Sign in to follow this  
Followers 0

მსოფლიოს რელიგიური სიახლენი

36 posts in this topic

მგონი ასეთი თემაც საჭიროა. აქ ვისაუბროთ ზოგადად ახალ ამბებზე რელიგიურ სფეროში.

მოდით მე დავიწყებ:


[center][img]http://www.ambebi.ge/images/pictures/sazogad/eklesia/maqsime-amgs.jpg[/img][/center]




[size="3"][b]ანთროპოლოგების მიერ უკვე დადასტურდა, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის საკურთხეველში ახლახან აღმოჩენილი საფლავებიდან, ერთ-ერთი მე-7 საუკუნის წმინდანს, ღირს მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის.

"სულ საკურთხეველში არქეოლოგებმა გათხრების შედეგად, 4 საფლავი აღმოაჩინეს, მათგან ერთ-ერთი, წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის. ცნობილია, რომ მისი აღმსარებლობის გამო, მას ენა და ხელი მოკვეთეს. ანთროპოლოგებმა აღნიშნული დაადასტურეს. ასევე, დადასტურებულია ასაკი - ღირსი მაქსიმე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა", - აცხადებენ ყოვლადწმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის საკურთხეველში, წმინდანის საფლავის მოძიების ინიციატივა ცაგერისა და ლენტეხის მთავარ ეპისკოპოსს, მეუფე სტეფანეს ეკუთვნის. ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ტაძრის იატაკი აიღეს.
დღეს დასრულდა ერთკვირიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მაქსიმე აღმსარებლის საფლავის დადასტურებას ეძღვნებოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში პრესკონფერენციაც გაიმართება.[/b][/size]
წყარო: http://www.orthodox-geo.com/
2

Share this post


Link to post
Share on other sites
შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს
ლუთერანული ეკლესიის წმინდა სინოდმა როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება. ხმათა 70%ით შვედეთის მთავარმა ეკლესიამ, რომლის მიმდევარიცაა მოსახლეობის 73% გადაწყვიტა ბოლო მოუღოს მრევლის დაყოფას ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუაალებად, ამიერიდან ყველა მორწმუნე წყვილს, ჰეტეროსექსუალები იქნებიან თუ ჰომოსექსუალები უფლება აქვთ თანაბარი ცერემონიისა ეკლესიაში. ამგვარად შვედეთი, რომელიც უკვე პიონერია ჰომოსექსუალთა უფლებების საქმეში, ხდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა რომლის წამყვანი ეკლესიაც ოფიციალურად აღიარებს ჰომოსექსუალურ სიყვარულს.

ლგტბ ორგანიზაციები მიესალმნენ წმინდა სინოდის ამ გადაწყვეტილებას, მათი თქმით ეკლესიის ასეთი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს დისკრიმინაციასთან ბრძოლას და საზოგადოებაც უფრო შემწყნარებელი გახდება.

სხვა ქრისტიანულ ეკლესიაებს ჯერჯერობით თავიანთი პოზიცია არ გაამოუხატავთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით
[img]http://1.bp.blogspot.com/_yRZSgVY7zEo/SuCFAb11rVI/AAAAAAAAAO4/aFiVMHhj8wk/s320/mariage-gay-suede.jpg[/img]


[url="http://geohomo.blogspot.com/2009/10/blog-post_2290.html"]http://geohomo.blogspot.com/2009/10/blog-post_2290.html[/url] Edited by muvahid
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote] muvahid[/quote]
[i]ასეთი სტატიების დაკოპირებისას აუცილებლად მიუთითე წყარო,(ან ლინკი, ან საინფორმაციოს დასახელება, დრო რავი მოკლედ..) რომ გავარჩიოთ შენი აზრი – ფაქტისგან.[/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Alien Grey' date='06 November 2010 - 12:20 AM' timestamp='1288988416' post='553374']
[i]ასეთი სტატიების დაკოპირებისას აუცილებლად მიუთითე წყარო,(ან ლინკი, ან საინფორმაციოს დასახელება, დრო რავი მოკლედ..) რომ გავარჩიოთ შენი აზრი – ფაქტისგან.[/i]
[/quote]

შენიშვნა მიღებულია და პოსტიც რედაქტირებულı
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]სხვა ქრისტიანულ ეკლესიაებს ჯერჯერობით თავიანთი პოზიცია არ გაამოუხატავთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით[/quote]
სხვა არ ვიცი, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესია რომ არ დაუშვებს ასეთ ფაქტებს თავის წიაღში ეს კი ნამდვილად ვიცი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]სხვა არ ვიცი, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესია რომ არ დაუშვებს ასეთ ფაქტებს თავის წიაღში ეს კი ნამდვილად ვიცი [/quote]
[i]თუ არ ვცდები ჯერჯერობით მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ხო?
ერთადერთი მახსოვს, თუ არ ვდები სტრიპტიზ კლუბი აკურთხა რუსმა მღვდელმა. არ ვიცი წყაროსაც ვერ ვუთითებ მაპატიეთ იქნებ ჭორიცააა, თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი ამ ინფორმაციის ჭეშმარიტობაზე, ან იმის შესახებ დამახინჯებულად ხომ არ გადმოვეცი აზრი, ძალიან დამავალებთ. გმადლობთ.[/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Alien Grey[/b]
[quote]ერთადერთი მახსოვს, თუ არ ვდები სტრიპტიზ კლუბი აკურთხა რუსმა მღვდელმა. არ ვიცი წყაროსაც ვერ ვუთითებ მაპატიეთ იქნებ ჭორიცააა, თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი ამ ინფორმაციის ჭეშმარიტობაზე, ან იმის შესახებ დამახინჯებულად ხომ არ გადმოვეცი აზრი, ძალიან დამავალებთ. გმადლობთ.[/quote]
ეგრე იყო. მაგრამ 1 კაცის მიერ დაშვებული შეცდომა (თუნდაც მღვდლის) არ ნიშნავს რომ ეკლესიის პოზიციაა ასეთი.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]დინამო[/b]

[quote]ეგრე იყო. მაგრამ 1 კაცის მიერ დაშვებული შეცდომა (თუნდაც მღვდლის) არ ნიშნავს რომ ეკლესიის პოზიციაა ასეთი. [/quote]
[i]ეგ მართალია. ყველა საკითხში. შეცდომას ყველა ვუშვებთ. ბოლო ბოლო ღმერთმა დაუშვა შეცდომა, როცა ადამიანები შეგვქმა. მოვიყვან წმიდა წერილიდან ადგილს საიდანაც ასეთი აზრი გამოვიტანე:[size="2"][b] "6 და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.[/b][/size]"(დაბადება თავი 6)[/i]

ხომ არ მიგიწვდება ხელი იმ ინფორმაციისთვის სადაც დაფიქსირებულია ოფიციალური პოზიცია ეკლესიისა?! Edited by Alien Grey
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:blink: :blink: :blink: :blink: :blink: :blink: :blink:
რა საინტერესო ამბებს წააწყდები კაცი ამ ქვეყანასა ზედა ჰაა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
პოლონეთის ქალაქ სვებოძინში თითქმის დასრულდა გრანდიოზული მონუმენტის მშენებლობა. ავტორების განცხადებით, ეს იქნება მაცხოვრის ყველაზე მაღალი ქანდაკება.
თეთრი სკულპტურა გაშლილი ხელებითა და ოქროს გვირგვინით დასავლეთ პოლონეთში აღიმართა. აქამდე იესო ქრისტეს ყველაზე მაღალი ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში იყო და მისი სიმაღლე კვარცხლბეკის ჩათვლით 40 მეტრამდეა, პოლონურმა კი მას 11 მეტრით გადააჭარბა – მთლიანობაში 51 მეტრს აღწევს. ხოლო ცალკე ქანდაკება 33 მეტრია – მესიის დედამიწაზე ყოფნის ხანგრძლივობის აღსანიშნავად. თუმცა ჯერჯერობით ზუსტი სიმაღლე დაუდგენელია, ამას მოგვიანებით გაარკვევენ. ქანდაკებას “მეფე ქრისტე” უწოდეს.

ადგილობრივი მოქალაქეები აღფრთოვანებულნი არიან და სიხარულით ადევნებდნენ თვალს მოვლენების განვითარებას. ვარაუდობენ, რომ ეს ადგილი მალე იქცევა ტურისტების მიზიდვის ცენტრად და პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილად. ამას ხელს შეუწყობს ის ფაქტიც, რომ ეს ადგილი 45 მილითაა (72 კმ) დაშორებული გერმანიის საზღვრიდან. პოლონური მედიის განცხადებით, მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და პროექტი დაახლოებით 1.45 მილიონი დოლარი დაჯდა.
wyaro
http://www.heraldsun.com.au/news/world/gigantic-statue-of-christ-erected-in-poland/story-e6frf7lf-1225949092614
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s007.radikal.ru/i302/1011/36/02e496485eeb.jpg[/IMG][/URL]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s009.radikal.ru/i310/1011/c4/04b4e35efcfb.jpg[/IMG][/URL] Edited by Alien Grey
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=IfhcA4WGWQ0[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][size="5"][size="6"][size="4"]"მუზეუმად შეფუთული მეჩეთი ხრიკი იქნება მართლმადიდებლობისა და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ"
"ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე საპატრიარქოს გარეშე მოლაპარაკება დაუშვებელია!"[/size][/size][/size][/b]
[img]http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2011/3/batumi1-copy-2.jpg[/img]

"ცოტა ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში სამი მეჩეთის განახლება და ერთის აშენება იგეგმება. მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ბათუმში, კერძოდ, ყოფილ ლენინის მოედანზე აზიზიეს მეჩეთი აღდგება (გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწვა). ითქვა, რომ მხარეები ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს მომავალში აპირებენ.[url="http://www.kvirispalitra.ge/public/6289-qmuzeumad-shefuthuli-mechethi-khriki-iqneba-marthlmadideblobisa-da-qarthuli-interesebis-satsinaaghmdegodq.html"]ვრცლად[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b] რუსეთის პატრიარქ კირილე მეორეს აღსაყდრებიდან ორი წელი შესრულდა
[/b]

რუსეთის პატრიარქის კირილე მეორეს აღსაყდრებიდან ორი წელი შესრულდა.

ამასთან დაკავშირებით ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

რუსეთის პატრიარქს აღსაყდრების წლისთავი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიულოცა, რომელმაც მას "ქრისტიანული სამყაროს ლიდერი" უწოდა.

ცნობისთვის, მიტროპოლიტი კირილი რუსეთის საეკლესიო კრების მიერ პატრიარქად 2009 წლის 27 იანვარს, პატრიარქ ალექსი მეორეს გარდაცვალების შემდეგ იქნა არჩეული. მისი ინტრონიზაციის ცერემონიალი იმავე წლის 1 თებერვალს გაიმართა.

რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კირილის აღსაყდრების შემდეგ საეკლესიო ცხოვრება უფრო დინამიური გახდა.

კირილი რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის რიგით მე-16 პატრიარქია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების რესტავრაციასთან დაკავშირებით როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ამჯერად საქართველოში უკვე ოთხი მეჩეთის და ერთი აბანოს, ხოლო თურქეთში ოთხი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოaდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია- მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.

ამდენად, თურქეთის მხარისათვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები, ბუნებრივია, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან-საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა. ეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია.

თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა.

რატომ არ იქნა ეს გზა გამოყენებული, არ ვიცით. ხოლო თუ დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენთვის საპრობლემო საკითხებიდან ამჯერად მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას:

[b]ა) ადრეც აღვნიშნავდით, და ახლაც ვიმეორებთ, რომ თურქეთი მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოდ, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამიტომაც, ბუნებრივია, ისმება კითხვა: მაშინ, როდესაც საქართველოში ახლადგახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით? [/b]

ბ) შევნიშნავთ იმასაც, რომ, როგორც თურქული მხარისათვის არის მნიშვნელოვანი გარკვეული მეჩეთების პროირიტეტად წარმოჩენა, ასევე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგალითად, ლაზებით დასახლებელ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა; ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნა;

[b]ასე რომ, საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით. [/b]

და ბოლოს, უნდა თავიდანვე განისაზღვროს ისიც, თუ ვის საკუთრებაში იქნება საქართველოში აღდგენილი მეჩეთები, თურქეთში კი - ტაძრები. ვიმედოვნებთ, ჩვენს მიერ წამოყენებული წინადადებები მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, რაც ჩვენს შორის ურთიერთობას კონსტრუქციულს გახდის. საპატრიარქოსთან შეთანხმებით.
2

Share this post


Link to post
Share on other sites
დღეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია წმინდა კეთილმსახურ მეფე დავითის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. როდესაც გიორგი მეორემ უარი თქვა მეფის პატივსა და სიმძიმეზე ტახტზე მისი თექვსმეტი წლის ვაჟიშვილი ავიდა. ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე მაშინ ვერავინ იფიქრებდა,რომ ახალი მონარქი სამეფოს არ მარტო გააძლიერებდა ,არამედ ქვეყნის ისტორიაში როგორც ყველაზე წარმატებული მეფე ისე შევიდოდა. მემკვირეობა,რომელიც წმინდანს ერგო არც თუ სახარბიელო იყო. თურქ-სსელჩუკების მიერ დაპყრობილი სახელმწიფო ნელ-ნელა იშლებოდა. მან შეძლო 1121 წლს დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით დამბყრობლების საქართველოდან გაძევება. “ძლევაი საკვირველი”-ასეთია ჟამთააღმწერელთა შეფასება წმინდა მეფის მიერ მოგებული ომისა,რომელიც თანამედროვეთა გაოცებასაც კი იწვევს. ერთი წლის შემდეგ წმინდა დავით აღმაშენებლის თაოსნებით თბილისი მტრებისგან გაათავისუფლდა და ისტორიული დედაქალაქი ისევ საქართველოს ეკუთვნოდა. სახელისუფლებო,ეკონომიკური და სამხედრო რეფორმებთან ერთად მან საეკელსიო რეფორმაც გაატარა. მოიწვია რუის ურბნისის კრება,სადაც ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. შემოიღო ჭყონდეიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა. ისტორიკოსთა ცნობით,იგი მორწმუნე და ღვთისმოშიში ადამიანი იყო.მუდმივად კითხულობდა წმინდა წერილს,ესწრებოდა წირვა-ლოცვებს და აგებდა ეკლესიებს. წმინდა მეფე თავისივე აშენებულ გელათის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული. იგი საქართველოს 36 წლის მანძილზე მართავდა.

წყარო. sstv.ge
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://vimeo.com/19644720"]ამერიკელი მართლმადიდებლები აბორტის წინააღმდეგ შეიკრიბნენ[/url] Edited by ALIUS
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გეების დაკორწინება რაღა უბედურებაა კაცო. :D სულ დაკარგა ამ ხალხმა მორალი და ზნეობა რაა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნატარესმა ილია მეორემ სიონის საპატრიაქო ტაძარში მიცვალებულთა სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა. გარდაცვალებულთა განსაკუთერბული მოხსენიების დღეები საქართველოს მართამდიდებელი კალენდრის მიხედვით წელიწადში რამდენჯერმეა,მათ შორისაა ხორციელის შაბათი. ამ დღეს გარდაცვალებულთა ოჯახის წევრები საკურთხს ამზადებენ და ტაძარში მიაქვთ.კათოლიკოს-პატრიქმა დღეს ეკლესიაში მოტანილი საკვებიც აკურთხა. ეკელესია გარდაცვალებულთა სულებისთვის განსაკუთრებულად ზრუნავს და პანაშვიდის გადახდა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა აქედან შეუმსუბუქოს იმქვეყნიური ხვედრი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://www.ambebi.ge/pictures/image2/a15a1469c53dca3ace44deeaee24a615.jpg[/img][/center]

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ იტალიურ სკოლებში ჯვარცმისა და სხვა ქრისტიანული სიმბოლოების განთავსება კანონიერად აღიარა.

ახალმა გადაწყვეტილებამ 2009 წლის ნოემბერში გამოტანილი განაჩენი ჩაანაცვლა. მაშინ სასამართლომ ფინური წარმოშობის იტალიელის, სოილე ლაუტსის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სკოლებში განთავსებული ქრისტიანული სიმბოლიკა სხვა რელიგიური კონფესიების მიმდევარი მოსწავლეებისა და ათეისტი ბავშვების უფლებებს ლახავდა.

2009 წლის ეს განაჩენი ვატიკანმაც და იტალიის ხელისუფლებამაც ნეგატიურად შეაფასა. იტალიის მინისტრის კაბინეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ქრისტიანული ჯვარცმა კულტურული სიმბოლოა და ქვეყნის ისტორიასთან არის დაკავშირებული.

ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფედერიკო ლომბარდიმ კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იტალიის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.


წყარო: http://www.ambebi.ge/mozaika/33729-strasburgis-sasamarthlom-italiur-skolebshi-jvarcma-daabruna.html#ixzz1H41ssjKz
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს უძრავი ქონება გადასცა[/b]

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა შემდეგი უძრავი ქონება:

"ეკლესიისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში სახელმწიფო 6291 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 35 კვ. მ. შენობა-ნაგებობა;

"საეპისკოპოსო რეზიდენციის განთავსების მიზნით ქ. გარდაბანში 17 035 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 687 კვ. მ. შენობა-ნაგებობა.

საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია შეიქმნა 2010 წლის 23 თებერვალს.

კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის, საპატრიარქოს, პარლამენტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]წმინდა სინოდის დადგენილება.
11 ივლისი, 2011 წელი.[/b]



სხდომის თავმჯდომარე - ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი

სხდომის მდივანი - გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) -

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

სხდომის თანამდივნები - ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) - ახალქალაქისა და

კუმურდოს მიტროპოლიტი

საბა (გიგიბერია) - ხონისა და სამტრედიის

მიტროპოლიტი

სინოდის სხდომას ესწრებოდნენ:

I. 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (დანართი #1). სინოდის სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრავალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა იმსჯელა და
[b]
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე. რელიგიური აღმსარებლობების თავისუფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას ეკუთვნის საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე. საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას.

2. მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას:

ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები.

ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ.

ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

3. წმიდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და, მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის.
[/b]
II. წმიდა სინოდმა მოისმინა მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II (ბაგრატიონი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ხსენება დაწესდეს 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).

ასევე დაიწეროს წმიდანის ხატი და შეიქმნას შესაბამისი საღვთისმსახურო განგება.

III. წმიდა სინოდმა იმსჯელა სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:

შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

2. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='muvahid' post='553373']
შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს
[/quote]
[b][member="muvahid"][/b]
მეჩვენება თუ ინფორმაცია მართლა პედერასტების ბლოგიდან არის დაკოპირებული? Edited by ლებუ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=7SPnEgYJYN0#!"]მუსლიმანური მრევლის განცხადება, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[font="Arial Black"][size="5"]საფრანგეთში სექსუალური უმცირესობისთვის მეჩეთის გახსნას აპირებენ[/size][/font]


საფრანგეთში მუსულმან-ჰომოსექსუალს სექსუალური უმცირესობისთვის მეჩეთის გახსნა სურს. ეს სურვილი მას მექას მოლოცვის შემდეგ გაუჩნდა. ლიუდვიგ ლფთი ზახედმა ისლამის შესწავლა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად ის ალჟირული სალფიტიზმით იყო გატაცებული, შემდეგ კი რადიკალი მუსულმანი გახდა.

„ისლამი დამეხმარა ჩემი გრძნობების გამკლავებაში, ჩვეულებრივ მეჩეთში ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ლოცულობენ, სექსუალური უმცირესობა კი ფიზიკური ძალდობის მსხვერპლი ხდება“,- აცხადებს ზახედი. მისი განმარტებით, ხუთსაათიან ლოცვებს მუსულმანი ჰომოსექსუალები ბუდისტების დარბაზში ჩაატარებენ, შემდეგ კი ერთსქესიანი ქორწინების ცერემონიის გადახდასაც შეძლებენ.


http://www.for.ge/view_from.php?from_id=10441&from_cat=8&n_title=%60+safrangeTSi+seqsualuri+umciresobisTvis+meCeTis+gaxsnas+apireben+
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"]ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმის ჯვრის ტაძარში მომხდარ ვანდალიზმს გმობს[/size]

იერუსალიმის ჯვრის ტაძარში მომხდარ ვანდალიზმთან დაკავშირებით საქართველოში ისრაელის საელჩო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარი კრიმინალური აქტი სასტიკად დაგმო.
"ებრაული ფასეულობები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის იქნება დაცული ისრაელის სახელმწიფოში, დამნაშავენი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. პოლიცია მოცემულ მომენტშიც ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს",- აღნიშნულია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. მათ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე და იქვე მდგარ რამდენიმე ავტომობილზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, რომლითაც იესო ქრისტეს უხამსად მოიხსენიებენ. ასევე, დააზიანეს ტაძრის ეზოში მდგარი რამდენიმე მანქანა, ერთ-ერთ მანქანაზე კი გაკეთებულია რელიგიური ნიშნის შეურაცხმყოფელი წარწერა.
ვანდალური აქტის შესახებ კონკრეტული დეტალები ქართული მხარისთვის უცნობია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი აცხადებს, რომ ქართული მხარე დაუკავშირდება ისრაელის იმ უწყებას, რომელიც ტაძრის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი.
საქმეზე გამოძიება იერუსალიმის პოლიციის ცენტრალურმა განყოფილებამ უკვე დაიწყო.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/223589-beniamin-nethaniahu-ierusalimis-jvris-tadzarshi-momkhdar-vandalizms-gmobs.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0