ჟურნალისტიკა

41 posts in this topic

მოგეხსენებათ, ჟურნალისტიკის უმთავრესი ფუნქცია და მიზანია ახლი ამბების მოძიება-დამუშავება და მათი აუდიტორიისთვის მიწოდება. თანამედროვე მსოფლიო ახალი ინფორმაციის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. თუმცა, ახალი ამბების მოძიება-გავრცელებასთან ერთად, ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა კულუტურულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო სახის მასალების საზოგადოებაში გავრცელება.

კულტურულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო სახის მასალები, თავის თავში აერთიანებენ ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების შესახებ პუბლიკაციებს, აგრეთვე, იმ მასალებს რომლებიც ადამიანის განათლებას , მის ჯანმრთელობას და სპორტს ეხება. აქვე ერთიანდება ე.წ. გასართობი, თავშესაქცევი სახის მასალები და სარეკლამო ხასიათის ცნობები. მათი ურავლესობა, ხშირ შემთხვევაში, არაჟურნალისტის მიერაა შექმნილი., თუმცა, აუდიტორიის ინტერესი და პოპულარობა მათდამი დღითიდღე იზრდება. ამ შემთხვევაში ჟურნალისტის მთავარი ფუნქციაა , სწორად შეარჩიოს მასალა, აუდიტორიის ინტერესებისა და სწრაფვების გათვალისწინებით.

რა არის ჟურნალისტიკის კულტურულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციის მთავარი მიზანი?! – მისი მიზანია საზოგადოებაში ცოდნის ფართო სპექტრის გავრცელება. ამ სახის მასალა, აუდიტორიას ეხმარება სულიერი და მატერიალური კულტურის გაცნობა-შეთვისებაში, დაინტერესებულთ , საჭირო ცნობების მიღებაში , რეკრეაციულ თუ საგანმანათლებლო , ჯანდაცვისა თუ სპორტის დარგებში. ჟურნალისტიკის ამ ფუნქციაში შემავალი რეკლამა-განცხადებები ეხმარება ადამიანს საჭირო ინფორმაციის მოძიებაში , დროის მცირე მონაკვეთში. ფაქტობრივად აძლევს მას გარკვეულ გეზსა და მიმართულებას. ზემოთთქმულთა გათვალისწინებით, ასეთი ხასიათის მასალების ფუნქცია-დანიშნულება შეიძლება განისაზღვროს როგორც კულურულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქცია ჟურნალისტიკისა. მას დიდი როლი ენიჭება, ან სახის ინფორმაცია, აუდიტორიას ამზადებს უფრო ღრმა, სოციალურ-პოლიტიკური შინაარსის მასალის აღქმისთვის. ერთგვარად Fფონს, ხასიათსა და განწყობას ქმნის საზოგადოებაში.

სხვათა შორის, თანამედროვე ქართულმა ჟურნალისტიკამ, კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქცია მემკვიდრეობით მიიღო XIX საუკუნის პრესისგან. მოგეხსენებათ, მკაცრი ცენზურის გამო, XIX საუკუნის ქართული პერიოდული გამოცემები ვერ ახერხებდნენ პოლიტიკური თუ სოციალური სახის მასალების გამოქვეყნებას, ხშირ შემთხვევაში მათ ეს ეკრძალებოდათ კიდეც. იმდროინდელი ქართული ჟურნალ-გაზეთები, “იძულებულნი” იყვნენ ებეჭდათ კულტურულ- საგანმანათლებლო, ისტორიული ხასიათის ინფორმაცია, ძირითადად ქართლი კულტურის ხელოვნებისა და ისტორიის შესახებ. ამდენად, ჟურნალისტიკის კულტურულ-რეკრეაციულ და საგანმანათლებლო ფუნქციას, ქართულ ჟურნალისტიკაში დიდი ტრადიცია აქვს.

0

Share this post

Link to post
Share on other sites

მოკლედ ასე, ვისაუბროთ ჟურნალისიკის ამ ფუბნქციაზე, რამდენადაა საქართველოში ჟურნალისტიკის ეს ფუნქცია სათანადო დონეზე? ხომ არ განიცდის ქართველი აუდიტორია ამ სახის ჟურნალისტური მასალის ნაკლებობას?

კი სალო, მე განვიცდი ასეთი ტიპის მასალის ნაკლებობას.. :) ის კიარადა მივსტირი XIX საუკუნის პუბლიცისტიკას :user: პირველი მიზეზი ალბათ აუდიტორიის მოთხოვნაა, ყველა პოლიტიკის სფეროშია ჩართული... ნორმალური სტატია მენატრება ხოლმე გაზეთებში და ტელევიზიებშიც კულტურულ-ისტორიულ-შემეცნებით გასართობების ნაკლებობას მივსტირი...

აი საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს "ღამის საუბრები" რომელიც ხანდახან თუ შეეხება საინტერესო მასალას (ჩემთვის ყოველშემთხვევაში :(), რა იქნება ხშირი რომ იყოს ასეთი რამ, ოღონდ ეს დოკუმენტური ფილმები ნორმალურად შეარჩიონ, რადგან მანდ ყოველთვის გაგეპარება "შეცდომა"...

0

Share this post

Link to post
Share on other sites

დღეს ჟურნალისტობა მარტო აქციებზე და პარლამენტში სირბილი გონიათ,სამწუხაროდ.ქართულ ჟUრნალისტიკაში განვიცდით კი არა,საერთოდ არ არსებობს ასეთი კულტურულ-საგანმანათლებო ფუნქცია

0

Share this post

Link to post
Share on other sites

10 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ და პირველად მესმის ტერმინი "კულუტურულ-რეკრეაციული ფუნქცია" :blink: :D შენ შემთხვევით GIPA-ს სტუდენტი ხომ არ ხარ? :)

0

Share this post

Link to post
Share on other sites
10 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ და პირველად მესმის ტერმინი "კულუტურულ-რეკრეაციული ფუნქცია"

უკაცრავად და ჟურნალისტიკა მარტო პოლიტიკის სფეროს გაშუქებას არ ნიშნავს ....

არც მარტო სენსაცია და არც მარტოოდენ ყვითელი პრესა არაა ჟურნალისტიკა.. ვინძლო მარტო ძველი თაობის ჟურნალისტმა იცოდეს თავისი პროფესიის დანიშნულება :D

ვიცი, თვითონ ჟურნალისტები ამბობენ ამას... :D

თუმცა რას ვიზამთ, ნათქვამია "რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია"-ო :D

0

Share this post

Link to post
Share on other sites
10 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ და პირველად მესმის ტერმინი "კულუტურულ-რეკრეაციული ფუნქცია" :blink: :D შენ შემთხვევით GIPA-ს სტუდენტი ხომ არ ხარ? :)

პუბლიცისტიკაში თუ მუშაობ? ან თუ იცნობ იმას ვინც მუშაობს? ქართული პუბლიცისტიკა დიდი ხნის მკვდარია, თანაც დაუმარხავი. ამიტომაა ქართულ ჟურნალისტიკას ასეთი, უკაცრავად და მყრალი სუნი რომ უდის

0

Share this post

Link to post
Share on other sites
10 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ და პირველად მესმის ტერმინი "კულუტურულ-რეკრეაციული ფუნქცია" :blink: :D შენ შემთხვევით GIPA-ს სტუდენტი ხომ არ ხარ? :)

მე კი პირცველად ვხედავ ადამიანის რომელიც 10 წელია ჟურნალისტად მუშაობს და არა თუ არ იცის, არც კი გაუგია ჟურნალისტიკის კულტურულ-რეკრეაციული ფუნქცია:)

0

Share this post

Link to post
Share on other sites

მოკლედ, კითხვა მაქ ასეთI: დღევანდელ დღეს რაც საზოგადოებას ნამდვილად სურს, ის იბეჭდება, თუ საზოგადოებას ატენიან ამ სისაძაგლეს (აი ყვითელი პრესა რომ ქვია ის)? :blink:

კულტურა რატომ აღარ აღელვებთ? :huh:

0

Share this post

Link to post
Share on other sites
აი ყვითელი პრესა რომ ქვია ის)?

ყვითელი პრესა დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე ყველაზე პოპულარულია.ამიტომ მოთხოვნა მასზე ძალიან დიდია.ხსაზოგადოებას მართლაც აინტერესებს ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება და სკალდალები,შესაბამისად რაზეც მოთხოვნაა ბაზარიც იმას გაწოდებს

0

Share this post

Link to post
Share on other sites
მოკლედ, კითხვა მაქ ასეთI: დღევანდელ დღეს რაც საზოგადოებას ნამდვილად სურს, ის იბეჭდება, თუ საზოგადოებას ატენიან ამ სისაძაგლეს (აი ყვითელი პრესა რომ ქვია ის)? :blink:

კულტურა რატომ აღარ აღელვებთ? :huh:

ქეთი , მართალია გადაყვითლდა ქართული პრესა და მას, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მკითხელი ჰყავს , მაგრამ მთლად ასე ცუდადაც არაა საქმე... არის რამდენმე პერიოდული გამოცემა რომელიც არ ბეჭდავს ყვითელ მასალას, და ნუ სრულად თუ არა ნაწილოვბრივ მაინც აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნა-მოთხოვნილებებს... ... მართალია არც მაინცდამაინც ბევრი მკითხველი ჰყავთ , მაგრამ რა ვიზამთ...

ასეთი სასიამოვნო გამონაკლისია

"ცხელი შოკოლადი" თავისი ორი დამატეტებით (ლიტერატურული და კინო)

ასევე " ანაბეჭდი" და "ამარტა", რომელშიც ძირითადად ფოტოხელოვნებაზე იწერება,,,

"ლიტერატურული პალიტრა"

"ჩვენი მწერლობა" და ა.შ

მოკლედ არც ისე ცუდადაა საქმე... კარგი ჟურნალები გვაქვს.... მთავარია ბევრი მკითხველი :)

Edited by jevrie
0

Share this post

Link to post
Share on other sites

დაიხვეწება ქართული ჟურნალისტიკა, უბრალოდ ყველაფერს დრო უნდა, ფიქრობ ამ ბოლო 2 წელიწადში სერიოზულად აიწია პროფესიონალიზმმა. წერა ყველას შეუძლია, მთავარია ჟურნალისტი პოლიტიკურად უნდა აზროვნებდეს და პოლიტიკოსზე არანაკლებ უნდა ერკვევოდეს პოლიტიკით. წლები ვიმუშავე ამ სფეროში და ხშირად ვხედავდი ისეთ გოგოებს, რომელსაც ჟურნალისტიკა ნამცხვრის ცხობა ეგონათ. თუ ერკვევი პოლიტიკაში და ყველა ინფორმაციას აანალიზებ მაშინ შეიძლება ანალიტიკური უნარი გამოიმუშავო და საზოგადოებას საინტერესო სიუჟეტები შესთავაზო.

0

Share this post

Link to post
Share on other sites
პუბლიცისტიკაში თუ მუშაობ? ან თუ იცნობ იმას ვინც მუშაობს? ქართული პუბლიცისტიკა დიდი ხნის მკვდარია, თანაც დაუმარხავი. ამიტომაა ქართულ ჟურნალისტიკას ასეთი, უკაცრავად და მყრალი სუნი რომ უდის

მომიტევე, რომ მხოლოდ ახლა გპასუხობ :) უამრავ ჟურნალისტს ვიცნობ, მათ შორის პუბლიცისტს და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მედია სივრცეა შეზღუდული და არა თავად ჟურნალისტები. ჩანს, შენ ნაკლებად იცნობ და, მით უმეტეს, წაგიკითხავს ია ანთაძის, გოგი გვახარიას, დავით ბუხრიკიძის, ირაკლი ტაბლიაშვილის, ლადარიას და ა.შ. და ა.შ. ავტორების წერილები. ასე რომ, არ ღირს უტრირება და გადამეტებული კრიტიკა იმის თაობაზე, სად რა ყარს :)

0

Share this post

Link to post
Share on other sites
მე კი პირცველად ვხედავ ადამიანის რომელიც 10 წელია ჟურნალისტად მუშაობს და არა თუ არ იცის, არც კი გაუგია ჟურნალისტიკის კულტურულ-რეკრეაციული ფუნქცია:)

ამ სფეროში ვმუშაობდი, ვმუშაობ და, ალბათ, კიდევ დიდი ხანი ვიმუშავებ, რადგან საბედნიეროდ მოთხოვნა არის :) ჩემს გარდა ეს ტერმინი სხვა ჟურნალისტებსაც არ გაუგიათ. ეს არაფერს ნიშნავს. ისე, უბრალოდ დავაფიქსირე. ესეც არაფერზე მეტყველებს, მაგრამ მაინც ჩამოგითვლი სად მიმუშავია ასეთ არაკომპეტენტურ "ჟურნალისტს" :)

2008 – აპრ. / აგვ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი ”რეზიუმე” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი:

თანამდებობა საზოგადოების განყოფილების რედაქტორი

2007 – თებ. / ოქტ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”აფხაზია. ინფო” - თბილისი, საქართველო.

თანამდებობა პროექტ-მენეჯერი

2007 – თებ. / ოქტ. გაზეთი ”24 საათი - აფხაზეთი” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.24saati.ge

თანამდებობა პოლიტიკური მიმოხილველი

2005 – 2007 საკონსულტაციო მომსახურების კომპანია ”ეისითი ფიარი” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.actpr.ge

თანამდებობა უმცროსი კონსულტანტი / მედია-მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი

2004 – 2005 სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.rustavi2.com

თანამდებობა შტატგარეშე ჟურნალისტი

2003 – მარ. / ოქტ. სამაუწყებლო კომპანია ”იმედი” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.imedi.ge

თანამდებობა შტატიანი ჟურნალისტი

2002 – 2004 გაზეთი ”მთავარი გაზეთი” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.mtavarigazeti.ge

თანამდებობა შტატიანი კორესპონდენტი, კინომიმოხილველი

სრული ჩამონათვალი არ მომყავს. არაკომპეტენტურობის საჩვენებლად ესეც კი კმარა :)

0

Share this post

Link to post
Share on other sites
ჩემს გარდა ეს ტერმინი სხვა ჟურნალისტებსაც არ გაუგიათ. ეს არაფერს ნიშნავს.

1) ჩემს გარდა არა, ჩემ გარდა : )

2) ძალიან ცუდია , რომ ჟურნალისტებს ეს ტერმინი არ გაუგიათ, ძალიან ცუდი : ) თუმცა ეს მათი პრობლემაა :)

Edited by jevrie
0

Share this post

Link to post
Share on other sites
2008 – აპრ. / აგვ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი ”რეზიუმე” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი:

თანამდებობა საზოგადოების განყოფილების რედაქტორი

2007 – თებ. / ოქტ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”აფხაზია. ინფო” - თბილისი, საქართველო.

თანამდებობა პროექტ-მენეჯერი

2007 – თებ. / ოქტ. გაზეთი ”24 საათი - აფხაზეთი” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.24saati.ge

თანამდებობა პოლიტიკური მიმოხილველი

2005 – 2007 საკონსულტაციო მომსახურების კომპანია ”ეისითი ფიარი” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.actpr.ge

თანამდებობა უმცროსი კონსულტანტი / მედია-მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი

2004 – 2005 სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.rustavi2.com

თანამდებობა შტატგარეშე ჟურნალისტი

2003 – მარ. / ოქტ. სამაუწყებლო კომპანია ”იმედი” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.imedi.ge

თანამდებობა შტატიანი ჟურნალისტი

2002 – 2004 გაზეთი ”მთავარი გაზეთი” - თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: www.mtavarigazeti.ge

თანამდებობა შტატიანი კორესპონდენტი, კინომიმოხილველი

ჰო, აი ამაზე რა უნდა მოგწერო , წარმოდგენა არ მაქვს : ) საერთოდ არც ვიცი რა საჭირო იყო , ან თემასთან რა კავშირი ჰქონდა : )

უცნაურია :lol:

Edited by jevrie
0

Share this post

Link to post
Share on other sites
1) ჩემს გარდა არა, ჩემ გარდა : )

შენ კორექტორად ხომ არ მუშაობ ან მუშაობდი? მოდერატორს თუ სურს, შეუძლია ჩემი პოსტის რედაქტირება და შენ კიდევ, თუ ძმა ხარ, საკუთარ პოსტებში დასმულ შეცდომებს მიხედე.

0

Share this post

Link to post
Share on other sites
ქეთი , მართალია გადაყვითლდა ქართული პრესა და მას, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მკითხელი ჰყავს , მაგრამ მთლად ასე ცუდადაც არაა საქმე... არის რამდენმე პერიოდული გამოცემა რომელიც არ ბეჭდავს ყვითელ მასალას, და ნუ სრულად თუ არა ნაწილოვბრივ მაინც აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნა-მოთხოვნილებებს... ... მართალია არც მაინცდამაინც ბევრი მკითხველი ჰყავთ , მაგრამ რა ვიზამთ...

ასეთი სასიამოვნო გამონაკლისია

"ცხელი შოკოლადი" თავისი ორი დამატეტებით (ლიტერატურული და კინო)

ასევე " ანაბეჭდი" და "ამარტა", რომელშიც ძირითადად ფოტოხელოვნებაზე იწერება,,,

"ლიტერატურული პალიტრა"

"ჩვენი მწერლობა" და ა.შ

მოკლედ არც ისე ცუდადაა საქმე... კარგი ჟურნალები გვაქვს.... მთავარია ბევრი მკითხველი :)

ასე რომ, გენაცვალე, სხვის კრიტიკას მოერიდე და მართლწერას მიხედე. მით უმეტეს, რომ უამრავ გრამატიკულ და სტილისტიკურ შეცდომას უშვებ. :)

Edited by KALATOZIK
0

Share this post

Link to post
Share on other sites
შენ კორექტორად ხომ არ მუშაობ ან მუშაობდი? მოდერატორს თუ სურს, შეუძლია ჩემი პოსტის რედაქტირება და შენ კიდევ, თუ ძმა ხარ, საკუთარ პოსტებში დასმულ შეცდომებს მიხედე.

სულ ესაა, რისი თქმაც გინდოდა? :D

ჟურნალისტიკის კულტურულ-რეკრეაციულ ფუნქციაზე ხომ არ გვესაუბრა? :D :03: :მაზოლ: :ნუქართულადკოჟრი: :03:

0

Share this post

Link to post
Share on other sites
ასე რომ, გენაცვალე, სხვის კრიტიკას მოერიდე და მართლწერას მიხედე. მით უმეტეს, რომ უამრავ გრამატიკულ და სტილისტიკურ შეცდომას უშვებ. :)

ისე საინტერესო იქნებოდა ხაზგასმული სიტყვების შენეული ვარიანტი , ჰო, ალბათ მართალი ხარ, რამდენიმე კი არა რამოდენიმე უნდა დამეწერა არა? :lol: :03: :03: "რამდენი"- "რამოდენიმე" :03: უჰ , კარგად ვიცინე :) დანარჩენი კორექტურაა, უბრალოდ მექანიკური შეცდომა, ბეჭდვისას.

შენგან განსხვავებით, ჯანსაღ კრიტიკასა და შინიშვნას სიამოვნებით მივიღებ :) როცა რაღაც არ იცი, არ უნდა გაბრაზდე, ჩემო კარგო , წაიკითხავ ისწავლი, რა მოხდა მერე : )

Edited by jevrie
0

Share this post

Link to post
Share on other sites

მე არ ვბრაზობ, მე ვხალისობ :) და რაც შეეხება კულტურულ-რეკრეაციულ ფუნქციას, მიდი, ამოქაჩე თემა. მე, როგორც უკვე გითხარი, ამის შესახებ არაფერი მსმენია.

0

Share this post

Link to post
Share on other sites
მე არ ვბრაზობ, მე ვხალისობ :) და რაც შეეხება კულტურულ-რეკრეაციულ ფუნქციას, მიდი, ამოქაჩე თემა. მე, როგორც უკვე გითხარი, ამის შესახებ არაფერი მსმენია.

აი ეს უკვე მომწონს :)

რაც შეეხება თემას, პირველივე პოსტში წერია განმარტება , ჰოდა გადაიკითხე :)

0

Share this post

Link to post
Share on other sites
ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა კულუტურულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო სახის მასალების საზოგადოებაში გავრცელება.

ეს თუ არაა (გაზეთის) ჟურნალისტის მნიშვნელოვანი საქმე, მაშ რა ყოფილა? ე.წ. ელიტ კასტის წევრებისგან ხოხმა ინტერვიუების აღება და სკანდალები? :lol:

მე მსიამოვნებს ნორმალური ესსეებისა და პუბლიცისტური სტატიების, ნორმალური კრიტიკული წერილების კითხვა.. ადრე თითქოს მხვდებოდა, ეხლა მე პირადად ვერ ვპოულობ გაზეთებში :15:

0

Share this post

Link to post
Share on other sites

გააშუქე მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე

0

Share this post

Link to post
Share on other sites

მიეცი ხალხს საშვალება იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება

0

Share this post

Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting