Sign in to follow this  
Followers 0

“მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები”

72 posts in this topic

ქართული სცენის ჯეირანი-ნინო რამიშვილი

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/r/q8v1e.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/z/f4lbg.jpg[/img][/url] Edited by ninikela
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს თემა ვინ გადმოიტანა აქ?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://media.photobucket.com/image/selena%20quintanilla/luis780/grammy10.jpg[/img]

Selena Quintanilla-Pérez
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://images2.fanpop.com/images/photos/2800000/SELENA-selena-quintanilla-2884803-800-600.jpg[/img]

rosa parks

მოკლედ ვიტყვი. ქალი რომელიც იბრძოდა თავისუფლებისთვიის.

[img]http://www.achievement.org/achievers/par0/large/par0-018.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ანნა მანიანი
“ჩემნაირი ქალები მხოლოდ ისეთ მამაკაცებს ემორჩილებიან, რომელთაც შეუძლიათ ბატონობა; მე არასოდეს შევხვედრილვარ ისეთს, რომელსაც ჩემი დამორჩილება შეეძლებოდა.”
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/s/1zkl3.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/c/fehmk.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/q/txmiw.jpg[/img][/url]

“ცხოველები ადამიანებს მირჩევნია, ისინი არ გიმტყუნებენ.”
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/t/nyxoo.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/c/izln6.jpg[/img][/url]
[media]http://www.youtube.com/watch?v=a0GL0D6l50g[/media] Edited by di tanti palpiti
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ninikela"][/b],

მე არ გადმომიტანია : )
აქ დამხვდა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nakani"][/b],
აუ გადაიტანე რა იქით,რა სარომანტიკო ეს თემაა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]სოფიკო ჭიაურელი-ქართული სცენის დედოფალი :)

(დ. 21 მაისი, 1937 – გ. 2 მარტი, 2008, თბილისი)საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით “საუკეთესო ქალის როლისთვის” საერთაშორისო კონკურსებზე. სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915-1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო.


1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.

სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში,მეუღლის – კოტე მახარაძის გვერდით.


მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
ნოდარ დუმბაძე “მე ვხედავ მზეს” ხატია, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
ანა აღლაძე “მღელვარე დღეები” კიწი, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე ნიკოლას პერიალისი “ბაფთიანი გოგონა” გოგონა, რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
უილიამ შექსპირი “რომეო და ჯულიეტა” ჯულიეტა, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
ჟან ანუი – “ჟანა დარკი” ჟანა დარკი, რეჟ. ლევან მირცხილავა
სოფოკლე “ანტიგონე” ანტიგონე, რეჟ. დოდო ალექსიძე
ნიკოლოზ გოგოლი “ქორწინება” აგაფია ტიხონოვნა, რეჟ. დოდო ალექსიძე
ალექსანდრე ოსტროვსკი “ტალანტები და თაყვანისმცემლები” ნეგინა, რეჟ. დოდო ალექსიძე
ვინა დელმარი “იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?” როდა, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
კარლ გუცკოვი “ურიელ აკოსტა” ივდითი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
ფრიდრიხ დიურენმატი “მილიარდერის ვიზიტი” კლარა ცეხანასიანი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
ივან ბუკოვჩანი “მამლის ყივილამდე” მარიკა მონდოკოვა, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
კიტა ბუაჩიძე “ეზოში ავი ძაღლია” სარე, რეჟ. გოგი თოდაძე
პოლ ზინდელი “გვირილა” ბეტი, რეჟ. სოფიკო ჭიაურელი
ედუარდო დე ფილიპო “ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი” ამალია, რეჟ. გოგი თოდაძე
ჰენრიკ იბსენი “მოჩვენებანი” რეგინა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
მერაბ ელიოზიშვილი “ბერიკონი” იანო, რეჟ. ლევან მირცხულავა
ლევ ტოლსტოი “ანა კარენინა” ანა კარენინა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
ტენესი უილიამსი “იგუანას ღამე” მექსინ ფოკი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
ფრიდრიხ შილერი “ვერაგობა და სიყვარული” ლედი მილფორდი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
ჯაბა იოსელიანი “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი” დარეჯანი რეჟ. მედეა კუჭუხიძე
ილია ჭავჭავაძე “კაცია ადამიანი” დარეჯანი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე
ე.დე ფილიპო “ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი” ამალია რეჟ. გოგი თოდაძე
რ. კლდიაშვილი “საპოვნელა” მათიკო რეჟ. მედეა კუჭუხიძე
კარლ გუცკოვი “ურიელ აკოსტა” ესთერი, დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
რ. კლდიაშვილი “იადონას თეატრი” იადონა, რეჟ. გოგი თოდაძე

რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
უილიამ შექსპირი “ზაფხულის ღამის სიზმარი” ჰერმია, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
ე. ლაბიში “ჩალის ქუდი”ანაისი, რეჟ. რობერტ სტურუა
მაქსიმ გორკი “მდაბიონი” ელენა ვასილიევნა, რეჟ. გიორგი ტოვსტონოგოვი
ბერტოლდ ბრეხტი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი” შე-ნტე, შუი-ტა, რეჟ. რობერტ
ჟან ანუი “ანტიგონე” ანტიგონე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი

ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი:
მ. სანტანელი “დედა დედოფალი” რეჯინა, რეჟ. თ. კოშკაძე
რეზო კლდიაშვილი “მარტოობის ბინადარი” ეკა, რეჟ. ნანა მჭედლიძე
ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი “პლანეტების დაბადება” მასხარა
გაბრიელ გარსია მარკესი “სიყვარულის სულთათანა” გრასიელა, რეჟ. თემურ ჩხეიძე

კინოროლები:
“ჩვენი ეზო” ციცინო, რეჟ. რეზო ჩხეიძე
“ენგურის ნაპირებზე” თამარი
“ამბავი ერთი ქალიშვილისა” ლალი, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
“ვერის უბნის მელოდიები” ვარდო, რეჟ. გიორგი შენგელაია
“გენერალი და ზიზილები” ზოსია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
“რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” ტასია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
“ხევსურული ბალადა” მზექალა, რეჟ. შოთა მანაგაძე
“ფერისცვალება” სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
“აურზაური სალხინეთში” თამრო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
“ნატვრის ხე” ფუფალა, რეჟ. თენგიზ აბულაძე
“რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
“აშიკ-ქერიბი” რეჟ. სერგო ფარაჯანოვი (კინოსტუდია ”ქართული ფილმი”)
“არ იდარდო!” სოფიკო, რეჟ. გიორგი დანელია (მოსფილმი)
“არევიკი” არევიკი, რეჟ. ა. აგაბაბოვი
“ალიბაბა და 40 ყაჩაღი” ალიბაბას დედა, რეჟ. ლ. ფაიზიევი, უმეშ მეჰრა (უზბეკფილმი, F.C. Mehra (ინდოეთი))
“იყიდება აგარაკი” რეჟ. . პატაპოვი
“ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” ელენე
“წუთისოფელი” სიდონია, რეჟ. შოთა მანაგაძე
“ბროწეულის ყვავილი” დედოფალი ანა საიათნოვა, ანგელოზი, მონაზონი, რეჟ. სერგო ფარაჯანოვი
“დათა თუთაშხია” ნანო, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

პრემიები და წოდებები:
1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი
1976 წ. საქართველოს სახალხო არტისტი
1979 წ. სომხეთის სახალხო არტისტი
1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
1980 სახელმწიფო პრემია
1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
1997 წ. ღირსების ორდენის კავალერი
1998 წ. შ. რუსთაველის სახელობის პრემია
2000 წ. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია
2002 წ. ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია
2003 წ. ”ეკრანის დედოფალი” ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია[/b]

წყარო:http://teatri.ge/sopiko-chiaureli/

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/y/oym76.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/w/4sp2r.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='di tanti palpiti' timestamp='1302715808' post='625863']
ანნა მანიანი
“ჩემნაირი ქალები მხოლოდ ისეთ მამაკაცებს ემორჩილებიან, რომელთაც შეუძლიათ ბატონობა; მე არასოდეს შევხვედრილვარ ისეთს, რომელსაც ჩემი დამორჩილება შეეძლებოდა.”
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/s/1zkl3.jpg[/img][/url]
[/quote]

პირველი იტალიელი ქალი, რომელმაც ,,ოსკარი'' აიღო ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

მიტოვებული ჯერ მამისგან, შემდეგ კი დედისგანაც, ანნა მანიანი იზრდებოდა დედის მშობლების მიერ რომში. ერთი პერიოდი დრამატურგიის სკოლაში დადიოდა, შემდეგ გადავიდა სან-რემოში, სადაც მოეწყო ღამის კლუბში და ვარიეტაში არასახარბიელო სიმღერებით. იქ ყურადღება მიაპყრო რეჟისორმა ჯოფრედო ალეკსანდრინმა, რომელმაც მანიანი ედიტ პიაფს მიამსგავსა. ანნა ფეთქებადი ტემპერამენტით ხასიათდებოდა და ტრადიციულ სამსახიობო მოთხოვნებში ნაკლებად ჯდებოდა: ის საკმაოდ დაბალი და მსუქანი იყო.

1938 წ. ითამაშა თავად ტარაკანოვის როლი მარიო სოლდატის ფილმში. თუმცა თეატრის სცენაზე უფრო უმართლებდა. ფილმებში მხოლოდ ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. თავისი პირველი მთავარი როლი შეასრულა დე სიკას ფილმში “ტერეზე-პარასკევს”. ვაჟის შეძენის შემდეგ მსახიობ მასიმო სერატოსგან ანნამ წელიწადი შეისვენა. თუმცა ამ დროს ჰყავდა მეუღლე ჯოფრედო ალესანდრინი და მიუხედავად იმისა, რომ სხვა მამაკაცებთან აბამდა რომანს, მხოლოდ 1950 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. ის აღიარებდა: “ჩემნაირი ქალები მხოლოდ ისეთ მამაკაცებს ემორჩილებიან, რომელთაც შეუძლიათ ბატონობა; მე არასოდეს შევხვედრილვარ ისეთს, რომელსაც ჩემი დამორჩილება შეეძლებოდა.”

1945 წ. მანიანს თავს დაატყდა საყოველთაო აღიარება. როსელინის ეპოქალურ ფილმში “რომი-ღია ქალაქი”, მან ითამაშა ფეხმძიმე ქვრივის როლი, რომელიც ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლებს რომში შემოჭრილი ნაცისტების მიერ. მისი სიკვდილის სცენა მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთ საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარია. ამ ფილმის შემდეგ სთავაზობდნენ უამრავ ნეორეალისტურ ფილმებში მონაწილეობას და მალე ის იტალიური კინოს სახე გახდა. კამათი მოჰყვა მის როლს როსელინის ფილმში “სიყვარული”, სადაც მან გულმართალი გლეხის როლი ითამაშა, რომელსაც გამვლელი გააუპატიურებს (გამვლელის როლს თამაშობდა ფედერიკო ფელინი).


50-იანი წლების დასაწყისისთვის მანიანს უკვე შესრულებული ჰქონდა წყება ემოციური როლებისა – დაწყებული სულიერი ტანჯვიდან, ღრმა ტკივილებიდან დამთავრებული სასაცილო კომედიებით. ამ ჩარჩოებს გასცდა ის ლუიჯი ზამპას ფილმში “დეპუტატი ანჯელინა”. ამ როლისთვის ვენეციის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. როსელინთან ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, მსახიობი წარმატებით მოღვაწეობდა ვისკონტისთან და რენუართან.

50-იანი წლების შუაში ნეორეალიზმი განიცდის კრიზისს, ამიტომ მანიანს ოკენისგადაღმა უწევს ფილმებში მონაწილეობის მიღება. ნახევრად ხუმრობით მსახიობმა განაცხადა: “სიკვდილივით მომბეზრდა ისტერიჩკას როლები, მუშათა კლასის მყვირალა წარმომადგენლები”. დრამატურგმა ტენეს უილიამმა მისთვის დაწერა პიესა “ვარდის ტატუ”, მაგრამ მან უარი განაცხადა ბროდვეიზე თამაშის, ინგლისური ენის კარგად არცოდნის გამო. თუმცა დათანხმდა კინოვერსიაზე გადაღებას, რამაც “ოსკარი” მოუტანა. 1957 წ. რეჟისორმა ჯორჯ კიუკორმა შესთავაზა სცენარი “ველური ქარი” და ანნას ჰოლივუდში დაბრუნება მოუწია. ამ როლისთვისაც წარადგინეს “ოსკარზე”.

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/s/opz4s.jpg[/img][/url]
მისი გვიანდელი როლებიდან აღსანიშნავია პაზოლინის ფილმი “დედა რომა”. ამ ფილმით საბჭოთა კავშირში განადიდეს ის. რუსეთში 1965 წელს გასტროლებზე იყო ჩასული. ბოლო წლებში ავადმყოფობდა, დაუსვეს კუჭქვეშაჯირკვლის კიბოს დიაგნოზი. მისი უკანასკნელი ფილმი გახდა ფელინის “რომი” 1972 წელს, სადაც საკუთარ თავს თამაშობს პატარა მონაკვეთში.

მანიანი გარდაიცვალა 1973 წლის 26 სექტემბერს 65 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა როსელინების საოჯახო სასაფლაოზე, რომელსაც ბოლო წლებში შეურიგდა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ჟანა დარკი[/b]

[i][b]იშვიათია და ალბათ არც არსებობს ისეთი ფაქტი, რომ ინკვიზიციას კოცონზე დაეწვას ცხრამეტ წელს მიუღწეველი პიროვნება. ერთადერთი გამონაკლისი ჟანა დარკია (1412-1430), რომელიც, მოგვიანებით, ისტორიკოსებმა ორლეანელ ქალწულად მოიხსენიეს. 1920 წელს იგი კათოლიკურმა ეკლესიამ გმირად აღიარა და საეკლესიო კანონიზაციაში მიუჩინა ადგილი. მის ჯადოქრობასა და ერესში დადანაშაულების მიღმა, სინამდვილეში პატრიოტი გოგონას მიმართ ანგარიშსწორება იმალებოდა. ჟანას ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ მისი მოწოდებით ფრანგი ხალხი აღდგა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ, რომელთაც საფრანგეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ეპყრათ.

ჟანა დარკი დაიბადა 1412 წელს გლეხის ოჯახში ლოთარინგიაში (აღმოსავლეთ საფრანგეთი), სოფელ დომრემიში. ამ პერიოდში ინგლისელები საფრანგეთის 2/3-ზე მეტს ფლობდნენ, მათ მხარს უჭერდნენ ბურგუნდები და მაღალი სასულიერო იერარქია. პანიკამოცულ საფრანგეთის არმიაში გამოჩნდა კაფანდარა მომხიბლავი გოგონა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით იყო ანთებული და არწმუნებდა ხალხს, რომ მას ზეციური ხმები ბრძოლისკენ მოუწოდებდა. მეფე კარლოსს და მის ამალას სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა ერთისა, სუსტი და ნაზი ხელებისათვის მიენდოთ საფრანგეთის ბედი. ორლეანელი ქალწული სათავეში ჩაუდგა 10 ათასიან საფრანგეთის არმიას, რომელმაც ინგლისელებს ორლეანთან მწარე მარცხი აგემა და იძულებული გახადა, უკან დაეხია. მისი სახელი ტრიუმფალურობით იყო მოცული. ჟანას სახით ფრანგები გამათავისუფლებელს ხედავდენ. მით უფრო, რომ 7 თვის მანძილზე ინგლისელებისგან ალყაში მოქცეული ქალაქი ოთხ დღეში გაათავისუფლა. 90 წლიანი ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ინგლისელებს ერთადერთი ქალაქი უწევდა წინააღმდეგობას - ორლეანი.

იმ დროის წინასწარმეტყველებით, საფრანგეთს დაღუპავდა ქალი, ხოლო გაათავისუფლებდა ქალწული. ჟანა სწორედ ასეთი იყო. მას უფლისგან მოგზავნილად თვლიდნენ, უბრალო ხალხი ცდილობდა მის ცხენს მაინც შეხებოდა. ჟანას პოპულარობა საათობით იზრდებოდა, მაგრამ ამ სახელოვან ქალს ჰყავდა მოწინააღმდეგენიც, უპირველესად, სამღვდელოება. ჟანას განსაკუთრებულ თვისებათა შორის, რაც სასულიერო პირებსა და სამეფო ელიტას აღიზიანებდა, იყო მისი უბიწოება, რადგან იმ დროინდელ საფრანგეთში გლეხის გოგონებს ან პირველსავე შემხვედრს ჩუქნიდნენ, ან ძალზე ნაადრევად ათხოვებდნენ. საერთოდ კი, საფრანგეთში ქალიშვილის უბიწოება სოციალურ დეფიციტს წარმოადგენდა. სასულიერი პირებს აღიზიანებდათ ეს ფაქტორი, რადგან ბევრი თაყვანისმცემელი ამით მას მარიამ ღვთისმშობელს ადარებდა. ამასობაში ინგლისელები გულმოდგინედ ქსოვდნენ ჟანას შესახებ ათასგვარ ჭორებს და ორლეანელი ქალწულის წარმატებას დემონურ ძალებს მიაწერდნენ. არ გასულა ერთი წელი ორლეანთან გამარჯვებიდან, რომ 1430 წლის 23 მაისს ერთ-ერთი უბრალო შეტაკებისას ჟანა ტყვედ ჩავარდა. იგი ტყვედ აიყვანეს არა ინგლისელებმა, არამედ ბურგუნდებმა (გერმანელ ტომთა შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში), რომლებმაც ჟანა დარკი გაყიდეს ინგისელებზე.


მეფესა და მის თანმხლებთ საბედისწერო შეცდომა მოუვიდათ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჟანას დაკითხვა-შემოწმება, იყო თუ არა იგი ჯადოქარი. ამ ფაქტორმა შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რათა ტყვედ ჩაგდებული ჟანა დარკი კოცონზე დაეწვათ, როგორც ჯადოქარი. თუმცა, კარლოსმა და მისმა ამალამ იგი მართლმორწმუნე ქრისტიანად აღიარეს. რა თქმა უნდა, მაშინდელი პოლიტიკური ტრადიციებიდან, კარლოს VII შეეძლო მისი გამოსყიდვა წმინდა პოლიტიკური "ბერკეტების" ამუშავებით, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ მეფეები უმეტესად ზღაპრებსა და მითებში არიან კეთილნი.

ჟანა, შუა საუკუნეების ისტორიულ პირთა შორის, ალბათ პირველია, ვინც სამხედრო საქმის გამო ჩაიცვა შარვალი. დაბალი წრის ფრანგი ქალისთვის შარვალი საშიშ ელემენტად ითვლებოდა, მისი ჩაცმა მხოლოდ მაღალი წრის ქალს შეეძლო და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ინგლისელები ამ ფაქტორსაც მათთვის სასარგებლოდ იყენებდნენ და ცდილობდნენ, მის დემონურ ძალებთან კავშირზე შთაბეჭდილება ხალხში გაეძლიერებინათ.

მეორე დღეს კოშონმა წმინდა ტრიბუნალის წინაშე გამოაცხადა, რომ ჟანა კვლავ ბნელეთის მოციქულია და მისი საქმე გადაეცემა სამოქალაქო სასამართლოს. მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. კულისებს მიღმა კოშონი ისეთი ენერგიულობით მოქმედებდა, რომ ჟანას ერთი გზა ჰქონდა დარჩენილი - კოცონზე დაწვა. ინკვიზიციის ტრადიციის თანახმად, ჟანას თავზე შემოახვიეს ქაღალდი ასეთი წარწერით: "ერეტიკოსი, რწმენას განდგომილი, კერპთაყვანისმცემელი". მისი სიკვდილის უკანასკნელ წუთებს ისტორიკოსები ასე აღადგენენ, - ამ დროს იგი იყო მამაცი, ამაყი და გაწონასწორებული. არც ერთი წუთით მას არ დაუკარგავს სიმშვიდე და ყოველ წამს კონცენტრირებული იყო უდრეკი ნებისყოფით. ჟანას დამწვარი სხეული სენაში გადაისროლეს. გათავდა და დასრულდა ჟანა დარკი მოქმედებასა და მოძრაობაში. არავითარ ბოროტ ძალას აღარ ელოდა საფრთხე მისგან, მაგრამ იგი შემდგომ გახდა მრავალი ლეგენდისა და მითქმა-მოთქმის საბაბი. მისი შეფასების საბოლოო სადგური კი კაცობრიობის ხსოვნის ისტორიაში არის ერთი - იგი იყო მწყემსი გოგონა და ხალხმა ორლეანთან გამარჯვების გამო შეარქვა ორლეანელი ქალწული, რომელმაც თავისი სუსტი ქალწულებრივი სხეული და უკვდავი და უდრეკი სული საფრანგეთის თავისუფლებას შესწირა.[/b][/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ია კიწმარიშვილი, ყველაზე მწუხარე მარგალიტი


არასოდეს ირჩევს ისეთ მის საქართველოს რომელიც მასზე ლამაზია

[img]http://eva.ge/admin/uploaded/200810135244newsthumbnile.jpg[/img]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s009.radikal.ru/i308/1104/4c/32dbb2b42f1b.jpg[/IMG][/URL]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="sashka"][/b],
ვაიმე ნუ მიოფებ ამ ნაფერებ თემას :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ჟაკლინ-ჯეკი კენედი[/b]

[i]ფოტორეპორტიორები ტყავიდან ძვრებოდნენ, ოღონდ (ბიკინებში ან მათ გარეშე) თეთრი სახლის ამ დიასახლისის სურათი ხელში ჩაეგდოთ - მერეც, როცა ჟაკლინი ბებია გახდა, პუბლიკის ინტერესი მისი ცხოვრებისეული წვრილმანების მიმართ არ განელებულა.

როგორი იყო ეს სიციცხლეშივე ლეგენდად ქცეული და დღემდე ლეგენდად დარჩენილი ქალბატონი?
[/i]
[b]კლანჭებიანი ანგელოზი[/b]
[i]არსებობენ ასეთი ბავშვები... ლამაზები არიან, ანგელოზებივით, მაგრამ თავიანთ აღმზრდელებს და მშობლებს აჭაღარავებენ ნაადრევად. ჯეკი ისეთი მოუთვინიერებელი და გიჟმაჟი იყო, რომ ო’ჰენრის წითელკანიანთა ბელადსაც კი შეშურდებოდა. აღმზრდელები ისეთივე სიხშირით ეცვლებოდა, როგორც საფენები. დიდხანს ვერავინ ძლებდა. დედას და მამას კი გოგონაზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ, განსაკუთრებით მამა აღმერთებდა.

ჯეკის მამა, ჯონ ვერნონ ბუვიე, საოცრად კოლორიტული პიროვნება იყო. მეგობრები შავ ჯეკს ეძახდნენ, რადგან მთელი წელი ნამზეური არ სცილდებოდა. შეიხსაც უწოდებდნენ, მშვენიერთა სქესის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო. ქალები ჭკუას კარგავდნენ ამ მექალთანეზე, რომელიც აზარტული მოთამაშეც იყო. ამის წყალობით ბაბუის და მამის დანატოვარი დიდი წარმატებით გაფლანგა.

ჯეკის დედა, დახვეწილი და ამაყი ჯანეტ ბუვიე ქმრის ესკაპადებს დიდხანს იტანდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს 1936 წლის დასასრულს მისი მიტოვება გადაწყვიტა, თან 8 წლის ჯეკი და მისი უმცროსი და ლი წაიყვანა. შავ ჯეკს უქმეებზე გოგონების წაყვანის უფლება მისცეს, ისიც ანებივრებდა პატარებს.

დრო გადიოდა, ჯეკიმ რამდენიმე კერძო სკოლა გამოიცვალა და ნიუ-იორკის შტატში, პრივილეგირებულ კოლეჯ ვასარში ჩაირიცხა. შექსპირს, ფრანგულ ლიტერატურას, ენებს, ხელოვნების ისტორიას სწავლობდა და საკმაოდ კარგადაც. კიდევ უფრო დიდი წარმატებები ჰქონდა მაღალ წრეებში, იელისა და პრინსტონის არისტოკრატული უნივერსიტეტებიდან თაყვანისმცემლები არასდროს აკლდა. ხშირად ატარებდა მათთან ერთად მხიარულ უქმეებს. შავი ჯეკი,რომელიც მამრების ბუნებას მხოლოდ ჭორით არ იცნობდა, სერიოზულად ღელავდა. ქალიშვილისთვის მიწერილ ერთ-ერთ წერილში ის წერდა: «ქალს შეიძლება ჰქონდეს ფულიც, სილამაზეც და ჭკუაც, მაგრამ რეპუტაციის გარეშე ის არაფერია». საყვარელი შვილი რომ დაეცვა, მაგალითად საკუთარ გამოცდილებას იშველიებდა, აქაოდა, რაც უფრო მიუწვდომელი იყო გოგონა, მით უფრო ხანგრძლივი იყო ჩემი ინტერესი და პირიქითო.

თუმცა იმ დროისათვის ჯეკის ერთადერთი სერიოზული გატაცება ახალგაზრდა ნიუ-იორკელი ბროკერი ჯონ ჰასტედი იყო, დაინიშნენ კიდეც. ჯეკი მაშინ ვაშინგტონის ერთ-ერთი გაზეთში რეპორტიორად მუშაობდა. ერთ საღამოს, როცა ჰასტედს აეროპორტში აცილებდა, მისი ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი მშვიდად ჩაუდო პიჯაკის ჯიბეში. ასე დასრულდა ეს ამბავი.
[/i]
[b]ლამაზმანი და ”ურჩხულები”[/b]
[i]მაშინ ჯეკი ბუვიე უკვე ხვდებოდა ახალგაზრდა სენატორ ჯონ კენედის. ყოველთვის ძლიერი, არაორდინარული ადამიანები იზიდავდა, რომელთაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ნიჭი ჰქონდათ. ჰოდა, ახალგაზრდა, ენერგიული პოლიტიკოსით, მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრით არ შეიძლებოდა, არ დაინტერესებულიყო. რესტორნებსა და კინოში დადიოდნენ, ერთმანეთს მანქანაში კოცნიდნენ და ერთხელაც არლინგტონის წესრიგის დამცველმა ფარნით გაანათა შეყვარებულები, რომლებიც ღია მანქანაში ერთმანეთს ეალერსებოდნენ. პოლიციელმა, როგორც ჩანს, იცნო სენატორი და იქაურობას საჩქაროდ გაეცალა. ჯონს გაუმართლა. ეს ამბავი პრესას რომ შეეტყო, კარგა ხანს არ მიწყდებოდა ხმაური.

ჯეკიმ მტკიცედ გადაწყვიტა, ჯონი მისი გამხდარიყო. დასახულის მიზნის მიღწევა კი ყოველთვის გამოსდიოდა. რკინის ხასიათი ჰქონდა. გემოვნებათა შეუთავსებლობა სულაც არ აღელვებდა. მერე რა, რომ თვითონ გიჟდებოდა ცხენებზე, ძაღლებზე და კატებზე, ჯონს კი მათზე ალერგია ჰქონდა. არც ის იყო უბედურება, რომ თავად მუზეუმების, ოპერის, ბალეტის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ჯონს კი ამ ყველაფერს ვესტერნები და მსუბუქი საკითხავი ერჩია?! ვითომ ეს არსებითია?!

მალე ჯეკი ჯონის ერთგული თანამგზავრი ხდება. სათევზაოდ, ბეისბოლის სათამაშოდ დაყვება, მაღაზიებში სამოსს არჩევინებს (მანამდე კენედი სრულიად გულგრილი იყო მოდის მიმართ). მისი უმცროსი ძმისთვის რეფერატებსაც კი წერს. თანდათან კენედების ოჯახური აგარაკის, პალმ-ბიჩის ხშირი სტუმარი ხდება და ცდილობს, ჯონის ნათესავების მოწონება დაიმსახუროს. ეს არცთუ მარტივი ამოცანა იყო, მაგრამ ჯეკიმ ჯერ ჯონის დები"მოათვინიერა", რომელთაც თავიდან „ახალგაზრდა გორილების ჯოგს" უწოდებდა, თავისებური ხასიათის როზ კენედიც მოთაფლა, ბოლოს კი ოჯახის უფროსი ჯოზეფიც კი მოხიბლა. მაგნატს უყვარდა და უხაროდა, როცა ახალგაზრდა ლამაზმანთან ჰოლივუდის ვარსკვლავებთან სასიყვარულო ისტორიებით თავს იწონებდა. შავი შეიხის ქალიშვილს სულაც აკვირვებდა ჯოზეფის თავგადასავლები. ჯონზეც ბევრი რამ იცოდა, მაგრამ ეს კიდევ უფრო აჟინიანებდა, მის მოთვინიერებას ჩქარობდა. თუმცა ქორწილის შემდეგ საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ჯონს არ შეეძლო სხვაგვარად - მსახიობები, სტიუარდესები, მდივნები, მოდელები, ექთნები... კონტინგენტს გამუდმებით აახლებდა. პირველ ხანებში ჯეკი ძალიან მტკივნეულად განიცდიდა ყველაფერს, მაგრამ მოგვიანებით ასეთ რამეებზე უფრო ფილოსოფიური ხედვა გაითავისა.

ერთხელ (ჯეკი უკვე თეთრი სახლის დიასახლისი იყო) მოახლემ ჯონის საწოლში ნაპოვნი აბრეშუმის შავი საცვალი ჯეკის გადასცა, რადგან მისი ეგონა. პირველი ლედი ქმარს დაელოდა, მერე საცვალი გაუწოდა და უთხრა: «მიეცი პატრონს. ჩემი ზომა არ არის».

ჯეკის რევანში სხვა რამეში გამოიხატებოდა: დახვეწილი გემოვნების პატრონი, ბევრ ძალას, დროს და ფულს თეთრი სახლის პირადი აპარტამენტების მოწყობას ახარჯავდა. თუმცა ფული არასდროს ჰყოფნიდა. განსაკუთრებით გარდერობზე. როცა მაღაზიებიდან ანგარიშები მოდიოდა, ჯონი პირდაპირ კვნესოდა. და მაინც - ის ამაყობდა ცოლით. მისი სილამაზით, გემოვნებით, დახვეწილი მორთულობით დ მანერებით მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო. მას შემდეგ, რაც ყველა კანონის დარღვევით, ჯეკიმ თეთრი სახლის დარბაზში მაგიდებს ფერადი მუშამბები გადააფარა, ყველა ამერიკელმა დიასახლისმა იგივე გააკეთა. ამას მოყვა მრგვალი სკამები ოქროსფერი ბამბუკისგან. დღეს სასაცილოა ამაზე საუბარი, მაგრამ ჟაკლინ კენედიმ დაანამცეცა ყოველგვარი სტერეოტიპი: მოდური ჟურნალის რედაქტორებიც კი გაოგნების მერე აფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ. შეუთავსებლის ასე შეთავსებას ვერცერთი დიზაინერი ვერ ახერხებდა. ჯეკიმ ქალური სილამაზისადმი მიდგომაც კი შეცვალა. ერთი მხრივ - სავსემკერდიანი ლამაზმანი მერილინ მონრო, ქერა, როგორც ყველა თავმომწონე ამერიკელი ქალი, და მეორე მხრივ - პრეზიდენტის ცოლი. მან თავისი ვარცხნილობა, თმის ფერი, ფიგურის ძვალწვრილი სიფაქიზე და ბიუსტის თითქმის არარსებობა მოდური გახადა. სამაგიეროდ სწორედ მის ტანზე გამოიყურებოდა ლურჯ-თეთრზოლებიანი ჯემპერი ისე, თითქოს ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერის მოდელი ყოფილიყოს.

ჯონ კენედის ეპოქაში მისი ყველაზე ცნობილი მორთულობა დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლული აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის სისხლით მოსვრილი Chanel-ის ვარდისფერი კოსტიუმი იყო. მერე კარგა ხანს არ იხდიდა: "დაინახოს ყველამ, რა გააკეთეს!"

გალანტური დე გოლი ყვავილებს ჩუქნიდა. მოხიბლული ხრუშჩოვი კოსმოსში ნამყოფი ძაღლების ლეკვებს შეპირდა და შეასრულა დანაპირები. ჩე გევარას ერთხელ უთქვამს, რომ ჯეკი - ერთადერთი ადამიანია აშშ-ში, ვის ნახვასაც ისურვებდა. «მოლაპარაკების მაგიდაზე კი არა...», — დაუმატებია მრავალმნიშვნელოვნად.
[/i]
[b]ცხოვრება სიკვდილის შემდეგ[/b]
[i]კენედის სიკდვილმა ჯეკის ცხოვრება შეცვალა, მაგრამ მის მიიმართ ინტერესეი არ მიმქრალა. ყველაზე დაჟინებული ამ მხრივ ხომალდების ბერძენი მფლობელი, მულტიმილიონერი არისტოტელე ონასისი აღმოჩნდა. ჯეკი მაშინაც ისვენებდა ხოლმე მის მდიდრულ იახტაზე ”კრისტინა”. ამპარტავანი მაგნატისთვის ამერიკის პირველ ლედიზე დაქორწინების იდეა ნამდვილ აკვიატებად იქცა.

უცნობია, მიიღებდა თუ არა მის წინადადებას ჯეკი, ჯონის უმცროსი ძმა რობერტი რომ ცოცხალი ყოფილიყო. ზოგი ბიოგრაფი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის დაღუპვიდან ძალიან მალე ”ძმა-2” ჯეკის საყვარელი გახდა. სხვები ნაკლებად არააპელაციურები არიან. ასეა თუ ისე, რობერტის გარდაცვალების შემდეგ კენედებთან ყველა კავშირი გაწყდა. მოხუცი ჯოზეფიც დიდი ხალისით აღარ ანაღდებდა რძლის ანგარიშებს. ასეთ პირობებში ონასისთან ქორწინება ყველაზე კარგი გამოსავალი ჩანდა.

პრესაში ისეთი ხმაური ატყდა!! ”ჯეკი, როგორ შეგეძლოთ?” ”ჯონ კენედი მეორედ მოკლეს!” - ყგაჰყვიროდნენ გაზეთები. ჯეკის მეგობრების წრეშიც არ მალავდნენ იმედგაცრუებას. დაცინვის საბაბი მარტო ასაკობრივი განსხვავება კი არა, ახალდაქორწინებულთა სიმაღლეც იყო. ქალი კაცზე 8 სმ-ით მაღალი იყო და ეს ყველას პირზე ეკერა.

თუმცა, ბ-ნ არისტოტელეს არასდროს აშფოთებდა ქალების სიმაღლე. ბედნიერი იყო, სანამ ცოლის მფლანგველობამ არ შეაწუხა. ერთობლივი ცხოვრების მხოლოდ ერთ წელიწადში ჯეკიმ 20 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ამაში გასაოცარი არაფერია, 10 წუთით შეირბენდა ხოლმე მაღაზიაში და იქ 100000-სს ტოვებდა. თუ საკრედიტო ბარათზე თანხა არ იყო საკმარისი, ანგარიშებს ქმარს უგზავნიდა.

ვნება ქრებოდა და მილიონერს სულ უფრო ხშირად ებადებოდა გაყრის იდეა. ცალცალკე ცხოვრობდნენ, სხვადასხვა კონტინენტზე. იმ დროისთვის, როცა არის ავადმყოფობა გამძაფრდა, ცოლ-ქმარი უკვე სრულიად უცხო იყო ერთმანეთისთვის. ჯეკი პარიზში, სადაც საავადმყოფოში ონასისი იწვა, მაშინ ჩავიდა, როცა მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო. პირველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ ცნობილ მოდელიერ ვალენტინოს რომში დაურეკა და სამგლოვიარო კაბების კოლექციის გამოგზავნა შეუკვეთა. ჯეკი თავს არასდროს ღალატობდა.[/i]

[b]ქალბატონი რედაქტორი[/b]
[i]ონასისის გარდაცვალების შემდეგ ჯეკიმ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. ვინ იფიქრებდა,რომ ეს მდიდარი და ახლა უკვე არცთუ ახალგაზრდა ქალი თავისი ცხოვრების კარდინალურად შეცვლას გადაწყვეტდა? ჯეკი დიდი გამომცემლობის „დაბლდეის" რედაქტორი გახდა და შოუ-ბიზნესის სუპერვარსკვლავებთან (მაიკლ ჯექსონთან, ელიზაბეტ ტეილორთან, გრეტა გარბოსთან) მემუარების დაწერაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას. 1994 წლის 19 მაისს გარდაიცვალა - ლიმფური კვანძების კიბო, რომლის განვითარების პროვოცირებას ზოგი ჯეკის თმის საღებავს აბრალებდა. არლინგტონის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიას შვილები - კეროლაინი და ჯონი ესწრებოდნენ. იქვე იყო ადამიანი სახელად მორის ტემპლმენი, ჯეკის უკანასკნელი სიყვარული. არ დაქორწინებულან, მაგრამ ბოლო 12 წლის მანძილზე ჯეკის უფრო ერთგული და ახლო მეგობარი არ ჰყოლია...[/i]

[b]წყარო[/b]:http://prof.ucoz.com/news/2011-02-10-2333

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/p/u8510.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/i/4twnx.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/y/2bqdm.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/d/sz3o4.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/u/rarh4.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ninikela' post='629004']
«ქალს შეიძლება ჰქონდეს ფულიც, სილამაზეც და ჭკუაც, მაგრამ რეპუტაციის გარეშე ის არაფერია».
[/quote]
უმაგრესი ფრაზაა და საინტერესო იყო :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დავბრუნდი ჩემს საყვარელ თემაში :)
ამჯერად ქალ მწერლზებზე ვისაუბროთ :)

პირველ რიგში,არ შემიძლია არ გამოვყო ასტრიდ ლინდგრენი,ყველა ბავშვის საყვარელი შვედი მწერალი :)

[b]ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტოკჰოლმში დიდი თოვლი მოვიდა. ერთი ჩვეულებრივი შვედი დიასახლისი ასტრიდ ლინდგრენი ქუჩაში წაიქცა და ფეხი იტკინა. ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. ლოგინში უსაქმოდ წოლა ფრუ ლინდგრენს მალე მობეზრდა და მან დროის მოკვლის მიზნით წიგნის წერა დაიწყო. ეს წიგნი არ იყო დასაბეჭდად განკუთვნილი. ასტრიდი საკუთარი ქალიშვილის დაბადების დღისთვის საჩუქარს ამზადებდა.

1907 წლის 14 ნოემბერს პატარა შვედური ქალაქის ვიმერბიუს გაზეთის რუბრიკაში “დაიბადნენ”, სხვა განცხადებებთან ერთად, ასეთი ტექსტიც იყო გამოქვეყნებული: “არენდატორ სამუელ ავგუსტ ერიქსონს შეეძინა ქალიშვილი ასტრიდ ანა ემილია”. ასე გამოჩნდა პირველად პრესაში მომავალი საბავშვო მწერლის სახელი. ასტრიდს “დამატებითი” ორი სახელი არ მოსწონდა – მისი აზრით ისინი ზედმეტად ხმამაღლა ჟღერდნენ. მას უფროსი ძმა და 2 უმცროსი და ჰყავდა. დროის უდიდეს ნაწილს ის სწორედ მათთან ერთად ატარებდა.

ერიქსონების ოჯახი მდიდარი არ იყო. ასტრიდის მამა მიწის პატარა ნაკვეთს ქირაობდა და ბევრს შრომობდა, რათა მრავალშვილიანი ოჯახი ერჩინა. გაჭირვების მიუხედავად, ასტრიდს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, რადგანაც მის გარშემო დიდი სიყვარული სუფევდა, ზუსტად ისეთი, როგორც ზღაპრებში. ასტრიდის მშობლებს ერთმანეთი ბავშვობაშივე შეუყვარდათ. სამუელმა ჰანას გამო მდიდარ საცოლეზეც თქვა უარი, რომლისგანაც მას მზითევის სახით 500 ათასი კრონი უნდა მიეღო.

სკოლაში ასტრიდი კარგად სწავლობდა. განსაკუთრებით მას ლიტერატურა იზიდავდა. მისი ერთ-ერთი მოთხრობა ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა, რის შემდეგაც თანაკლასელებმა მას ზედმეტსახელიც შეარქვეს – “სელმა ლაგერლიოფი ვიმერბიუდან”. რა იცოდნენ ასტრიდის თანაკლასელებმა, რომ წლების შემდეგ ის გაცილებით ცნობილი მწერალი გახდებოდა, ვიდრე სელმა ლაგერლიოფი!
ასტრიდმა თანატოლებთან შედარებით ადრე დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. სკოლის დამთავრებისთანავე ის ვიმერბიუს ერთ-ერთ გაზეთში კორექტორად მოეწყო. შემდეგ კი მას საყვარელი კუთხის მიტოვებამ მოუწია. ასტრიდი დაფეხმძიმდა, მან ბავშვის მამასთან ქორწინებაზე უარი განაცხადა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია, ამიტომ ასტრიდმა სტოკჰოლმს მიაშურა. 1926 წელს მას ვაჟი ლარსი შეეძინა.

სტოკჰოლმში ასტრიდს ძალიან გაუჭირდა. აქ მას არც ნათესავები ჰყავდა, არც მეგობრები და არც საარსებო წყარო. “მე მარტოხელა და ღარიბი ვარ. მარტოხელა იმიტომ, რომ გვერდში არავინ მიდგას და ღარიბი იმიტომ, რომ ერთადერთი ერეს გარდა არაფერი გამაჩნია”, – წერდა ასტრიდი უფროს ძმას. თუმცა მას გაუმართლა: ასტრიდი ავტომობილისტთა სამეფო საზოგადოებაში მდივნად მიიღეს. 1931 წელს ის ცოლად საკუთარ უფროსს სტურ ლინდგრენს გაჰყვა. 3 წლის შემდეგ მათ ქალიშვილი კატრინი შეეძინათ. მათი ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა, ოჯახი შეხმატკბილებულად ცხოვრობდა სტურის სიკვდილამდე 1952 წელს.

ასტრიდ ლინდგრენი ჩვეულებრივ შვედ დიასახლისად იქცა და ალბათ ასეთადაც დარჩებოდა, რომ არა კატრინი. ყოველ საღამოს, ძილის წინ, ასტრიდი კატრინს ზღაპრებს უყვებოდა. ერთხელაც აღმოჩნდა, რომ მას ზღაპრების მარაგი შემოელია. კატრინმა უთხრა დედას, რომ პეპი გრძელი წინდის შესახებ მოეყოლა. ასტრიდმა არც კი იცოდა თუ ვინ იყო პეპი, მაგრამ მდიდარი ფანტაზიის დახმარებით პეპის სხვადასხვა გაუგონარი თავგადასავლების მოყოლა დაიწყო. მცირე ხანში ასტრიდმა შეამჩნია, რომ კატრინის მეგობრები ხშირად საუბრობდნენ პეპისა და მისი ისტორიების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კარლსონიც კატრინის წარმოსახვის ნაყოფი გახლდათ. ერთხელ მან დედას უთხრა, რომ ფანჯრიდან პატარა კაცი შემოფრინდა, რომელიც მშობლების შემოსვლისას კარადის უკან დაიმალა.

სამი წლის შემდეგ კი ასტრიდ ლინდგრენს ფეხი დაუცდა – დიდთოვლობის გამო სტოკჰოლმის ქუჩებში სიარული ჭირდა. ლოგინში უსაქმოდ მწოლიარე ასტრიდმა კატრინის დაბადების დღისათვის სიურპრიზის მომზადება გადაწყვიტა. მან ხელში კალამი აიღო და პეპი გრძელი წინდას თავგადასავლები ქაღალდზე გადაიტანა. წიგნი არა მარტო კატრინის, არამედ ასტრიდის მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ. მათი რჩევით ასტრიდმა ხელნაწერი გამომცემლობაში “კფიუტ�თოწეპკუტ” მიიტანა.



პეპიმ ნამდვილი ფურორი მოახდინა. 1945 წელს პეპიმ პირველი ჯილდო მიიღო, როგორც წლის საუკეთესო საბავშვო წიგნმა. 1949 წელს წიგნი გერმანულ ენაზე გადათარგმნეს და ნილს ჰოლგერსონის პრემიამაც არ დააყოვნა. პირველმა წარმატებამ ასტრიდ ლინდგრენს ფრთები შეასხა. დიასახლისი მიხვდა, რომ მწერლობა მისი მოწოდება იყო. ის ყოველ საღამოს მომდევნო დღის დადგომაზე ოცნებობდა, რათა კვლავ მისცემოდა წერისა და საკუთარ გმირებთან მარტო დარჩენის საშუალება. მალე მსოფლიომ კარლსონი, ბიჭუნა და ფრეკენ ბოკი გაიცნო. შემდეგ გამოჩნდნენ კიდევ 30-მდე წიგნის გმირები: “მაწანწალა რასმუსი”, “ლიონებერგელი ემილი”, “მიო, ჩემი მიო”, “განთქმული მაძებარი კალე ბლუმკვისტი” და სხვანი. მისი ყოველი ახალი წიგნი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა. თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა პრემიების ლაურეატი გახდა.

1973 წელს ლინდგრენმა ლინჩეპინგის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიიღო. 1985 წელს ის შვედეთის ყველაზე პოპულარულ მწერლად დაასახელეს – შვედეთის საჯარო ბიბლიოთეკაში ლინდგრენის წიგნები 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა. 1996 წელს სტოკჰოლმის ერთ-ერთ პარკში ასტრიდ ლინდგრენს ძეგლი დაუდგეს. 89 წლის მწერალი თავად ესწრებოდა გახსნის ცერემონიალს – ის გახდა პირველი ქალი, რომელსაც ასეთი პატივი სიცოცხლეშივე ხვდა წილად. ლინდგრენის ნაწარმოებების მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 40-მდე მხატვრული ფილმი გადაიღეს.

ასაკის მატებასთან ერთად ლინდგრენი სულ უფრო ნაკლებს წერდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მან პრესასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. ავადმყოფობის მიუხედავად, ასტრიდ ლინდგრენი მის მიერ დაარსებულ ინვალიდ ბავშვთა ფონდს ხელმძღვანელობდა, ასევე ის ცხოველთა დაცვის მოძრაობის აქტიური წევრი გახლდათ და ყოველწლიურად მონაწილეობდა “ასტრიდ ლინდგრენის პრემიის” გადაცემის ცერემონიალში, რომელიც გამომცემლობამ კფიუტ�თოწეპკუტ დააწესა.
სტოკჰოლმის შემოგარენში “ასტრიდ ლინდგრენის პარკი” მოქმედებს, სადაც ბავშვები კარლსონთან ერთად სახურავზე დარბიან, პეპი გრძელი წინდას ცხენზე სეირნობენ. ლინდგრენის წიგნები მსოფლიოს 80 ენაზე თარგმნილი. ასტრიდ ლინდგრენის სახელს ატარებს ერთ-ერთი ვარსკვლავი. შვედებმა ის შვედეთის მე-20 საუკუნის ქალად აღიარეს და 2001 წელს სტოკჰოლმში მისი სახელობის მუზეუმი დააარსეს. 2002 წლის 28 იანვარს 95 წლის ასაკში ასტრიდ ლინდგრენი გარდაიცვალა.



მაინც რა გახდა ლინდგრენის გმირების პოპულარულობის მიზეზი. პეპი, კარლსონი და ლინდგრენის სხვა გმირები დადებითი პერსონაჟების მეტად უჩვეულო, წარმოუდგენელ და ყველასგან განსხვავებულ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ისინი არიან თხუპნიები, ზარმაცები, უფროსებს არ უჯერებენ და რაც მთავარია, გამოსწორებასაც არ აპირებენ – საბავშვო ლიტერატურის ტრადიციული გმირების სრული ანტიპოდი. კარლსონის ბაქიობა, სიზარმაცე და ეგოიზმი, პეპის სიცრუე, გაუნათლებლობა, ლიონებერგელი ემილის თავხედობა – მიუხედავად ამისა, ბავშვებს ლინდგრენის პერსონაჟები ძალიან შეუყვარდათ, რადგანაც მათთან ერთად თავს მოწყენილად არ გრძნობდნენ.

“ჩემი წიგნებით ბავშვებისათვის ჭკუის სწავლებას არ ვცდილობ. მუშაობის დროს მე არც ლიტარატურაზე ვფიქრობ და არც პედაგოგიკაზე. ყველაზე მეტად ის მიტაცებდა, რომ თავს კვლავ ბავშვად ვგრძნობდი… მე მხოლოდ ისეთ წიგნებს ვწერდი, რომელიც მომწონდა და რომლის წაკითხვაც, უპირველეს ყოვლისა, მსიამოვნებდა. ამის გარეშე, არც კი მექნებოდა იმედი, რომ ჩემი წიგნები სხვასაც მოეწონებოდა”, – ამბობდა ლინდგრენი.

“არ მსურს დიდებისთვის წერა”, – არაერთხელ განუცხადებია ასტრიდ ლინდგრენს და ეს სიტყვები მისი ცხოვრებისა და შემოქმედების კრედოდ იქცა. ის მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვის წერდა, რადგანაც სრულიად იზიარებდა ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის აზრს, რომ ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის.[/b]

[b]წყარო:[/b][b] www.ucnauri.com[/b]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/v/62cgg.jpg[/img][/url]

ასტრიდის ყველაზე ცნობილი და ყველაზე ბავშვური ფოტო :)

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/t/fmd6b.jpg[/img][/url] Edited by ninikela
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე ბავშვობაში მეგონა,რომ ასტრიდ ლინგრენი კაცი იყო :D

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/j/gpv4u.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/s/cwql4.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ვირჯინია ვულფი- ყველაზე საინტერესო,უცნაური და ტრაგიკული მწერალი ქალი[/b]
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/f/xvz9o.jpg[/img][/url]

საინტერესო მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბლოგზე
http://popularpopcorn.blogspot.com/2009/04/virginia-woolf_20.html
2

Share this post


Link to post
Share on other sites
დღEს ფრანსუა საგანის დაბადების დღეა :)

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/g/f36kw.jpg[/img][/url]
[i]ფრანსუაზა საგანი – ფრანსუაზა კუარეზია. დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს პარიზში. ჭეშმარიტ ფრანგსა და ნამდვილ პარიზელს წინაპრები დედის მხრიდან რუსები ჰყავდა, დიდედა პეტერბურგში იყო დაბადებული. საგანი თხემით ტერფამდე პარიზელია: ელეგანტური, მოსიყვარულე, შეუცნობელი…

მამა მდიდარი მეწარმე იყო, დედა – დიასახლისი. ოჯახში საკმაო კომფორტი და ბურჟუაზიული სიმყუდროვე სუფევდა. მამა მუდამ დაკავებული იყო და შვილისთვის იშვიათად იცლიდა, ხოლო დედა გამუდმებით წუხდა: საბრალო გოგონა, პატარა კიკი, ღმერთმა მისთვის სილამაზე რად არ გამოიმეტა? ნუთუ მთელი ცხოვრება ასეთი უშნო იქნება და ბედნიერება არ ეღირსება?.. მშობლები ხშირად ეჭვობენ და უძლურნი არიან განსაზღვრონ შვილების მომავალი. ხოლო ამასობაში კიკი (ფრანსუაზა) თანდათან იზრდებოდა და თავის მოწოდებას ეძებდა. განსაკუთრებით მუსიკა იტაცებდა. უფროს ძმა ჟაკთან ერთად ხშირად იკეტებოდა ერთ-ერთ ოთახში და აღტაცებული უსმენდა მოცარტს, ბრამსს, რაველს… მუსიკა მგრძნობელობას აღვივებდა და იდუმალი სამყაროს შეგრძნებაში ეხმარებოდა.

და-ძმას თანატოლების შეკრებაც უყვარდა, ოღონდ მხოლოდ მათი, ვისაც მუსიკა და პოეზია ესმოდა. მათ კომპანიაში განსაკუთრებით ფასობდნენ მარსელ პრუსტი და არტურ რემბო.

ჟაკსაც და ფრანსუაზასაც რემბოსეული ამბოხება ეწადათ. სძაგდათ ბურჟუაზიული ფასეულობები, ფარისევლობა, პირმოთნეობა, კომფორტი და ფუფუნება. მაგრამ ჯერ 50-იანი წლების დასაწყისი იყო, შედარებით წყნარი და დალაგებული დრო, ჯერ არ დამდგარიყო სტუდენტური მღელვარების ხანა, როცა პარიზი და საფრანგეთი შეარყიეს ლოზუნგებმა: “არც ღმერთი, არც ბატონი!”, “იყავით რეალისტები, მოითხოვეთ შეუძლებელი!”, “იკრძალება აკრძალვა!” და სხვა. თუმცა ერთი შემდეგდროინდელი ლოზუნგი “ჩემი სურვილები – ესაა რეალობა” ფრანსუაზამ ინტუიტურად საკუთარ თავს მიუსადაგა. მას არ აინტერესებდა სწავლა, არ ემორჩილებოდა დადგენილ წესებს. ხშირად ეუფლებოდა მოწყენილობა და სევდის გასაქარვებლად მიმართავდა ლიტერატურას, მუსიკას, შოტლანდიურ ვისკის და სიგარეტს. დიახ, ის ადრევე მიეჩვია წევასაც და სპირტიან სასმელებსაც.

კოლეჯის შემდეგ იყო სორბონა, ფილოლოგიის ფაკულტეტი. მას იმდენად ლექციები არ ხიბლავდა, რამდენადაც სტუდენტებთან ურთიერთობა, მათი აღსარება სიყვარულსა და ტანჯვაზე. სორბონაში ფრანსუაზამ თავი იმით გამოიჩინა, რომ ერთხელაც მოლიერის თაბაშირის ბიუსტს თოკი შემოახვია და რიტუალური ჩამოხრჩობა განახორციელა. რით იყო ეს ნაკარნახევი – მოწყენილობისგან? პროტესტის ნიშნად? – ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ თვითონ მოლიერი არაფერ შუაში იყო, თუმცა ფრანგული თეატრის მეტრის ერთი გამონათქვამი “ყველა მარადიული გრძნობიდან სიყვარული ყველაზე ხანმოკლეა”, მას განსაკუთრებით არ მოსწონდა. ახალგაზრდობაში ყველას უნდა, რომ სიყვარული მარადიული იყოს.

მარადიული სიყვარულის უქონლობამ ფრანსუაზა ღამეული პარიზის ცდუნებებს მიაჩვია, რაც სწავლაში უშლიდა ხელს და იგი უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

ფრანსუაზა იგონებს: “მამა ცდილობდა ხელახლა ჩამებარებინა გამოცდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ საბუთები გამოიტანა. თავიდან ვღრიალებდი, შემდეგ დავჯექი და პირველი რომანის წერას შევუდექი”.

ნახტომი ლიტერატურაში

რომანის დაწერის გადაწყვეტილება სპონტანური იყო. თხზვის, შემოქმედების ვნება დიდხანს მწიფდებოდა და 19 წლისას საბოლოოდ დაეუფლა. ახალგაზრდა ფრანსუაზა კი არ შევიდა, პირდაპირ შეიჭრა ლიტერატურაში.

რომანი “სალამი, სევდა!” რამდენიმე დღეში დაიწერა და ხელნაწერი ერთ-ერთ ცნობილ პარიზელ გამომცემელს რენე ჟილიარს გაეგზავნა. რომანს ხელს აწერდა საგანი, – მარსელ პრუსტის ერთ-ერთი პერსონაჟის საპატივსაცემოდ. პირველი რომანის შემდეგ ფრანსუაზა კუარეზმა არსებობა შეწყვიტა და ქვეყანას მოევლინა სხვა ქალი – მწერალი ფრანსუაზა საგანი.

რას მოგვითხრობდა პირველ რომანში? მთვარი გმირი – ახალგაზრდა სესილი, სიცოცხლისმოყვარული და მგრძნობიარე ქალიშვილი ხორციელ სიამოვნებას ეძიებს შეყვარებულთა ხვევნა-კოცნაში. თავიდან კი ასე დაიწყო: “…ის მაშინვე მომეხვია და მიმიზიდა. შეცბუნებულმა გავიფიქრე: “ასეც უნდა მომხდარიყო”. და დაიწყო სიყვარულის მარულა – შიში, სურვილი, სინაზე, გაშმაგება… ბოლოს მწვავე ტკივილი და მასთან ერთად ყოვლისმომცველი სიტკბოება…”

რომანის სიახლე ის იყო, რომ სასიყვარულო ურთიერთობები არაფრით იყო დამძიმებული, გარდა თვითონ სიყვარულისა. საგანი ლაღად და თავისუფლად აღწერდა, როგორ უყვარდათ და შემდეგ როგორ შორდებოდნენ ერთმანეთს ყოველგვარი ძალდატანებისა და ვალდებულების გარეშე. სექსი, როგორც დაკმაყოფილება და მეტი არაფერი. თვით უბორკილო ფრანგებისთვისაც ეს მეტისმეტი იყო და ფრანსუა მორიაკმა მაშინვე უწოდა საგანს “მომხიბვლელი პატარა მხეცი”.

ასე იყო თუ ისე, რომანს გასაცვიფრებელი წარმატება ხვდა წილად. ის ათეულობით ქვეყანაში მილიონობით ტირაჟით გამოიცა. ამ ფენომენალურ გამარჯვებას ავტორი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ასე ხსნიდა: “პირველი წიგნით გამოწვეული შოკი შეიძლება აიხსნას მისი გულახდილობით, რაც ცინიზმსა და უხამსობაში არ გადასულა. ყველაფერს თავისი სახელი ერქვა: სურვილს, გრძნობას, გემოვნებას, მოთხოვნილებას. საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო ამისთვის მზად, ის მიაჩვიეს პირმოთნეობას, ტყუილს, დამალვას, მიჩუმათებას. ეს მასკარადი ყველას ყელში ჰქონდა ამოსული და უნდა გამოჩენილიყო ვიღაც, ვინც ყოველივე ამას ჯვარს დაუსვამდა. ღმერთმა ამისთვის მე ამირჩია…”

ღმერთმა 19 წლის გამოუცდელი გოგონა აირჩია და ამან საგონებელში ჩააგდო გამომცემელი. რენე ჟილიარმა გაკვირვებისგან ხელები გაშალა: “ნუთუ ახალი ჟორჟ სანდია?!” და სასწრაფოდ მისი გაცნობა გადაწყვიტა. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა გამოცდილი და ზრდასრული ქალბატონის ნაცვლად იხილა ცხვირწაწვეტებული გამხდარი გოგონა, დიდი და სევდიანი თვალებით.

- ეს თქვენ დაწერეთ? – შეეკითხა ჟილიარი.

- დიახ, – მშვიდად მიუგო საგანმა.

- თქვენ ეს ყველაფერი გამოსცადეთ? – ჩაეკითხა გამომცემელი.

- არა, გამოვიგონე.

- პროტოტიპები გყავდათ?

- არა.

- სესილი თქვენ არ ხართ და გმირის მამაც თქვენსას არ ჰგავს?

- საბედნიეროდ, არა.

ჟილიარმა მხრები აიჩეჩა. ბოლოს და ბოლოს, ტყუილ-მართლის ძიება რა მისი საქმეა, ალღო კარნახობს, რომ ნაწარმოები წარმატებას მოიპოვებს. და არც შემცდარა. “სალამი, სევდა!” ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად იქცა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში. 19 წლის ფრანსუაზა საგანმა სახელი და დიდება მოიხვეჭა, დაიწყო “საგანომანია”.

ერთ-ერთ ინტერვიუში საგანი ამბობდა: “თავიდან პრესა მტრულად და უნდობლად იყო განწყობილი. გაზეთები დიდხანს ამტკიცებდნენ, თითქოს რომანი მე კი არა, მამაჩემს დაეწეროს. ისეთ რამეებს მაბრალებდნენ, იძულებული ვიყავი ჟურნალისტებისთვის თავი ამერიდებინა. მამა ძალიან განიცდიდა ამ მითქმა-მოთქმას, ამიტომ ერთხელაც გავბრაზდი და დავწერე ახალი რომანი “პირქუში ღიმილი”, რითაც ჭორებსა და ჟურნალისტების გამოწვევას ბოლო მოვუღე”.

ფრანსუაზამ პირველ რომანში წარმოუდგენელი თანხა მიიღო – მილიონნახევარი ფრანკი. მან არ იცოდა, რა უნდა ექნა ამდენი ფულისთვის და რჩევისათვის მამას მიმართა. “სასწრაფოდ დახარჯე!” – ურჩია გამოცდილმა პიერ კუარეზმა. და საგანმაც დაიწყო ხარჯვა, იყიდა ძვირფასი ქურქი, ბოლო მარკის წითელი “იაგუარი”, ვილა ლაჟვარდოვან სანაპიროზე და იახტა. ერთი სიტყვით, ყველაფერი იყო ბედნიერი ყოფისათვის, მაგრამ ბედნიერება მილიონებით არ იზომება, ის სულიერი კატეგორიაა და არა მატერიალური. თუმცა პირადი ცხოვრების შესახებ შემდგომ გვექნება საუბარი, ამჯერად დავუბრუნდეთ ლიტერატურას.

მეორე რომანი “პირქუში ღიმილი” 1956 წელს გამოვიდა. ამას მოჰყვა წიგნები: “ერთ თვეში, ერთ წელიწადში” (1957), “გიყვართ ბრამსი?” (1959), “საოცარი ღრუბლები” (1961), “კაპიტულაციის სიგნალი” (1965), “ცოტა მზე ცივ წყალში” (1969) და სხვ. 90-იანი წლების დასაწყისში საგანს გამოცემული ჰქონდა 22 რომანი, მოთხრობების ორი კრებული, 7 პიესა და ნარკვევების ორი წიგნი. არაჩვეულებრივი ნაყოფიერებაა!..

სიმღერები? სხვათაშორის მათ ასრულებდა შესანიშნავი მომღერალი ჟულიეტ გრეკო. კინო? საგანის თითქმის ყველა რომანი ეკრანიზებულია. როლებს ასრულებდნენ ისეთი აღიარებული მსახიობები, როგორიც იყვნენ დანიელ დარიე, ჟან ლუი ტრენტინიანი, ინგრიდ ბერგმანი, მონიკა ვიტი, ივ მონტანი, მიშელ პიკოლი, ენტონი პარკინსი.

მაგრამ კინო ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მთავარია წიგნები. ზედიზედ რომ წერდა და აქვეყნებდა, ფრანსუაზა მათთან ერთად იზრდებოდა. მან გამოიმუშავა ნათელი, გამჭვირვალე სტილი, დამაჯერებელი ხელწერა და განსაკუთრებული ინტონაცია, ფსიქოლოგიური პორტრეტის სიზუსტე და ეკონომიურობა. საგანს ახასიათებს სტილის წმინდა ფრანგული სინატიფე: სიტყვა ლაპიდარულია, აფორისტული და მოხდენილი. ვერცერთ მის რომანზე ვერ იტყვი, რომ “აგურია”, ვაზას ან ქანდაკებას უფრო შეადარებ. ამ რომანების კითხვისას აბრეშუმის სინაზე იგრძნობა, ტექსტი თითქოს მიცურავს და მილივლივებს. თუმცა ეს სიმსუბუქე მოჩვენებითია, რასაც ადასტურებს მწერლის ერთი აღიარება: “მწერალი – უბედური ცხოველია, რომელიც წერის დროს გალიაშია გამოკეტილი… ეს ძალზე დამთრგუნველია. მაგრამ არის ღვთაებრივი მომენტებიც, როცა თავს გრძნობ სიტყვების მეუფედ. ეს არაჩვეულებრივი განცდაა, თითქოს სამოთხეში მოხვდი”.

ბევრი კრიტიკოსი აღფრთოვანებულია ფრანსუაზა საგანის შემოქმედებით და მას ფრანგული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად მიიჩნევს. თუმცა, არიან მოწინააღმდეგენიც, რომლებიც მწერალს უწუნებენ სუსტ სოციალურ ფონს, საზოგადოებრივი ყოფის წარმოჩენის ნაკლებობას. ისინი ამტკიცებენ, რომ საგანის წიგნები ესაა ლირიზმის, ეგოიზმის და ცინიზმის “სვეტური” კოქტეილი, რომ მის გმირებს არ გააჩნიათ ნათელი იდეალები და მიზნები. ფრანსუაზას არასდროს დაუცავს თავი ამგვარი ბრალდებისგან და ყოველთვის მოკრძალებულად საუბრობდა თავის ადგილზე ლიტერატურაში: “მარსელ პრუსტი – გენიოსია, მე მხოლოდ ტალანტი ვარ, ცოტა უფრო დიდი, ვიდრე ჩვეულებრივ ჰგონიათ.. მე ვწერ ინსტიქტურად, როგორც ვცხოვრობ და ვსუნთქავ. არ ვესწრაფვი ლიტერატურულ სითამამეს და სიახლეს. მუშაობას ღამ-ღამობით ვარჩევ, 12-დან დილის 6-მდე, როცა ხელს არავინ მიშლის”.

ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჰკითხეს:

- განგიცდიათ თუ არა შიში, რომ აღარ შეგიძლიათ წეროთ?

მან უპასუხა:

- ასეთი რამ ხდება ყოველთვის, როცა ახალ წიგნზე მუშაობას ვიწყებ. საერთოდ, წიგნები იქმნება ოცნებებიდან და რეალობიდან. როცა ეს მოდის, ვიწყებ წერას და ვეღარაფერი მაჩერებს.

- გვითხარით, ძნელია ცოცხალი კლასიკოსობა?

- არ ვიცი, არა ვარ დარწმუნებული, რომ კლასიკოსი ვარ, – მიუგო საგანმა. წიგნების ფინანსური წარმატება, სულაც არ არის ავტორის ტალანტის მაჩვენებელი. თუ ლიტერატორი ფულს აყენებს პირველ ადგილზე, მისგან მწერალი არ დადგება.

ინტერვიუ – საინტერესო ჟანრია. უმეტესად ბანალური კითხვები და არანაკლებ ბანალური პასუხები. თუმცა ზოგჯერ ინტერვიუერი ნიღაბს იხსნის და ნამდვილ სახეს გვაჩვენებს. ერთხელაც საგანი გულწრფელად გამოტყდა:

- მე უამრავ სისულელეს ჩავდივარ – ვსვამ, ვსეირნობ, სწრაფად დავქრივარ. ვაღმერთებ უსაქმურობას, ვკოტრიალობ საწოლში და ვუცქერი ღრუბლებს, როგორც იტყოდა ბოდლერი. ვკითხულობ დეტექტივებს და ვხვდები მეგობრებს, მაგრამ სწორედ ამ სიზარმაცესა და ტკბილ უსაქმურობაში იბადებიან ახალი ნაწარმოებები.

პირადი ცხოვრება

ასეთი აღიარების შემდეგ ადვილია ლიტერატურიდან პირად ცხოვრებაზე გადასვლა, რამდენადაც საგანი – არამარტო წიგნებია, არამედ ცხოვრებისეული ლეგენდაც. ეს ლეგენდა მაშინ შეიქმნა, როცა ფრანსუაზა ახალგაზრდა და ცოტა თავქარიანი იყო. მოგვიანებით ის ცდილობს გაემიჯნოს იმას, რასაც პრესაში წერდნენ: “მე წარმომაჩენენ ხან როგორც სევდიანს, ხან როგორც მსუბუქსა და ცოტა ქარაფშუტასაც… ზოგჯერ ისეთ თავგადასავლებს მომაწერენ, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. ჩემი ცხოვრება გაცილებით მარტივია და მოწყენილი, ვიდრე ჩემი ლეგენდა. ჩემი ნამდვილი ვნებანი? ლიტერატურა და რეგბი”.

ეშმაკობდა ფრანსუაზა საგანი, ეშმაკობდა. ლიტერატურა – გასაგებია, მაგრამ ეს რეგბი რაღაა?

დავიწყოთ კაცებით. პირველი ბიჭები არ ითვლება. პირველი ნამდვილი მამაკაცი და, ამასთან, საყვარელიც იყო ფოტოგრაფი ფილიპ შარპენტიე. 1955 წლის გაზაფხულზე გამომცემელს ჟილიარმა სარეკლამო ტურნესთვის ისინი ამერიკაში გაამგზავრა. შორეულ ქვეყანაში მოხვედრილი ორი ფრანგი, შეუძლებელი იყო, ერთმანეთს არ დაახლოვებოდა. სხვანაირად როგორ გაიყვანდი საღამოებს ქალაქებში, სადაც ასე თრგუნავს ფსიქიკას მოელვარე ცათამბჯენები?

ფრანსუაზასთვის ფილიპი ოცნების მამაკაცი გახდა, ხოლო ფილიპისთვის საგანი მხოლოდ “და სხვ.”.

ხალხში გავრცელებულია გამოთქმა: მოიმწვანილა და მიატოვა. ასე მოექცა საგანს ფილიპ შარპანტიე, ლამაზი, ჭკვიანი და ცინიკოსი დონჟუანი. 20 წლის ფრანსუაზასთვის ეს იყო დამანოკაუტირებელი დარტყმა. გონზე მოსასვლელად და ტკივილის გასაქარვებლად მან ცნობილ წამალს მიმართა: ალკოჰოლს. პირველმა სამკურნალო საშუალებამ მეორე მოიტანა – სექსი. მან საქმე დაიჭირა შემთხვევით კლიენტებთან, ვისთვისაც არც ფული ენანებოდა და არც საჩუქრები.

ხშირად ხდება ასე, გინდ ერთი ყოფილა და გინდ ათასი. ნამდვილი სიყვარულიდან ფრანსუაზა შემთხვევით სასიყვარულო კავშირებზე გადავიდა. ეს გზა მას კატასტროფას უქადდა, მაგრამ საქმეში ჩაერია შემთხვევა თუ ბედისწერა. ის მძიმე ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მწერალი, რომ იტყვიან, ნაწილ-ნაწილ ააწყვეს. ის სულ 22 წლის იყო, თითქოს ცხოვრება გათავდა, მაგრამ ექიმებმა იმარჯვეს.

ფრანსუაზა საგანის ტრაგედიას უმალ გამოეხმაურა 40 წლის ბიზნესმენი და დიდი გამომცემლობის მფლობელი გი შელერი. ის მივიდა საავადმყოფოში, შეიჭრა პალატაში, სადაც მთლიანად დაბინტული ფრანსუაზა იწვა და ზღურბლიდან შესძახა: “მე გაძლევ წინადადებას, ეს ერთადერთი გზაა, მსგავსი სისულელე კიდევ რომ არ ჩაიდინო”.

ფრანსუაზამ ოდნავ გაიღიმა და წაიჩურჩულა:

- რა მოწყალებაა…

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც დიდი ხნის შემდეგ გამოსცა, საგანი ყოფილ ქმარზე გი შელერზე წერდა: “მას ჰქონდა ჩემი ადრეული წიგნების მოწიფული პერსონაჟების შარმი”. და შემდეგ: “ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი, მაგრამ აუტანელი ქმარი”. იქნებ თვითონ იყო აუტანელი ცოლი?

ქმარს საგანმა უძღვნა რამდენიმე რომანი, მათ შორის “გიყვართ ბრამსი?” და “ერთ თვეში, ერთ წელიწადში”. დაქორწინების შემდეგ გაცხადდა, რომ ისინი ცხოვრების წესით, გონებით, მსოფლმხედველობით სულ სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, რასაც არ შეიძლება მომაკვდინებლად არ ემოქმედა მათ ურთიერთობაზე. ერთ მშვენიერ დღესაც ისინი ერთმანეთს დასცილდნენ, ოღონდ ყოველგვარი დრამისა და ცრემლის გარეშე. ამასთან, მთელი ცხოვრება მეგობრებად დარჩნენ.

მოგვიანებით ფრანსუაზა საგანი მეორედ გათხოვდა – ამჯერად ამერიკელ მხატვარ რობერტ უესტჰოფზე. 1962 წლის ივნისში დაიბადა საგანის ერთადერთი შვილი – დენი. მაგრამ ბიჭის გაჩენამ ხელი ვერ შეუწყო ოჯახის სიმტკიცეს. თავისუფლებისმოყვარე საგანისთვის ქორწინება ბორკილები იყო, ხოლო ცოლქმრული სავალდებულო სექსი – საშინელება. გარდა ამისა, ოჯახი ხელს უშლიდა ლიტერატურულ საქმიანობაში და გართობაში. ერთი სიტყვით, ბობის დაემშვიდობა და გაეყარა, რათა ისევ თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებით ეცხოვრა.

მოგვიანებით მწერალი იხსენებდა: “ადრე სამი ჭიქა ვისკის შემდეგ ყველა მამაკაცი მიმზიდველი მეჩვენებოდა. ეს იყო ალკოჰოლის შარმი. შედიხარ ღამის კლუბში არტურთან, გამოდიხარ პოლთან ერთად. კლუბში ბარის გვერდით ფარული კარი იყო, სადაც შეიძლებოდა სახელდახელო სექსით გართობა. მეორე მხრივ, ალკოჰოლი წერაში მეხმარებოდა და საკუთარ ძალებში მარწმუნებდა. დღეს სხვა სტიმულატორებით ვსარგებლობ, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ნაკლებ საზიანოა. არ მეგულება თავისი დროის არცერთი მწერალი, რომელსაც არასდროს არაფერი მიეღოს”.
[/i]
[b]“24 საათი”[/b] Edited by ninikela
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ახლა წარმოგიდგენთ ჯინ სებერგს,ჩემს ყველაზე საყვარელ მსახიობს რომი შნაიდერის შემდეგ :)

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/y/tqhd2.jpg[/img][/url]

[i][b]ჯინ სებერგი დაიბადა აიოვას შტატში 1938 წლის 13 ნოემბერს.მისი კარიერა დაიწყო 1957 წელს ოტო ფრემინგერის ფილმით "წმინდა ჟანა",სადაც ჟანა დარკის როლს თამაშობდა.ამ ფილმით ჯინ სებერგი საზოგადოებამ გაიცნო,მაგრამ პრესა მასზე და ფრემინგერის ფილმზე კრიტიკას არ იშურებდა."წმინდა ჟანა" საზოგადოებამ არ მიიღო.
შემდეგ ჯინ სებერგი იხსენებდა,რომ "წმინდა ჟანასთან ორი მოგონება მაკავშირებს.პირველი,თუ როგორ დავიწვი ფილმში და მეორე,როგორ დამწვა პრესის კრიტიკამ.ეს უკანასკნელი უფრო მტკივნეულია."
ოტო ფრემინგერმა ჯინს მეორე როლი შესთავაზა ფილმში "სალამი სევდავ",რომელიც საფრანგეთში გადაიღეს.ფრემინგერმა პრესას განუცხადა: "მართალია ამ როლზე ჯინ სებერგის ნაცვლად რომ ოდრი ჰემპერნი ამერჩია უფრო ნაკლები რისკი იქნებოდა,მაგრამ მე მჯერა მისი.მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი,თუმცა კიმ ნოვაკმაც ასე დაიწყო.." ამ ფილმის შემდეგაც სებერგმა მკაცრი შეფასება მიიღო,რამაც თითქმის დაასრულა მისი კარიერა.

ინსგლისურენოვან ფილმებში წარუმატებლობამ სებერგი აიზულა საფრანგეთში გადასულიყო,სადაც მან წარმატებას მიაღწია ფრანგული ახალი ტალღის ფილმებში.
კრიტიკოსებმა ფრანგული ახალი ტალღა უწოდეს 1950-60 წლებში მოღვაზე ფრანგ რეჟისორთა ჯგუფს,რომლებიც განიცდიდნე იტალიური ნეორეალიზმისა და კლასიკური ჰოლივუდური კინოს გავლენას.სრულიად მოულოდნელად ჯინ სებერგი საზოგადოებას ახალი როლით მოევლინა გოდარის ფილმში "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე",სადაც პარტნიორობას ჯან-პოლ ბელმონდო უწევდა.ამ ფილმმა წარმატებას მიაღწია.ჯინ სებერგმა კი კრიტიკის დიდი მოწონება დაიმსახურა,მას ევროპაში საუკეთესო მსახიობ ქალად მოიხსენიებდნენ.მოკლედ,ამ ფილმით მსახიობი ჯინ სებერგი მეორედ დაიბადა :)[/b][/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/j/zh9dy.jpg[/img][/url]
[b][i]წარმატების მიუხედავად,პრესა ნამდვილად არ წყალობდა ჯინ სებერს,რამაც იგი დეპრესიამდე მიიყვანა.1979წლის აგვსიტოში იგი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.ხელში წერილი ეჭირა :"მაპატიე.აღარ შემიძლია ცხოვრება."ჯინ სებერგის გარდაცვალების მიზეზად ოფიციალურად თვითმკვლელობა დასახელდა.ერთი წლის შემდეგ მისმა ქმარმა რომი გარმა თავი მოიკლა.[/i][/b]

ძალიან ლამაზია:)

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/m/5qk27.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/x/7jd6v.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/d/ew7je.jpg[/img][/url] Edited by ninikela
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ninikela' post='629004']
პირველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ ცნობილ მოდელიერ ვალენტინოს რომში დაურეკა და სამგლოვიარო კაბების კოლექციის გამოგზავნა შეუკვეთა. ჯეკი თავს არასდროს ღალატობდა.
[/quote]
:laugh: :laugh: :laugh:
აი ქალი :laugh:

[quote name='sashka' post='627724']
ია კიწმარიშვილი, ყველაზე მწუხარე მარგალიტი


არასოდეს ირჩევს ისეთ მის საქართველოს რომელიც მასზე ლამაზია
[/quote]
:lol:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0