Sign in to follow this  
Followers 0

ქართველი ჩოგბურთელები

63 posts in this topic

20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ფენიქსის ტურნირზე შარშან ნაჩვენები შედეგი გაიმეორა და 75-ათასიანი Goldwater women’s classic-ის ნახევარფინალში გააღწია, რისი წყალობითაც 2009 წელს გამომუშავებული 50 სარეიტინგო ქულა შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა სამი რაუნდი ისე გაიარა, ერთი სეტიც კი არ წაუგია. ტატიშვილმა ჯერ ამერიკელ ელისონ კეისს სძლია (6:4, 6:2), შემდეგ კი კანადელებს – მე-6 ნომრად განთესილ რებეკა მარინოსა (6:2, 6:4) და ჰეიდი ელ ტაბახსაც (6:3, 6:3) იოლად მოუგო.
ნახევარფინალში ანას მეტოქე პირველი რეიტინგის მქონე ამერიკელ მელანი ოუდინი იქნება, რომელმაც გასულ რაუნდში თანამემამულე ჯეიმი ჰემპტონი 6:1, 6:3 დაამარცხა.
19 წლის ოუდინი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 65-ეა (ტატიშვილს 134-ე ადგილი უკავია), კარიერის პიკი კი მიმდინარე წლის აპრილში ჰქონდა, როდესაც 31-ე პოზიციას უწია.
ქართველსა და ამერიკელს აქამდე სამჯერ უთამაშიათ და აშკარა უპირატესობა ოუდინის მხარესაა. მელანიმ შარშან პონტე ვედრა ბიჩის კვალიფიკაციის 1/32-ფინალში ანას 6:3, 4:6, 6:4 სძლია, ჩარლსტონის პირველობის კვალიფიკაციის 1/16-ფინალში 6:4, 7:5 იმარჯვა, ხოლო წლეულს კვებეკის ტურნირის 1/16-ფინალში ქართველ ჩოგბურთელს ყველაზე იოლად – 6:3, 6:0 მოუგო.
დასასრულ დავძენთ, რომ ფენიქსის ტურნირის ფინალში გასვლისთვის 78 ქულაა გათვალისწინებული, ჩემპიონი კი 110 ქულასა და 11 400 დოლარს მიიღებს.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12845&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მართალია, ანა ტატიშვილმა (134) მხოლოდ გაიმეორა ფინიქსის საერთაშორისო ტურნირის შარშანდელი მიღწევა, მაგრამ რეიტინგში წინსვლისთვის ესეც საკმარისია - შარშან არიზონული შეჯიბრების საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი იყო, წლეულს კი - 75 ათასია, შესაბამისად, ახლანდელი ნახევარფინალი შარშანდელზე მეტად ფასობს. ანა ნახევარფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა. "უაილდ ქარდით" მიწვეული ჩოგბურთელის გაგდების შემდეგ ჩვენებურმა მსოფლიოს 101-ე ჩოგან რებეკა მარინოს (კანადა) მოუგო - 6:2, 6:4. მეოთხედფინალში ანამ კიდევ ერთ კანადელს აჯობა, ჰეიდი ელ ტაბახიც (216) ორ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:3.

ნახევარფინალში ჩვენებურს მეტად უხერხული მეტოქე შეხვდა, პირველ ნომრად განთესილი ამერიკელი მელანი ოუდინი (65). მასთან ანა სულ მარცხდებოდა და არც ამჯერად შეიცვალა სიტუაცია, ტატიშვილმა მხოლოდ პირველი სეტი მოიგო, მერე კი ოუდინმა ივარგა - 6:4, 2:6, 4:6. ამით 20 წლის ტატიშვილმა 50 სარეიტინგო ქულა დაიბევა და ამით, სავარაუდოდ, საჩოგბურთო სეზონი დაასრულა.

http://sportall.ambebi.ge/sport/individualuri-sakheobebi/chogburthi/5357-finiqsuri-nakhevarfinali-da-tsinsvla.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსს ანა ტატიშვილი ინარჩუნებს. მას 50 ქულა აქვს და კვლავინდებურად კარიერის უმაღლეს 134-ე ადგილზე იმყოფება.
სულ კლასიფიკაციაში ცხრა ქართველი გოგონა ფიგურირებს, რომელთაგან მნიშვნელოვანი ცვლილება არცერთს შეხებია.
134 (134). ანა ტატიშვილი – 504 ქულა; 207 (207). ოქსანა კალაშნიკოვა – 284; 253 (254). მაკა ჩახნაშვილი – 216; 272 (272). სოფო შაფათავა – 187; 292 (296). თათია მიქაძე – 168; 400 (386). სოფო ქვაცაბაია – 100; 590 (581). მანანა შაფაქიძე – 44; 615 (610). ეკატერინე გორგოძე – 39; 1091 (1085). ანა ჯიქია – 4;
მიმდინარე კვირაში ოქსანა კალაშნიკოვა პოლონეთის ქალაქ ოპოლეში 25-ათასიან ტურნირში იასპარეზებს, სადაც მე-3 ნომრად გახლავთ განთესილი. ოქსანას პირველი მეტოქე ”უაილდ ქარდით” მიწვეული გერმანელი კიმ-ალის გრაიდეკი იქნება.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვა და ბელორუსი პეხოვა რუსი ბუჩინასა და პოლონელი დომაგალას დუეტს დაუპირისპირდებიან.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო მდგომარეობა ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს. იგი 30 ქულით 636-ე ადგილზეა. ბასილაშვილი ტაილანდის ქალაქ ნონტაბურის 10-ათასიან ტურნირზე მე-6 ნომრად არის მიჩნეული და პირველ შეხვედრას ახალზელანდიელ მეტ სიმპსონთან ჩაატარებს.
წყვილთა გათამაშებაში ბასილაშვილმა და ესტონელმა პროსკურამ კორეელებს – ანსა და კიმს 5:7, 6:3, 10:5 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
კლასიფიკაციაში მყოფი კიდევ ერთი ქართველი ლადო ჩიხლაძე, რომელსაც 11 ქულით 849-ე პოზიცია უკავია, ამ კვირაში არცერთ ტურნირზე არ სჩანს.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12961&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (636-ე ადგილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში) ტაილანდის ქალაქ ნონტაბურიში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
მე-6 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა საწყის რაუნდში ზელანდიელ მეტ სიმპსონს 6:3, 6:4 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც კორეელ ჩეონგ-ეუი კიმს ეთამაშება. ეს უკანასკნელი კლასიფიკაციაში 1226-ე ადგილზე იმყოფება.
წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და ესტონელი პროსკურა მე-4 ნომრად განთესილ ინდონეზიელ რუნგკატსა და ტაილანდელ სირიბუტვონგს ეთამაშებიან.
პოლონეთის ქალაქ ოპოლეში დაწყებული 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში ოქსანა კალაშნიკოვამა და ბელორუსმა პოლინა პეხოვამ რუს ბუჩინასა და პოლონელ დომაგალას 6:1, 6:4 მოუგეს და მეოთხედფინალში მე-3 ნომრად მიჩნეულ ფრანგულ-ბელორუსულ დუეტთან (ბერგო-კურიანოვიჩი) უნდა ეთამაშათ, თუმცა, მათი მეტოქეები ტურნირიდან მოიხსნენ. ამგვარად, ოქსანამა და პოლინამ ნახევარფინალში გააღწიეს.
