Sign in to follow this  
Followers 0

სპორტ-კლუბის განყოფილების განახლებული წესები!

2 posts in this topic

ვინაიდან წესებში გარკვეული კორექტივები შევიტანე, ამიტომ გადავწყვიტე ახალი თემა გავხსნა ძველის მაგივრად. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ!

1. იკრძალება ფლუდი და ე.წ. "ოფტოპიკი". ისაუბრეთ მხოლოდ კონკრეტული თემის გარშემო.

2. სანამ თემას გახსნიდეთ გადაავლეთ თვალი უკვე არსებულ თემებს, იქნებ მსგავსი თემა უკვე არსებობს.

3. იკრძალება სარეკლამო ხასიათის თემების გახსნა (ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე).

4. აკრძალულია ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა, დაცინვა, გინება ნებისმიერი სახით (თუნდაც ეს სიმბოლოებით იყოს აღნიშნული), პროვოკაცია, "საქმის გარჩევა და კაჩაობა" და ა.შ

5. იკრძალება უაზრო და უცენზურო სათაურიანი თემების გახსნა. სათაური ინფორმატიული უნდა იყოს - უნდა ჩანდეს თემის არსი.

6. პირველ პოსტში ნათლად და გასაგებად ჩამოაყალიბეთ, რისი თქმა გსურთ (აბა ახალი თემა გაიხსნა და აბა თქვენ იცით - მსგავსი უშინაარსო პირველი პოსტის მქონე თემა დაიხურება და თემის ავტორი მიიღებს ვორნს).

7. უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ", etc.) და თემები წაიშლება.

8. ნუ განათავსებთ დიდი ზომის სურათებს ! (დაიყვანეთ სურათები 640x480 ზომაზე).

9. თუ რომელიმე საიტიდან აკოპირებთ ინფორმაციას, ბოლოში აუცილებლად დაურთეთ საიდანაა აღებული ანუ წყარო! დამრღვევი პირველ შემთხვევაში დაისჯება სიტყვიერი გაფრთხილებით შემდგომ კი განმეორების შემთხვევაში ვორნით!

10. 100 გვერდზე დიდი თემა იხურება (სერვერის გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო) და იხსნება ამ თემის ახალი ნაწილი; ახალი თემის პირველ პოსტში იდება ძველი თემის ლინკი. ახალ თემას ხსნის ძველი თემის ავტორი. თუ იგი არ არის აქტიური დიდი ხნის განმავლობაში და თემამ მიაღწია 100 გვერდს, მაშინ შესაძლოა აღნიშნული თემის ახალი ნაწილი გახსნას სხვა მოქალაქემ მოდერატორთან შეთანხმების შემდეგ.

11. სასჯელის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოდერატორი ფორუმის წესების გათვალისწინებით. სასჯელის ფორმა დამოკიდებულია დარღვევის ხარისხზე.

12. მოდერატორთან შენიშვნებისთვის გამოიყენეთ [url="http://tbiliso.ge/index.php?/topic/3728-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93/"][u][b]შესაბამისი თემა[/b][/u][/url] და არა ნებისმიერი თემა სადაც მოგესურვებათ!

13. წესების დარღვევისთვის წაშლილ პოსტებზე პ.მ. - ს არ ვწერ მოქალაქეებს და ნუ გექნებათ წაშლილ პოსტებზე უაზრო აგრესია!


ასევე გირჩევთ გაეცნოთ [url="http://tbiliso.ge/index.php?/topic/13-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C/page__p__72&#entry72"]თბილისოს წესდებას[/url]

პატივისცემით სპორტ-კლუბის მოდერატორი - დინამო :)
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]10. 100 გვერდზე დიდი თემა იხურება (სერვერის გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო) და იხსნება ამ თემის ახალი ნაწილი; ახალი თემის პირველ პოსტში იდება ძველი თემის ლინკი.[/quote]
ეს პუნქტი მცირედ შეიცვალა და ამიერიდან ასეთ სახეს მიიღებს:

10. 100 გვერდზე დიდი თემა იხურება (სერვერის გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო) და იხსნება ამ თემის ახალი ნაწილი; ახალი თემის პირველ პოსტში იდება ძველი თემის ლინკი. [b]ახალ თემას ხსნის ძველი თემის ავტორი. თუ იგი არ არის აქტიური დიდი ხნის განმავლობაში და თემამ მიაღწია 100 გვერდს, მაშინ შესაძლოა აღნიშნული თემის ახალი ნაწილი გახსნას სხვა მოქალაქემ მოდერატორთან შეთანხმების შემდეგ.[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
This topic is now closed to further replies.
Sign in to follow this  
Followers 0