Sign in to follow this  
Followers 0

“მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები”

72 posts in this topic

[b]„მე სრულიად წაშლილი ვარ. მძულს ზისის იმიჯი. სხვას რას ვთავაზობ ხალხს, გარდა ზისისა? უკვე დიდი ხანია, აღარ ვარ ზისი. მე ვარ 42 წლის უბედური ქალი და მქვია რომი შნაიდერი”.[/b]

1981 წელს რომის ტრაგიკულად დაეღუპა შვილი,დევიდი
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/v/kmibs.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/u/h64qf.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/c/qxi7e.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ტრაგიკულად დაეღუპა შვილი[/quote]
როგორ? <_<
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]როგორ? [/quote]
თუ სწორად ამხსოვს ავარიაში შვილიც და ქმარიც
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ninikela[/b]
ცუდი <_< ქართველებზე მალე გადავალთ ესენიც ძალიან საინტერესოააა :) გმადლობ შენ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]gege[/b]
სპეციალურად შენთვის დაკარგული ქართველი პოეტი ქალი :)
ჩემთვის ეს ადამიანი ძალიან ტრაგიკულია :)

ელენე დარიანი
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/t/ve8v9.jpg[/img][/url]

ამ ქალბატონზე განხსნილი მაქვს ლიტერატურაში თემა და ჩემს პოსტს ვაკოპირებ აქ

[quote]“შეყვარებულობის ჭეშმარიტი ეროტიკული განცდა და ამასთან, განცდა წმინდა ქალური სტიქიისა”
წერდა გრიგოლ რობაქიძე ელენე დარიანზე..


ვინ იყო ელენე დარიანი,პაოლო იაშვილის ალტერ ეგო თუ მისი მეგობარი ელენე ბაქრაძე.?ვინ არის დარიანული ლექსების ავტორი და რატომ მალავდნენ ცისფერყანწელები პოეტი ქალის ნამდვილ სახელს.ამ საკითხებთან დაკავშირებით ლიტერატურულ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა და დღემდე არსებობს...
ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია ქართველ პოეტ ქალზე,რომელსაც საზოგადოებამ უსამართლო განაჩენი გამოუტანა და ცისფერყანწელთა შორის ყველაზე მისტიურ პიროვნებად აქცია...


როგორც ცნობილია, პირველად სწორედ პაოლო იაშვილმა გამოაქვეყნა ელენე ბაქრაძის ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით.საკმაოდ თამამმა პოეზიამ დიდი სკანდალი გამოიწვია საზოგადოებაში.მკითხველი აღშოფოთებას ვერ მალავდა.დარიანის პოეზია უბრალო პორნოგრაფიად მონათლეს.ფიქრობდნენ,რომ ქართველ ქალს არ ჰქონდა უფლება ეწერა ასე თამამად საკუთარ გრძნობებზე...მერე როცა ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე პაოლომ ელენეს ლექსები წაიკითხა და პროტესტის ნიშნად რამდენიმე ქალბატონმა დარბაზი დატოვა,უკვე ცხადი გახდა საზოგადოების დამოკიდებულება დარიანული პოეზიის მიმართ.

დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ,რომ ელენე დარიანი არ არსებობდა და რომ ეს იყო პაოლო იაშვილის მეტსახელი,მაგრამ უკვე საკმაო ცნობები გვაქვს იმისთვის,რომ ელლე აღარ ჩავთვალოთ მისტიურ პიროვნებად

ელენე ბაქრაძე გახლდათ პაოლო იაშვილის მუზა.მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ[/quote]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ელენე დარიანზე თემა
http://tbiliso.ge/index.php?/topic/9407-%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%95/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვაგრძელებ თემას :)

[i]მინდა წარმოგიდგინოთ ლეგენდარული მოცეკვავე,რომელსაც ბორის პასტერნაკმა "ოკენიანის გარმელი სირინოზი" უწოდა.ეს გახლავთ აისედორა დუნკანი :)
ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მოცეკვავე და კიდევ უფრო საინტერესო ქალბატონი,საკმაოდ ტრაგიკული ბედით.
აისედორა დაიბადა ამერიკაში,თუმცა მან დიდ წარმატებას მოსკოვსი მიაღწია.
აისედორა გახლდათ სერგეი ესენინის მეუღლე,საოცარი კი ამ წყვილსი ის იყო,რომ ისინი ერთმანეთთად თარჯიმნის დახმარებით უერთიერთობდნენ.
აისედორასა და ესენინის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.
[/i]
([url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/l/m09ll.jpg[/img][/url]
[i]აისედორას ძალიან უყვარდა შარფეფი და მანქანები.ხოდა ერთხელაც ავტომანქანით სეირნობისას გრძელი წითელი შარფი ბორბალსი ჩაყვა და კისერი მოსტეხა :[/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[i]სხვათა შორის აისედორა თბილისშიც არის ნამყოფი,ამას ადასტურებს დათო ტურაშვილის "ჩაძირული ქალაქის ღამე"[/i]

[i][b]"აქ რუსის ბალერინა ჩამობრძანდა ამერიკიდან და თავის ავტოს დააქროლებს ტფილისის ქუჩებში".

"ეს ტექსტი, აშკარად გვიანდელი ჩანაწერია (უბრალოდ დასაწყისშია ჩამატებული), რადგან ჩვენი ვარაუდით ლაპარაკია აისიდორა დუნკანზე , რომელმაც ტფილისში 1907 წელს ერთ-ერთი პირველი ავტომობილი ჩამოყვანა და მის ავტოს უკან დაჰყვებოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა განურჩევლად ასაკისა,სქესისა,მრწამსისა, პოლიტიკური თუ რელიგიური აღმსარებლობისა და ა.შ. "[/b][/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვივიენ ლი
არ გამოგრჩEთ :rolleyes:
ულამაზესი ინგლისელი ქალბატონი
[img]http://3.bp.blogspot.com/_6n6jrWfJ8R0/THTy0cmnAtI/AAAAAAAAEmw/InvcrhdCTME/s400/Vivien+Leigh.jpg[/img]]
[img]http://3.bp.blogspot.com/_VYyNvKdtWEQ/Sfz5K1zNAjI/AAAAAAAABWM/AusdpY9UVbY/S768/vivien2.jpg[/img]
[img]http://i065.radikal.ru/1005/66/3ac9f7def449.jpg[/img] Edited by nakani
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][size="3"]ვივიენ ლი[/size] (Vivien Leigh; 5 ნოემბერი, 1913 – 8 ივლისი, 1967) — ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ კინოეკრანებზე ხშირად არ გამოჩენილა, მას ამერიკის კინოაკადემიის ორი ოსკარი აქვს მიღებული "სამხრეთელი ლამაზმანების" ("Southern belles") როლებისთვის - სკარლეტ ო'ჰარა (ქარწაღებულნი, 1939) და ბლანშ დიუბუა (სურვილის ტრამვაი, 1951), როლი რომელსაც პარალელურად ლონდონის ვესტენდზე თამაშობდა. მისი ოცთაათწლიანი თეატრალური კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს ავტორთა ფართო სპექტრის პერსონაჟები, დაწყებული ნოელ კოვარდისა და ჯორჯ ბერნარდ შოუს გმირებითა, და დამთავრებული კლასიკური შექსპირული ხასიათებით - ოფელია, კლეოპატრა, ჯულიეტა და ლედი მაკბეტი.[/b]


ესეც სიბერეში [img]http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6c/Vivien_Leigh_1958.jpg/300px-Vivien_Leigh_1958.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სხვათა სორის,ვივიენს მანიაკალური დეპრსია ჰქონდა და მასთან მუშაობა თითქმის ყველას უჭირდა

მართლა ძალიან ლამაზია
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/k/d3n1v.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე მოცეკვავეების თემას გავაგრძელებ

[b][i]წარმოგიდგენთ მარგარიტა გერტრუდა ზელეს,რომელიც ცნობილია ფსევდონიმით მატა ჰარი :)
მატა ჰარი ითარგმნება როგორც "დღის თვალი".იგი გახლდათ აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელი,საკმაოდ თამამი ქალბატონი,რომელიც ცეკვას ყოველთვის შიშველი ამთავრებდა.ევროპის ძალიან ბევრ მაღალჩინოსანთან ჰქონდა რომანი.მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ მამაკაცები მისი ცეკვის საყურებლად.

მატა ჰარი მარტო მოცეკვავე არ ყოფილა და ამ ადამიანში სწორედ ესაა საინტერესო.იგი გახლდათ პირველი ჯაშუში,კურტიზანი ქალი,რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს მოღვაწეობდა.არის ვარაუდი იმის შესახებ რომ მან განათლება გერმანულ ჯაშუშთა სკოლაში მიიღო,თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება რომ იგი არ ყოფილა ჯაშუში.ყოველშემთხვევასი მატა ჰარის ეს არასდროს უღიარებია.
1917 წლის 13 თებერვალს მატა ჰარი ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს პარიზში.მცირეხნიანი პატიმრობისა და გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
1917 წლის 15 ოქტომბერს მატა ჰარი სიკვდილით დასაჯეს.როგორც ცნობილია,მარგარიტას თვალებზე შავი ლენტი არ აუხვევია.12 ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა 12 ჯალათს და ამის შემდეგ დახვრიტეს.
[/i][/b]
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/m/3b4nw.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[i][b]კოკო შანელი (გაბრიელ ბონერ შანელი )[/b][/i]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/b/vjz0p.jpg[/img][/url]

[i][b]მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს... [/b][/i]
[i]
მან გაათავისუფლა ქალის სხეული კორსეტისგან, მან თავის თანამედროვე ქალებს ჩააცვა შარვლები, ამასთან არ დაივიწყა ჰალსტუხი. . . მან შესთავაზა მსოფლიოს განუმეორებელი, დაუვიწყარი არომატი სუნამო - შანელი N5.

მოდის პირველი სალონები და პირველი მოდელიერები, სიტყვა “კუტიურიესგან” გაჩდნენ XIX ს-ში საფრანგეთში. პარიზის წამყვანი მოდის სახლების შემოქმედებითი, მაღალი დონის სამკერვალო ოსტატობა გახდა პარიზის “მაღალი მოდის” საფუძველი. კოკო შანელი მოდის ბიზნესში მოხვდა XX ს-ში, როცა უკვე შემუშავებული იყო ტანსაცმლის ზომების სისტემა, დაიწყო მასიური წარმოება, გაჩნდა ტანსაცმლის ხაზი-pret-a-porte. შანელი იყო პირველი “კუტურიე”, რომელმაც დაიწყო მუშაობა სამკერვალო წარმოებისთვის. მისი კაბების და კოსტუმების მოდელებს აღარ ჰქონდა კორსეტის ფორმა, რომელიც ნეკნებს აზიანებდა და გულის წასვლის მიზეზი ხდებოდა. ტანსაცმელს ჰქონდა ქალის სხეულის ფორმა თავისი ღირსებებით და ნაკლით. რაც პოპულარული იყო XIX ს-ში- მეტისმეტად ვიწრო წელი, ფუმფულა ქვედაბოლოები, განიერი შლაპები, ძვირფასი მაქმანები, XX-ს-ში აქტუალურობა დაკარგა.

კოკო შანელი ან იგივე გაბრიელ ბონერ შანელი - არის ის შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ბედის და გული კარნახით აღმოჩნდა მოდის ცვალებად სამყაროში და სამკერვალო საქმე ხელოვნების დონემდე აიყვანა. ამასთან მას დასაწყისში მხოლოდ საკუთარი ხელები, ქინძისთავების და მაკრატელის გარდა არაფერი გააჩნდა. ამჟამად მაღალი მოდის ეს ვარსკვლავი, რომლის სახელია Chanel წარმოადგენს დახვეწილი გემოვნების და მომხიბვლელობის ბრენდს.

კოკო შანელი დაიბადა 1883 წელს დასავლეთ საფრანგეთში, იგი ადრეულ ასაკში დაობლდა. რის შემდეგაც იზრდებოდა მონასტერში, სადაც შეისწავლა ჭრა-კერვა. მონასტრის დატოვების შემდეგ იგი მღეროდა კაბარე “როტონდაში”, სადაც მოიპოვა წარმატება და ფული. აქ დაერქვა მას მეტსახელი კოკო და გაიცნო მდიდარი ოფიცერი ეტიენ ბალზანი. კოკოს ძალიან სურდა სიღარიბისგან თავის დაღწევა, ამიტომ დათანხმდა ეტიენს და გაყვა რუაიოს ციხესიმაგრეში საცხოვრებლად. კოკოს მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრება არ სურდა, ამიტომ მან დაიწყო ქალის შლაპების კერვა საკმაოდ წარმატებულად და ეტიენმა მას საკუთარი მაღაზია გაუხსნა. ცოტა ხანში მან გაიცნო შეძლებული ინგლისელი არტურ კეიპელი და გაყვა მას. წერდნენ, რომ არტური მისი ერთადერთი დიდი სიყვარული იყო, რომელსაც ყველაფერს პატიობდა, სხვაზე ქორწინებასაც კი. იგი დიდხანს გლოვობდა არტურის ტრაგიკულ სიკვდილს ავარიის შედეგად. არტური დაეხმარა მას დაეწყო თავისი ცხოვრების მთავარი საქმე-ტანსაცმლის მოდელების შექმნა.

1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე კოკო შანელმა გახსნა საკუთარი პატარა მაღაზია. იგი შემდგომში იტყვის: “მე შევძელი საკუთარის სახლის შექმნა, რადგან მინახავდა ორი მამაკაცი”.

მას პარიზში გამეფებული მოდა მეტისმეტად საგანგებოდ მოეჩვენა -ტუალეტის მყვირალა ფუფუნება, რომელზეც იხარჯებოდა უამრავი ქსოვილი, რთული ვარცხნილობები, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, კორსეტის არაბუნებრივი ფორმა. პარიზის ოპერაში სიარულისას დიაგილევის “რუსული სეზონის” დროს, იგი აკვირდებოდა თეატრის ნიჭიერი მხატვრებს, როგორიც იყო ლ.ბაქსტი, ნოვატორულ იდეებს. ბალეტში “თამაში” სტრავინსკის მუსიკაზე, იგი გააოცა და ამასთან ძალიან მოეწონა ტენისის მოთამაშეთა იმ დროისთვის შეუფერებელმა მოკლე ქვედაბოლოებმა.

მისმა წინათგრძნობამ, XX ს-ის მოთხოვნათა შეგრძნებამ, როცა მოდა აღარ შეესაბამებოდა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს, საშუალება მისცა კოკოს შეჭრილიყო ქალთა ცხოვრებაში, შეექმნა ქალის ახალი სახე, ტანსაცმლის ახალი ტრადიციულისგან განსხვავებული მოდელები.

როგორც ფრანგი მოქანდაკე როდენი მარმარილოს აცლიდა ყველაფერს ზედმეტს შედევრის შესაქმნელად, ასევე მაკრატლითა და ნემსით შეიარაღებული კოკო ქმნიდა ქალებისთვის პრაქტიკულ და მოსახერხებელ ტანსაცმელს. მისი შთაგონების წყარო იყო, როგორც ბავშვობა, ასევე გარემო, სადაც ტრიალებდნენ ხელოვნების წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები. ნამდვილი ელეგენტურობის საწყისად კოკო მიიჩნევდა ბუნებრიობას და სიმარტივეს. იგი არასოდეს ქმნიდა ესკიზებს, თავად უწევდა რეკლამას საკუთარ მოდელებს, იცმევდა რა მათ თეატრში, სეირნობისას და კიდებდა მაღაზიის ვიტრინაში. ამ გზით მან დაამკვიდრა თავისი სტილი, სუნამო, საყვარელი ყვავალი-თეთრი კამელია. ამბობდნენ, რომ მოდის შემქნით ის თავის თავს მოსავდა. კოკო და მისი მოდელები, მისი სტილი იზიდავდა გამბედაობით, თანამედროვეობით და სიახლით, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა XX ს-ის ქალს. “ჩემი ჩაცმის სტილი სხვების დაცინვას იწვევდა, სწორედ ამაში იყო ჩემი წარმატება, რადგან სხვების მსგავსად არ გამოვიყურებოდი”.
პირველი მსოფლიო ომის დროს კოკო იძულებული გახდა გამგზავრებულიყო შორეულ საკურორტო ქალაქ ბიარიცში. მისი მაღალი მოდის სახლი პოპულარული გახდა უბრალო და მოკრძალებული ტანსაცმლის გამო. ტრიკოტაჟის ქსოვილი“ჯერსი” ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო საწყობში ომის პერიოდში. მისგან წინდებს და საცვლებს კერავდნენ. მან პირველმა შექმნა მისგან კაბის და კოსტუმის მოდელები.

1920 წელს კოკომ რუსი ემიგრანტ დიდი მთავარ დიმიტრი რომანოვის მეშვეობით გაიცნო პარფიუმერი ერნესტ ბო. იგი ქმნიდა სუნამოებს სამეფო ოჯახისთვის. იგი კომპოზიციებს ქმნიდა ნატურალური ეთერზეთების და სინთეტიკური ჰაეროვანი ნივთიერებების შერევით და იღებდა უზუსტეს არომატებს. სწორედ მას მიმართა შანელმა თავისი ორიგინალური არომატის შესარჩევად და შესაკვეთად. არსებობს რამდენიმე ვერსია რატომ აირჩია მან რიცხვი 5. ერთი ვერსიით შეთავაზებული ფლაკონებიდან მან მეხუთე აირჩია (ხუთი მისი ბედნიერი რიცხვი იყო). თუმცა მასში ყვავილოვანი კომპონენტების მიჭარბე იყო, რაზეც კოკომ განაცხადა, რომ “ქალს ქალი სურნელი უნდა ჰქონდეს და არა ყვავილის”. ამის შემდეგ მოკრძალებული ფლაკონის შიგთავსმა, წარწერით “შანელი N5” გააოცა პლანეტის ყველა ქალი თავისი განუმეორებლობით, ტკბილი არომატის დახვეწილობით. მან მსოფლიო სახელი და უდიდესი მოგება მოუტანა ერნესტ ბოს და კოკო შანელს.

დამქანცველი ომის შემდეგ ევროპაში 20-იან წლებში დაიწყო ეკონომიკური ზრდა, შეიცვალა ქალის როლი. კოკომ შექმნა თავისი თანამედროვე ქალის მოდური სახე-ბიჭური ფიგურა, მოკლე ვარცხნილობა, გარუჯულობა, რაც მანამდე ქალბატონებისთვის ცუდ ტონად ითვლებოდა. მამაკაცის შარვლები, კოსტუმები, მკაცრი პერანგები ჰალსტუხით, ნაკეცებიანი ქვედაბოლოები – ამ ყველაფერმა საბოლოოდ შეცვალა ქალის ჩაცმის სტილი. და ბოლოს “უმაღლესი პილოტაჟი”- გენიალური, მუხლებამდე სიგრძის შავი კაბა გრძელი სახელოებით და მომრგვალებული დეკოლტეთი. შავი ფერის მიუხედავად, კაბა მეტად ეროტიკულად გამოიყურებოდა:კაშკაშა წითელი პომადა, ხელოვნური მარგალიტის გრძელი მძივი, მსუბუქი ნავისებური ფეხსაცმელი და შანელი N5 –ის არომატი ავსებდნენ კლასიკას. “პატარა შავი კაბა” გახდა არამარტო ეპოქის და არამედ კოკოს სახე, რომელსაც უყვარდა შავი ფერი და სილუეტის ელეგანტური ლაკონურობა. ჟურნალები წერდნენ, რომ “ქალი, რომელსაც გარდერობში შანელის ერთი ნივთი მაინც არ აქვს, ის უიმედოდ არის ჩამორჩენილი მოდას.

კოკო შანელი ხდება მოდის აღიარებული კანონმდებელი. მისი მოდელების ქაღალდის თარგების გამოშვებას იწყებს ამერიკული კომპანია “Mc Call Pattern Company” . მისი მოდის სახლი თავისი სალონით, მაღაზიით, ატელიეთი და კოკოს ბინით კამბონის ქუჩაზე, პარიზის განუყოფელი ნაწილი ხდება, მისი კლიენტები მიეკუთვნებოდნენ მაღალი საზოგადოებას, ასევე იყვნენ XX საუკუნის ცნობილი ქალბატონები- მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, ფრანსუაზა საგანი, რომი შნაიდერი და სხვები.

თავისი ინდივიდუალური სტილის შექმნის, ცალკეული პროპორციების, ფერთა გამის, ქსოვილის ფაქტურის დამუშავების გარდა კოკო ქმნიდა დამატებით აქსესუარებს და ბიჟუტერიასაც.

1924 წელს მან დაიწყო მოდური ბიჟუტერიის წარმოება ხელოვნური ქვებისგან დამზადებული ეფექტური მძივები და გულსაკიდები ამშვენებდნენ მის კოსტუმებს და კაბებს და ანიჭებდნენ ჩაცმულობას კონტრასტულობას და მოხდენილობას. 1929 წელს ის ხსნის აქსესუარების, ბიჟუტერიის და სუნამოების ბუტიკს. კოკოს აზრით სამკაულები ბევრი უნდა იყოს.. ისინი ეპოქაზე თავიანთ კვალს ტოვებენ, მე მსურდა, რომ ეს შანელის ბიჟუტერია ყოფილიყო” თავად კოკო ატარებდა თავის ბიჟუტერიას ძვირფას სამკაულებთან ერთად, რათა ეჩვენებინა, რომ ოქრო ვერ ჩრდილავს მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას.

უდიდესი წარმატება, რომელიც კოკომ მოიპოვა იყო მისი დაუღალავი შრომის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სურვილის, ნიჭის, მოდელიერის ოსტატობის შედეგი. მთელი ცხოვრება კოკო ამტკიცებდა, რომ მოვიდა საქმიანი, პროფესიაში წარმატებული, საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე ქალის დრო, რომელსაც ამასთან ერთად სიყვარულის უნარიც გააჩნდა და შეეძლო ყოფილიყო სიყვარულის ობიექტიც.

კოკოს რომანმა ვესმინსტერელ ჰერცოგთან, რომელიც დაიწყო 1925 წელს, შეავსო მისი წარმოდგენები მოდაზე. ტვიდის ჟაკეტებმა, რომელიც მამაკაცის კოსტუმებს გავდა, ნაქსოვმა სვიტერებმა შეიტანა მის სტილში ტრადიციული ინგლისური მოტივების ელეგენტურობა. მან უარი უთხრა ჰერცოგს ცოლობაზე. მისთვის მთავარი იყო შემოქმედება, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. როცა მე მიწევს არჩევანის გაკეთება მამაკაცებს და ჩემ კაბებს შორის, ყოველთვის კაბებს ვირჩევ, მე ჩემ ვნებაზე ძლიერი ვარ”. მას არასდროს შეეძლო მთლიანად მისცემოდა პირად ცხოვრებას, მას ნარკოტიკივით იზიდავდა სამუშაო. ის მუდმივად დარჩება როგორც მადმუაზელ კოკო-უდიდესი მადმუაზელი.

30-იანი წლების დასაწყისში კოკომ შექმნა საღამოს ჩაცმულობა, რომელშიც შეიტანა შიკის ელემენტები-ოქროსფერი წვიმებით გაწყობილი კაბები, ოქრომკედით ამოქარგული “ლამე”, რაც მის სტილს არ შეესაბამებოდა, მაგრამ დროს მიაგებდა პატივს.
კოკომ თავისი შესაძლებლობები მოსინჯა, როგორც თეატრის და კინოს მხატვარმა. დიაგილევის ბალეტ “ლურჯი ექსპრესისთვის” მან შექმნა კოსტუმები (ჟ.კოკტოს სცენარი, ფარდის მხატვრობა პიკასო)., ასევე ფრანგული ფილმისთვის “პოეტის სისხლი”, მუშაობს ჰოლივუდში. 60-იან წლებში ფილმში “ბოკაჩო” რომი შნაიდერი შანელის შექმნილ კოსტუმებში თამაშობს.

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კოკო ხურავს თავისი მოდის სახლს, მიდის თავისი დიდების და წარმატებისგან. “ისეთი განცდა მქონდა, რომ კაბებს არავინ არასდროს შეიკერავდა”-თქვა მან. ცხოვრებამ მას კიდევ ერთი სიყვარული აჩუქა გერმანელი ოფიცრის ბარონ გიუნტერ ფონ დინკლანგეს სახით, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსი იყო. იმ წლებში გერმანელ ოფიცერთან სასიყვარულო ურთიერთობა, თანაც ასეთი ცნობილი პიროვნებისთვის მეტად მიუღებელი იყო. მაგრამ შანელს უკან დახევა არ შეეძლო, ის უკვე 60 წელს უახლოვდებოდა. მთელი საფრანგეთი მას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდა, ის იძულებული გახდა შვეიცარიაში გადასახლებულიყო:”გასარკვევია რა უფრო დიდი ღალატია გერმანელთან დაწოლა და გერმანელი გენერლების ცოლების მომსახურეობა”-თქვა კოკომ.

ცხრა წლის შემდეგ კოკო დაბრუნდა საფრანგეთში ახალი კოლექციით. დადგა სახელგანთქმული საათი, როცა 70 წლის შანელმა კვლავ დაიპყრო პარიზელი ქალბატონების გული. მან მათ შეთავაზა კრისტიან დიორის ალტერნატივა კაბების და კოსტუმების უბრალო, მოხერხებული, უნივერსალური მოდელები ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევის და ნებისმიერი ასაკისთვის. შანელის უსაყელო და უგადანაკეცო კოსტუმი, მოკლე, კანტით გაწყობილი პიჯაკი და სწორი, მეტალის ღილებიანი მკაცრი ქვედაბოლოთი. შანელი თვლიდა, რომ არ არსებობს კოსტუმზე თანამედროვე ნივთი, მისი ტარებაც შეიძლება ბლუზებთან, შარფებთან, ტოპებთან, ბიჟუტერიასთან. კოსტუმი გახდა მაღალი სტილის მაჩვენებელი და შანელის სახლის ყველა ჩვენებაშია წარმოდგენილი.

ლეგენდარულმა კუტურიემ იცოცხლა 87 წელი და გარდაიცვალა 1971 წელს. შანელის სტილი კი დღესაც ცოცხლობს და წარმოადგენს მოდის ხელოვნებაში ელეგანტურობის ნიმუშს.

“მე არ მიყვარს როცა საუბრობენ შანელის მოდაზე. შანელი-ეს პირველ რიგში არის სტილი. მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს”. [/i]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[list]

[*][i][b]20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.

[*]მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.

[*]ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს.

[*]ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.

[*]შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უზადოდ და უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი.

[*]მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე.

[*]მოდა მიდის, სტილი რჩება.

[*]ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.

[*]მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.

[*]იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.

[*]თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.

[*]ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.

[*]არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი.

[*]მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.

[*]იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.

[*]თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.

[*]მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.

[*]არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო.

[*]როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ.

[*]ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს,რომ იყოს.

[*]დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას.

რა საჭიროა ყოველი ახალი ვითარებისთვის ახალი კაბის შეძენა?ნუთუ ასე უმნიშვნელოა თვითონ ქალი და ასე მნიშვნელოვანია კაბა?
[/b][/i]
[/list]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ვივიენი და ოდრი[/b] მარად და მარადა ჩემს გულში :wub: :wub: :wub:
ულამაზესი ქალბატონები
უბრალოდ არცერთჳ ქალი არ მიმაცნია მათზე ლამაზად
ან არ მახსენდება ჯერ :lol:

და არავინ სხვა :X
აღარ მაქვს ადგილი :53: :53: Edited by nakani
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[i]შანელს მე-20 საუკუნის ჩაცმულობის რეფორმატორსაც უწოდებენ,რადგან მან ქალის ახალი გარეგნული სახე დაამკვიდრა.მის მიერ შემოტანილი ბევრი სიახლე ჩაცმულობაში დღემდე არ გამოდის მოდიდან.კოკო შანელს სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა და ხშირად თვითონვე იყო თავისი იდეების და მოდელების გამავრცობელი.მან პირველმა უარყო კორსეტი,ჩაიცვა შარვალი და ნაქსოვი პულოვერი-სვიტერი,პირველმა გამოიყენა ტანსაცმელში ტრიკოტაჟი და იაფფასიანი სამკაული-ხელოვნური მარგალიტი,ძეწკვი და სხვა.მოკლედ შეიჭრა თმა და მზით გარუჯული გამოჩნდა საზოგადოებაში.


შანელი,როგორც პიროვნება,უაღრესად ამაყი და დამოუკიდებელი იყო.ქორწინებაზე არც ერთი თაყვანისმცემლის წინადადება არ მიიღო.უარი უთხრა რუსეთის დიდ მთავარს დიმიტრის და ინგლისის ჰერცოგს სიტყვებით- [b]"ინგლისში ჰერცოგებია ბევრია,საფრანგეთში კი შანელი ერთი".[/b]ფართო ინტერესების სფერო ჰქონდა.უყვარდა სპორტი-ცხენოსნობა,მეგობრობდა მწერლებთან,მხატვრებთან და მუსიკოსებთან.ესენი იყვნენ- ჟან კოკტო,სალვადორ დალი,იგორ სტრავინსკი,დიაგილევი და სხვები.არასდროს უმეგობრია თავის კოლეგებთან.[/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.[/quote]

[quote]მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.[/quote]

[quote]თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.[/quote]
:lol: :lol: მაგარი ფრაზაა ყველა

გავითვალისწინებდი სიამოვნებით
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ალბათ ლოგიკური იქნება დღეს ამ თემას მარო მაყაშვილს მივუძღვნით :)

მარო მაყაშვილი გახლდათ პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის ქალიშვილი,რომელიც 1921 წლის 17 თებერვალს ჩაეწერა წითელ ჯვარსი მოწყალების დად.
1921 წლის 19თებერვალს ყუმბარის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 19წლის მარო მაყაშვილი,რომელიც 23 თებერვალს კოჯო-ტაბახმელას ბრზოლებსი დაღუპულ იუნკერებთან ერთად დაასაფლავეს.
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/o/cvzhy.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]კოტე მაყაშვილი – “მაროს”

დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი,
ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,
ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,
ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.

არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!

დავიღალე… დავიჩაგრე… და შენი ვარ მხმობელი,
ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,
სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..
დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!

მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!
მაროს მამა – ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?
როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!
შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!

შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,
სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,
და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,
წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!

1921 წ.[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Michèle Mercier
[img]http://s51.radikal.ru/i134/0907/e2/5fcdaee88b46.jpg[/img]
მიშელ მერსიე - ფრანგი კინომსახიობი
ყოველთვის მხიბლავდა ამ ქალის ილამაზე
განსაკუთრებით ბავშვობაშჳ როდესაც ანჟელიკას ვუყურებდი
ულამაზესი ფრანგი ქალბატონი :)


მიშელ მერსიეს ნამდვილი სახელია ჟოსელინი, მაგრამ ჩათვალეს რომ ეს სახელი არ ირითმებოდა გვართან და ჟოზელინმა მისი გარდაცვლილი დისს მიშელის სახელი აიღო, რომელიც 5 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მომავალში ამბობს ამ სახელმა მას უბედურება მოუტანა. როგორცც თვითონ ჟოსელინი ანუ იგივე მიშელი იხსენებს დედას უმცროსი დის გარდაცვალების შემდეგ მასთან ურთიერთობა დაეძაბა, მისგან არცერთი გამამხნევებელი სიტყვა გოგონას არ გაუგია. დედას საშინელ ცოდვად და უბედურების მომასწავლებლად მიაჩნდა გოგონას ასეთი სილამაზე და უწინასწარმეტყველებდა რომ ცხოვრებაში ვერაფერ წმინდას ვერ მიაღწევდა და გაბოზდებოდა.ახალგაზრდობაში მიშელი გაიპარა ინგლისში რათა ბალერინას კარიერა აეწყო თუმცა არაფერი გამოუვიდა
1957 წლის გაზაფხულზე სეირნობდა პარკში მამასთან ერთად სადაც ორმა ბატონმა, რეჟისორმა - დენი დე ლა პატელერმა და სცენარისტმა მიშელ ოდიარმა შენიშნეს და ორივენი მიხვდვნენ რომ სწორედ მას უნდა ეთამაშა მათ ახალ კომედიურ ფილმში
1960 წელს ითამაშა ფრანკ ტრუფანტის ფილმში . ეს მიშელის საყვარელი როლი იყო. ამის შემდეგ მიიღო მონაწილეობა რამოდენიმე ინგლისურ და იტალიურ ფილმში, უმთავრესად ქარაფშუტა გოგონას როლებს სთავაზობდნენ. მიშელს სჭირდებოდა რომელიმე მაღალანაზღაურებად ფილმში თამაში და როლი, რომელიც პოპულარობას მოუტანდა
1984 წელს მიშელმა გამოაცხადა რომ ტოვებდა კინოს რათა მოეწესრიგებინა პირადი ცხოვრება ორი განქორწინების შემდეგ. მამაკაცები მიშელის ფერხთ ეგებოდნენ, მაგრამ აღიქვამდნენ როგორც ლეგენდარულ ანჟელიკას. ამიტომაც მამაკაცების ყურადღების მიუხედავად ანჟელიკა სრულ გაურკვევლობაში იყო. ძალზედ ძნელია ამოიცნო ის მამაკაცი რომელსაც შენ უყვარხარ და არა ანჟელიკა. ამის გამო მიშელი ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში. [b]მამაკაცებს უკვირთ როდესაც რამეს ჩემებურად ვაკეთებ, ისინი ხომ ანჟელიკას ელიან![/b]
1961 წელს ცოლად გაყვა ანდრე სმაგს, რეჟისორის თანაშემწეს. ანდრე ალკოჰოლიკი აღმოჩნდა და ჰოსპიტალში დააწვინეს. 1965 წელს განქორწინდნენ.1970 წელს კი ავტომრბოლერს კლოდ ბურილოს. 1976 წელს, რამდენადაც სასაცილოდ და ტრაგიკულად არ უნდა ჟღერდეს ერთ დღესაც კლოდი გაუჩინარდა მიშელის სამკაულებთან და მის ფულთან ერთად
თავად მიშელი წერს მემუარებში რომ მისთვის ყოველთვის ყველაზე დიდი ოცნება იყო შეექმნა ლამაზი დიდი ოჯახი, თუმცა ახალგაზრდობაშიც ძალიან მორცხვი და უკარება იყო, პოპულარულობის მოპოვების შემდეგ კი უბრალოდ შეშინებული ქალი იყო, რომელსაც სურდა მამაკაცებს დაენახათ მისი ნამდვილი სახე და შეყვარებოდათ მიშელი იგივე ჟოსელინი, ოღონდ არა ანჟელიკა.

[b]„როცა ხალხი მესაუბრება ისინი ყოველთვის ეხებიან ანჟელიკას, მაგრამ მე ასევე ვითამაშე ორმოცდაათი სხვა ქალი. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი დამევიწყებინა ის, მაგრამ ახლა მას ვუყურებ, როგორც პატარა დას, რომელიც ყოველთვის ჩემს მხარესაა და მე ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება.“[/b]

[img]http://s49.radikal.ru/i126/0907/34/f53cb30b09ff.jpg[/img] [img]http://s39.radikal.ru/i085/0907/51/560c6b2110ca.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://b.pix.ge/d/qixli.jpg[/img]

დოდო ჭიჭIნაძე :rolleyes:
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][i]უმშვენიერესი და უნიჭიერესი ანი ჟირარდო,რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა :([/i][/b]
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/z/w3tw1.jpg[/img][/url]
[i][b]როგორც იცით,ამ ანის ალცეიმერის დაავადება ჰქონდა,რაც მუშაობასი ხელს უშლიდა
სულ ბოლოს მაყურებლების წინაშე იგი ნიკოლა ბოლიეს დოკუმენტურ ფილმში გამოჩნდა,რომელსაც "Ainsi va la vie" ანუ ასე მიდის ცხოვრება ჰქვია :)
ამ ფილმში ანი ამბობს :"თქვენ დაკარგეთ მეხსიერება და აღარასდროს დაგიბრუნდებათ."

"მითი,ეს როგორც შთამომავლობა,მე მაცინებს.ბოლოს ყველაფერი მთავრდება..."

თავისი სიცოცხლის ბოლოს "ანიმ უკვე აღარ იცოდა ვინ იყო ანი ჟირარდო"...[/b][/i] Edited by ninikela
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/q/6b1b4.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/k/ubuqx.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/d/uey3j.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თQვენის ნებართვის ქალბატონო ნინიკელა მე გავაგრძელბ ამ თემას ერთერთი უმშვენიერესი ქალბატონით ჩემი აზრით
:sm (9): :sm (9): :ms (1): :wub:

[b]ორნელა მუტი [/b]
იტალიელი , ულამაზეი მსახიობი
თქვენი არ ვიცი, შეიძლება არც იმსახურებდეს ამ თემაში ადგილს : D მარა
ყოველთვის მხიბლავდა მისი გარეგნობა
[img]http://i081.radikal.ru/1001/1a/94d2e5d28e8c.jpg[/img][img]http://imalbum.aufeminin.com/album/D20091001/446715_GBQ6ISIC2IOAXXECJYX2JQOYN2YIVY_ornella-m2_H123225_L.jpg[/img]

მართალია არც ისე ძველი მარგალიტია მარა მაინც :D
ულამაზესი ქალია :sm (12):

დაბადებული 1955 წლის 9 მარტს ( დაბადები დღე ქონია ახლახანს :wub: )
მისი ნამდვილი სახელია ფრანჩესკა რომანა რიველი. ის დაიბადა 1955 წელს რომში, მისი მამა ნეაპოლიტანელი იყო, დედამისი ესტონეთში დაიბადა. მუტის ჰყავს ორი გოგონა და ერთი ბიჭი. 2008 წელს ორნელამ გააკეთა საკუთარი საიუველირო ხაზი და ბუტიკები გახსნა რომში, მილანში, პარიზში, რიგაში, მოსკოვსა და ალმა–ატაში.
კინოში მსახიობის დებიუტი შედგა 15 წლის ასაკში ფილმში "ყველაზე ლამაზი ცოლი", რომელიც ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა დამიანო დამიანიმ გადაიღო. შემდეგი ფილმი იყო კომედია "სახალხო რომანი", რომელმაც შესამჩნევი წარმატება მოუტანა. ამას მოჰყვა "უკანასკნელი ქალი", "ჩვეულებრივი უაზრობის ისტორია", "მომავალი – ქალია", წარმატებულად იმუშავა ადრიანო ჩელენტანოსთან ერთად ფილმში "ჭირვეულის მორჯულება", მთავარი როლი ითამაშა მაიკ ხოჯესის ბოევიკში "ფლეშ გორდონი", გრიგორი ჩუხრაის ფილმში "ცხოვრება მშვენიერია", ფრანჩესკო როზის ფილმში "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა".
იტალიელ ბიზნესმენ ფაკინეტისთან წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ორნელა მუტი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც ბოლო წლებია ცხოვრობს. პერიოდულად მშობლიურ იტალიაში ჩადის ხოლმე. ის სამოქალაქო ქორწინებაშია პლასტიკურ ქირურგთან პიკოლოსთან, აგრეთვე დაკავებულია ბიზნესით, იყიდა რა ვენახები და აწარმოებს საკუთარ ღვინოს.
[b][i]
''' მე ყოველთვის ვიყავი და ახლაც ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ. ვარ ძალიან წყნარი და ყოველთვის ვცდილობდი, დავმდგარიყავი სადღაც კუთხეში და თვალ–ყური მედევნებინა სხვისთვის. ყველაფერი ის, რაც ადამიანებში არ მომწონდა, ვცდილობდი, ჩემშიც მომეძებნა და თავიდან მომეშორებინა და ის ყველაფერი, რაც მათში მომწონდა, ვცდლობდი, ამეთვისებინა და გადმომეღო. ''''[/i][/b]
[b]
– თქვენ ქველმოქმედებით ხართ დაკავებული, მაგრამ ამის განსაკუთრებულ აფიშირებას არასდროს აკეთებთ. რატომ?

– ვთვლი, რომ თუ შეგიძლია, უნდა დაეხმარო. ხალხი ამბობს, რომ არ იცის, სად წავა ეს ფული და დარწმუნებული არ არიან, იქამდე თუ მიაღწევს, ვისთვისაც არის განკუთვნილი. შესაძლოა ეს ასეა, მაგრამ თუ ღარიბების დასახმარებლად განკუთვნილი ფული გზაზე დაიკარგება, მაშინ ღმერთის წინაშე იმან აგოს პასუხი, ვინც ეს გააკეთა. ჩვენ უბრალოდ უნდა დავეხმაროთ და ეს უნდა გავაკეთოთ მუდმივად.[/b]


[img]http://s47.radikal.ru/i118/1001/05/cc5a96bb5db8.jpg[/img] [/img]
[img]http://i049.radikal.ru/1001/0e/7bab0691d165.jpg[/img] [img]http://i49.tinypic.com/fkzolx.jpg[/img] Edited by nakani
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0