ერთეულთა ტურნირის საწყის წრეში მე-3 რეიტინგის მქონე კალაშნიკოვა (207-ე პოზიცია ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში) ”უაილდ ქარდით” მიწვეულ გერმანელ კიმ-ალის გრაიდეკს დაუპირისპირდება და აშკარა ფავორიტადაც მოიაზრება. ოქსანას მეტოქე კლასიფიკაციაში 807-ე ადგილზეა.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13001&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქალთა შორის საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა წარმატებულად ასპარეზობს პოლონეთის ქალაქ ოპოლეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე, სადაც ერთბაშად ორი ტიტულის მოსაგებად იბრძვის.
ერთეულთა გათამაშებაში მე-3 ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ პირველ რაუნდში გერმანელი კიმ-ალის გრაიდეკი 6:0, 6:1 გაანადგურა, მერვედფინალში კი რუს იანა ბუჩინას 1:6, 6:0, 6:1 სძლია. მეოთხედფინალში ოქსანას მეტოქე უკრაინელების – არეფიევასა და ლიუბცოვას შეხვედრაში ირკვევა.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვასა და ბელორუს პოლინა პეხოვას ფინალში გასასვლელად ერთი (!) მატჩის მოგება ეყოთ. საქმე ის გახლავთ, რომ პირველ რაუნდში ხსენებული ბუჩინასა და პოლონელი დომაგალას დუეტის ძლევის (6:1, 6:4) შემდეგ, ქართულ-ბელორუსულ ტანდემთან სათამაშოდ ერთბაშად ორი წყვილი არ გამოცხადდა.
სხვადასხვა მიზეზთა გამო, უბრძოლველად, თავდაპირველად ფრანგი ბერგო და ბელორუსი კურიანოვიჩი (მე-3 განთესვა) დანებდნენ, შემდეგ კი – პირველი რეიტინგის მქონე ბრიტანელი კევედეი და თურქი ოზგა.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13066&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართველ ოქსანა კალაშნიკოვასა და ბელორუს პოლინა პეხოვას პოლონეთის ქალაქ ოპოლეში დასრულებულ 25-ათასიან ტურნირზე წყვილთა გათამაშებაში გასამარჯვებლად ორი მატჩის მოგება ეყოთ.
ქართველმა და ბელორუსმა ჩოგბურთელებმა პირველ რაუნდში რუს ბუჩინასა და პოლონელ დომაგალას 6:1, 6:4 სძლიეს, შემდეგ კი მათ სათამაშოდ ორი დუეტი არ გამოცხადდა – ჯერ მე-3 ნომრად განთესილი ფრანგი ბერგო და ბელორუსი კურიანოვიჩი, შემდეგ კი პირველი რეიტინგის მქონე ბრიტანელი კევედეი და გერმანელი ოზგა.
ფინალურ შეხვედრაში კალაშნიკოვა და პეხოვა პოლონელებს – კანიასა და ლინეტს გადაეყარნენ და საკმაოდ იოლად 6:3, 6:4 მოუგეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა რეიტინგში 207-ე ადგილზეა, წყვილთა კლასიფიკაციაში კი – 161-ე. კალაშნიკოვასთვის ოპოლეში მოგებული ტიტული წყვილთა ტურნირებში მეთოთხმეტეა. ოქსანას წყვილებში საუკეთესო რეიტინგი მიმდინარე წლის 7 ივნისს ჰქონდა, როდესაც 110-ე გახლდათ.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13169&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ერთი საფეხურით დაწინაურდა და 502 ქულით მისთვის სარეკორდო 134-ე პოზიციას დაუბრუნდა.
კლასიფიკაციაში კიდევ 8 ქართველი გოგონა მოხვდა, თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებები არცერთს შეხებია. ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც გასულ კვირაში დუბაის 75-ათასიან ტურნირზე თამაშობდა, 310 ქულით 192-ე ადგილზე დარჩა, ხოლო მაკა ჩახნაშვილი 210 ქულით 257-ეა.
აღსანიშნავია, რომ წლის საჩემპიონო რბოლაში, რომელშიც მიმდინარე სეზონის უკანასკნელი მცირე ტურნირებიც შევიდა, ტატიშვილი 50 ქულით 24-ე საფეხურზე იმყოფება, ხოლო კალაშნიკოვა 29 ქულით 72-ე გახლავთ.
კვლავაც მძიმე მდგომარეობაა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილს (31 ქულა) 632-ე ადგილი უკავია, ლადო ჩიხლაძე კი (11) 860-ეა.


WTA-ს რეიტინგი 20 დეკემბრისთვის
134 (135). ანა ტატიშვილი – 502 ქულა; 192 (192). ოქსანა კალაშნიკოვა – 310; 257 (256). მაკა ჩახნაშვილი – 210; 285 (284). სოფო შაფათავა – 180; 293 (292). თათია მიქაძე – 168; 418 (418). სოფო ქვაცაბაია – 87; 589 (589). მანანა შაფაქიძე – 44; 617 (614). ეკატერინე გორგოძე – 39; 1127 (1127). ანა ჯიქია – 3;

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=14247&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ტატიშვილმა რადვანსკას მოუგო და ავსტრალიის მეორე საკვალიფიკაციო ბადეში გავიდა,იქ შედარებით ადვილი მეტოქე ყავს და იმედია რომ გავა მომდევნო ეტაპზე,ასევე იმარჯვა კალაშნიკოვამ,რომელმაც გააუმჯობესა შარშანდელი შედეგი,როგორც გახსოვთ,პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ის ჩახნაშვილთან დამარცხდა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]JUVE[/b]

[quote] რადვანსკას მოუგო [/quote]

[quote]შედარებით ადვილი მეტოქე ყავს[/quote]
ბიჯოუ, ეს აგნეშკა რადვანსკა არ არის, სხვა რადვანსკაა : ))
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში, ქართველი ანა ტატიშვილი ერთი საფეხურით დაწინაურდა და კარიერის მორიგი რეკორდი დაამყარა – ახლა, ანა მსოფლიოს 129-ე ჩოგანია, მის აქტივში კი - 540 ქულაა.
ტატიშვილის შემდეგ, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ოქსანა კალაშნიკოვას გააჩნია, წელი ყველაზე წარმატებულად კი - მაკა ჩახნაშვილმა დაიწყო, რომელმაც ფრანგულ ტურნირებზე რამდენიმე მატჩი მოიგო და 222 ქულით, 257-დან 239-ე საფეხურზე გადაინაცვლა.
სულ, რეიტინგში ცხრა ქართველი გოგონაა.
129 (130). ანა ტატიშვილი – 540 ქულა; 193 (191). ოქსანა კალაშნიკოვა – 310; 239 (257). მაკა ჩახნაშვილი – 222; 278 (281). სოფო შაფათავა – 180; 291 (292). თათია მიქაძე – 168; 413 (416). სოფო ქვაცაბაია – 87; 591 (589). მანანა შაფაქიძე – 44; 623 (624). ეკატერინე გორგოძე – 39; 1149 (1147). ანა ჯიქია – 3;
მიმდინარე კვირაში, სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ესპანეთის ქალაქ მალიორკაში იმყოფებიან, სადაც 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებენ.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=15865&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ანა ტატიშვილმა მიდლენდის 100-ათასიანი ტურნირი პირველ ნომრად განთესილ ვარვარა ლეპჩენკოს გარეშე კი დატოვა, თუმცა მე-2 წრეში უფრო სუსტს, ჩეხ ლუსი ჰრადეცკას ვერ გაუმკლავდა და 3:6, 5:7 წააგო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/Tennis/qartuli/anna-tatishvili-0000001_medium.jpg[/img][/center]


საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა აშშ-ს ქალაქ მიდლენდში წლის პირველი ტურნირზე გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ჯემი ჰემპტონთან ერთად მიდლენდის 100-ათასიანი [b]ტურნირის წყვილთა თანრიგში იმარჯვა[/b].
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]WTA [/b]რეიტინგი:
128 (129). ანა ტატიშვილი – 540 ქულა; 190 (192). ოქსანა კალაშნიკოვა – 310; 235 (234). მაკა ჩახნაშვილი – 235; 281 (280). სოფო შაფათავა – 180; 286 (286). თათია მიქაძე – 176; 415 (416). სოფო ქვაცაბაია – 90; 563 (625). ეკატერინე გორგოძე – 51; 594 (592). მანანა შაფაქიძე – 44; 1152 (1154). ანა ჯიქია – 3;
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ([b]ATP[/b]) რეიტინგში, ნიკოლოზ ბასილაშვილს 31 ქულით 635-ე ადგილი უკავია, ლადო ჩიხლაძე კი 11 ქულით 861-ეა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართველმა ჩოგბურთელმა, ანა ტატიშვილმა, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 128-ე ადგილი უკავია, მემფისში დაწყებულ 220-ათასიან ტურნირზე პირველივე მატჩი წააგო.
21 წლის ტატიშვილი Cellular South Cup-ის ძირითადი ბადის საწყის შეხვედრაში 19 წლის მოსკოველ კსენია პერვაკს გადაეყარა და 3:6, 4:6 წააგო.
კლასიფიკაციაში 94-ე ადგილზე მყოფი რუსი ჩოგბურთელის უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში აშკარა გახლდათ. მან 13 ბრეიკ-პოინტიდან 3 გამოიყენა, ანამ კი მეტოქის მოწოდების მოგება ერთადერთხელ შეძლო (მეტის შანსი არც ჰქონია).
ახლა, ტატიშვილი წყვილთა ტურნირზე გადაერთვება, სადაც უკრაინელ ოლგა სავჩუკთან ერთად, ბრიტანელ ბორველსა და კანადელ პელეტიეს ეთამაშება.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=16577&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თუკი დღეს სოფიო ქვაცაბაია (415) დიჟონის საერთაშორისო ტურნირის (საფრანგეთი, 10 ათასი დოლარი) ფინალში გაიმარჯვებს, ის ზედიზედ მეორე ტიტულის მფლობელი გახდება.

22 წლის ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგში კარგი თამაშით არის გამორჩეული - ამის დასტურად მისი რეიტინგი (264-ე წყვილებში) და ხუთი ტიტული გამოდგება (სოფიოს ჯერ ერთეულებში არ მოუგია პროფესიული ტურნირი). როგორც წინა კვირას, ახლაც ქვაცაბაიას მეწყვილე ხორვატი მარია აბრამოვიჩია (628).

ნახევარფინალში ჩვენებურს თანამემამულეებთან მოუწია გამკლავება - თათია მიქაძესთან (285) და ანა ჯიქიასთან (1155) - 7:5, 6:0. ასე რომ, პირველ ნომრად განთესილი დუეტი უკვე ფინალშია, სადაც ჩეხებს, მარტინა ბორეჩკას (745) და პეტრა კრეიშოვას (786) ეთამაშება. სხვათა შორის, ერთი კვირის წინ ლიონის საერთაშორისო ტურნირის ფინალში (10 ათასი დოლარი) ქვაცაბაიამ და აბრამოვიჩმა სწორედ ბორეჩკასა და კრეიშოვას მოუგეს - 6:4, 3:6, 10:5.

ამერიკის ქალაქ მაკალენის საერთაშორისო ტურნირში (15 ათასი დოლარი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა (690) და ბულგარელი ბორის ბაკალოვის (810) მე-4 ნომრად განთესილი წყვილი მეოთხედფინალში რუმინელებთან (გარდი, დაესკუ) დამარცხდა - 2:6, 4:6.

http://sportall.ambebi.ge/sport/individualuri-sakheobebi/chogburthi/10391-zedized-meore-titulisthvis.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, ჩინეთის ქალაქ სანიაში მიმდინარე ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, მერვედფინალში გამოეთიშა.
საქართველოს მე-2 ჩოგანი, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 188-ე ადგილი უკავია, ჩინეთში მე-8 ნომრად გახლდათ განთესილი, თუმცა, მე-2 წრის მატჩში “უაილდ ქარდით” მიწვეულ მასპინძელ ჩანგ ლიუსთან 6:4, 4:6, 3:6 წააგო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
21 წლის ტატიშვილმა, რომელიც ქართულ ჩოგბურთში, ფაქტობრივად, ერთადერთი ნათელი წერტილია, ფლორიდაში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 4 500 000 დოლარი) ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და გზიდან 2 მეტოქე ჩამოცილა, რამდენიმე წუთის წინ კი, პირველი მატჩი ძირითად ბადეშიც მოიგო.
ბელორუს ოლგა გოვორცოვასთან დაპირისპირება ორ საათსა და ცამეტ წუთს გაგრძელდა და საბოლოოდ, ქართველმა 6:3, 5:7, 6:3 იმარჯვა.
ტატიშვილმა, რომელსაც 540 ქულით რეიტინგში 125-ე ადგილი უკავია, Sony Ericsson Open-ის მე-2 რაუნდში გასვლით, 50 ქულა და 11 500 დოლარი გამოიმუშავა და დაახლოებით 8 ადგილიანი წინსვლა გაინაღდა. უკვე ცნობილია, რომ ანას შემდეგი მეტოქე, ფლორიდულ ტურნირზე 27-ე ნომრად განთესილ მარია ხოსე მარტინეს სანჩესი იქნება.


http://worldsport.ge/Read.aspx?news=18120&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, მაიამის საერთაშორისო ტურნირზე სამი გამარჯვება იზეიმა (ორი კვალიფიკაციაში, ერთი – ძირითად ბადეში), Sony Ericsson Open-ს მე-2 რაუნდში კი ესპანელ მარია ხოსე მარტინეს სანჩესს გადაეყარა და საათსა და ჩვიდმეტ წუთში 1:6, 4:6 დამარცხდა.
როგორც ხშირად ხდება, 21 წლის ტატიშვილის წაგების მიზეზი, საკუთარ მოწოდებაზე სუსტი თამაში გახდა, რომელზეც ანამ მხოლოდ 20 ბურთი მოიგო, მეტოქის მოწოდებაზე კი 24-ჯერ იმარჯვა. ქართველმა ჩოგბურთელმა 5-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო მოწოდება თავად 6-ჯერ (15 შესაძლებლობიდან) დათმო.
მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ტატიშვილს მომავალ რეიტინგში სერიოზული წინსვლა ელის. ანამ ფლორიდულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 4 500 000 დოლარი) 50 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ამჟამად კი, მის აქტივში 540 ქულაა და კლასიფიკაციაში 125-ე ადგილზე იმყოფება.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=18213&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამერიკულ ოკლაჰომა სიტიში იმყოფება, სადაც 15-ათასიან ტურნირზე პირდაპირ ძირითადი ბადიდან ჩაებმება. მისი პირველი მეტოქე “უაილდ ქარდით” მიწვეული მასპინძელი, კრისტოფერ ჰოუვორსია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართველმა ჩოგბურთელმა, მაკა ჩახნაშვილმა იტალიის ქალაქ პომეციას 10-ათასიან ტურნირზე ოთხი მატჩი სეტისწაუგებლად მოიგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პირველ ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა, ნახევარფინალში იტალიელ ანასტასია გრიმალსკას 6:2, 6:3 სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი კიდევ ერთ მასპინძელ ანალისა ბონას (მე-7 განთესვა) დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა პირველ რაუნდში სოფო ქვაცაბაიას 7:6 (7:3), 7:6 (7:0) სძლია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩარტონის ტურნირის მერე ახალი რეიტინგი არ გამოქვეყნებულა?.
ტატიშვილმა საკვალიფიკაციოდან შეაღწია ძირითად ბადეში სადაც დოკიჩს და მგონი კირილენკოს მოუგო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://www.worldsport.ge/imgs/bd4298fa-ecfc-46b7-963f-00803ce40125.jpg[/img][/center]

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ანა ტატიშვილმა ალაბამურ დოტანში დაწყებული 50-ათასიანი ტურნირი იოლი გამარჯვებით გახსნა. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 109-ე ადგილზე მყოფმა 21 წლის ტატიშვილმა, კანადელ შერონ ფიჩმანს (245-ე) მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო და 6:1, 6:1 გაანადგურა.
მერვედფინალში ანას მეტოქე ამერიკელი ჯული დიტი იქნება. იგი საწყის რაუნდში რუს ვალერია სოლოვიევას 3:6, 7:5, 4:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაში შეწყვიტა. 32 წლის დიტის რეიტინგში 283-ე პოზიცია უკავია, საუკეთესო პერიოდი კი 2008 წლის მარტში ჰქონდა, როდესაც 89-ე საფეხურს უწია. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დოტანის ტურნირის მოგებისთვის 70 ქულაა გათვალისწინებული.

http://worldsport.ge/Read.aspx?news=19322&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა, იტალიის ქალაქ ჩივიტავეკიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია, მორიგი გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში გააღწია.
ჩახნაშვილმა ყირგიზი ქსენია პალკინა 6:3, 6:4 დაამარცხა, ფინალში გასასვლელად კი ესპანელ მარია-ტერესა ტორო-ფლორის შეერკინება. ცნობისთვის, მაკას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 229-ე ადგილი უკავია, 18 წლის პირენეელი კი 276-ეა. ჩახნაშვილმა ჩივიტავეკიაში უკვე 24 ქულა გამოიმუშავა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0