საუბრები კულინარიის გარშემო

37 posts in this topic

ნუ ცოტა ჩველი ინფოა მარა მაინც :D რა უნდა შEცვლილიყო ამ პროდუქტებში ისეთI :D


სახიფათო პროდუქტების რეიტინგის შესაქმნელად მუშაობდნენ უკრაინელი სპეცილისტები ერთდროულად სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებიდან (ეკოჰიგიენისა და ტოქსიკოლოგის ინსტიტუტი, ნაციონალური სამედიცინო აკადემია, უკრაინის კვების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი) და ასევე რამდენიმე კერძო სამედიცინო ცენტრიდან. შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. პროდუქტებისაგან მოსალოდნელი ხიფათი განისაზღვრებოდა მათ მიერ მძიმე დაავადებების გამოწვევის შესაძლებლობის გათვალისწინებით. რეიტინგის მონაწილე მრავალი პროდუქტი ხშირად ხდება მოწამვლების ან მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარების მიზეზი, თუმცა ჯანმრთელი ადამიანებისათვის ისინი საშიშროებას არ წარმოადგენენ. ექიმების აზრით, მნიშვნელობა აქვს მათ დოზირებას. მცირე რაოდენობით ასეთი საკვების მიღება სავსებით უსაფრთხოა.
1. ჩიფსები და გაზიანი სასმელები. ჩიფსები - ეს არის ნახშირწყლებისა და ცხიმების ნარევი, საღებავისა და საგემოვნო ნივთიერებების დანამატებით. მომზადების თავისებურების გამო მათში გროვდება დიდი რაოდენობით კანცეროგენები - ნივთიერებები, რომლებიც აპროვოცირებენ კიბოს განვითარებას. ჰიდროგენიზებული ცხიმები კი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას, რაც ზრდის ინფარქტებისა და ინსულტების რისკს.
ტკბილი გაზიანი სასმელები - წარმოადგენს შაქრის, ქიმიისა და გაზის ნარევს, როგორც წესი, შეიცავს ასპარტამს (Е951) - შაქრის სინთეზურ შემცვლელს. ასპარტამში შემავალი ფელატანინი ცვლის მგრძნობელობის ზღურბლს, ხოლო დიდი რაოდენობით მიღებისას ხელს უწყობს მანიაკალური დეპრესიის და პანიკური შეტევების განვითარებას, გაბოროტებას. გარდა ამისა, ნატრიუმის ბენზოატი (Е211), რომელიც კონსერვანტს წარმოადგენს, იწვევს ფერმენტების დათრგუნვას, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და სიმსუქნეს.
ასეთი სასმელი სულაც არ კლავს წყურვილს. პირის ღრუში დარჩენილი დამატკბობელი აღძრავს სასმელის ახალი პორციის მიღების სურვილს. თუკი მიირთმევთ კოლას, გირჩევთ, მას ჩვეულებრივი წყალი დააყოლოთ.

2. ფასტ-ფუდი. სწრაფი კვება - ჩებურეკი, ღვეზელი, კარტოფილი ფრი, შაურმა და სხვ., რაც იწვება ზეთში, ძალიან მავნეა, ვინაიდან არ ხდება ნამწვი ზეთის ხშირი გამოცვლა. შედეგად - ისევ იგივე კანცეროგენები. ხანგრძლივად ასეთი საკვების მიღება იწვევს კოლიტებს, გასტრიტებს, გულძმარვას, შეკრულობას. ფასტ-ფუდის სახესხვაობაა ჩიპსები, შემწვარი თხილი, ბატონები შოკოლადითა და თხილით და ბავშვებისათვის ასე საყვარელი სხვა პროდუქტები, რომელთაგან გადაჩვევა ძალიან ძნელია, ამიტომაც უმჯობესია, საერთოდ ამოვიღოთ ისინი ბავშვების რაციონიდან და არავითარ შემთხვევაში არ მივირთვათ თვითონაც.

3. ძეხვეული და სხვა შებოლილი პროდუქტები. სოსისი, ძეხვი, პელმენები შეიცავენ ბევრად მეტი რაოდენობით არომატიზატორებს და საღებავებს, ვიდრე ხორცს. შებოლილი ხორცი და თევზი ასევე დიდი რაოდენობით კანცეროგენების შემცველებია, კერძოდ მათი დამუშავების პროცესში წარმოიქმნება ნივთიერება ბენზოპირენი.
სულ უფრო მეტი მწარმოებელი გადადის გენ-მოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენებაზე. მაგ. სოსისის და ძეხვეულის 80% შეიცავს ტრანსგენურ სოიოს. ერთი ნაჭერი შებოლილი ძეხვი შეიცავს იმაზე მეტ ფენოლებს, ვიდრე ადამიანი შეისუნთქავს ქალაქში ერთი წლის განმავლობაში. ფენოლი კი მეტად ტოქსიურია.

4. ხილი და ბოსტნეული, კონსერვანტებით მდიდარი პროდუქტები. ყველაზე სასარგებლო პროდუქტებიც კი შეიძლება გახდეს ტოქსიური, თუკი ისინი მოყვანილია საავტომობილო ტრასის ან ქარხნის მახლობლად. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ბენზოპირენს და სხვა კანცეროგენებს. რაც შეეხება კონსერვანტებს, ისინი შეიძლება შეიცავდნენ ნატრიუმის გლუტამატს, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, სისხლძარღვების სპაზმს და ნივთიერებათა ცვლის დარღვევასაც კი.

5. მარგარინი, ნამცხვრები, მარცვლეული. მარგარინი - მთლიანად ტრანსგენური ცხიმია. მავნეა ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ის შეცავს-ნამცხვრები, ტორტები, ფენოვანი ცომის ნაწარმი. ამ პროდუქტებით გატაცებისას გარანტირებული გაქვთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ჭარბი წონა. მარცვლეულიდან ამ ჩამონათვალში მოხვდა თეთრი პური, ვინაიდან მისი აუტანლობა (ცელიაკია) საკმაოდ ხშირად გვხვდება. მისი სიმპტომები ვარირებს - ეს არის ნაწლავური პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი და უნაყოფობაც კი.

6. ყავა და ენერგეტიკული სასმელები, რძე. ყავა უნდა მივიღოთ არაუმეტეს 2-3 ფინჯანისა, ენერგეტიკული სასმელები, რაც შეიძლება ნაკლებად, ხოლო რძე ხშირად ითვლება ძნელად ასატან პროდუქტად. არც ისე იშვიათია რძით მძიმე მოწამვლა.

7. შინნამზადი პროდუქტები და ნაყინი. რასაკვირველია, დოზირების, სტერილიზაციისა და დამარილების ყველა წესის ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში წნილების მირთმევა შეიძლება უშიშრად.
ნაყინი შეიცავს არომატიზატორებს და შემასქელებლებს, რომლებსაც შეუძლიათ შეანელონ ნივთიერებათა ცვლა, რაც ზრდის ჭარბი წონის განვითარების შანსს.

8. საღეჭი კანფეტები, ფერადი საწუწნი ტკბილეული, ჩუპა-ჩუპსი. შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ქიმიურ დანამატებს, საღებავებს.

9. შოკოლადის ბატონები. ეს არის კალორიების გიგანტური რაოდენობა ქიმიურ დანამატებთან, გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებთან, საღებავებთან და არომატიზატორებთან ერთად.

10. მაიონეზი. მდიდარია ტრანსცხიმებით, რომლებიც კანცეროგენულია და ამავდროულად, იწვევს ქოლესტერინის რაოდენობის მომატებას. განსაკუთრებით მოერიდეთ პლასტიკური შეფუთვის მქონე მაიონეზს. პლასტიკი თვითონ არის კანცეროგენი! მაიონეზი შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებსა და სტაბილიზატორებს. იგივე მიზეზით მავნე პროდუქტებს მიაკუთვნებენ ასევე კეტჩუპს, სხვადასხვა სოუსებს, რომელთა ფართო ასორტიმენტი გვხვდება ყველა მაღაზიაში.

http://www.mtavari.info/news-543.html


კი მოვკდი მშიერი ამათ რო ვუსმინო მარა მაინც :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' post='625230']
10. მაიონეზი. მდიდარია ტრანსცხიმებით, რომლებიც კანცეროგენულია და ამავდროულად, იწვევს ქოლესტერინის რაოდენობის მომატებას. განსაკუთრებით მოერიდეთ პლასტიკური შეფუთვის მქონე მაიონეზს. პლასტიკი თვითონ არის კანცეროგენი! მაიონეზი შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებსა და სტაბილიზატორებს. იგივე მიზეზით მავნე პროდუქტებს მიაკუთვნებენ ასევე კეტჩუპს, სხვადასხვა სოუსებს, რომელთა ფართო ასორტიმენტი გვხვდება ყველა მაღაზიაში.
[/quote]
უპს, არადა ყველა მაგ შეფუთვაში იყიდება :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]გოგოებოო, სპაგეტი ხო ადუღებულ წყალში უნდა ჩავყაროოო?[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='deako' post='669790']
გოგოებოო, სპაგეტი ხო ადუღებულ წყალში უნდა ჩავყაროოო?

[/quote]
ნამდვილად :yes:
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='669792']
ნამდვილად
[/quote]
[b]გმადლობ[/b] :yes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="deako"][/b],
არაფერს :* ისეთი რაოდენობით ჩაყარე, რომ წყალი ზევიდან მოადგეს, რომ დუღლისას დააშრეს..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='669794']
ისეთი რაოდენობით ჩაყარე, რომ წყალი ზევიდან მოადგეს, რომ დუღლისას დააშრეს..
[/quote]
[b]აჰაამ, ეგრე ვქენი ^^[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან არ ჩაგეხარშოს. გასინჯე და გული თუ აღარაა ცომი, ეყოფა. ცოტა მაგარი უნდა იყოს სპაგეტი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],
[b]მივირთვი უკვე კატლეტის გარნირად :D
მზრუნველი გოგოები :*:*[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://www.radikal.ru][img]http://s018.radikal.ru/i528/1202/95/dd852961d8d5.jpg[/img][/url]

აუ ნეტავ რეებია. მშია მგონი :nyam: Edited by di tanti palpiti
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მშვენიერი გადაცემაა ასეთი "Спросите повара"
დაინტერესებულ პირებს წაადგებათ :D


https://www.youtube.com/playlist?list=PLmMNsDAvlCPFLn_iekghSWgswcubtx9wb
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='deako' post='669790']
გოგოებოო, სპაგეტი ხო ადუღებულ წყალში უნდა ჩავყაროოო?
[/quote]
:D :D :D :D ჩაგეთვალა, დეა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting