Sign in to follow this  
Followers 0

ჟურნალისტური ეთიკა

68 posts in this topic

მე მაინც მგონია რო კანონები არაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე მაინც მგონია რო კანონები არაა

ვერ გავიგე, კანონები არაა ანუ დაკანონებული არაა ეს ეთიკური ნორმები თუ რისი თქმა გინდოდა ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი იყო :) პრიჩომ ეთიკა და ესთეტიკა? თუ ესთეტიკა გვგონია ეთიკა და პირიქით?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჟურნალისტური ეთიკა არსებობს ისევე, როგორც არსებობს ბიზნესსა და მარკეტინგში სოციალური პასუხისმგებლობა - არ გაყიდო ისეთი რამ, რაც ზიანს მიაყენებს მომხმარებელს. ანალოგიური პრინციპით ხელმძღვანელობს (ან უნდა ხელმძღვანელობდეს) მკითხველთან მიმართებაში მედიაც. ასე რომ, არ გვინდა ეს ლირიკა, რომ ჟურნალისტიკური ეთიკა არ არსებობს და ა.შ. არსებობს და მრავალი ჟურნალისტი მას იცავს. ესეც რომ არა, არსებობს შინაგანი ცენზურა, რომელიც არ მოგცემს უფლებას საზოგადოებრივი ინტერესი შემოდო შენი მერკანტილური ამბიციის სამსხვერპლოზე :) ვოტ!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორც მე ვიცი არსებობს ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი ხო?რომელიც ჩარჩოებში აქცევს ჟურნალისტს

0

Share this post


Link to post
Share on other sites
როგორც მე ვიცი არსებობს ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი ხო?რომელიც ჩარჩოებში აქცევს ჟურნალისტს

კი, არსებობს. თუმცა კოდექსი მაინც კონკრეტული ჯგუფის "უსტავია". უნდა დაიცავს, უნდა არა:) ეთიკა თავისთავად არსებობს, მორალურ-ზნეობრივი იმპერატივების სახით და მის დაცვას კანონი / რელიგია არეგულირებს და უზრუნველყოფს (არ ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს ეთიკას იურიდიული ძალა არ გააჩნია).

ჟურნალისტთა კოდექსის ერთ-ერთი პარაგრაფი კი ცალსახად გულისხმობს, რომ - მოქალაქეების მიმართ ჟურნალისტის მოვალეობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე პროფესიული ეგოიზმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულდება ე.წ. სოციალური კონტრაქტი. შესაბამისად, დღეს რაც ხდება ეს მხოლოდ მოჩვენებითი ჟურნალისტიკაა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს ეთიკას იურიდიული ძალა არ გააჩნია).

აი ამას არც მე ვეთანხმები,რადგან მე როგორც იურისტს,როდესაც მედიასთან მაქვს კონტაქტი ვურთიერთობ ეთიკის კოდექსით.იგივე იურისტის არგუმენტი შეიძლება გახდეს ამ ეთიკის რომელიმე ნორმა,აქედან გამომდინარე ეთიკა,რა თქმა უნდა გარკვეულწილად სამართლის ნაწილია,როგროც ზნეობა,მორალი,ჩვეულება.თუმცა რაგათქმაუნდა არის განსხვავება მათ შორის

შესაბამისად, დღეს რაც ხდება ეს მხოლოდ მოჩვენებითი ჟურნალისტიკაა.

ამას შეიძლება ჟურნალისტიკის არარსებობა ვუწოდოთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აი ამას არც მე ვეთანხმები,რადგან მე როგორც იურისტს,როდესაც მედიასთან მაქვს კონტაქტი ვურთიერთობ ეთიკის კოდექსით.იგივე იურისტის არგუმენტი შეიძლება გახდეს ამ ეთიკის რომელიმე ნორმა,აქედან გამომდინარე ეთიკა,რა თქმა უნდა გარკვეულწილად სამართლის ნაწილია,როგროც ზნეობა,მორალი,ჩვეულება.თუმცა რაგათქმაუნდა არის განსხვავება მათ შორის

ამას შეიძლება ჟურნალისტიკის არარსებობა ვუწოდოთ

ასეთი კრიტიკულიც ვერ ვიქნები. სკეპსისი მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტიკა ნელ-ნელა ყალიბდება. სოციალიზმის დროს ჟურნალისტიკა პირობითი იყო. აღიქმებოდა მხოლოდ პროპაგანდა და ინფორმაციის გაცემა არ ითვალისწინებდა უკუკავშირს. მთავარი იყო ინფორმაციის გაცემა და მისი ცალსახა აღქმა. როგორც წესი, ტოტალიტარულ რეჟიმს კომუნიკაციის სწორედ ასეთი მოდელი ახასიათებს - ცალმხრივი კომუნიკაციის. დღეს, დემოკრატიისა და ლიბერალიზაციის ეპოქაში ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია ის ინფორმაცია ირწმუნოს, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, ჟურნალისტიკის როლიც ერთი-ორად გაიზარდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ასეთი კრიტიკულიც ვერ ვიქნები. სკეპსისი მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტიკა ნელ-ნელა ყალიბდება. სოციალიზმის დროს ჟურნალისტიკა პირობითი იყო. აღიქმებოდა მხოლოდ პროპაგანდა და ინფორმაციის გაცემა არ ითვალისწინებდა უკუკავშირს. მთავარი იყო ინფორმაციის გაცემა და მისი ცალსახა აღქმა. როგორც წესი, ტოტალიტარულ რეჟიმს კომუნიკაციის სწორედ ასეთი მოდელი ახასიათებს - ცალმხრივი კომუნიკაციის. დღეს, დემოკრატიისა და ლიბერალიზაციის ეპოქაში ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია ის ინფორმაცია ირწმუნოს, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, ჟურნალისტიკის როლიც ერთი-ორად გაიზარდა.

როგორ შეიძლება თავისუფალი ჟურნალისტიკა ყალიბდებოდეს როცა პროფესიონალი ჟურნალისტი არ არსებობს. წერა კითხვა და გამართული ქართულით ლაპარაკი არ შეუძლიათ . ყველაზე არ ვიძახი რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. თუ არ გჯერა ჩართე ტელევიზორიან გაზეთი აიღე და შეგიძლია დასტკბე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ჟურნალისტიკით.

რაც შეეხება ცალსახა აღქმას და ცალმხრივ კომუნიკაციას. ამის მაგალითია სწორედ სახელისუფლებო ტელეარხები. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა თუ საით მიდის საქართველო _ ტოტალიტარული რეჟიმისკენ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგარ შეცდომებს უშვებენ ჟურნალისტები ყველა არხზე უკვე.

გუშინ ნერვები მომეშალა მტელი დღე იმეორეს რომ არაგვისა და თბილისის ზღვის შესართავში 2 ადამიანი დაიხრჩოო სად არაგვი სად თბილისის ზღვა. არაგვი და იორი ერთი და იგივეა? :cha: :31: :64:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე იმაზე მეშლება ხოლმე ნერვები ადამიანი სიკვდილის პირას როა ხოლმე და დაადგებიან ეს ჟურნალისტები და უნამუსოდ უღებენ.ნუ რა არის რა წესია..აბა თვითონ იყვნენ ეგეთ დღეში.ჯერ ერთიც ვის აინტერესებს შენ ვიღაცა საწყალს ვინ რა გითხრა,ვინ საიდან დაგარტყა თუ ვინ შეგაგინა.ეს პატრულის გადაცემა ხო სრული სიდეგენერატეა რა,ოღონდ ხალხის ყურადღება მიიპყრონ და უაზრო და უსარგებლო კადრებით არის სავსე,არადა ვის რაში აინტერესებს შენ ცოლს სცემე თუ სიდედრს ჩაარტყი,სჯობს გააშუქონ უფრო სერიოზული პრობლემები და ესეთ წვრილმანებზე არ გადაგვატანინონ ყურადღება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არადა ვის რაში აინტერესებს

ეტყობა შენი დაინტერესება მოახდინეს :D

რაკი უყურებ :D :D

(ზემი სულს ამომხდის სიტყვათა ასეთი წყობისთვის) :D :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეტყობა შენი დაინტერესება მოახდინეს :D

რაკი უყურებ :D :D

(ზემი სულს ამომხდის სიტყვათა ასეთი წყობისთვის) :D :D

დაინტერესება მოახდიენს რა ქათულია მამფალ? :კალკლი: :huh: :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
როგორ შეიძლება თავისუფალი ჟურნალისტიკა ყალიბდებოდეს როცა პროფესიონალი ჟურნალისტი არ არსებობს. წერა კითხვა და გამართული ქართულით ლაპარაკი არ შეუძლიათ . ყველაზე არ ვიძახი რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. თუ არ გჯერა ჩართე ტელევიზორიან გაზეთი აიღე და შეგიძლია დასტკბე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ჟურნალისტიკით.

რაც შეეხება ცალსახა აღქმას და ცალმხრივ კომუნიკაციას. ამის მაგალითია სწორედ სახელისუფლებო ტელეარხები. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა თუ საით მიდის საქართველო _ ტოტალიტარული რეჟიმისკენ

ძედაა რა მიგვთათხეს :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეტყობა შენი დაინტერესება მოახდინეს :D

რაკი უყურებ :D :D

(ზემი სულს ამომხდის სიტყვათა ასეთი წყობისთვის) :D :D

არა კი არა დამაინტერესა,უბრალოდ ველოდები რამე სერიოზულ ინფორმაციას და მაგეებს უჩვენებენ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების შესახებ

მიღებულია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მეორე მსოფლიო კონგრესის მიერ

ქ. ბორდოში 1954 წლის 25-28 აპრილს და ცვლილებები შეტანილია

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მე-18 მსოფლიო კონგრესის მიერ 1986 წლის 2-6 ივნისს

ეს საერთაშორისო დეკლარაცია ცხადდება როგორც სტანდარტი იმ ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობისა, რომლებიც ჩართული არიან ახალი ამბებისა და ინფორმაციის შეგროვებაში, გადაცემაში, გავრცელებასა და ასევე მოვლენათა აღწერაში.

1. ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა სიმართლის, ისევე როგორც საზოგადოების მიერ სიმართლის მიღების უფლების პატივისცემა.

2. ამ მოვალეობის შესრულებისას, ჟურნალისტი ყოველთვის დაიცავს ახალი ამბების კეთილსინდისიერად შეგროვებისა და გამოქვეყნების თავისუფლების, ასევე ობიექტური კომენტირებისა და კრიტიკის უფლების პრინციპებს.

3. ჟურნალისტი გამოაქვეყნებს მასალას მხოლოდ იმ ფაქტების შესაბამისად, რომელთა წარმოშობის წყაროსაც იგი იცნობს. ჟურნალისტი არ ჩაახშობს არსებით ინფორმაციას და არ გააყალბებს დოკუმენტებს.

4. ჟურნალისტი ახალი ამბების, ფოტოებისა და დოკუმენტების მიღებისას მიმართავს მხოლოდ კეთილსინდისიერ მეთოდებს.

5. ჟურნალისტი გააკეთებს შესაძლებლის მაქსიმუმს იმ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესასწორებლად, რომელიც აღმოჩნდება არასწორი და ზიანის გამომწვევი.

6. ჟურნალისტი დაიცავს პროფესიულ საიდუმლოებას მიღებული ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის მეშვეობით.

7. ჟურნალისტი მხედველობაში მიიღებს მედიის მეშვეობით დისკრიმინაციის პროპაგანდის საფრთხეს და გააკეთებს მაქსიმუმს, რათა თავიდან იქნას აცილებული დისკრიმინაცია წარმოქმნილი, სხვა მოტივთა შორის, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, და ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის ნიადაგზე.

8. ჟურნალისტის მიერ სერიოზულ პროფესიულ დარღვევად მიიჩნევა შემდეგი:

- პლაგიატი;

- განზრახ შეცდომაში შეყვანა;

- ცილისწამება და დაუსაბუთებელი ბრალდებები;

- ინფორმაციის გამოქვეყნების ან ჩახშობის სანაცვლოდ ნებისმიერი ფორმით ქრთამის აღება.

9. ყველა, ვინც ღირსია, ატაროს ჟურნალისტის სახელი, თავის ვალდებულებად ჩათვლის, პატიოსნად შეასრულოს ზემოაღნიშნული პრინციპები. თითოეულ ქვეყანაში მოქმედი საერთო კანონის ფარგლებში ჟურნალისტი აღიარებს თავისი კოლეგების იურისდიქციას პროფესიულ საკითხებზე, მხოლოდ ხელისუფლების და სხვათა ნებისმიერი ჩარევის გამორიცხვით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ევროპის ქვეყნებში მოქმედი ეთიკის კოდექსების ანოტაცია

__________________________

ინფორმაციის და კომენტარის გამიჯვნა

● ფაქტები და კომენტარი მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ამ პრინციპმა ხელი არ უნდა შეუშალოს გაზეთს/ჟურნალს, გამოხატოს როგორც საკუთარი, ასევე სხვათა აზრები (ბელგია).

● ფაქტის და კომენტარის გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მკითხველმა შეძლოს ფაქტების შეხედულებებისა და მოსაზრებებისგან განსხვავება (პოლონეთი).

● კომენტარის გაკეთების დროს, ჟურნალისტი ტენდენციურობის გამო არ უნდა დაცილდეს სიმართლეს (ჩეხეთის რესპუბლიკა).

● ფაქტებით მანიპულირება არაკანონიერია. ავტორის კომენტარი ან ვარაუდიმკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ინფორმაციისგან (პოლონეთი).

● საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, გაარჩიოს ფაქტები თვალსაზრისისა და ინტერპრეტაციისაგან, რაც ამბისათვის ფონის შესაქმნელად გამოიყენება. ეს პრინციპი არ ზღუდავს ჟურნალისტს, თავად აირჩიოს წერის სტილი და ფორმა (ფინეთი).

● პუბლიკაციაში ფაქტობრივი მასალა მკაფიოდ და შეუცდომლად უნდა გაიმიჯნოს კომენტარისგან (ლატვია).

● თვალსაზრისი უნდა გამოხატოს იმ ჟურნალისტმა, რომელიც უფლებამოსილია რედაქციის მიერ ან ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელიც გამოხატავს შეხედულებებს ზოგად მოვლენებსა და ამბებზე. მიუხედავად ამისა, მოსაზრების სუბიექტურობა გარდაუვალია, ამიტომ ავტორმა უნდა უზრუნველყოს მოსაზრების კეთილსინდისიერად და სამართლიანად, ფაქტებისა და მონაცემების დამახინჯების გარეშე გადმოცემა (ლიტვა).

სამართლიანობა და მიუკერძოებლობა

● ჟურნალისტი არღვევს ქცევის წესებს თუ:

1. ოპონენტთან კამათისას ლახავს მის პიროვნულ უფლებებს.

2. გამოხატავს თავის აზრს ისე, რომ ზუსტად არ გადმოსცემს თავისი ოპონენტის მოსაზრებას.

3. კრიტიკის გამო შურისძიებისას, ზიანს აყენებს სხვა ჟურნალისტის რეპუტაციას (უნგრეთი).

● ფაქტები აღწერილი უნდა იყოს ობიექტურად, გასაგებად, თანმიმდევრულად და არ უნდა შეიცავდეს არასწორ ინტერპრეტაციას (ლატვია).

● მძიმე კრიტიკის ობიექტს უნდა მიეცეს პასუხის უფლება, თუ მას საამისო საფუძველი აქვს. მხოლოდ განსხვავებული თვალსაზრისი არ ქმნის პასუხის აუცილებლობას.

თუ პიროვნება კრიტიკის ობიექტია, კარგი ჟურნალისტური პრაქტიკა გულისხმობს, ცნობილი გახდეს მისი მოსაზრებაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით (ფინეთი).

● ჟურნალისტს, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, უფლება აქვს, ჰქონდეს საკუთარი აზრი პოლიტიკური ან სხვა მოვლენების შესახებ. მუშაობის პროცესში ჟურნალისტი ინარჩუნებს პროფესიულ დისტანციას მოვლენების მიმართ, რაც ობიექტური და პროფესიონალური გაშუქების ერთ-ერთი წინაპირობაა (ხორვატია).

ფაქტების სიზუსტე

● ჟურნალისტი ყველაფერს მოიმოქმედებს იმისათვის, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყოს სამართლიანი და ზუსტი. ის არ გაავრცელებს კომენტარსა და ვარაუდს, როგორც დადასტურებულ ფაქტს და ინფორმაციის დამახინჯებით, შერჩევით ან ინტერპრეტაციით არ გააყალბებს ფაქტებს (ირლანდია).

● ინფორმაციის წყარო კრიტიკულად უნდა შემოწმდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე სადავო საკითხს ეხება: ინფორმაციის წყაროს შესაძლოა, პირადი ინტერესი ან ზიანის მიყენების განზრახვა ამოძრავებდეს.

● ფაქტობრივი ინფორმაცია რაც შეიძლება საფუძვლიანად უნდა გადამოწმდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხება (ფინეთი).

● თუ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებელ ჭორს ან ვარაუდს წარმოადგენს, საზოგადოებას უნდა ეცნობოს ამის შესახებ...

რედაქცია ვალდებულია, უზრუნველყოს ანონსების და სტატიიდან ამონარიდების დაბეჭდვა ისე, რომ შემოკლებულმა ვერსიამ არ შეცვალოს ტექსტის ძირითადი შინაარსი და არ შექმნას მცდარი დასკვნების გაკეთების საფუძველი (სლოვენია).

● ჟურნალისტი ვალდებულია: გამოაქვეყნოს მხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომლის წყაროც ცნობილია; თუ წყაროს გადამოწმება შეუძლებელია, გამოაქვეყნოს აღნიშნული მასალა შესაბამისი დათქმით... არ წარმოაჩინოს ვარაუდები, როგორც დადასტურებული ფაქტი, და არ დაამახინჯოს ინფორმაცია მნიშვნელოვანი ფაქტების გამოტოვებით (ჩეხეთის რესპუბლიკა).

● ჟურნალისტმა კრიტიკულად უნდა შეაფასოს ინფორმაციის წყარო, გულმოდგინედ შეამოწმოს ფაქტები, სულ მცირე, რამდენიმე წყაროს საფუძველზე (ლიტვა).

● კრიტიკულად მიუდექით ინფორმაციის წყაროს შერჩევას და დარწმუნდით ფაქტების უტყუარობაში. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობა ამ ინფორმაციის განსაკუთრებით კრიტიკულად შეფასების აუცილებლობას გულისხმობს (ნორვეგია).

● ახალი ამბები და ინფორმაცია, ტექსტობრივი თუ ფოტოპუბლიკაციის ფორმით, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა დაზუსტდეს. რედაქტირების ან დასათაურების შედეგად, ინფორმაციის მნიშვნელობა არ უნდა დამახინჯდეს ან გაყალბდეს. კეთილსინდისიერად უნდა მოხდეს დოკუმენტის შინაარსის გადმოცემა. თუკი ინფორმაცია არ დასტურდება, ეყრდნობა ჭორს ან ვარაუდს, ასეთი ინფორმაცია სპეციალური დათქმით უნდა გამოქვეყნდეს (გერმანია).

● ინფორმაცია, რომელიც ზიანს ან შეურაცხყოფას აყენებს პიროვნებას, ან გამომდინარეობს ვინმეს პირადი აზრიდან, დეტალურად უნდა გადამოწმდეს (ჩეხეთის რესპუბლიკა).

● პრესის მოვალეობაა, არ შეცვალოს ინტერვიუში მოყვანილი ციტატის მნიშვნელობა. პირდაპირი ციტირება სიზუსტის დაცვას მოითხოვს (ნორვეგია).

● ჟურნალისტი ვალდებულია, გაავრცელოს ზუსტი, ბალანსირებული და გადამოწმებული ინფორმაცია (ხორვატია).

● წყაროს დასახელება დამაჯერებლობას მატებს პრესას და აძლიერებს მის მიმართ ნდობას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის წყაროს დაცვის აუცილებლობას (ნორვეგია).

ინფორმაციის წყარო

● დაიცავით ინფორმაციის წყაროები. ინფორმაციის წყაროს დაცვა თავისუფალი საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი და პრესის მიერ საზოგადოების მიმართ ნაკისრი ვალდებულებაა. სწორედ მას ემყარება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (ნორვეგია).

● ჟურნალისტს უფლება აქვს, არ გაამჟღავნოს თავისი ინფორმაციის წყარო. თუმცა, ის იღებს მორალურ, მატერიალურ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოქვეყნებული ფაქტის გამო (ხორვატია).

● დაიცავით ინფორმაციის წყაროს მოთხოვნა - არ გამჟღავნდეს მისი ვინაობა - როდესაც ინფორმაციის მოწოდებაზე ის მხოლოდ ამ პირობით თანხმდება. კონფიდენციალურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაირღვეს, როდესაც ინფორმაცია დანაშაულებრივი ქმედების დაგეგმვას ეხება. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებულია, აცნობოს ხელისუფლებას ამის შესახებ (გერმანია).

● თუ ინფორმაციის წყაროს არ სურს ვინაობის გამხელა, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება მაშინაც კი, თუ ასეთი პოზიცია პრობლემას შეუქმნის მას (ჩეხეთის რესპუბლიკა).

● ინფორმაციის წყარო დაცული უნდა იყოს. ნებართვის გარეშე კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს ვინაობა არ უნდა გამჟღავნდეს. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც ჟურნალისტურ წრეში ფსევდონიმით არიან ცნობილი (ფინეთი).

● ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაცია დანაშაულებრივი ჩანაფიქრის ნაწილია. ასეთ დროს ჟურნალისტს კანონი ავალდებულებს, გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია (სლოვენია).

შესწორება

● ფაქტები და ინფორმაცია, რომელიც არასწორი აღმოჩნდება, უნდა შესწორდეს შეუზღუდავად და პასუხის გაცემის იურიდიული უფლების დაცვით (ბელგია).

● ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდება, დაუყოვნებლივ უნდა შესწორდეს (ჩეხეთის რესპუბლიკა).

● არასწორი ინფორმაცია უნდა გასწორდეს რედაქტორის პირადი ინიციატივით, როგორც კი ცნობილი გახდება გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არსებული შეცდომის შესახებ. შესწორება ისეთი ფორმით უნდა მოხდეს, რომ მკითხველმა იოლად შეამჩნიოს ის (დანია).

● თუ ჟურნალისტი აქვეყნებს არაზუსტ, ნახევრადზუსტ, ჰიპოთეტურ თუ არასრულ ინფორმაციას, მან უნდა გამოაქვეყნოს შესწორება ან პირვანდელ პუბლიკაციაზე გამოხმაურება. შესწორება უნდა გამოქვეყნდეს იმავე ფორმით და საუკეთესო შემთხვევაში, იმავე ადგილზე, სადაც არასწორი ინფორმაცია იყო განთავსებული (სლოვაკეთი).

განსხვავებული შეხედულებების პატივისცემა

● პრესა აღიარებს და პატივს სცემს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, იცავს განსხვავებული თვალსაზრისის გამოქვეყნების თავისუფლებას. პრესა წინააღმდეგია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის, რომელიც სქესს, რასას, ეროვნებას, ენას, რელიგიას, იდეოლოგიას, კულტურას, სოციალურ სტატუსსა თუ რწმენას ემყარება, იმის გათვალისწინებით, რომ ესა თუ ის შეხედულება თავად არ ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს (ბელგია).

● ჟურნალისტმა თავისი საქმიანობით ხელი არ უნდა შეუწყოს კონფლიქტების გაღვივებას რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ კლასობრივი განსხვავებების საფუძველზე (ბულგარეთი).

● თითოეული ადამიანის ღირსება და რეპუტაცია დაცული უნდა იყოს. კანის ფერი, ეროვნება, წარმომავლობა, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი, სქესი თუ სხვა პიროვნული მახასიათებლები არ უნდა გამოქვეყნდეს, თუ ისინი არ უკავშირდება მოცემულ საკითხს ან დამამცირებელი ფორმითაა მოყვანილი (ფინეთი).

● მკაცრად იკრძალება ნებისმიერი პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს მოწოდებებს ომისაკენ, ძალადობისაკენ; შეურაცხყოფს მორწმუნეთა ან ათეისტთა, ასევე ნაციონალურ გრძნობებს; ლახავს ადამიანის უფლებებს, კულტურულ თვითმყოფადობას ან ხელს უწყობს პორნოგრაფიის გავრცელებას (პოლონეთი).

● ისეთი ტექსტისა და ფოტოს გამოქვეყნება, რომლის ფორმა ან შინაარსი ღრმად შეურაცხყოფს ამა თუ იმ ჯგუფის ზნეობრივ და რელიგიურ გრძნობებს, შეუთავსებელია პრესის პასუხისმგებლობასთან (გერმანია).

● რელიგიური შეხედულებები, ინსტიტუტები, ერთა წეს-ჩვეულებები, ხალხები და რასები, ისევე როგორც მოქალაქეთა პირადი და ოჯახური ცხოვრება დაცული და ხელშეუხებელია (საბერძნეთი).

● ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს პირის რასობრივ კუთვნილებას, კანის ფერს, სარწმუნოებას, ოჯახურ მდგომარეობას, სქესსა თუ სექსუალურ ორიენტაციას, თუ ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჟურნალისტი არ მოახდენს ისეთი თემის პროვოცირებას, რომელიც წაახალისებს დისკრიმინაციას ზემოხსენებული მახასიათებლების საფუძველზე (ირლანდია).

● შეხედულებათა მრავალფეროვნების პატივისცემა გულისხმობს, ჟურნალისტის მიერ, რაც შეიძლება მეტი მიუკერძოებელი პირის თვალსაზრისის წარმოდგენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საინფორმაციო საშუალებით ოპერატიული, ბუნდოვანი ან წინააღმდეგობრივი საკითხი შუქდება (ლიტვა).

● ჟურნალისტური ეთიკის კოდექსთან შეუთავსებელია დისკრიმინაცია სქესის, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური თუ ეროვნული კუთვნილების მიხედვით, რელიგიური გრძნობებისა და ტრადიციების შეურაცხყოფა, ერებს შორის ომის ან კონფლიქტების გამომწვევი ნებისმიერი ქმედება (სლოვენია).

● ჟურნალისტი გაითვალისწინებს იმ საფრთხეს, რომელიც მედიის მხრიდან დისკრიმინაციის წახალისებამ შეიძლება გამოიწვიოს და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს რასობრივ კუთვნილებაზე, სქესზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, ენაზე, რელიგიაზე, პოლიტიკურ და სხვა მრწამსზე, ეროვნულ თუ სოციალურ კუთვნილებაზე დამყარებული დისკრიმინაცია (ნიდერლანდები).

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

● როდესაც საქმე პირად ცხოვრებას ეხება, ინფორმაციისადმი სახალხო ინტერესი და პიროვნებისა თუ მისი ახლობლების ინტერესი უნდა დაბალანსდეს (ავსტრია).

● პატივი ეცით ადამიანთა პირად ცხოვრებას, განსაკუთრებით ბავშვების და იმ პიროვნებების, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თავიანთი განცხადებებით გამოწვეულ შედეგებს (ჩეხეთის რესპუბლიკა).

● მოიქეცით ფრთხილად იმ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გამოქვეყნებამ შესაძლოა, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაარღვიოს. თუ ასეთი ინფორმაცია არ წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, თავი შეიკავეთ მისი გამოქვეყნებისგან.

გამოიჩინეთ დიდი სიფრთხილე, როდესაც აქვეყნებთ ცნობებს თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ... განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დანაშაულისა და უბედური შემთხვევების მსხვერპლთა მიმართ. პატივი ეცით დაზარალებულების და მათი ახლობლების ინტერესებს და ყურადღებით გადაამოწმეთ დანაშაულისა და უბედური შემთხვევების მსხვერპლთა ვინაობა და ფოტოსურათები (შვედეთი).

● პრესამ პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, თუ ადამიანის პირადი ცხოვრება საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, შესაძლებელია მისი პრესის საშუალებით განხილვა. ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტს მართებს სიფრთხილე, რათა არ შეილახოს იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც ინტერესის საგანს არ წარმოადგენენ.

ფიზიკური და გონებრივი დაავადებები და მოშლილობები პიროვნების ცხოვრების კონფიდენციალური მხარეა. პირადი ცხოვრებისა და ოჯახის ხელშეუხებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში პრესამ თავი უნდა შეიკავოს პიროვნების ვინაობის დასახელებისა და ფოტოს გამოქვეყნებისგან; ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერისა თუ სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებაში არ უნდა გამოიყენოს დამამცირებელი სახელები, იმის და მიუხედავად, რომ ასეთ სახელებს ყოველდღიურ მეტყველებაში ვხვდებით. ადამიანები, მათ შორის ცნობილი პიროვნებები, სარგებლობენ უფლებით, სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც დაცული იყვნენ ისეთი ფაქტების გახმაურებისგან, რომლებიც მათ დისკრიმინაციას ახდენს (გერმანია).

ფარული ჩანაწერები

● ფარული კამერებით/მიკროფონებით ან ცრუ ვინაობით სარგებლობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები: როდესაც ეს ერთადერთი შესაძლებლობაა საზოგადოებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოსაპოვებლად (ნორვეგია).

არასრულწლოვანები

● ინფორმაციამ არასრულწლოვანის ,,მცდარი ნაბიჯის'' შესახებ არ უნდა შეაფერხოს და გაართულოს მისი საზოგადოებრივი რეაბილიტაცია. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შემოკლებული ინიციალების გამოყენება (ავსტრია).

● ჟურნალისტი არ გაამჟღავნებს არასრულწლოვანი დამნაშავისა და დაზარალებულის ვინაობას (ბულგარეთი).

სასამართლო პროცესები, კრიმინალური ამბები

● მკაცრად დაიცავით უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და თანხმობის გარეშე, თავი შეიკავეთ მსხვერპლის ან დამნაშავის ნათესავების ვინაობის დასახელებისგან (ჩეხეთის რესპუბლიკა).

● ჟურნალისტმა არ უნდა დაასახელოს, პირდაპირ თუ ირიბად, სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთა ან არასრულწლოვან დამნაშავეთა ვინაობა. აგრეთვე, არ უნდა ჩაერიოს ადამიანთა მწუხარებაში (პორტუგალია).

● სასამართლო რეპორტაჟი უნდა იყოს ობიექტური. სასამართლო პროცესის მზადებისა და თავად პროცესის ყოველ ეტაპზე ჟურნალისტის მიზანია მხარეთა - სისხლის სამართლის საქმეების დროს, ბრალდების (პროკურატურა) და დაცვის (ადვოკატი) - პოზიციების ხარისხობრივად თანაბრად წარმოდგენა...

რეპორტაჟში არ უნდა იყოს ინფორმაცია პიროვნების ოჯახური ისტორიის, საქმიანობის, რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, მრწამსის ან ამა თუ იმ ორგანიზაციის წევრობის შესახებ, თუ ეს პირდაპირ კავშირში არ არის საქმესთან.

სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე ან ბრალდების მოხსნამდე, არ უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, ან ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია ეჭვმიტანილის ბრალეულობის შესახებ. სისხლის სამართლის საქმის გაშუქებისას, რეპორტაჟში გარკვევით უნდა აღინიშნოს, აღიარებს თუ არა ეჭვმიტანილი/ბრალდებული თავს დამნაშავედ.

შეძლებისდაგვარად ობიექტურად უნდა განისაზღვროს, თუ რომელი სასამართლო საქმე შეირჩეს გასაშუქებლად და რა შემთხვევაში აღინიშნოს რეპორტაჟში პიროვნების სახელი. არ უნდა გამოქვეყნდეს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი ან სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებელი, თუ ეს საზოგადოებრივ ინტერესს არ უკავშირდება.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ისეთ შემთხვევებში, როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის გამოქვეყნებით პოლიცია შეიტყობს ინფორმაციას ჩადენილი დანაშაულის შესახებ. როგორც წესი, ასეთი ინფორმაცია პოლიციის ან პროკურატურის ჩარევამდე არ უნდა გამოქვეყნდეს. თუმცა, ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა აღნიშნული ქმედების შესახებ ინფორმირებულია ფართო წრე, ან როცა ასეთი ქმედება საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება.

თუ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან გასამართლებული პირის ადრინდელ ბრალდებას კავშირი არა აქვს მის ამჟამინდელ ქმედებასთან, ამის შესახებ არ უნდა აღინიშნოს გავრცელებულ ინფორმაციაში (დანია).

● როგორც წესი, გაუმართლებელია დამნაშავეთა ან მსხვერპლთა ვინაობისა და ფოტოების გამოქვეყნება უბედური შემთხვევების, სისხლის სამართლის დანაშაულის, ძიების ან სასამართლო პროცესის ამსახველ მასალაში. თითოეულ ასეთ შემთხვევაში ყურადღებით უნდა აიწონ-დაიწონოს საზოგადოების უფლება -ფლობდეს ინფორმაციას და ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. უბედური შემთხვევებისა და დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს უფლება აქვთ, არ გამჟღავნდეს მათი სახელები. უბედური შემთხვევის ან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გადმოცემისას, დაზარალებულის ვინაობის იდენტიფიცირება არაარსებითია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ცნობილ პიროვნებას ან საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება. რაც შეეხება ნათესავებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მომხდართან, მათი ლეგიტიმური პირადი ხელშეუხებლობის უფლება პრიორიტეტულია საზოგადოების უფლებასთან შედარებით - ფლობდეს ინფორმაციას. გაუმართლებელია დამნაშავე პირისა და მისი ოჯახის წევრების ვინაობის გამჟღავნება, როცა სასხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია ამ პირის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნდება. ასეთ დროს უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის შემთხვევა კრიმინალური ამბის ნაწილს და არის თუ არა დამნაშავე პირი ცნობილი პიროვნება (გერმანია).

● დანაშაულის შესახებ რეპორტაჟებში ეჭვმიტანილის ან დამნაშავის რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობისადმი კუთვნილება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, თუ ეს მნიშვნელოვანია გადმოცემული ამბის გასაგებად (გერმანია).

● დანაშაულის შემთხვევაში პიროვნების გვარის ან სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლის გამოქვეყნება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა ეს საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება. პიროვნების ვინაობა არ უნდა გამჟღავნდეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე, თუ დანაშაულის ხასიათი ან დაინტერესებული მხარე მყარ საფუძველს არ იძლევა (ფინეთი).

● განსაკუთრებით ერიდეთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას კრიმინალური და სასამართლო საქმეების გაშუქების დროს. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ეჭვმიტანილი ბრალდებულად არ უნდა გამოცხადდეს მანამ, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შევა. კარგი ჟურნალისტური პრაქტიკა გულისხმობს იმ სასამართლო პროცესის შედეგის გამოქვეყნებას, რომლის მიმდინარეობის შესახებ მანამდე იუწყებოდა პრესა.

საგზაო შემთხვევებისა და დანაშაულების გაშუქებისას ჟურნალისტმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულთა და მათი ახლობლების ინტერესი. ნუ დაასახელებთ დაზარალებული ან დაკარგული პირის ვინაობას, ვიდრე მომხდარის შესახებ არ იქნებიან ინფორმირებული მათი ახლობლები. განსაკუთრებული წინდახედულობა გამოიჩინეთ მწუხარებაში და გაუწონასწორებელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ.

სასამართლო და კრიმინალური რეპორტაჟის მომზადებისას, გამოიჩინეთ სიფრთხილე, როცა საქმე სახელებისა და ფოტოსურათების და სხვა აშკარა საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოყენებას ეხება. განსაკუთრებული წინდახედულობაა საჭირო ძიებაში მყოფი და არასრულწლოვან დამნაშავეებთან დაკავშირებული საქმეების გაშუქების დროს. თავი აარიდეთ ვინაობის გამჟღავნებას, თუ ეს სამართლიანი ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობას არ უკავშირდება (ნორვეგია).

● ეჭვმიტანილი პირი არ უნდა გამოცხადდეს ბრალეულად მანამ, ვიდრე არ გამოცხადდება სასამართლოს გადაწყვეტილება. არასრულწლოვანთა მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად არ უნდა გამოქვეყნდეს მათი ვინაობა და ფოტოსურათები, როცა საქმე მცირე დანაშაულის შემთხვევებს ეხება. ოფიციალური გამოცხადებისა და იურიდიული არგუმენტაციის გარეშე, ჟურნალისტმა წინასწარ არ უნდა გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოფიციალური გამოძიებისა და სასამართლო პროცესის შესახებ რეპორტაჟის მიზანია, დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისა და სასამართლოს განაჩენის შესახებ საზოგადობისათვის ამომწურავი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პირი უდანაშაულოდ ითვლება.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რომელიმე მხარის დამნაშავედ წარმოჩენა ან გამოცხადება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესებს, რომელიც პიროვნების ღირსების დაცვისკენ არის მიმართული და დამნაშავე პირებზეც ვრცელდება.

რეპორტაჟის ტექსტში მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ეჭვი და დამტკიცებული ბრალეულობა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლო განაჩენის გამოცხადებამდე ის არ უნდა გამოცხადდეს ბრალდებულად. თუ აპელაციის გაშუქებისას სახელდება პირთა ვინაობა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები, უნდა გამოქვეყნდეს აპელაციის გადაწყვეტილებაც, თუ ეს არ ეწინააღმდეგება შესაბამისი პირის კანონიერ ინტერესებს. ეს რეკომენდაცია შეწყვეტილ სისხლის სამართლის გამოძიებებზეც ვრცელდება.

სამართლებრივი პროცესის შესახებ კრიტიკული კომენტარები უნდა გაიმიჯნოს სასამართლო პროცესის შესახებ რეპორტაჟისგან (გერმანია).

● გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჟურნალისტს უნდა ახსოვდეს, რომ ეჭვმიტანილი პირი უდანაშაულოდ ითვლება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მან არ უნდა გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეჭვმიტანილ პიროვნებას დამნაშავედ წარმოაჩენს მანამ, სანამ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულობის შესახებ.

განზრახ თუ უნებლიეთ, ჟურნალისტმა არ უნდა შექმნას ეჭვმიტანილის ისეთი იმიჯი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მას დამნაშავედ წარმოაჩენს.

ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში ჟურნალისტმა ხაზგასმით უნდა აღნიშნოს ეს ფაქტი და მიუთითოს ადრე გამოქვეყნებული ყველა სტატია (იტალია).

● როდესაც არსებობს იმის ნიშნები, რომ ეჭვმიტანილი არ არის დამნაშავე, მისი გვარი და ფოტოსურათი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოქვეყნდეს.

როგორც წესი, დაუშვებელია ნათესავებისა და იმ პირების ვინაობისა და ფოტოსურათების გამოქვეყნება, რომელთაც არაფერი აკავშირებთ დანაშაულთან.

სოციალური რეაბილიტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, პირთა ვინაობა და ფოტოსურათები არ უნდა გამოქვეყნდეს სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ (გერმანია).

პირადი გამორჩენა

● ჟურნალისტი ბოროტად არ იყენებს სიტყვის თავისუფლებას და არ სარგებლობს თავისი პროფესიით მინიჭებული შესაძლებლობებით საკუთარი გამორჩენის, პირადი ურთიერთობების დამყარებისა და ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით... არ იყენებს თავის სახელსა და პროფესიას სარეკლამო ან კომერციული მიზნებისთვის (ბულგარეთი).

● ჟურნალისტმა უარი უნდა თქვას ნებისმიერ თხოვნაზე, ფუნქციასა თუ შემოსავალზე, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მის დამოუკიდებლობას და პროფესიულ ხელშეუხებლობას. მან არ უნდა გამოიყენოს თავისი პროფესიული სტატუსი პირადი სარგებლის მისაღებად (პორტუგალია).

● ჟურნალისტმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი პროფესია სარეკლამო მიზნით, არ მიიღოს ფინანსური სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი საჩუქარი პიროვნებისგან, რომელიც დაინტერესებულია რეკლამით და უარი თქვას ისეთი მასალის გამოქვეყნებაზე, რომელიც შეიცავს ფარულ რეკლამას...

ჟურნალისტმა არ უნდა გამოიყენოს თავისი ჟურნალისტური პრივილეგიები პირადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (ჩეხეთის რესპუბლიკა).

● პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით, ინფორმაციის გამოქვეყნების ან გამოუქვეყნებლობის გამო, აკრძალულია, ჟურნალისტმა ან მისი ოჯახის წევრმა მიიღოს ესა თუ ის სარგებელი. დაუშვებელია ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც ფარულ რეკლამას შეიცავს (პოლონეთი).

● ჟურნალისტი, პირველ რიგში, პასუხისმგებელია მკითხველის, მსმენელისა და მაყურებლის წინაშე. ის არ უნდა მონაწილეობდეს ისეთ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია პირად გამორჩენასთან...

ჟურნალისტმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მდგომარეობა და არ მიიღოს შემოსავალი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს მის დამოუკიდებლობას ან შეუძლებელს გახდის მის მოღვაწეობას, პროფესიული ეთიკის პრინციპების შესაბამისად (ფინეთი).

● საგამომცემლო და ჟურნალისტური მოქმედების თავისუფლება შესაძლოა, შეიზღუდოს, თუ რედაქტორი ან მთლიანად რედაქცია იღებს შეთავაზებებს ან საჩუქრებს, რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოებაში მიღებული პროფესიული ეტიკეტის ფარგლებს (გერმანია).

● რედაქციის თანამშრომლებმა არ უნდა გამოიყენონ თავიანთი თანამდებობა პირადი სარგებლის მოსაპოვებლად (ნორვეგია).

● ოფიციალური დაკვეთის შესრულება შეურაცხმყოფელია ჟურნალისტური ეთიკისთვის (პოლონეთი).

ინტერესთა კონფლიქტი

● ჟურნალისტი არ იღებს შემოსავალს საჯარო სამსახურში ან კერძო საწარმოში, სადაც შესაძლოა, ისარგებლონ ჟურნალისტის სტატუსით, გავლენით ან კავშირებით (საფრანგეთი).

● რედაქციის თანამშრომელი არ უნდა ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. მან თავი უნდა აარიდოს ორმაგ ფუნქციებს, რაც შეამცირებს მისდამი ნდობას (ნორვეგია).

● ეთიკურად შეუთავსებელია, პირი ერთდროულად მუშაობდეს ჟურნალისტიკასა და სარეკლამო ბიზნესში (ესპანეთი).

● ჟურნალისტმა არ უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია ისეთ ობლიგაციებსა თუ წილზე, რომლის მიმართაც მას ან მისი ოჯახის წევრებს აქვთ მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესი (ესპანეთი).

● ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, ერთდროულად ეწეოდე ჟურნალისტურ და სხვა სახის საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია ინფორმაციის დეონტოლოგიასთან, როგორიცაა სარეკლამო სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობების სააგენტო, საჯარო თუ კერძო დაწესებულება (კატალონია).

● ჟურნალისტის პროფესიულ სტატუსთან შეუთავსებელია ნებისმიერი თანამდებობის დაკავება სამთავრობო, საკანონმდებლო ან სასამართლო ორგანოებში, ისევე როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციებში. ჟურნალისტი აღიარებს, რომ მისი ჟურნალისტური საქმიანობა მას შემდეგ მთავრდება, რაც იგი იარაღს აიღებს ხელში (რუსეთი).

საავტორო უფლებების დაცვა

● ჟურნალისტი არ მიმართავს პლაგიატს და ყოველთვის მიუთითებს, ვინ არის გამოყენებული მასალის ავტორი (ბულგარეთი).

● ეთიკური ჟურნალისტური პრაქტიკა დაცული უნდა იყოს სხვათა ნაშრომის გამოყენებისას. იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე საავტორო უფლებების დაცვას არ ეხება და ჟურნალისტი სარგებლობს უკვე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეთიკურია ავტორის ვინაობის მითითება (ფინეთი).

● საავტორო უფლების დაცვა ერთ-ერთი ძირითადი ეთიკური ნორმაა. ფარული თუ ღია პლაგიატი ამ ნორმის დაუშვებელი დარღვევაა. აღნიშნული ნორმა ვრცელდება როგორც ჟურნალისტის, ასევე სხვა პროფესიის პირთა ნაშრომებზეც. ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია როგორც ტექსტის გადაკეთება ან მასალის გამოყენება, ასევე სხვა ჟურნალისტის საავტორო იდეების მითვისება (პოლონეთი).

● პლაგიატი დაუშვებელია. კოლეგის ნაშრომის ნებისმიერი სახით გამოყენებისას, ჟურნალისტი მიუთითებს ავტორის გვარს (რუსეთი).

რეკლამა

● რეკლამა ისე უნდა იყოს მოწოდებული, რომ არ მოხდეს მისი ფაქტობრივ ინფორმაციასთან გაიგივება (ბელგია).

● სარეკლამო განცხადებები, ფოტოები და ნახატები უნდა აღიქმებოდეს, როგორც რეკლამა.

რეკლამა, რომელიც სარედაქციო სტატიას წააგავს, ისეთი შრიფტით და ფორმით უნდა დაიბეჭდოს, რომ მისი განსხვავება არასარეკლამო საგაზეთო ან საჟურნალე მასალისგან არარეგულარულმა მკითხველმაც კი შეძლოს. ასეთი მასალა გარკვევით უნდა აღინიშნოს, სიტყვით ,,რეკლამა''.

თუ რეკლამის ტექსტში გარკვევით არ ჩანს, თუ ვინ არის რეკლამის შემკვეთი, მისი ვინაობა თვალსაჩინო ადგილას უნდა დაიბეჭდოს. ანალოგიური წესი ვრცელდება სარეკლამო ჩანართებსა და ნებისმიერ სხვა პუბლიკაციაზე, რომელიც დაფინანსებულია კერძო ფიზიკური და იურიდიული პირების ან დაწესებულებების მიერ და პირად, კომერციულ ან პოლიტიკურ ინტერესს გამოხატავს. სათანადოდ უნდა აღინიშნოს ავტორის ვინაობა, როდესაც ჩანართი ან სპეციალური პუბლიკაცია მოიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებით თავად ავტორია დაინტერესებული. საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სამსახურების ტექსტები, რომლებიც არსებითად რეკლამას უკავშირდება, შესაბამისად უნდა დასათაურდეს ან გამოქვეყნდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი ძირითადი არასარეკლამო ტექსტისგან განსხვავება, რათა არ მოხდეს მკითხველის შეცდომაში შეყვანა (გერმანია).

● ყველას აქვს უფლება, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რომელიც მკაფიოდაა გამიჯნული სარეკლამო განცხადებისგან და არავის ინტერესს აყენებს ზიანს. სარეკლამო განცხადება შესაბამისი აღნიშვნის საშუალებით იოლად საცნობი უნდა იყოს... ჟურნალისტმა საშუალება უნდა მისცეს ხალხს, საგაზეთო მასალა სარეკლამო განცხადებისგან გაარჩიოს (იტალია).

● რედაქციამ უნდა უარყოს რეკლამისა და სარედაქციო მასალის გამიჯვნის საწინააღმდეგო ნებისმიერი მცდელობა; უარი თქვას ისეთ რეკლამაზე, რომელიც წააგავს ან იყენებს სარედაქციო მასალას, აგრეთვე, ისეთ რეკლამაზე, რომელიც ზიანს აყენებს რედაქციის ხელშეუხებლობასა და პრესის დამოუკიდებლობას (ნორვეგია).

სათაური, ფოტო

● სათაური, ლიდი, გარეკანი, ილუსტრაციების ტიტრები, გამოცემის უკეთ გაყიდვის მიზნით დართული პოსტერები და სხვა საპრეზენტაციო მასალა პუბლიკაციის შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთანავე, ფოტო და აუდიომასალა უნდა იყოს ნამდვილი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, დოკუმენტურია თუ ყალბი ესა თუ ის მასალა...

სიფრთხილეა საჭირო ფოტომასალის გამოქვეყნებისას. ილუსტრაცია არ უნდა გამოიყენებოდეს არასწორი მნიშვნელობით და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი შესაბამისი მხარისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო უბედური შემთხვევების ან დანაშაულის მსხვერპლთა ფოტოების გამოქვეყნებისას (ფინეთი).

● იმისათვის, რომ ილუსტრაციამ შეცდომაში არ შეიყვანოს მკითხველი,

რეკომენდირებულია, განმარტებული იყოს:

- დამატებითი ილუსტრაცია;

- სტილიზებული ილუსტრაცია (ტექსტის მხატვრული გაფორმება);

- ფოტომონტაჟი ან ორიგინალის სხვა სახით ალტერაცია (სლოვენია).

● სიმბოლური მნიშვნელობის ფოტოს ტიტრზე გარკვევით უნდა იყოს აღნიშნული, რომ ფოტო არ არის დოკუმენტური.

მკითხველის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, არადოკუმენტური ილუსტრაცია, განსაკუთრებით ფოტოსურათი, შესაბამისი აღნიშვნით უნდა გამოქვეყნდეს. ილუსტრაციის სათაურში ან თანდართულ ტიტრში გარკვევით უნდა აღინიშნოს:

- დამხმარე და საჩვენებელი ილუსტრაციები (ნებისმიერი სახის მოტივაციის პირობებში);

- სიმბოლური ილუსტრაციები (რეკონსტრუირებული სურათები, გრაფიკული ნახატები, მხატვრის დასურათება და სხვა);

- ფოტომონტაჟი და სხვა სახის კოლაჟები (გერმანია).

● განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ შემთხვევებს, როცა ილუსტრაციის გამოყენება მისი თავდაპირველი მნიშვნელობით არ ხდება. დაუშვებელია მანიპულაცია, რადგანაც ის მცდარ შეხედულებებს წარმოშობს. ფოტომონტაჟი სპეციალური ნიშნით ან სურათზე ხელწერილით უნდა აღინიშნოს (ლატვია).

● ჟურნალისტმა არ უნდა გამოაქვეყნოს ხელოვნურად სახეშეცვლილი ფოტოსურათები, ილუსტრაციის ქვეშ არასწორი ხელმოწერები, რამაც შესაძლოა, შეურაცხყოს ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი. ჟურნალისტმა არ უნდა გამოიყენოს აუდიო და ვიზუალური მონტაჟი, რამაც შესაძლოა, ინფორმაციის არსი და თავად ფაქტი დაამახინჯოს. ეს დებულება არ ვრცელდება კარიკატურების, კომიქსებისა და შარჟების გამოქვეყნებაზე (ლიტვა).

● დაიცავით ჟურნალისტური ფოტოს სანდოობა. დოკუმენტური ფოტო ისე არ უნდა შეიცვალოს, რომ მან არაადეკვატური შთაბეჭდილება შექმნას. სახეცვლილი ფოტოს გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ილუსტრაციის სახით, თუ აშკარაა, რომ აღნიშნული ილუსტრაცია კოლაჟს წარმოადგენს (ნორვეგია).

საზოგადოებრივი აზრის კვლევა

● რეკომენდირებულია, გამოქვეყნდეს კვლევის მეთოდები: თუ რამდენმა პირმა გასცა კითხვარს პასუხი, კვლევის ჩატარების დრო და დამკვეთი (სლოვენია).

არჩევნები

● ობიექტური, თავისუფალი და გაწონასწორებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ჟურნალისტებს აქვთ უფლება, წინასაარჩევნო შეხვედრების გაშუქებისას, გაავრცელონ ის მოსაზრებებიც, რომლებიც მათ პირად შეხედულებებს არ შეესაბამება (სლოვენია).

● ჟურნალისტური სამართლიანობის, ინფორმაციის თავისუფლების, დემოკრატიული პარტიებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ინტერესიდან გამომდინარე, გაზეთებმა და ჟურნალებმა არჩევნების გაშუქების პროცესში უნდა გამოაქვეყნონ ის

შეხედულებებიც, რომელთაც თავად არ იზიარებენ. ანალოგიური პოლიტიკა რეკლამაზეც ვრცელდება, რომელიც ასევე წარმოადგენს პრესის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს (გერმანია).

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სხვათაშორის :

ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის პროექტის განხილვა დასასრულს მიუახლოვდა

ფლორანს მარშალი: „ამ ქარტიას, პირველ რიგში, თავად ქართველი ჟურნალისტები უნდა ენდობოდნენ-

ქართველი ჟურნალისტები, ევროპელი მედია ექსპერტების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობით, 17-18 ივნისს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, „ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის“ პროექტს განიხილადნენ. დაძაბული დისკუსიის და სასარგებლო რჩევების შემდეგ, ჟურნალისტები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმდნენ. თუმცა ქარტიის ამ ვარიანტზეც კიდევ ერთხელ იმსჯელებენ მედია ორგანიზაციებში. მანამდე კი სასტუმრო “მეტეხში” დასრულებული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ევროპელი ექსპერტები და ჟურნალისტი ია ანთაძე, გუშინ, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისში ნაციონალური თუ მხოლოდ თბილისში მაუწყებელი ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათი მოსაზრებები მოისმინეს ქარტიის შესახებ.

“ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღირებულება ჰქონდა ამ შეხვედრებს, რადგან პროექტში წარმოდგენილი ზოგიერთი პუნქტის შინაარსი, რომელიც, რეგიონებში განხილვის შემდეგ, საბოლოოდ გვქონდა შეჯერებული, აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ეთიკური სტანდარტის სხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებასაც ქმნიდა. მედიასამართლის ბრიტანელი სპეციალისტის გევინ მილარის კვალიფიციური რჩევების შემდეგ, ამ პუნქტებმა სარედაქციო ცვლილებები განიცადეს. მაგალითად, ბევრი ვიმსჯელეთ ბავშვების თემატიკის გაშუქებასთან დაკავშირებით და ამ პუნქტმაც განიცადა ცვლილება. ზოგიერთი პუნქტი ხელახლა გადასაწერი გახდა,

ერთი სიტყვით, ინტენსიური ორდღიანი მუშაობის შემდეგ, ქარტიის საბოლოო შინაარსზე შევთანხდით. რედაქტირებული ქარტიის პროექტი შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდებათ , ხოლო როდესაც მივიღებთ თანხმობას მათგან, რომ სწორედ ეს ტექსტი არის ის, რაზეც ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქარტიის სამუშო ვერსიის საბოლოო ვარიანტი ხელთ გვაქვს. დღეს ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით ჩვენს მიერვე შექმნილი ქარტიის შესახებ, ვიდრე ვიცოდით ორი დღის წინ. ეს ქარტია ეფუძნება მსოფლიო ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს. ეს სტანდარტი, როგორც ჩანს, კიდევ ბევრ სწავლას მოითხოვს ჩვენგან. “, განაცხადა ია ანთაძემ.

მისი თქმით, ქარტიის შექმნის ინიციატორები აპირებენ ამ დოკუმენტით სტუმრობას სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში, სადაც მოხდება ქარტიის ტექსტის დეტალური განხილვა.

„შერატონ მეტეხში“ ჟურნალისტების ქარტიის განხილვას ესწრებოდა ფლორანს მარშალი, ევროპის საბჭოს მედიის სამმართველოს პროგრამების მრჩეველი.

“ვფიქრობ, დისკუსია ძალიან კონსტრუქციული იყო და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში ოპიტმალურ გეგმას მივიღებთ. როდესაც განხილვის პროცესია, ყველა მონაწილე გამოთქვამს თავის შეხედულებებს ამ საკითხზე, მაგრამ ამის ბოლომდე მიყვანა მხოლოდ ქართველი ჟურალისტების საქმეა. ჩვენ, ევროპელი ექსპერტები დაგემხრაებით მხარდაჭერით, რჩევების მოცემით, მაგრამ, საბოლოოდ, ეს თქვენი გასაკეთებელია. ამიტომ მე ვერ გეტყვით, რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს ქარტიაში, მაგრამ, როგორც ექსპერტი, კმაყოფილი ვარ იმით, რომ განხილვაში ძალან ბევრი ადამინი მონაწილეობდა და ყველა მათგანს მიეცა საშუალება, წარმოედგინა თავისი შეხედულება და საკუთარი თავი.

ის, რაც ახლა თქვენთან ხდება, ჯერ დასაწყისია და მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან გრძელი პროცესი იქნება. ერთ ღამეში თვითრეგულირების მექანიზმს ვერ შეიმუშავებთ და ეს სავსებით ნორმლაური პროცესია. რასაკვირველია, მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ამ ქარტიის რეალიზებისათვის საუკეთესო გზა მოიძებნოს. ქაღალდზე მიღებული დოკუმენტი ნამდვილად არ არის საკმარისი თვითრეგილირების მექანიზმის შესაქმნელად. ამ დოკუმენტში უნდა აისახოს ის, რაც თავად ჟურნალისტებისათვისაა მისაღები. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე აუცილებელია, მოახერხოთ და დოკუმენტში აისახოს ჟურნალისტების სოლიდარულობა ერთმანეთისადმი. ამ ქარტიას პირველ რიგში, თავად ქართველი ჟურნალისტები უნდა ენდობოდნენ”, განაცხადა ფლორანს მარშალმა.

სასტუმრო “შერატონ მეტეხში” მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროპელი ექსპერტები თბილისში არსებული ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ტელეკომპანიებიდან მიიღეს თანხმობა, რომ მათი კარი ქარტიის შექმნის ინიციატორებისთვის ღია იქნება.

ია ანთაძის თქმით, ტელევიზიებიდან მხოლოდ სამი წარმომადგენელი მოვიდა შეხვედრაზე.

ია ანთაძე: “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” ისევ ქეთი მსხილაძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც “შერატონ მეტეხში” გამართულ შეხვედრაში მონაწილოებდა-რედ. ) მოვიდა, მაგრამ მას გადაწყვეტილ;ება არ მიუღია. „იმედიდან“ იყო პავლე აბაიაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი. “რუსთავი 2”- დან გიორგი ძიძიგური, ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, “მაესტროდან” კი მამუკა ღლონტი. “კავკასიიდან” არავინ მოსულა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ არც ნინო ჯანგირაშვილი („კავკასიის“ პროგრამების დირექტორი-რედ.) და არც ლევან ყუბანეიშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი-რედ.) თბილისში არ იმყოფებიან“, განაცხადა ია ანთაძემ.

მისი თქმით, ტელევიზიებიდან ქარტიის მიმართ ყველაზე სკეპტიკურად მამუკა ღლონტი იყო განწყობილი.

„მან დასვა შეკითხა, რომც მოვაწეროთ ყველამ ხელი ამ ქარტიას, ეს რას შეცვლისო? ის ამბობდა, რომ არ არის წინააღმდეგი ქარტიაზე ხელის მოწერის, რადგან მისი არხი ისედაც ითვალისწინებს ამ ყველაფერს, მაგრამ ამბობდა, რომ როგორ უნდა აიძულოს ამ ქაღალდმა “რუსთავი 2” და “იმედი”, შეცვალონ მაუწყებლობის სტილიო. ამაზე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ, რა თქმა უნდა, ეს ქაღალდი და ქარტია უცბად ვერაფერს მოაგვარებს, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომელიც თუ არ გადავდგით, უახლოესი წლების განმავლობაშიც არაფერი არ შეიცვლება. აუხსნეს, რომ ეს პრინციპები აღიარა და ამ გზით იარა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადვგათ და არ უნდა ვაპელირებდეთ იმაზე, რომ არ ვიცით მე-10 და მე-15 ნაბიჯი როგორი იქნება.

“რუსთავი 2”-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ დიდი სიამოვნებით მიგვიღებდა ტელევიზიაში ჟურნალისტებთან შესახვედრად. ოღონდ გამოთქვა სურვილი, რომ ამ შეხვედრასაც ევროპელი ექსპერტები დაესწრონ, მაგრამ ამაზე ფლორანს მარშლმა უთხრა, რომ ისინი სულ თბილისში ვერ იქნებიან. მან განუმარტა “რუსთვაი 2”–ის წარმოამდგენელს, რომ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტია საქართველოში მათი პარტნიორი და ჩვენ მოგვანდო ეს საქმე, რაზეც “რუსთავი 2” წარმომადგენელიც დათანხმდა.

რაც შეეხება “იმედის” წარმომადგენელს, მას არაფერი უთქვამს შეხვედრაზე, ჩუმად ისმენდა ველაფერს და ბოლოს გვითხრა, რომ “იმედში” უპრობლემოდ მიგვიღებდნენ. შეხვედრამ, ფორმატიდან გამომდინარე, ერთი ნაყოფი უკვე გამოიღო, გვყავს საკონტაქტო პირები, რომლებმაც უნდა გაგვიხსნან გზა ამ დიდი ტელევიზიებისკენ“

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ქეთი მსხილაძემ გვითხრა, რომ როდესაც ლევან ყუბანეიშვილი ჩამოვა ის ეცდება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელშიც შევხვდეთ ჟურნალისტებს. “მაესტროში” და “კავკასიაზე”, ალბათ, ისედაც არ იქნება ჟურნალისტებთან შეხვედრი პრობლემა. იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედარზე ის ადამიანები იყვნენ, რომლების თანხმობაც ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც მოგვეცემა შესაძლებლობა, ყველა არხის ჟურნალისტებს გავაცნოთ ეს ქარტია.”

ვნახოთ რა იქნება .....

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რედაქცია ვალდებულია, უზრუნველყოს ანონსების და სტატიიდან ამონარიდების დაბეჭდვა ისე, რომ შემოკლებულმა ვერსიამ არ შეცვალოს ტექსტის ძირითადი შინაარსი და არ შექმნას მცდარი დასკვნების გაკეთების საფუძველი (სლოვენია).

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამ პუნქტის საწინააღმდეგო ფაქტებს რას დალევს ქართულ ბეჭდურ მედიაში.

ია ანთაძე: “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” ისევ ქეთი მსხილაძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც “შერატონ მეტეხში” გამართულ შეხვედრაში მონაწილოებდა-რედ. ) მოვიდა, მაგრამ მას გადაწყვეტილ;ება არ მიუღია. „იმედიდან“ იყო პავლე აბაიაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი. “რუსთავი 2”- დან გიორგი ძიძიგური, ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, “მაესტროდან” კი მამუკა ღლონტი. “კავკასიიდან” არავინ მოსულა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ არც ნინო ჯანგირაშვილი („კავკასიის“ პროგრამების დირექტორი-რედ.) და არც ლევან ყუბანეიშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი-რედ.) თბილისში არ იმყოფებიან“, განაცხადა ია ანთაძემ.

მისი თქმით, ტელევიზიებიდან ქარტიის მიმართ ყველაზე სკეპტიკურად მამუკა ღლონტი იყო განწყობილი.

„მან დასვა შეკითხა, რომც მოვაწეროთ ყველამ ხელი ამ ქარტიას, ეს რას შეცვლისო? ის ამბობდა, რომ არ არის წინააღმდეგი ქარტიაზე ხელის მოწერის, რადგან მისი არხი ისედაც ითვალისწინებს ამ ყველაფერს, მაგრამ ამბობდა, რომ როგორ უნდა აიძულოს ამ ქაღალდმა “რუსთავი 2” და “იმედი”, შეცვალონ მაუწყებლობის სტილიო. ამაზე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ, რა თქმა უნდა, ეს ქაღალდი და ქარტია უცბად ვერაფერს მოაგვარებს, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომელიც თუ არ გადავდგით, უახლოესი წლების განმავლობაშიც არაფერი არ შეიცვლება. აუხსნეს, რომ ეს პრინციპები აღიარა და ამ გზით იარა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადვგათ და არ უნდა ვაპელირებდეთ იმაზე, რომ არ ვიცით მე-10 და მე-15 ნაბიჯი როგორი იქნება.

“რუსთავი 2”-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ დიდი სიამოვნებით მიგვიღებდა ტელევიზიაში ჟურნალისტებთან შესახვედრად. ოღონდ გამოთქვა სურვილი, რომ ამ შეხვედრასაც ევროპელი ექსპერტები დაესწრონ, მაგრამ ამაზე ფლორანს მარშლმა უთხრა, რომ ისინი სულ თბილისში ვერ იქნებიან. მან განუმარტა “რუსთვაი 2”–ის წარმოამდგენელს, რომ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტია საქართველოში მათი პარტნიორი და ჩვენ მოგვანდო ეს საქმე, რაზეც “რუსთავი 2” წარმომადგენელიც დათანხმდა.

რაც შეეხება “იმედის” წარმომადგენელს, მას არაფერი უთქვამს შეხვედრაზე, ჩუმად ისმენდა ველაფერს და ბოლოს გვითხრა, რომ “იმედში” უპრობლემოდ მიგვიღებდნენ. შეხვედრამ, ფორმატიდან გამომდინარე, ერთი ნაყოფი უკვე გამოიღო, გვყავს საკონტაქტო პირები, რომლებმაც უნდა გაგვიხსნან გზა ამ დიდი ტელევიზიებისკენ“

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ქეთი მსხილაძემ გვითხრა, რომ როდესაც ლევან ყუბანეიშვილი ჩამოვა ის ეცდება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელშიც შევხვდეთ ჟურნალისტებს. “მაესტროში” და “კავკასიაზე”, ალბათ, ისედაც არ იქნება ჟურნალისტებთან შეხვედრი პრობლემა. იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედარზე ის ადამიანები იყვნენ, რომლების თანხმობაც ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც მოგვეცემა შესაძლებლობა, ყველა არხის ჟურნალისტებს გავაცნოთ ეს ქარტია.”

თამმ ეს ნაწილი შენი მინაწერია თუ სტატიის გაგრძელებაა? ყავაზე დაქალს რომ მოუყვები გუშინდელ ამბავს, ისეთი სახე აქვს :( მომიტევე, მაგრამ ასეა :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ესეთი რამე საქართველოში არსებობს უკვე.........

0

Share this post


Link to post
Share on other sites

SmoK1e

სადაა, მეც დამანხე : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

jevrie

უი ჩემს პოსტში , ბოლოს კითხვის ნიშანი უნდა დამესვა და შემეშალა ......... მეც მინდა მაგის ნახვა და თუ იპოვი შEმატყობინე მერე ......

0

Share this post


Link to post
Share on other sites

SmoK1e

მეც არ გამიკვირდა, სად ნახა-თქვა? :D მეც ძიების პროცესში ვარ, ნენა და რომ ვიპოვი, შეგატყობულამ , აუცილებვლად : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][url="http://www.scribd.com/doc/22837070/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98"]ჟურნალისტური ეთიკა და თვითრეგულირების მექანიზმები[/url][/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ია ანთაძე: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოების კონტროლის გარეშე ვერ იმუშავებს[/b]


ხვალ სასტუმრო „რედისონში,“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე ხელმოწერა გაიმართება. ქარტიის პროექტი ქართველმა ჟურნალისტებმა ევროპელი ექსპერტებისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობით შეიმუშავეს. „მედიანიუსი“ ეთიკის კოდექსის მნიშვნელობასა და როლზე მის ინიციატორსა და ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ია ანთაძეს ესაუბრა.– ჟურნალისტა ეთიკის კოდექსი არის დოკუმენტი, რომელზედაც მუშაობა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს არის დოკუმენტი, რომელიც შედგება სამი სხვადასხვა დოკუმენტისგან: ქარტიის ტექსტი, ასოციაციის წესდება და საქმის წარმოების წესი. ეს პროცესი დაიწყო ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის თანადგომით. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ ექსპერტებით და ყველა სიტყვა, რაც წერია ამ დოკუმენტში, არის შეთანხმებული ევროპელ ექსპერტებთან. გარდა ამისა, დოკუმენტი არის ქართველი ჟურნალსიტების ძალიან სერიოზული შრომის შედეგი. მთელი ამ პროცესის მიმდინარეობისას, 100-მდე ჟურნალისტი იყო ჩართული. ქარტიის ყველა ნაწილის ტექსტისა და მექანიზმების შემუშავებაში ქართველი მედია-ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. ესაა დოკუმენტი, სადაც ქართველი ჟურნალისტების ნაწილი პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოების წინაშე, რომ ნებაყოფლობით იტყვის უარს ზოგიერთ თავის უფლებებზე, რასაც მას კანონი ანიჭებს.
მიმაჩნია, რომ საქართველოში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ძალიან ლიბერალურია ეს არის ძალიან კარგი და იმავდროულად, საჭირო კანონი, რადგან ჟურნალისტებს ნამდვილად სჭირდებოდათ სახელმწიფოს მხრიდან მათი უფლებების დაცვა და ვფიქრობ, რომ ამას ეს კანონი მშვენივრად ახერხებს, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ჟურნალისტების ნაწილი ამ თავისუფლებას იყენებს ძალიან პოზიტიურად, მაგრამ არიან ჟურნალისტების ნაწილი, რომელიც ამ ყველაფერს იყენებს არაპოზიტიურად. ამიტომ ჩვენს შორის აღმოჩნდნენ კოლეგები და გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ რეგულაციის ისეთი მექანიზმი, როდესაც მედია თავად იტყვის, სად დაუშვა შეცდომა და ეს რა ტიპის შეცდომა იყო. ეს არის ჟურნალისტების კოდექსი ჟურნალისტებისთვის, სადაც არის კიდევ ერთი მოთამაშე - საზოგადოება, რომლის გარეშე ქარტია ვერასდროს იმუშავებს.ამიერიდან საზოგადოების თითოეულ წევრს ექნება საშუალება ქარტიაში ხელმომწერი ჟურნალისტის მიმართ დასვას შეკითხვა: საავტორო პუბლიკაციასა თუ რეპორტაჟში დაიცვა თუ არა ქარტიის სულისკვეთება და დაარღვია თუ არა ქარტიის რომელიმე პრინციპი. ხვალ ჩვენ ავირჩევთ საბჭოს თავად ხელმომწერების მიერ, რომელიც გასცემს ხოლმე პასუხს მსგავს შეკითხვებზე. საბჭოს პასუხები საჯარო იქნება და გამოქვეყნდება. - თუკი ქართულ სინამდვილეს გავითვალისწინებთ, როცა კანონის დარღვევა ჩვევად გადაგვექცა, რამდენად უნდა ვიყოთ დაიმედებულები, რომ ქარტიის მოთხოვნები შესრულდება? მითუმეტეს, მედიის უკან ხშირად არის პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა ინტერესები. სად არის გარანტია, რომ ქარტიამ რეალურად იმუშაოს?
- კოდექსი იმუშავებს თუ არა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ საბჭოს ავირჩევთ და ეს საბჭო რამდენად ავტორიტეტული იქნება. თუკი კეთილსინდისიერად იმუშავებს საბჭო, იმდენად დიდი ან მცირე იქნება ქარტიის ავტორიტეტიც. რა თქმა უნდა, არიან ჟურნალისტები, რომლებიც შიშით უყურებენ ასეთ ვალდებულებებს, როდესაც კანონი არ ავალდებულებთ, აიღონ ასეთი ვალდებულებები, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოება დღეს ნამდვილად არის ღირსი, იცოდეს ჩვენი საქმიანობის შესახებ და ამ ქარტიით ჩვენ გადავეცით მას ბერკეტები, რომ პერიოდულად მოახდინოს შემოწმება, როგორ მუშაობს თითოეული ჩვენგანი. დღეს საზოგადოების მხრიდან მედიაზე აგრესია არის ძალიან მაღალი და ეს აგრესია ჩვენ უნდა შევამციროთ. როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? რამდენიმე მომენტია, რითაც ეს ქარტია განსხვავდება ძველი დოკუმენტებისგან. პირველი, ის რომ ტექსტი არის შემუშავებული ძალიან ბევრი ჟურნალისტის მონაწილეობით. ეს არის გარანტი იმისა, რომ ჟურნალისტებს აქვთ სურვილი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. მეორე - ინდივიდუალურია ხელმოწერები და ინდივიდუალურია პასუხისმგებლობის აღებაც. მე მადლობელები ვარ ჩემი კოლეგების, რომლებმაც გაიზიარეს, რომ ხელმოწერები ინდივიდუალური ყოფილიყო და მესამეც, საბჭო იმუშავებს მხოლოდ არჩეული წევრებით. საბჭო იქნება კვოტირებული და 9 წევრისგან ჩამოყალიბდება. აქედან 6 წევრი იქნება რეგიონული მედიის წარმომადენელი, ხოლო სამი თბილისიდან. ეს მაძლევს იმის იმედს, რომ საბჭო იქნება დამოუკიდებელი, პრინციპული და ეს გამორიცხავს საბჭოს მიკერძოებულ სტრუქტურად ჩამოყალიბებას.

http://medianews.ge/index.php/ka/content/9530/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0