Sign in to follow this  
Followers 0

საუბრები რელიგიურ თემებზე

175 posts in this topic

რწმენა მეკარგება ეკლესიისადმი :(


რატომ არ ვიცი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებზე, თითქოს სინოდში დაპირისპირებებია, უპასუხა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა

[url=http://orthodox-geo.com/?p=1023]მეუფე იაკობის ქადაგება შეგიძლიათ ნახოთ აქ[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ გეწყინოს[b][member="nikolo"][/b], მაგრამ უაზრო თემაა რელიგია და რწმენა არის ყველაზე პირადული რაც შეიძლება არსებობდეს და არ ღირს ამის შესახებ სხვასთან საუბარი მითუმეტეს ინტერნეტში. ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია და დანანრჩენი თქვენ იცით
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Napster"][/b],
არადა სულ მაგაზეა ჩხუბი :D

[quote name='დინამო' post='648214']
ამ ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებზე, თითქოს სინოდში დაპირისპირებებია, უპასუხა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა

მეუფე იაკობის ქადაგება შეგიძლიათ ნახოთ აქ

[/quote]
მეც რომ წავიკითხე ამ დაპირისპირების შესახებ, ძალიან განვიცადე... დამამშვიდა მერე პატრიარქის ქადაგებამ..
ახლა ამას ვუსმენ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სიტყვა შეწირვა რას ნიშნავს? როგორ განიმარტება და რა შინაარსი აქვს?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
mako

[quote] მატათამ და ანდრია პირველწოდებულმა იქადაგეს საქართველოში, ხომ?

ჩემი მეგობრისგან სხვა ვერსია გავიგონე რამდენჯერმე და ვიფიქრე, სხვებთან გადავამოწმოთქო. ანუ ის, რომ თითქოს მოციქულებმა რაც იქადაგეს, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, მათ დადგენილ ნორმებს ვასრულებთო.

არადა, მე
ციტირება
უშუალოდ მოციქულთა მიერ არის დაარსებული
ამ ვერსიას ვვარაუდობდი.

ეს ორი ვერსია შეიძლება ჰკვეთდეს ერთმანეთს ან ავსებდეს, მაგრამ იდენტური ხომ მაინც არაა? [/quote]

ყველა იმ ქვეყნის ეკლესია, სადაც მოციქულებმა იქადაგეს, სამოციქულოდ იწოდება. საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა(მისი საფლავი აფხაზეთშია სოხუმის მახლობლად) იქადაგეს თავდაპირველად, შემდგომ კი მატათამ, ისტორიული ცნობების მიხედვით ის აჭარაში, კერძოდ კი გონიოშია დაკრძალული. არსებობს მოსაზრება, თითქოს საქართველოში მოციქულმა მარკოზმაც იქადაგა...

მოციქულები ქადაგებდნენ მაცხოვრის სიტყვებს, იმას, რაც მათ თავად იესო ქრისტესგან გადმოეცათ და განემარტათ. უფლის სიტყვების გავრცელება თავდაპირველად ზეპირი სახით ხდებოდა, მოციქულები მოგზაურობდნენ და ქვეყნიერებას უფლის სიტყვებს ამცნობდნენ. იმდროინდელი ვითარებიდან გამომდინარე, გასაგებია რომ ისინი ყველგან უშუალოდ ვერ იქადაგებდნენ, ამიტომაც მოციქულება ზოგ ადგილას თავიანთ ეპისტოლეებს აგზავნიდნენ. ამასთან რიგი ადამიანების მიერ, ვინც მოციქულთა სიტყვები არასწორად გაიგეს, ხდებოდა მოძღვრების დამახინჯება. ამის თავიდან ასაცილებლად მოციქულთა მიერ დაიწერა სახარება. სულ არსებობს ოთხი სახარება – მათესი, მარკოზისი, ლუკასი და იოვანესი. პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმინდა მამების მიერ ოთხივე სახარება და მოციქულთა ეპისტოლეები, ასევე ლუკას მიერ დაწერილი "მოციქულთა საქმეები" და იოვანეს "გამოცხადება" გაერთიანდა ერთ წიგნში და ეწოდა "ახალი აღთქმა". "ახალი აღთქმა" არის წმინდა გადმოცემის წერილობითი სახე, თუმცა არა სრულყოფილი. წმინდა გადმოცემაში "წმინდა წერილთან" ერთად შედის მსოფლიო საეკლესიო კრებები, ნიკეა–კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო(მრწამსი), ლიტურგია, ხატები, წმინდა მამათა ნაშრომები. ეს ყველაფერი ერთად წარმოადგენს წმინდა გადმოცემას. ის სრული სახით მხოლოდ ეკლესიაშია დაცული. ქრისტეს მოძღვრება არ შეცვლილა, იცვლებოდა გარკვეული ფირმები – საეკლესიო კრებებმა მიიღეს კანონები, მაგრამ ყველა ეს კანონი რაიმე ახალი მოძღვრება კი არ იყო, არამედ ძველის დადასტურება და განმტკიცება. ამის ნათელი დასტურია მსოფლიო საეკლესიო კრებები: ყველა კრება გარკვეული ერესის, ცრუ სწავლების გავრცელების გამო იქნა მოწვეული. კრებებზე ხდებოდა ცდომილების განხილვა, მისი მხილება და შემდეგ ყველა მონაწილე ერთობლივად კვლავ ადასტურებდა მოციქულთა გადმოცემას...

ასე რომ, ჭეშმარიტება უცვლელია, ის ხან ზეპირი სახით გადაიცემა, ხან წერილობითი,ხანაც საეკლესიო კრებების კანონებით, ლიტურგიკით, ხატებით(ეკლესია ამ ყველაფერს მოიცავს), მაგრამ ეს მხოლოდ ფორმებია – მოძღვრების არსი უცვლელი დარჩა... მოციქულთა გადმოცემა ცოცხალია და ის ისევ ჭეშმარიტებას ქადაგებს...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Parseltongue

საწყენად არ გეუბნებით, მაგრამ თქვენს ნაწერში იმდენი შეცდომა და უზუსტობაა, რომ საკითხში ოდნავ ჩახედული კაციც კი ადვილად აღმოაჩენს.

[quote]რას ვასრულებთ?

მოციქულებს არაფერი წესები არ დაუდგენიათ[/quote]

კითხვაზე თუ რას ვასრულებთ, ჩემს ზედა ნაწერში შეგიძლიათ იპოვოთ პასუხი, რაც შეეხება მოციქულთა მიერ დადგენილ წესებს – ცდებით და ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ სჯულის კანონს გადაშლით. მასში საეკლესიო კრებების მიერ მიღებული კანონების გარდა მოციქულთა მიერ მიღებული 85 კანონიც შედის:

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=146:--85-&catid=34:2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=en


[quote]კათოლიკობას და მართლმადიდებლობას რაც შეეხება, 381 წელს, ნიკეის საეკლესიო კრებაზე გადაწყდა რომ მართლმადიდებლობა და კათოლიკობა გაემიჯნა ერთმანეთს [/quote]

ეს საიდან მოიტანეთ? აუცილებელი არაა ეკლესიის ისტორიაში იყოთ ჩახედული, რომ მსგავსი სისულელე არ დაწეროთ. ეს ნებისმიერ სასკოლო პროგრამაში შედის მსოფლიო ისტორიის... თუ გადაშლით შუა საუკუნეების ისტორიის სახელმძღვანელოს, იქ ნახავთ რომ ეკლესიის განყოფა(საკამათო ტერმინია) მოხდა 1054 წელს და არა 381 წელს, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე...

[quote] (მთავარი განსხვავება ის არის რომ, მართლმადიდებლობა ამბობს რომ სული წმინდა წარმოიშვა უფლისგან, კათოლოკობა ამბობს რომ სული წმინდისგან წარმოიშვა უფალი და ძე უფლისა) [/quote]

ამაზე არ ვიცი საერთოდ რა დავწერო... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... ჩვენ, ქრისტიანები თაყვანს ვცემთ ერთარსება სამება ღმერთს – მამას, ძეს და სულიწმინდას. ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი...

რაც შეეხება მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის განსხვავებას ამ საკითხში, არის ის, რომ კათოლიკეებმა მრწამსში ჩაამატეს სულიწმინდის ძისგან გამომავალობაც. მართლმადიდებლური მოძღვრებით სულიწმინდა მამისაგან გამოვალს, კათოლიკეების აზრით კი მამისაგან და ძისგანაც...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ოდიშარი' post='649672']
რაც შეეხება მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის განსხვავებას
[/quote]
http://orthodox-geo.com/2011/08/11/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]იესოს მოძღვრება[/b]



ბევრს იესოს მოძღვრებად ესმის, უწინარესად, მთაზე წარმოთქმული ქადაგება და მისი შემაჯამებელი “ოქროს წესი”- “როგორც თქვენ გსურთ მოგექცნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ”.

მაგრამ თავად იესოსათვის, მისი მოწაფეებისა და მსმენელთათვის მისი ქადაგების გულის-გულს წარმოადგენდა იმის განცხადება, რომ “ღვთის სასუფეველი” უკვე მოსულია.

აი, რას გულისხმობს იესოს მოძღვრება:

“ღვთის სასუფეველი” ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში ღვთის ნამდვილ ბატონ-პატრონობას. სასუფეველი დგება მაშინ, როცა ადამიანები შეიგნებენ, რომ სამყაროს ღმერთი განაგებს. ღვთის სასუფეველი – ეს არის სამყარო, სადაც ღვთის ბრძანება სრულდება.

იმისათვის, რომ ადამიანებს თვალსაჩინოდ განუმარტოს, თუ რას წარმოადგენს ღვთის სასუფეველი, იესო ხშირად იყენებს იგავებს. ღვთის სასუფევლის იდეა ამ წუთისოფლის ღირებულებებს თავდაყირა აყენებს. ნეტარ არიან გლახაკნი, მგლოვარენი და თვინიერნი, ღვთის სასუფეველი მათი კუთვნილებაა. მდიდრებისთვის სიმდიდრე დაბრკოლება გახდა სასუფეველში შესასვლელად.

იესოს ერთი ყველაზე ცნობილი იგავთაგანი მთესველზე:

ნაწილი თესლი გზაზე ცვივა, ნაწილი – ქვებსა და ეკალ-ბარდებში, ხოლო ნაწილიც – ნოყიერ ნიადაგზე და ნაყოფსაც გამოიღებს.

იესოს იგავები გვიჩვენებენ, რომ ღმერთი წუთისოფელში, წყნარად და შეუმჩნევლად მოქმედებს, თითქმის ფარულად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღვთის სასუფეველი უფრო და უფრო იზრდება და ვრცელდება. ის მდოგვის პაწაწინა მარცვალს გვაგონებს, რომელიც დიდი ხედ გადაიქცევა.

“მთესველი” მიემგზავრება და გზად ყველგან ღვთის მოძღვრებას უქადაგებს ადამიანებს. მრავალი მარცვალი ტყუილად იკარგება. ადამიანებს არ სურთ ჩაწვდნენ იმას, რაც ესმით, რადგანაც სხვა რამის დევნაში მთავარი ავიწყდებათ. მაგრამ ზოგიერთს ესმის ჭეშმარიტი სიტყვა და მათი ცხოვრებაც იცვლება. თესლი ნაყოფს იძლევა.

“მოინანიეთ და ირწმუნეთ” “მოახლოებულია სასუფეველი ღვთისა”, – თქვა იესომ. “მოინანიეთ და ირწმუნეთ სახარებისა”.
თუ ადამიანებმა ნამდვილად მიიღეს ღმერთი, როგორც თავისი ცხოვრების უფალი, მათ უნდა მოინანიონ, სრულებით გარდაიქმნან გულით და ირწმუნონ სახარება.

ღმერთი ყველა მორწმუნეს, ვინც მიატოვა ცხოვრების ძველი წესი და მას შეუდგა, ახალ ცხოვრებას სთავაზობს. ეს გაცილებით ძვირფასია ყოველივე იმაზე, რაც ადამიანს აქვს.


ღვთის სასუფევლის პოვნა, ყანაში დამარხული განძის ტოლფასია. მისი გულისათვის ღირს ადამიანმა ყველაფერი გაყიდოს და ყანა იყიდოს.

იპოვო ცათა სასუფეველი, ნიშნავს უარი თქვა ყველაფერზე, რასაც აქამდე ემყარებოდი და მთლიანად მიენდო ღმერთს. ცათა სასუფეველში შესვლა ნიშნავს შეგრცხვეს შენი ცოდვებისა და მოინანიო ისინი.

მაგრამ ყოველივე ამას შენი საკუთარი ძალებით ვერ მიაღწევ. სინამდვილეში ცოდვილს თავად ღმერთი პოულობს. დაკარგული ცხვრისა და დაკარგული ძის იგავებით იესო გვეუბნება, რა უდიდესი სიხარული ელის იმ კაცს, ვისაც ღმერთი იპოვის.

რას გვასწავლის იესო თავის თავზე…

იესო შეაგონებდა თავის მოწაფეებს, რომ ღმერთისათვის მამა ეწოდებინათ, მაგრამ თავად იესო ღვთის ძე იყო სრულიად უნიკალური თვალსაზრისით. იესოს მოძღვრების ეს მხარე განსაკუთრებით მკაფიოდ არის წარმოდგენილი იოანეს სახარებაში. იესო იმასაც კი ამბობს, “მე და მამა ჩემი ერთი ვართო”.

ამგვარად, ღვთის რწმენა იმავდროულად, იესოს რწმენასაც ნიშნავს. მაგრამ იგი თავის თავს ღმერთზე წინ არასოდეს აყენებს. ის ღმერთთან მიმავალი გზაა. იესო მხოლოდ იმას ლაპარაკობს, რაც მას მამამ უბრძანა. ის არის “პური” ცხოვრებისა, რომელიც მამამ გამოგვიგზავნა ციდან.

გზა “მარადიული ცხოვრებისაკენ” – იმ ცხოვრებისაკენ, რომლითაც ცხოვრობს ღმერთი და რომლელიც მასთან ერთად ადამიანებმაც შეიძლება გაიზიარონ, – ეს სასოება იესო ქრისტეზე, ღვთის ძეზეა დამყარებული. მას გადაჰყავს ადამიანი “სიკვდილიდან” “სიცოცხლეში”.

სიხარული

სიხარულის მოტივი იესოს მოძღვრებას თავიდან ბოლომდე გასდევს. ღვთის სასუფეველი ათავისუფლებს ადამიანებს და საშუალებას აძლევს მათ იცხოვრონ სავსე ცხოვრებით. იესო ასწავლის თავის მოწაფეებს, რომ მათ თვით მარხვაც დღესასწაულად უნდა აქციონ და არა პირიქით – დაღვრემილებმა იარონ მარხვის დღეებში.

ებრაულთა რელიგიური წინამძღოლები , პირიქით, თვლიდნენ, რომ ქველის მოქმედება და რჯულის აღსრულება მკაცრი და ხშირ შემთხვევაში უსიამოვნო მოვალეობაა. მათ აშფოთებდათ იესოს მხიარულება, აღიზიანებდათ იერუსალიმელი ხალხი, რომელიც მაცხოვარს მხიარული შეძახილებით ხვდებოდა. მათ ისე ეჭირათ თავი, როგორც გულქვა უფროს ძმას დაკარგული ძმის იგავიდან. მაგრამ მამა მას ეუბნება: “ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა”.

თავად ღმერთი გახარებულია ყოველი მასთან მიბრუნებული ადამიანის, “მონანიე ცოდვილის” გამო.

“ნეტარებანი”

მათ, ვინც თავის სულიერ სიღატაკეს აღიარებს, ვინც ამა თუ იმ სახით უქონელი და დამცირებულია, – სულით გლახაკნი, მგლოვიარენი, თვინიერნი, სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, მოწყალენი, გულით წმიდანი, სიმართლისათვის დევნილნი და ა.შ. – იესო აუწყებს, რომ სწორედ ისინი იქნებიან საბოლოოდ ბედნიერნი, ისინი დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ამ ქვეყნიდან მათ არაფერი გააჩნიათ, მაგრამ ღვთისაგან მიიღებენ ყოველივეს.

“სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი” – ეს ის ხალხია, ვისაც უდიდესი სურვილი აქვს, რომ აღსრულდეს ღვთის მცნებები, ვისი გულისთქმაც მთლიანად ღვთისკენაა მიპყრობილი.

“მოწყალენი” სხვა ადამიანებს ისე ექცევიან, როგორც ღმერთი ექცევა მათ.

“სიმართლისათვის დევნილნი” ღვთის სიყვარულისათვის თვით ადამიანთა შორის ცხოვრების უფლებასაც კარგავენ.
მაგრამ მხოლოდ ასეთ ადამიანებს ეკუთვნით ღვთის სასუფეველი. სწორედ მათ დააჯილდოვებს ღმერთი იმ ნაკლულოვანებისათვის, რომელსაც ისინი ახლა განიცდიან. სწორედ ისინი იმსახურებენ მაცხოვრის ქება-დიდებას. ამიტომაა, რომ მცნებები ნეტარებათა შესახებ თავდაყირა აყენებს ამქვეყნიურ წარმოდგენებს ბედნიერების შესახებ.
იმავდროულად, ეს მცნებები იმ ნორმებსაც აყალიბებენ, რომელსაც უნდა მისდიონ მაცხოვრის მოწაფეებმა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ოდიშარი' post='649672']
ეკლესიის განყოფა(საკამათო ტერმინია) მოხდა 1054 წელს და არა 381 წელს, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე...
[/quote]

მართალია, ბოდიშს ვიხდი არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, მონოფიზიტობის და დიოფიზიტობის განცალკევებაში ამერია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ოდიშარი' post='649672']
რაც შეეხება მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის განსხვავებას ამ საკითხში, არის ის, რომ კათოლიკეებმა მრწამსში ჩაამატეს სულიწმინდის ძისგან გამომავალობაც. მართლმადიდებლური მოძღვრებით სულიწმინდა მამისაგან გამოვალს, კათოლიკეების აზრით კი მამისაგან და ძისგანაც...
[/quote]

ამას რაც შეეხება მეც დაახლოებით ანალოგიური შინაარსის წინადადება დავწერე, სხვა სიტყვებით. კათოლიკეების აზრით სული წმინდა ღმერთისა და ძის "სულია" ანუ სული წმინდისგან წარმოიშვა მათი აზრით უფალი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კათოლიკურ ეკლესიას ძალიან ცოტა აკავშირებს ქრისტიანობასთან
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://orthodox-geo.com/2011/11/17/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%AD%E1%83%A3/"]დოკუმენტური ფილმი არქიმანდრიტ სოგრატზე (ჭულუხაძე)[/url]
გირჩევთ უყუროთ :yes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვინმემ თუ იცით გამარკვიეთ რას აკეთებს ეს კაცი? რამდენადაც მითხრეს ლოცულობს მაგრამ მე უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მაინტერესებს ამ ლოცვის შესახებ, რა ეწოდება, როგორ სრულდება და როდის სრულდება, კიდე წინ კუბოს მსგავსი ხის რომ დგას რა ქვია მაგას და რა დანიშნულება აქვს?

სურათზე გადაღებულია მღვდელმონაზონი ნიკოლოზ მაქარაშვილი.


[img]http://srv4.imghost.ge/out.php/i218941_.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="muvahid"][/b], როგორც ვხვდები მეტანიაა... და წინ რაც დევს ალბათ რაღაც არის დასვენებული შიგნით...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='muvahid' post='661395']
ვინმემ თუ იცით გამარკვიეთ რას აკეთებს ეს კაცი? რამდენადაც მითხრეს ლოცულობს მაგრამ მე უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მაინტერესებს ამ ლოცვის შესახებ, რა ეწოდება, როგორ სრულდება და როდის სრულდება, კიდე წინ კუბოს მსგავსი ხის რომ დგას რა ქვია მაგას და რა დანიშნულება აქვს?
[/quote]
ეს არის ლოცვის და თაყვანისცემის ერთ-ერთი სახე. სავარაუდოდ დიდ მეტანიაა. ამგვარ დასასვენებლებში კი მართლმადიდებლურ ტაძრებში დასვენებულია ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძინების ხატი, ანუ მიძინებული ღვთისმშობლის გამოსახულება :)
მეტანიას მიმართავენ წირვის დროსაც და ისეც, ჩვეულებრივ ლოცვის დროსაც. სასულიერო პირებიც და ჩვეულბრივი მორწმუნენიც.
უფრო მეტი იხილეთ აქ:
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/pirjvari_metania.htm
0

Share this post


Link to post
Share on other sites
gasagebia anu im xats etayvaneba xo? yoveltvis xati an raime msgavsi siwminde unda iyos win roca amgvari tayvaniscema sruldeba?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="muvahid"][/b], არა... არ არის აუცილებელი წინ ხატი ან სიწმინდე იყოს, შეიძლება ლოცვის დროსაც შეასრულო მეტანია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რაფამ სწორი თქვა ნამდვილად. ასევე მამაო "სჯის" ხოლმე ზოგჯერ მეტანიით მორწმუნეს, თუ მაგალითად წირვის დროს საუბრობს და ხელს უშლის მოძღვარს, არ აძლევს საშუალებას სხვებს უსმინონ წირვას და ილოცონ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გასაგებია ასე იმიტომ ვიკითხე რომ ჩვენ მუსლიმანებიც ვაკეთებთ ეგრე ლოცვის დროს და ეგ არის ყველაზე კარგი ფორმა ღვთისადმი თაყვანისცემისა, ანუ ადამიანის ყველაზე მაღალი და ღირსეული ადგილი არის სახე რაც ღვთის სიდიადის წინაშე ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოგაქვს და ძირს ახებ. ეს ფიზიკური აღიარებაა ღვთის სიდიადისა და მსახურის სისუსტისა. ჩვენ ლოცვის დროს ვუფრთხილდებით არ იყოს სურათი, ქანდაკება, ცხოველი, ადამიანი ან სხვა რამე ისეთი რამაც შეიძლება ყურადღება გაფანტოს, რადგან ყველა მუსლიმი ლოცვაზე იმ შეგნებით დგება რომ ის ღვთის წინაშე დგას და მის წინაშე იხრის ქედს ამიტომ გაურბიან ასეთი საგნების წინ ქედის მოხრას თუნდაც რომ მისი ზრახვა არ იყოს მის წინაშე ქედის მოხრა.

[b]Serafit[/b]
არ ვიცოდი თუ ეგ დასჯის ფორმა იყო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="muvahid"][/b], მართლმადიდებლობაში ლოცვის დროს უმჯობესია ფეხზე იდგე ვიდრე იჯდე... როდესაც დგახარ უფრო მეტი მადლი მოდის, როდესაც ზიხარ ყურადღება უფრო იფანტება და უამრავი აზრი მოდის ადამიანს... ჩვენ ხატისგან სითბოს ვიღებთ და როგორც ღმერთის ან წმინდანის ხატს ისე შევთხვოთ მას.
რაც შეეხება მეტანიას ეს ღმერთისთვის თაყვანის ცემას ნიშნავს, თავმდაბლობას და ღმერთის მორჩილებას ნიშნავს...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Rafa' timestamp='1322300942' post='661919']
[b][member="muvahid"][/b],
რაც შეეხება მეტანიას ეს ღმერთისთვის თაყვანის ცემას ნიშნავს, თავმდაბლობას და ღმერთის მორჩილებას ნიშნავს...
[/quote]

მართალი ხარ! მაგრამ მგონი [b]Serafit[/b]-მა არასწორად თქვა რადგან შეუძლებელია ღვთის მორჩილება და მასზე თაყვანი სასჯელი იყოს, სასჯელი ადამიანის დამამცირებელია ხოლო თაყვანი და მორჩილება პირიქით აამაღლებს ადამიანს ღირსების მხრივ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="muvahid"][/b], სასჯელი იმ გაგებით, რომ თუ რაიმე ისეთი შესცოდა, ამით განაბნიოს ცოდვები... ამას მარტო მე ვერ აგიხსნი, ასეთ მეტანიაზე თვითონ მამაოს უნდა კითხო რომელიც სრულად ჩამოგიყალიბებს. ჩემთვის ძალიან ძნელია ამის სრულიად დაწერა, ძალიან დიდი თემაა და ფორუმზე ესე დასაწერად ძალიან რთულია...
ნუ მოკლედ, რომ ვთქვა ეს ის სასჯელი არაა, როდესაც ვინმე გაძალებს დაიჩოქე და ა.შ... უბრალოდ გეუბნებიან ეს შენი სასჯელია, შენ შეიძლება არ გააკეთო , მაგრამ ამით შენ თავს ატყუებ და არა ღმერთს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="muvahid"][/b],
დასჯა ბრჭყალებში ჩავსვი. როგორ გითხრა უფრო გასაგებად არ ვიცი.... პირდაპირ დასჯა არაა ეს, უფრო ....
მოკლედ, რაფამ უფრო სწორად თქვა :)
[quote name='muvahid' post='661918']
გასაგებია ასე იმიტომ ვიკითხე რომ ჩვენ მუსლიმანებიც ვაკეთებთ ეგრე ლოცვის დროს და ეგ არის ყველაზე კარგი ფორმა ღვთისადმი თაყვანისცემისა
[/quote]
მუსლიმი პირდაპირ იჩოქებს, ხოლო მეტანია ასეთია, ფეხზე დგახარ, იწერ პირჯვარს და მერე ან მუხლს იდრეკ ოდნავ და ხელით ეხები მიწას, (მცირე მეტანია) ან იჩოქებ, როგორც ფოტოზეა. (დიდი მეტანია)
მერე დგები და ისევ თავიდან.
[quote name='muvahid' post='661918']
ჩვენ ლოცვის დროს ვუფრთხილდებით არ იყოს სურათი, ქანდაკება, ცხოველი, ადამიანი ან სხვა რამე ისეთი რამაც შეიძლება ყურადღება გაფანტოს, რადგან ყველა მუსლიმი ლოცვაზე იმ შეგნებით დგება რომ ის ღვთის წინაშე დგას და მის წინაშე იხრის ქედს ამიტომ გაურბიან ასეთი საგნების წინ ქედის მოხრას თუნდაც რომ მისი ზრახვა არ იყოს მის წინაშე ქედის მოხრა.
[/quote]
ის რაც შენთვის "საგანია" ჩვენთვის სიწმინდეა. ხატი არ ფანტავს ყურადღებას, პირიქით. შენ როგორ თვლი სწორად და მუსლიმები, ვიცი და ეგ თქვენი საქმეა. ეკლესია კი ასე მიიჩნევს მართებულად. მაცხოვარმა თავად დაგვიტოვა თავისი ხელთუქმნელი ხატი. ხატის წინ თაყვანისცემა "საგნის" თაყვანისცემა არაა, წმინდანის თაყვანისცემაა :) ასე რომ, ამაზე ნუ ვიდავებთ....
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Rafa' timestamp='1322300942' post='661919']
[b][member="muvahid"][/b], მართლმადიდებლობაში ლოცვის დროს უმჯობესია ფეხზე იდგე ვიდრე იჯდე... როდესაც დგახარ უფრო მეტი მადლი მოდის
[/quote]

აი, ამაზე მაგრად ვიცინე. მოკლედ, თქვენის აზრით, ბატონო Rafa უფრო მეტი მადლის მისაღებად ფეხზე დგომაა საჭირო? და ცოტა მადლი შესაძლებელია მჯდპმიარემაც მიიღო? ვცდები თუ მართლა ეგრეა? იქნებ განაათლოს ჩემი დაბინდული გონება ვინმემ, ჰა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0