Перейти к содержимому


ქართველი მხატვრები


გამოხმაურებები თემაში: 204

#81 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#82 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#83 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
ირაკლი გამრეკელი დაიბადა 1894 წლის 6 მაისს ქ.გორში, მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1911-1917 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ ხატვის კურსებზე. 1917-1918 წლებსში სწავლობდა დონის როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტსში, ხოლო 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ამავე დროს მუშაობა დაიწყო თბილისის ერთ-ერთ კლუბში მხატვრად. მეოთხე კურსზე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა შეწყვიტა და საბოლოოდ გადაწყვიტა მხატვრობისთვის მიეძღვნა თავი. 1916-1926 წლებშია შექმნილი მისი დაზგური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ასევე შექმნა ილუსტრაციები გრ. რობაქიძის რომანისთვის „გველის პერანგი“, კარლო კალაძის პოემებისათვის „ძახილი მთაში“, „ქურდი“, „რჩეული“და სხვა.1922 წელს ქართველ მხატვართა გამოფენაზე წარმოდგენილია „სალომეას“ ციკლი. 1923 წლიდან რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარია .1924 წლიდან ქართული ფურუტისტული ჟურნალის „H 2S04“ რედკოლეგიის წევრი და მხატვრული გამფორმებელია 1926-1629 წლებში ორგანიზაცია „დურაჯის“ წევრია. 1929 წელს ქართული ექსპრესიონისტული ფილმის „ჩემი ბებია“ მხატვარი. მუსშაობდა მოსკოვში. ა. ტაიროვის კამერულ თეატრსში, ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრში, კიევისა და ბაქოს თეატრებში. ირაკლი გამრკელს 1934 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 1936 წელს დაჯილდოვდა საპატიო ნისშნის ორდენით. მხატვარი 1943 წელს გარდაიცვალა თბილისში.


''U motherfuckers can't stop me!''

#84 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
გამოჩენილი ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, თეატრისა და კინოს მხატვარი თამარ გრიგოლის ასული აბაკელია დაიბადა ქალაქ ხონში 1905 წლის პირველ სექტემბერს, თავისი ბაბუის-ბესარიონ ნადირაშვილის ოჯახში.


თამარ აბაკელიას ოჯახი, მამის ხელობის გამო, ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს და მომავალმა მხატვარმა ბავშვობა უმთავრესად ხონში, ქუთაისსა და ბათუმში გაატარა. შავი ზღვის ამ პატარა ქალაქში დაამთავრა მან საშუალო სასწავლებელი, აქვე მოხვდა პირველად სამხატვრო სტუდიაში მხატვარ ვ. ილუშინთან.
1920-23 წ. თამარ აბაკელია სწავლობდა ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. ხატვისა და სცენის გარდა, იგი კარგად ცურავდა და გატაცებული იყო ტანვარჯიშით.



1923-29 წ. თამარ აბაკელია სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი (ხატვა, კომპოზიცია, გრაფიკული ხელოვნება), ე. ლანსერი (კომპოზიცია), ი. ნიკოლაძე და ნ. კანდელაკი (ქანდაკება). 1938 წლიდან აქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.


1930 წლიდან იგი იყო “სარმას”, ხოლო 1933 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება (1941წ.) და იყო შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი.



1931 წელს თამარ აბაკელიამ იმოგზაურა თავის მეუღლესთან, პოეტ კარლო კალაძესთან, ერთად შუააზიაში, სადაც მან შეასრულა შუააზიურ თემებზე სხვადასხვა ნამუშევრები, რომლებიც ცნობილია შუააზიური სერიის სახელით. მათგან საყურადღებოა: “თურქმენი ქალები” (1932 წ.), “ბამბის მკრეფავი თურქმენი ქალი” (1932 წ.), “შუააზიელი გოგონა” (1932 წ.) და სხვა


სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: ხუთ კომპოზიციანი რელიეფური ფრიზი (1936-37 წ. ქვა. მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი, “იმელის” შენობა), “შურს ვიძიებთ” (1944 წ. ბრინჯაო), “კოლმეურნის ოჯახი” (1949 წ.), ლესია უკრაინკას ძეგლი (1952 წ. ბრინჯაო-სურამი) და სხვა


გრაფიკული ნაწარმოებებიდან გამოირჩევა: “იმერელი ბიჭი” (1928წ.), “შიშველი ქალი” (1928-29 წ.), “ბროწეულის კრეფა” (1930 წ.), “რთველი” (1946 წ.), “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები (1937 წ.), “დავით სასუნცი” (1939 წ.), ვაჟა-ფშაველას პოემების ილუსტრაციები (1947 წ.) და სხვა

თამარ აბაკელიამ მხატვრულად გააფორმა სამი კინოფილი: “არსენა” (1935 წ. (მ. ჭიაურელი), “გიორგი სააკაძე” (1941 წ. მ. ჭიაურელი) და “დავით გურამიშვილი” (1945 წ. ი. თუმანიშვილი და ნ. სანაშვილი). იგი აკეთებდა ესკიზებს ქართული ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლისათვის (1948-50 წ.).


თამარ აბაკელია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართულ თეატრებთან. მან მხატვრულად გააფორმა შემდეგი სპექტაკლები: რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრი - სანდრო შანშიაშვილის “ფოლადაური” (1938 წ.) და “ხევისბერი გოჩა” (ალ. ყაზბეგის მიხედვით 1945 წ.); მარჯანიშვილის თეატრი - “კომუნა ველზე” (1930 წ. კოტე მარჯანიშვილი), “შამილი” (1935 წ. დოდო ანთაძე) და “ლალი” (1935 წ. ვასო ყუშიტაშვილი); მოზარდ მაყურებელთა თეატრი - გ. გაბუნიას “ორჯონიკიძის ხმალი” (1942 წ.) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - ბიზეს “კარმენი” (1932 წ.) და ოთარ თაქთაქიშვილის ბალეტი “მალთაყვა”.(1936 წ.)


თ. აბაკელია აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის საქმეში, ხშირად აფორმებდა ქალაქს სადღესასწაულოდ. იგი ასევე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც და იყო სახელმწიფო საგამოფენო კომიტეტის წევრი.

1927 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში. პერსონალური გამოფენა მოეწყო მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ 1954წ. (თბილისი, ბათუმი, სოხუმი, ქუთაისი) და 1964 წ. (თბილისი).

თ. აბაკელია გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. (საფლავის ღობის გაკეთებისას გამოყენებულია მისივე ორნამეტები). თამარ აბაკელიას სახელობის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რ-ში თ. ზურაბიშვილის ქუჩისა და მთის ფერდობს შორის, მემორიალური დაფა კი - მაჩაბლის ქუჩაზე 12-ში


''U motherfuckers can't stop me!''

#85 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
საქართველოს სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ფარნაოზ გიორგის ძე ლაპიაშვილი დაიბადა 1917 წლის 9 მაისს კახეთში, სოფელ მირზაანში (სიღნაღის რაიონი). მამა _ გიორგი მალხაზის ძე ლაპიაშვილი, იმ დროს წარჩინებული და შეძლებული აზნაური (ლაპიაშვილების წინაპართ მამულის წინაშე დამსახურებისათვის XVII საუკუნეში ერეკლე მეფის მიერ აზნაურის ტიტული ებოძათ), ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობისა და თანამოაზრეობის გამო შეეწირა ოციანი წლების კახეთში განხორციელებულ ცნობილ სადამსჯელო რეპრესიებს: 1922 წელს გიგო (გიორგი) ლაპიაშვილი ჯერ დააპატიმრეს, ხოლო მოგვიანებით _ დახვრიტეს ე.წ. რევოლუციური ,,სამეულის” ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე. მისი ერთ-ერთი ძმა _ ნიკოლოზი, რომელსაც იმ დროისათვის სათავადაზნაურო ბანკის მმართველის თანამდებობა ეკავა, მოკლულ იქნა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დავალებით თბილისიდან სიღნაღისკენ მიმავალ ეტლში. ხოლო მეორე ძმა _ ვასილ მალხაზის ძე ლაპიაშვილი, 1924 წელს იძულებით ემიგრაციაში გადაიხვეწა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ვასო ლაპიაშვილმა ცხოვრების დიდი ნაწილი ირანის მიწაზე გაატარა. და მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში, უკვე ღრმად მოხუცებულმა შეძლო სამშობლოში დაბრუნება, სადაც ჰპოვა უკანასკნელი სასუფეველი.ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციამდე ლაპიაშვილების ოჯახი საკმაოდ ცნობილი ყოფილა. ამ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ იმ დროინდელი ხელოვნებისა თუ პოლიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოგვიანებით თავად ფარნაოზი ხშირად იგონებდა საქართველოს ,,ბულბულის” _ ვანო სარაჯიშვილისა და განუმეორებელი ქართული ბარიტონის _ სანდრო ინაშვილის სტუმრობას. სავარაუდოა, რომ სწორედ ამგვარმა ურთიერთობებმა განაპირობა ლაპიაშვილების დიდი ოჯახის სიყვარული ხელოვნებისადმი, რომლის შედეგიც გიორგი და ვასილ ლაპიაშვილების შთამომავალთა პროფესიულ არჩევანზეც აისახა. ამ ოჯახის სამი წევრი სიცოცხლის ბოლომდე ქართულ ხელოვნებას უანგაროდ ემსახურა. კერძოდ, ფარნაოზი (გიორგის ძე) _ ცნობილი მხატვარი გახდა, თამარი (ვასილის ქალიშვილი) _ საქართველოს სახალხო არტისტი , წლების მანძილზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, ხოლო ნიკოლოზი (ვასილის ვაჟი) _ ქართულ ეროვნულ არქიტექრურას ქმნიდა.
1922 წელს ლაპიაშვილების გაკულაკებული ოჯახი თბილისში გადმოსახლდა და გოგოლის ქუჩაზე დაიდო ბინა, 1930 წელს ფარნაოზმა თბილისშივე წარჩინებით დაამთავრა არასრული საშუალო სკოლა და მე-4 პედაგოგიური ტექნიკუმი, ხოლო მოგვიანებით, 1941 წელს _ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.
ქართული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ფარნაოზ ლაპიაშვილს ორ გზის მიენიჭა შრომის წითელი დროშის ორდენი (1958, 1976), საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება (1967), ხოლო 1975 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ იმ წელს პირველად დაარსებული მედალი ,, წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის’’.
ფარნაოზ ლაპიაშვილის ბიოგრაფია შეტანილია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში (1986წ, ტომი VI), დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში (1991 წ) და ,,საბალეტო ენციკლოპედიაში’’.
ფარნაოზ ლაპიაშვილი გარდაიცვალა 77 წლის ასაკში 1994 წლის 25 ივლისს, ქ. თბილისში და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



ფარნაოზ ლაპიაშვილის მიერ მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, საპატიო სიგელები და დიპლომები.

1. 1951 წ_ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
2.1951წ-საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია.
3.1957წ_ახალგაზდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატეს წოდება.
4.1957წ_ამიერკავკასიის I “თეატრალური გაზაფხულ’’-ის ორგკომიტეტის სიგელი.
5.1957წ.-სსრკ კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელი.
6.1957წ._საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
7.1958წ._ბრიუსელის(ბელგია) საერთაშორისო გამოფენაზე- ბრინჯაოს მედალი.
8.1958წ.-შრომის წითელი დროშის ორდენი.
9.1962წ.-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისუმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
10.1964წ.-მოლდავეთის სსრ კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი.
11.1965წ.-უკრაინის სსრ კულტურის სამინისტროს I ხარისხის დიპლომი.
12.1966წ.-მედალი “შრომითი მამაცობისათვის’’
13.1967წ._საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.
14.1978წ._საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი ‘’ წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის”
15.1976წ._შრომის წითელი დროშის ორდენი.
16.1987წ._საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.


''U motherfuckers can't stop me!''

#86 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
თვითნასწავლი ქართველი მხატვარი გიგო ზაზიაშვილი დაიბადა 1868 წლის 13 ნოემბერს თბილისში, ძველი სიონის უბანში, აბრების მხატვარ (ცალმკლავას) ივანე როსტომის ძე ზაზიაშვილის ოჯახში. ივანე განთქმული მოკრივე-ფალავანიც ყოფილა თურმე. ყოველთვის იცავდა თავისი უბნის სახელს. როცა ხელი დაუზიანდა და მოკვეთეს, ავტოპორტეტი მარცხენა ხელით შეუსრულებია.

ოჯახში ბავშვობიდანვე ეცნობა გიგო ფერთა საიდუმლოებას, ხელმოკლეობის გამო არ მიუღია სათანადო განათლება, წერა-კითხვაც ოჯახში უსწავლია. ადრე დაობლდა, 14 წლის ყმაწვილს მრავალრიცხოვანი ოჯახი დარჩა სარჩენი.

,, ..14 წლის ვიყავი, შევნიშნე, მედუქნეს თუნუქის ფურცელი ედო წინ, ხელში ბოთლი ეჭირა და სცდილობდა ბოთლის ფორმის გამოხატვას ფურცელზე“.

90-იან წლებშო გიგო ზაზიაშვილი ოჯახით ქუთაისში გადადის საცხოვრებლად, სადაც განაგრძობს შემოქმედებით მუშაობას, აქ იგი ქმნის ისეთ მეტყველ პორტრეტს, როგორიცაა ,,იუხანა მათხოვარი“, გიგომ მოხატა წყალწითელას, სიმონეთის და სხვა ეკლესიების კედლები, ხატავს დროშებს, პლაკატებს. გიგოს მსახიობადაც კი უცდია თავი ქუთაისის სცენაზე. აქ გაიცნო და დაუმეგობრდა შალვა დადიანს.

1907 წელს აკაკი წერეთელი უშვებს ახალ იუმირისტულ გაზეთს ,,ხუმარას“, ამ გაზეთში გიგო ზაზიაშვილმა დაიწყო თანამშრომლობა, როგორც მხატვარ-კარიკატურისტმა, ასევე თამანშრომლობს ჟურნალ-გაზეთბში ,,შიკრიკი„, ,,ეკალი“, ,,თეატრი და ცხოვრება“, ,,შუამავალი“ და სხვა.

გიგო ზაზიაშვილი მონაწილეობას იღებდა არამარტო საქართველოში გამართულ სამხატვრო გამოფენებში, 1912 წელს დონის როსტოვში გამართულ სამრეწველო და სასოფლო-საშემოდგომო გამოფენაზე მისმა შესრულებულმა ზეთის ტილომ ოქროს მედალი და დიპლომი მიიღო.

გიგო ზაზიაშვილის პროფესიულ ზრდასა და დაოსტატებაში დიდი როლი შეასრულა ქართველი ფერწერის კლასიკოსის გიგოგაბაშვილთან მისმა შემოქმედებითმა კონტაქტმა. გაბაშვილი იმდენად აფასებდა გიგოს, რომ ხშირად მიჰყავდა თავის სახელოსნოში დასახმარებლად.

ზაზიაშვილის მეგობარი იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე, რომლის პორტრეტი გიგომ 1922 წელს შეასრულა.


,,მართალია ნახატი ზოგგან სუსტობს, ფერებიც არ არის ზოგგან წმინდად აღებული, მაგრამ ყდა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი საკუთარი უნარით არის ამაღლებული, უმასწავლებლოდ და ეს დიდ ღირსად უნდა ჩავუთვალოთ ჩვენს ,,მღებავს“,რომელიც ჩვენში ცნობილ პორტრეტისტებსაც გაუტოლდებოდა კიდეც.“-წერს ვახტანგ კოტეტიშვილი.

როცა 1922 წლის საქარველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა შეიქმნა, გიგო ზაზიაშვილი უსასყიდლოდ დიდი ენთუზიაზმით ჩაება გალერეისთვის ექსპონანტების შეგროვებისა და შეძენის საქმეში. მისი პირადი მონაწილეობით აღმოჩენილია და შეძენილია სპარსული მინანქარი, ნიკო ფიროსმანიშვილის ნახატები და სხვა.

1941 წელს, 16 მარტს მხატვრის კლასში გაიმართა გიგო ზაზიაშვილის შემოქმედებითი საღამო, აქვე მოწყობილ იქნა მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

გიგო ზაზიაშვილმა ქართველი საზოგადო მოღვაწეთა და მწერლების პორტრეტების მთელი გალერეა შექმნა. მისი ნამუშევრები საქართველოს ბევრ მუზეუმში, აგრეთვე რუსეთსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული.

ღრმად მოხუცებული გიგო ზაზიაშვილი გარდაიცვალა 1952 წლის 25 ივნის საკუთარ სახელოსნოში,მხატვრის ოჯახში ინახება პოეტ-აკადემიკოს იოსებ გრიშავილის ფოტოსურათი, რომელიც მას ზაზიაშვილისთვის მიუძღვნია. სურათზე არის წარწერა ,,გიგო ზაზიაშვილს, პირველ ორიგინალურ მხატვარს, თბილისის ბოჰემს და უანგარო, ჩემ მოღვაწეს“


''U motherfuckers can't stop me!''

#87 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#88 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#89 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#90 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#91 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#92 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#93 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#94 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#95 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#96 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#97 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#98 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#99 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''

#100 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
დადებული სურათი


''U motherfuckers can't stop me!''




გამოხმაურების დამატება


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი