Перейти к содержимому


ენა და დამწერლობა


გამოხმაურებები თემაში: 39

#1 OFFLINE   PUSKU

    ☼ sunny ☼

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3668 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:გურჯისტან
მოდით დავიწყოთ ქართული დამწერლობიდან და შემდეგ მივყვეთ სხვა ერების დამწერლობას ... მგონი საინტერესო უნდა იყოს სხვადასხვა ერების დამწერლობისა და ენის მიმოხილვა...

მსოფლიოში უამრავი ენა არსებობს, მაგრამ დამწერლობა კი მხოლოდ 14-ია; სხვადასხვა ენები ამ დამწერლობებს იყენებენ. ქართული დამწერლობა ერთ-ერთია ამ თოთხმეტიდან და მას მხოლოდ ჩვენ, ქართველები ვიყენებთ.

ჩვენი წინაპრები ქართულად ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. მე-5 საუკუნეში წერდნენ. მოგვიანებით, ქართლის მეფემ ფარნავაზმა ქართული ენა სახელმწიფო ენად ჰყო და ქართულმა დამწერლობამაც ამ პერიოდში უფრო სრულყოფილი სახე მიიღო.

დროთა განმავლობაში ქართული დამწერლობა იხვეწებოდა, ფორმას იცვლიდა, ახალ ნიშნებს იძენდა. დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს სამგვარი ქართული დამწერლობა: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. თავდაპირველად ქართველები ასომთავრულ დამწერლობას იყენებდნენ, მისი განვითარების შედეგად კი წარმოიშვა ნუსხა-ხუცური დამწერლობა, რომელსაც ღვთისმსახურებაში ხმარობდნენ. საეკლესიო წიგნები დღესაც ხუცური დამწერლობითაა ჩაწერილი. ამ დამწერლობის დასახელება მომდინარეობს სიტყვიდან „ხუცესი“, რაც მღვდელს, ღვთისმსახურს ნიშნავს. ნუსხა-ხუცური დამწერლობიდან განვითარდა მხედრული დამწერლობა, მას საერო დანიშნულება ჰქონდა. მართალია, ეს სამი დამწერლობა ერთმანეთისაგან განვითარდა, ისინი არ მივიწყებულა, ერთდროულად გამოიყენებოდა. ასომთავრულით იწყებდნენ აბზაცებს, წინადადებებს ხუცურ წიგნებში, ასომთავრულითვე წერდნენ წარწერებს ფრესკებზე. თუ თქვენ კარგად შეისწავლით ასომთავრულ დამწერლობას, შეძლებთ წაიკითხოთ, ვინ არიან გამოხატული ხატებსა და ფრესკებზე. რაც შეეხება მხედრულს, მას ხმარობდნენ წერილების მისაწერად, სამეფო ბრძანებების დასაწერად, ლიტერატურული ნაწარმოებებისა თუ მატეანეების ჩასაწერად და ა.შ. დღეს ჩვენც სწორედ მხედრულ დამწერლობას ვიყენებთ.

თანამედროვე ქართულში 33 ასო-ბგერაა. ძველად კი 38 იყო, შემდგომში, ენის რეფორმის დროს, ხუთი ასო ამოიღეს - ეს ასოებია: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ, რომლებიც თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. თუმცა თქვენ მათ შეხვდებით ლოცვების წიგნებში, რადგან ლოცვები ძველ ქართულ ენაზეა შედგენილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძველად არ იყენებდნენ ისეთ ციფრებს, როგორსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ. თქვენ ალბათ იცით, რომ ის ციფრები, რომლებსაც დღეს ვხმარობთ, არაბული წარმოშობისაა, ისინი არაბებმა მოიგონეს, შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ გადაიღო მათგან. მანამდე კი, სანამ ისინი არ იყო, ციფრების აღსანიშნავად გამოიყენებოდა თვითონ ასოები. ყველა ასო რაღაც ციფრს აღნიშნავდა. მაგალითად, ა აღნიშნავდა 1-ს, ბ - 2-ს და ა.შ.

ქვემოთ მოგვყავს ქართული დამწერლობის ნიმუშები* თავისი რიცხვითი მნიშვნელობებით (ასევე, შესაბამისი ლათინური ასოებით). იმედი გვაქვს, თქვენ კარგად დაისწავლით სამივე დამწერლობას, რადგან ქართული ანბანი ერის განძია და ის ბავშვობიდანვე ყველა ქართველმა უნდა იცოდეს.

Posted Image

ცხრილის თავში მოცემული ციფრებით აღნიშნულია:

1 - ასომთავრული ასოები
2 - ნუსხა-ხუცური ასოები
3 - მხედრული ასოები
4 - ლათინური ასოები
5 - რიცხვითი მნიშვნელობები


ახლა კი თქვენთვის დამითმია და ერთად განვაგრძოთ წერა :)
............(¯`'•.
..............(¯'•(¯'•............_/)/)
...............(¯'•.(¯'•.......((.....((
................(¯`'•(¯'•...((.)..(. ‘ /)
.................(¯`'•.(¯'((.)....|\_/
.....,,,~”¯¯¯`'¯(_¸´(_.)......|
...(((./...........................)__
..((((.\......),,...........(...../__`\
..))))..\ . .//...¯¯¯¯¯¯¯' \.../... / /
.(((...../ .// .............. | ./.....\/
.))).....| ||.................| |...........♥♥♥
((........) \\.................) \...........\|/
.^^^^.""'"'.^^^^^^^..""".^^^^.""""

#2 OFFLINE   chibukha

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2850 წერილები:
  • სქესი:კაცი

Quote

ჩვენი წინაპრები ქართულად ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. მე-5 საუკუნეში წერდნენ
საიდან ეგეთი დასკვნა?

Quote

თანამედროვე ქართულში 33 ასო-ბგერაა. ძველად კი 38 იყო, შემდგომში, ენის რეფორმის დროს, ხუთი ასო ამოიღეს - ეს ასოებია: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ, რომლებიც თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება
ძაანაც კარგად იყენებდნენ, მაგრამ "ჭკვიანებმა" გაამარტივეს ენა. ამის გამო ქართულმა ენამ ბევრი დაკარგა (ლექსიკის თვალსაზრისით). აღვიდგენთ, რო?
რუსეთის პედერაცია უნდა დაინგრეს

#3 OFFLINE   PUSKU

    ☼ sunny ☼

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3668 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:გურჯისტან

View Postchibukha, on Feb 21 2008, 06:48 PM, said:

საიდან ეგეთი დასკვნა?

ძაანაც კარგად იყენებდნენ, მაგრამ "ჭკვიანებმა" გაამარტივეს ენა. ამის გამო ქართულმა ენამ ბევრი დაკარგა (ლექსიკის თვალსაზრისით). აღვიდგენთ, რო?

ამას დასკვნას იმდენად არ დავარქმევდი როგორც ვარაუდს! :)

აღდგენა ნაკლებად შესაძლებელია,იქიდან გამომდინარე რომ კიდევ უფრო მეტს ვკარგავთ ვიდრე ....
............(¯`'•.
..............(¯'•(¯'•............_/)/)
...............(¯'•.(¯'•.......((.....((
................(¯`'•(¯'•...((.)..(. ‘ /)
.................(¯`'•.(¯'((.)....|\_/
.....,,,~”¯¯¯`'¯(_¸´(_.)......|
...(((./...........................)__
..((((.\......),,...........(...../__`\
..))))..\ . .//...¯¯¯¯¯¯¯' \.../... / /
.(((...../ .// .............. | ./.....\/
.))).....| ||.................| |...........♥♥♥
((........) \\.................) \...........\|/
.^^^^.""'"'.^^^^^^^..""".^^^^.""""

#4 OFFLINE   brother of fate

    Golden One

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3329 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:Temple of Lahkesis
შეკითხვა: რამდენი სიტყვაა ქართულ ენაში დღესდღეისობით
you and me it's animal attraction..........it could be so dirty that it ain't right

#5 OFFLINE   PUSKU

    ☼ sunny ☼

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3668 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:გურჯისტან
არამგონია ეგ გადაჭრით რომელიმე ენათმეცნიერს გამოეკვლიოს ამჟამად,რადგან ქართულში დღესღეისობით იმდენი ნასესხები ,შემოტანილი და ახლად შექმნილი სიტყვაა,რომ ცოტა დრო არ დასჭირდება მაგის ჩამოწერას.
............(¯`'•.
..............(¯'•(¯'•............_/)/)
...............(¯'•.(¯'•.......((.....((
................(¯`'•(¯'•...((.)..(. ‘ /)
.................(¯`'•.(¯'((.)....|\_/
.....,,,~”¯¯¯`'¯(_¸´(_.)......|
...(((./...........................)__
..((((.\......),,...........(...../__`\
..))))..\ . .//...¯¯¯¯¯¯¯' \.../... / /
.(((...../ .// .............. | ./.....\/
.))).....| ||.................| |...........♥♥♥
((........) \\.................) \...........\|/
.^^^^.""'"'.^^^^^^^..""".^^^^.""""

#6 OFFLINE   kevana

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7064 წერილები:
ქართულის პარალელურად რომელ დამწერლობას დავუთმოთ ყურადღება ნინ?
მე ახლა მაგალითად ლუვიურ იეროგლიფებზე მაქვს თემა და ... :user: მივჩხრიკ-მოვჩხრიკე რაღაცეები :) საინტერესო რამეს მივაგენ...

პ.ს. ქართულზე ის მახსენდება ახლა, რომ არსებობს რამოდენიმე მოსაზრება ქართული დამწერლობის შექმნასთან დაკავშირებით. უდაოა, რომ ქართველთა წინაპრებს ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა, მაგრამ ნიმუშები არ არის აღმოჩენილი.
გამიუქმეთ ექაუნტი პოსტების შენარჩუნების ფუნქციით, ვიცი რომ ეს შესაძლებელია

#7 OFFLINE   PUSKU

    ☼ sunny ☼

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3668 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:გურჯისტან

View Postkevana, on Feb 22 2008, 12:51 AM, said:

ქართულის პარალელურად რომელ დამწერლობას დავუთმოთ ყურადღება ნინ?
მე ახლა მაგალითად ლუვიურ იეროგლიფებზე მაქვს თემა და ... :user: მივჩხრიკ-მოვჩხრიკე რაღაცეები :) საინტერესო რამეს მივაგენ...

პ.ს. ქართულზე ის მახსენდება ახლა, რომ არსებობს რამოდენიმე მოსაზრება ქართული დამწერლობის შექმნასთან დაკავშირებით. უდაოა, რომ ქართველთა წინაპრებს ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა, მაგრამ ნიმუშები არ არის აღმოჩენილი.

კარგი იქნებოდა ჯერ მთლიანად ქართული ენის დამწერლობა ამოგვეწურა,ან იბერიულ-კავკასიურ ჯგუფში შემავალ ენათა დამწერლობა.. აფხაზურზე გავაგრძელებდი მე მაგალითად,ცოტა მოგვიანებით,მაგრამ არაუშავს... შეგიძლია შენ დაწერო რაც მოგეპოვება :)
............(¯`'•.
..............(¯'•(¯'•............_/)/)
...............(¯'•.(¯'•.......((.....((
................(¯`'•(¯'•...((.)..(. ‘ /)
.................(¯`'•.(¯'((.)....|\_/
.....,,,~”¯¯¯`'¯(_¸´(_.)......|
...(((./...........................)__
..((((.\......),,...........(...../__`\
..))))..\ . .//...¯¯¯¯¯¯¯' \.../... / /
.(((...../ .// .............. | ./.....\/
.))).....| ||.................| |...........♥♥♥
((........) \\.................) \...........\|/
.^^^^.""'"'.^^^^^^^..""".^^^^.""""

#8 OFFLINE   CHE GUEVARA

    COMANDANTE CHE

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6894 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:არგენტინის გაუვალი ტყე
  • ინტერესები:ზელანდიური ჰაკა:D
http://www.files.ge/file/200590/Solar-Syst...r-v1-0-BY--WWW-
გადმოწერეთ მაგარია ძაააააააან მაგარი ულამაზესია

#9 OFFLINE   pikuna

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 384 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:japan...
  • ინტერესები:.....uintereso.........about everything........
კაცობრიობის ისტ-ში პირველი ანბანური დამწერლობა შექმნეს ფინიკიელებმა.დაახლოებით XIV-XVს-ში. ფინიკიური ანბანი შედგებოდა 22 ასო-ნიშნისაგან,მხოლოდ თანხმოვნებისაგან. ..წერდნენ მარჯვნიდან მარცხნივ...........ანბანის შემქმნელად ითვლება ვინმე - პ ა ლ ა მ ი დ ე..........დაახლოებით X-XI ს-ში ფინიკიური ანბანისაგან წარმოიშვა 2 ახალი დამწერლობა (განშტოება)......1)არქაული ბერძნული.... და 2) სემურ-არამეული. პირველმა სათავე დაუდო დასავლურ ანბანებს............მეორემ- აღმოსავლურს .......ძვ.წ 403 წელს არქაული ბერძნულისაგან შეიქმნა კლასიკური ბერძნული დამწერლობა,რომელშიც თანხმოვნების გარდა შეიტანეს ხმოვნებიც........ბერძნებმა შეცვალეს წერის მიმართულებაც- მარცხნიდან - მარჯვნივ. ..............(ეს ზოგადად დამწერლობის მიმოხილვა)...........
.......დედამიწას სიყვარული ატრიალებს , დომენიკო!.......

#10 OFFLINE   Amazon

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2076 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:hell
ძალიან საინტერესო თემაა. :)

შეიძლება ვერ ვაცნობიერებდეთ,მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ენით აგებულ სამყაროში.
ენას აქვს ორი ფუნქცია :საკომუნიკაციო და ესქპრესიული.

ოფიციალური მონაცემებით 6 000 მდე ენა არსებობს,თანამედროვე მონაცემებით 10 000.
დამწერლობა მხოლოდ ას ენას აქვს.
ყველაზე "დიდი" ანუ გავრცელებული ენებია:ჩინური,ინგლისური,ჰინდი და მასთან მდგომი ურდუ,ესპანური,რუსული,ბენგალური,ინდონეზიური,არაბული,პორტუგალიური,იაპონური,გერმანული,ფრანგული.
ჩამოთვლილ ენებზე კაცობრიობის ორი მესამედი ლაპარაკობს.ენათა ერთი ნაწილი სახელმწიფო,ოფიციაულური ენაა;ენათა მნიშვნელოვანი ნაწილი კი მხოლოდ საოჯახო სამეტყველო ენას წარმოადგენს.
მსოფლიოში არის ისეთი ენებიც,რომლებზედაც არა მარტო რამდენიმე ასეული,არამედ მხოლოდ ერთი ასეული კაცი მეტყველებს.მაგალითად,ლატვიაში დაახლოებით 130 კაცი ლაპარაკობს ლივურ ენაზე.დღეს საერთაშორისო ურთიერთობის ენის ფუნქცია ინგლისურ ენას აქვს მოპოვებული,რაც,უდავოდ,მსოფლიოში აშშ-ს პოლიტიკური,ეკონომიკური დაწინაურების შედეგია.მეთვრამეტე საუკუნეში ასეთი ენის ფუნქცია ფრანგულს ეკისრებოდა.


ერთი საინტერესო თემით დავიწყებ,იმედია თქვენც ჩამერთვებით.

განვიხილოთ ენის წარმოშობის საკითხი.
პირველ რიგში დავსვათ კითხვა:ენა წარმოიშვა თუ შეიქმნა?
ჰუმბოლტი თვლიდა,რომ ენა არ შეიძლებოდა წარმოშობილიყო ნაწილ-ნაწილ,ენა ადამიანს მიეცა მზა ფორმით.

გამოხმაურება რედაქტირებულია Amazon: 23 April 2010 - 12:53

დადებული სურათი

#11 OFFLINE   Amazon

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2076 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:hell
ენის წარმოშობის საკითხი


სწორედ ენის მნიშვნელობისაგან გამომდინარეობს ის,რომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მსოფლმხედველობითი ტრადიციები ენას სამყაროს პირველსაწყისად მიიჩნევენ და მას ზებუნებრივ წარმომავლობას მიაწერენ.
ბიბლიაში,რომელიც თავდაპირველად ძველ ებრაელთა რწმენას ასახავდა,ნათქვამია,რომ ადამმა დედამიწაზე მცხოვრებ არსებებს სახელები ღვთის კარნახით დაარქვა;ძველი ინდოეთში გავრცელებული რწმენის მიხედვით,მეტყველება ღმერთმა გამოიგონა.ბაბილონის გოდოლოს ბიბლიურ თქმულებაში მოცემულია ენის შესახებ იმდროინდელი შეხედულებები და იმის ახსნა,თუ რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ერთმანეთისათვის გაუგებარ,განსხვავებულ ენებზე და რამ შექმნა ენათა მრავალფეროვნება.
ენის წარმოშობით დაინეტერესებულნი იყვნენ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებამდე მრავალი საუკუნით ადრე,ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში,აგრეთვე აღმოსავლეთის ქვეყნებში,ახალ საუკუნეებში მეტყველების წარმოშობისადმი ყურადღება არ შენელებულა მეცხრამეტე საუკუნებამდე.

ჰეროდოტე,თავის მხრივ გვაწვდის ცნობას ეგვიპტის ფარაონის შესახებ,რომელმაც ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა მსოფლიოში პირველი,საწყისი ენის გამოსარკვევად.მან ყველასაგან იზოლირებულად გაზარდა ორი ბავშვი,და შემდეგ მათ მიერ პირველი წარმოთქმული სიტყვის მიხედვით დაასკვნა რომ პირველი ენა იყო ფრიგიული.

"ეგვიპტელები კი უწინ, ვიდრე ფსამეტიქოსი იმეფებდა მათზე, თავს მიიჩნევდნენ წარმოშობით პირველებად ყველა ადამიანთა შორის. ხოლო მას მერე, რაც ფსამექტიქოსი გამეფდა, მან მოინდომა გაეგო, თუ ვინ არის წარმოშობით პირველი და ამის მერე გაიგეს, რომ ფრიგიელები მათზე ადრინდელები არიან, ხოლო თვითონ - სხვა დანარჩენებზე უფრო ადრინდელები. ხოლო ფსამეტიქოსმა, რადგანაც ვერასგზით ვერ შეიძლო იმის გამოკვლევა, თუ ვინ არის ადამიანთა შორის წარმოშობით პირველი, ასეთ ხერხს მიმართაა: უბრალო ადამიანების ორი ახალშობილი ბავშვი მწყემსს გადასცა გასაზრდელად ფარაში, რომ გაეზარდა შემდეგნაირად: მან ბრძანა, რომ ბავშვების თანდასწრებით არავის არ უნდა ელაპარაკა არც ერთ ენაზე, ისინი თავის ანაბარა უნდა ყოფილიყვნენ ცარიელ ქოხში და განსზღვრულ დროს მწყემსს უნდა მოერეკა მათთან თხები, გამოეკვება ისინი რძით და სხვა მათთვის საჭირო რამეები გაეკეთბინა. ეს გააკეთა და ბრძანა ფსამეტიქოსმა იმიტომ, რომ უნდოდა მოესმინა, რა ენაზე დაილაპარაკებდნენ ბავშვები პირველად, მას მერე, რაც თავს დაანებებდნენ უაზრო ტიტინს. ყოველივე ეს ასეც გაკეთდა. ორი წელი გავიდა (ამ ხნის განმავლობაში მწყემსი ასე იქცეოდა) და როდესაც მან გააღო კარები და შევიდ ქოხში, ორივე ბავშვი მის წინ დაეცა, უწვდიდნენ ხელებს და იძახოდნენ ”ბეკოს”. პირველად რომ მოისმინა ეს, მწყემსი მშვიდად იყო, ხოლო როდესაც ბევრჯერ გაიგონა ეს სიტყვა ბავშვების მოსავლელად რომ მიდიოდა ხოლმე, მაშინ შეატყობინა ეს თავის ბატონს და მისი ბრძანების თანახმად წაუყვანა მას ბავშვები. როდესაც თვიტონ ფსამეტიქოსმა მოისმინა ეს სიტყვა, დაიწყო გამოკვლევა, თუ ხალხთა შორის ვინ რას უწოდებს ”ბეკოსს”, იკვლია და აღმოაჩინა, რომ ფრიგიელები უწოდებენ ასე პურს. აი ამნაირი საქმის შემდეგ გაარკვიეს საკითხი ეგვიპტელებმა და დაუთმეს ფრიგიელებს უფროსობა. ეს რომ ასე მოხდა, ამის შესახებ მოვისმინე ჰეფაჲსტოსის ტაძრის ქურუმთაგან, რომელიც არის მემფისში. ელინები კი მოგვითხრობენ სხვა მრავალ სისულელესთან ერთად იმასაც, თითქოს ფსამეტიქოსმა ენები დააჭრა რამდენიმე ქალს და მათ მიაბრა ბავშვები გასაზრდელად."

არაერთხელ უცდიათ კაცობრიობის უძველესი ენის სტატუსი რომელიმე ცოცხალი ენისათვის მიენიჭებინათ.ქრისტიანულ ევროპაში ებრაულს,როგორც ძველი აღთქმის ენის,სტატუსმა განაპირობა საუკუნეების მანძილზე მისი აღიარება იმ ენად,რომელზედაც ღმერთი ადამს მიმართავდა,ე.ი. კაცობრიობის ენათა წინაპრად ეს შეხედულება გარვეულ წრეებში მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებამდე იყო გაბატონებული,მაგრამ შემდეგ მას დაუპირისპირდა ენის ცვალებადობის და გარდაქმნის უნივერსალური პრინციპი,რაც ენის მეცნიერული შესწავლის შედეგად იქნა დადგენილი.

ენის წარმოშობა წარმოადგენს ენათმეცნიერების ერთ-ერთ ძირითად თეორიულ საკითხთაგანს,მაგრამ ამ საკითხის გადაჭრა დამოკიდებულია მეორე,უფრო ზოგადი,ადამიანის წარმოშობის საკითხის გადაწყვეტაზე.

როდესაც მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა თეორია,რომ სახელმწიფო ადამიანთა შეთანხმების შედეგად შეიქმნა,იმავე საფუძველზე დაიწყეს ენის წარმოშობის ახსნაც.


გავარკვიოთ ენის წარმოშობის საკითხი,ეს ნიშნავს გამოვავლინოთ ის პირობები,რომლებშიც შეიძლებოდა გაჩენილიყო ენა,რომლებშიც ადამიანს შეეძლო ლაპარაკის დაწყება.
ადამიანის ბუნებრივი ბგერითი ენა ასაკობრივად ჰომო საპიენსის თანატოლი უნდა იყოს და,ამდენად,წერითი ენის უძველესი ნიმუშები,რომლებიც სულ რაღაც ხუთი-ექვსი ათასწლეულის წინათ არის შექმენილი,შეუძლებელია ასახავდეს ადამიანის ენის წარმოშობისა და განვითარების ეტაპებს.

ზოგიერთი მეცნიერი მეტყველების ჩანასახებს ხედავდა ცხოველთა ხმების იმიტაციაში ან ადამიანის სიხარულია თუ წუხილის გამომხატველ შეძახილებში.

ენის წარმოშობის თეორიები ბევრია,ძირითადი პრინციპების მიხედვით,რომელიც მათ საფუძვლად დაუდეს,ეს თეორიები შესაძლებელია ორ ჯგუფად დავყოთ:ინდივიდუალისტური თეორიები და სოციაულური თეორიები.

ტიპობრივ ინდივიდუალისტურ თეორიებს წარმოადგენს ხმისმიბაძვითი თოერია და წამოძახილების (შორისდებულთა).


ხმისმიბაძვითი თეორია ვარაუდობს,რომ პირველი სიტყვები ხმისმიბაძვითი იყო;საგანს სახელი ერქმეოდა იმის მიხედვით,თუ რა ხმას გამოსცემდა იგი,ხოლო შორისდებულთა თეორია პირველ სიტყვებად თვლის უნებლიე წამოძახილებს,ამ წამოძახილებს უნდა გაეკვლიათ გზა დანარჩენი სტიყვების შექმნისთვის.

მიუხედავად განსხვავებისა,ამ ორ თეორიას საერთო პრინციპი უდევს საფუძვლად,როგორც ერთის,ისე მეორეს მიხედვით,სიტყვებს ცალკეული პირები ქმნიან.

ვარაუდობდნენ,რომ ენა შეიქმნა ბგერითი მეტყველების სახით,პირველად იყო ბგერითი ენა,თუმცა ჩვენ არ მოგვეპოვება ფაქტები იმის დასამტკიცებლად,ბგერითი ენა იყო პირველადი თუ დამწერლობა.
ნიკო მარი თვლიდა,რომ ადამიანი თავდაპირველად იყენებდა ჟესტიკულაციის ენას,ხოლო ბგერითი ენა შედარებით გვიან გაჩნდა და თანაც ქურუმების წრეში,რადგანაც ბგერითი ენა საჭირო გახდა ღმერთებთან სალაპარაკოდ.

საინტერესოა თქვენი აზრი : )

გამოხმაურება რედაქტირებულია Amazon: 23 April 2010 - 13:23

დადებული სურათი

#12 OFFLINE   მამფალი

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7346 წერილები:
  • სქესი:Not Telling
ძალიან საინტერესოა ამაზონ
გააგრძელე :*

#13 OFFLINE   Amazon

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2076 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:hell

View Postმამფალი, on 23 April 2010 - 16:03, said:

ძალიან საინტერესოა ამაზონ
გააგრძელე :*


მართლა საინტერესო თემაა,სანამ ენათა კლასიფიკაციაზე გადავიდოდი,მაინტერესებს ფორუმელებისთვის რომელი აზრია მისაღები. : )


ისე საინტერესო ისტორიული ფაქტია ერთ სომეხ თურქულოლოგზე(გვარი აღარ მახსოვს :D ),სხვათაშორის მუსტაფა ქემალ ფაშას პერიოდში,სწორედ მისი ინიციატივით უწოდეს "ათა თურქი" და არა "თურქი ათა",ანუ თურქების მამა.ეს სომეხი ასაბუთებდა რომ ყველა ადამიანის მშობლიური ენა თურქული იყო და თურქების მოვალეობა იყო დაებრუნებინათ ის მათთვის ანუ გაეთურქებინათ ყველა.

დადებული სურათი

#14 OFFLINE   მამფალი

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7346 წერილები:
  • სქესი:Not Telling
ნუ ჩემი დილეტანტური აზრით
არსებობდა საერთო, პროტო ენა და შემდეგ ყველა დაიშალა. ეს საერთო ენა ატლანტიდელებს ქონდათ (პირველი ცივილიზაცია)
და ადამიანური რასა მოედო ამერიკას, ევროპის გავლით აზიას და ასევე აზიაში მოხვდნენ ამერიკის გავლითაც
ადამიანებს შორის კულტურული სხვაობა გამოიწვია ატლანტიდელების სხვადასხვა ფენების, კასტების მიგრაციამ. ანუ დაბალი კასტა სხვაგან წავიდა მაღალი კასტა სხვაგან. ამ მაღალი კასტიდან პირველი ინდოეთში მოხვდა და ასე შ.
შესაბამისად ენებს შორის განსხვავება იყო. ანუ ატლანტიდაში იყო საერთო ენა რომელიც ყველას ესმოდა. იმპერიის დაშლის და მიგრაციის გამო განაწევრებულმა ხალხებმა დაკარგეს საერთო - პროტო ენა და მისი ნაწილები შეინარჩუნეს.
ისევე როგორც ქართულში არსებობდა პროტოქართული ენა ხოლო ქართულმა, ლაქ-ჭანურმა და სვანურმა ენებმა შემოინახეს იმ პროტოქართულის თვისებები.

#15 OFFLINE   Amazon

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2076 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:hell
ამ ბოლო წლებამდე პირველი ანბანური დამწერლობის პატივდიდებას ფინიკელებს აკუთვნებდნენ,რადგან "ფინიკიელთა დამწერლობის უძველეს ძეგლად 1876 წ. კვიპრის კუნძულზე ნაპოვნი ბრინჯაოს ჭურჭლის ნაპირზე ამოჭრილი წარწერა ითვლება,რომელიც სიდონის მეფის სირამის მსახურისაგან ღვთაება ბაალ-ლებინისადმი მიძღვნილობას შეიცავს.თუმცა ეს წარწერა უთარიღოა,მაგრამ ასოთა მოხაზულობით წააგავს მოაბის მესის წარწერას,რომ,თუ ეს უკანაკსნელი ძეგლი 890 წ.ახლო ხანებში ითვლება დაწერილად,კვიპრის ბრინჯაოს ჭურჭლის წარწერაც დაახლოებით 800 წ. უნდა მიეკუთვნოს ქ.წ"(ივ.ჯავახიშვილი) ბოლო წლებში ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა,რომ აღნიშნული წარწერა,რომელიღაც შუა საუკუნეებში იყო შესრულებული ფალსიფიკატორის მიერ.

Quote

ისევე როგორც ქართულში არსებობდა პროტოქართული ენა ხოლო ქართულმა, ლაქ-ჭანურმა და სვანურმა ენებმა შემოინახეს იმ პროტოქართულის თვისებები.


არ ვიცი გსმენიათ თუ არა,ძაძამიასა და ფიფიას გამოკვლევევის შესახებ,ისინი თვლიან რომ ჩვენ ქართველებს უნდა გვქონდეს ყველაზე მეტი პრეტენზია პირველი ხატოვანი და ანბანური დამწერლობის შექმნისა,რამეთუ ჩვენი ენა ინახავს სამეტყველო ბგერებისა და მეტყველების წარმოშობის საიდუმლოებებს და რომ ჩვენი მხედრული ანბანი ჩამოყალიბებულია ტრანსფორმაციის გზით ხატოვანი ნიშნებიდან,რომელთა სახელწოდებანი პროტოქართულია. : )

დღემდე გაბატონებულია აზრი,რომ ქართველმა ქურუმებმა პირველად შექმნეს ასომთავრული დამწერლობა,რომელიღაც უცხოური დამწერლობის პროტოტიპად გამოყენების საფუძველზე,მაგრამ რომელი დამწერლობა იქნა გამოყენებული,ამაზე მკვლევართა შორის ერთიანი აზრი არ არსებობს,პავლე ინგოროყვას აზრით,ქართული ასომთავრული შექმნილია ძველბერძნული დამწერლობის გამოყენებით,რამაზ პატარაიძის აზრით,ებრაულ-ქალდეური უდევს საფუძვლად,აკდ.თამაზ გამყრელიძის აზრით კი დახვეწილი კლასიკური ბერძნული დამწერლობა იქნა გამოყენებული და ა.შ.

ნიკო მარი თვლიდა,რომ მხედრული დამოუკიდებელი დამწერლობაა,რომელსაც ფესვები ღრმა წარსულში აქვს,იგი მხედრულ დამწერლობას წარმართულ კულტურის ძეგლად თვლიდა,ხუცურს კი ქრისტიანული ეპოქის ძეგლად აცხადებდა.თუმცა ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა,რადგან ქართული ძალიან დაშორდა პროტოქართულს და ბევრი მხედრული ასონიშნების წინაპარი ხატოვანი ნიშნების მოძიება ქართული ენით,უკვე შეუძლებელია.

დადებული სურათი

#16 OFFLINE   Amazon

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2076 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:hell
მეცნიერული კუთხით განვიხილოთ ეს თემა.

ფინიკიელები წერდნენ მაარჯვნიდან მარცხნივ,შემდგომში ძვ ბერძნები ლუწ სტრიქონს წერდნენ მარცხნიდან მარჯვნივ,ხოლო კენტსას მარჯვნიდან მარცხნივ.ბერძნული წარმოშობილია ფინიკიურისაგან.სემიტებსა და ინდოევროპელებს შორის მუდამ იყო დავა,თუმცა ფაქტი ფაქტია.დამწერლობა გამოიგონეს სემიტებმა.

რაც შეეხება ქართულს,ორი პრობლემაა გადასაწყვეტი,საიდან შეიქმნა ქართული და როდის?

Posted Image

ეხლა რა საერთო აქვთ ბერძნულსა და ქართულს,რაც არ ახასიათებს ფინიკიურს.

1)წერის მიმართულება
2)კაპიტალურობა(ანუ როცა ყველა ასო-ნიშანი ერთი ზომისაა)
3)ხმოვანებისთვის ცალკე ნიშნები
4)რიცხვითი მნიშვნელობა (სემიტურს მხოლოდ რიგითი მნიშვნელობა ჰქონდა)

რაც შეეხება ე.წ. "ვინის არგუმენტს" რომელიც ივ.ჯავახიშვილს მოჰყავდა

-6 (Ⴀ Ⴁ Ⴂ Ⴃ Ⴄ) "ვინი" მსოფლიოში არცერთ ენაში,რომელიც ბერძნულიდან მოდის,არ დგას მეექვსე ადგილზე,ხოლო ფინიკიურისგან წარმოშობილ ყველა ენაში მეექვსეზეა.

ו: ვავ

ერთი საინტერესო მოსაზრება აქვს ქართული ანბანის შექმნის შესახებ თამაზ გამყრელიძეს,მისი აზრით ჩვენი ანბანი შეიქმნა ქრისტეს შობიდან მეოთხე საუკუნეში,ქართველი ქრისტიანი ბერის მიერ.საერთოდ ყველა ანბანის შემქნმელი,როგორც წესი წმინდანად არის შერაცხული,საინტერესოა ჩვენ რატომ არ მოგვეპოვება მასზე არავითარი ცნობები და მეორე საგულისხმო ფაქტია,როგორ შეძლო მან,მეოთხე საუკუნეში,ფინიკიური "ვავის" მსგავსად "ვინის",მეექვსე ადგილზე დაყენება.უბრალო დამთხვევაა თუ დროში ტრანსპორტირება მოახდინა?
დადებული სურათი

#17 OFFLINE   Alien Grey

    ძზოუჩ მი ნაუ :)

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2273 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:Tbilisi, Georgia
მამფალი


Quote

არსებობდა საერთო, პროტო ენა და შემდეგ ყველა დაიშალა.
რაღათქმაუნდა შენი აზრიცაა და ჭეშმარიტებაც... მეც მაგას ვამბობ..და ბიბლიაც..
ნინიკო, ნინიკო, ნინიკო, ეხ, ნინიკო

#18 OFFLINE   Alien Grey

    ძზოუჩ მი ნაუ :)

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2273 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:Tbilisi, Georgia

Quote

Ⴅ -6 (Ⴀ Ⴁ Ⴂ Ⴃ Ⴄ Ⴅ ) "ვინი" მსოფლიოში არცერთ ენაში,რომელიც ბერძნულიდან მოდის,არ დგას მეექვსე ადგილზე,ხოლო ფინიკიურისგან წარმოშობილ ყველა ენაში მეექვსეზეა.

ჯავახიშვილმა თვქა, რომ ეს მომავლაი თაობის გასაკეთებელია ბატონო , ჩვენ მეტის უფლებას არ გვაძლევენოოოოოოოოოოოოო. ექვთიმეც, ნიო მარიც, შანიძეც ამას ამბობდა მარა ვინ? ვინ ?

ლაზარე აღდგა. სახარებიდან მაინც ხო ვიცით არა?! თანაც ქრისტე ადამიანებს ავალებს: "მოაშირეთ ლოდი"... ვინ>??

ნინიკო, ნინიკო, ნინიკო, ეხ, ნინიკო

#19 OFFLINE   Alien Grey

    ძზოუჩ მი ნაუ :)

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2273 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:Tbilisi, Georgia
"სულ უფრო და უფრო მეტად დამაჯერებელი ჩანს ვარაუდი ქართული დამწერლობის სიძველისა და, შესაბამისად, კარგავს დამაჯერებლობას მტკიცება ქართული მწიგნობრობის მაინცდამაინც V საუკუნეში გამოგონების შესახებ" ივანე ჯავახიშვილი

დიდო იოანე! (ივანე ჯავახიშვილი) ვენაცვალე შენს ნათელ სულს!.. შენ ხარ ის "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", რომელიც ასე სწვდება თითოეულ ქართველს სულში, გენში... სანამ ცოცხალი ვარ მე თქვენს დანატოვარ თხოვნას შევასრულებ და შევეცდები გამოვარკვიო, როდის შეიქმნა ქართული ენა და დამწერლობა... მე ერთერთი ის მომავალი თაობათაგანი ვარ ვისაც დაავალეთ ამ ძიების გაგრძელება, შემომიერთდით... და ვნახოთ , გავარკვიოთ როდის შეიქმნა ქართული ენა. ლაზარე.!

გამოხმაურება რედაქტირებულია Alien Grey: 07 November 2010 - 15:16

ნინიკო, ნინიკო, ნინიკო, ეხ, ნინიკო

#20 OFFLINE   Serafit

    Visca El Barca ♥♥♥

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 22038 წერილები:
  • სქესი:Not Telling
  • მდებარეობა:ბარსელონა

Quote

ხუთი ასო ამოიღეს - ეს ასოებია: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ,
სადღაც მეექვსე კლასში მგონი, ქართულის მასწავლებელი გვესაუბრებოდა ამ ასოების მნიშვნელობის შესახებ, ასე მაგალითად ჱ - გამოხატავსო ადამიანის ცხოვრების გზას - დაბადებას, ცხოვრებას, სიკვდილს და გადასვლას იმ სამყაროში მეორმოცე დღეს... ეს პატარა მარყუჟი რას გამოხატავს, დაწვრილებით ისაუბრა ამაზე, მაგრამ რადგან არ მახსოვს დეტალებში, თავს ვიკავებ დაწერისაგან :)
ეს გაკვეთილი 13 წლის წინ იყო მგონი და ზუსტად თუ არ მახსოვს ყველაფერი, მაპატიეთ. სხვების მნიშვნელობაზე საუბარი ვეღარ მოასწრო, გადაიყვანეს სხვა სკოლაში. ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამაზე?
FC Barcelona 5-0 Real

Жестокость - черта характера добрых людей! Проявляется она тогда,когда об их душу начинают вытирать ноги!!!

როცა ეშმაკი მძლავრობს ამქვეყნად, ძენი ღვთისანი იჩაგრებიან...




გამოხმაურების დამატება


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი