მედია თვისუფალია?

163 posts in this topic

ჯერ ერთი მშვენივრად იციან რა არის დემოკრატია ირანში...მაგრამ ვერ ბედავენ
მაგრა ცოდიათ ჩემო კარგო, ეგრე მეც მესმის ადამიანი გერმანულად რომ ლაპარაკობს მაგრამ არ მესმის
მეორეც, თუ შტატების ნაირი დემოკრატია გინდა ჯერ სახელმწიფო შექმენი შტატების ნაირი
შტატების ნაირი სახელმწიფოს შექმნა აქსიომა არ არის, ასეთი სახელმწიფო არასდროს არ გვექნება, რაც შეეხება დემოკატიას აი მისი დამყარება ნამდვილად შეგვიძლია და ამის პოტენციალიც გვაქვს. არ წავიდეთ შორის შევქმნათ ისეთი დემოკარტია, როგორიცაა ბალტიის პირა ქვეყნებში :D არ ვარ წინააღმდეგი ( აი აშშ-ს აღარ ვედრებით) :D
ეგრე ადვილად არ მოდის დემოკრატია და კარგი ცხოვრება )
დემოკრატია არ გულისხმობს კაი ცხოვრებას :P
პრესა ასე თუ ისე თავისუფალია...ვისაც უნდა კრიტიკა მაინც აკრიტიკებს...სხვებს ალბათ არ უნდათ, ლოგიკურია ...
თავისუფალი კი არა დღეს პრესა დანაწილებულია გავლენის სფეროებად იმას ლაპრაკობს რაც მის ლობისტებს სურთ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites

tamm

თამ კაი რა დემოკრატია დემოკრატია :D და რა არის დემოკრატია გააზრებული გაქვს? როგორც აღმოჩნდა ყველას თავისებურად ესმის და იმიტომ :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა არის იცით კდიევ ქართული მედიის პრობლემა?

ზღვარი პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის არ არსებობს ვარდების რევოლუციის შემდეგ.ფაქტიურად ყველგან ერთი თაობაა,ერთმანეთს იცნობე და მეგობრობენ,ამ შემთხვევაში ძაანაც რომ გინდოდეს ობიექტური ვერ იქნები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზღვარი პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის არ არსებობს ვარდების რევოლუციის შემდეგ.ფაქტიურად ყველგან ერთი თაობაა,ერთმანეთს იცნობე და მეგობრობენ,ამ შემთხვევაში ძაანაც რომ გინდოდეს ობიექტური ვერ იქნები
მარტო მეგობრობენ? :D რატი სამყურაშვილის ცოლი პირველი არხის ცნობილი წამყვანი იყო, გიჟია და თავის ქმარზე ცუდს იტყოდა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მედია თავსიუფალია?

ინტერნეტ-მედია მარტო

ისიც მეტ-ნაკლებად

0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]პრესა კვლავ ”ნაწილობრივ თავისუფალია” საქართველოში[/b]

ავტორი ლელა კუნჭულია

ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ფრიდომ ჰაუსის” 2011 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად, საქართველო, შარშანდელთან შედარებით, 4 ქულით დაწინაურდა, თუმცა 55 ქულიანი შეფასებით საქართველო მაინც რჩება ქვეყნად, სადაც მედია მხოლოდ ”ნაწილობრივ” არის თავისუფალი.

“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის მიხედვით, ზუსტად ერთნაირი შეფასება დაიმსახურეს საქართველომ, მალავიმ და მოლდავეთმა. მართალია, 55-ქულიანი რეიტინგით ეს ქვეყნები არც ისე შორს დგანან ზღვართან, რომლის იქითაც უკვე პრესის მდგომარეობის კუთხით ”არათავისუფალი” ქვეყნების ჩამონათვალი იწყება, მაგრამ, წინა წლის მონაცემების გათვალისწინებით, საქართველომ ნაბიჯი აშკარად წინ გადადგა.

საქართველოს წინსვლის მიზეზად ანგარიშში სახელდება ”პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, რამაც შეამცირა ჟურნალისტების სამართლებრივი და ფიზიკური დევნა, ასევე შეამცირა სახელისუფლებო ცენზურა და უზრუნველყო მოვლენების უფრო დაბალანსებული გაშუქება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.”

ამგვარი შეფასებიდან ზვიად ქორიძის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სახელისუფლებო ცენზურის შემცირებასთან დაკავშირებული აქცენტი. მედიაექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ცენზურა პრაქტიკულად აღარ სჭირდება, რადგანაც ნაციონალური არხები ისედაც მშვენივრად იზიარებენ ხელისუფლებისთვის სასურველ პოზიციებს. ამავე კონტექსტში განიხილება მედიაექსპერტის კიდევ ერთი დაკვირვებაც:

”პრაქტიკულად არა გვაქვს პოლიტიკური საზოგადოებრივი თოქშოუები საერთო ეროვნულ მაუწყებლებზე. უფრო მეტად წამოვიდა მუსიკალურ-გასართობი პროგრამები საეთერო ბადეში და მცირდება საინფორმაციო პროგრამების დოზა... დარწმუნებული ვარ, ერთადერთი კანონის ნორმა ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ჰქონდეს პოლიტიკური საზოგადოებრივი თოქშოუ, თორემ ალბათ მათაც არ ექნებოდათ.”

თუკი, ზვიად ქორიძის აზრით, “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში ასახული 4-ქულიანი დაწინაურება ქვეყნის რეალურ წინსვლას არ ნიშნავს და”სტატუს კვო პრაქტიკულად არ შეცვლილა”, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი მაინც ლაპარაკობს გარკვეულ ”არასისტემურ” წინსვლაზე, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება:

”ზეწოლა საკმაოდ დიდი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და, შესაბამისად, ხელისუფლება იძულებული გახდა მოეხდინა გარკვეული ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. გასული წლის დასაწყისთან შედარებით, გაცილებით შემცირდა ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებიც... ნამდვილად შეინიშნებოდა გარკვეული გაუმჯობესება თუნდაც იმ მხრივ, რომ შარშან დაიწყო მუშაობა კანონმდებლობაზე, რომელიც მედიამფლობელების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს... წინასაარჩევნო პერიოდშიც იყო მეტ-ნაკლები გაუმჯობესება - იმავე ოპოზიციას მეტი შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი აზრი გამოეხატა. მეორე არხის მუშაობის ფაქტორიც უნდა იქნეს გათვალისწინებული და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლისა... მაგრამ, მთლიანობაში, ეს მხოლოდ ზედაპირული ცვლილებებია, რომლებსაც სისტემური ცვლილებები არ მოჰყოლია.”

საპირისპირო აზრისაა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას საქართველოში აშკარად გაუმჯობესებულად მიიჩნევს და ასეთ შედეგს სწორედ სისტემურ რეფორმებს მიაწერს. 2010 წლის მოვლენებიდან ის ჩვენთან საუბრისას განსაკუთრებით უსვამს ხაზს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოვლენათა დაბალანსებულ გაშუქებას, მე-2 არხის ამოქმედებას, მედიამფლობელობის მეტი გამჭვირვალობის მიმართულებით დაწყებულ მუშაობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტზე მიბმული დაფინანსების წესის აღდგენას.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საქართველო კვლავაც რჩება ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ნუსხაში, ჩიორა თაქთაქიშვილი დროებითად მიიჩნევს. სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების ჩამოთვლას ის ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დახვეწით იწყებს:

”ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ალბათ ყურადღების გამახვილება და მუშაობის გაგრძელება ჟურნალისტურ სფეროში განათლების დამატებითი შესაძლებლობების შესაქმნელად; ასევე ჟურნალისტური პროფესიონალიზმის თვალსაზრისით ნაბიჯების გადადგმა; ისევე როგორც დამატებითი ნაბიჯების გადადგმა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე კერძო მაუწყებელთა საქმიანობის ეფექტურობისა და მათ მიერ რაც შეიძლება დაბალანსებული, მიუკერძოებელი და ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად საქართველოს მოქალაქეებისათვის.”

ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ მედიისთვის მეტი თავისუფლების მისანიჭებელ რეფორმებს საქართველოში შეუქცევადი სახე ექნება. თუმცა მედიაექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის გარეშე ხელისუფლებას მედიის კონტროლის ბერკეტების დათმობა გაუჭირდება.

"რადიო თავისუფლება" http://www.radiotavisupleba.ge/content/article/16800104.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თქვენს ფანქრზეა სიტყვის თავისუფლება!

ნახეთ როგორ გამოხატეს თავიანთი სათქმელი :)

http://www.blog.partisani.ge/?p=4517
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ყველაზე რეიტინგული ტელეარხები მთლიანად ხელისუფლების მიერ იმართება და მარტო კავკასია-მაესტროს თავისუფლება ბევრს არაფერს ცვლის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='georgevna' post='50734']
მედია თვისუფალია?
[/quote]
არა, არ იქნება და არც უნდა იყოს.

ჩემის აზრით
0

Share this post


Link to post
Share on other sites
<iframe width="420" height="315" src="http://www.youtube.com/embed/2W3V0OCHSg8" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნანა ლეჟავა რა პონტში ამზადებს ამ რეპორტაჟს, მაგას ვერ მივხვდი. როდის დატოვა რუსთავი2?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='664713']
როდის დატოვა რუსთავი2?
[/quote]
აუჰ, ეგ ისე დიდი ხნის წინ იყო, ვეღარ მახსოვს : )))
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ანუ, მიშას რუპორად გადაქცევისთანავე?
ჰო, მაშინ გასაგებია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting