალის მოზიდვის მიზნით გამოშვებული ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც აისახება მისი მფლობელის გარკვეული ქონებრივი უფლებები.
[b]ფინანსური ანგარიში [/b]- საგადამხდელო ბალანსის კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშის ნაწილი, რომელიც მოიცავს: პირდაპირ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, ფინანსურ წარმოებულებს, სხვა ინვესტიციებს და სარეზერვო აქტივებს.
[b]ფინანსური წარმოებულები [/b]- ისეთი ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა: ოპციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდული კონტრაქტები და სხვა.
[b]ფულის ბრუნვის სიჩქარე –[/b] უჩვენებს დროის მოცემულ მონაკვეთში საშუალოდ რამდენჯერ გამოიყენება ანგარიშსწორებისათვის ფულის თითოეული ერთეული.
[b]ფულის მულტიპლიკატორი[/b] – ფართო ფულის (M2–ის ან M3-ის) შეფარდება სარეზერვო ფულთან.
[b]შემოსავლების ანგარიში[/b] - საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ნაწილი, რომელიც მოიცავს მუშაკთა შრომის ანაზღაურებას და საინვესტიციო შემოსავლებს.
[b]წლიური ინფლაცია [/b]– მოცემული თვის სამომხმარებლო ფასების (ტარიფების) ინდექსის პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებლის მიმართ.
[b]წმინდა საშინაო აქტივები [/b]– ასახავს სხვაობას საბანკო სისტემის, მათ შორის ეროვნული ბანკის საშინაო მოთხოვნებსა და ვალდებულებებს შორის.
[b]წმინდა უცხოური აქტივები[/b] – ასახავს სხვაობას საბანკო სისტემის, მათ შორის ეროვნული ბანკის უცხოურ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს შორის. Edited by nakani
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[i][b]საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ‎ > ‎ [/b][/i]
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
( რაც ზემოთ წერია და განმეროდა მე პას, ვაკოპირებ ამ შემთხვევაში )

[b]ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი[/b] – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, გადამზღვეველი კომპანია, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, ასევე ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;
[b]ბ) საფინანსო სექტორი [/b]– საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა;
[b]გ) კომერციული ბანკი[/b] – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
[b]დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი[/b] – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი ინფლაციის მაჩვენებელი;
[b]ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი[/b] – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის;
[b]ვ) სახელმწიფო სესხი [/b]– „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები;
[b]ზ) დეპოზიტი[/b] – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება;
[b]თ) ფულის ნიშნები [/b]– ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები;
[b]ი) ყალბი ფულის ნიშნები [/b]– თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი;
[b]კ) ემისია [/b]– ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება;
[b]ლ) რეპროდუცირება[/b] – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და მონეტების მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის ელემენტების, ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური ან არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას;
[b]მ) ნუმიზმატიკური ფასეულობა [/b]– საკოლექციოდ განკუთვნილი მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნები, ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები;
[b]ნ) კრედიტი [/b]– დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
[b]ო) კლირინგი [/b](საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;
[b]პ) სპოტური ოპერაცია [/b]– გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში;
[b]ჟ) ფორვარდული ოპერაცია[/b] – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
[b]რ) სვოპი –[/b] გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით;
[b]ს) ფისკალური აგენტი [/b]– საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
[b]ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები[/b] – ყველა ხარჯი, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან;
[b]უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა [/b]– ეროვნული ეკონომიკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი სტატისტიკა;
[b]ფ) პირი [/b]– ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
[b]ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება[/b] – იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი;
[b]ღ) დროებითი ბანკი [/b]– განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი;
[b]ყ) კონტროლი –[/b] პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
[b]ჩ) ოჯახის წევრი –[/b] პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;
[b]ც) ახლო ნათესავი[/b] – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II რიგში;
[b]ძ) საჯარო რეგისტრი [/b]– ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხორციელდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
[b]წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა –[/b] საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკა;
[b]ჭ) ინფლაცია –[/b] ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება;
[b]ხ) სარეზერვო ფული [/b]– ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში;
[b]ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა[/b] – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა;
[b]ჰ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტი [/b]– მგზავრების მომსახურებისათვის განკუთვნილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტი, რომლის საქმიანობა (უბაჟო საცალო ვაჭრობა ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას) საბაჟო კონტროლის ზონაში ნებადართულია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის სატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე.
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="7"]საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ[/size]


http://www.forms.ge/sakartvelos-organuli-kanoni-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]nakani[/b]
ბოლო ინფოს წავშლი და ეგ ჩააგდე ეროვნული ბანკის თემაში კაი ხარ კაი :10:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]nakani
ბოლო ინფოს წავშლი და ეგ ჩააგდე ეროვნული ბანკის თემაში კაი ხარ კაი [/quote]

არ მახსოვს ბოლოში ბევრი დავწერე სზოგადად არ დააკოპირე ? :rolleyes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აა ხო მივხვდი :D
:D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]nakani[/b]
გაიხარეეეეე :10:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]nakani
გაიხარეეეეე [/quote]

ეგ არაფერი
კიდე მოვიძიებ და მოგაწვდით :) Edited by nakani
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' date='27 January 2011 - 06:38 PM' timestamp='1296139135' post='589478']
[size="7"]საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ[/size]


http://www.forms.ge/sakartvelos-organuli-kanoni-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb
[/quote]
ამაზე გეუბნები აპინულია ეროვნული ბანკის თემა და იქაც დააგდეე

ნუ გავაოგებთ მხოლოდ თემის ირგვლივ

პატივისცემით
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0