Sign in to follow this  
Followers 0

“მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები”

72 posts in this topic

[b]გრიგოლ რობაქიძე თავის ესსეს “გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა” ასე ამთავრებს :"თავის ფილმისეულ სახეში ის მთლიანად ცხოვრობს და, როგორც ადამიანი, გაშიშვლებული რჩება. იგი თავს საფარველახდილად გრძნობს და ცდილობს, კვლავ შეიბუროს. ის საკუთარ თავს ჯავშანში მალავს. ალბათ ბედნიერია იგი? კადნიერი კითხვაა. დღევანდელობის ზმანება (საოცნებო ხატი), ის ამ დროის მსხვერპლია.
ვითარცა მსხვერპლმა, მან ცალკეულ წამს საკუთარი თავი ნეტარებით აღვსილად უნდა იგრძნოს. მაგრამ რასაც “ბედნიერებას” უწოდებენ, მისთვის ჩრდილში უნდა დარჩეს. ადვილი საფიქრებელია, რომ ერთ დღეს იგი, ბედისწერით აღძრული, თავის საკუთარ ფილმს შეუმჩნევლად ეწვიოს. მაშინ მის საოცარ წამწამებს ორი დიდი ცრემლი დაამძიმებს – მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები."[/b]

[i]გადავწყვიტე ერთი თემა მივუძღვნათ წარმატებულ,ლამაზ,საინტერეო,იდუმალ ქალბატონებს,რომლებმაც მსოფლიო ისტორიასა და კულტურასი გარკვეული როლი შეასრულეას.ისინი ერთნაირად უყვრდათ და სძულდათ.ისინი იბრძოდნენ,მარცხდებოდნენ ან იმარჯვებდნენ...თუმცა ხშირად ეს ქალბატონები თავიანთი სილამაზის,სიკეთის,პოპულარობის მსხვერპლნიც იყვნენ...

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ თემისთვის "მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები" დამერქმია :)
[/i]
3

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]"მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები"[/quote]


[img]http://www.ljplus.ru/img/n/e/neobe/odry.jpg[/img]

ულამაზესი და ყველაზე ყველაზე მშვენიერი ქალი ჩEმთვის :)
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/p/7tvdy.jpg[/img][/url]
[b][i]ნეფერტიტი-საკმაოდ იდუმალი ლამაზმანი მსოფლიო ისტორიაში
იგი გახლდატ ეგვიპტის დედოფალი,ფარაონ ამენჰოტეპ IV-ის მეუღლე.როგორც ცნობილია,ნეფერტიტს და ფარაონს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.

ამენჰოტებ IV-ის საფლავს აქვ ასეთი წარწერა:"მე ყოველდღე ვიხიბლები შენი სილამაზით. ჩემი სურვილია – ვისმინო შენი შესანიშნავი ხმა, რომელიც ისე ჟღერს, როგორც ჩრდილოეთის ქარის ჩურჩული. ახალგაზრდობა მიბრუნდება შენი სიყვარულის გამო. მომეცი შენი ხელები, რომ მეჭიროს შენი სული, რომ შევძლო მისი მიღება და ცხოვრება მისით. მახსენე ჩემი სახელით სამუდამოდ, ხოლო მე უშენოდ ყოველთვის რაღაცის ნაკლებობას ვიგრძნობ."
იმის გამო,რომ ნეფერტიტმა ფარაონს მემკვიდრე ვერ გაუჩინა იგი სასხლიდან გააძევეს.ნეფერტიტი ზრდიდა ფარაონს ტუტანჰამონს.

მისი სახელი ნეფერტიტი ძველეგვიპტურად ნიშნავს "ლამაზი ქალი მოდის"[/i][/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კაი თემაა საქართველოშიც იქნებოდნენ ესეთი ქალბატონები და არა მარტო ქალბატონები :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/i/8sh46.jpg[/img][/url]
[i][b]კლეოპატრა-ეგვიპტის დედოფალი,ანტიკური სამყაროს ყველაზე გამორჩეული,ლამაზი და სასტიკი ქალბატონი.იგი 21 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს.
ცნობილია,რომ კლეოპატრას ძალიან უყვარდა მარკუს ანტონიუსი.მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა იულიუს კეისართანაც.
გადმოცემის თანახმად:”ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია”.

საბოლოო დედოფალმა სიცოცხლე თვიტმკვლელობით დაამთავრა[/b][/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]კაი თემაა საქართველოშიც იქნებოდნენ ესეთი ქალბატონები და არა მარტო ქალბატონები [/quote]
რა თქმა უნდა,ქართველებზეც ვისაუბრებთ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/r/uvnhb.jpg[/img][/url]
[i][b]ლედი დიანა-პრინც ჩარლზის მეუღლე,ბრიტანეთის პრინცესა
საკმაოდ ტრაგიკული ქალია.მისი სიკვდილი დღემდე იდუმალებითაა მოცული.იგი 1997 წლის 31 აგვისტოს დაირუპა პარიზში
პრინც ჩარზლთან განქორწინების შემდეგ მას შეიყვარდა არაბი მილიონერი დოდი ალ-ფაედი.არსებობს მოსაზრება,რომ ლედი დის სიკვდილი მის რომანს უკავშირდება.
იგი დღემდე ძალიან უყვარტ ბრიტანეთ[/b]ში[/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]კლეოპატრა-ეგვიპტის დედოფალი,ანტიკური სამყაროს ყველაზე გამორჩეული,ლამაზი და სასტიკი ქალბატონი.იგი 21 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს.[/quote]

სხვათააშორის ბბსიზე ვუყურე ძალიან საინტერესო დოკუმენტურ ფილმს
სადაც საკმაოდ ძლიერი არგუმენტები ქონდათ იმის დასამტკიცებლად რომ ეგვიფტის ლეგენდარული დედაოფალი სულაც არ იყო ლამაზი




დაიანას +1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]nakani[/b]
ხო,როგორც ამბობენ ლამაზი არ ყოფილა,მაგრამ რაგაც განსაკუთრებული რომ იყო ამ ქალში ეს ცხადია :)
თან ასეთი ძლიერი,სასტიკი ქალის თვითმკვლელობა ცოტა რომანტიზმსაც უქმნიდა ალბათ ხალხს და ასე დაიბადა ლეგენდა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]რაგაც განსაკუთრებული [/quote]

ძლიერი იყო
ეს იყო მისი განსაკუთრებულობა
ამიტომაც შემორჩა ისტორიას :)
თვითმკვლელობაზე გეთნხმები

უბრალოდ დროთა განმავლობაშჳ ხალხმა ლამაზად გარდაქმნა
იგივე რომანტიზმისთვის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/i/322az.jpg[/img][/url]
უმშვენიერესი გრეტა გარბო: )

გთავაზობთ გრიგოლ რობაქიძის ესსეს სრულად : ) წაიკითხეთ,არ დაგეზაროთ და ბევრ საინტერესოს გაიგებთ : )
[b]
“გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა”

შესაძლოა, მსგავსი რამ ბევრს განუცდია: ჩქაროსნული მატარებლით უკაცრიელი მხარის გავლით მიემგზავრები, განშორებული ყოველდღიურ საზრუნავს. უკვე გვიანი ღამეა. შემთხვევით კუპეში თანამგზავრიც არ გიზის. უაზრო სიმშვიდეში მთვლემარე არეულ ოცნებებს ეძლევი. მატარებელი ჩერდება: რომელიღაც სადგური. რამდენიმე წამის შემდეგ კარი იღება და უეცრად უცნობი ქალი გამოჩნდება. ის აუჩქარებლად ჯდება, პატარა ჩემოდანს სკამზე გვერდით მოიდებს და მასზე მარჯვენა ხელს ადებს. ის მთლად მზეთუნახავი არაა, მაგრამ აქვს რაღაც, რაც მამაკაცის უღრმეს ფესვებს შეარხევს. მისი თავდაჭერა: თვითდაჯერებული, თუმცა არა ხაზგასმული. მისი მზერა უძრავია. მხოლოდ ერთადერთხელ ის კაცს თვალებში ჩახედავს, გაუცხოებულად და თითქმის გამომწვევად – შემდეგ მკაცრად თვალს მოაშორებს. მამაკაცი მისი სინათლის ძალას შეხვდება. ორ არსებას შორის, რომელთა ცხოვრება ერთმანეთს არასოდეს შეხებია, დაძაბულობა იზრდება. იგრძნობა, ჰაერი რაღაც მოუხელთებლით იჟღინთება. ვინ უნდა იყოს ეს ქალი? რა ბედისწერა სთვლემს მასში? ყოველი კითხვა გამგმირავ სევდას ჰბადებს.
გრძნობ და მსჯელობ, უხმოდ და უსიტყვოდ. აზრები ვითარდება, მაგრამ მათი ხორცშესხმის გეშინია. დუმილში ქალი პურის მარცვალივით განაბულა, თუმცა მისი სისხლის ხმაურის მოსმენას შესძლებდი. მამაკაცი ხიბლში გარინდულა. ის ქალს თითქმის შინაგანად განსჭვრეტს, მაგრამ სიტყვას ვერ სძრავს. ქალი მის შეცბუნებას გრძნობს და საკუთარი ძალების დასამტკიცებლად ქალურ თრობაში ქვავდება. ამჯერად მამაკაცი შეირხევა, უხერხულ მოძრაობებს აკეთებს, ასანთს უკიდებს, ნერვულად ეწევა, კვლავ ხელში იღებს უკვე წაკითხულ ილუსტრირებულ ჟურნალს, გადაფურცლავს და შიგადაშიგ ქალს მალულ მზერას ესვრის. ამაოდ – ის გაცნობის საშუალებას არაფრით აძლევს. კიდევ რამდენიმე საათი და ქალი წყნარად ჩადის, მამაკაცს თვალებში ჩახედავს, მეორედ და უკანასკნელად, მოკლედ და მთლად გამსჭვალავად – მერე ის ქრება: შორეული ზმანება. კაცი ხელებით ჰაერს იჭერს, დაკარგული რომ დაიბრუნოს – ის გრძნობს მხოლოდ, რომ ქალმა თან წაიყოლა საკუთარი არსების ყველა გამონათება, ვითარცა აურისებრი გარსი. მამაკაცი კვლავ მარტო რჩება და ჯერ კიდევ შეცბუნებული იდუმალი ხატების ჩურჩულს გრძნობს. უეცრად იგი ხელთათმანს ხედავს, ქალს რომ დავიწყებია და ათვალიერებს მას, როგორც ყავის ნალექში მოჩვენებითი ხელის ანაბეჭდს სპირიტული სეანსის დროს. უძრავადაა, ვითარცა სიზმარში.
არსებითად, რა მოხდა? არაფერი. და მაინც, რაღაც მოხდა: ეს ხატება სასიკვდილო სარეცლამდე მუდამ მამაკაცთან იქნება. სინამდვილე ამგვარ მოვლენათა ვიბრაციაში იხსნება. პოეტის მოვალეობა და მისია ამ სახის ვიბრაციათა ხორცშესხმაა. ის ზმანებისათვის (ოცნების ხატისათვის) შინაგან ენას პოულობს და მას სურათოვან სიტყვებში მკაფიოდ გამოთქვამს, ზმანება რომ არ შეაკრთოს ან სულაც არ დააზიანოს. ბევრად უფრო ძნელია, ამ ხატებას ხორციელი ელემენტი შესძინო, რადგან ვიბრაცია სიმძიმესა და შეხებას გაურბის.
ამიტომ ჭეშმარიტი მხატვრობა გამოვლინდება, ვითარცა ნამდვილი მაგია. ამგვარად, ჩვენ შეძრულნი ვდგავართ რემბრანდტის “იაკობი ლოცავს შვილიშვილებს”-ის წინ, როგორც საოცრების წინაშე. თაობების ცვლის ბიბლიური სუნთქვა აქ დაბრმავებულ თვალებსა და წინასწარმეტყველურად მგრძნობიარე ხელშია, რომელიც შთაგონებული ლოცავს და სწორედაც, სრულიად მატერიალურად. უკანა ფონიდან ნათდება, ნელ ტალღებში ლივლივებს კიდევ ერთი უძველესი ფენა. ამ სურათში ათასწლეულების სურნელი განსხეულებულა. მოვლენის “მოყოლას” შესძლებდი: ეს მხოლოდ გადმოცემა იქნებოდა. მაგრამ აქ თვით ხელუხლებელი რეალობაა დაჭერილი: ჩვენ სურათს ვაკვირდებით და მასში ვცხოვრობთ. პირველყოფილი დრო თანადროულობაში შრიალებს _ ყოფნა ღვთაებრივში.
სიცოცხლის ამ გამოუთქმელად მოშრიალე სუნთქვას ყველა რასსა და ხალხი თავისი მანერისა და ძალის მიხედვით რომელიმე, უმეტესწილად, მდედრის სახეში ასხეულებდა, რამეთუ ქალი, მზით განაყოფიერებული დედამიწის დედა-წიაღი, მარად გვხვდება ერთდროულად როგორც მიმღები და როგორც შემქმნელი (საწყისი). ალბათ ამის გამოა, რომ ქალი ხალხის სულს უფრო ღრმად და ჭეშმარიტი სახით გადმოსცემს, ვიდრე მამაკაცი: მხოლოდ ქალის მეშვეობით შეუძლია უცხოელს გზა გაიკვლიოს სხვა ხალხის იდუმალი სულისაკენ.
ვათვალიერებთ ფარაონის მშვენიერ მეუღლე ნეფერტიტს: მისი იზისის ძალის საოცარ ხიბლში ჩვენს წინაშე ფარაონების ქვეყნის ნილოსის მთელი ველი გადაიშლება. უტა ფონ ნაუმბურგიც ამგვარად ზემოქმედებს: მისი ნაყოფიერი სითბოს ჩრდილოურ ნათელში ღრმად, მართლაც რომ ძირფესვიანად ირხევა შინაგანი ძალა გერმანელობისა. ამგვარ სახეებში დიადი საუკუნეები იყრიან თავს, რათა თავიანთი უკანასკნელი შთაბეჭდილების მოხდენას ეცადონ. მათში გარდასული ქმედითად და ცხოვლად გადმოიცემა.
ყოველ დროს თავისი საკუთარი ხიბლი და საკუთარი აღქმის ვიბრაციის ამპლიტუდა აქვს. ყოველი დრო საკუთარ, ერთჯერად ზმანებას ქმნის, რომელშიც ის თავის თავს წარმოშობს და ავითარებს. ამგვარი რამ ჩვენს საუკუნესაც უნდა ჰქონდეს. აღქმის სახე დროის შემზარავი ფენომენისადმი მიმართებით შევიცნოთ. ან დრო სრულიად დაკარგულია, რის შემდეგ ვცხოვრობთ, ვითარცა ცხოველები, მცენარეები და ქვები. ანდა ვცდილობთ, დრო უდროობაში გავშალოთ. აქ ორი გზაა გასავლელი. პირველი: დროს უკანდაბრუნებით დავძლევთ – შინაგანი ხედვის მეშვეობით, როდესაც თაურსაწყისს მთვლე¬მარედ უკანშევეზრდებით. ეს გზაა ძველი ჩინელებისა: “ქმედებაში არაქმედება”, ძველი ინდიელებისა: “ყოველივე, დროში წარმოჩენილი, მხოლოდ მაიაა, სინათლით აღსავსე ნათება”. ეს ასევე ქრისტიანული და ზოგიერთი სხვა ასკეტის გზაა: “დედამიწა ეშმაკის ჭურჭელია”. მეორე გზა: დროს წინსწრაფვით, ნებისყოფიანი ქმედების მეშვეობით დავძლევთ, ამასთან, დროის მონაკვეთი მოკლდება და ამით ირეალური ხდება. და ეს უკანასკნელი ჩვენი საუკუნის გზად გვესახება.
თანამედროვე ადამიანი დროს სწრაფად იმორჩილებს. იგი ავტომობილით საათში ასსა და მეტ კილომეტრს გადის, თვითმფრინავით კი – უფრო მეტს. ის რადიოტალღებით წამის მცირე ნაწილში თავის ხმას დედამიწის სფეროს ირგვლივ აგზავნის. მას სურს, თვალის დახამხამებაში მთლიანად სრულყოს საკუთარი თავი, იგი ცდილობს, მასში დროის მდინარება აბსოლუტური აწმყოს ერთ-ერთ სახედ შეინარჩუნოს. საშუალება, რომელიც მას ამისათვის ემსახურება, მანქანაა – მაგრამ მანქანა მასზე უკუქმედებას ახდენს, მაშინ, როდესაც ის მასში შეგრძნების ახალ ფორმას იწვევს. შევისწავლოთ ავტომრბოლერის ფსიქიკა. მას მოქმედებაში საზარელი ძალები მოჰყავს. იგი მათ იმორჩილებს, საშინელ სიჩქარეს ავითარებს, ნთქავს სივრცეს, დროს შემზარავად ამოკლებს. სისწრაფე – ის ამითაა შეპყრობილი. რაც შეეხება განვლილ მანძილს, ლანდშაფტთა ფრაგმენტებს, საკუთარ თავში ჩაძირულ წამებს – ეს მას არ აღელვებს. თავის შეგრძნებაში თითოეული დროის შუალედურ სივრცეს აქრობს. იგი უდროობას ან ზედროულობას გამოიხმობს. უდროობას ვერ აღწევს, მაგრამ მასში მიღწევის შესაძლებლობა ღვივის. მისი დაძაბულობა იმდენად აწეულია, რომ ეს შესაძლებლობა მიღწეულამდეა მიახლოებული და თითქმის უკვე აღსრულებულით ტკბება. წინაცდუნებით მოხიბლული, ის უდროო აწმყოს უსინჯავს გემოს: ახალი მისტიკოსი, სიცარიელეს რომ ეჯახება.
ეს ის წინაცდუნებაა, განსაკუთრებულ მგრძნობელობას რომ ქმნის. თითოეული, ვინც ტექნიკურ საუკუნეში ცხოვრობს, ამ უნატიფეს მემბრანას იღებს: ზოგნი მეტად, სხვანი – ნაკლებად. საშინელია ძალა, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ტექნიკის მეშვეობით იწვევს. თუმცა მას არც ზრდის, არც მომწიფების უნარი არა აქვს. ხე იზრდება, ყვავილი მომწიფდება, ელექტროდენი არც იზრდება და არც მომწიფდება. ის უბრალოდ აქ არის, თუმცა არა როგორც საგანი, არამედ საკუთრივ ძაბვა. Homo technicus, რომელსაც ეს ძალა მოქმედებაში მოჰყავს, მისგან უკუქმედებას განიცდის: დედამიწის წესით ისიც აღარ იზრდება და მომწიფდება. დედამიწა მზის მეშვეობითაა ნაყოფიერი: მიწის წიაღში მზის თესლი ანთებულ ფორმად იზრდება. თანამედროვე ადამიანი მიწას მექანიკურად ამუშავებს, თუმცა ამის შედეგად იგი საკუთარ თავში მზის ძალას ამცირებს. ის დაჩქარებაში ცხოვრობს და საკუთარ თავში ზრდას აფერხებს, მას აღსრულება წინდაწინ აცდუნებს და მომწიფებას ვეღარ ასწრებს. ძალით სავსე – ის მზით სუსტია. იგი თავისი ქმნილებით გაზრდილი არ ჩანს. არის წამები, როცა ავტომრბოლერი საკუთარ თავს თავისი მანქანიდან განთავისუფლებულად გრძნობს. თუმცა თრობა აქ უფრო ტკბილია: ეშმაკშემჯდარი მანქანა უფსკრულის გასწვრივ მიქრის, წამიც და კატასტროფაც აქვეა – ახლა ის მას ელვისსისწრაფით შეეხება და საფრთხეც გადავლილია. ნამდვილი ჯადოქრობაა – მაგრამ იგი აჩვენებს, რომ მძღოლი და მანქანა ცალ-ცალკე არიან.
შეუძლებელია ამგვარი სრული განცალკევება ცხენისა მხედრისაგან. და მაინც, ტექნიკოსის თანაგრძნობა თავისი ქმნილებისადმი უშუალო არაა. მფრინავი ან მძღოლი ნივთებთან მოპყრობაში ნეიტრალურნი ჩანან. ამ ტექნიკით გაცოცხლებულ ყველა ქმნილებას ვუყურებთ, ვითარცა მთვარეულ არსებებს უსაგნო მზერით. და აღსანიშნავია: ყველანი, ვინც დროის უკან დატრიალებას (მობრუნებას) ცდილობს, ჩინელი თუ ინდოელი, ბრძენნი თუ ყოველი ჯურის ასკეტი, თავის მხრივ, ზრდისა და მომწიფების მიღმა მდგომარენი, მუმიფიცირებულ სომნა¬ბულებს ემსგავსებიან, განსხვავება ძლივს შესამჩნევია.
ამგვარად ჩანს თანამედროვე ადამიანი: ძალით აღვსილი – თუმცა მზით სუსტი. დაჩქარებაში მას აღსრულების წინაცდუნება ეწევა, მაგრამ ეს წინაცდუნება მიწიერ მომწიფებას უსწრებს. მგრძნობელობის ეს სახე თავის სასურველ ოცნებას გრეტა გარბოში პოულობს. არა რეალურ შვედ ქალში, არამედ მის ფილმისეულ ხატებაში, რომელიც ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე თავად იგი. ის ლამაზია? ზედმეტი კითხვაა. უფრო ლამაზი ქალებიც არიან, მაგრამ ისინი ასე უცხოდ მომაჯადოებლად არ ზემოქმედებენ. სხეულის აგებულებით ის ტანადია, თუმცა არასაკმარისად მოქნილი. თავისი მაღალი ფეხებით კუთხურად მოძრაობს და მისი ჟესტები ხშირად მოუქნელია. თუ მის მხრებს მივაქცევთ ყურადღებას, ისინი ცოტა უხეშად მოგვეჩვენება. კაბა მისი სხეულის სრულყოფილებას არ გამოსახავს. მაღალი საზოგადოების ქალი თითქმის მის გემოვნების უქონლობაზე გაჭორვას შესძლებდა. და მაინც: მისი მომხიბვლველობა შეუდარებელია. პროფილში მისი შუბლი მკვეთრად წამოწეულია – ბავშვურად და ამაყად, ანფასში რბილი და ფართოდ ჩაღრმავებული – ნათელი და ჭკვიანი. გრძელი, მაღლა გადაჭიმული მომრგვალებული წარბები მბრძანებლურად რაღაც ამაღლებულს შემოსაზღვრავენ.
ხავერდოვანი წამწამები გლუვი ნიჟარებივით მგრძნობიარე-მძიმედ და მხნედ განლაგებულან, თითქმის თვითთრობაში. დიდი, ნათელი თვალები, რომლებიც ერთდროულად შიშსა და ნაღველს ასხივებენ, შემაშფოთებელი სიღრმიდან იმზირებიან. წყლიანი ცისფერ-მწვანე კრისტალები თვით თეთრი მზიდანაა. ისინი, ეს თვალები, აღუწერელნი არიან, რადგან უცხო სამყაროდან იმზირებიან. წარმოვიდგინოთ, რომ მოჩვენებითი მარტოობიდან დაბრუნებულნი, პირველად ვხედავთ ცოცხალი არსების თვალებს. მათ გაუცხოებულად შეშინებამდე და, იმავდროულად, ნეტარებით გამბედნიერებლად ზემოქმედება შეეძლებათ: შემხვედრი მზერით ისინი “მე”-ს პირველად ღვთაებრივ “შენ”-ში აღმოაჩენენ. გრეტა გარბოს თვალებიდან ამგვარი ზემოქმედება მოდის. აქ იგი მთლად ლეონარდოსეულია. და შემდეგ პირი: კეთილშობილად და ნატიფად გამოკვეთილი: იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის სუნთქვაში მგრძნობიარე-უბიწო თრობას ინახავს. მზერა და პირი თითქმის არასდროს ემთხვევა ერთმანეთს: ბაგეები ხშირად მგრძნობარე-ნათელ სუნთქვას ასხივებს, მაშინ, როდესაც მზერა სევდით სავსე გლოვით გაქვავებულა. თავად პირი დროდადრო განსხვავებულად გამოვლინდება: მაშინ, როცა მარჯვენა კუთხე სიტკბოებას გამოხატავს, მარცხენა სიმწარით ისუსხება. და მაინც, ის ზემოქმედებს, ვითარცა სიცოცხლის ტოტალური ძალა, სრულიად მკაცრი ერთობ¬ლიობა. მასში უჩვეულო ცეცხლს გრძნობ, რომელიც მისი სულის სიღრმეში ანთია. იგი ჰერაკლიტეს გაგებით “ნოტიო” არაა, ის მშრალია, მიმქრალი, მთლად ჩრდილოური, თუმცა, ამასთან, უტას ნაყოფიერი ძალის გარეშე. გაქვს შეგრძნება, თითქოს ხორცშესხმული ნატიფი სინათლის ქსოვილია _ და არა პირიქით. მის მზერაში ჩრდილოეთის ციალი ბრწყინავს, არამიწიერი, მაგრამ არც ციური. შევადაროთ იგი მის დიდ კინო-კონკურენტს მარლენ დიტრიხს. მაშინ, როცა მარლენში აფროდიტური ტალღა მიწიერად განსახიერდება, ის, თითქმის ირეალურად, გრეტას ეთერულ სხეულშია. პირველს ცხოველის წამლეკავი ფლუიდები აქვს, მეორეს – მეტალის მბრწყინავი სიკაშკაშე.
ვინ არის იგი? ბაკხი ქალია, ვინც რჩეულს უგონოდ და მთლიანად ეძლევა, მაგრამ ამისათვის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი და გონებადაბნელებული, მას ბრმად გლეჯს? არა. თუ ამაზონი ქალია, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის დაძაბულობას გამოწვევად იღებს, გააფთრებული და გამხეცებული ერკინება შეყვარებულს? ასევე არა. ალბათ მენადაა, რომელიც მოახლოებულ დიონისეს სუნთქვაშეკრული გაშტერებული ელო¬დება, რათა შემდეგ უეცრად თრობის გაქვავება ყვირილში გადაამსხვრიოს და შიშისაგან გაფართოებული თვალებით საკუთარი თავი დაკარგოს, თრობის ღმერთს მიახლებულმა? სათუოა. თუ მადონაა, რომელსაც თავის წიაღში ღვთაებრივი თესლის ნათლად და ნეტარად მომწიფება შეუძლია? საეჭვოა: ის საერთოდ არაა დედა. მაშ, ვინ არის იგი? ვამპ-ვარსკვლავი ჰოლივუდიდან? ეს იაფფასიანი იქნებოდა. საერთოდ, არის კი ის ქალი? დროდადრო იფიქრებ, ჭაბუკიაო, როცა მას ხედავ: მამაკაცის ტანსაცმელი აცვია, ასე სწორედ ამ ილუზიას გახვევს თავს. და მაინც: ის ქალია და ზემოქმედებს, ვითარცა ქალი. არც ბაკხი ქალი, არც ამაზონი, არც მენადა, არც მადონა, არც დედა და არც კურტიზანი. ის ყველა ესენია, ერთადაღებული.
მაგრამ მხოლოდ როგორც შესაძლებლობა, წმინდა შესაძლებლობა, ვითარცა მუსიკალური ტალღა, უსაგნო და მაინც კონკრეტული. ამასთან, მნიშვნელოვანი არაა, რას გამოხატავს იგი, არამედ მხოლოდ თავად ექსპრესია (გამოხატვა). ის მას შემდეგაც გვაოცებს, რაც საკუთარ თავს უხამს ფილმში განახორციელებს. აქ უხამსობა მხოლოდ თემაა, რომელიც მას თვითგამოხატვის საბაბს აძლევს. იგი ეფერება, მრისხანებს, ბრაზობს, ნაღვლიანია თუ ბედს დამორჩილებული – ყველგან და ყველაფერში მხოლოდ წმინდა ექსპრესიაა. რასაც ის საკუთარ თავში გამოხატავს, ეს ექსპრესია სხვაგვარად მეტად არ არსებობს. თუმცა ექსპრესია მუდამ ტოტალურია, ვითარცა კოსმიური სუნთქვა. მისი სულიერი წყობა – წმინდა შესაძლებლობა – ექსპრესიის სრულყოფილებას ქმნის. მაგრამ ამის შედეგად შესაძლებლობა ისე მაღლდება, რომ უკვე თითქმის აღსრულებად ჩანს. მას ვერასოდეს მიუახლოვდები და მაინც, ის როგორღაც ხელშესახებია. მიწიერი არაა იგი, ალბათ არც ზეციური – და მაინც, მისი მგრძნობელობა არც მცირდება და არც იზრდება, არამედ, საპირისპიროდ, მაღლდება, იხვეწება და ძლიერდება.
ის საკუთარ თავს გადანერგავს როლში, თავად ცხოვრობს პიროვნებაში, ისტორიული იქნება, თუ გამოგონილი. მაგრამ იგი გმირ ქალს კი არა, მასში საკუთარ თავს წარმოადგენს. ის შემსრულებელი არაა: მოცემული როლი მისთვის მხოლოდ მასალაა, რომელშიც თავად საკუთარ თავს გამოხატავს. იგი საერთოდ არ თამაშობს, მხოლოდ საკუთარ თავს გამოსახავს. ის არც ანნა კარენინაა, არც დედოფალი კრისტინა, არც მატა ჰარი, ან სხვა ვინმე, მუდამ გრეტად გარბოდ რჩება, მაგრამ მუდამ ახლებურად.
იგი მხოლოდ საკუთარ თავს ხატავს. ის არაა მსახიობი, ის საკუთარი თავის გამომხატველია. აქ იგი მთლად ფილმისეულია და უბადლო რჩება. ის კინომ აღმოაჩინა, მან კი კინოში ჭეშმარიტად ფილმისეული ახალი სახით განახორციელა. დროდადრო იგი აქ სინათლის ქსოვილიდან შობილივით დგას, ტანადი და მაღლა აღმართული. მამაკაცს ნახევრადდახრილი წამწამებიდან ათვალიერებს და საკუთარ თვალებს მასზე შეჩერების ნებას აძლევს. ისინი – ეს თვალები –უჩვეულოდ ბრწყინავენ – აჯადოებენ, მაშინ, როცა ზემოქმედებენ. მამაკაცი, რომელიც მას ესიყვარულება, უკვე მის დამბლადამცემ სუნთქვას გრძნობს. მისი სხეული მოქნილია და ის მაღალ თეძოებზე მიირხევა. იგი იღიმის და ელოდება. ხანმოკლე საუბარი. ის ყოველ შეკითხვას ხვდება, მაგრამ პასუხით საკუთარ თავს არასოდეს გასცემს. საუბრობს გადაკრული სიტყვებით, რომელთა შესახებ მხოლოდ მარტო მან იცის, ორაზროვანნი რომ არიან. იგი კვლავ იღიმება და გრძნობს, რომ მამაკაცს სჯაბნის. ამის შემდეგ მისი გამჭრიახობა სულისშემძვრელია და მისი მგზნებარება მომხიბლველი. თავის მსუბუქი დახრა – გრაციოზულობით აღსავსე – და უეცრად სახიდან ღიმილი ჩამოსტყდება. ის ცახცახებს და კრთის, თითქოსდა მისი სხეულის ყველა ნაწილში ცეცხლის ნაკადია. მის წინაშე მამაკაცი შემცბარი და შეყვარებული დგას. ატმოსფერო სქელია, მძიმე. სუნთქვა ხშირდება და სურვილი ფრთას ისხამს. ახლა ის მხოლოდ სისხლსავსე ბაგეა, მზადაა, სიცოცხლით, როგორც მწიფე ხილით, პირი ჩაიტკბარუნოს. ის მამაკაცს ინსტინქტურად უახლოვდება და თავისი სულისჩამწვდომი ხმით რაღაცას ჩასჩურჩულებს. ევედრება ეს ხმა, ხმა გრეტა გარბოსი – მიძინებულ უფსკრულებს თუ სწრაფად დამამშვიდებლად ათვინიერებს. იგი მამაკაცს კოცნის, კაციც ეხვევა მას. ქალი ახლა მთლად განაყოფიერებაა და შინაგანად თავშეკავებული რჩება. მერე ის უეცრად თავს ითავისუფლებს და უმალვე მისი გაფართოებული აურა იცვლება. მისი თვალები ახლა მთლად გაუცხოებულად ზემოქმედებენ: ისინი ვერაფერს და ვერავის ხედავენ.
თრობაშერჩენილ ბაგეებზე გამოუთქმელი ნაღველი შეყინულა. შემდეგ ის შორეთს გასცქერის, ვითარცა გრძნობადაჭრილი. ახლა მთელი მისი ცხოვრება საფეთქლების ირგვლივ თავმოყრილი ჩანს. ქალი ეუცრად შეიგრძნობს, რომ იგი მხოლოდ შესაძლებლობაა და არასოდესაა აღსრულება. იქნებ წინასწარ გრძნობს, რომ მიწიერ დონეზე ყოველი აღსრულება კრახით უნდა დამთავრდეს. მის ირგვლივ გამოუთქმელი ტანჯვის შემოტევა იგრძნობა. და მაინც, იგი თავის გლოვაში ნათელი რჩება. მერე ის მეტად აღარაა მხატვრული სახე – იგი თითქმის მისტიკური რეალობაა, რომელიც შემდგომ ცოცხლობს და ზემოქმედებს.
ყოველ არსს თავის თავში აქვს რაღაც, რაც ურღვევია. ეს არსის შინაგანი ხატია. არსი ნივთებში გადადის, ამგვარად, ეს ხატი უკან, თაურსაწყისში რჩება. ეს მატერიალურადაა გამოხატული, შემდეგ ეს გამოხატულება, ვითარცა არსის ორეულს, მარადიული ხანგრძლივობით ინახავს. ეს იცოდნენ ძველმა ეგვიპტელებმა. დემოკრიტოსის “hyle”, როგორც ასევე პინდარეს “Eidolon”, არის ხატი, ეგვიპტურად გაგებული. ხატს თავისი საკუთარი სინამდვილე აქვს. ის პოეტებმა კი არ გამოიგონეს, მათ შინაგანად განსჭვრიტეს იგი. ჯოკონდა ქალური არსებაა, რომელსაც მისით შეპყრობილნი ლუვრიდან იტაცებენ, ნეფერტიტის თავსაც რეალურად
იყვარებენ. ახლა კინემატოგრაფმა ხატთა სინამდვილე ბრწყინვალებით ფანტასტიკურ სიმაღლემდე აიყვანა. მათ დინამიზმი შეიძინეს, ისინი ნახევრად ხელშესახებნი არიან და ლაპარაკობენ კიდეც.
ამ ხატთა შორის მბრძანებლობს გრეტა გარბოს ხატი, სულისჩამწვდომი სინამდვილე. ეს საოცარი ფილმური (კინემატოგრაფიული) სახე მოგზაურობს და ყველგან ჩნდება: ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში, პარიზსა და ბერლინში, რომსა და ლონდონში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ყველგან, დასავლეთში, ისევე, როგორც აღმოსავლეთში: თეირანსა და სტამბულში, კალკუტასა და ბომბეიში, ალბათ, ასევე, ერაყსა და ქაბულში – იგი მოგზაურობს და ყველგან ჩნდება, მაგრამ არა ისე უბრალოდ, როგორც სხვა ფილმური სახეები. მას თან მოაქვს ის, რაც ყველას აკლია: გრძნობიერი ხიბლის ახალი სახე. მილიონობით თვალი აღტაცებული მიჰყვება მის ყოველ მოძრაობას, რომელსაც ის ტალღებად ღვრის. მას, ამ სახეს, აქვს საკუთარი ბიოგრაფია, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, აქვს საკუთარი ბედისწერა. ამასთან, ის ბევრზე ზემოქმედებს, ვითარცა ბედისწერა. მისით აღეტაცებიან, ოცნებობენ მასზე, ის ენატრებათ – აქ რეალური გრეტა არ იგულისხმება. ათასობით ადამიანი მის ფოტოსურათს თან ატარებს, ათასობით კი – მის ხატს საკუთარ თავში. ის მიუწვდომელია და, ამასთანავე, ის აქაა: ვითარცა ახალი სუკუბუსი ჯადოსნური სინათლიდან. მისით, როგორც ახალმთვარისეული მოქცევით, შეშლილნი არიან. ახალი სამყაროდან საოცნებო ხატივით გამოხმობილი, იგი ამ სამყაროზე უკუქმედებს. ის ქმნის სასურველ ატმოსფეროს, რომელშიც უკვე აღსრულების შესაძლებლობას, როგორც თვითგანცდილს, თან ახლავს უნატიფეს წიმაცდუნებათა სიჭარბე, ვითარცა თითქმის საბოლოო განხორციელება. იქმნება ახალი რასსა ქალებისა: “გარბოიდები”, თუ შესაძლებელია, მათ ამგვარად ვუწოდოთ. ხედავ ამ ქალებს – სტენოგრაფისტ-მემანქანეებს, გამყიდველებს, მანეკენებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, მაღალი და ნახევრადმაღალი წრის მანდილოსნებს – ხედავ მათ კინოსა და თეატრში, მოდისა და სავაჭრო სახლებში, გამოფენაზე, დოღსა და ავტორბოლაზე –ათვალიერებ სურათებსა და ფოტოებს მაღაზიებში, კინოთეატრებში, სპორტულ და მოდების ჟურნალებში. მას ყველგან პოულობ ამ მთვარეული სიშორით მზერაში და პოზის ამ დაუდევარი ნეიტრალურობით და ორივეში – თრობისმომგვრელად. მანეკენებშიც ამ ახალი რასსის ტიპი ირეკლება: მასში ყველაფერი ჯოჯოხეთურად მომხიბლავია – ეს მშვენიერებით აღსავსე ანემია, რომლის ქვეშაც ელექტრული ტალღის კაპრიზი იმალება. მაშინ, როცა თანამედროვე მამაკაცი მზით უძლურია, თანამედროვე ქალი მიწიერითაა დაღდასმული. თუმცა ორივე, ქალი და მამაკაცი, ფლობენ საშინელ ძალას, რომელიც პლანეტარულად ჯერ კიდევ დეფინირებული არაა. ალბათ, ჩვენ დედამიწის ახალი ევოლუციის წინაშე ვდგავართ. ოდესღაც, უძველეს ხანაში, დედამიწა ხომ მთვარესთან ერთად იყო! მაშინაც ხომ იყვნენ ადამიანისმაგვარი არსებები, რომელთაც შეგრძნებისა და აზროვნების საკუთარი მანერა (წესი) ჰქონდათ! ჩვენს წინაშე ტექნიკის მეშვეობით შეუმჩნევლად დედამიწის ახალი ევოლუცია ხდება. გზა მანიქეველების თერრა LUCIDA-საკენ, თუმც უაზრო, და მაინც გზა. კითხვაც არ უნდა: აქ, თუ სადღაც, ახალი აპოკალიპსი იწყება.
მაგრამ დედამიწა თავის დღევანდელ მდგომარეობაში ჯერ კიდევ ასე ადვილად არ უთმობს. ახალი, ტექნიკური საუკუნე უფრო მეტად მამაკაცში განსხეულდება, ვიდრე ქალში და თუმცა ქალთა ახალი ტიპების რასსა წარმოიშვა, უამრავი ქალი ჯერ კიდევ მიწიერი შეერ¬თებიდან მდიდარი რჩება. ძალზე ყურადსაღებია: თანამედროვე გერმანიაში, სადაც დედამიწის მითიურად შენახვას (დაცვას) ცდილობენ, ახალგაზრდა გოგონები სხვაგვარად გამოიყურებიან. შესაძლოა, მათგან ზოგიერთნი თავიანთ ოთახებს გრეტა გარბოს სურათებით ამკობენ – ამის მიუხედავად, ისინი “გარბოიდები” არ არიან. საკუთარ თავში ჩაძირულნი და ჩაღრმავებულნი, ისინი ამტკიცებენ, რომ Magna Mater-ის ქალიშვილები ჩვენს დროშიც იფურჩქნებიან. თუმცა სწორედ მიწიერი ქალები უაღრესად იტანჯებიან ცვლილებით, რომელიც, ჩანს, დედამიწას საფრთხეს უქმნის. დავუშვათ, რომ მიწიერად გაზრდილი ქალი მამაკაცის ახალ ტიპს “პოულობს”. ქალი სპონტანურად, ელემენტარულად ცხოვრობს, როგორც დედის წიაღი, ვითარცა დედამიწა და შეყვარებულს მთლიანად ეძლევა. მაგრამ შეუძლია თანამედროვე მამაკაცს საკუთარი თავი მას მთლიანად უძღვნას? ეს კიდევაც რომ მოენდომებინა, მაინც ვერ შესძლებდა. მას შეუძლია ქალს საკუთარი თავი მხოლოდ “ცალობით” (ნაწილ-ნაწილ) უძღვნას. ქალი ზრდაში სუნთქავს, მომწიფების სევდით სავსე. მაგრამ მამაკაცი? მის მამაკაცურ ფესვებში მზისძალისმიერი ჩანასახი დათრგუნულია. ამის გამო ქალიც ნაწილობრივ დაშლილი და დამსხვრეულია – და ვინღა არის ქალი, ვისაც თავის უჯრედთა სისტემაში მთლიანობა დაკარგული აქვს? საზარელი არსება, ნაჭერი არაბუნებრივისა. თავად დამახინჯებული – ახლა ის მახინჯად, ბრმად და ბნელად ზემოქმედებს. იგი ერთდროულად ნაზია და უხეში, ნამდვილი და ყალბი. მისი არსების ერთ ნაწილში არის რაღაც ჭეშმარიტი, რომელიც ამგვარად მეორე ნაწილთან შესაბამისობას მოკლებულია.
მას შეუძლია, ერთ მამაკაცს ფიზიკურად დამორჩილდეს, მეორეს – სულიერად – მაგრამ საბოლოოდ ის ორივე მათგანს ღუპავს. “სულიერ” მამაკაცთან იგი დამახინჯებულ, ველურ გრძნობებს აღძრავს, რომლებზეც ის კაცს არ პასუხობს, “ფიზიკურ” მამაკაცთან უნაპირო სულიერ წყურვილს აღვიძებს, რომლის დაცხრობაც მას არ ძალუძს. მაშ, ეს ისტერიაა? დიახ. მაგრამ ვინ გამოიწვია იგი? მთელი სწავლება ქალის – არსებითად მამაკაცურ – ისტერიაზე ხომ არ არის შურისძიება მამაკაცისა თავისი მზისძალისმიერი უძლურებისათვის? აქ ფესვგადგმულია თანამედროვეობის ტრაგედია საზარელი შედეგებით. სასურველი იქნებოდა, რომ ქალი, პოეტი ქალი მოსულიყო, რომელიც თავისი თანამლმობელი, თანაშემცნობი შინაგანი სამყაროდან თანამედროვე ქალის ტანჯული სულის გამომზეურებას (ხორცშესხმას) შესძლებდა. მისი ქმნილება საოცარი იქნებოდა.
და ახლა გრეტა გარბო – არა მისი კინემატოგრაფიული სახე, არა მისი “ეთეროვანი გარსი”, არა მისი “სინათლის ეიდოლონი” – როგორაა საქმე თავად მასთან?
მაცდური კითხვაა. ფილმურმა ხატმა მისი პიროვნული არსი მთლიანად ხომ არ გადაიწოვა? საკუთარი ბედისწერა მან საშინელ ძალას ხომ არ დაუმორჩილა? ის თავის ქმნილებას მთლიანად, სრულად ეძლევა – რას უბრუნებს მას კინოსურათი? მთელი მსოფლიოს სურვილისა და სევდის ტალღათა მილიონებს, რომლებიც მან, ვითარცა ზმანებამ (საოცნებო ხატმა) სიღრმისეულად შეარხია. კარგია, რომ ეს ტალღები დაუსრულებელ მრავალფეროვნებას მოკლებულნი არ არიან და ამის გამო ერთმანეთს გარდუვალად ანეიტრალებენ: თორემ ამ ტალღების საბრალო მიმღები მათ დამახრჩობელ დაწოლას როგორ გადაურჩებოდა? ალბათ ინსტიქტურად ისიც საფრთხეს გრძნობს და ცდილობს, თავიდან აიცილოს იგი. ამავე დროს ის – მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალი – თითქმის მთლად მარტოსული ცხოვრობს, კარჩაკეტილი, გადამალული. იგი გაურბის ფოტოგრაფებს, ჟურნალისტებს, ინტერვიუერებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მტანჯველად თავს არიდებს. შესაძლოა, აქ მცირედ როლს რეკლამა თამაშობს და ეს ცოტა პოზაცაა – სიღრმისეულად აქ სხვა ხედვას შევიმეცნებთ. თავის ფილმისეულ სახეში ის მთლიანად ცხოვრობს და, როგორც ადამიანი, გაშიშვლებული რჩება. იგი თავს საფარველახდილად გრძნობს და ცდილობს, კვლავ შეიბუროს. ის საკუთარ თავს ჯავშანში მალავს. ალბათ ბედნიერია იგი? კადნიერი კითხვაა. დღევანდელობის ზმანება (საოცნებო ხატი), ის ამ დროის მსხვერპლია.
ვითარცა მსხვერპლმა, მან ცალკეულ წამს საკუთარი თავი ნეტარებით აღვსილად უნდა იგრძნოს. მაგრამ რასაც “ბედნიერებას” უწოდებენ, მისთვის ჩრდილში უნდა დარჩეს. ადვილი საფიქრებელია, რომ ერთ დღეს იგი, ბედისწერით აღძრული, თავის საკუთარ ფილმს შეუმჩნევლად ეწვიოს. მაშინ მის საოცარ წამწამებს ორი დიდი ცრემლი დაამძიმებს – მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები.[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისევ გრეტა გარბო

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/a/5hfic.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მერლინი არ გამოგრჩეთ რა :უსერ:
ულამაზესი და ტრაგიკული ქალი

ოდრი ხომ საერთოდ ყველა ეპოქის ულამაზესი ქალბატონი :wub:
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ოდრი ჰეპბერნი
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/x/4zn6n.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/l/jsmlv.jpg[/img][/url]
ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მანდილოსანი...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მერლინ მონრო
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/o/a6bva.jpg[/img][/url]
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/w/421g4.jpg[/img][/url]
უდაოდ... :)
მართლაც რომ თავისი სილამაზის და პოპულარობის მსხვერპლი იყო...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ლიკა ქავჟარაძე
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/h/0am6t.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/u/49aan.jpg[/img][/url]
[i]“პირველ რიგში ვცდილობ დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ პიროვნება ვარ. შემდეგ, ალბათ, შევეცდები დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ მსახიობი ვარ”
[/i]


[i][b]ნამდვილი სახელი: ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი.
დაიბადა: 01. 06. 1926 ლოს-ანჯელესში
დაიღუპა: 05. 08. 1962 ბრეიტვუდში (კალიფორნია).
სწავლობდა სამსახიობო სტუდიაში - ნიუ იორკში.

იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით...

ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, რომლის კინო-ოლიმპის მწვერვალზე გამოჩენა სასწაულს ჰგავდა, მაგრამ ტრაგიკული ფიგურა აღმოჩნდა...
არშემდგარი პირადი ცხოვრება და იმის ამაო მცდელობა, რეჟისორებისთვის დაემტკიცებინა, “ლამაზმან მერლინს” საკუთარი “ღირსებების” დემონსტრირებაზე გაცილებით მეტის უნარი შესწევსო - აი, იმ ტრაგედიის ძირითადი მიზეზები, რომელიც მოგვიანებით მდიდრულ აგარაკზე გათამაშდა - 1962 წლის 5 აგვისტოს დილას პოლიციამ მერლინის ცხედარი აღმოაჩინა.
ამ ტრაგედიის მთელი სიღრმე რომ იგრძნო, ალბათ წარსულში უნდა დაბრუნდე; იმ დროში, როცა ქერაკულულებიანი ნორმა ჯინი ცხოვრების პირველ, საკმაოდ სასტიკ გაკვეთილებს იღებდა...
ვინ იცის, როგორი ბედისწერა ელოდა მერლინ მონროს, ბუნებას რომ არ დაეჯილდოებინა მშვენიერი სხულით, საოცარი კანითა და საყვარელი სახით, რომელშიც ანგელოზის მომხიბვლელობა მაცდურის ჯადოსთან იყო შეზავებული...
რეჟისორებისთვის მერლინი ყოველთვის ლამაზ სექსუალურ ქალად რჩებოდა, და არც ერთ მომწვევს მასში მსახიობის დანახვა არც უცდია და არც სურდა.
ამით აიხსნება მისი სურათების რეპერტუარიც: "სიყვარულის ბუდე" (1951), "მოდი, დავქორწინდეთ" (1951), "ჩვენ ცოლი არა გვყავს" (1952), "შემოსვლა დაუკაკუნებლადაც შეიძლება” (1952), "ჯენტლმენებს ქერები ურჩევნიათ" (1953), "როგორ გავყვე მილიონერს" (1953) და სხვ.

მერლინი ვარსკვლავი ხდება, მისი ფოტოები საღამოს კაბებში - თუ მათ გარეშე - მილიონობით ტირაჟით იყიდება, პრესის ფურცლებზე კი გაუთავებლად ჭორაობენ მის პირად ცხოვრებაზე.

ეკრანული იმიჯის შეცვლის ყველა ცდა მარცხით მთავრდება. ე. კაზანისა და ლი სტრასბერგის თეატრალურ სტუდიაში გაკვეთილებს ესწრება და ამის გამო დასცინიან. ინტერვიუებში სულ იმეორებს, სერიოზულ სურათებში თამაში მსურსო... მაგრამ ისევ მელოდრამებსა და კომედიებში იწვევენ, მაცდური - მაგრამ ცალტვინა ლამაზმანის როლზე (ფილმები: "შოუ-ბიზნესზე კარგი ბიზნესი არ არსებობს", 1954; "ქორწილიდან 7 წლის შემდეგ", 1955; "უფლისწული და მომღერალი”, 1957).

ბევრი მსახიობი და რეჟისორი (მათ შორის ცნობილი ლოურენს ოლივიე) აღნიშნავდა, რომ მისი, როგორც დრამატული მსახიობის ტალანტი, უდავოა. თუმცა ამით არაფერი იცვლება. მაყურებლისთვის ის იგივე რჩება: საყვარელი, ლამაზი სოლისტი, გოგონა ჯაზის ორკესტრიდან, მილიონერზე გათხოვებას რომ ნატრობს, მაგრამ ბედნიერებას მასავით ღატაკ, მაგრამ მომხიბვლელ მუსიკოსთან პოულობს.

სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ გამოუვიდა მერლინს ჩვეული ამპლუადან გამოსვლა – ეს ბოლო ეკრანულ ნამუშევარში მოხდა, სიმბოლური სახელწოდებით "RESTLESS" (1961). სამწუხაროა, მაგრამ მაშინ, როცა მსახიობი მერლინ მონრო “დაიბადა”, ქალს, რომელიც ამ სახელსა და გვარს ატარებდა, სულ ცოტა ხნის სიცოცხლეღა დარჩენოდა.

მოახლოებულ სიბერეზე აკვიატებულმა ფიქრმა, არტურ მილერთან გაყრამ, საქმით დაუკმაყოფილებლობამ და ა. შ. მსახიობი დეპრესიამდე, ხოლო დეპრესიიდან “გამოსავლის” ძიებაში – ალკოჰოლამდე, ნარკოტიკებამდე და აბებამდე მიიყვანა.

და მაინც… მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დასკვნა თვითმკვლელობაზე საფუძვლიანად ჯერ არავის უარუყვია, მერლინ მონროს სიკვდილი მაინც უამრავ ეჭვს, აზრს და ვარაუდს ბადებს...
ქმრები
ზუსტი ცნობები მერლინის მხოლოდ 3 ქმარზე არსებობს: ჯიმ დაგერტი, ჯო დი მაჯო, არტურ მილერი

1. ჯიმ დაგერტი
20 წლის იყო, ნორმაზე ზრუნავდა და დაკრძალვის ბიუროში მუშაობდა. დაქორწინდნენ 1942 წლის 19 ივნისს. ნორმამ სკოლიდან წამოვიდა. ერთი წლის შემდეგ ჯიმი სავაჭრო ფლოტში იწყებს მუშაობას, ნორმა - საავიაციო ქარხანაში. ცოტახნის შემდეგ ტოვებს ქარხანას და მოდელის კარიერას იწყებს.

1945 წლის შობის დამდეგს დაგერტი არჩევანის წინაშე აყენებს: ან მე, ან ჟურნალებიო. ნორმა პასუხს გაურბის, მაგრამ მოგვიანებით, ხომალდზე უგზავნის ქმარს გაყრისთვის საჭირო დოკუმენტებს.

პირველმა მეუღლებრივმა კავშირმა 4 წელი გასტანა. მოგვიანებით მერლინ მონრო ამ ქორწინებას ახალგაზრდობის შეცდომას დაარქმევს.

2. ჯო დი მაჯო
მიუხედავად იმისა, რომ მერლინისა და ბეისბოლის ვარკსვლავის - ჯო დი მაჯოს რომანზე ჭორი დიდხანს დადიოდა, 1952 წლის სექტემბერში წყვილი უარყოფდა საერთო გეგმების არსებობას. იანვარში კი დაქორწინდა. დი მაჯოს თავიდანვე არ მოსწონდა მერლინის საქმე, განსაკუთრებით ყველას დასანახად სხეულის დემონსტრირება, საოცრად ეჭვიანი იყო, ხანდახან ხელიც აღუმართავს ცოლზე.

9 თვეში დაშორდნენ, მაგრამ დი მაჯო მთელი ცხოვრება ეხმარებოდა მერლინს. არტურ მილერთან გაყრის გამო თავსდატეხილი დეპრესიის დროსაც მივიდა მერლინთან დასახმარებლად, “პეინ-უაიტნის” ფსიქიატრიული საავადმყოფოდანაც გამოიყვანა, სწორედ მან მოაწყო დაკრძალვა.

3. არტურ მილერი – “ჩემი სიცოცხლე”
დრამატურგი არტურ მილერი მერლინმა თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 1950 წელს, ჰოლივუდში გაიცნო. მილერი ცოლიანი იყო და 2 შვილი ჰყავდა: “იმით გამიტაცა, რომ ჭკვიანია. მისი გონება ჩემი ნაცნობი ყველა დანარჩენი მამაკაცის გონებაზე ძლიერია. მას ესმის ჩემი სწრაფვა სრულყოფისკენ”, -ამბობდა მერლინი.

გაცნობის დღიდან დიდხანს არ უნახავთ ერთმანეთი, მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეხვდნენ და დაიწყო საიდუმლო პაემნები. მალე მილერი ცოლს გაშორდა და 1956 წლის ზაფხულში მერლინი ცოლად მოიყვანა. ერთად 4 წელი იქნებიან, მერლინი “თავის სიცოცხლეს” უწოდებს. 1961 წლის 20 იანვარში კი გაიყრებიან, ოფიციალური მიზეზი: ხასიათის შეუთავსებლობა.

მილერისთვის მერლინთან ურთიერთობა მძიმე ტვირთად გადაიქცა: ერთობლივი ცხოვრების 4 წლის მანძილზე ერთი სტრიქონიც არ დაუწერია. მერლინი კი ფილმებში გადაღებას და კარიერის შენებას განაგრძობდა.

მხოლოდ გაყრის შემდეგ წერს არტური პიესას საგანგებოდ მერლინისთვის და ამ პიესის მიხედვით გადაიღებენ მ. მონროს ბოლო ფილმს - "RESTLESS".

4. მერლინის მეოთხე ქორწინება (?)
არსებობს ვერსია, რობერტ სლეტცერთან ქორწინებაზე, თითქოს მეხიკოში დაქორწინდნენ და ჩამოსვლამდე დახიეს ქორწინების მოწმობა, მოილაპარაკეს, რომ ეს ქორწინება “ხუმრობა” იქნებოდა.

რობერტი დიდხანს დარჩა სანდო ადამიანად, ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მერლინს განთქმული წითელი დღიურიც უჩვენებია მისთვის.

მონროს თვითმკვლელობაზე ოფიციალური განცხადების შემდეგ, რობერტი თვითონ იწყებს გამოძიებას. მთელი 10 წელი - მარტო, შემდეგი 10 წელი კი - ცნობილ დეტექტივთან ერთად. მხოლოდ მისი წყალობით შეირყევა მერლინის გარდაცვალების გარემოებათა ოფიციალური ვერსია.

აუხდენელი ოცნება - შვილები
მერლინ მონრო მთელი ცხოვრება შვილს ნატრობდა, მაგრამ ვარსკვლავობისა და ფილმებში გადაღების ძლიერმა სურვილმა ოცნების ახდენა შეუძლებელი გახადა. ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები ჰქონდა – 30-ზე მეტმა აბორტმა თავი იჩინა.

პირველი ქორწინების დროს, სახლში მოწყენილს, ძალიან სურდა ბავშვი, მაგრამ დაგერტი შეეწინააღმდეგა. როცა სიტუაცია შეიცვალა: ქმარი იხვეწებოდა, ნორმა კი უარზე იყო, მოდელობას გაუგო გემო და განაცხადა, ფიგურის გაფუჭება არ მინდაო.

1957 წელს, არტურ მილერთან ქორწინების დროსაც დაფეხმძიმდა და დედობის მოლოდინში სიხარულით მეცხე ცაზე იყო. მაგრამ გარეორსულობა აღმოჩნდა და სიხარული მკვდრადშობილი ბავშვით დასრულდა. ასეთმა დარტყმამ მერლინი დეპრესიაში ჩააგდო, ბევრს სვამდა და ქაოტურად იღებდა წამლებს.

ნარკოტიკების ჭარბი დოზის გამო კომაშიც ჩავარდა.

ცნობილი ფილმის ”ზოგს უფრო მხურვალედ უყვარს” (ანუ “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”) გადაღებების დროს ისევ ორსულადაა და კლინიკაში წვება, ზამთარში - ისევ ნაადევად იმშობიარებს, ისევ მკვდარი ბავშვი.

ერთხელ მერლინს დაქალისთვის, ემი გრინისთვის უთქვამს, რომ 15 წლისამ შვილი გააჩინა და თავშესაფარში ჩააბარა. სიმართლეა ეს, თუ - მერლინის ფანტაზია, გაურკვეველია. მაგრამ 2000 წლის იანვარში, ნიუ-იორკში გამოჩნდა კაცი, სახელად ჯოზეფ ფ. კენედი, რომელიც ამტკიცებდა მერლინის შვილი ვარო, მსახიობის სიკვდილისთანავე უცნობებმა გამიტაცეს, სერიოზული ავტოკატასტროფის დროს კი მეხსიერება დავკარგეო.

როგორც ჩანს, ეს მორიგი თაღლითობა იყო, ექსპერტების რწმუნებით მერლინის მემკვიდრეობა წლიურად ხომ $ 5.000.000–ით იზრდება!

სამსახური
1944 წლის ბოლოს, როცა 18 წლის ნორმა ჯინი რეიდიო პლეინზე მუშაობდა, არმიის ფოტოგრაფი გამოჩნდა. სამხედრო შეკვეთებზე მომუშავე ქალებისთვის სურათები უნდა გადაეღო, რომ ჯარისკაცები გაემხნევებინა.

ნორმას პოზირება და საათში 5 დოლარი შესთავაზეს, ისიც დათანხმდა. ამ ფოტოების ნაწილი ფოტოსააგენტო “ცისფერ წიგნში” აღმოჩნდა და ნორმა ჯინი გასაუბრებაზე დაიბარეს.

მალე მისი სურათები ქალთა ჟურნალებში გამოჩნდა. ხან საცურაო კოსტიუმი ეცვა, ხანაც “შორტები” და ბიუსტჰალტერი, თუმცა ყველა ფოტო დასაშვებ ზღვარს არ ცდებოდა. მოგვიანებით, როცა ლი სტრასბერგის სტუდიაში დადიოდა, მერლინს წამოცდა, რომ პირველ ხანებში, ჰოლივუდში, ფულს იმით შოულობდა, რომ “გოგონა გამოძახებით” იყო.

სხვათა შორის, 1988 წელს პენტჰაუზმა სენსაციური მასალა გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ ნაპოვნია პორნოგრაფიული ხასიათის 1944 წელს გადაღებული ფილმი ნორმა ჯინის მონაწილეობით.

1946 წლის აგვისტოში “XX საუკუნე - ფოქსმა” კონტრაქტით სტატისტად აიყვანა. ამ სტუდიაში დაერქვა ნორმა ჯინს – მერილინ მონრო.

პოზირებას განაგრძობდა, მაგრამ გულით კინოს მიეჯაჭვა. ცოტახანში სტუდიიდან გამოუშვებენ, დარილ ზანუკის სიძესთან რომანის გამო. 1948 წელს “კოლამბია ფიქჩერზი” აწერს მასთან ნახევარწლიან კონტრაქტს ხელს და ეს სტუდიის მეპატრონის - ჯო შენკის წყალობით ხდება.

პირველი ფილმი, რომელშიც ნორმას ლაპარაკი, სიმღერა და ცეკვა შეეძლო იყო “ქორისტები”. ფილმი არ ვარგოდა, მაგრამ მერლინის ხმა მოიწონეს.
შემდეგ იყო ფილმი “სიყვარულზე გადარეული”.

ჯონი ჰაიდის დახმარებით, მერლინი 7-წლიან კონტრაქტს აფორმებს "ХХ CENTURY- FOX"-თან, ფილმში “ასფალტის ჯუნგლები” (1950) მთავარ როლშია. ეს ფაქტიურად დებიუტია.

სიკვდილი
მერლინ მონრო 1962 წლის 3 აგვისტოს 36 წლის ასაკში ნარკოტიკის სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმართლესთან ახლო 4 ვერსიაა ცნობილი:

1. კენედების შეკვეთილი მკვლელობა
1954 წელს მერლინს ტყავისყდიანი დღიური შეუძენია. მასში ჯონ კენედის საუბრებიდან ნაწყვეტებს იწერდა. მეგობრებთან საუბარში ჯონი პოლიტიკურ პრობლემებს განიხილავდა, ან ხსნიდა მტავრობის ამა თუ იმ დადგენილების არსს ან აუცილებლობას.

რა თქმა უნდა, ეს საუბრები საზოგადოებისთვის არ იყო განკუთვნილი, თუმცა პრეზიდენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მერლინი კი ვერ იმახსოვრებდა იმას, რასაც ჯონი ლაპარაკობდა, ამან კი პრეზიდენტი ერთხელ კინაღამ გააცოფა. ასე გაჩნდა ცნობილი დღიური - მაკომპრომენტირებელი ცნობებით სავსე გემრიელი ლუკმა კონკურენტებისთვის, მაფიისთვის და თავად პრეზიდენტისთვის.

1960 წელს მერლინს უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან, სიმთვრალეში ხანდახან ჯონთან ინტრიგაც წამოსცდენია. არადა ამ ურთიერტობის გახმაურება კენედის კარიერას რა თქმა უნდა არ წაადგებოდა. როცა მერლინი ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ ჯონი მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა, ყურადღება ძმაზე - რობერტზე გადაიტანა.

რობერტი იმ დროს იუსტიციის მინისტრი იყო, მერლინი გამუდმებით ურეკავდა, რაც მინისტრიეს სასახელოდ ნამდვილად არ მეტყველებდა, რობერტის შეუბღალავი რეპუტაცია საფრთხეში იყო, მოგვიანებით ყურმილს საერთოდ აღარ იღებდა.

ალკოჰოლის, ნარკოტიკების, დეპრესიის ხელში მერლინი კენედებისთვის სერიოზული დაბრკოლება და საფრთხე გახდა: მათი კავშირის გახმაურების შემთხვევაში, ინფორმაცია ბომბივით აფეთქდებოდა და დაანგრევდა ყველაფერს, რასაც ძმებმა სიცოცხლე შესწირეს.

მერლინის სიკვდილის შემდეგ ვიღაცამ მთელი სახლი გადაქექა. ტყავისყდიანი დღიური კი ვერადავერ იპოვეს. სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ, სემ ჯანკანას ხალხი თუ კიდევ, ვინმე სხვა - უცნობია. ტელეფონის ყურმილი გადადებული იყო, ვის ურეკავდა მერლინი სიკვდილის წინ - ესეც საიდუმლოა, სატელეფონო სადგურზე ჩანაწერი ამ საუბარზე გაქრა.

2. სიკვდილი, რომელიც მაფიამ მოაწყო
მერლინს რომანი რობერტ კენედისთანაც ჰქონდა.

იუსტიციის მინისტრმა ნამდვილი ომი გააჩაღა მაფიის წინააღმდეგ, ფრენკ სინატრასაც გადაეკიდა – ცნობილი მომღერალი მაფიის მეთაურის, სემ ჯანკანას მარჯვენა ხელი იყო.

მერლინი ისეთ წრეში ტრიალებდა და იმდენად ცნობილი იყო, რომ კენედების შანტაჟისა და კომპრომენტირებისთვის იდეალურ ვარიანტად გამოდგებოდა.

იცოდნენ თუ არა ჯანკანებმა მერლინის დღიურზე - არაა ცნობილი, მაგრამ, მისი სიკვდილის შემთხვევაში, პრეზიდენტისა და მისი ძმის პირადი ცხოვრების არასასიამოვნო დეტალები გამოაშკარავდებოდა.. ეს კი მაფიის ინტერესში შედიოდა.

3. უბედური შემთხვევა - ნარკოტიკების ჭარბი დოზა
ნარკოტიკების მიღებას მერლინი 1953 წელს იწყებს.
1955 წლიდან ძილისწინ აბებს იღებს, ან ხსნარებს, დილიდან - სტიმულატორებს, თან ალკოჰოლსაც არ ერიდება.

ნერვული შეტევები თანდათან ხშირდება. როცა მუცელი მოეშალა და დეპრესიაში ჩავარდა, კიდევ უფრო მიეძალა ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, კომაშიც კი იყო.

1961 წელს მერლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ნარკოტიკების მოხმარება საიდუმლო აღარ იყო. ასე რომ, შემთხვევითი, ჭარბი დოზისგან სიკვდილიც არ ჩანს დაუჯერებელი.

4. თვითმკვლელობა
თაყვანისმცემლების ბრბოების მიუხედავად, მერლინი მარტოსული და დეპრესიული იყო. როგორც ჩანს, მისი შიში, დედასავით არ გავგიჟდეო, ამაო არ იყო.

თავის მოკვლა ორჯერ სცადა. ერთხელ გაზი ჩართო, მეორედ - აბები მიიღო. ჯონი ჰაიდის სიკვდილის შემდეგაც ჰქონდა მცდელობა. 1958 წელს ფსიქიატრი შიზოფრენიის ნიშნებსაც ამჩნევს. ბოლო ფილმზე ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ ნერვული შეტევა ჰქონდა და კლინიკაში “ნაკლებად შფოთიანების” პალატაში ათავსებენ. ასეთი ფსიქიკის ფონზე, არც თვითმკვლელობაა არარეალური.

* * *

მერლინი სიკვდილის შემდეგაც იპყრობდა ყურადღებას. ამერიკაშიც და ევროპაშიც უამრავი წიგნი და სტატია ქვეყნდებოდა მისი ფენომენის ამოსახსნელად, ხოლო ეკრანებზე მისი შემოქმედებისთვის მიძღვნილი რამდენიმე ფილმი გამოვიდა:

"მერლინი" (1963), "ნახვამდის ნორმა ჯინ!" (1976), "მერლინი: ისტორია, რომელიც ჯერ არ უამბიათ" (1980), "მერლინ მონროს უკანასკნელი დღეები" (1985), "მერლინ მონრო: რა იმალება ლეგენდის მიღმა" (1987).

თითოეული ავტორი თავისებურად ცდილობს შეაღწიოს იმ ქალის სულში, რომელიც ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ ვერ გაუგეს...

თითქმის 40 წელია ამ საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შემდეგ და ისევ ყველას ახსოვს, რას უნდა ნიშნავდეს ეს? ალბათ იმას, რომ მსოფლიო კინოს ისტორიაში მერლინ მონრო გაცილებით დიდი მოვლენა იყო, ვიდრე უბრალოდ ლამაზი და სექსუალური ქერა ქალი...

მოამზადა სოფიო გულიაშვილმა[/b]

წყარო http://www.eva.ge/?page=28&lang=geo&content=1338[/i]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/w/rwe72.jpg[/img][/url]
რომი შნაიდერი-ყველაზე მომხიბლავი და ტრაგიკულიი ქალი

დებილია ეს ალენ დელონი ცოლად რომ არ მოიყვანა,არადა ძაან ლამაზი წყვილი იყო :)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[i][b]გამსოათხოვარი წერილი რომი შნაიდერს
ჟურნალი "Paris mateh "
1982წ.11 ივნისი

მშვიდობით,ჩემო თოჯინავ!
მე შენ მძინარეს გხედავ,მე შენთან ვარ,შენს სასიკვდილო სარეცელთან.შენ შავ-წითელი გრძელი ტუნიკა გაცვია ამოქარგული გრძელი ნაწილით.მგონი ყვავილებით ამოქალგული,მაგრამ მე მათ არ ვუყურებ...მე შენ გეუბნები adio! მშვიდობით...ეს ყველაზე ხანგრძლივი გამოთხოვებაა ამქვეყნად,ჩემო თოჯინა.
ჩემო თოჯინა,მე ყოველთვის ასე გეძახდი.ყვავილებს კი არა,მხოლოდ შენს სახეს დავცქერი და ვფიქრობ,რომ ძალიან ლამაზი ხარ...ალბათ არასდროს ყოფილხარ ასეთი ლამაზი,როგორიც ახლა.კიდევ იმაზე ვფიქრობ,რომ ცხოვრებაში პირველად გხედავ ასეთ მშვიდსა და მხიარულს.ასე მგონია,ვიღაცის ნაზმა ხელებმა ყოველგვარი მღელვარება და შიში წაშალა შენი სახიდან...მე შენ მძინარეს გხედავ.მეუბნებიან,რომ აღარა ხარ.იქნებ შენს სიკვდილში მე მიმიძღვის ბრალი?ამ შეკითხვას მხოლოდ იმ არსების წინაშე უსვავენ საკუთარ თავს,ვინც უყვარდათ და ისევ უყვართ...თავდაპირველად ამ გრძნობის ტყვეობაში ექცევი,მერე ყველაფერი თავის ადგილზე დგება და აღიარებ,რომ ამ სიკვდილში დამნაშავე არა,მაგრამ პასუხისმგებელი კი ნამვილად ხარ.დიახ,პასუხს ვაგებ შენს სიკვდილზე.ჩემს გამო შეწყდა იმ ღამით შენი გულისცემა,ჩემს გამო,რადგან ამ 25წლის წინათ იმიტომ მიპოვეს,რომ შენი პარტნიორი ვყოფილიყავი :ქრისტინაში“.შენ ვენიდან უნდა ჩამოსულიყავი,მე კი პარიზის აეროპორტში გელოდი ყვავილებით ხელში,რომლებიც არც კი ვიცოდი როგორ უნდა დამეჭირა.პროდიუსერებმა გამაფრთხილეს,როგორც კი თვითმფრინავის ტრაპზე დაეშვება დაიქეცი და ყვავილები მიართვიო და მეც გონებაჩლუნგივით ვიდექი ყვავილებით ხელში,ფოტორეპორტიორების ალყაში მოქცეული და შენ გელოდი...თვითმფრინავიდან გამოხვედი,მე შენსკენ გამოვემართე.შენ დედას კითხე:“ვინ არის ეს ყმაწვილი?“,მან გიპასუხა:“ალენ დელონი უნდა იყოს,შენი პარტნიორი“.ამის მეტი არაფერი მომხდარა მაშინ,არც სიყვარულის ელდა დაგვცემია,არა...მერე ვენაში ჩამოვედი,სადაც ფილმის გადაღებას აპირებდნენ.ჩამოვედი და გაგიჟებით შემიყვარდი,შენც შეგიყვარდი...მერე ხშირად გვიკითხავს ერთმანეთისთვის,მე უფრო ადრე შემიყვარდი თუ შენ...ჩვენ დავითვლიდით 1,2,3 და ერთროულად ვპასუხობდით,არც მე და არც შენ,ორივეს!
ღმერთო ჩემო,როგორი ახალგაზრდები და ბედნიერები ვიყავით მაშინ...გადაღებები დამთავრდა.მე გითხარი,წამოდი ჩემთან საფრანგეთში და იქ ერთად ვიცხოვროთ.მაშინვე მიპასუხე“მე მინდა შენთან ერთად ცხოვრება საფრანგეთში“ გახსოვს?შენი ოჯახი,მშობლები აღშფოთდნენ.მთელი ავსტრია და გერმანია ბობოქრობდა.ისინი უზურპატორს,ბავშვების გამტაცებელს მიწოდებდნენ.მე ხომ მათ დედოფალი მოვტაცე...
ფრანგმა,ერთი სიტყვაც რომ არ ვიცოდი გერმანულად,მოგიტაცე შენ,თოჯინა,რომელმაც ასევე ერთი სიტყვაც არ იცოდი ფრანგულად.დასაწყისში უსიტყვოდ გვიყვარდა ერთმანეთი.შევყურებდით ერთმანეთს და ვიცინოდით.შენ ჩემი თოჯინა იყავი,მე კი პეპე მერქვა...რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ არაფერი გამეგებოდა გერმანულის,შენ კი ისე კარგად დაეუფლე ფრანგულს,რომ ერთად ვითამაშეთ ლუკინო ვისკონტის სპექტაკლში საფრანგეთის თეატრის სცენაზე.ვისკონტი ამბობდა,რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავდით,რომ ორივეს ერთნაირი v გვქონდა წარბებს შორის,ამიტომაც შიშსა და გაბრაზებას ერთნაირად გამოვხატავდით...ვისკონტი ამას რემბრანტის v უწოდებდა,რადგან,როგორც იგი ამობდა ამგვარი v მხატვრის ავტოპორტრეტებზე აშკარად იყო გამოსახული....
მე შენ მძინარეს გხედავ.რემბრანტის v სრულიად წაშლილა.ახლა აღარავის გეშინია,აღარავის ელი დაძაბული მოლოდიბით,აღარც ვინმე მოგდევს.ნადირობა დამთავრდა.ახლა შეგიძლია დაისვენო...
ისევ და ისევ გიყურებ,მე ხომ ზედმიწევნით კარგად გიცნობ.ვიცი ვინ ხარ,ვიცი რატომ მოკვდი,შენს ხასიათსაც კარგად ვიცნობ...იმათ,სხვებს კი ვპასუხობ რომის ხასიათი მხოლოდ მისი ხასიათი იყო,ეს არის და ეს,თავი დამანებეთ!....სულ ადვილი იყო შენი გულისტკენა.შენ ხომ ბავშვი იყავი,ნამდვილი ბავშვი,რომელიც სწრაფად,ძალიან სწრაფად გახდა ვარსკვლავი.აწორედ ამით შეიძლებოდა ერთი მხრივ შენი კაპრიზების,წინასწარ გაუთვალისწინებელი ქცევების ყოველთვის სამართლიანი,საიმედო,მაგრამ მაინც ბავშვური ხასიათის,ხოლო მეორე მხრივ შენი პროფესიული ავტორიტეტის ახსნა.შენ ის ბავშვი იყავი,რომელმაც არ იცოდა ვის ეთამაშებოდა,რას ეთამაშებოდა და რატომ ეთამაშებოდა.ამ წინააღმდეგობებში შენი დაფარული შიში და უბედურებაც მჟღავნდებოდა.მით უფრო,რომ რომი შნაიდერი იყავი,გაფურჩქნის ხანაში მყოფი მგრძნობიარე და ტემპერამენტიანი რომი შნაიდერი...
როგორ ავუხსნა მათ ვინ იყავი შენ და ვინ ვართ ჩვენ,მსახიობები...როგორ უნდა გააგებინო მათ,რომ ჩვენ ჩვენი თამაშით,ინტერპრეტაციებით,სხვად გარდასახვით ხშირად თვითონაც შეშლილებს ვემსგავსებით...როგორ ავუსხნა მათ, რა რიგ ძნელია სანახევროდ გავლილ გზაზე წონასწორობისა და ხასიათის სიმტკიცის შენარჩუნება.ოჰ,ეს წონასწორობა!როგორ უნდა მივაღწიოთ მას ჩვენ ჟუნგლიორებმა,კლოუნებმა,ტრაპეციაზე მომუშავე ცირკის მსახიობებმა,რომელთა დიდება პროჟექტორების შუქით არის გაცისკროვნებული..
შენ ამბობდი:“არვიცი როგორ მოვიქცე ცხოვრებაში,ფილმში კი ყოვლისშემძლე ვარ!“...არა სხვები ნამდვილად ვერ გაიგებენ იმას,რომ რაც უფრო მოუმზადებელი ხარ ცხოვრებისთვის,მით უფრო დიდი მსახიობი შეიძლება იყო....
ახლა,როცა შენ ისვენებ,მე კი შენს შორიახლოს ვტირი,მინდა ხმამაღლა ვიყვირო: არა,არა,ეს საშინელი პროფესია ქალისთვის არ არის მოგონილი,მე ეს ვიცი,რადგან კაცი ვარ,რადგან მე ის ვარ,ვინც შენ ძალიან კარგად გიცნობდა,შენი ყველაზე უკეთ ესმოდა,რადგან მეც მსახიობი ვარ.ჩვენ,ორივენი ერთ რასას ვეკუთვნოდით,ჩემო თოჯინა.იიმათ,სხვებს,არ ძალუძთ ჩვენი გაგება,მსახიობების.დიახ,ვერასოდეს გაიგებენ,რომ შენნაირი ქალი ამის გამო შეიძლებოდა მომკვდარიყო....
ამბობენ,.რომ შენ მითი იყავი.დიახ,ჭეშმარიტად ასეა,მაგრამ მითი ხომ მხოლოდ ფასადია,ანარეკლი,გარეგნული მხარე...საღამოობით მითიც შინ ბრუნდება.შინ ის კი მხოლოდ რომია.ქალი,ვისი ცხოვრებისაც არაფერი გაეგებათ,ვისაც ცუდად ექცევიან,ვისზეც გაზეთბი ცუდად წერენ,ვისაც გამუდმებით დევნიან და მარტოობაში მითი თანდათან შიშად იქცევა.რაც უფრო ღრმად იჭრება ეს გონებაში,მით უფრო ცდილობენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში ეძიონ შვება.თანდათან ყველაფერი ეს ჩვეულებად იქცევა,მერე ცხოვრების წესად,ბოლოს კი გარდაუვალ აუცილებლობად ყალიბდება.შენ უკვე ვეღარ აღწევ თავს მის ტყვეობას და ერთ მშვენიერ დღეს განაწამები,გაცვეთილი გული ჩერდება,რადგან იგი დაიღალა და მეტი აღარ შეუძლია მუშაობა...მას ასე უმოწყალოდ ექცეოდნენ,ის კი გული იყო,ერთი პატარა ქალის გული,ვინც ამ ავბედით საღამოს ჭიქას უჯდა....
ამბობენ,რომ შენ იმ სასოწარკვეთილებას ემსხვერპლე,რაც დევიდის სიკვდილმა მოგიტანა.არა,ადამიანები ცდებიან.შენ ამას არ მოუკლიხარ...დევიდის სიკვდილმა მხოლოდ ბოლო მოგიღო....ლორანისთვის,შენი ცხოვრების ბოლო და საოცარი თანამგზავრისთვის გითქვამს,ასე მგონია გვირაბი დამთავრდა და გასასვლელს მივაღწიეო.ეს მართალია...შენ ცხორება გინდოდა,სიცოცხლე გიყვარდა.ისიც მართალია,რომ შაბათს გარიჟრაჟზე,შენი გვირაბის დასასრულიც გამოჩნდა.შენ ხომ ერთადერთმა იცოდი,რომ ეს ნამდვილი გვირაბის დასასრული იყო....
რა აბდაუბდად გწერ,უწესრიგოდ...ჩემო თოჯინა,შენ ასე აგრესიულსა და ტკივილით სავსეს.შენ არ გესმოდა და არ ეთანხმებოდი თამაშის იმ წესს,რომ შენი ცხოვრებაც იმ საზოგადოების კუთვნილება იყო,ვინც სხვებში გამოგარჩია და კუმირად გაქცია.შენ უარყოფდი ამ თამაშს და საერთოდ ყოველგვარ თამაშს,რაც ჩვენს პროფესიას მუდამ თან ახლავს.თავს იწამებდი,პირადი ცხოვრება ძალმომრეობის მსხვერპლად მიგაჩნდა..მუდამ იმ ნადირივით იყავი შემართული,რომელსაც მონადირეების მისდევენ...იცოდი,კარგად იცოდი,რომ რასაც ბედისწერა ერთი ხელით გაძლევდა,მეორეთი უკან გართმევდა...
5 წელზე მეტი ვიცხოვრეთ ერთად.მე შენთან ერთად,შენ ჩემთან ერთად.შემდეგ ცხოვრებამ,ჩვენმა ცხოვრებამ გაგვყარა,მაგრამ ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს.ბოლოს 1968წელს იყო ფილმი „აუზი“.კვლავ მოვძებნეთ ერთმანეთი,რომ ერთად გვემუშავა.გერმანიაში ჩამოგაკითხე გადაღებებზე წამოსაყვანად.იქ შენი ვაჟი,დევიდი გავიცანი....

სხვები იტყვიან,რა დიდებული მსახიობია,რა ტრაგიკოსი.მათ არ იციან,რომ თავად შენ ხარ ტრაგიკული ქალი,ვისაც ეს ცხოვრება ძალიან ძვირად უღირს...არ ესმით,რომ შენს ეკრანულ როლებში,შენი პირადი დრამებია ასახული...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ,რომ თავად იწვი...დევიდის სიკვდილამდე არსებობდა პროფესია,რომელიც გაიძულებდა თავი მუდამ წყლის ზევით გჭეროდა.შემდეგ დევიდი წავიდა და უკვე პროფესიაც ვეღარ გშველოდა.მე არც შენი წასვლა გამკვირვებია.იცი,რამ გამაოცა?იმან,რომ თავი არ მოგიკლავს,რომ გული გაგისკდა...მე ვთქვი,რომ სწორედ ესაა გვირაბის დასარული...
მე შენ მძინარეს გხედავ.მე ისევ მარტო ვარ საკუთარ თავდათან...მე შენ მიყვარდი.შენ მე გიყვარდი.მე გაქციე შენ ფრანგ ქალად,ფრანგ კინოვარსკვლავად.დიახ,ეს ჩემი დამსახურებაა...და ეს ქვეყანაც,საფრანგეთი,რომელიც შენ ჩემს გამო შეიყვარე შენი სამშობლო გახდა...ვოლფმა გადაწყვიტა,მას ლორანმაც უთხრა რომ ეს შენი სურვილიც იყო,რომ აქ დარჩები და სამუდამო სასუფეველს საფრანგეთის მიწაში ჰპოვებ.ორიოდ დღეში შენი შვილი დევიდიც აქ იქნება,იმ პატარა სოფელში,სადაც სახლი შეიძინე.აქ აპირებდი ცხოვრებას ლორანთან და პატარა სარასთან ერთად.აქ დაიძინებ სამუდამოდ,საფრანგეთში...ჩვენთან ახლოს,ჩემთან ახლოს..
ჩემო თოჯინა,ისევ და ისევ გიყურებ...მინდა ჩემმა მზერამ გშთანთქოს...ისევ მინდა გაგიმეორო,რომ არასოდეს ყოფილხარ ასეთი ლამაზი და მშვიდი.მე შენთან ვარ...შენგან ცოტაოდენი გერმანულიც ვისწავლე,ახლა გეუბნები ich liebe dich . JE T’aime ჩემო თოჯინა.

ალენ დელონი[/b][/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რომი და ალენი,მართლა ლამაზები არიან :)
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/s/hc6v7.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/l/b9zk1.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/u/oft7i.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ninikela[/b]

უუუუუუფ, რა იყო რა გოგო რას მერჩი :((((((

[img]http://images1.fanpop.com/images/image_uploads/Audrey-audrey-hepburn-824317_1024_768.jpg[/img]
:wub: :wub: :wub: :wub: :wub: :wub: :wub: :wub: :wub:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='მამფალი' date='09 January 2011 - 11:33 PM' timestamp='1294601583' post='578125']
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/c/er1h1.jpg[/img][/url]
[/quote]
სიბერეშიც რა ლამაზი დარჩა :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისევ რომი და ალენი

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/u/vi9sa.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/f/pu0re.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/h/0oz4b.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0