ახალი ამბები

127 posts in this topic

[b]მსოფლიოს უბედნიერეს ქვეყნად ნორვეგია დასახელდა[/b]

The Forbes -მა მსოფლიიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ყველაზე ბედნიერად თავს ნორვეგიელი მოსახლეობა თვლის. სწორედ ნორვეგია დასახელდა უბედნიერეს ქვეყნად.

როგორც თჰე Fორბეს განმარტავს, ნორვეგიის მოსახლეობა ბედნიერია რომ ცხოვრობს ნორვეგიაში. მოსახლეობის თქმით, ისინი კმაყოფილები არკიან ეკონომიკური მდგომარეობით, ჯანდცვის მხრივ, ქვეყნის სილამაზით და მისი განვითარებით. ნორვეგიაში, ერთ მოსახლე წელიწადში საშუალოდ 53 000 ათას დოლრს გამოიმუშავებს, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალია.

რეიტინგში მეორე მესამე ადგილზე დანია და ფინეთი არიან. როგორც რეიტინგის შემქმნელები განმარტავენ, დანიაში არის უმაღლესი დონის განათლების სისტემა და უმაღლესი დონის საცხოვრებელი პირობები. მათი თქმით, სწორედ ეს ორი მიმართულება განაპირობებს დანიელი ხალხის ბედნიერებას.

რეიტინგში სულ 6 ევროპული ქვეყანა მოხვდა - ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი (მე-6 ადგილი), შვეიცარია (მე-8) და ჰოლანდია (მე-9).

ავსტრალია ბედნიერ ქვეყანათა რეიტინგში მეოტხე ადგილზე მოხვდა, ახალი ზელანდია მეხუთეზე, კანადა მე-7-ზე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო - მეათე ადგილზე.

GHN
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩვენ რეიტინგის მიღმა დავრჩით? :( მიშიკომ ვერ ჩააწყო საქმე? :(

არა უშავს, რუსეთზე წინ მაინც ვიქნებით სადღაც ასეულის ბოლო ათეულში :სუნ:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ამერიკაში 1 თებერვლიდან ახალი კანონი შევა ძალაში, რის მიხედვითაც სიტყვების "დედა" და "მამა" მაგივრად ხმარებაში შედის "მშობელი1" და "მშობელი2". ამით სექსუალური უმცირესობების მიერ ნაშვილები შვილები არ 'დაიბევიან', თუ რომელს დაუძახონ დედა და რომელს მამა.[/b] :huh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ამით სექსუალური უმცირესობების მიერ ნაშვილები შვილები არ 'დაიბევიან', თუ რომელს დაუძახონ დედა და რომელს მამა.[/quote]

საიდან ეს ინფო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]საიდან ეს ინფო [/quote]
[b]იმედზე იყო 2საათიანში[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]იმედზე იყო 2საათიანში[/quote]
:huh: :huh: :huh:
ვაიმ ე :blink: :blink: Edited by nakani
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე ვერ გავიგე ანუ რაშუაშია ? რას ცვლიან რატო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]მე ვერ გავიგე ანუ რაშუაშია ? რას ცვლიან რატო?[/quote]
ანუ ჰომოსექსუელბი რო ბავშვს იშვილიბენ
რო არ დაიბნენ ვის დაუძAხონდ ედა და მამა, მირეიდან იქნება მშობელი ერთი და მშობელი ორი
: :huh: ხო როგორც მე გავიგე


მშობელი ერთი საჩმელი გამიკეთE რა
მშობელი ორი დღEს ძმაკაცთან დავრჩები რა
:blink: :huh: Edited by nakani
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ანუ ჰომოსექსუელბი რო ბავშვს იშვილიბენ
რო არ დაიბნენ ვის დაუძAხონდ ედა და მამა, მირეიდან იქნება მშობელი ერთი და მშობელი ორი
: :huh: ხო როგორც მე გავიგე


მშობელი ერთი საჩმელი გამიკეთE რა
მშობელი ორი დღEს ძმაკაცთან დავრჩები რა [/quote]
[b]აჰაა
სწორად გაიგე.
[/b]
[b]gege[/b]
[b]ჰომოსექსუალ მშობლებს რომელს გინდა დაუძახო დედა ან მამა, ჰოდა მათ 'შვილებს' ყოფა გაუმარტივეს რა[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ჰოდა მათ 'შვილებს' ყოფა გაუმარტივეს რა[/quote]
მათი 'შვილები' უმცირესობად შეადგენენ
და ამ კანონით ბავშვები უნდა აიძულონ რომ მშობელს დედა და მამა არ დაუძახონ
თუ მშობლები უდნა აიძულონ -შვილები აიძულონ რომ მშობელი ერთით მიმართონ ? :huh:
რა უაზრობაა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხო ეგ მივხვდი მაგრამ მშობელი ერთი დამშობელი 2 რა პრინციპით უნდა დაუძახონ ისევ დედა და მამასი პრინციპით ალბათ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]gege[/b]
[b]ჰო რავი, მაგას მოყვება მერე ოჯახური კონფლიქტები, ვინაა პირველი და ვინ მეორე :D
ვსო მორჩა ძიალოგები
გევეით[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ უყურებთ ტელევიზორს?იმედის ტელევიზია დანაღმული ყოფილა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]"ვარდების მოედანზე" სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია მიმდინარეობს[/b]
11:53 25-02-2011
"ვარდების მოედანზე" სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია მიმდინარეობს "ვარდების მოედანზე" სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს . მოედანზე შეკრებილია თბილისში მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების უმრავლესობა, 500-ზე მეტი ადამიანი.
როგორც #11 სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მინდია ღვინიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგები, რადგან იმ მოთხოვნების შესრულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აყენებენ, შეუძლებელია.
"იმ მოთხოვნებით და ყოველდღიური შესატანი ტარიფებით, რასაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწესებენ, ჩვენ თბილისს ვეღარ მოვემსახურებით. მოვითხოვთ, გაუქმდეს ტენდერის შედეგები. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, მოვემსახუროთ დედაქალაქის მოსახლეობას იმავე პირობებით და ტარიფებით, რაც ყველასთვის მისაღებია", - განაცხადა ღვინიაშვილმა.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
თბილისის მერიამ სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების გამოსავლენად ტენდერი რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა, რომელშიც კომპანიებმა: "თბილქარმა", "თბილლაინმა", "ფაბლიკქკარმა" და "კაპიტალ გრუპმა" გაიმარჯვეს.
მძღოლების დიდი ნაწილი დღეს დილიდან გაფიცულია და მუშაობაზე უარს აცხადებს. თბილისში მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია, განსაკუთრებით - ვარკეთილის, მოსკოვის გამზირის, გლდანის, დიღმის, საბურთალოს მხრიდან. გადატვირთულია ავტობუსები და მეტროსადგურები.
საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრის, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, მძღოლებისა და სამარშრუტო ხაზების მფლობელებისაგან მათ შეიტყვეს, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიები არ აპირებენ უცხოეთიდან თანამედროვე სამარშრუტო ტაქსების ჩამოყვანას, როგორც ეს მანამდე იყო გაცხადებული, არამედ ითხოვენ არსებულ მიკროავტობუსებთან ხელშეკრულების გაფორმებას და მიკროავტობუსებზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას.
კერძოდ, დაგეგმილია, 1-ლი მარტიდან თითოეულ სატრანსპორტო ერთეულიდან 20-დან 40 ლარამდე დღეში გადასახადის დაწესება. როგორც #11 ხაზის მძღოლმა მინდია მახარაძემ განაცხადა, ტენდერის ჩატარებამდე ეს გადასახადი დღეში 7-დან 10 ლარს შეადგენდა.
IPN
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]დაგეგმილია, 1-ლი მარტიდან თითოეულ სატრანსპორტო ერთეულიდან 20-დან 40 ლარამდე დღეში გადასახადის დაწესება. როგორც #11 ხაზის მძღოლმა მინდია მახარაძემ განაცხადა, ტენდერის ჩატარებამდე ეს გადასახადი დღეში 7-დან 10 ლარს შეადგენდა.[/quote]
მძროლები ამბობენ პირველი მარტიდან საერთოდ გაჩერდება მუშაობა პროტესტის ნიშნადო.ამ ხალხს უთხრეს თუ გინდათ სექტემბრამდე იმუშავეთ ოღონდ რასაც იშობით ნახევარზე მეტი მთავრობის იქნებაო :angry:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
— 04.03.2011 18:02 —
[b]Путин: Берлускони не только девушками интересуется, он еще и делом занимается[/b]

Премьер-министр Владимир Путин отметил вклад итальянского премьера Сильвио Берлускони в решение проблем экологии, подчеркнув, что «Берлускони не только девушками интересуется».

В ходе региональной конференции партии «Единая Россия» в пятницу один из участников сделал доклад о развитии бизнеса в сельскохозяйственной сфере, при этом затронув такую проблему, как производство соответствующего экологическим стандартам упаковочного материала для продукции. Путин обратил на это внимание, отметив, что с точки зрения защиты экологии важно производство именно саморазлагающегося упаковочного материала.

«Кстати говоря, в Европе наши коллеги уделяют этому большое значение, и больше всего, как мне кажется, в этом отношении продвинулись итальянцы: наш друг Сильвио Берлускони не только девушками интересуется, он еще и делом занимается», – сказал Путин (РИА «Новости» дают цитату немного по-другому: «Наш друг Сильвио Берлускони не только девочками интересуется»
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნუცუბიძეზე სახანძრო მაღალი ფასების გამო გამოიძახეს
12:40 08-03-2011
უცნობმა პირმა მაღაზიაში მაღალი ფასების გამო, ნუცუბიძის ქუჩაზე სახანძრო ბრიგადა გამოიძახა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტოდან აცნობეს .
როგორც სააგენტოში აცხადებენ, უცნობმა პირმა აღნიშნულ სამსახურში დარეკა და განაცხადა, რომ მაღაზიას ცეცხლი ეკიდა. შეტყობინება ხუმრობა აღმოჩნდა. ადგილზე გასულ სახანძრო ბრიგადებს ხანძარი არ დახვდათ.
"მაღაზიაში ფასებს ცეცხლი უკიდია", _ უთხრეს ადგილზე მისულ მეხანძრეებს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/161883-nucubidzeze-sakhandzro-maghali-fasebis-gamo-gamoidzakhes.html
1

Share this post


Link to post
Share on other sites
თბილისის მერიამ და კონკურსში გამარჯვებულმა სატრანსპორტო კომპანიებმა ერთობლივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

წყარო: თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური

ავტორი: თამარ ზურებიანი


თბილისის მერიამ, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, მოქალაქეთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად, კონკურსი 2010 წლის ბოლოს გამოაცხადა. საკონკურსო კომისიისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით ოთხმა კომპანიამ: "თბილქარმა", "თბილ ლაინმა", "ფაბლიქ ქარმა" და "კაპიტალ გრუფმა" გაიმარჯვა.
დღეს თბილისის მერიისა და კონკურსში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელს, რომლის საფუძველზეც კომპანიებს სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადაეცათ.
ხელშეკრულების თანახმად გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ ყველა ის მძღოლი დაასაქმონ, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სფეროში მუშაობდნენ, ასევე 2011 წლის ბოლომდე ქალაქში ახალი, კომფორტული, „ფორდ ტრანზიტის“ ყვითელი ფერის სამარშრუტო მიკრო-ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც აღჭურვილი იქნება გადახდის ერთიანი საბარათე სისტემით და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და ახალი მიკრო–ავტობუსები, მათი მძღოლები და მგზავრები ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ. ერთიანი სატრანსპორტო სისტემა ქალაქში გადაადგილებას მოაწესრიგებს.
კომპანიების მიერ, ასევე აშენდება და მოეწყობა ხუთი ავტოპარკი, რაც მიკრო–ავტობუსების დაცულობასა და მათ გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

გიგი უგულავა: უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ მიკრო–ავტობუსების ახალ შემადგენლობას. დღეს ბაზარზე არსებული სამარშრუტო ტაქსების 90%–ი ადამაინის გადაყვანისთვის გამოყენებადი არ არის. ის ძველი და საკმაოდ სახიფათოა. მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება, სოციალურად დაუცველებს შესაძლებლობა ექნებათ იმ შეღავათებით ისარგებლონ, რა შეღავათითაც ავტობუსსა და მეტროპოლიტენში სარგებლობენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევისას მგზავრი, რომელიც ახალ სამარშრუტო ტაქსში იჯდება და მძღოლიც დაზღვეულნი იქნებიან. მათი სამედიციონო მომსახურების ხარჯებს სადაზღვევო კომპანია დაფარავს. ავტოპარკის სრულად განახლების შემდეგ, დაახლოებით 1200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.




კარგია,მომწონს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
16:16 11.03.2011
იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია

იაპონიაში, ატომურ ელექტროსადგურ ონაგავაში ხანძარია. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან. ხანძარი საგურის ტურბინების დარბაზში მიწისძვრის შედეგად გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის რადიაციის გაჟონვა არ მოჰყოლია. ხანძარს იაპონიის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები აქრობენ.

დღეს იაპონიაში 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 373 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

ინტერპრესნიუსი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა იაპონიაში დღეს მომხდარ მიწისძვრას[/b]

11.03.2011
რთული ვითარებაა იაპონიაში, სადაც დღეს უძლიერესი, 8,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ გამოიწვია ძლიერი ცუნამი, რომლის სიმაღლემ იაპონიის ზოგიერთ პრეფექტურაში ათ მეტრს მიაღწია. ამ დროისთვის ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან 30 დაღუპული და ათასობით დაშავებული ადამიანის შესახებ. მიწისძვრამ და ცუნამიმ სერიოზული ნგრევა და ხანძრები გამოიწვია ქვეყნის დედაქალაქ ტიკიოსა და რამდენიმე ქალაქში. სტიქიის შედეგად იაპონიის ტერიტორიაზე პარალიზებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა. დანგრეულია რამდენიმე ავტომაგისტრალი. სააგენტო კიოდო იუწყება, რომ ონაგავაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურში გაჩნდა ხანძარი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით რადიაციის გაჟონვა არ მომხდარა. საინფორმაციო სააგენტოები ასევე იუწყებიან, რომ ფუკუსიმის პრეფექტურაში ავარიულად გამოირთო ატომური ელექტროსადგურის 2 ბლოკი, ბირთვული საფრთხის გამო კი, იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დააწესა. უძლიერესი მიწისძვრითა და ცუნამით გამოწვეული რთული ვითარების გამო, იაპონიის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებში საგანგებო შტაბები შეიქმნა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტაკეაკი მაცუმოტომ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიესალმება თუკი უცხოეთის სახელმწიფოები იაპონიის დახმარებას გადაწყვეტენ. დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს აშშ-მა, საფრანგეთმა, რუსეთმა და გაერომ.
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2334857.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]დონალდ ტრამპმა მიხეილ სააკაშვილს მსოფლიო კერპი უწოდა[/b]

ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ საქართველოს მსაგავსი პარტნიორები ჰყავს , _ ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ტრამპმა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტს მსოფლიო კერპი უწოდა და განაცხადა, რომ საქმე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, უპრეცედენტოა.
"რაც შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მთელ ევროპასა და მსოფლიოში თქვენ მართლაც კერპი ხართ. საქმე, რომელიც ამ ადამიანმა გააკეთა, ნამდვილად უპრეცედენტოა. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პარტნიორი ჰყავს: ნომერ პირველი რეფორმატორი მსოფლიოში ბოლო 5 წლის განმავლობაში - ეს მსოფლიო ბანკის მონაცემებია; ასევე, მსოფლიო ბანკის მაჩვენებლების თანახმად, საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში", _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ერთადერთი რაც აღელვებს, ის არის, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავს.
"საქართველო მეორე ქვეყანაა ევროპაში, უსაფრთხოების მხრივ. ამას უნდა მივხედოთ - მსგავსი რამ თქვენ არ გახასიათებთ. მომავალ წელს საქართველო ამ საკითხშიც ნომერ პირველი იქნება", _ განაცხადა ტრამპმა.
ამერიკელმა მილიარდერმა მიხეილ სააკაშვილის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა უპრეცედენტო საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და მისი გონებრივი სიძლიერე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს.
"იგი 7 წელია, რაც პრეზიდენტია. ერთი წლის წინათ, ვიდრე ჩვენ დავმეგობრდებოდით, მის შესახებ მხოლოდ იმას ვკითხულობდი, რომ ამ ადამიანმა გასაოცარი საქმე გააკეთა და შეგვეძლო ეს გამოგვეყენებინა. არ მინდა ამას პოლიტიკური ელფერი მიეცეს, მაგრამ უნდა ვთქვა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი გონებრივი სიძლიერე ჩვენს დიდებულ სახელმწიფოშიც. ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, რომელიც უპრეცედენტოა იმით, რაც საკუთარი ქვეყნისთვის გააკეთა - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი", _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მიხიელ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქ როუდ ჯგუფს შორის" თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დონლად ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთში თოვლი მოვიდა[/b]

16-03-2011

იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთში თოვლი მოვიდა, რაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას კიდევ უფრო ართულებს. უსახლკაროდ დარჩენილი ასობით ათასი ადამიანი კვალს სურსათის, თბილი ტანსაცმლისა და საწვავის მოლოდინშია.

იაპონიის იმპერატორმა სატელევიზიო და რადიო მიმართვაში თითოეულ იაპონელს ერთმანეთის გამხნევებისა და დახმარებისკენ მოუწოდა.

იაპონიის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რეკორდული 9 ბალიანი მიწისძვრისა და შემდეგ ცუნამის შედეგად 3600 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია. დაახლოებით 7500 ადამიანი უგზო-უკველოდაა დაკარგული.

წინასწარი მონაცემებით დანგრეულია დაახლოებით 60 ათასი სახლი. სანაპიროსთან ახლოს მდებარე რამდენიმე ქალაქში მაშველების მისვლა დანგრეული გზების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.

http://www.voanews.com/georgian/news/world/Japan-Relief-118087284.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]New York Times введет платный доступ к своему сайту с 28 марта[/b]

Чикаго. 17 марта. INTERFAX.RU - Одна из наиболее авторитетных американских газет New York Times с 28 марта введет платный доступ к своему сайту NYTimes.com в США и по всему миру, говорится в сообщении New York Times Co.

В четверг компания подключила платную онлайн-подписку в Канаде, чтобы протестировать систему.

Все пользователи сайта смогут бесплатно читать 20 статей в месяц. Затем клиенты, которые не подписаны на бумажный вариант NYT, смогут получить доступ к сайту и версии для мобильных устройств за $15 в месяц.

Читатели, которые попадают на сайт NYT по ссылкам из блогов, социальных сетей или поисковиков, смогут просматривать отдельные статьи бесплатно, даже если они уже исчерпали месячный лимит. Однако для некоторых поисковиков будут предусмотрены ограничения на просмотр.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]მრგვალ ბაღთან აღმოჩენილ პოლიეთილენის შეკვრაში ნაღმი არ აღმოჩნდა[/b]
თბილისი 16:01 - 31.03.11 "ჯი-ეიჩ-ენი"

მრგვალ ბაღთან აღმოჩენილ პოლიეთილენის შეკვრაში ნაღმი არ აღმოჩნდა.

ასეთია გამნაღმველების დასკვნა, რომლებიც ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

ამ დროისთვის მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა აღდგენილია. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულ მოსახლეობას სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე შესვლის უფლება უკვე მისცეს.

შეგახსენებთ, რომ მრგვალ ბაღთან პოლიეთილენის პარკი საეჭვო პირმა მანქანიდან ისროლა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ბარნოვზე შესაძლოა, ტერორისტული საფრთხის იმიტაცია სამართალდამცველების მიერ მოხდა[/b]
13:00 01-04-2011
ბარნოვზე შესაძლოა, ტერორისტული საფრთხის იმიტაცია სამართალდამცველების მიერ მოხდა 31 მარტს ქართველმა სამართალდამცველებმა შეამოწმეს, თუ რამდენად ადეკვატურად რეაგირებენ მოქალაქეები ტერორისტულ საფრთხეზე და ამის შემადგენელი ნაწილი იყო ბარნოვის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, ბარნოვზე მდებარე თამბაქოს მაღაზიიდან პოლიციაში დარეკეს და აცნობეს, რომ მამაკაცმა მანქანიდან სავალ ნაწილზე პარკში მოთავსებული ნივთი გადააგდო, რაც თვითმხილველებს საეჭვოდ მოეჩვენათ. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, გამნაღველებმა კი ჯერ საეჭვო ნივთი შეამოწმეს, შემდეგ კი ააფეთქეს. სამართალდამცველების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
კომპეტენტური წყაროს თქმით, ბარნოვზე ტერორისტული საფრთხის იმიტაცია შემთხვევით არ დამთხვევია ქუთაისში აღკვეთილ აფეთქებებს. კერძოდ, ქუთაისში ტერაქტის აღკვეთის შემდეგ, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ეჭვი გამოთქვა, იყო თუ არა მზად დედაქალაქის მოსახლეობა რეალურად აღექვა ტერორიზმის საფრთხე. შესაბამისად, ნაჩქარევად დაიგეგმა ამ ოპერაციის ჩატარება.
წყაროს მტკიცებით, ამას თავად სამართალდამცველთა ქმედებებიც ადასტურებს. პოლიციამ ბარნოვის მიმდებარე ტერიტორია კი გადაკეტა, თუმცა ისე არა, როგორც ეს აფეთქების რეალური საფრთხისას ხდება. კერძოდ, პოტენციური აფეთქების ზონაში უამრავი ცნობისმოყვარე და ჟურნალისტი იმყოფებოდა. მეტიც, ზოგიერთი მოქალაქე, რომელმაც არ იცოდა, თუ რა ხდებოდა, თავისუფლად მოძრაობდა "საეჭვო" პაკეტის მახლობლად და ეს ტელესიუჟეტების დროსაც კარგად დაფიქსირდა.
კომპეტენტური წყაროს მტკიცებით, უცნაური იყო გადაწყვეტილება, აეფეთქებინათ "საეჭვო პაკეტი" მაშინ, როდესაც ბოლომდე არ იყო გამორიცხული, რომ იქ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. პაკეტის აფეთქებისას კი, იქვე შეკრებილ მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება არ მოსთხოვეს.
წყაროს თქმით, ნაჩქარევად დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაცია ძალიან მოწყვეტილი იყო იმ სიტუაციას, რომელიც რეალური საფრთხისას შესაძლოა, რომ შეიქმნას. კერძოდ, მისი თქმით, ტერორისტი ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის, სადაც უამრავი სათვალთვალო კამერაა, სავალი ნაწილის ცენტრში პაკეტების სროლას არ დაიწყებდა, რადგან ის მაშინვე მიიქცევდა ყურადღებას.
"ინტერპრესნიუსი" კომენტარისთვის დაუკავშირდა შსს-ს, რომლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ზემოთქმულის შესახება არაფერი იცის.
IPN
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting