Sign in to follow this  
Followers 0

ჟურნალისტური ეთიკა

68 posts in this topic

[b][url="http://http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=104%3A2010-11-24-07-41-08&catid=14%3A2010-10-23-08-16-10&Itemid=29"]ქართული ჟურნალისტიკა - ეთიკური და არაეთიკური[/url][/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუცილებელია ჟურნალისტმა დაიცვას ეთიკური ნორმები
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]აუცილებელია ჟურნალისტმა დაიცვას ეთიკური ნორმები [/quote]
[b]აბა რა, აბა რა [/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ნარმა... მიტკალი... რა გინდა – მითხარი...[/b]

[b]28.12.2010
ავტორი ია ანთაძე[/b]
შესაძლოა, ბევრ თქვენგანს, ვინც ჩემს სტატიას წაიკითხავს, გსმენიათ, რომ არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მაგრამ არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა, რომ ქარტია არსებობს პირადად თქვენთვის. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ: გჭირდებათ თუ არა თქვენ ქარტია და თუ გჭირდებათ – რისთვის?

გყავთ ჟურნალისტი, რომელსაც ენდობით? რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლედ მიგაჩნიათ? რას ემყარება თქვენი ნდობა?

ზოგადად, ცნობილია, რომ ნდობა ემყარება სტანდარტის დაცვას ხანგრძლივად. საქართველოში კი, ჩემი დაკვირვებით, ჟურნალისტის მიმართ ნდობა ემყარება ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა – რამდენად ხშირად ჩნდება ესა თუ ის ადამიანი ეთერში; რამდენად აქტიურად მიჰყავს ინტერვიუ თუ დებატები; რამდენად ემთხვევა მისი პოლიტიკური სიმპათიები თქვენსას.

მაგრამ ამ ფაქტორებს არაფერი აქვს საერთო პროფესიულ სტანდარტთან – ერთადერთ ფაქტორთან, რომელსაც ემყარება ჟურნალისტის მიმართ ნდობა თავისუფალი მედიის ქვეყნებში.

იცით თუ არა, რომ სამხედრო კონფლიქტის გაშუქებისას პროფესიული სტანდარტი მოითხოვს, მაყურებელი ვერ ხვდებოდეს, რომელი მხარის წარმომადგენელია ჟურნალისტი? გავიხსენოთ 2008 წლის ომის გაშუქება. რას ითხოვდა საზოგადოება ჟურნალისტებისგან – რუს ჯარისკაცებთან თამამ დაპირისპირებას თუ ისეთ სიუჟეტებს, სადაც ჩვენ ვერ მივხვდებოდით, კონფლიქტს რუსი ჟურნალისტი აშუქებდა, ოსი თუ ქართველი?

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზოგადი ევროპული სტანდარტის პირმშოა. მეორე მხრივ, ქარტია არის საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შორის დადებული ნებაყოფლობითი ხელშეკრულება, რომლითაც ჟურნალისტები იღებენ სტანდარტის დაცვის ვალდებულებას; საზოგადოების ვალდებულება კი ის არის, რომ, როცა ეჭვი გაჩნდება, გადაამოწმოს, რამდენად ასრულებენ თავის პირობას ქარტიის ხელმომწერები.

ჯერჯერობით, საზოგადოება გულგრილია ამ ხელშეკრულების მიმართ. გასული ერთი წლის განმავლობაში ქარტიის საბჭომ სულ ხუთი განაცხადი განიხილა. არადა, ქართულ ჟურნალისტიკაში სტანდარტი განუზომლად ხშირად ირღვევა, ვიდრე ეს სტატისტიკა მოწმობს.

ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: სჭირდება თუ არა საზოგადოებას ქარტია? სჭირდება თუ არა თითოეულ ჩვენგანს, რომ ჟურნალისტები სტანდარტს იცავდნენ? ზოგადად, სტანდარტის დაცვა საზოგადოებას აზღვევს არაზუსტი, არამართალი ინფორმაციის გავრცელებისგან, პროპაგანდისგან, განზრახ გაყალბებისგან, დისკრიმინაციისგან... თუ ჩვენთვის სულერთია, ჟურნალისტი მართალს გვიყვება თუ ტყუილს, ანგარებიანია თუ უანგარო თავის საქმიანობაში, მაშინ, ცხადია, სტანდარტს ფასი არ ადევს და სწორად იქცევიან ის ჟურნალისტები, რომლებიც ქარტიას არ ცნობენ.

მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რატომ არ იჩენს საზოგადოება ინტერესს ჟურნალისტების საქმიანობაში ტყუილისა და სიმართლის გამიჯვნის მიმართ – მართლა არ აინტერესებს, თუ არ იცის, რომ ზემოქმედების ბერკეტს ფლობს.

კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ლიბერალურია და ჟურნალისტებს დიდ თავისუფლებას ანიჭებს. სტანდარტი კი გაცილებით მკაცრია. შეგიძლია, დაარღვიო სტანდარტი ისე, რომ არ დაარღვიო კანონი. შეგიძლია, გაავრცელო პროპაგანდა, იყო ანგარებიანი, ანგაჟირებული, შეცდომაში შეიყვანო საზოგადოება და, ამავდროულად, არ დაარღვიო კანონი.

ამიტომ, თავად საზოგადოების (და არა ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების) გადასაწყვეტია, რა სურს მას: მოსთხოვოს ჟურნალისტებს იმაზე მეტი, რასაც მათგან კანონი ითხოვს, თუ დაკმაყოფილდეს იმ მდგომარეობით, რაც ახლა გვაქვს.

ვიდრე გადავწყვეტდეთ, გვჭირდება თუ არა, ან რისთვის გვჭირდება ქარტია, უნდა ვიცოდეთ, რომ:

• ქართულ მედიასივრცეში არსებობს 180 ჟურნალისტი, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სტანდარტის დაცვის შესახებ.

• არსებობს 9-წევრიანი საბჭო, რომელიც ქარტიის ხელმომწერებმა აირჩიეს.

• დღეს საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია, ქარტიის საბჭოში შეიტანოს განაცხადი ამ 180 ჟურნალისტის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტის შესახებ და მიიღოს პასუხი – რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პროდუქტი სტანდარტს, ესე იგი, რამდენად სანდოა.

• საბჭოს აქვს წინადადება, რომ გაიზარდოს მისი მანდატი და საბჭოს მიეცეს შესაძლებლობა, საზოგადოების თითოეულ განაცხადს გამოეხმაუროს – იმის მიუხედავად, ვის ეკუთვნის მედიაპროდუქტი, ქარტიის ხელმომწერს თუ არახელმომწერს. მანდატის გაფართოების შემთხვევაში, საზოგადოების ნებისმიერი წევრი მიმართავს საბჭოს, როცა დაინტერესდება – დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა სტანდარტი. კითხვის დასასმელად აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ არის ქარტიის ხელმომწერი და ვინ არა.

• ქარტიის ხელმომწერების მიმართ საბჭო გამოიტანს გადაწყვეტილებას, არახელმომწერების მიმართ კი განცხადებას გაავრცელებს. ამ ორ პროცედურას შორის ფორმალური და ფაქტობრივი განსხვავებაა, მაგრამ საზოგადოება ორივე შემთხვევაში მიიღებს საბჭოს პასუხს შეკითხვაზე – დაირღვა თუ არა სტანდარტი.

• დღემდე არაერთმა მოქალაქემ მიმართა საბჭოს თხოვნით, განეხილა არახელმომწერი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალა. მაგრამ საბჭო უარს ამბობს, გასცდეს მისთვის მინიჭებულ მანდატს.

დილემას ქმნის ორი პრინციპული საკითხის შეჯახება:

ან ქარტია უნდა იყოს ნებაყოფლობითი პროცესი, როდესაც ქარტიის საბჭოს აზრები სტანდარტის დაცვის შესახებ ეხება მხოლოდ ხელმომწერებს (ამ შემთხვევაში, საზოგადოება იზღუდება საბჭოსთან ურთიერთობაში, რადგან ხელმომწერები ჟურნალისტური კორპუსის უმცირეს ნაწილს შეადგენენ);

ან ქარტიის საბჭოს უნდა მიეცეს საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას ნებისმიერ მედიაპროდუქტზე, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში გაჩნდება შეკითხვები სანდოობის კუთხით (ამ შემთხვევაში, დაირღვევა ნებაყოფლობითობის პრინციპი და გამოვა, რომ საზოგადოება, ქარტიის მეშვეობით, ქარტიის უარმყოფ ჟურნალისტებსაც გააკონტროლებს).

დილემა გადაიჭრება ორი გზით:

ან საზოგადოება იტყვის, რომ მისთვის საბჭო საკმარისად კომპეტენტური და სანდოა, რათა მისი მოსაზრებები მოისმინოს სტანდარტთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

ან საზოგადოება იტყვის, რომ საბჭოს ენდობა მხოლოდ ქარტიის ხელმომწერებთან დაკავშირებით, რადგან საბჭო სწორედ მათი არჩეულია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ქარტიის ყრილობა (ხელმომწერი 180 ჟურნალისტის მონაწილეობით) არ არის ბოლომდე ლეგიტიმური, გადაწყვიტოს საკითხი საბჭოსთვის მანდატის გაფართოების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ეს პასუხისმგებლობა საზოგადოებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქარტია შეიქმნა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება. საბჭოს მანდატის გაფართოება კი ერთგვარი ძალადობა იქნება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც არ ცნობენ ქარტიას.

დასაშვებია თუ არა საზოგადოების მხრიდან ძალადობა ჟურნალისტებზე, რათა ისინი გახდნენ ანგარიშვალდებულნი; თუ ანგარიშვალდებულება ნებაყოფლობითია? აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება, ჟურნალისტს სიმართლის თქმა მოსთხოვოს; თუ მხოლოდ ჟურნალისტის საქმეა, რა ხარისხის ინფორმაციას გაავრცელებს? – სწორედ ეს პრინციპული საკითხი უნდა გადაწყდეს საზოგადოების მონაწილეობით. ორივე გადაწყვეტილება – საბჭოს ამჟამინდელი მანდატის შენარჩუნება ან გაფართოება – გადაარჩენს ქარტიას, როგორც სტანდარტის დამკვიდრების პროცესს, თუკი ეს ნამდვილად იქნება საზოგადოების ინფორმირებული, გააზრებული არჩევანი.

ქარტიის ყრილობა კი დაეთანხმება იმას, რასაც საზოგადოება აირჩევს. ეს ერთადერთია, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.
http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2260836.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]რას და როგორ ემსახურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოში

27.12.2010
ავტორი ლელა კუნჭულია[/b]
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მუშაობას საქართველოში არაერთგვაროვანი მოსაზრებები უკავშირდება: თუკი ერთნი უდავოდ თვლიან ქარტიის მუშაობის მნიშვნელობას მედიაში ეთიკის ნორმების დამკვიდრებისა და საზოგადოების მიუკერძოებლად ინფორმირების ხელშეწყობისათვის, მეორენი მიიჩნევენ, რომ ერთი წლის წინ ამოქმედებულმა ქარტიის საბჭომ მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთა, სათანადო აქტიურობა ვერ გამოამჟღავნა და ზოგ შემთხვევაში არაობიექტური გადაწყვეტილებაც მიიღო. რა ხდება სინამდვილეში და როგორ აპირებს მუშაობის გააქტიურებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო?

ქარტია, რომელსაც ამ ეტაპზე დაახლოებით 180 ხელმომწერი ჰყავს, ჟურნალისტური ეთიკის 11 ძირითად მუხლს აერთიანებს. მასში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ: ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”, ანდა ”ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”.

თუკი რომელიმე კერძო პირს ან ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამა თუ იმ ჟურნალისტმა ქარტიით გათვალისწინებული ესა თუ ის მუხლი დაარღვია, საჩივარი განსახილველად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს უნდა მიაწოდოს. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ გზით საბჭოში წელს სულ 10 საჩივარი შევიდა და, რადგანაც განხილვის პროცედურა ჯერჯერობით მხოლოდ ქარტიის ხელმომწერ ჟურნალისტებზე ვრცელდება, მხოლოდ 5 საჩივრის განხილვა გახდა შესაძლებელი.

გავიხსენოთ, რომ გახმაურებულ ”მოდელირებულ ქრონიკასთან” დაკავშირებით საბჭომ წელს ქარტიის პირველი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომელი ნათია კობერიძე. თუმცა ჟურნალისტმა ეს შენიშვნა არ გაიზიარა, ქარტიის საბჭო სადამსჯელო მექანიზმად შეაფასა და ხელმოწერაც გაითხოვა.

მართალია, ქარტიაზე ხელმოწერის გაუქმებას არ აპირებს, მაგრამ მისი მისამართით განხორციელებულ ქმედებებს ასევე სადამსჯელო ღონისძიებებად აფასებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” საჩივრის განხილვის შედეგად, მთივლიშვილი ქარტიის საბჭომ პირველი და მესამე მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა.

”დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, რომ საბჭო ამ საჩივრის განხილვისას იყო არაობიექტური... როცა მე გავწევრიანდი ამ ქარტიაში, მიზანი იყო ფუნქციონირება არა ჟურნალისტების დასჯისთვის, არამედ, პირიქით - მხარდაჭერისთვის და შეცდომების გამოსწორებისთვის... ამ საბჭომ კი შეიძინა უფრო დამსჯელის ფუნქცია, ვიდრე მხარდაჭერისა და გამომსწორებლის... მთელი დღის განმავლობაში რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გატრიალებენ, რომ, თურმე, დამრღვევი, არაეთიკური და რეციდივისტი ყოფილხარ, ეგ არ არის, მე მგონი, კარგი...” - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა მთივლიშვილმა.

ჟურნალისტი ამ ეტაპზე ელოდება ქარტიის საბჭოსგან საქმის სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებასა და ქარტიის ყრილობას, რომელიც 23 იანვარს უნდა გაიმართოს და რომელზეც ის კონკრეტული შენიშვნებით აპირებს მისვლას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 9-წევრიანი საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე მთივლიშვილის მიერ გამოხატული პროტესტის შინაარს არ ეთანხმება. მისი თქმით, ამ საქმის სამოტივაციო ნაწილი დაახლოებით ერთ კვირაში გამოქვეყნდება და ამით ყველაფერს მოეფინება ნათელი.

ეთერ თურაძე თვლის, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქართველოში თავისი არსებობა გაამართლა და ყველაზე მთავარი მიღწევა ხელმომწერი ჟურნალისტების საქმიანობის გაუმჯობესებით გამომჟღავნდა:

”ეს ადამიანები და პირადად მეც ახლა უფრო ფრთხილები და მობილიზებულები ვართ; ვცდილობთ, რაიმე ისეთი არ გაგვეპაროს, რომ ვინმემ გვიჩივლოს...”

ქარტიაში ასახული ეთიკის პრინციპების მედიაში დამკვიდრებას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, რომელმაც ქარტიას რამდენიმე კვირის წინ მოაწერა ხელი. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ქარტიის, როგორც თვითრეგულაციის მექანიზმის, მუშაობა ხელს შეუწყობს მედიასაშუალებების საქმიანობის გაჯანსაღებას. ამასთან, შეიქმნება უკეთესი საფუძველი მედიაკრიტიკისთვის და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოებაც მოგებული დარჩება.

”სამწუხაროდ, იმდენად რთულად მკვიდრდება ჟურნალისტური ეთიკის ნორმები ჩვენს სინამდვილეში, რომ საჭირო და სავალდებულო გახდა ეთიკის ასეთი ქარტიის შემუშავება. ყველა წინა მცდელობა იყო უშედეგო. ეს ყველაზე შედეგიანია... მიმაჩნია, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი უნდა იყოს ჩართული...” - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ.

ჟურნალისტების გარდა, ქარტიის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ პროცესში საზოგადოებაც უფრო აქტიურად ჩაერთოს, - მიაჩნია ქარტიის საჭოს თავმჯდომარეს ეთერ თურაძეს. მთავარ უარყოფით მხარედ, რაც ქარტიის მუშაობის ერთწლიანი პერიოდის მანძილზე გამოჩნდა, ეთერ თურაძე სწორედ საზოგადოების ნაკლებ ჩართულობას ასახელებს. ეს კი, თავის მხრივ, ძირითადად, ფინანსების ნაკლებობას უკავშირდება. იმის გარდა, რომ საბჭოს წევრები ერთი წლის მანძილზე აბსოლუტურად უსასყიდლოდ მუშაობდნენ, ასევე აბსოლუტურად არ არსებობდა რეკლამირების ბიუჯეტი, რის შედეგადაც, ვერ მოხერხდა ქარტიასთან დაკავშირებული პროცესების პოპულარიზაცია. ეთერ თურაძეს იმედი აქვს, რომ, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, ჰოლანდიის საელჩოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, მომავალი წლიდან სიტუაცია აუცილებლად გაუმჯობესდება, საბჭო გააქტიურდება და ეთიკის ქარტიის მექანიზმებიც უკეთ დაინერგება ქართულ მედიასივრცეში.

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2260038.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია[/b]

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი
ძირითადი უფლებაა. ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული
უფლება–მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან,
იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.
ქარტია ეფუძნება ევროპის საბჭოს „ადამიანის ძირითად უფლებათა
და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” მე–10 მუხლსა და
„ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ აღიარებულ
„ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას“. ეს
პრინციპები პროფესიული ქცევის სტანდარტად დამკვიდრდა
იმ ჟურნალიტებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ, გადასცემენ და
ავრცელებენ ინფორმაციასა და კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე.
საქართველოს მედიის წარმომადგენლები ვცნობთ და ვაღიარებთ
ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვის ვალდებულებას
და ამ ვალდებულებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, პროფესიულ საკითხებს
მხოლოდ ჩვენივე კოლეგების უფლებამოსილებად განვიხილავთ და
გამოვრიცხავთ ხელისუფლების ან სხვა ძალის ნებისმიერი სახით ჩა-
რევას ამ უფლებამოსილებების განხორციელებაში.

1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და
საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

2. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული
საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი
სინდისის წინააღმდეგ.

3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ
იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო
დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს
მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები
და ინფორმაცია.

4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას
ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი
მეთოდები უნდა გამოიყენოს.

5. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში
შეჰყავს საზოგადოება.

6. ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ
გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის
წყარო.

7. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის
წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს
ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად
რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან
სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

8. ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები;
პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა
მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ
გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან
რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.
ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და
არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის
მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ
საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის
კეთილდღეობას ეხება.

9. სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს
მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ
დაფინანსებული მასალებისაგან.

10. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას
და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს
განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა
მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება;
ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის
მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის
სანაცვლოდ;
პლაგიატი.

წყარო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. სტატიების ანალიზი. თბილისი, 2010
http://cdi.org.ge/uploads/CDIsPUBLICATION/Charterpublication.pdf
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='664381']
3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ
იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო
დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს
მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები
და ინფორმაცია.
[/quote]
ეს პუნქტი უნდა დაწერო აგურზე და თავში ურტყა, ჩვენი ჟურნალისტების უდიდეს ნაწილს :|
[quote name='mako' post='664381']
11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა
მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება;
ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის
მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის
სანაცვლოდ;
პლაგიატი.
[/quote]
ესეც.....
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქმე იმაშია, რომ ეს ქარტია მის წევრებს ავალდებულებს ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესრულებას. ქარტიაში გაწევრიანება კი საკუთარი ნება-სურვილის საფუძველზე ხდება და არა ა პრიორი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებით.

ამ ქარტიას ჯერ ბევრი არ უჭერს მხარს, როგორც თავად წევრები ამბობენ. თუმცა, გაწევრიანებული ჟურნალისტების რაოდენობა იზრდებაო.

დრო და გამოცდილება უნდა ყველაფერს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='664381']
3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ
იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო
დადასტურებულია.
[/quote]
ყოველ მეორე ექიმს რო მიაწებეს მკვლელის იარლიყი გამოძიების დაწყებამდე ამაზე არავინ ამბობს რამეს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ლებუ' post='664437']

ყოველ მეორე ექიმს რო მიაწებეს მკვლელის იარლიყი გამოძიების დაწყებამდე ამაზე არავინ ამბობს რამეს.

[/quote]
ისტორია მეორდება. "ექიმთა საქმე".
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='664390']
ამ ქარტიას ჯერ ბევრი არ უჭერს მხარს
[/quote]
ხო აბა ერორის ტურა თუნდაც, როგორ დაუჭერს მხარს, ხომ დაეხურა შოუ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1324162036' post='664448']
ისტორია მეორდება. "ექიმთა საქმე".
[/quote]
კი მასეა, პარალელურად სხვა ამბები ხდება საავადმყოფოებში და ჭირდებათ ხალხის მხარდაჭერა.
გაზეთი კომუნისტი დღეს რუსთავი 2 და იმედია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რუსთავი 2-ზე წამყვანად მუშაობის აუცილებელი კრიტერიუმია იყო დებილი და თან თავხედი?[img]http://bigbeatradio.com/static/emoticons/facepalm.gif[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], :laugh:

ვინ გადაწყვიტა შენი წამება?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],
ქმარი მაყურებინებს კურიერს :D
შესაბამისად, ნაზმაზელა ვარდისფერჰალსტუხიანი წამყვანი რომ ჰყავთ, უნიჭო და თავხედი (სახელი და გვარი დამავიწყდა) - ეს მიშლის ნერვებს მთელი საათია :D
ისეთი იდიოტობები ჰკითხა ნარმანიას, დავრწმუნდი, რომ ძალიან მომთმენი კაცია მერობის კანდიდატი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხალხებო, რას ფიქრობთ უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე?
აქვს თუ არა, თქვენი აზრითა და რწმენით, ჟურნალისტს უფლება, გამოაქვეყნოს ასეთი ჩანაწერები, რომელიც მას გადასცა ვიღაც მესამე პირმა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
პირადის არ აქვს, მაგრამ სადაც ასახულია მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაული და ამ მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს ხელისუფლება, მაშინ კი აქვს...
ამ შემთხვევაში უნდა გახდეს მართლა მეოთხე ხელისუფლება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რუსთავი2-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში სად იყო სკანდალი და დანაშაული (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფარულად, უკანონოდაა მოპოვებული ეს მასალები და გადაცემული ტელევიზიისთვის), მე იმას ვეძებ.

რამდენიმე დღის წინ სიჭინავას გადაცემის რაღაც მონაკვეთს ვუყურე, სადაც ნინო ზურიაშვილი, ეკა გიგაური და კიდევ ვიღაც ახალგაზრდა კაცი თავს დებდნენ, რომ ჟურნალისტი ხელშეუხებელია, მას აქვს ყველაფრის გამოქვეყნებისა და გავრცელების უფლება. ქვეყნის საიდუმლო მასალაც რომ ჩაუვარდეს ხელში, უნდა გამოაქვეყნოსო, ზურიაშვილი ამბობდა.

ერთია, როცა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ხარ ჩართული და თავად მოიპოვებ, ფარულად თუ ღიად გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მასალებს და ამას შემდეგ აქვეყნებ.
მაგრამ ერთი რაღაც ეშლებათ ამ "ჟურნალისტობის მეტრებს": რომ მესამე პირის მიერ ფარულად მოპოვებული მასალა უკვე უკანონოა და მისი შენახვა და გავრცელებაც უკანონოდ (შეიძლება) ჩაითვალოს. მით უმეტეს, რადიკალურ ფორმას რომ აწვება ჟურნალისტი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საიდუმლო მასალაც კი უნდა გამოქვეყნდეს, თუკი ის ხელში ჩაუვარდება ჟურნალისტსო, უკაცრავად მაგრამ ჟურნალისტიკასთან აღარ გვაქვს აქ საქმე. კრიმინალია ეს.

არსებობს პროკურატურა, არსებობს საგამოძიებო სტრუქტურები. მიიტანონ და გადასცენ მასალა მათ. მაგრამ ამ ქვეყანაში "ჟურნალისტიკის მეტრებიც" კი სკანდალზე არიან გადასული და რა უნდა მოსთხოვო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0