ახალი ამბები

127 posts in this topic

თბილისოელებო, რას ფიქრობთ, როგორ აფასებთ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ჟურნალისტებს გაუმართავი ქართულის გამო ჯარიმა დაეკისრებათ?
ია ანთაძე ამ იდეის წინააღმდეგია, რადგან მისი აზრით, პრობლემა განათლებაშია და უკვე ზრდასრული და განუვითარებელი ჟურნალისტები დამნაშავეები არ არიან არასწორი ქართულით მეტყველებაში.
აბა, დაველოდოთ, როდის ისწავლის ახალი თაობა კარგ ქართულს, წავა ჟურნალისტიკაში და ნამდვილი ქართულით მოგვმართავს ტელეეკრანებიდან?!

ჩემი აზრი ასეთია: ნება იბოძონ ზრდასრულმა და ენობრივ განვითარებაში ჩამორჩენილმა ჟურნალისტებმა, ინგლისურზე ტვინის ჭყლეტას, ქართული ისწავლონ და ეკრანიდან ნუღარ წაგვლეკავენ.
განათლების საკითხები რომ მოსაგვარებელია, ამაზე არავინ დავობს. მაგრამ მანამდე გულ-ხელ დაკრეფილი ვერ ვისხდებით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='710917']
ია ანთაძე ამ იდეის წინააღმდეგია, რადგან მისი აზრით, პრობლემა განათლებაშია და უკვე ზრდასრული და განუვითარებელი ჟურნალისტები დამნაშავეები არ არიან არასწორი ქართულით მეტყველებაში.
[/quote]
ვერ დავეთანხმები. იმუშაონ თავის თავზე და გადაშალონ წიგნები. შენიშვნა თუ დაწერე, მაგათ ფბ გვერდებზე, ისტერიკაში ვარდებიან და გბლოკავენ.
დაახლოებით ერთი თაობის ვართ ჩვენ და ჩვენი ჟურნალისტები (ბევრი უფროსია, ბევრიც ჩვენხელა), ანუ ერთნაირი განათლების სისტემა გავიარეთ და რატომღაც ჩვენ უკეთ გვასწავლეს და მაგათ არა? მაგათ წიგნებში თუ ყველა გვერდი "ამოხეული" იყო, სხვა საქმეა : ))
პ.ს. არც ანთიძეა უშეცდომო და ამიტომ არ მოსწონს ეტყობა იდეა.

მე პირადად მომხრე ვარ კანონის და ერთწლიანი იძულებითი სწავლების მომხრეც ვარ : )))[quote name='mako' post='710917']
ჩემი აზრი ასეთია: ნება იბოძონ ზრდასრულმა და ენობრივ განვითარებაში ჩამორჩენილმა ჟურნალისტებმა, ინგლისურზე ტვინის ჭყ@ტას, ქართული ისწავლონ და ეკრანიდან ნუღარ წაგვლეკავენ.
განათლების საკითხები რომ მოსაგვარებელია, ამაზე არავინ დავობს. მაგრამ მანამდე გულ-ხელ დაკრეფილი ვერ ვისხდებით.
[/quote]
+111

კიდევ დიიქციის საკითხია მოსაგვარებელი, ყური მტკივა ხოლმე, ისეთ რ-ს და ლ-ს ამბობენ.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting