Sign in to follow this  
Followers 0

მსოფლიოს რელიგიური სიახლენი

36 posts in this topic

[b][member="Geo soldier"][/b],
ამის მერე ვინმემ როგორ უნდა თქვას, რომ მართლმადიდებლები ვინმეს ჩაგრავენ :)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა[/b]


2012-12-20 16:12:18

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა.

საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, წმიდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი.

მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერს დაწესდა.

http://www.for.ge/view_from.php?from_id=12111&from_cat=3&n_title=%60wmida+sinodma+mama+gabrieli+%28urgebaZe%29+wmidanad+Seracxa
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="6"]მსოფლიო პატრიარქი საქართველოშია[/size]
მსოფლიო პატრიარქი, უნეტარესი ბართლომე საქართველოშია. თბილისის აეროპორტში საპატიო სტუმარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დახვდნენ. აეროპორტში დახვედრის შემდეგ ჟურნალისტებისათვის განცხადებები გაკეთდა. მსოფლიო პატრიარქმა უწმინდესს საიუბილეო თარიღები მიულოცა და აღნიშნა, რომ გარდამავალ და რთულ პერიოდში ილია მეორე ახალი ეპოქის ფუძემდებელი გახდა. ბართლომე პირველმა დალოცა სრულიად საქართველო და ხალხს უსურვა უმტკივნეულოდ გადაიტანოს კრიზისები და დაძლიოს ყოველგვარი დაბრკოლებები.
თავის მხრივ, ჩამოსულ სტუმრებს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის სახელით გულითადად მიესალმება საქართველოში ჩამოსულ მსოფლიო პატრიარქს და მადლობა გადაუხადა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით სტუმრობისთვის.
"მოგეხსენებათ, რომ 35 წელი პატრიარქისთვის იყო მეტად რთული და იყო ძნელად გადასაწყვეტი მრავალი პრობლემა. 35 წლის განმავლობაში მე მუდამ ვგრძნობდი თანადგომას და მხარდაჭერას მსფლიოს პატრიარქისა. დღეს, როცა განვლო ამ წლებმა, იმედით ვუყურებთ მომავალს. ვფიქრობთ, რომ თქვენი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის განვითარებას. დიდია თქვენი დამსახურება არა მარტო კონსტანტინეპოლის, არამედ მსოფლიოს წინაშე. დიდი იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს", - აღნიშნა უწმინდესმა მისასალმებელ სიტყვაში.
უწმინდესის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დღეს საღამოსვე საპატრიარქოში ყველა ჩამოსული სტუმრისთვის კიდევ ერთხელ მიღება გაიმართება. ასევე, სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საქართველოში უკვე იმყოფება რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი და მღვდელმთავარი, კერძოდ, სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი.
ხვალ დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები. კერძოდ, საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნება. დღის ბოლოს ფილარმონიაში კი კონცერტია დაგეგმილი. 12 იანვარს მსოფლიო ეკლესიის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში დავით უსუფაშვილი მიიღებს. ასევე მათ კანცელარიაში ბიძინა ივანიშვილი შეხვდება. დაგეგმილია აგრეთვე წმინდა ადგილების მოლოცვა. 13 იანვარს კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი უმაღლესი რანგის სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. სტუმრები საქართველოს 14 იანვარს დატოვებენ.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/226042-msoflio-patriarqi-saqarthveloshia.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ბათუმში უცხოეთის და საქართველოს ქრისტიან სასულიერო დელეგაციებს მასპინძლობს[/b]

[img]http://www.islam.ge/rf/images/stories/publication/dsc_0939.jpg[/img]

გუშინ 22 იანვარს „ქართველ მუსლიმთა კავშირმა" ბათუმში მიიღო მაღალი რანგის სტუმრები დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების სასულიერო პირების შემადგენლობით. დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი საქართველოში მუსლიმთა და ქრისტიანთა ურთიერთობის გაცნობა და ორ მონოთეისტურ რელიგიას შორის მეგობრული თანამშრომლობის გაღვივება და გაღრმავება, ასევე, საქართველოში მოქმედ მუსლიმურ ორგანიზაცეიბთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაგრძელება იყო. უცხოელ დელაგაციასთან ერთად ბათუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ქორეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი და ეკლესიის სხვა წევრები. ბათუმელი მუსლიმები ურთიერთობების უფრო გაღრმავების მიზნით სტუმრებს თავიანთ ოჯახებში გაუმასპინძლდნენ.

[url="http://www.islam.ge/rf/?lang=ka"]ნახეთ ვრცლად[/url]

წყარო: www.islam.ge


http://www.youtube.com/watch?v=0no1U15CSdo&sns=fb
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://1.bp.blogspot.com/-IIQo9UBZouQ/UsBikiOvSRI/AAAAAAABkUs/Buo-EJMsAns/s1600/000.jpg[/img]

პაპმა განაცხადა:
ჯოჯოხეთის ცეცხლი არ არსებობს და ადამი და ევა არ არსებობდნენ.
ყველა რელიგია მართალია, იმიტომ რომ ისინი არიან მართალი იმ ადამიანის გულებში, ვისაც მათი სჯერა. განა არსებობს, სხვა რეალობა?
ჭეშმარიტება არის ცვალებადი და არა ქვაში ჩაჭედილი, ის განიცდის ევოლუციას.

http://entertainment.vacancynigerians.com/2013/12/shocking-there-is-no-hell-fire-adam-eve.html?m=1

აგი ვინაა სიმონ :| რაღაც პონტში კი მართალია მაგრამ არ მომწონს პაპის ესეთი ლაპარაკი :|
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს იგია, ვინც სიტუაციის ამრევებს სჭირდებათ..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნიუ იორკში მოქმედმა სატანისტურმა დაჯგუფებამ ეშმაკის ძეგლის პროექტი წარადგინა, რომლის დადგმაც ორგანიზაციის წევრებს ოკლაჰომას შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან (სადაც მთავრობა და უზენაესი სასამართლოა განთავსებული) სურთ.

პროექტის ავტორების აზრით, ორმეტრიანმა სკულპტურამ ბიბლიური ათი მცნების მონუმენტი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც კაპიტოლიუმთან 2012 წელს დადგეს. ძეგლის პროექტში სატანა თხისთავიანი, ქალისსხეულიანი, ჩლიქებიანი, რქებიანი და ფრთებიანი არსების - ბაფომეტის სახითაა გამოსახული. ბაფომეტი პენტაგრამიან ტახტზე ზის და მომღიმარი ბავშვები ეხვევიან გარს.

"მონუმენტს ფუნქციონალური დანიშნულებაც ექნება - ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება, სატანას კალთაში ჩაუჯდეს, რომ ჩაფიქრდეს და შთაგონება მიიღოს", - ნათქვამია ავტორების განცხადებაში.

:help: :help: :help:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:( :( :( :( :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ საკითხს აქაც უტრიალებდნენ, წიოდნენ და კიოდნენ. ხოდა აქვე დავწერ:

[b]"ტაბულამ" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2005 წელს პატრიარქმა ხანუკა "იდღესასწაულა", რაც სიცრუეა!,
[/b]
ქვემოთ გთავაზობთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას:

"საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
(აუცილებელი განმარტება)

2005 წლის 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ლუბოვიჩის რებეს წარმომადგენელი, რაბინი აბრაამ მიხელაშვილი. შეხვედრამ გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა, რასაც გავრცელებული ინფორმაციაც იუწყება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციაში დაშვებულია სხვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა, რაც გაუგებრობის და არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი ხდება. კერძოდ:

1) ნათქვამია, რომ რაბინ აბრაამ მიხელაშვილთან შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით მოხდა.
სინამდვილეში ინიციატივა იყო რაბინ მიხელაშვილის და შეხვედრა მარხვის და მისი უწმინდესობის მოუცლელობის გამო წინა 12 დღის განმავლობაში ვერ განხორციელდა.

2) ასევე ნათქვამია, რომ "ილია II-მ ხანუკის დღესასწაული მიულოცა ებრაელ ხალხს და რაბინ მიხელაშვილის მიერ საჩუქრად გადაცემული ხანუკის სანთლები დაანთო".
სინამდვილეში შეხვედრაზე რაბინმა აღნიშნა, რომ მათ ქონდათ ხანუკის დღესასწაული, განმარტა ამის მნიშვნელობა და პატრიარქს წიგნებთან ერთად საჩუქრად შანდალი გადასცა; ამ შანდალზე, საუბრის ბოლოს, სტუმრის პატივისცემის ნიშნად, მისმა უწმინდესობამ არა ხანუკის, არამედ საპატრიარქოში დამზადებული სანთლები დაანთო.

3) გავრცელებული ტექსტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კათოლიოს-პატრიარქმა და რაბინმა ერთად ილოცეს და იგალობეს ფსალმუნი, რაც რეალობას არ შეესაბამება.

მის უწმინდესობას საერთოდ აინტერესებს მელოდია ფსალმუნის ებრაულად კითხვისა და ამ მიზნით სთხოვა რაბინ აბრაამს ეგალობა პირველი ფსალმუნი, შემდეგ კი თვითონ იგალობა იგივე ფსალმუნი, რომ მისთვის ქართული მელოდია ეჩვენებინა; ამას კი, რა თქმაუნდა, არანაირი ლოცვითი დატვირთვა არ ქონდა.

ვიმედოვნებთ მომავალში ასეთ უზუსტობებს და გაუგებრობას ადგილი აღარ ექნება.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
სანფრანცისკოელი პასტორ ტიმ ქრისტენსენისთვის საყვარელი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრობა იმდენად წმინდაა, მზადაა, მის გამო უარი მსახურებაზეც თქვას.

კლუბის გადამწყვეტ თამაშამდე რამდენიმე წამით ადრე პასტორმა ეკლესიაში 1-წუთიანი წირვა ჩაატარა და ფეხბურთის საყურებლად გაიქცა. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ეკლესიაში. მათ, ვინც დილის მსახურებაზე არ იყვნენ და ახლა აქ არიან, შესაძლოა არ იცოდნენ, რომ რამდენიმე წუთში საფეხბურთო მატჩი იწყება. ვიფიქრე, იქნებ დღეს მოკლე მსახურება გვქონოდა. გინდათ ცოდვები მოგეტევოთ? მომიტევებია ყველასთვის. წირვის დროს უნდა მომეყოლა ღვინოზე, წმინდა მსახურებაზე, მაგრამ მგონი, ყველამ იცის, რაც უნდა მეთქვა, არა? აი, მაგიდაზე პური და ღვინოა, თავს თავად მიხედეთ. აბა, წავედი საგულშემატკივროდ!" - "იქადაგა" პასტორმა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='713566']
"ტაბულამ" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2005 წელს პატრიარქმა ხანუკა "იდღესასწაულა", რაც სიცრუეა!,
[/quote]


ტაბულა კი იზავდა მაგას არ გამიკვირდებოდა

მარა აქეთა მხარეც რომ ტყუის ეგაა ცუდი. იქით მხარეს იმმენად ინტელექტები უპირისპირდებიან ეკლესიას აქეთ მხარეს კიდევ გაუნათლებელს ვერ ვიტყვი მაგრამ როგორ ვთქვა არც ვიცი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0