Sign in to follow this  
Followers 0

ჟურნალისტური ეთიკა

68 posts in this topic

სანამ უშუალოდ საკითხს შევეხებოდე, ვფიქრობ, საინტერესო იქნება სიტყვა “ეთიკის” ეტიმოლოგიური განსაზღვრებაც, ეს არის გარკვეულ ნორმათა ერთობლიობა, რომელის არეგულირებს რომელიმე კლასის, საზოგადოებრივი წრის, პროფესიის წარმომადგენელთა ყოფაქცევებს. ეთიკა ფილოსოფიური მოძღვრებაა მორალისა და ზნეობის, როგორც საზოგადოებრივი შეგნების ერთ-ერთი ფორმის შესახებ. იგი აყალიბებს ზნეობრივი ცნობიერებების თეორიულ კანონებს.

როგორც მოგახსენეთ არსებობს პროფესიული ეთიკაც, ესაა ეთიკური განაწესი იმ ურთიერთობატა სფეროში რომელშიც ადამიანი მოღვაწეობს როგორც პროფესიონალი. Pროფესული ეთიკის კანონებს ანუ პრინციპებს იურიდიული ძალა არ აქვს, ამ “კანონების” შესრულება ადამიანის და მისი შინაგანი ზნეობის მიერ კონტროლირდება. Pროფესიული ეთიკის არსი ისაა რომ ამა თუ იმ საქმის პროფესიონალმა მაქსიმაურად კარგად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. სწორედ ეს დანიშნულება აქვს პედაგოგიურ, საექიმო, იურიდილ და ჟურნალისტურ ეთიკას.

რას გულისხმობს ჟურნალისტური ეთიკა? – ესაა იურიდიულად არაფიქსირებული, თუმცა ჯურნალისტთა წრეში მიღებული და აღიარებული “კანონთა” კრებული, მას მხარს უჭერს საზოგადოებრივი აზრიც. ჟურნალისტის პროფესიული ეთიკა შეიცავს ქცევისა და აკრძალვების გარკვეულ წესებს, რომელთა დარღვევაც აღიქმება როგორც არასაკადრისი საქციელი. Eსაა ღირსების კოდექსი, რომლესაც “დაუწერელ კანონებსაც” ეძახიან. ამ ნორმებს აკონტროლებს თვით პიროვნება, მისი დარღვევის შემთხვევაში კი მას გაკიცხავენ კოლეგები და საზოგადოება.

ჟურნალისტიკის ეთიკის ნორმები, რა საკვირველია, სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ძირითადი და ამოსავალი დებულებები საერთოა მთელს მსოფლიოში. Mმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტები ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ და ერთგვარ “ჟურნალისტურ ოჯახს” ქმნიან.

დროთა განმავლობაში, საჭირო გახდა ეთიკის “დაუწერელი კანონების დაწერილად” ქცევა და შეიქმნა პროფესიული ეთიკის საერთაშორისო პრინციპები, ქცევის კოდექსები, ჟურნალისტთა ქცევის დასარეგულირებლად. თუმცა მისი გამოყენება პრაქტიკაში ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. ამ კოდექსებსა და პრინციპებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, პრესის თუ ტელევიზიის უამრავი ჟურნალისტი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აქ ვისაუბროთ პროფესიულ ეთიკაზე, კერძოდ ჯურნალისტურ ეთიკაზე. თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა საქართველოში ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული ეთიკის "კოდექსები"? თუ პასუხი დადებითია, რა მიგაჩნიათ ყველაზე ხშირ და თვალსაჩინო დარღვევად? რამდენად ხშირად ირღვევა ეს პრინციპები?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უბრალო მაგალითისთვის კი ამას სემოგთავაზებთ .... იმის დასადგენად ირVევა თუ არა საქართველოში ეთიკის კოდექსები, მაგალითად ავირე ერთი ქართული გაზეთი. ( თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს გამოგადგებათ :D )

Aრსებული სიტუაციიდან გამომდინარე დღევანდელ ქართულ მედიას, განსაკუთრებით კი პრესას, ხშირას სწამებენ ცილს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში. Iმის გასარკვევად იცავენ თუ არა პროფესიული ეთიკის სტანდარტებს ქართვველი ჟურნალისტები გადავწყვიტე თვალე ერთ-ეღტი ქართული გაზეთისთის გადამევლო, პარადიგმად გაზეთი “ასავალ-დასავალი” ვარჩიე, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი ხშირად აკრიტიკებს და ადანაშაულებს პროფესიული ეთიკის დარღვევაში.

გაზეთი პირველ გვერდზე განხილულია არჩევნების თემა სტატიის სატაირი კი “არჩვენებია” ძნელია იმის გარჯვევა თუ რას გულისხმობს ავტორი სტატიის ამ გრამატიკულად არც თუ ისე გამართულ სათაურში, ალბათ იმის ხაზგასმას ცდილობს რომ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდაი მისთვის პერსონა ნონ გრატაა. სტატიაში ყოველგავრი არგუმენტის გარეშე ამტკიცებს ავტორი რომ არჩევნები გაყალბდა და გამრჯვებულ კანდიდატს უკანონოდ მიუთვალებს ხმები. არგუმენტად კი მოყვანილია არა ფაქტები, არამედ ჟურნალისტის პირადი მოსაზრებები, რომელნიც ხშირ შემთXვევაში ზღვარგადასულია. ჟურნალისტი ყოველგვარო მორიდებისა და თვითცენზურის გარეშე მდინარე იორში გადასაგდებად იმეტებს მათიას იორშს და სამრცხვინოს უწოდებს ქვეყნის პირველ პირს, ქვეყნის სახეს, არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს. შტატიის ავტორის გამოთქმები ზღვარგადასულია და არ შეესაბამება პროფესიული ეთიკის სტანდარტებს. ჟურნალისტმა აუცი;ებლად უნდა გაითვალისწინოს რომ მისი აუდიტორია მრავალფეროვანია, რომელსაც განსხვავებული მოსაზრებები და მისწრაფებანი აქვს, მის მიერ გამოთქმული ღია შეურაცხყოფები გარკვეულ პრთა მიმართ კი აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანებას. ჟურნალისტი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს სიმართლის წერას ისე რომ არ გააღიზიანოს მისსივე აუდიტორიის არც ერთი წევრი. Iგი უნდა უფრთხილდებოდეს და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საზოგადოების მოთხოვნა-მოთხოვნილებებსა და მისწრაფებებს. ღა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან რომ ჟურნალისტი ნეიტრალური უნდა იყოს, ნეიტრალურობა უპოზიციობას ნიშნავს და თავისთავად, უპოზიციო ადამიანი არაა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური და არა ნეიტრალური, ნეიტრალურობა არ ნიშნავს ობიექტურობას. ჟოურნალისტ აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებები მაგრამ ფაქტის გაშუქებუსა და საერთოდ ჟურნალისტურ საქმიანოიბაზე მისმა პირადმა შეხედულებებმა არ უნდა იქონიოს გავლენა, იგი არ უნდა ქმნიდეს ფაქტებს, მისი მოვალეობაა მხოლოდ ამ ფაქტების ობიექტურად გაშუქება ისე რომ საზოგადოებას თავს არ მოახვიოს საკუთარი აზრი და მსიცეს მას ტავისუფალი არჩევანისა და დასკვნების გაკეთების საშუალება. ჟურნალისტს მორალური უფლება არ აქვს, ფაქტის გაშუქებისას დაეყრდნოს მხოლოდ ერთ წყაროს და ცალმხრივად განიხილოს საკითხი. Pროფესიული ქცევის პრინციპებში ცალსახად და ხაზგასმითაა ნათქვამი რომ საყოველთაო და პერსონალური კრიტიკის ობეიქტს უფლება აქვს “თავი იმართლოს” საზოგადოების წინაშე მედიის საშუალებით. თუ ამის წინააღმდეგი თავდ კრიტიკის ობიექტია მაშინ ჟურნალისტის მიერ უნდა მოხდეს მინიშნება ამის შესახებ. ჟურნალისტიკის ეს პრინციპი უხესად და აშკარადაა დარღვეული ზემოთ ხსენებულ სტატიაში.

ჟურნალისტიკის ქცევის კოდექსში აღნიშნულია რომ დაუშვებელია ჟურნალისტის მიერ ფოტოს ან ვიდეომასალი დამონტაჟება, თუ ეს ფაქტი მაინც მოხდა დამონტაჟების შესახებ მინიშნების სახით უნდა გაკეთდეს ჟურნალისტის მიერ. სტატიაში გამოყენებულია ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ტრანსფარანტი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული ლოზუნგით. ამ საქმეში დილეტანტიც კი, თვალის ერთი შევლებით მიხვდება რომ ეს ფოტო დამონტაჟებულია, თანაც ისე რომ ამაზე ჟურნალისტის მითითება არსადაა.

მოკლედ, გაზეთის პირველივე სტატიაში უხეშად და აშკარად ირღვევა პროფესიული ეთიკის რამდენიმე პრინციპი.

პირველი სტატიის აზრს შემდეგი სტატიაც აგრძელებს, ეს ავტოროც გაყალბებულად მიიჩნევს არჩევნებს და არგუმენტად შემდეგი სიტყვები მოჰყავს: “ არჩევნები გოგოიშვილის კაბაში ჩატენილი ბიულეტენებით გაყალბდა” (ციტირება ზუსტია). ვფიქრობ, იმის გარკვევას თუ რა ჰქონდა გოგორიშვილს კაბაში გამოტენილი, სტატიის ავტორს აჯობებდა გაერკვია უფრო სერიოზული მიზეზები და არგუმენტები თავისი მოსაზრების გასამტკიცებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არაინფანტილურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად დგება.

ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად მიმაჩნია ჟურნალისტის პირადი აზრისა და ფაქტის ერთმანეთში არევა, “Aსავალა-დასავალოს” ამ ნომრის სტატიებში ფაქტობრივად ერთმანეთშია გადაზელილი ფაქტები და სტატიის ავტორების პირადი მოსაზრებები. ხშირ შემთხვევაში ირღვევა საზოგადოებრივი პლურალიზმი და სტატიები ემსახურება საზოგადოების მოხლოდ ერთი ნაწილის ინტერესებს, მეორე ნაწილი კი თამაშგარე მდგომარეოიბაში რჩება.

“ნაგვის ყვავილობა”- დიახ ეს გაზეთის ერთ-ერთი სტატიის სატაუია. სტატიაში ავტორი “ტრადიციულად” ღიად და თვითცენზურის გარეშე აყენებს პიროვნულ შეურაცხყოფას საზოგადოების ამა თუ იმ წევრებს, მერე რატ უ ისინი ხელისუფალნი არიან, მერე რა თუ ჯურნალისტის შეხედულებები არ ემთხვევა ხელისუფლების მოსაზრებებს, განა აძლევს ეს უფლებას ჯურნალისტს “ნაგავი” უწოდოს მათ?! “ხელისფლებაში არიან ახალი ნაგვები და არიან ძველებიც, რომლებიც უკვე ნეშომპალებად იქცნენ” (ციტ.ზუსტია)- წუხს სტატიის ავტორი საქართველოს ხელისყფლების “ერთ დიდ ნაგავსაყრელად” გადაქცევის გამო. შტატიის ავტორს, არჩევნებსი გამარჯვებულისთვის პრეზიდენტოს პოსტი არ ემეტება დამ ას სასაფლაოს დირექტორის ან ნაგავსაყრელის ზედამხედველის თამდებობას სტავაზობს. დამეთანხმებით, რაც არ უნდა უვარგისი იყოს ხელისუფლება, ჟურნალისტების მიერი მათი მსგავსი სიტყვებით შემკობა ყოვლად დაუშვებელია და არასაკადრისი საქციელია.

ჟურანლისტური ეთიკის განუყოფელი ნაწილია მოქალაქეთა უფლებების დაცვა, კერძოდ ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემა. Uტაქტობად და პროფესიული ეთიკის დარღვევად ითვლება პირა. პიოვნების ცხოვრების ინტიმურ სამყაროში შეჭრა. ახალგათავისუფლებულ ირაკლი ბათიაშვილთან ინტერვიუში, ჟურნალისტიკის ამ პრინციპის დარღვევა მენიშნა. ჟურნალისტი ჩაიეძია რესპონდენტს და დაუსვა პირადი ცხოვრებიდან კითხვები, რომელზე რამდენჯერმე უპასუხა რესპონდენტმა რომ არ სურდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა ინტერვიუერი თავისას არ იშლიდა. ამან აშკარა გაღიზიანება გამოიწვია რესპონდენტსა და მკითხველში.

შემდეგი სტატიის წაკითხამ დამარწმუნა რომ ამ გაზეთის ჯურნალისტებს არაფრად მიაჩნიათ პიროვნებიებისთვის შეურაცხყოფის მიყენება. შტატიის ავტორი უმადურებს უწოდებს საზოგადოების იმ მოღვაწეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სააკაშვილის სააღცევნო კამპანიაში, მაგრამ ჟურნალისტს ავიწყდება რომ ეს მათი არჩევანია, არჩევანის თავისუფლება კი დაბადებიდან აქვს მინიჭებული ყოველ ადამიანს. ის რომ ვიღაცას აქვს შენგან განსხვევებული აზრი, არამც და არამც არ გაზლევს იმის უფლებას რომ მას მიაყენო შეურაცხყოფა. Aდამიანს, მითუმეტეს ჟურნალისტს, უნდა შეეძლოს განსხახებული აზრის მოცემდა და პატივისცემა.

ღას ემსახურება ჟურნალისტიკა?რა არის მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-დანიშულება? “ჟურნალისტის მოვალეობაა საყოველთაო სიმსვიდის დამკვიდრე ბად და დაძაბულობის შემცირება”-აღნიშნულია პროფესიული ეთიკის VIII პრინციპში. ჟურნალისტიკას მეოთხე ხელისუფლებას იმიტომ,აც უწოდებენ რომ იგია მედიატორე ხელისუფლებასა და ხალხს შორის. მედია ის სარკე რომელშიც საზოგადოებამ საკუთარი თავი უნდა დაინახოს. ჟურნალისტი, ისედაც ცხელი პოლიტიკური კლიმატის დროს, ცეცხლზე ნავთს არ უნდა ასხამდეს პროვოკაციული შეკითხვებით რესპონდენტებთან და გამუდმებით იმ აზრის დაფიქსირებით რომ “დებთის სუნი ტრიალებს და რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდება” , მედია პანიკას და შიშს არ უნდა ნერგავდეს საზოგადოებაში.

საქართველოში რომ ყოფილიყო ჟურნალისტური კონკურსი, ნომინაციით “წლის ყველაზე უინტერესო სტატია” მერწმუნეთ იმ სტატიას, რომელზეც ახლა მინდა გესაუბროთ, კონკურენტი არ ეყოლებოდა. სტატიის მთელს ერთ გვერდზე , ჯურნალისტი იმის გარკვევას ცდილობს თუ ვის მისცა ხმა ედუარდ შევარდნაძემ, ბოლოს კი ირწმუნება რომ ექსპრეზიდენტმა ხმა სააკაშვილს მისცა არგუმენტად კი შევარდნაძის განცხადება მოჰყავს, რომელიც მან ხმის მიცემისას გააკეთა – “პრეზიდენტი გახდება ის ვისაც მე ხმა მივეციო”-ექსპრეზიდენტის ეს ვარაუდი საკმარისი გახდა ჟურნალისტისთვის რომ მას ემტკიცებინა შევარდნაძის ზუსტი პოლიტიკური არცევანი. შაინტერესოა ჟურნალისტის ეს ლოგიკა მაშინაც თუ გაამართლებდა სხვა კანდიდატი რომ გამხდარიყო არჩევნებში გამარჯვებული. შტატიის ავტორი თავის აზრს გადმოგვცემს როგორც ფაქტს და არა როგორც საკუთარ მოსაზრებას, ისე რომ საზოგადოებას არ აძლევს დასკვნების გაკეთების სასუალებას. ჟურნალისტები ატ უნდა ქმნიდნენ ფაქტებს, ისინი ობიექტურად უნდა აშუქებდნენ ამ ფაქტებს. ზემოთხსენებული სტატია ყავის სმის დროს ქალბატონების ჭორაობას უფრო წააგავს ვიდრე სერიოზულ ჟურნალისტურ ინფორმაციას.

რასაკვირველია XXI საუკუნეში, დემოკრატიის ეპოქაში ყოველგავრი ზეწოლა მედიაზე და ცენზურა მიუღებელი და დასაგმობია მაგრამ ადამიან და მითუფრი ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს თვითცენზურა, მანვე უნდა “გაფილტროს” და გააკონტროლოს ინფორმაცია.

ასაა ის ძირითადი აქცენტები როლებიც მე შევნიშნე ამ გაზეთის კითხვისას პროფესიული ეთიკის დაცვასტან დაკავშირებით. ღოგორც ვნახეთ, საკმაოდ დიდი დოზითაა დარღვეული ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები. ჟურნალისტი მოღვაწეობს აუდიტორიისთვის და უნდა იფიქროს გამუდამებით იმაზე სწურდება ტუ არა აუდიტორიას მის მიერ შექმნილი ნაწარმოები, აკმაყოფილებს თუ არა იგი საზოგადოების დაკვეთა-მოთხოვნილებებს. ჟურნალისტი უნდა დაფიქრდეს იმაზე შემატებს კი რამეს მისი ნაწარმოები ადამიანს? Xომ არ გადადებს იგი გაზეთს გვერდზე? ღელვანტურია კი ჟურნალისტის “სემოქმედება” მკითხევლისთვის.

ღაც შეეხება “ასავალ-დასავალს”, კარგი იქნებოდა ჟურნალისტები, მყვირალასათაურიანი გადაყვითლებული სტატიების გამოქვეყნებამდე, თუ გადახედავდნენ პროფესიუი ეთიკის სტანდარტებს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დავიწყოთ იქიდან, რომ არავითარი ჟურნალისტური ეთიკა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ვთქვათ მეხანძრის ეთიკა, ან დამლაგებლის ეთიკა, ან პედაგოგის ეთიკა. არსებობს უბრალოდ ეთიკა (გინდა ადამიანური ეთიკა), რომლის დაცვას ვერავის ვერ დაავალდებულებ. ეთიკის დაცვა ეს ადამიანში უნდა იყოს შიგნით, აღზრდის შედეგად მიღებული. როცა არ არის რას იზამ, ეს უკვე აღზრდის და ოჯახის ბრალია და არა პროფესიის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
დავიწყოთ იქიდან, რომ არავითარი ჟურნალისტური ეთიკა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ვთქვათ მეხანძრის ეთიკა, ან დამლაგებლის ეთიკა, ან პედაგოგის ეთიკა. არსებობს უბრალოდ ეთიკა (გინდა ადამიანური ეთიკა), რომლის დაცვას ვერავის ვერ დაავალდებულებ. ეთიკის დაცვა ეს ადამიანში უნდა იყოს შიგნით, აღზრდის შედეგად მიღებული. როცა არ არის რას იზამ, ეს უკვე აღზრდის და ოჯახის ბრალია და არა პროფესიის.

როდესაც შინაგანად ესტეთიური ხარ, ეგ უკვე სხვა საკითხია..მაგრამ სხვადასხვა პროფესიები ითხოვს ესთეტიკის ნორმების დაცვას და ეს საჭიროცაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაგრამ სხვადასხვა პროფესიები ითხოვს ესთეტიკის ნორმების დაცვას და ეს საჭიროცაა

ფაქტები

0

Share this post


Link to post
Share on other sites
როდესაც შინაგანად ესტეთიური ხარ, ეგ უკვე სხვა საკითხია..მაგრამ სხვადასხვა პროფესიები ითხოვს ესთეტიკის ნორმების დაცვას და ეს საჭიროცაა

გეთანხმები, მოთხოვნა არის, საჭიროებაც, მაგრამ აი ვალდებულება არაა. ვერ დაავალდებულებ. გაიხსენე თემა ტაბუს შესახებ. ვინმეს შეუძლია დაავალდებულოს ბუღაძე? რა მწერალი თავისუფალია და ჟურნალისტი არა? როგორც კი დაავალდებულებ მაშინვე ეს ვალდებულება მიიღებს ცენზურის სახეს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

chibukha

არა ჩემო კარგო, არაა მასე როგორც შენ ამბობ. ჯურნალისტიკის კოდექსი ესაა კოდექსი რომელსაც სამართლებრივად ზალა არ აქვს, ანუ მისი დარღვევა არ ისჯება კანონით, მაგრამ თუკი ჟურნალისტი დაარღვევს ჟურნალისტიკის ეთიკის კოდექსს ის გახდება საყოველთაო გაკიცხვის საგანი თავისივე კოლეგების მხრიდან, ანუ მას უარყოფს ჟურნალისტური საზოგადოება, ამაზე დიდი დასჯა კი ჟურნალისტისთვის, მერწმუნეთ, არაფერია. სწორედ ამაში მდგომარეობს ჟურნალისტური ეთიკის არსიც.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კაი რა, გრიგოლიამ რამდენჯერ დაარღვია ეგ ჟურნალისტური ეთიკა? მოხდა რამე რო? მე მგონი მიწისძვრა იყო მოზამბიკში. მეტი არაფერი

პ.ს. ხო მართლა კიდევ ერთი, და თბილისო.გე-ზე ფანები შემოაკლდა :). ვისაც არ ჯერა რეიტინგი ნახოს

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კაი რა, გრიგოლიამ რამდენჯერ დაარღვია ეგ ჟურნალისტური ეთიკა

მაგან საერთოდ იცის რა არის ჟურნალისტური ეთიკა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაგან საერთოდ იცის რა არის ჟურნალისტური ეთიკა?

არა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხოდა მაშინ ანათემას გადავცეთ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხოდა მაშინ ანათემას გადავცეთ :)

ისე გატყობ შენ რომ წინ უნდა გაასწრო გრიგოლიას :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეთიკა 242048_upizuinteleqt.gif

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე გატყობ შენ რომ წინ უნდა გაასწრო გრიგოლიას :D

ე,ეეეეეეეე ცოტა ძნელია ძმაო. მით უმეტეს ეგ გზა გავლილი მაქვს :). რა უნდა უკან დავბრუნდე? არა რა, არ მინდააააა......

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კაი რა, გრიგოლიამ რამდენჯერ დაარღვია ეგ ჟურნალისტური ეთიკა? მოხდა რამე რო? მე მგონი მიწისძვრა იყო მოზამბიკში. მეტი არაფერი

პ.ს. ხო მართლა კიდევ ერთი, და თბილისო.გე-ზე ფანები შემოაკლდა :). ვისაც არ ჯერა რეიტინგი ნახოს

მე საქრათველოზე არ მაქვს საუბრაი, აქ დაქალობა მაკაცობა ბიძაშვილობა და ბაბუის ძმის ძმაკაცის დიშვილის დეიდაშვილობა არასოდეს მოიშლება, საუბარი მქასვ განვიტარებულ ქვეყნებზე, რომლებშიც, ჟურნალისტიკა, როგორც ასეთის, თავის სიმაღლეზე დგას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

jevrie ძალიან საინტერესო გაზეთი განგიხილავს ზემოთ მოყვანილ სტატიაში, ეგ ხომ გაზეთი კი არადა სუფთა მუცლით მეზღაპრეების საკრებულოა :).. . .

მთელი ორი თვის განმავლობაში (თუ მეტი არა) მახსოვს როგორ იბეჭდებოდა ერთ ან ორ გვერდიანი სტატიები სადაც ავტორი ყვებოდა თავის თანამშრომლის შვილის შესახებ რომელსაც მუცელზე ცეკვისას რაღაცა გამოსახულებები გამოსდიოდა და მერე ამ გამოსახულებებით რაღაცეებს მკითხაობდა :D თან ირწმუნებოდა რომ ამას კი არ დავბეჭდავდი აქა, ჩემი თვალით რომ არ მენახაო და თან მკითხველებს ეპათIჟებოდა მოდით და ნახეთ რა მაგრა მკითხაობსო .. .რამდენიმე ხნის წინ ეს გაზეტI კიდევ ერთხელ რომ გადავშალე და ისევ ეს ამ გოგოზე აღმოავჩინე სტატია სიცილად არ მეყო, ამჯერად დაქორწინებული და შვილების დედაც კი გამხადარიყო და ავტორი ამის შესახებ გვახარებდა ჩვენ "ერთგულ მკითხველებს". ამის მერე მართალი გითხრა არ გეწყინოს და ერთ რამეს გეტყვი რომ იმხელა სტატიის გაშანშალებადაც არ ღირდა ეგ გაზეთი, ეგ ან არ უნდა იყიდო ან თუ იყიდი წაკითხვის გარდა ყვეალფერში შეგიძლია რომ გამოიყენო :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჟურნალისტური ეთიკა, თუ მაინცდამაინც გინდათ გამოვყოთ.. დღეს სავალალო დღეშია.. ანკი არიან პროფესიონალი ჟურნალისტები? ანკი რას ვითოხვთ ჟურნალისტისგან? იგი წერს იმას რაც გვინდა რომ გავიგოთ, რაც გვაინტერესებს.. ესაა ძირითადად სკანდალური ფაქტები და ინტრიგა... :(

ეთიკას ჯერ -ჯერობით ადგილი ვერ მოუძებნეს....

0

Share this post


Link to post
Share on other sites
jevrie ამის მერე მართალი გითხრა არ გეწყინოს და ერთ რამეს გეტყვი რომ იმხელა სტატიის გაშანშალებადაც არ ღირდა ეგ გაზეთი, :(

სენ თუ გგონია მე მეხალისებოდა ამ სისულელეების კითხვა და მერე ამაზე წერა, ცდები :D უბრალოდ საგამოცდო დავალება იყო და სხვა გზა არ მქონდა :)

აი ასეთ სისულელეებს გვაწერინებენ თსუ-ში :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და ლანძღვა გინების სამაგილითო სტანდარტი რათQმა უნდა რა უნდა იყოს თუ არა გაზეთI "ასავალ-დასავალი " არა? :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა ეტიკა დაიჩემეთ ეს ეთიკა, ეთიკაა ის რითიც ცხოვრობ , ჩიბუხას წინა პოსტს ვეთანხმება, არ შეიძლება ვინმე რამის ჩარჩოში მოაქციო და რაიმე ზღვარი დაუდგინო,

ჩემთვის მიუღებელია რომ ამა თუ იმ ჟურნალისტს უთხრან ამის იქით არ წახვიდე ეს არაეთიკურიაო, თვითონ ჯურნალისტში უნდა იყოს ეს შინაგანად ბუნებიდან გამომრე, თვითონ უნდა საზღვრავდეს რააა ეთიკური და რა არა,

სხვათაშორის გაკიცხულ და ჟურნალისტებიდან მოკვეთილ ასეთ არაეთიკურ ჟურნალისტს რეიტინგი უფრო მაღალი აქვს ვიდრე შეუმჩნებელ და ზოგიერთ ჯიბის ჟურნალისტს

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სხვათაშორის გაკიცხულ და ჟურნალისტებიდან მოკვეთილ ასეთ არაეთიკურ ჟურნალისტს რეიტინგი უფრო მაღალი აქვს ვიდრე შეუმჩნებელ და ზოგიერთ ჯიბის

ესეც სიმართლეა... ხო იცი შენ...

აშკარად ანტირეკლამა მოქმედებს :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და მაინც ვთვლი რომ უნდა არსებობდეს ის რასაც ნებისმიერი ჟურნალისტი უნდა სცემდეს პატივს და ითვალისწინებდეს თავისი მუშაობის დროს, . .. ანუ თქვენ რას მეუბნებით რომ ნებისმიერი ჟურნალისტს აქვს იმის უფლება რომ ტელეკამერის წინ დადგეს და რაც უნდა ის ილაპარაკოს? არა მგონია რაღაც ასე იყოს, არ ვიცი ამს წესი ქვია კანონი ეთიკა თუ ელემენტარული ნამუსი მაგრამ ის აუცილებლად უნდა არსებობდეს. .. :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

:)

და თუ შენ ზრუნავ ვინმეს ეთიკურობაზე თავიდან ანუ სანამ რაიმეს იტყვის შენ უკვე თვილი ამ ჟურნალისტს არაეთიკურად :)

როცა დააღებს პირს და იტყვის მისი პროდიუსერი ჩათვლის რომ არაეტიკურიარიო ეს ჟურნალისტიო და ბუნძღული ჩემი სტუდია ეკრანიდან გადაცემიდანო ეტყვის, ეს თვითონ ჟურნალისტი უნდა აცნობიერებდეს უნდა თუ რას ამბობს და რამდენად ეტიკურია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ერთსადა იგივეზე ვლაპარაკობთ ჩვენ ახლა. .იმაზე რასაც დაუწერელი კანონები მაგრამ მაინც კანონები ქვია. ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0