ახალი ამბები

127 posts in this topic

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სერბეთი და კოსოვოც გმობენ. "სერბეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს. ბელგრადი შეშფოთებით ადევნებს თვალს კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. ოფიციალური ბელგრადი პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და პრინციპულად უჭერს მხარს სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, პირველ რიგში - სერბეთის რესპუბლიკის" – ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში. რუსეთის გადაწყვეტილებას კოსოვოს პრეზიდენტი ფატმირ სეიდიუც გმობს. "ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით, რომ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა და ვერ გახდება პრეცედენტი სხვა კონფლიქტური რეგიონებისთვის და ტერიტორიებისთვის" - აღნიშნა კოსოვოს პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, კოსოვოს დამოუკიდებლობა ამ დროისთვის 45 სახელმწიფოს აქვს აღიარებული. ამასთან, გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, "ნატო-ს წევრი ქვეყნები საკუთარი სტრატეგიის გადახედვას იწყებენ". "რუსეთის ქმედებებით მთელი დემოკრატიული სამყარო გაკვირვებულია. ნატო-ს ქვეყნების სამხედრო დოქტრინა დაფუძნებულია იმაზე, რომ დიდი ინტერვენციები უკვე აღარ იქნება. ახლა ეს დოქტრინა აქტუალური აღარ არის. ნატო-ს წევრი ქვეყნები კი უკვე საკუთარი სტრატეგიის გადახედვას იწყებენ", - განაცხადა გერმანულ გამოცემა "დერ სტანდარტთან" ინტერვიუში ქუთელიამ. ამასთან, მისივე თქმით, "საქართველო ჯარს მასშტაბური შეჭრის აღკვეთის წინააღმდეგ არ ამზადებდა და არ ამზადებს, რადგან საქართველოს თავდაცვის დოქტრინა, რომელსაც ქვეყანა დასავლელ პარტნიორებთან ერთად ამუშავებდა, ასეთ საფრთხეს არ ითვალისწინებდა". "ჩვენი მთავრობა არ ელოდა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრებოდა", - დასძინა ქუთელიამ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის დავით დარჩიაშვილის განმარტებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით მასთან საერთაშორისო ფორმატში ურთიერთობის გაწყვეტას არ ნიშნავს. "როდესაც ორ ქვეყანს შორის ომია, ბუნებრივია და ლოგიკური, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთიბები გაწყდეს, თუმცა დიპლომატიური ურთიერთიბების გაწყვეტა არ ნიშნავს, რომ კონფლიქტების დარეგულირების მიზნით ჩვენს შორის საერთაშორისო ფორმატში ურთიერთობა არ იქნება" - განუცხადა ჟურნალისტებს დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, კონფლიქტის დარეგულირებაზე მუშაობა გაგრძელდება ისევე, როგორც რუსეთში საქართველოს საკონსულოს მუშაობა. საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დადგენილების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

3 სექტემბრიდან საქართველოში საომარი მდგომარეობა შესაძლოა, გაუქმდეს. ქვეყნის იმ რაიონებში კი, სადაც რუსული საოკუპაციო ჯარი კვლავ იმყოფება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. საომარი მდგომარეობის გაუქმებისა და საგანგებო რეჟიმის ამოქმედების შეახებ ხვალ დეპუტატები პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, "იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტმა უკვე მიიღო სპეციალური დადგენილება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და ასევე მზადდება კანონპროექტი ოკუპაციასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია, საომარი მდგომარეობა გაუქმდეს". მისივე განმარტებით, ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნა საქართველოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის. "ეკონომიკური სტაბილურიბა მხოლოდ ეკონომიკური თემა არ არის და პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოლიტიკურ სტაბულურობასა და უსაფრთხოებასთან. ამიტომ საქართველო უნდა გადავიდეს იმ რეჟიმზე, რომელიც ეკონომიკურ პრობლემებს არ გამოიწვევს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა და აქვე განმარტა, რომ "საომარი მდგომარეობის გაუქმება ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არ ნიშნავს და მათთან ბრძოლა ყველა მიმართულებით გაგრძელდება". საომარი მდგომარეობის გაუქმებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა პარლამენტში ხვალ, 16:00 საათზე დაიწყება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორც იქნა რადიო ჰერეთამდეც კრიზისმა მოაღწია.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად რადიო ჰერეთის ხელმძღვანელმა ბატონ რამაზ სამხარაძემ გადაწყვიტა შემოწირულობა შეაგროვოს.

შემოწირულობის მიზანია, ჰერეთის თანამშრომლებმა დროულად მიიღონ ხელფასი. თუ ამ შემთხვევა გაამართლა ჰერეთის ხელმძღვანელი გვიპრდება რომ ჰერეთის ჯურნალისტებს ხელფასი აღარ მოუტეხოს და ამასთანავე მინიმალური ხელფასი არა 60 ლარი არამედ 80 $ ა.შ.შ დოლარი გახადოს.

გული დამწყვიტა იმ ფაქტმა რომ წინა თვის ხელფასი ბატონ რამაზ სამხარაძემ შემიჭამა. თუმცა ზემოთ აღნიშნული ფაქტის შესახებ მე ჯერ კიდევ ეს ამბავი ახლა შევიტყვე.

გთხოვთ გაიღეთ მოწყალება...ამით თქვენ გადაარჩენ ჰერეთის თანამშრომლების ხელფასს.

თუ რომელიმეს ამ სტატიასთან დაკავშირებით პრეტეზია გაგიჩნდეთ 858 63 68 69 ზე დამიკავშირდით

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტელეკომპანია „მაესტრომ" სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე ერთხმად მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანია „მაესტროს" უკვე მთელს საქართველოსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაუწყებლობის საშუალება ექნება. ლიცენზიის ვადა 10 წელია. კომუნიკაციების ეროვნული კომისია მამუკა ღლონტმა უკომენტაროდ დატოვა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გლობალური დათბობა და საქართველოს საფრთხე

მსოფლიო გლობალური დათბობის გამო, ბოლო წლებში გახშირებული გვალვა და წვიმები არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას აზარალებს, საფრთხეს უქმნის მოსახლეობასაც. გარემოს მართვის სპეციალისტი, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს მდივანი ხელისუფლებისაგან მოითხოვს აუცილებლად გატარდეს რამდენიმე გადაუდებელი ღონისძიება. აკაკი ფანჩულიძის აზრით, პირველ რიგში აუცილებელია „ადაპტაციისა და შერბილების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, რაც თავის მხრივ ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაცაა. მისივე თქმით, საშიში პროცესების თვითდინებაზე მიშვებას საზოგადოების მასობრივი პოლიტიზირება უწყობს ხელს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტაო-კლარჯეთის მონასტრებს დატბორვა ემუქრება

სულ რაღაც 5 წელიწადში ტაო-კლარჯეთის ქართულმა მონასტრებმა შესაძლებელია აღარ იარსებონ, რადგან, როგორც იქ ახლახან ნამყოფი მწერალი რევაზ მიშველაძე ”რეზონანსთან” საუბრისას საგანგებოდ აცხადებს, მდინარე ჭოროხზე მიმდინარე მშენებლობების შედეგად სრულიად ადვილი მოსალოდნელია ქართული ისტორიული ტაძრები დიდი წყალსაცავის ფსკერზე აღმოჩნდეს.

ისტორიული ტაო, რომელიც ქართველებისთვის ისტორიულად დიდ ტკივილად არის ქცეული, საქართველოს ხელოვანების დელეგაციამ 27-30 აგვისტოს მოინახულა და დიდი ტკივილიანი შთაბეჭდილებებითაც დაბრუნდნენ. მათგან ”რეზონანსი” ერთ-ერთს, მწერალ რევაზ მიშველაძეს ესაუბრა.

რევაზ მიშველაძე: ადრე საქართველოში მცხოვრები ქართველი კაცი ვერც იოცნებებდა ტაო-კლარჯეთის მონახულებას. გიორგი ლეონიძე ისე წავიდა საფლავში, რომ ლექსიც კი მიუძღვნა ამ წარმოუდგენელ ვითარებას: მე ვერ ვეღირსე ტაო-კლარჯეთის ხილვასო. მოგეხსნებეათ, დავით აღმაშენებლის დროს საქართველოს ტერიტორია იყო 300’000 კვადრატული კილომეტრი. დღეს კი საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ 35’000 კვადრატულ კილომეტრზე (ასე განაცხადა რეპონდენტმა - ”რ”). ახლა იანგარიშეთ, რამდენჯერ შემცირებულა საქართველო”.

კლარჯეთში გაემგზავრა ქართველ მწერალთა და ხელოვანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი. როგორც მიშველაძე ამბობს, ”ეს იყო თბილისის მერიის კეთილი ნების აქცია” და ჩვენთან საუბარში ამასაც დასძენს: ”სიმართლე გითხრათ, ხელისუფლების მიერ ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შერისხული ქართველი მწერლებისა და ხელოვანებისთვის ეს ნაბიჯი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო”.

მწერალი სინანულით იმასაც აღნიშნავს, რომ ტაო-კლარჯეთის ქართული ტერიტორია საქართველოს უგუნურ ხელისუფალთა წყალობით მეზობელ თურქებს საშვილიშვილოდ დაეკანონათ.

- ”ტაო არის ერთი მესამედი საქართველო მიტაცებული თურქეთის მიერ. იმის შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს ტერიტორია თურქეთს დაუკანონა ჯერ შევარდნაძემ, შემდეგ კი - სააკაშვილმა ხელი მოუწერეს თურქეთს, რომ შენთან ტერიტორიული სადავო არ გვაქვსო. არადა, როგორ არ გვაქვს?! ეს ძირძველი საქართველოს მიწაა, საიდანაც დაიწყო საქართველო. გროგოლ ხანძთელმა, საბა იშხნელმა და ჩვენმა სულკურთხეულმა მამებმა კარგად იცოდნენ, რომ სადაც აშენდება ქართული ეკლესია-მომასტერი, იქ საქართველოა. ვერაფერი ამტკიცებს ასე საქართველოს ტერიტორიულობას, ვერც საზღვარი, ვერც კედელი, ვერც მეომარი, მდგომი საზღვარზე, ისე როგორც ისტორიული ძეგლი”, - აცხადებს მიშველაძე.

მისივე თქმით,დღეს თურქეთი ცივილული ხერხებით ცდილობს, ტაო-კლარჯეთი დედასაქართელოს სამუდამოდ აახლიჩოს გულიდან. ეს ცივილური ხერხი კი, მწერლისავე თქმით, თურქულ-ქართული ისტორიის დამახინჯებული სწავლებაა, რომელსაც თურქი მასწავლებლები თავიანთ (და არა მარტო საკუთარ) თანამემამულეებს ასწავლიან.

რევაზ მიშველაძე: ”მე ველაპარაკე ერთ თურქ მასწავლებელს. მოგეხსნებათ, დღეს ოშკის, ზარზმას, ბანას, იშხანის, შავშეთის, შატბერდის, პარხალის ირგვლივ ქართველები აღარ ცხოვრობენ. თურქეთმა იზრუნა იმაზე, რომ არ დარჩერნილიყო ქართველების იქ ყოფნის კვალი, ქართველები შიდა თურქეთში გადაასახლა. ქართული ისტორიული ძეგლები კი თურქი მოსახლეობის ანაბარა დარჩა.

თურქი მასწავლებელი მეკითხებოდა: მიკვირს, რატომ ჩამოდიხართ თურქეთში, რადგან აქ ქართველები არ ცხოვრობენო. როგორ, ჩემი მონაცემებით, თურქეთში ცხოვრობს 11 მილიონი ქართველი-მეთქი. გაეცინა: თურქული ოფიციალური წყაროებით თურქეთში არც ერთი ქართველი არ ცხოვრობსო. აბა, მითხარით, რომელი ქრისტიანი ქართველი ცხოვრობსო. თუ მუსულმანია, თურქია და არა ქართველიო.

კი მაგრამ - ვუთხარი - თუკი ეს საქართველოს ნაწილი არ იყო, საიდან გაჩნდაეს ოშკი, პარხალი, ზარზმა, ხახული, ქრისტიანული ძეგლები-მეთქი. მან ასე ამიხსნა: ჩვენ, მშვიდობისმოყვარე თურქებიო, მე-9 საუკუნეში ქართველებმა დაგვიპყრეს. თქვენ ცეცხლითა და მახვილით შემოესიეთ თურქეთს, დაიპყარით და თქვენვე უწოდეთ ტაო-კლარჯეთსო.

აქ არანაირი ტაო არ არსებობდაო. 500 წელი ბატონობდით თურქებზე, ჩვენ კი ძალა მოვიკრიბეთ და მე-14 საუკუნეში განგდევნეთ ქართველები, ეს ტაძრები კი დარჩა როგორც კვალი ოკუპანტებისაო. როგორ უნდა მეკამათა ამ მასწავლებელთან რომელმაც არათუ ქართული, თურქეთის ისტორიაც არ იცოდა: რა უნდოდა თურქეთს მე-9-10 საუკუნეში, როცა თურქები მე-14 საუკუნიდან გამოჩნდნენ შუა აზიის სტეპებიდან”.

მიშველძისვე თქმით, სხვა სიკეთესთან ერთად ისტორიულ ტაოს უკვე რახანია ერთიც ”მფლობელიც” გამოუჩნდა: ქართულ ეკლესია-მონასტრებს სომხები სომხურს უწოდებენ.

- ”როცა ქართველები ჩადიოდნენ ხოლმე ტაო-კლარჯეთში და ქართულ ტაძრებს მოინახულებდნენ, აკრავდნენ ზედ წარწერებს იმის დასტურად, რომ აქ არის ქართული ისტორიული ძეგლი. მაგრამ ამას მაშინვე აძრობდნენ. გაირკვა, რომ ამის ჩამდენი იყვნენ არათურქები, არამედ სომხები. სომხები დღესაც გვედავებიან იმას, რომ ტაოს ისტორიული ძეგლები არის სომხური. ეს არის სამარცხვინო და სასაცილო. არსად არც ერთ ტაძარზე არ არის სომხური კვალი. ისედაც, ნუთუ ასეთი ყრუა თანამედროვე ხელოვნებათმცოდნეობა, რომ ქართული და სომხური არქიტექტურა ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია?!”

ამის შესახებ ”რეზონანსი” ისტორიკოს ნოდარ ლომოურს ესაუბრა: ”სომხები ამტკიცებენ, რომ ტაო-კლარჯეთში ადრეფეოდალური ხანიდან, დაახლოებით მე-4-5 საუკუნეებში, მოსახლეობა იყო სომხური. შესაძლებელია რაღაცა ნაწილი იყო სომხებისა, მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი რომ ქართული იყო, ამას წყალი არ გაუვა. საუბარი იყო ქალკედონიკ, ანუ მართლმადიდებელ სომხებზე. ამიტომაც ჩემულობენ მართლმადედებლურ ტაძრებს. სომხები იჩემებენ პეტრიწონის ქართულ მონასტერსაც ბულგარეთში, რომელიც აშენებულია გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ. მაგრამ, ამაზეც არანაირი მტკიცებულოება და საფუძველი არ არსებობს. ბიზანტიური წყაროებიდან ირკვევა, რომ როგორც პეტრიწონის, ასევე ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები იბერიას, ანუ აღმოსავლეთ საქართველოს - ქართლს - ეკუთვნოდა. შესაბამისად, ტაო-კლარჯეთი ქართლის საერისთავო იყო და მანდ ცხოვრობდა ქართული მოსახლეობა. ხახული, ზარზმა და სხვა ტაძრები ყველა გამოცხადებულია სომხურ ტაძრად. სომხები მაინც თავისას იძახიან, მაგრამ რა ვქნათ, ხომ არ ვუჩივლებთ?!”

თუმცა ქართული ეკლესია-მონასტრებისთვის პრეტენზია და ჩივილი შესაძლებელია არც ქართველებს და არც სომხებს სულ რაღაც 5 წლის შემდეგ აღარ დასჭირდეთ, რადგან მათ, თუ ჩვენმა ხელისულებამ არ იზრუნა რამე, წყლით დაფარვის საშიშროება ელით.

რევაზ მიშველაძე: ”გზა იყო ძალიან ძნელი და რთული, გაცილებით უფრო რთული, ვიდრე იგი შეიძლებოდა ყოფილიყო 6-7 წლის წინათ. საქმე ის გახლავთ, რომ მდინარე ჭოროხის ხეობაში შენდება 15 ელექტროსადგური. საკმაოდ დიდი ელექტროსადგურები. აქედან თქვენ თვითონ დაასკვენით, 5 წელიწადში რომ დამთავრდება ამ ელსადგურების მშენებლობა, რა ენერგიის პატრონი გახდება თურქეთი, რომელსაც შეეძლება ელექტროენერგიით მოამარგაოს მთელი თურქეთი და წინა აზია. მაგრამ ეს გრანდიოზული მშენებლობა ხდება ყოფილი ქართული ტერიტორიებისა და ისტორიული ძეგლების აშკარა საზიანოდ. მალე მდინარე ჭოროხი აღარ იარსებებს. ამაზე ერთი-ორჯერ წამოიკნავლა საქართველოს ხელისუფლებამ, ”მწვანეებმაც” ატეხეს ზარების რეკვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი დაბეჩავებული და თავში ჩარტყმული სახელმწიფო, როგორიც საქართველოა და საქართველოს უბედურებაზე მსოფლიო ყურსაც არ აბარტყუნებს. გზები მიმავალი ქართული ისტორიული ძეგლებისკენ მოიშალა და მის ნაცვლად გაკეთდა ახალი, ოღონდ 600 მეტრით უფრო მაღლა, თითქმის მთების წვერზე. ამას მოჰყვება ის, რომ სულრაღაც 5 წელიწადში წყლით დაიფარება არაერთი ქალაქი და დაბა, რადგან დიდი წყალსაცავის ფსკერზე აღმოჩნდება. ასევე წყლის ქვეშ იქნება არაერთი ქართული ისტორიული ძეგლი. ჩვენ რა შეგვიძლია? ჩვენი ვალია საქართველოს ხელისუფლებამ (თუკი ასეთი საერთოდჰ ყავს საქართველოს) დააფინანსოს ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციები, მოხდეს შესწავლა, ფოტოგრაფირება, მოხდეს გადატანა ისტორიულ ფოლიანტებზე ამ ქართული დიდების ნაშთისა, რადგან წინააღდეგ შემთხვევაში, ჩვენს შვილიშვილებს აღარ ექნებათ ბედნიერება, მოილოცონ ეს დიდებული ქართული ისტორიული ძეგლები”.

http://presa.ge/index.php?text=news&i=9718

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ისადა, პოლიტიკურ განყოფილებაშიც ხო გვაქვს მსგავსი თემა - ნიუსები :blink:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ატენის სიონი საფრთხეშია

[ნინო მიქიაშვილი]

ატენის სიონიდან (რომელიც კლდეზე დგას), ხუთ მეტრში, ბულდოზერის გამოყენებით სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტაძრის არსებობას ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. პრესა.გე-მ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 10 დღის წინ გადაღებული ფოტოები დაათვალიერა, რომელზეც ნათლად ჩანს ის, რომ საფრთხე რეალურია.

ორი დღის წინ ატენის სიონი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერმა თამარ ჩხეიძემ მოინახულა, რომელიც ამავდროულად ისტორიკოსი გახლავთ. პრესა.გე თამარ ჩხეიძეს ტაძრის ირგვლივ შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე ესაუბრა.

თქვენ რა მდგომარეობაში დაგხვდათ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია? ფოტოებზე, რომელიც თქვენს იქ ჩასვლამდეა გადაღებული, თვალნათლივ ჩანს ბულდოზერი როგორ მუშაობს, ტაძრიდან რამდენიმე მეტრში. ასევე ჩანს ტაძრის თავზე როგორ არის კლდე მოთხრილი.

თამარ ჩხეიძე: ატენის სიონის ირგვლივ, ისე, როგორც ბაგრატის ტაძარში, ისეთი სახის სამუშაობი მიმდინარეობს, რომელიც ძეგლის უსაფრთხოებისთვის აბსოლუტურად დაუშვებელია. ჩვენ ეს ინფორმაცია, რომ შევიტყვეთ, ადგილზე შესამოწმებლად წავედით. მართლაც დადასტურდა რომ ეს ასეა - სახიფათო მშენებლობა მიმდინარეობს.

წასვლამდე იქ გადაღებული ფოტოები ვნახეთ, რომელზეც ჩანს, რომ მშენებლობის დროს მძიმე ტექნიკაა გამოყენებული. გარკვეული ხმაურის შემდეგ, რომელიც ჩვენს ჩასვლამდე იყო, მძიმე ტექნიკა თვალს მიაფარეს, მაგრამ მშენებლობა გრძელდება.

მოგეხსენებათ, ატენის სიონი კლდეზე დგას. სამშენებლო სამუშაოებიც კლდეშია ჩატარებული, იქაურობა მოთხრილია. დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ხდება ატენის სიონიდან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით.

სპეციალისტის აზრიც კი არ სჭირდება იმას (თუმც, მათი აზრიც მოსმენილი მაქვს), რომ ტაძრიდან 5 მეტრის დაშორებით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია და მით უმეტეს, როცა ტაძარი კლდეზეა აშენებული. არა აქვს მნიშვნელობა ეს რა ტიპის მშენებლობაა. როგორც გავიგეთ, ძეგლთა დაცვის სისტემიდან, ამ მშენებლობის ირგვლივ ნებართვაც გაცემული ყოფილა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია.

იცით თუ არა დაზუსტებით რას აშენებენ? ჩვენი ინფორმაციით, ტაძრის ზემოთ, კლდეზე ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი შენდება.

- ამაზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. იქ, მე კახაბერ კახაძე და ნანა კაკაბაძე ვიყავით ჩასულები. მშენებლები წინააღმდეგობას გვიწევდნენ, როგორც ჩანს, გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ფოტოგადაღება არ უნდა დაეშვათ, ამ მშენებლობის კვალის გადაღება არ უნდოდათ, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება მაინც შევძელით. იმ სამშენებლო სამუშაოების გამო, რომელიც ტაძრის სიახლოვეს მიმდინარეობს, ფაქტობრივად, ძეგლის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

თქვენი ინფორმაციით, მისმა უწმინდესობამ საქმის ვითარება იცის, თუ არა?

- როგორც ვიცი, პატრიარქმა ამის შესახებ უკვე იცის. დარწმუნებული ვარ, ეს მშენებლობა აუცილებლად აღიკვეთება და პასუხისმგებლობა დაეკისრება ძეგლთა დაცვის სისტემას, რომელმაც მშენებლობის ნებართვა გასცა.

რა მდგომარეობაშია თვითონ ტაძარი?

- 2002 წლიდან ტაძარი აქტუალურად მოექცა რესტავრატორების ყურადღების ქვეშ. ტაძარი 20 წლის წინ გადაიხურა და როგორც სპეციალისტებმა დაასკვნეს, გადახურვა ჯეროვნად არ არის გაკეთებული - სამუშაოები ძველი, ტრადიციული მეთოდით არ შესრულებულა; მეშვიდე წელია ტაძარში წყალი ჩადის. როდესაც ასეთ კულტურულ ძეგლს ვეხებით, აუცილებლად უძველესი ტრადიციული მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული.

რომელი საუკუნის ნაგებობაა ატენის სიონი და როგორია მისი ისტორია?

- ატენის სიონი აგებულია ტანას ხეობაში, გორიდან 10 კილომეტრის დაშორებით. მდინარე ტანას ხეობა არის ვიწრო ქარაფოვანი, საოცრად კლდოვანი ხეობა და მიწის ზოლი თითქმის არ არის, ყველაფერი ტერასებზეა დამყარებული.

ტაძარი აგებულია კლდის ქიმზე და იმისათვის რომ ტაძარს სპეციალური საყრდენი ჰქონებოდა, სპეციალური ბაქანია აშენებული. მცხეთის ჯვარს რაც აქვს, სპეციალური ბაქანი, კლდის ქიმთან ერთად მიშენებული, ასეთივე ბაქანი აქვს ატენის სიონს. მოგეხსენებათ ატენის სიონი არის მცხეთის ჯვრის ტიპის ხუროთმოძღვრული ნაგებობა.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ატენის სიონის ბაქანი არ არის დღევანდელი ტაძრის სინქრონული, იგი უფრო ადრეულია. მეხუთე საუკუნეში იქ ბაზილიკური ნაგებობა იდგა, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული, მაგრამ იმთავითვე სიონის სახელწოდებით ცნობილი.

მეშვიდე საუკუნეში ამ ბაქანზე მცხეთის ჯვრის ტიპის ახალი, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა აშენდა. ამ ნაგებობის დამკვეთები იყვნენ ქართლის ერისმთავარი ნერსე და შემდეგ მისი ვაჟი სტეფანოზ მამფალი. შემდეგ საუკუნეებში ტაძარი დღევანდელი ფრესკული მხატვრობით შეიმკო.

ამავე დროს, ტაძარში არის სხვადასხვა ენაზე შესრულებული, სხვადასხვა პერიოდის წარწერები, როგორც ისტორიული ხასიათის, ასევე პილიგრიმული. ტაძარში არის ბუღა თურქის მიერ თბილისის დაცემის მაუწყებელი წარწერა, სტეფანოზ მამფალის გარდაცვალების მაუწყებელი წარწერა, ბაგრატ მეოთხის წარწერები, ბაღვაშების წარწერები და ასე შემდეგ. ყველაზე უძველესი წარწერა მეთორმეტე საუკუნით თარიღდება. ერთი სიტყვით, ეს არის განსაკუთრებული საგანძური, არა მარტო მხატვრული ღირებულების, არამედ, წარწერების თვალსაზრისით და …

და არა მარტო ქართველებისთვის, არა?!

- ატენის სიონი მსოფლიო მნიშვნელობის ტაძარია, თავისი ხუროთმოძღვრული ფორმებით, იმ რელიეფებით, რომელიც იქ გვხვდება. მისი რელიეფები მეხუთე საუკუნიდან იწყება და მოდის მეათე საუკუნის ჩათვლით. განსაკუთრებით ადრე ქრისტიანული ხანის რელიეფებია ფასდაუდებელი.

P.S. ატენის სიონის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე გვინდოდა მეუფე დავითთან (ალავერდელი) შეხვედრა, რომელიც საპატრიარქოში ხუროთმოძღვრების, ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის ცენტრს ხელმძღვანელობს. მას ტელეფონით ვესაუბრეთ. გვითხრა რომ გურიაშია და მოგვიანებით შეგვხვდება. ასევე ვერ შევძელით შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ნიკა ვაჩეიშვილთან. მასაც ტელეფონით ვესაუბრეთ. შეხვედრაზე თანახმაა, მაგრამ მოგვიანებით, რადგან გუშინ და დღეს ეს ვერ შესძლო.

http://presa.ge/index.php?text=news&i=9841

0

Share this post


Link to post
Share on other sites

SOS!!! ბაგრატის ტაძარი საფრთხეშია

[სილვიო კალვის - იტალიელი ინჟინერისა და არქიტექტორის ჩანაწერების ქართული თარგმანი]

”იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ”

2009 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოში გავემგზავრე სამოგზაუროდ. ომგამოვლილ ქვეყანაში სვანეთის სანახავად მივდიოდი. სვანეთის მწვერვალები და ველები ალპებს არ ჩამოუვარდება სილამაზით.

ქუთაისიდან მესტიისკენ მიმავლ გზაზე, როგორც ყოველთვის, იუნესკოს მსოფლიო მმეკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლების სანახავად შევჩერდი. მათ შორისაა ბაგრატის ტაძრის კომპლექსი, რომელიც ქალაქ ქუთაისში მდებარეობს. ეს არის ტაძარი გადახურვის გარეშე, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. მის აგებას X საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და XI საუკუნეში დასრულდა. მას შემდეგ XVI საუკუნეში თურქების შემოსევის შედეგად დაზიანდა და დღეს ვერონის არენას ან, თუნდაც რომის კოლიზეუმს მოაგონებს მნახველს.

მოველოდი, რომ ვნახავდი ჩემთვის ჩვეულ სურათს, მდუმარე და აზიდულ მონუმენტს, არქეოლოგიური გათხრების გარემოცვაში მუდამ, რომ ფინანსურ დანაკლისს განიცდიან და კიდევ უფრო ძველი ტაძრების კვალს ეძებენ ამ ადგილებში.

ტაძარი 1994 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და ამისათვის მადლიერი ვარ მთელი მსოფლიოს სახელით.

ჩემს ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე VIII საუკუნის მდიდარი მანდილოსნის სამარხი იქნა ძეგლთან აღმოჩენილი ურიცხვი ოქროს სამკაულებით.

მისვლისთანავე თვალი მოვკარი მლოცველთა ჯგუფს, რომელთაც სასულიერო პირი მიუძღოდა წინ. ძეგლის მთელს პერიმეტრზე ხარაჩოები იყო აღმართული სამშენებლო სამუშაოებისათვის და თვალში მეცა მუშების უთვალავი რაოდენობა, ისინი გამალებით მოძრაობდნენ და ირეოდნენ მნახველთა შორის.

ვიფიქრე, როგორც იქნა, დაუწყიათ კედლების გამაგრებისა და დაცვის სამუშაოები მართებული სარესტავრაციო პრინციპების მიხედვით.

გვერდითა კარით შევდივარ გათხრილ სამარხებზე დროებით გადებული ფიცრებზე გავლით. ძეგლის ინტერიერიც სავსეა ხარაოჩოებით და ცნობისმოყვარეობით ვიწყებ მიმდინარე სამუშაოების დეტალებზე დაკვირვებას არქიტექტორისა და ინჟინრის პროფესიული თვალით.

ვამჩნევ, რომ კედლები ლითონის ბადითაა დაფარული და ივსება ბეტონით. ახალი ქვის მბრწყინავი ფილებით იფარება კედლის ექსტერიერი, ბეტონის დასაფარად და დასრულებული სახის მისაცემად.

დროით ნაცადი ძველთაძველი კედლები სადღაც გამქრალიყო.

კათედრალის იატაკზე ვხედავ წრეში დაწყობილ ქვის კვადრებს; ეს ძველი ბურჯების ბაზები უნდა იყოს. ერთი ასეთი წრიდან, ვხედავ მთელი კონა რკინის არმირებაა ამოშვერილი: ჩვეული სურათია მშენებლობებზე, მაგრამ - საოცრად უჩვეულო აქ. ეს ხომ ახალი, (რამსიგანე?) ბეტონის ბურჯის საფუძველია, რომელიც ალბათ ახალი ქვით დაიფარება.

უხეში სამშენებლო კონსტრუქციები ყოველგვარი თანამედროვე საშუალებების გამოყენების საშუალებას გამორიცხავს. ვტრიალდები და ვხედავ ხარაჩოებით შემორაგულ რკინა-ბეტონით გასამაგრებლად გამზადებულ სვეტს. ვხვდები, რომ ძველი ქვის სვეტების ნაცვლად, ახალი ბეტონის სვეტების აღმართვაა განზრახული.

იატაკზე მოთავსებულ კიდევ ერთ ქვას უზარმაზარი ნახვრეტი აქვს ცენტრში – ახალი ბურჯის აღმართვა მზადდება. ერთი ჯერ კიდევ ხელუხლებელია: ნეტავ ეს თუ მაინც გადაურჩება გაბურღვას?

საშინელი იმედგაცრუება და აღშფოთება მეუფლება!

განა შეუძლებელი იყო მსუბუქი კონსტრუქციის მოფიქრება და დაგეგმვა, გამჭვირვალე მინის გადახურვით, ისეთი, რომელიც არ შეეხებოდა ძველ კედლებს და რომელიც ძველისა და ახლის განსხვავების შესაძლებლობას მოგვცემდა?

წარმოვიდგინე ლითონის თხელ სვეტებზე აღმართული მინის დამცავი მოცულობა, და მის ზემოთ მსუბუქი კონსტრუქციით შექმნილი სივრცე, მთის ყვავილების ანარეკლით.

და ჩემთვის გავიფიქრე, რას აკეთებს ამ დროს იუნესკო, ამგვარი პროექტის პირისპირ, პროექტის, რომელიც ასე შორს დგას თანამედროვე არქიტექტურული კულტურისა და პრაქტიკისაგან.

ეს იგივეა, რომ ვერონის არენას და ან რომის კოლიზეუმის ძველ კედლებს ახალი ბრწყინვალება შევძინოთ.

ამგვარ ძეგლებს დროის კვალი ანიჭებს სიცოცხლესა და ბრწყინვალებას და მათი წაშლა მთელი მემკვიდრეობის წაშლის ტოლფასია. შენობის აღდგენა ძალიან განსხვავდება მისი ხელახლა აშენებისაგან.

იტალიაში დაბრუნებისას კიდევ ერთხელ ვათვალიერებ სამი წლის წინ ბაგრატზე გადაღებულ სურათებს. სიცოცხლითა და სინათლით სავსე ბაგრატის კედლების ფოტოებს ახლადნანახს ვადარებ და ემოციას ვერ ვიკავებ. ვხვდები, რომ ამასობაში ახალი ბურჯები იკავებენ ძველი ქვის ბურჯების ბაზების ადგილს.

საკურთხევლის აფსიდაც კი ახალი ფილებითაა შემოსილი!

გასაოცარია, ეს რესტავრაციაც კი არ არის, არამედ ნგრევა და ყალბი აღდგენაა.

მაშინვე დავძებნე იუნესკოს ვებგვერდი, ბაგრატის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აღმოვაჩინე, რომ 2004 წელს იუნესკოსა და იკომოსის ექსპერტების კვლევის საფუძველზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ”მოუწოდოს სახელმწიფოს არ განახორციელოს არანაირი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც გამოიწვევს ძეგლის გამორჩეული საყოველთაო ღირებულებისა და ავთენტიკურობის შებღალვას და დაჟინებით მოუწოდებს სახელმწიფოს, არ დაიწყოს არც-ერთი პროექტი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ მისი განხილვის გარეშე”.

მეორე დოკუმენტშო აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო და ეკლესია შეთანხმდნენ შეემუშავებინათ პროექტი, რომელიც ტაძარში ღვთისმსახურების განახლებას გახდიდა შესაძლებელს. ხოლო პასუხისმგებლობის აღებას, ჩანს, ყველა მოერიდებდა: ”არაფერი ვიცოდი, არაფერი მინახავს”.

2004 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მოთხოვნა გაუგზავნა საქართველოს მხარეს და სარესტავრაციო პროექტის გადმოცემა სთხოვა, რათა განხილვა მოსწრებოდა 2005 წლის სხდომამდე.

იუნესკოს არანაირი დოკუმენტაცია არ მიუღია.

ძეგლების მდგომარეობის ამსახველ 2008 წლის ანგარიშში კვლავ მოიხსენიება საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მიღწეული შეთანხმება ტაძრისათვის რელიგიური ფუნქციის დაბრუნების შესახებ. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი კვლავაც ადასტურებს, რომ ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია გამართლებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, და მხოლოდ სრული და დეტალური დოკუმენტაციის საფუძველზე და არავითარ შემთხვევაში ვარაუდზე დაფუძნებით.

საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ კათედრალის აღდგენის შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ პროექტის განხილვის შემდეგ.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი კვლავ სთხოვს საქართველოს მხარეს დასტურს იმაზე, რომ არანაირი სარეკონსტრუქციო სამუშაო არ დაიწყება, სანამ სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს განსახილველად არ წარუდგენს პროექტის გარშემო არსებულ სრულ და დეტალურ დოკუმენტაციას.

როგორც ჩანს ეს მოთხოვნები წყლის ნაყვა აღმოჩნდა, რადგან 2008 წელს დოკუმენტაციის წარდგენის ვადამ 2011 წლის თებერვლისთვის გადაიწია.

იმ დრომდე, (მანამდე დაე განისვენონ მშვიდად მათ, ვისაც არაფერი უნახავს და არაფერი გაუკეთებია) როგორც ჩანს მთელი სამუშაო უკვე დამთავრებული იქნება.

ამ წუთისათვის, სამუშაოები უკვე მიმდინარეა და იუნესკოს გუნდს 2008 წელს ვგონებ ჰქონდა საშუალება ენახა და შეეფასებინა იგი, რადგან ვიზიტის ანგარიშს თან ერთვის ფოტოები, რომლებშიც ბაგრატის კომპლექსი უკვე ხარაჩოებშია ჩაფლული.

მე იმდენად მიყვარს ეს ძეგლები, რომ არ შემიძლია გულგრილად აღვიქვა ასეთი ფაქტები.

რა თქმა უნდა ლეგიტიმურია საპატრიარქომ საკუთარი პასუხისმგებლობების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება, ძეგლს დაუბრუნოს რელიგიური ფუნქცია. ის უდაოდ იქნება ბრწყინვალე კათედრალის გამორჩეული ნიმუში, თბილისში ახლადაგებული ტაძრის დარად. თუმცა სამწუხაროა, რომ იკომოსის მიერ ჯერ კიდევ 2004 წელს წარმოდგენილი წინადადება, შუშის ქვეშ მოგვეთავსებინა დაზიანებული ძეგლი, უკუგდებული იქნა და არც დისკუსია გამართულა ამ თემაზე. ამ მიზნით მოწყობილი არქიტექტურული კონკურსი უდაოდ მოიზიდავდა დადებით იდეებს და შექმნიდა ნაყოფიერი დებატის წინაპირობას.

გადაწყვეტილია, ტრადიციული გადახურვის მოწყობა რკინა ბეტონის სვეტებზე და კედლების გაპრიალებული ქვებით დაფარვა.

კარგი, ინოვაციური არქიტექტურული პროექტის მოფიქრების შანსი უკვე დაკარგულია.

მათთვის, ვისაც სჯერა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობას ნუსხას საყოველთაო ღირებულება აქვს, აქ გამოყენებული სარეკონსტრუქციო საშუალებები ძეგლის განადგურების ტოლფასია. და მინდა ვიკითხო ასეთ დროს რისი გაკეთება შეუძლია იუნესკოს, რომელმაც რეკონსტრუქციის პროექტის მოპოვებაც კი ვერ შეძლო დროულად, არა თუ მისი დამტკიცება.

მე მხოლოდ ერთი საღი შემოთავაზებაღა მრჩება, მოდით ამოვიღოთ ბაგრატი მსოფლიო მემვიდრეობის ნუსხიდან. მე არა მგონია, ღირდეს მისი განთავსება რისკის წინაშე მდგარი ძეგლების ნუსხაში.

დაე მან გააგრძელოს სიცოცხლე, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის რელიგიური არქიტექტურის ბრჭყვიალა ნიმუშმა.

და მეტიც, მოდით კიდევ ერთხელ გადავაფასოთ იუნესკოს შესაძლებლობები, ეფექტურად დაიცვას მსოფლიო მემკვიდრეობა

http://presa.ge/index.php?text=news&i=10015

უკომენტაროდ :X

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ახალი ის არის , რომ ძველი დრო დაბრუნდა. :qet:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მიხეილ სააკაშვილი - თუ სადმე, შავიზღვისპირეთში ბათუმის მსგავსი სილამაზე დევს, შემიძლია ხელმეორედ შევჭამო ჩემი ჰალსტუხი

"თუ სადმე, შავიზღვისპირეთში ასეთი სილამაზე დევს, შემიძლია, ხელმეორედ შევჭამო ჩემი ჰალსტუხი" , - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში სტუმრობისას განაცხადა. პრეზიდენტი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა, სკოლის დამთავრება მიულოცა და ოქროს მედლები გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ბათუმის განვითარებაზე ისაუბრა.

"არიან სკეპტიკოსები, ვისაც არ სჯერა, რომ ქვეყენა, ამ შემთხვევაში კი აჭარის რეგიონი წინ მიდის. ადრე ძალიან ბევრი ამბობდა ჩემზე: "ამ გიჟმა ხომ წაგვჭამა ტვინი თავისი ბათუმით". ყოველთვის არსებობს ხალხი, ვისაც არაფრის სჯერა. მაგრამ ვარსებობთ ჩვენ, ვისაც ყველაფრის გვჯერა და მომავლის გვწამს. ამიტომ გირჩევთ, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ. სხვებმა რამდენიც უნდა გვაკრიტიკონ, მთავარია, ფეხებში არ გაგვებლანდონ მშენებლობის დროს~, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს ბათუმში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 7 წელიწადში ამ ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს.

მოსწავლეებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ძალიან მალე ყველა პირველკლასელი კომპიუტერს მიიღებს, მოკლე ხანში კი, საქართველოში ათასზე მეტი ინგლისურის მასწავლებელი იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, აჭარის ყველა სკოლას ინგლისურენოვანი მასწავლებელი ეყოლება.

ipn.ge

:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული კვლევებით ირაკლი ალასანია და ~ალიანსი~ ლიდერობს

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა“ თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი კვლევის შედეგები წარმოადგინა.

როგორც ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ედნარ გიორგობიანმა განაცხადა, მათმა ორგანიზაციამ ტელეფონით 2500-მდე ამომრჩეველი გამოკითხა, რომლის მიხედვით ირაკლი ალასანიამ და „ალიანსმა საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

კერძოდ, „ალიანსი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა ხმატა 21,43 პროცენტი მიიღო, ალიანსმა კი, 18,15 პროცენტი. მეორე ადგილზე გიგი უგულავა აღმოჩნდა, მან 15,63 პროცენტი დააგროვა, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 17, 52 პროცენტი.

ზვიად ძიძიგურს გამოკითხულთა 8,27 პროცენტმა დაუჭირა მხარი, „ეროვნულ საბჭოს“ _ 9,43 პროცენტმა, გიორგი ჭანტურიას _ 7, 49, ქრისტიან-დემოკრატებს _ 9,9 პროცენტმა, გოგი თოფაძეს 6, 49 პროცენტი უჭერს მხარს, მის პარტიას კი _ 7,39 პროცენტი, სახალხო-დემოკრატებმა 1, 24 პროცენტი დააგროვეს.

ედნარ გიორგობიანის ცნობითვე, გამოკითხულთა 34,81 პროცენტმა პარტიების დასახელებისგან თავი შეიკავა, მერობის კანდიდატებზე კი _ 38 პროცენტმა.

medianews.ge

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბარაქ ობამა: "საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის კურსი არ შეიცვლება"

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, "საქართველო და აშშ სტრატეგიულ პარტნიორებად და მოკავშირეებად რჩებიან და ეს კურსი არ შეიცვლება". ამის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ობამას მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოგზავნილ მისალოცშია ნათქვამი, რომლის შინაარსი დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმოვანა. "წერილში ობამა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ხაზს უსვამს, რომ აშშ-ისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებმისმიერი მცდელობა მიუღებელია და აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყანას, აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი ნება უსაფრთხოების მექანიზმებისა და მოკავშირეების არჩევისას", - განაცხადა მანჯგალაძემ. მისივე ინფორმაციით, წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "საქართველოს ხელისუფლება იცავს იმ იდეალებს, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობაა დაფუძნებული და რომელიც 1921 წელს ძალადობრივი გზით შეცვალეს". "წერილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო და აშშ ერთად უპირისპირდებიან დღევანდელ სამომავლო გამოწვევებს და აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას" - დასძინა მანჯგალაძემ. მისივე ინფორმაციით, ბარაქ ობამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან ნიკოლა სარკოზისგან, ასევე შვეიცარიის, მექსიკის, პერუს, იაპონიის, საბერძნეთის, კორეისა და აზერბაიჯანის პირველი პირებისგან მიიღო.

pirweli.com.ge

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"პირველ არხზე" 11 ივნისიდან გადაცემები დაიხურება

"პირველ არხზე" 11 ივნისიდან გადაცემები დაიხურება, ~პირველმა კავკასიურმა" კი მაუწყებლობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა .

ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ~პირველი არხზე~ 11 ივნისიდან ყველა გადაცემა დაიხურება, საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" გარდა. შეწყდება პოლიტიკური თოქშოუები და გასართობი პროგრამებიც.

ჭანტურიას განმარტებით, გადაცემები დაიხურება "პირველ არხის" რეორგანიზაციის ადრე შემუშავებული გეგმის მიხედვით, თუმცა, ეს პროცესი დააჩქარა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლება საქართველოში "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" შეიძინა.

~მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან იწყება და ივლისის ბოლოს მთავრდება. დღეში დაახლოებით ხუთი მატჩის ჩვენება შედგება, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაცემები ამ დროისთვის შეჩერდეს~, - განაცხადა ჭანტურიამ.

"პირველ არხზე" ახალი სატელევიზიო სეზონი, ახალი საეთერო ბადით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. მანამდე კი, მთლიანად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რებრენდინგი მოხდება, რათა მაუწყებლის ყველა არხს ერთიანი სახე ქონდეს.

ჭანტურიას თქმით, გადაცემების დახურვას სამსახურიდან თანამშრომელთა დროებით გაშვება მოჰყვება, თუმცა, ნაწილს ისედაც ამოეწურა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დადებული კონტრაქტი, რომელიც ახალ სატელევიზიო სეზონამდე აღარ გაგრძელდება.

~დღეისათვის "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სულ დასაქმებულია 1030 ადამიანი. მთლიანი სახელფასო ბიუჯეტი წელიწადში 14 მლნ ლარს შეადგენს, რაც მაუწყებლის ბიუჯეტის 64 პროცენტია. ჩვენ გვინდა, რომ ამ პროცენტმა 50 %-ზე დაბლა დაიწიოს. თანამშრომლების ნაწილთან კონტრაქტის განახლება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარმატებით გაივლიან ისინი კონკურსს, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბერში, საეთერო ბადის განახლებასთან დაკავშირებით გამოცხადდება", - განაცხადა ჭანტურიამ.

მან არ დააკონკრეტა თანამშრომლების ის რაოდენობა, რომელთანაც მაუწყებელი კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. ~ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, ზოგთან ისევ ვაპირებთ კონტრაქტის გაგრძელებას, ზოგს ახალი სეზონიდან ახალ გადაცემებში დავასაქმებთ, ამიტომ ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება",- აღნიშნა ჭანტურიამ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" წლევანდელი ბიუჯეტი, რომელსაც მოქმედი კანონის მიხედვით, პარლამენტი განსაზღვრავს, 22 მილიონი ლარია, თუმცა, მაუწყებელმა წელს 27 მილიონი ლარი მოითხოვა.

IPN

0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]მზია კვირიკაშვილი გარდაიცვალა [/b] [b]
[/b] ქართული ესტრადის მსახიობი, "სიცილის დედოფლად" წოდებული მზია კვირიკაშვილი დღეს თბილისში გარდაიცვალა .
მზია კვირიკაშვილი 7 ივნისს აშშ-დან მძიმე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. მსახიობი შეერთებულ შტატებში შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისთვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, მსახიობი მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში საკუთარ სახლში დაბრუნდა.
მზია კვირკაშვილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე. იყო წარმატებული პროექტის - ~იუმორინას~ ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი.[b]
ipn[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]დიმიტრი მედვედევი: აფხაზეთის დამოუკიდებლობა რომ არ მეღიარებინა, ახლა აქ ყავას ვერ დავლევდი [/b]
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რომ არ მეღიარებინა, ჩვენ აქ თქვენთან ერთად ახლა ყავას ნამდვილად ვერ დავლევდით. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოხუმის სანაპიროზე რუს დამსვენებლებთან ერთად ყავის სმის დროს. მისივე თქმით, "ამჟამად მდგომარეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სულ სხვანაირია".


"ცხოვრება იცვლება და მე მიხარია, რომ თქვენ აქ ისვენებთ და თქვენ აქ მოგწონთ. ჩვენ კი დახმარებას გავაგრძელებთ", _ განუცხადა მედვედევმა დამსვენებლებს.

ამას გარდა, რუსული მედიის ინფორმაციით, სოხუმის სანაპიროზე გასეირნებისას მედვედევი აფხაზ ე.წ. ომის ვეტერანებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.

ghn


0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]deako[/b]
ძეაკო საიტები რო დაწერო შეგიძლია? სად არის ხოლმე ეგ ნიუსები
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ძეაკო საიტები რო დაწერო შეგიძლია? სად არის ხოლმე ეგ ნიუსები [/quote]
[b]ქვემოთ ვაწერ სუყველას. უბრალოდ ლინკს არ ვდებ. ge მიაწერე და ეგაა[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Russian president sacks Moscow mayor[/b]
08:20 28/09/2010
Russian President Dmitry Medvedev signed a decree on Tuesday ordering Moscow's old-time mayor Yury Luzhkov to resign, the Kremlin said.

"Yury Luzhkov is being relieved of his duties as Moscow mayor in connection with the Russian president's loss of confidence in him," the decree said.

The veteran mayor, who turned 74 last Tuesday, returned from Austria on Sunday, after the Kremlin had reportedly given him a week to ponder his exit strategy.

Luzhkov said on Monday he had no plans to resign, despite widespread expectation that he would announce his departure at a City Hall meeting on Tuesday.


[b]Dismissed ex-mayor Luzhkov absent from meeting[/b]
11:14 28/09/2010
Moscow's ex-mayor Yury Luzhkov, who was fired on Tuesday for losing the trust of the Russian president, did not attend a City Hall meeting chaired by newly-appointed acting mayor Vladimir Resin.

President Dmitry Medvedev sacked Luzhkov, who had run the capital since 1992, earlier on Tuesday following two weeks of swirling speculation over Luzhkov's political fate and how the Moscow city drama could impact politics at the highest level of the state.

The former Moscow ruler, a strong ally of Prime Minister Vladimir Putin, angered Medvedev by criticizing his leadership in an article for paper Rossiskaya Gazeta in early September.

In recent weeks, Luzhkov has faced stinging criticism from state-run TV, which slammed him and his billionaire wife Yelena Baturina for corruption and failing to solve the city's most pressing problems.

Spectators believe the firing of Luzhkov is a sign that Medvedev is asserting his authority ahead of the 2012 presidential elections, when he is expected to compete with Putin for leadership of the country.

The ex-mayor will not leave Russia and will continue to work for the good of the capital, a source in the City Hall who had spoken to Luzhkov since he left office, told RIA Novosti.

[b]en.rian.ru[/b]
[b]
ბორის ნემცოვი - ლუჟკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მედვედევმა აშკარად დამოუკიდებლად მიიღო[/b]
11:03 28-09-2010
ბორის ნემცოვი - ლუჟკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მედვედევმა აშკარად დამოუკიდებლად მიიღო მოძრაობა "სოლიდარნოსტის" ლიდერის, ბორის ნემცოვის შეფასებით, მოსკოვის მერის გათავისუფლების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მედვედევმა აშკარად დამოუკიდებლად მიიღო .
ნემცოვის თქმით, ნდობის დაკარგვის მოტივით ლუჟკოვის გათავისუფლებით მედვედევმა, როგორც პრეზიდენტმა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება პირველად მიიღო.
"პუტინს მედვედევ-ლუჟკოვის კონფლიქტი აწყობდა, ხოლო კორუმპირებული ჩინოვნიკის გათავისუფლება მისთვის არასასურველი იყო, ვინაიდან ამით მის მიერვე შექმნილი სახელისუფლო სისტემის რღვევა დაიწყება", _ აღნიშნა ბორის ნემცოვმა.
მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნდობის დაკარგვის გამო გათავისუფლდა ჩინიოვნიკი და გათავისუფლებას სისხლის სამართლის საქმის აღძრვა არ მოჰყოლია.
ნემცოვის აზრით, თუ ლუჟკოვის გათავისუფლებას კორუფციის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა არ მოჰყვა, დედაქალაქის მერის გათავისუფლება არადამაჯერებელი იქნება და ასეთ შემთხვევაში ლუჟკოვს პოლიტიკური მომავალის შანსიც გაუჩდება.
რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, ასეთ შემთხვევაში ლუჟკოვი შესაძლოა, სათავეში ჩაუდგეს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც პეტერბურგელმა ჩინოვნიკებმა გაანაწყენეს. ნემცოვის განმარტებით, გარდა ამისა, თუ ლუჟკოვის წინააღმდეგ საქმეები არ აღიძრა, მედვედევის განკარგულების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დადგება.
ბორის ნემცოვი დარწმუნებულია, რომ თუ ლუჟკოვის წინააღმდეგ საქმეები არ აღიძრა, ლუჟკოვი შეძლებს მის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენას და 2011-2012 წლებში დაგეგმილ არჩევნებზე სიურპრიზების მოწყობას.
"ასე რომ, მედვედევს უნდა თუ არ, კორუფციის ფაქტებზე ლუჟკოვის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუჟკოვის სახით კიდევ ერთი კანდიდატი გაჩნდეს", _ დასძენს მოძრაობა "სოლიდარნოსტის" ლიდერი ბორის ნემცოვი.

[b]IPN[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]В планах Церетели памятник Пастернаку и скульптура к Олимпиаде[/b]

13:22 12/10/2010

МОСКВА, 12 окт - РИА Новости. Известный скульптор, президент Российской Академии Художеств Зураб Церетели в ближайшее время планирует установку памятника Борису Пастернаку и работает над скульптурной композицией, посвященной Олимпийским играм 2014 года, которые пройдут в Сочи.

Как рассказал Церетели на пресс-конференции во вторник, памятник Пастернаку установят напротив Храма Христа Спасителя в конце 2010 года.

При этом Церетели был удивлен, что, по сообщениям некоторых СМИ, памятник не понравился сыну Пастернака.

"Если не нравится, я могу оставить его в своем музее, я не знал, что отношение родственников негативное", - сказал Церетели.

Скульптор также подтвердил информацию, что он работает над скульптурой, посвященной Олимпиаде в Сочи 2014 года, но отказался раскрыть подробности. "Я человек верующий, поэтому пока не буду ничего рассказывать", - сказал он, добавив лишь, что это будет не спортивный объект.

[i]Церетели также заявил на пресс-конференции, что задумывается над созданием скульптурной композиции с изображением президента РФ Дмитрия Медведева и главы правительства Владимира Путина.
[/i]
Одна из самых известных работ Церетели - масштабный 98-метровый монумент Петра I в Москве. Скульптура была воздвигнута в Москве в 1997 году по заказу столичного правительства, ее установка сопровождалось бурным общественным движением против памятника.

В начале октября 2010 года врио мэра Москвы Владимир Ресин предложил рассмотреть возможность переноса скульптуры Петра. В связи с этим началась дискуссия на тему того, где мог бы найти пристанище памятник, созданный Церетели. Так, парламентарии Санкт-Петербурга попросили оградить их город от этого монумента, а другие российские города, наоборот, изъявили желание принять его. Член Общественной палаты и директор Пермского музея современного искусства Марат Гельман вызвался найти спонсоров для осуществления переноса.

http://rian.ru/culture/20101012/284737818.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b] "მზიურში" ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგია უნდა შეიქმნას[/b]
[i][b]19:53 15-10-2010[/b][/i]
"მზიურში" ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგია უნდა შეიქმნას.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ მოწვეულმა ნიუ-იორკის მთავარმა ურბანულმა დიზაინერმა ზივ ლავიმ დღეს დედაქალაქის საკრებულოში ღია სივრცეების განვითარებისა და `მზიურის~ ურბანული პარკის დიზაინის საკითხებზე სემინარი გამართა.
ზივ ლავის განცხადებით, ვიზიტის მთავარი მიზანი `მზიურში~ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგიის შექმნაა. მერიის წარმომადგენლებთან და ლანდშაფტის ქართველ სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრები ხვალიდან დაიწყება და ერთობლივი პროექტები შეიქმნება.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის გიორგი ქორქაშვილის განცხადებით კი, იგეგმება მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიის გაერთიანება, რომლის შედეგად ქალაქის ცენტრში სრულფასოვანი დასვენებისთვის მსხვილი ცენტრალური პარკი შეიქმნება. პარკი 4 ნაწილად დაიყოფა და ყველა თაობის ადამიანისთვის დასასვენებელ და გასართობ ადგილად გადაიქცევა.
მსხვილი ურბანული პარკი, თამარაშვილის ქუჩასა და გმირთა მოედანს შორის, მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე, 950.000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. პროექტი `მზიურის პარკის~ იდეას ითვალისწინებს, რომლის განხორციელებაც 80-იან წლებში ნოდარ დუმბაძის თაოსნობით დაიწყო.

[b]IPN[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b] ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა
[i]14:23 16-10-2010[/b][/i]

მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. ბერად აღკვეცის ლოცვა ჭაბუა ამირეჯიბს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ სახლში წაუკითხა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა .
როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი.
მეუფის თქმით, რადგან ჭაბუა ამირეჯიბს გადაადგილება უჭირს, ბერად აღკვეცის საიდუმლო სახლში შესრულდა. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება.
წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.
მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.
[b]IPN[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting