Sign in to follow this  
Followers 0

საუბრები რელიგიურ თემებზე

175 posts in this topic

ხვალ მივდივარ შვიდგზის ზეთისცხებაზე. ისე ველოდები რამდენი დღეა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=z6gyXbvnz14&feature=channel_video_title[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://orthodox-geo.com/2011/04/21/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-2/"]მაცხოვრის სუდარა [/url]

ეს ძალზედ საინტერესო დოკუმენტური ფილმი (ქართულ ენაზეა!) მოგვითხრობს მაცხოვრის სუდარის მეცნიერული კვლევების შესახებ. მეცნიერებმა სუდარის მიხედვით დაადგინეს თუ როგორ ტანჯავდნენ მაცხოვარს ჯვარცმამდე და ჯვარცმის დროსაც. უზუსტესი მონაცემების საფუძველზე ქრისტეს სისხლის ჯგუფიც კი დადგინდა...
2

Share this post


Link to post
Share on other sites
მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
2

Share this post


Link to post
Share on other sites
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
2

Share this post


Link to post
Share on other sites
იმაზე დავფიქრდი, რამდენჯერ შემირბენია ხატებთან ტაძარში.
კი არ მივახლებივარ, კი არ მივსულვარ - შე-მირ-ბე-ნი-ა.
გზად.
გავლით.
დავმდგარვარ ხატის წინაშე სულსწრაფი, მოჩქარე, ცალი ფეხით გაქცევაზე.
ხომ როგორ ისე, არა?- ფრანგულ ანდაზასავით... -,,ეკლესიასთან ახლოო და ღმერთისგან შორსო’’ ...
ნაჩქარევად, უფიქრალად, უგანცდოდ ამინთია სანთელი. ისე გაჩვეულად, ისე საქმიანად, თითქოს გაზის ქურას ვანთებდე.
მიყურებია და ვერ დამინახავს, ისე გამოვსულვარ. სხვაგან მიფრენია გონებით და იმიტომ.
ჩქარ-ჩქარა, სწორედ ისე, როგორც ბავშვობაში გამიმეორებია საზეპირო- მიმიფუჩეჩებია ლოცვა და გავქცეულვარ. მიმიტოვებია ტაძარი ისე, როგორც სახლს ვტოვებდი ხელაღებით ბავშვობაში, ეზოდან სათამაშოდ თუ მეძახდნენ.
ზუსტად ისე...
გავქცევივარ გარეთ. თითქოს- გარეთ არ იყო...
ან... ან უფრო უარესი.
ვითომ მხურვალე, სინამდვილეში- არტისტული, ყალბი ლოცვაც მიძღვნია.
ყალბი ხომ უარესია, ვიდრე ნაჩქარევი.
ხომ ბევრად, ხომ?
ხომ ათასგზის.
ტაძრის კარიბჭიდანვე საკუთარ თავს ვგრძნობდი ხანდახან. საკუთარ თავს ვუჭვრეტდი. არადა, უნდა გადამვიწყებოდა. სულ უნდა, არა?
სანთელს მწუხარე და კდემამოსილი ვყიდულობდი, მწუხარე და კდემამოსილი ვდგებოდი ღვთისმშობლის წინაშე და თვალებაპყრობილი მას კი არა, საკუთარ თავს ვხედავდი.
ვხედავდი, როგორ ვდგავარ ღვთისმშობლის ხატის წინ, როგორ მიჭირავს სანთელი თხელი, გამჭვირვალე თითებით, როგორ მინათებს სახეს ნისი ნათელი, რა დიდებული სისადავით მაქვს მობურული რიდე, როგორ ნაზად ვხრი თავს და ვისახავ პირჯვარს... თავსაბურავიდან თმის ხვეულები ჩამომშლია მხრებზე... ვდგავარ, ვეცრუები. თითქოს გულმხურვალედ ვლოცულობ, თითქოს აჰა, ცრემლიც კი მომწყდა, ტუჩებსაც კი ვამოძრავებ სულ ოდნავ, მაგრამ ზერელე სიტყვებს ვეუბნები, ცარიელს, უსულოს. ჩემი თავით ვარ გართული, მათრობს ჩემი მაგდალელობა, ან წმინდა ქალწულობა, ან უბრალოდ, ვალმოხდილი მრევლობა. მარიამს არას ვუტოვებ და არც მე მომაქვს რამე. ყალბი ბრილიანტივით ვბრწყინავ და იქნებ, რომელიმე შორიახლო კანდელწინ მდგომი მამაკაცი შეცდომაშიც კი შემყავს, ჭეშმარიტბრილიანტურად ვებრჭყვიალები და იქნებ მინდა კიდეც,ხილვად დავრჩე მის დღევანდელ მეხსიერებაში... ტილოდ-,, უცნობი ქალი ტაძარში’’ ...
ტაძრიდან გამოსული, დედოფლური სინატიფით ვურიგებ გლახაკებს გროშებს და მერეღა, მერეღა, როცა სცენიდან კულისებში გავდივარ, ფიქრებში თმით ვათრევ იმ ჩემს რომელიღაც, საშინლად გამაღიზიანებელ საკუთარ თავს, მწარე სიტყვებით ვამხელ და მის მაგივრად ვითხოვ პატიებას.
მომხდარა ასე, კი.
ხან, შემორბენები. ხან ცრუ გულმოდგინებანი.
მაგრამ ყოველთვის ასე კი არ. ყოველთვის ასე კი არ!
უფრო ხშირად- სადად და მთელი გულით.
მარტო ხანდახან ასე.
შემინდე ეს ხანდახანები.
გთხოვ.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/216342_206883426012741_117680901599661_647724_8348512_s.jpg[/img][/center]
3

Share this post


Link to post
Share on other sites
რამოდენიმე დღე არ ვიქნები და წინასწარ გილოცავთ აღდგომის უბრწყინვალეს და უდიდეს დღესასწაულს....
ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩემთვის, ერთადერთი დღესასწაული, როცა სული ჭეშმარიტად ზეიმობს...

გილოცავთ, მრავალს დაესწარით. უფალი გფარავდეთ, ბედნიერებას გისურვებთ. მიყვარხართ :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რატომ ჰქვია ჩვენს ეკლესიას სამოციქულო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1303858015' post='629889']
რატომ ჰქვია ჩვენს ეკლესიას სამოციქულო?
[/quote]
უშუალოდ მოციქულთა მიერ არის დაარსებული და იმიტომ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ფორუმელი"][/b], მატათამ და ანდრია პირველწოდებულმა იქადაგეს საქართველოში, ხომ?

ჩემი მეგობრისგან სხვა ვერსია გავიგონე რამდენჯერმე და ვიფიქრე, სხვებთან გადავამოწმოთქო. ანუ ის, რომ თითქოს მოციქულებმა რაც იქადაგეს, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, მათ დადგენილ ნორმებს ვასრულებთო.

არადა, მე [quote]უშუალოდ მოციქულთა მიერ არის დაარსებული[/quote] ამ ვერსიას ვვარაუდობდი.

ეს ორი ვერსია შეიძლება ჰკვეთდეს ერთმანეთს ან ავსებდეს, მაგრამ იდენტური ხომ მაინც არაა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1303894397' post='629904']
[b][member="ფორუმელი"][/b], მატათამ და ანდრია პირველწოდებულმა იქადაგეს საქართველოში, ხომ?[/quote]
და სვიმონ კანანელმაც

[quote] ჩემი მეგობრისგან სხვა ვერსია გავიგონე რამდენჯერმე და ვიფიქრე, სხვებთან გადავამოწმოთქო. ანუ ის, რომ თითქოს მოციქულებმა რაც იქადაგეს, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, მათ დადგენილ ნორმებს ვასრულებთო.

არადა, მე ამ ვერსიას ვვარაუდობდი.

ეს ორი ვერსია შეიძლება ჰკვეთდეს ერთმანეთს ან ავსებდეს, მაგრამ იდენტური ხომ მაინც არაა?
[/quote]
ყველანი მოციქულთა დადგენილ წესებს ვასრულებთ და + მსოფლიო კრებებზე მიღებულ დადგენილებებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ყველანი მოციქულთა დადგენილ წესებს ვასრულებთ და + მსოფლიო კრებებზე მიღებულ დადგენილებებს.[/quote]

ვინ ყველა? ზოგადად, ქრისტიანები თუ მართლმადიდებლები?

ჩემი მეგობარი კათოლიკებს ემიჯნება ხოლმე ამდაგვარი არგუმენტით, რაც ზემოთ დავწერე. სწორია თუ არა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დეიდებო და ბიძიებო, დამეხმარეთ რა
[quote name='mako' post='629932']
ციტირება
ყველანი მოციქულთა დადგენილ წესებს ვასრულებთ და + მსოფლიო კრებებზე მიღებულ დადგენილებებს.


ვინ ყველა? ზოგადად, ქრისტიანები თუ მართლმადიდებლები?

ჩემი მეგობარი კათოლიკებს ემიჯნება ხოლმე ამდაგვარი არგუმენტით, რაც ზემოთ დავწერე. სწორია თუ არა?

[/quote]
ვის გაქვთ ამ კითხვებზე პასუხები?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თემას შეეცვალა სახელი, თუმცა დანიშნულება რჩება უცვლელი.
სახელის შეცვლის მიზეზი: მე მგონი ყველაფერზე შეიძლება "იჩათაო" გარდა რელიგისაა.
სიტყვა ჩათი მოდის ინგლისურიდან, რაც ქართულად ნიშნავს ჭორაობას.
ჭორაობა რელიგიურ საკითხებზე - ვერ ჟღეს რაღაც.

პ.ს. არ იფიქროთ თემის ავტორის მოსაზრებას, ვაკნინებ რამენაირად ან სხვ. უბრალოდ არ უფიქრია ამაზე და მეც ახლა დავუფიქრდი უცებ :)
ისე გაჯდა ჩვენს ცნობიერებაში სიტყვა "ჩათი" - მისი ნამდვილი მნიშვნელობა დაგვავიწყდა :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ზოგადად ვიბაზროთ რელიგიაზე? :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ფორუმელი' post='629905']
ყველანი მოციქულთა დადგენილ წესებს ვასრულებთ
[/quote]

რას ვასრულებთ? :laugh:

მოციქულებს არაფერი წესები არ დაუდგენიათ.

კათოლიკობას და მართლმადიდებლობას რაც შეეხება, 381 წელს, ნიკეის საეკლესიო კრებაზე გადაწყდა რომ მართლმადიდებლობა და კათოლიკობა გაემიჯნა ერთმანეთს. (მთავარი განსხვავება ის არის რომ, მართლმადიდებლობა ამბობს რომ სული წმინდა წარმოიშვა უფლისგან, კათოლოკობა ამბობს რომ სული წმინდისგან წარმოიშვა უფალი და ძე უფლისა)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Parseltongue' timestamp='1305868276' post='635569']
რას ვასრულებთ? :laugh:

მოციქულებს არაფერი წესები არ დაუდგენიათ.

კათოლიკობას და მართლმადიდებლობას რაც შეეხება, 381 წელს, ნიკეის საეკლესიო კრებაზე გადაწყდა რომ მართლმადიდებლობა და კათოლიკობა გაემიჯნა ერთმანეთს. (მთავარი განსხვავება ის არის რომ, მართლმადიდებლობა ამბობს რომ სული წმინდა წარმოიშვა უფლისგან, კათოლოკობა ამბობს რომ სული წმინდისგან წარმოიშვა უფალი და ძე უფლისა)
[/quote]


381 წელს იყო კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრება. ნიკეის კრება კი იყო 325 წელს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Maximus_Decimus_Meridius' post='635601']
381 წელს იყო კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრება. ნიკეის კრება კი იყო 325 წელს
[/quote]
მართალია, წელი შემეშალა, თუმცა გადაწყვეტილება ეს იყო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='david1550123' timestamp='1295807124' post='587456']
გააჩნია რას ეძახი შეურადცხოფას. ადამიანს თავისი აზრის გამოთქმის უფლბა ააქვს და შეიძლება ის აზრი სხვამ შეურადწმყოფად მიიღოს :) საერთოდ რელიგია არის ძალიან დელიკატური თემა (განსაკუთრებით საქართველოში) და თუ სხვანაირად გამოხატავ შენს აზრს იქვე ჩაგქოლავენ. ამიტომ ვორნები და სიტყვიერი შეურადწმყოფები რომ ავიცილოთ ეს თემა ჯობია რომ დაიხუროს. შარდენზე ხომ არის ჩათი, ხოდა იქ იჩეთაონ :)
[/quote]

ნუ გამოთქვამს შეურაწმყოფად თავის აზრს და ეგაა.. http://www.facebook.com/pages/me-ar-miyvars-chemi-patriarqi/115190391851856?ref=ts << : ||| ყველა ადამიანს აქ ტავისი აზრი და იმის უფფლება აქვს რო გამოთქვას მაგრამ შეუძლია ისე გააკეთოს სხვას არ მიაყენოს შეურაწყოფა .
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აზრი პირისპირ რომ დგანან მაშინ გამოხატონ, ფორუმებზე და სოც. ქსელებში მსგავსი პროვოკაციები ვინმეს შეურაცყოფაზე მეტად თავიანთი არაკაცობის გამოვლენაა! Edited by ლებუ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ყოველთა სომეხთა კათალიკოსი საქართველოშია[/b]

დღეს საქართველოს ექვსდღიანი ვიზიტით ეწვია ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე, რომელიც ვიზიტის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთშიც ჩავა. ბოლო 100 წლის განმავლობაში რეგიონს სომეხთა კათალიკოსი არ სწვევია, რაც გარეგინ მეორის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ვიზიტის პროგრამა დატვირთულია. სამცხე-ჯავახეთში ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე 3 დღეს დაყოფს, მანამდე კი დედაქალაქში რელიგიურ-კულტურულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც.

ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე საქართველოში 10 წლის წინაც იმყოფებოდა. მაშინ იგი სომხური ეკლესიის წინამღძოლი არ იყო. 2003 წელს მის აღსაყდრებას ეჩმიაძინის ეკლესიაში საქართველოს კათალიკოს- პატრიარქიც დაესწრო. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დღეს მისი უშუალო მასპინძელია. მიტროპოლიტი გერასიმე განმარტავს:

”ვიზიტი მისი უწმინდესობის, გარეგინ მეორის არის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკლესიებისა და ჩვენი ხალხების მეგობრულ ურთიერთობას.”

მიტროპოლიტ გერასიმეს თქმით, ორ ხალხსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე - მათ შორის, მწვავე საკითხებზე - პატრიარქები პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრებენ. საქართველოს პატრიარქისა და სომხეთის კათალიკოსის ოფიციალური შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება. 10 ივნისს კი საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ სომეხთა კათალიკოსის სტუმრობა საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიზიტი ქართველთა და სომეხთა ისტორიული ძმური ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს:

”თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე სომხეთისათვის. თქვენი ვიზიტი მე დარწმუნებული ვარ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს ძმურ ურთიერთობას და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაძლიერდეს ეს ურთიერთკავშირი.”

თავის მხრივ, გარეგინ მეორემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოვიდა, რათა შეხვდეს სულიერ შვილებს, დაათვალიეროს სომხური და ქართული ეკლესია-მონასტრები, შეხვედრებზე კი განიხილონ სამომავლო თანამშრომლობისათვის საჭირო ორმხრივად საინტერესო საკითხები.

”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენს ხალხებში ქრისტიანობის სიყვარული, მეგობრობის სიყვარული და ასევე რწმენა უფლისადმი. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ, განვიხილოთ და გავცვალოთ აზრები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ხალხებს აინტერესებთ.”

სომეხთა პატრიარქის თქმით, საჭიროა დაიძლიოს სიძნელეები ორ ეკლესიას შორის დღემდე გადაუწყვეტელ საკითხებში.

ორი ეკლესიის გადაუწყვეტელ საკითხთა შორის, თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, უმთავრესია სომხური ეკლესიის ისტორიული მემკვიდრეობის რესტიტუციის, ანუ დაბრუნების, საკითხი:

”აქ ლაპარაკია 6 უმოქმედო, უფუნქციო ეკლესიაზე. ხუთი მათგანი არის თბილისში, ერთია ახალციხეში. აქედან თბილისში 2 არის, ფაქტობრივად, დანგრეული და დანარჩენი მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან სწრაფ ყურადღებას საჭიროებს.”

ბექა მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თავის მხრივ, სვამს სომხეთის ტერიტორიაზე 5 ქართული ტაძრის მოვლა-პატრონობის საკითხს, რაც, მისი აზრით, არ შეიძლება თანაზომადად ჩაითვალოს იმ პრობლემისა, რომელსაც სომხური ეკლესია აყენებს.

”ჩვენთვის სადავო ეკლესიები არ არსებობს”, - ამბობს სომეხთა სამოციქული ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი, ვაზგენ მირზახანიანი. - ” ეს არის ისტორიული ეკლესიები, რომლებიც საქართველოს გასაბჭოებამდეც მოქმედებდნენ და ახლა ისინი სომხურ ეპარქიას უნდა დაუბრუნდნენ. ასე რომ, სადავო საკითხები ხელოვნურადაა შექმნილი. ისტორიული საფუძველი ამისთვის არ არსებობს.”

ასე გამოხატავს პოზიციას სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი ვაზგენ მირზახანიანი. ქართული ეკლესიის სახელით დეკანოზი დავით შარაშენიძე კი განმარტავს, რომ საკითხები მოლაპარაკებების შედეგად, კომპრომისების გზით გადაწყდება:

”არსებობს რაღაცა ნუსხა პრობლემებისა, რომლებზეც გვაქვს ჩვენ ჩვენი პოზიცია და ეს ყველაფერი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით.”

მოლაპარაკებების თემა, სავარაუდოდ, იქნება ასევე სომხური ეკლესიის რეგისტრაციისა და სტატუსის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი არნო სტეპანიანი ამბობს:

”მე არ მგონია, სომხური ეკლესიის სტატუსი გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ. აქ კომპლექსური პრობლემაა და კომპლექსურად მსჯელობენ რამდენიმე ეკლესიის წარმომადგენლები - მათ შორის, კათოლიკური ეკლესია, სომხური ეკლესია. საუბარია ისლამის წარმომადგენლებზე. საუბარია აგრეთვე ებრაელთა თემზე. მე ვფიქრობ, თუ სტატუსზე იქნება საუბარი, არ ითქმება, რომ ის რომელიმე ერთს უნდა მიენიჭოს.”

არნო სტეპანიანის აზრით, ქართულ-სომხურ ურთიერთობაში არსებული პრობლემების ერთბაშად გადაწყვეტა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის ერთი ვიზიტის ფარგლებში ვერ მოხერხდება, თუმცა ნაბიჯი წინ - ურთიერთგაგებისკენ - უდავოდ გადაიდგმება.

"რადიო თავისუფლება" http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24230626.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაინტერესებს სინკრეტული რელიგიები რომლები იცოთ რა აზრის ხართ და ა.შ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='JUST PROGRESS' post='641429']
[b]სინკრეტული[/b] რელიგიები
[/quote]

იქნებ თავად გვითხრათ რამე? :dontknow:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Parseltongue' timestamp='1308330058' post='641430']
იქნებ თავად გვითხრათ რამე? :dontknow:
[/quote]
სინკრეტული რელიგიები სხვა რელიგიების ელემენტების გაერთიანებით მიიღება. ასეთია მაგალითად სიქჰიზმი რომელშიც ინდუიზმის და ისლამის ელემენტებია. თურმე ქრისლამიც არსებობს ( ქრისტიანობა და ისლამი) ძაან ბევრია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0