ახალი ამბები

127 posts in this topic

საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესები..... პოლიტიკის, ეკონომიკის,სპორტის,კულტურის და სხვ.

ყოველდღიური ახალი ამბები

პ.ს. ამ თემაში არ ხდება ახალი ამბების გარჩევა :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გრემის დაჯილდოება

ლოს-ანჯელესში საიუბილეო ორმოცდამეათე ”გრემის” დაჯილდოებაზე 110 ”გრემი” განაწილდა. ტრიუმფატორი გახდა ბრიტანელი მომღერალი ემი უინჰაუზი , რომელსაც 5 ”გრემი” ერგო.

აქედან სამი უმაღლესი კატეგორიის - "ოქროს გრამაფონი" საუკეთესო სიმღერისათვის "Rehab", საუკეთესო ჩანაწერისათვის და საუკეთესო ახალი შემსრულებელი. მას აგრეთვე გადაეცა ჯილდო საუკეთესო პოპ ალბომისათვის ”Back To Black”. ასევე უინჰაუზის პროდიუსერი მარკ რონსონი წლის პროდიუსერად აღიარეს.

მეორე ადგილზე, ჯილდოების რაოდენობის მიხედვით, რეპერი კენი ვესტია - მას ოთხი ”გრემი” ერგო.

წლის ალბომად ვირტუოზი ჯაზმენის ჰერბი ჰენკოკის ნამუშევარი დასახელდა სახელწოდებით ”River: The Joni Letters”.

”გრემის” გარეშე არც პოლიტიკოსები დარჩნენ. კერძოდ , პრეზიდენტობის კანდიდატი ბარაკ ობამა, რომელმაც ”გრემი” საკმაოდ უცნაურ ნომინაციაში მიიღო - საუკეთესო ალბომი ლაპარაკის ჟანრში. ობამას დისკის სახელწოდებაა The Audacity Of Hope: Thoughts on Reclaiming the American Dream. ამ ნონინაციაში ობამას კონკურენტები ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი იყვნენ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ირაკლი ოქრუაშვილმა როიტერს მეორედ მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ, სადაც განაცხადა რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება და აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის 2008 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უძღვებოდა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ გაზაფხულზე დაგეგმილი პარლამენტის არჩევნების გამო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა გარკვეულწილად შეიცვლება და მკაცრად განსაზღვრული დღის წესრიგითა და სამუშაო რეჟიმით წარიმართება.

დღის წესრიგის განხილვამდე ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე საკითხი განმარტა. პარლამენტის თავმჯდომარემ უპირველესად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობით, რაც კეთილმეზობლურ განწყობასა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დამყარებული. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის, წარმატებული და პოზიტიური იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება კვლავაც მზადაა ოპოზიციასთან კოსტრუქციული დიალოგისთვის და მისი თქმით, ასეთ ფონზე გაუგებარია ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის განცხადება იმის თაობაზე, რომ დიალოგი ფუჭი და არაფრის მომცემია. "დიალოგის შეწყვეტას, ულტიმატუმების წამოყენებას ზოგადად ქვეყნისთვის კარგი რომ არაფერი მოაქვს, ამის მაგალითი უახლოესი წარსულია", აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ და ოპოზიციას სერიოზული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დღის წესრიგით წარმოდგენილი, 11-14 თებერვლის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხების ნუსხა დაიწუნა ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" წევრმა, მამუკა კაციტაძემ, იმ მოტივით, რომ არც ერთი საკითხი არ უკავშირდება მომავალ არჩევნებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, პარლამენტის ყურადღების ცენტრში უპირველესად საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ასევე ის კანონპროექტები იქნება, რომელთა მიღებაც დღეს აუცილებელია ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ეს გაერთიანებული ოპოზიციის მემორანდუმის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, საპარლამენტო უმრავლესობა მოლაპარაკებისთვის მზადაა, ჯერი ახლა ოპოზიციაზეა. აქვე პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი შედგება.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გიორგი ხუროშვილის ინფორმაციით, მთავრობამ რამდენიმე კანონპროექტი, რომელთა სასწრაფოდ მიღება აუცილებლობას არ წარმოადგენს, პარლამენტის დაძაბული დღის წესრიგიდან გამომდინარე, გაიწვია. თუმცა დღის წესრიგში კვლავაც რჩება საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონპროექტების პაკეტი, რომლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, ამ კანონპროექტებში არის მთელი რიგი საკითხები, მუხლები, დებულებები, რომელთა მხარდაჭერასაც პარლამენტი არ აპირებს. როგორც აღინიშნა, ამ თემაზე საინტერესოა კონტროლის პალატის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ბევრი საკითხი პრინციპულად მიუღებელია.

დასასრულ, სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. როგორც ცნობილი გახდა, პარლამენტის წევრი თეო ტლაშაძე 2008 წლის საგაზაფხულო სესიას პოლიტიკური შეხედულებების გამო არ დაესწრება. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისათვის საჭირო 200 000 ხელმოწერის შესაგროვებლად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი კი (ირინა სარიშვილი-ჭანტურია და სხვები) ხელმოწერების ბლანკის ნიმუშს ითხოვს.

ამგვარად, პარლამენტის პლენარული სხდომა 12 თებერვალს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოპოზიცია გასათავისუფლებელ პატიმართა სიას აღარ გამოაქვეყნებს

12.02.08 18:42

"ერთიანი ეროვნული საბჭო" აღარ გამოაქვეყნებს იმ პოლიტპატიმრების გვარებს, რომელთა გათავისუფლების თაობაზე წამოყენებული მოთხოვნის შეუსრულებლობაც ხელისუფლებასთან დიალოგის შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად იქცა.

"კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ეს გადაწყვეტილება 7 ნოემბრის აქციის გამო სხვადასხვა მიზეზით დაკავებული პირების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

მისი თქმით, უკვე შუქდება მცდარი ინფორმაცია აღნიშნული საკითხის თაობაზე, რაც დაპატიმრებულთა დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს და ამ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ.

'არც ერთი ადამიანი იმ 43-დან, რომელთა გათავისუფლებასაც ჩვენ ვითხოვთ, კრიმინალი არ არის, მაგრამ არა გვაქვს გარანტია, რომ მათ და მათ ოჯახებს უფრო მეტად არ დასწამებენ ცილს, მაგალითად, არ დააბრალებენ, რომ ნარკოტიკების გამსაღებელთა კლანი აქვთ. ამიტომ ვამჯობინეთ, მათი გვარები არ გამოვაქვეყნოთ,' - განაცხადა კახა კუკავამ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

2008 წელს დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მობილური ტელეფონით ისარგებლებს

მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რიცხვი წელს 50%-ით გაიზრდება და 3,3 მილიარდს მიაღწევს. ამ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის ექსპერტები. მათი განცხადებით, ყველაზე სწარაფად აბონენტების რიცხვი რუსეთში, ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში იზრდება. ექსპერტების მონაცემებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ამ სახელმწიფოებში მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რიცხვი 1 მილიარდით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მთლიანად მსოფლიოში აბონენტების რაოდენობამ სოლიდურად მოიმატა, სხვათაშორის, 2000 წელს მობილური ტელეფონი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს ჰქონდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პატარკაციშვილი გარდაიცვალა

40b47cf6d26a.jpg

ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, ასევე ნონა გაფრინდაშვილმა, რომელებიც იყვნენ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრები, დაადასტურეს ინფორმაცია პატარკაციშვილის ინფარქტის შედეგად გარდაცვალების შესახებ.

http://www.interpressnews.ge/index.php?lan...;info_id=206963

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვტორიტეტული გამოცემა Consumer Reports -ი ავტომოყვარულთა შორის აქვეყნებს უკანასკნელ გამოკვლევას, რომელის შედეგადაც, მომხმარებელთა შორის ბრენდებისადმი დამოკიდებულება გადანაწილდა არაერთგვაროვნად:

Toyota და Honda გაცილებით მეტად დასახელდა საუკეთესო ავტომობილად, თუმცა სხვა კატეგორიებში სიტუაცია სხვა გვარად არის.

ყველაზე მძლავრი ავტომობილად დასახელდა BMW და Porsche.

Kia დასახელდა როგორც ყველაზე მომგებიანი შენაძენი.

Mercedes-benc, Lexus აგრეთვე Cadilac-ი დასახელდა როგორც ყველაზე ”პრესტიჟული”.

ყველაზე ეკოლოგიური Toyota, ხოლო ყველაზე უსაფრთხო Volvo.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კაი რა, ეგ ყველაფერი ნეტშიცაა.

აი დღეს მაგალითად ოქრუაშვილის ოფისთან, სანაპიროზე აქცია გაიმართა. ვოტ!

პლეხანოვზე შუქი არაა, მარჯანიშვილის მეტროდან ვარანცოვამდე და მშრალი ხიდის აქეთაც იარმუკაზე.

აი ახალი ამბები ესაა. ამისთანას ვერსად ნახავთ და ვერც წაიკითხავთ, თბილისოს გარდა. ვისაც არ სჯერა გავმაზოთ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

''ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაახლოებას ევროპასთან,'' - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისარმა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრისას მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს, თუმცა კონკრეტული დოკუმენტი ამ ეტაპზე არ მიუღიათ. ''პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩემი საუბრებისას მან მიმანიშნა, რომ საქართველო ჩვენგან მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერასა და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ელის, მზად ვართ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ,''- განაცხადა ჰავიერ სოლანამ.

34202.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Sourseპარლამენტის წინ ერთიანი ეროვნული საბჭოს საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი და სირცხვილის დერეფნები მოაწყვეს. ოპოზიცია ითხოვს დღის წესრიგიდან იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მოხსნას, რომელიც პარლამენტის 75-75-ზე პრინციპით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში კი ოპოზიცია პირობას დებს, რომ შეწყდება შიმშილობა, რომელსაც ერთიანი ეროვნული საბჭოს ლიდერები უკვე მესამე დღეა მართავენ. ამ დროისათვის 36 ადამიანი შიმშილობს და ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

34213.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ომის შემდეგ იმდენი იარაღი დაგვრჩა, საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია საქართველოსაც მივყიდოთ,'' - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რეპორტაჟის ავტორის ინტერპრეტაციით, კოსოვომ აფხაზეთის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაზე ცხადია, გავლენა მოახდინა, მაგრამ პროცესებს გაყინული წერტილიდან სულ სხვა მოვლენა, კერძოდ, სოჭის ოლიმპიადა დაძრავს. 15 წლის წინ დახურული სოხუმის აერტოპორტის თანამშრომლების აზრით, ოლიმპიადისთვის ისინი აუცილებლად ამუშავდებიან. თუმცა სამუშაოები რუსული დროშით უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება არაღიარებული რესპუბლიკის მილიტარიზაციას, დე ფაქტო პრეზიდენტი ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ნათლად განაცხადა: "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება, ამით ავიცილებთ თავიდან ჩვენი ურთიერთობების გართულებას ალიანსთან, მის ლიდერებთან და ჩვენს მეზობლებთან". "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა ასევე დასძინა: "ბუქარესტის სამიტამდე ნატოს ლიდერი ქვეყნები ერთხმად ამბობდნენ, რომ მათ თავად უნდა გადაწყვიტონ ალიანსთან მიერთება... ასე რომ, უკრაინაში მოსახლეობის ნახევარზე მეტს, 70 პროცენტს არ სურს ნატო, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, აფხზეთსა და სამხრეთ ოსეთს საერთოდ არ სურთ ნატოს გაგონება". 09.04.2008

34778.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ პასუხი გასცა მისი რუსი კოლეგის განცხადებებს, რომელიც მან საქართველოს და უკრაინის ნატოსადმი მისწრაფებების შესახებ გააკეთა. ბაქრაძემ ლავროვის განცხადებები შეაფასა, როგორც საერთაშორისო შანტაჟი. მისი თქმით, ლავროვმა კიდეც ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი ბუქარესტის სამიტის წინ ყველაფერს აკეთებდა, რათა ფორუმი საქართველოსა და უკრაინისთვის წარმატებული არ ყოფილიყო. 09.04.2008

34780.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ქართველი ოლიმპიელები, უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა, შემდეგ პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა ამ შეხვედრაზე განაცხადა რომ მომავალი

ჩემპიონები 1 000 000 გამდიდრდებიან, თანხებს და სხვა პრიხებს მიიღებენ 2 და 3 ადგილზე გასული სპორცმენები.

გზა დაულოცოთ მათ და წარმატებები უსურვოთ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში რეორგანიზაცია და ატესტაცია იწყება. სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის საფუძველზე თანამშრომელთა ერთი მესამედი ახალი კადრებით შეიცვლება. "საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ღია კარის დღეს აცხადებს. მსურველებს საშუალება მიეცემათ, წარმოადგინონ საბუთები და თავისი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე სამინისტროში დაიწყონ მუშაობა" - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.4091 ლარის ნიშნულზე დაბალანსდა. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის დღევანდელ სავაჭრო სესიაში მყიდველის სტატუსით – სამი, გამყიდველის სტატუსით კი ოთხი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. დაიდო ექვსი საბირჟო გარიგება, რომლის მოცულობამ 4 270 000 აშშ დოლარი შეადგინა. საბირჟო ვაჭრობა დაიწყო კურსით 1 აშშ დოლარი - 4091 ლარი. უცხოურ ვალუტაზე კომერციული ბანკების მხრიდან თავდაპირველმა მოთხოვნამ - 4 800 000 აშშ დოლარი, ხოლო მიწოდებამ 4 270 000 აშშ დოლარი შეადგინა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრის მიერ შემთხვევით დატოვებულმა ჩანთამ განგაში გამოიწვია. როგორც შსს-ს სინფორმაციო-ანლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, მგზავრს აეროპორტში შემთხვევით ჩანთა დარჩა, რომელიც დაცვის თანამშრომლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს და მგზავრებს აეროპორტის დროებით დატოვება სთხოვეს, ადგილზე კი გამნაღმველები და პოლიცია გამოიძახეს. "მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ჩვეულებრივი სამგზავრო ჩანთა იყო და ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება", - აღნიშნა უტიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სამართალდამცველებმა აეროპორტის ტერიტორია უკვე დატოვეს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები" შესაძლოა, "კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის" სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ამის შესახებ "ინტერფაქსს" მოსკოვში სამხედრო-პოლიტიკურმა წყარომ აცნობა. "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი აუცილებლად იქნება განხილული ამ ორგანიზაციაში რუსეთის მოკავშირეების შეხვედრაზე, რომელიც 5 სექტემბერს მოსკოვში გაიმართება. თუ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ყველა წევრი ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას სცნობს, მაშინ მათი ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ დროის საქმეა", - განაცხადა წყარომ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საფრანგეთს რუსეთთან ცივი ომის არ ეშინია, თუ მოსკოვი ურთიერთობებს საომარ მოქმედებებამდე არ მიიყვანს. ამის შესახებ საფრანგეთის საგრეო საქამეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა განაცხადა. "თუ საუბარია მხოლოდ ცივ ომზე, ეს საშიში არ არის. ჩვენ არ გვინდა, რომ დაპირისპირება ცეცხლის გახსნაში გადაიზარდოს" - დასძინა კუშნერმა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ დასავლეთისა და რუსეთის კონფრონტაციის შემთხვევაში რუსეთი წააგებს. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გაზეთ "დზენიკთან" ინტერვიუში განაცხადა, "პოლონეთი კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას". "გაერთიანებული ევროპა 10-ჯერ მდიდარია რუსეთზე, ამერიკასთან ერთად კი 20-ჯერ უფრო მდიდრები ვართ მასზე. ვთვლი, რომ რუსეთი დასავლეთთან თანამშრომლობას და ინტეგრაციას აფართოებდა, მაგრამ კონფრონტაციის შემთხვევაში ის ისევ წააგებს", - განაცხადა სიკორსკიმ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზეზი სატელეფონო საუბარში "დეტალურად აუხსნა". "მედვედევმა მერკელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია დეტალურად აუხსნა, თუმცა ამ საკითხზე დაინტერესებული სახელმწიფოების ლიდერები ჯერ კიდევ მედვედევის მიერ შესაბამისი დოკუმენტის ხელისმოწერამდე იყვნენ ინფორმირებულები", - ნათქვამია პრეზიდენტ მედვედევის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განხცადებაში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რუსეთის ოპოზიციურმა პარტიამ "გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტი", რომლის ხელმძღვანელი ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გარი კასპაროვია, რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დაგმო. პარტია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის და მისი მოქალაქეების ინტერესებს, არღვევს რუსეთის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებებს და საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს.ამავე პოზიციას იზიარებს ოპოზიციური ბლოკი "იაბლოკო", რომლის აზრით, კრემლის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება თავად რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის არის სახიფათო. "რუსეთი ყველა შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეს და უნდა იფიქროს არა მხოლოდ მიმდინარე კონფლიქტის მხარეებზე, არამედ საკუთარ მომავალზეც. რუსეთში ბევრი ისეთი ტერიტორიაა, რომელიც თეორიულად რამდენიმე ხნის შემდეგ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გზით წავიდეს. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება 10,15,20 წლის შემდეგ. დღეს ძალიან საშიშია ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელსაც შესაძლოა, სამომავლოდ მსგავსი ტერიტორიები დაეყრდნონ", - განაცხადა "იაბლოკოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მიტროხინმა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უკრაინელი დეპუტატები ქვეყანაში რუსული პასპორტების დარიგებას განგაშის სიგნალად მიიჩნევენ. "სასწრაფოდ უნდა გავერკვეთ სიტუაციაში და გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნები. რუსეთმა სამხრეთ ოსეთში პასპორტები დაარიგა და შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს იცავდა. ჩვენთვის ეს განგაშის სიგნალი უნდა გახდეს, რადგან უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით უკრაინის ბევრმა მოქალაქემ რუსული პასპორტები უკვე აიღო", - განაცხადა სახალხო დეპუტატმა, იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრმა ვლადიმერ ფილენკომ. ამასთან, იგი მთლიანად იზიარებს უკრაინის ვიცე-პრემიერის ევროპული და საერთაშორისო ინტეგრაციის საკითხებში გრიგორი ნემირის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ "რუსეთის გვერდით უსაფრთხოდ ვერც ერთი სახელმწოფი ვერ იგრძნობს თავს".

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting