Pink Floyd

181 posts in this topic

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე გამეხსნა თემა ამ გენიალურ ჯგუფზე. ვთვლი, რომ ან ფორუმს ნაღდად აკლდა ეს ტოპიკი:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პინკ ფლოიდი (ინგ. Pink Floyd) ჩამოყალიბდა 1965 წელს (კემბრიჯში, ინგლისი) სამი სტუდენტი ინჟინერის – როჯერ უოტერსის, რიჩარდ რაიტის და ნიკ მეისონის მიერ.

ცალსახა აზრი პინკ ფლოიდის მუსიკის სტილის შესახებ არ არსებობს, თუმცა ზოგადად მისი შემოქმედება დაიწყო ფსიქოდელიური ანდერგრაუნდით, გადაიზარდა არტ–როკში და კოსმოსურ ფსიქოდელიაში. პინკ ფლოიდი ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც გამოირჩევა ფილოსოფიური ლირიკით, მუსიკალური ექსპერიმენტებით, ალბომების ყდებით და გამაოგნებელი ფერადი შოუ-კონცერტებით. მათ დიდი წარმატება ხვდა წილად 1960-იან წლებში, ჯგუფის პირველ ლიდერთან – სიდ ბარეტთან (როჯერ კიტ ბარეტი) ერთად. თუმცა ბარეტმა მხოლოდ ორ სტუდიურ ალბომში მიიღო მონაწილეობა, რადგან მისი ფსიქიური შეშლილობის (რომელიც ნარკოტიკული საშულების – "ლსდ"-ს (LSD) ინტენსიური მიღების შედეგი გახდა) გამო 1968 წელს ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა სიდის წასვლის შესახებ. ამავე პერიოდში ჯგუფში მოვიდა დევიდ გილმორი. შემდგომში ჯგუფმა ჩაწერა წარმატებული კონცეფტუალური ალბომები, განსაკუთრებით დიდ წარმატებას მიაღწია 1973 წლის ალბომით მთვარის ბნელი მხარე (The Dark Side Of The Moon) და 1979 წლის ალბომით კედელი (The Wall). 1985 წელს მისი მეორე ლიდერი, როჯერ უოტერსი, ოფიციალურად წავიდა ჯგუფიდან, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა გადაწყვიტეს, გაეგრძელებინათ პინკ ფლოიდის სახელით გამოსვლა და ჩაწერა. 2005 წლის 2 ივლისს ჯგუფი გამოვიდა ლონდონის ჰაიდ-პარკში, ისევ როჯერ უოტერსთან ერთად, რითაც ბოლო მოუღო 24 წლიან კამათს ყოფილ კოლეგასთან. გარდა ამისა ჯგუფის წევრებმა ცალ–ცალკე ჩაწერეს არაერთი საინტერესო სოლო ალბომი და დღესაც განაგრძობენ მოღვაწეობას

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Syd Barret (სიდ ბარეტი)

222709_barrett.jpg

222710_barrett_48.jpg

222711_barrett_14.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პინკ ფლოიდი წარმოიშვა უფრო ადრე არსებული ჯგუფიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 1965 წელს - ამ კოლექტივს სხვადასხვა დროს ერქვა Sigma 6, The Megga Deaths, The Screaming Abdabs, და The Abdabs.ამ ჯგუფის დაშლის შემდეგ, რამდენიმე მუსიკოსმა - გიტარისტებმა რადო "ბობ" კლოუზმა და როჯერ უოტერსმა, ნიკ მეისონმა და რიჩარდ რაიტმა - ჩამოაყალიბეს ახალი კოლექტივი სახელად 'Tea Set'. ხანმოკლე მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფი დატოვა კრის დენისმა, მისი ადგილი დაიკავა სიდ ბარეტმა (ვოკალი, გიტარა), ხოლო უოტერსმა გადაინაცვლა ბას გიტარაზე.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ორ ჯგუფს ერთდროულად ეწოდება 'Tea Set', ამიტომაც ბარეტმა დაიწყო ორიგინალური სახელის ძებნა, რის შედეგადაც მან მიაგნო The Pink Floyd Sound-ს. ეს იყო მისი ორი საყვარელი ბლუზ მუსიკოსის, პინკ ანდერსონისა და ფლოიდ კაუნსილის სახელებიდან შექმნილი ფრაზა.თუმცა ჯგუფი მაინც მერყეობდა ძველსა და ახალ სახელებს შორის. საბოლოვოდ მაინც მეორე ვარიანტი ამჯობინეს.სიტყვა Sound მალევე ამოაგდეს, მაგრამ არტიკლი The მაინც გამოიყენებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში.1984 წლამდე დევიდ გილმორი ხშირად ასახელებდა ჯგუფს, როგორც The Pink Floyd Sound, მიუხედავად იმისა, რომ მათ აღარ გამოუშვიათ ალბომები ამ სახელით. ჯგუფის ადრინდელი საკონცერტო რეპერტუარის ელემენტებს შეადგენდა ნასესხები სიმღერები, როგორიც იყო "Louie, Louie", მაგრამ იმ დროისათვის, როდესაც პინკ ფლოიდი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც სტაბილური კოლექტივი, მათ ამ სიმღერებს განსაკუთრებული სახე მიანიჭეს, აქციეს რა ისინი ფსიქოდელიური იმპროვიზაციებისა და 'კოსმიური' სოლოების მაგალითად.

ჯაზზე ორიენტირებულმა კლოუზმა მალევე დატოვა ჯგუფი და გაჰყვა ფოტოგრაფის კარიერას. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ასახელებენ ბარეტს, რომელიც ვერ შეეწყო ბობს. ამგვარად, ბობის წასვლის შემდეგ, ჯგუფში დარჩნენ ბარეტი (გიტარა, ვოკალი), უოტერსი (ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი), მეისონი (დასარტყამები, პერკუსია) და რაიტი (კლავიშები, დამატებითი ვოკალი). მალე ბარეტმა საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო ამერიკული და ბრიტანული ფსიქოდელიური როკის გავლენით, რასაც თავისებურ სპეციფიურ იუმორსაც ამატებდა.პინკ ფლოიდი იქცა ანდერგრაუნდული მოძრაობის ერთ-ერთ ფავორიტად და უკრავდა ისეთ ცნობილ ადგილებში, როგორიც იყო კლუბი UFO, კლუბი "მარკი" და რაუნდჰაუსი.

პინკ ფლოიდი 1967 წელს

1966 წლის ბოლოს ჯგუფი მიიწვიეს პიტერ უაიტჰედის ფილმისათვის Tonite Let's All Make Love in London რამდენიმე მუსიკალური თემის ჩასაწერად.საბოლოოდ, ისინი გადაიღეს ორი ნომრის, "Interstellar Overdrive" და "Nick's Boogie" იმპროვიზებული შესრულებისას (1967 წლის იანვარში).მიუხედავად იმისა, რომ სრული ვერსია არ შესულა ფილმში, მოგვიანებით იგი გამოიცა ცალკე ფილმის სახით, რომელსაც London 1966/1967 ეწოდება. პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჯგუფმა 1966 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა კომპანია Blackhill Enterprises, რომელიც იყო პარტნიორული გაერთიანება მათსა და მათ მენეჯერების, პიტერ ჯენერსა და ენდრიუ კინგს შორის.ამ პერიოდში ასევე გამოიცა პირველი სინგლები "Arnold Layne" (1967 წლის მარტი) და "See Emily Play" (1967 წლის ივნისი)."Arnold Layne"-მა 20-ე ადგილი დაიკავა ბრიტანული სინგლების სიაში, ხოლო "See Emily Play"-მ 6-ე ადგილს მიაღწია.ამან ჯგუფს მისცა პოპულარულ გადაცემაში Top of the Pops გამოსვლის საშუალება.უფრო ადრე, ისინი გამოჩნდნენ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში "It's So Far Out It's Straight Down", რომელიც გადაღებული იყო კლუბში UFO.ეს უკანასკნელი ნაჩვენები იყო 1967 წლის მარტში მხოლოდ ბრიტანეთის ტელეარხების მეშვეობით. 1967 წლის აგვისტოში გამოცემული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn დღეს ითვლება ბრიტანული ფსიქოდელიური მუსიკის მთავარ მაგალითად.იგი დადებითად მიიღეს იმ დროის კრიტიკოსებმა, დღეს კი მას თვლიან ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ალბომად.ალბომის სიმღერებში, რომლებიც უშუალოდ ბარეტის დაწერილია, კარგად ჩანს მისი პოეტური ნიჭი და მუსიკის ეკლექტიკური ნაზავი, ავანგარდული იმპროვიზაციიდან "Interstellar Overdrive" უცნაურ "The Scarecrow"-მდე, რომლის შთაგონებაც იყო კემბრიჯის გარეუბანი.სურეალისტური და ფოლკლორით შთაგონებული ლირიკის (რომლის მაგალითიც არის "The Gnome") ფონზე, ჯგუფმა გამოიყენა სტუდიური შესაძლებლობების მაქსიმუმი, მოსინჯა რა ელექტრონული ტექნოლოგიის ახალი შესაძლებლობები, როგორიც იყო სტერეო-არხები, ფირის დაჭრა, ექოს ეფექტი და ელექტრონული კლავიშები.ალბომი იქცა ჰიტად ბრიტანეთში, სადაც მან 6-ე ადგილი დაიკავა, მაგრამ მას ნაკლები ყურადღება მიაქციეს ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი მხოლოდ 131-ე ადგილას მოთავსდა ჩარტებში - და ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც 1970-იან წლებში, ჯგუფის უსაზღვრო პოპულარობის ტალღაზე, მოგების მიზნით, ამერიკულმა კომპანიამ იგი ხელახლა გამოსცა შტატებში.

1967 წელს ჯგუფი შეუერთდა ჯიმი ჰენდრიქსის ჯგუფს და მათ გამართეს ერთობლივი ტური, რამაც პინკ ფლოიდის პოპულარობას ასევე შეუწყო ხელი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი ჯგუფია!

pink floyd - ის Wish You Were Here ძაან მაგარია!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Don Beni

კი, გეთანხმები, კაი კომპოზიცია:) ისე Pink Floyd-ის ყველა კომპოზიცია თავისებურად კაია:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პოპულარობასთან ერთად, ცხოვრებისეულმა სტრესმა და ჰალუცინოგენების მიღებამ ბარეტზე დიდი გავლენა იქონია.მისი ფსიქიკური მდგომარეობა უარესდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში.მისი უცნაური ქცევის მიზეზად ხშირად ასახელებდნენ მის ინტერესებს ჰალუცინოგენების მიმართ.1968 წლის იანვარში, დევიდ გილმორი მიიწვიეს ჯგუფში, რათა იგი დახმარებოდა ბარეტს სიმღერისას და დაკვრისას.მან ასევე ასწავლა სიდს დაკვრის რამდენიმე მეთოდი.სინამდვილეში, ისინი უკვე იყვნენ დიდი ხნის მეგობრები. ბარეტის ქცევა სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა და ნარკოტიკის ლსდ გამოყენების გამო მისი ჯანმრთელობა არასტაბილურად იქცა. იგი ოფიციალურად გაუშვეს ჯგუფიდან.

1968 მოყოლებული, ჯგუფის შემოქმედება სავსეა ექსპერიმენტებით.გილმორი, რაიტი და უოტერსი უკვე რეგულარულად იწერდნენ ვოკალურ პარტიებს ჯგუფის სიმღერებისათვის. ამავე პერიოდში ჯგუფი კონცერტებზე აქტიურად იყენებდა მოწყობილობას სახელწოდებით „აზიმუტ კოორდინატორი“. ეს არის პირველი კვადროფონული სისტემა, რომელიც შედგება რამდენიმე დინამიკისგან. დიდ ყუთთან მიერთებული სახელურების მეშვეობით შესაძლებელი იყოს ხმის რეგულირება ისე, რომ კონცერტის დროს იგი მოძრაობდა დარბაზში წრიულად. პირველი ამ მოწყობილობებიდან მოპარული იქნა დედოფალ ელისაბედის დარბაზში გამართული კონცერტის შემდეგ, ხოლო მეორე ასლი პირველად გამოყენებული იქნა 1969 წლის 14 აპრილის კონცერტზე. მოწყობილობა, როგორც წესი, იდგა რაიტის ორღანზე და რიჩარდი თავად მართავდა მას. დღეს იგი არ გამოიყენება, თუმცა, ცნობილია, რომ მისი გამოყენების უფლება მხოლოდ როჯერ უოტერსს აქვს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

1985 წლის დეკემბერში უოტერსმა განაცხადა, რომ ტოვებს ჯგუფს, რადგანაც თვლის, რომ კოლექტივმა ამოწურა საკუთარი თავი.ალბომი, რომელიც ჩაიწერა დევიდ გილმორის სტუდიაში «ასტორია». (ძველი გემი, გადაკეთებული სახლად), გამოვიდა 1987 წელს, სახელწოდებით A Momentary Lapse of Reason (ერთ-ერთი სიმღერის, «One Slip» ტექსტის სტრიქონი).უოტერსის გარეშე ტექსტების შექმნის პრობლემაც დადგა.პრაქტიკულად ყველა ტექსტი გილმორმა დაწერა. ჯგუფის 1994 წლის ალბომი, The Division Bell, რომელიც მათი უკანასკნელი სტუდიური დისკია დღეისათვის, ბევრი მსმენელის თქმით, უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე Momentary Lapse, თუნდაც იმიტომ, რომ რაიტი აქ ბოლომდე შეუერთდა მეისონსა და გილმორს და მაქსიმალურად იმუშავა დისკზე.

2005 - პინკ ფლოიდი, როჯერ უოტერსთან ერთად, გაერთიანდა სპეციალური კონცერტისათვის Live 8, რომელიც მიზნად ისახავდა აფრიკის ქვეყნებისათვის საერთაშორისო ვალების გაუქმებას.პირველად 24 წლის შემდეგ უოტერსი შეუერთდა ყოფილ კოლეგებს.მათ ერთად შეასრულეს სიმღერები: "Speak to Me/Breathe/Breathe (Reprise)", "Money", "Wish You Were Here" და "Comfortably Numb".გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაჰხვიეს ერთმანეთს ხელები - ეს მომენტი იქცა აქციის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ფოტოსურათად. მიუხედავად ჯგუფის წევრების უოტერსთან შერიგებისა, მათ უარყვეს ჯგუფის შესაძლო გაერთიანების ვერსია

ეს ძალიან მოკლე ინფორმაცია ამ ჯგუფის შესახებ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რაც შეეხება სტუდიურ ალბომებს :

1967 - The Piper at the Gates of Dawn

1968 - A Saucerful of Secrets

1969 - More

1969 - Ummagumma

1970 - Atom Heart Mother

1971 - Meddle

1972 - Obscured by Clouds

1973 - The Dark Side of the Moon

1975 - Wish You Were Here

1977 - Animals

1979 - The Wall

1983 - The Final Cut

1987 - A Momentary Lapse of Reason

1994 - The Division Bell

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზოგი ამ ჯგუფისა მომწონს... უდაოდ, ... ერთმა "დიდმა" მასწავლებელმა საჭირო დროს დაამთხვია და მომასმენინა, მეც მომეწონა ... თორე თვითონ მაფრთხილებდა განწყობა უნდაო, რთული გასაგებიაო... (არადა თურმე მქონდა ეგ განწყობა მაშინ :D)

ფინკ პლოიდები გოლ.ჯიზეც არის და ავოეზეც. მაგრამ აქ თუ საუკეთესოებს და შედევრებს ავტვირთავთ, აჯობებს მგონი :) ასე ვთქვათ, შერჩეული ნაკრები...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

მე მაინც და მაინც შერცეულ ნაკრებს ვერ დავდებ, იმიტომ რომ ყველა კომპოზიცია ერთნაირად მომწონს. იმაში გეთანხმები, რომ Pink Floyd-ს შესაბამისი განყობა სჭირდება:) რაც შეეხება ასე ვთქვათ "სბორნიკს", მაშინ გირჩევ აი ამას

http://www.avoe.ge/music/index3.php?gr=Mus...&galb=14117

http://www.avoe.ge/music/index3.php?gr=Mus...&galb=14119

0

Share this post


Link to post
Share on other sites

David Gilmour

224735_gilmor_33.jpg

224734_gilmor_51.jpg

224733_0118.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძაან მაგარი ჯგუფი! :sm (22):

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პინკ ფლოიდი მევასება იმენნა მაგრა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

achiela

საღოლ, კაია) რა ალბომი მოგწონს ყველაზე მეტად?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტუ სწორად მახსოვს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტუ სწორად მახსოვს atom heart mother მაგარია ნახე რომელიმე საიტზე იქნება barret ის ორივე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Sp@rk

dark side of the moon :sms (13):

0

Share this post


Link to post
Share on other sites

achiela

მე მაქ ყველა ალბომი, უბრალოდ შენ შეგეკითხე:) კაი გემოვნება გქონია:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე და ჩემი ძმაკაცი სულ ვუსმენთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

mari touchet

:ms (2):

1973 წლის ალბომი The Dark Side of the Moon ითვლება პინკ ფლოიდის ყველაზე დიდ წარმატებად - დღემდე იგი არა მხოლოდ ჯგუფის ალბომებში, არამედ მსოფლიო ხუთეულების სიაშიც იკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

achiela

კაია,კაია, ეგ ჩემთვის პირველი ჯგუფია:) ვუსმენ სადღაც 5 წელია უკვე:) რამე თუ დაგჭირდეს P.F.-ს, აგერ ვარ:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

260447_pink_floyd_1.gif

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Sp@rk

.........we're just two lost souls

swimming in a fish bowl........... :smi (9):

:sms:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting