Sign in to follow this  
Followers 0

ქართველი ჩოგბურთელები

63 posts in this topic

დღესდღეობით ქართულ ჩოგბურთს არცთუ ისე კარგი დროება უდგას, განსაკუთრებით ეს ვაჟებზე ითქმის. თუ ქალებში რეიტინგში პირველ ასეულში თუ არა ხუთასეულში მაინც გვყავს წარმომადგენლები, კაცებში ათასეულიც სანატრელი გაგვიხდა სამწუხაროდ. :(

ამ თემაში ვისაუბროთ ქართველ ჩოგბურთელებზე, მათ წამატებასა თუ წარუმატებულობაზე. იმედია იაქტიურებთ!
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][b]მაკა ჩახნაშვილმა თბილისში საერთაშორისო ტურნირი მეორედ მოიგო[/b][/size]

დასრულდა ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი _ “ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობა”, რომელიც ლეილა მესხის აკადემიის კორტებზე ჩატარდა და რომლის საპრიზო ფონდი 25 000 ამერიკული დოლარი იყო.
სუფთა ქართული ფინალი, რომელშიც ერთმანეთს მაკა ჩახნაშვილი (228-ე ადგილი რეიტინგში) და თათია მიქაძე (289) დაუპირისპირდნენ, შედარებით გამოცდილი ჩახნაშვილის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:4, 3:6; 7:5.
ფინალური შეხვედრა 12 საათსა და 15 წუთზე იყო დანიშნული, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო 14 საათსა და 10 წუთზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ფინალამდე ჩახნაშვილმა ეკატერინე გორგოძეს (საქართველო, 570) სოფიკო ქვაცაბაიას (საქართველო, 398), ჯულია გლუშკოსა (ისრაელი, 350) და სოფიკო შაფათავას (საქრათველო, 279) მოუგო, ხოლო მიქაძემ მანანა შაფაქიძე (საქართველო, 471) ზუზანა ზლოჩოვა (სლოვაკეთი, 405) ოქსანა კალაშნიკოვა (საქართველო, 189) და რეკა-ლუკა ჟანი (უნგრეთი, 319) დაამარცხა.
ტურნირზე ჩახნაშვილი მე-2, ხოლო მიქაძე მე-5 ნომრად იყო განთესილი.
ფინალური შეხვედრა ფავორიტად მიჩნეული ჩახნაშვილის უპირატესობით დაიწყო და მაკა პირველ სეტში 3:0 დაწინაურდა. მომდევნო 3 გეიმი კი მიქაძის გამარჯვებით დასრულდა. თითო-თითო გეიმის მოგების შემდეგ, უპირატესობა ისევ ჩახნაშვილმა იგდო ხელთ, პირველი სეტი 6:4 მოიგო და შეხვედრაში 1:0 დაწინაურდა.
მე-2 სეტში, 3:3-ის შემდეგ, მიქაძე გააქტიურდა, რომელმაც ზედიზედ 3 სეტი მოიგო, 6:3 გაიმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
შედარებით დაძაბული გამოდგა მე-3, გადამწყვეტი სეტი, რომელიც ჩახნაშვილმა 7:5 მოიგო და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
თასთან ერთად, გამარჯვებულს 2940 დოლარი ერგო, ვიცე-ჩემპიონი მომცრო თასითა და 1661 დოლარით დაჯილდოვდა.
წყვილთა შორის ჩემპიონები გახდნენ თათია მიქაძე და სოფიკო შაფათავა, რომლებიც მთავარ პრიზს უბრძოლველად დაეუფლნენ. საქმე ისაა, რომ მეორე ფინალისტ პაულა კანიასა (პოლონეთი) და სოფია სუსანის (უნგრეთი) წყვილს თვითმფრინავის რეისზე აგვიანდებოდათ და ამ მიზეზით, ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, შესაბამისად, მხოლოდ მე-2 ადგილით დაკმაყოფილდნენ.
ნახევარფინალში მიქაძემ და შაფათავამ, ჩახნაშვილი-ქვაცაბაიას წყვილს 6:4, 6:3 მოუგეს, ხოლო კანიამ და სუსანიმ, ანალოგიური ანგარიშით, იუსტინა ეგილკოვა (პოლონეთი) და კატარჟინა კავა (პოლონეთი) დაამარცხეს.
“ბათუმის ტერმინალის ღია პირველობის” დასრულების შემდეგ, მთავარი პრიზის მფლობელ მაკა ჩახნაშვილს ბლიც-ინტერვიუ ვსთხოვეთ.
- ყველაზე უფრო რომელი შეხვედრის მოგება გაგიჭირდათ?
- ყველა შეხვედრაში ძლიერი მეტოქეები მყავდა და თითოეულმა მათგანმა დიდი წინააღმდეგობა გამიწია. შეგახსენებთ, რომ 4 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოვიგე ორ სეტში, ხოლო დანარჩენი მატჩების მოსაგებად სამ-სამი სეტი დამჭირდა.
- ადრე თუ მოგიგიათ თბილისში გამართული საერთაშორისო ტურნირი?
- ეს მეორე ტურნირია, რომელიც თბილისში მოვიგე. ჩემს მიერ თბილისში მოგებული პირველი ტურნირი 10000-დოლარიანი იყო.
- თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- რამდენიმე დღეში მონაწილეობას მივიღებ ავსტრიის ქალაქ ლინცის საერთაშორისო ტურნირში.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=11321&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სად შეიძლება საერთაშორისო რეიტინგების ნახვა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]georg-ia[/b]
http://www.atpworldtour.com/Rankings/Singles.aspx
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"][b]ტატიშვილმა გამარჯვებით დაიწყო, დევიძე ძირითად ბადეშია[/b][/size]

აშშ-ს ქალაქ კანზას-სიტიში მყოფმა 20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა პირველ ეტაპზე ძალები წყვილთა ტურნირში მოსინჯა და ამერიკელ კიმბერლი კოუტსთან ერთად, გამარჯვებაც იზეიმა.
50-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილმა ქართულ-ამერიკულმა დუეტმა მასპინძელთა წყვილთან (კაპრა-ვეინოლდი) ორი სეტი იკმარა და მეტოქეებს 6:4, 7:6 (7:3) სძლია.
მეოთხედფინალში ტატიშვილი და კოუტსი კვლავაც ამერიკელებს გაეჯიბრებიან. მათი მოწინააღმდეგეთა ვინაობა ფინკი-ლამპკინისა და გლატჩი-ლეპჩენკოს დაპირისპირებაში ირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილი კანზას-სიტის ერთეულთა ტურნირზე მე-4 ნომრად გახლავთ განთესილი, მისი პირველი მეტოქე კი ამერიკელი ირინა ფალკონი იქნება.
ფალკონი ტურნირზე “უაილდ ქარდით” გახლავთ მიწვეული, კლასიფიკაციაში კი 281-ე ადგილზე იმყოფება. ტატიშვილი, რომელსაც რეიტინგში 136-ე პოზიცია უკავია, მას კარიერაში პირველად ეთამაშება.
აშშ-შივე უილიამსბურგის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა შეძლო სალომე დევიძემ, რომელმაც საკვალიფიკაციო გათამაშებაში მე-3 გამარჯვება (6:4, 6:4) ამერიკელ შერი ლისთან იზეიმა.
ძირითად ბადეში სალომე ბრიტანელ ჰოუპ ჯონსონს დაუპირისპირდება. წყვილებში დევიძე და მაგდა ოქრუაშვილი პირველი რეიტინგის მქონე ამერიკულ-უკრაინულ დუეტს (აუგუსტინი-ხარჩენკო) ეთამაშებიან.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=11427&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უკრაინის ქალაქ ხარკოვის 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ორი ქართველი ჩოგბურთელი – პირველ ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვა და მე-4 რეიტინგის მქონე სოფო შაფათავა ითამაშებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]დინამო[/b]
მომწონს თვენი შემართება ამხანაგო :სტალინი: :D

რაც შეეხება თემას, ძალიან მომწონს ანა ტატიშვილი(გარეგნულააც და როგორც ჩოგბურთელი ისეც :D ) მას შეუძლეა რომ წარმატებული კარიერა ქონდეს თან როგორც ვიცი კრის ევერტის აკადემიაში ვარჯიშობს ამერიკაში და ძალიან კარგიშეეგებიც აქვს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა, ასევე იმედი მაქვს ოქსანასი, მასაც კარგი მომავალი ექნება თუ თავის თავზე მუშაობას გააგრძელებს, აი ჩახნაშვილი უკვე ასაკშია და მისგან ვარსკვლავების მოწყვეტას არ უნდა ვუცადოთ.

კაცებში ჩიხლაძე აქა იქ გამოანატებს ხოლმე, ლაბაძემ მწვრთნელობა დაიწყო ნია ბასილაშვილი კი ჯერ ვერაფერს აკეთEბს საიმედოს. . .სამწუხაროა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]JUVE[/b]
[quote]მომწონს თვენი შემართება ამხანაგო :სტალინი:[/quote]
გმადლობთ დიდო ბელადო :მუშათაკლასისწარმომადგენელი: :D


[size="4"][b]კალაშნიკოვა ფინალშია, წლეულს პირველად
[/b][/size]
როგორც კი ოქსანა კალაშნიკოვა (213) 17 წლის გახდა, პროფესიულ ასპარეზზე გამოჩნდა. მანამდე ჩვენებურმა ახალგაზრდა ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციას უწია. მოლოდინი დიდი იყო, თუმცა ტანმაღალმა ცაცია ჩოგბურთელმა, რომელსაც ძლიერი მოწოდებები გამოარჩევს, ნაწილობრივ გაამართლა იმედები - ოქსანა წყვილებში ყოჩაღობდა, მაგრამ ერთეულებში წინ ნელა მიიწევდა. ამ მხრივ 2009 წელი განსხვავებული აღმოჩნდა, ჩვენებურმა სეზონში 4 ტურნირი მოიგო ერთეულთა კატეგორიაში (ერთი 50-ათასიანი, ორი 25-ათასიანი და 10-ათასიანი). ამ წარმატებებმა მას წლევანდელი ივლისის რეიტინგში მსოფლიოს 156-ე ჩოგნობამდე დაწინაურების საშუალება მისცა. წლეულს კი ოქსანამ მოუკლო - ერთეულთა თYანრიგში ფინალში არ გასულა, წყვილებშიც კი დეკემბრის მერე ტურნირი არ მოუგია და სექტემბერის ბოლოს თბილისის ტურნირის მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ (რომელიც შარშან მოგებული ჰქონდა) რეიტინგის მე-2 ასეულიდანაც გავარდა.

დღეს ჩვენებურს დაკარგულის დაბრუნების ბრწყინვალე შანსი აქვს - 2010 წელს პირველადაა ტურნირის ფინალში, ხარკოვში (25 ათასი დოლარი), დახურულ კორტებზე კალაშნიკოვა მე-8 ნომრად განთესილ რუს დარია კუჩმინას (343) ხვდება. 18 წლის რუსს კალაშნიკოვა 2008 წელს მოსკოვის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და სამ სეტში მოუგო. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად...

ახლა კი ნახევარფინალზე ვთქვათ, როგორც იქნა, ქართული დუელი ვიხილეთ - პირველ ნომრად განთესილი კალაშნიკოვა მე-4 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავას (298) წინააღმდეგ. მეოთხე ურთიერთდაპირისპირება მორჩა ისე, როგორც სამი წინამორბედი - კალაშნიკოვამ იმარჯვა. უკრაინული პრესაც კი აქტიურად განიხილავდა ქართულ დუელს. თამაშამდელ მცირე ინტერვიუში კალაშნიკოვა აცხადებდა, რომ ტურნირი ცუდად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა შევიდა ფორმაში, რომ ყოველ თამაშში უმატებს. სხვათა შორის, უკრაინული მედიაც ამავე აზრისაა. "ეს ტურნირი პირველია ზაფხულის სეზონის შემდეგ, როცა დახურულ დარბაზში ვთამაშობ. საკუთარი "თამაშის პოვნაც" ამიტომ გამიჭირდა. იმედი მაქვს, რომ შაფათავას წინააღმდეგ ოპტიმალურ ჩოგბურთს ვაჩვენებ". აი, რას ამბობდა შაფათავა: "არცთუ კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიყავი ტურნირამდე და ნახევარფინალში გასვლის იმედიც არ მქონდა, მაგრამ პირველივე მატჩში ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი და საკუთარი ძალების ვირწმუნე. ეს კი შედეგზე აისახა, პუხოვასთან თამაშში თითქმის ყველაფერი გამომდიოდა. კალაშნიკოვას დამარცხება იოლი არ იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის და ხარკოველი პუბლიკის მხარდაჭერის იმედიც მაქვს".

კალაშნიკოვამ ნათქვამი გაამართლა, სულ უფრო უკეთ თამაშობს ხარკოვში - შაფათავას ორ სეტში, 6:3, 6:2 მოუგო. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კუჩმინამ მე-5 ნომრად განთესილ უკრაინელ ანა პივენს (300) მოუგო - 6:3, 6:4. შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებული 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, დამარცხებული - 34-ს, შაფათავას კი 24 ქულა ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
0

Share this post


Link to post
Share on other sites
20 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ წლეულს პირველი ტურნირი მოიგო - ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის საერთაშორისო ტურნირში იმარჯვა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი ამერიკული დოლარია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]წლეულს პირველი ტურნირი მოიგო [/quote]

[quote]დაწერილია გუშინ, 10:37 PM[/quote]
17.10.10

აი ეს ვართ ქართველები! მე შენ გეტყვი და მასტერსებზე გამოვდივართ რა, რაღაც რიგით 10-25-50 ათას doლარიანი ტურნირის მოგება რა გახდა? Edited by Adza
0

Share this post


Link to post
Share on other sites
WTA-ს წესებით, 25-ათასიანი ტურნირის ქულები მოთამაშეს შეიძლება შემდეგ კვირაშიც დაერიცხოს - ასე მოხდება ოქსანა კალაშნიკოვას შემთხვევაშიც: ჩვენებური ხარკოვის ტურნირის მოგებისათვის კუთვნილ 50 ქულას შემდეგ ორშაბათს მიიღებს. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ, რომ მას რეიტინგში მცირე უკუსვლაც კი აქვს. სხვა მხრივ ახალი კლასიფიკაცია დიდად არ ცვლის ქართველთა მდგომარეობას. თავად განსაჯეთ: 138 (-3) ანა ტატიშვილი - 476 ქულა; 219 (-6) ოქსანა კალაშნიკოვა - 254; 239 (-1) მაკა ჩახნაშვილი - 222; 289 (-) თათია მიქაძე - 173; 302 (-4) სოფიო შაფათავა - 160; 386 (-1) სოფიო ქვაცაბაია - 101; 573 (-) მანანა შაფაქიძე - 46; 603 (24) ეკა გორგოძე - 41; 1090 (-7) ანა ჯიქია - 4.

გაგაცნობთ ვაჟთა რეიტინგში ქართველთა მდგომარეობასაც: 737 (+4) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 20 ქულა; 856 (+5) ლადო ჩიხლაძე - 11.

საჩოგბურთო სეზონი დასასრულისკენ მიდის, ამიტომაც ქართველ ჩოგბურთელებს რეიტინგის გასაუმჯობესებლად დრო ცოტაღა რჩებათ. ფრანგულ სენ რაფაელში, 50-ათასიან ტურნირში სცადეს ბედი მაკა ჩახნაშვილმა და სოფიო ქვაცაბაიამ. ტურნირი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით გამოირჩა, საკმარისია ითქვას, რომ მაკა ძირითად ბადეში ვერ მოხვდა, საკვალიფიკაციოში კი მე-2 ნომრად განთესეს. სამწუხაროდ, ვერაფრით გაგახარებთ - პირველივე საკვალიფიკაციო წრეში ჩახნაშვილმა პოლონელ პატრისია სანდუსკასთან (578) წააგო - 4:6, 3:6. ქვაცაბაიას მე-7 ნომრად განთესილმა ხორვატმა ანი მიაჩიკამ (306) მოუგო - 6:1, 6:3.

ამერიკულ როკ ჰილში (25 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში იბრძვის სალომე დევიძე. მან პირველ წრეში იქაურ კეილა რისოლოს მოუგო - 7:6 (3), 3:6, 6:3. ახლა სალომე ისევ მასპინძელს, მე-5 ნომრად განთესილ ამანდა ფინკს (469) ხვდება.
ანთალიაში, მცირე საერთაშორისო ტურნირის (10 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ოთხმა ჩვენებურმა სცადა. მარიამ ქურასბედიანი პირველივე წრეში დამარცხდა თურქ ჩემრე ანილთან - 3:6, 7:5, 5:7. წააგო მარიამ სხირტლაძემაც, ვისაც თურქმა მილენა ზუბკოვმა სძლია - 6:2, 6:1. პირველი ეტაპი გადალახეს ბაბილინა მაჩაიძემ (უკრაინელ ანა გონჩაროვას მოუგო - 6:3, 6:4) და ნინო სუჯაშვილმა (თურქი ეკინ ბაჰითლი დაამარცხა - 6:4, 4:6, 6:2). ფინალურ წრეში ორივე ჩვენებური იტალიელებთან შეხვედრებში გავარდა. სუჯაშვილს ფრანჩესკა გარილიომ მოუგო - 6:2, 3:6, 6:4, მაჩაიძეს - კამილა როზატელომ - 6:2, 7:6 (2). ქურასბედიანი და სხირტლაძე წყვილთა თანრიგში აგრძელებენ ასპარეზობას.

კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასში 50-ათასიანი ტურნირი იწყება ვაჟ ჩოგბურთელთა შორის. ძირითად ბადეში გასაღწევად ნიკოლოზ ბასილაშვილი იბრძვის. I საკვალიფიკაციო წრეში მან ამერიკელი ბრედ ბენედიქტი დაამარცხა - 6:0, 6:2. მეორეში კი მე-2 ნომრად განთესილ ახალ ზელანდიელ მაიკლ ვინუსს აჯობა - 6:3, 5:7, 7:6 (5). ახლა ჩვენებურს ერთი გამარჯვება აშორებს ძირითად ბადეს - მისი მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი მასპინძელი ბლეიკ სტროდია. ესპანეთის ქალაქ საბადელში 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ნიკა დოლიძემ ესპანელ მარკოს ხირალდისთან წააგო - 6:4, 2:6, 1:6. თურქულ ადანაში (10 ათასი დოლარი) გიორგი რევაზიშვილმა პირველ საკვალიფიკაციო წრეში მასპინძელ ალპ გოლკუკლუს მოუგო - 6:1, 6:3, შემდეგ კი ფინალურ წრეში მე-2 ნომრად განთესილ პოლონელ მატეუშ შმიგიელთან დამარცხდა - 3:6, 3:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
http://sportall.ambebi.ge/sport/individualuri-sakheobebi/chogburthi/4365-chakhnashvili-damarckhda-basilashvili-ibrdzvis.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
18 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა (737) კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში 50-ათასიანი "ჩელენჯერის" ძირითად ბადეში გააღწია. ქართველმა სამი მეტოქე ჩამოიცილა გზიდან, აქედან ორი განთესილი. ფინალურ საკვალიფიკაციო წრეში ნიკამ მე-6 ნომრად განთესილი ბლეიკ სტროდი (აშშ) დაამარცხა - 6:4, 6:3.

ძირითად ბადეში საქართველოს პირველი ჩოგანი 23 წლის ამერიკელ ალექს კუზნეცოვს ხვდება, რომელიც მსოფლიოს 234-ე ჩოგანია. ნიკამ საკვალიფიკაციო ბადის დაძლევით 3 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, თუ კუზნეცოვსაც მოუგებს, კიდევ 7 ქულას მიიღებს. როკ ჰილის (25 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ტურნირის მე-2 წრეში სალომე დევიძე მე-5 ნომრად განთესილ ამანდა ფინკთან (აშშ, 470) დამარცხდა - 2:6, 3:6.



http://sportall.ambebi.ge/sport/individualuri-sakheobebi/chogburthi/4405-basilashvili-chelenjers-shestsvda.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტები გუშინ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ვაჟებს დაეთმო. შეჯიბრებაში 32 მამაკაცი ჩაება. პირველი ნომერია გიორგი ცივაძე, რომელმაც იოლად სძლია ლაშა გულიაშვილს - 6:2, 6:1. ორგანიზატორებმა მეორე ნომრად განთესეს 23 წლის საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრი ნოდარ ითონიშვილი, რომელიც ტრავმის გამო, ფაქტობრივად, წელიწადია, კორტზე არ გასულა. თუ არ ჩავთვლით ნაკრების შემადგენლობაში წლეულს ერთადერთ შეხვედრას. ნოდარი ახალგაზრდებში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონია, უფროსებშიც მოუპოვებია ოქროს მედალი. მეოთხე წელიწადია, ეროვნულ გუნდში თამაშობს. იძულებითი შესვენების შემდეგ გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზა - რობერტ ჩაჩავას ორ სეტში (6:4, 6:4) სძლია და მეორე წრეში გავიდა.

- სამი წელიწადია, წელის ტრავმა მაწუხებს, ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებდი ტურნირებში მონაწილეობას და ნაკრების სპორტული ღირსების დაცვას, - გვითხრა ითონიშვილმა. - წლეულს მარტო ერთი შეხვედრა ჩავატარე. დიდი უქმობის შემდეგ დავუბრუნდი კორტს, მაგრამ სამომავლოდ იმედის ნაპერწკალიც არ ჩანს. დაუფინანსებლობის გამო უცხოეთში შეჯიბრებებზე ვერ მივდივართ. აქამდე თბილისის საერთაშორისო ტურნირებში მაინც ვმონაწილეობდით, წლეულს ეს სიამოვნებაც გამოგვაცალეს ხელიდან. ნაკრების წევრებს ერთადერთ ბედნიერებად ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობაღა დაგვრჩა. დევისის თასზე ევრო-აფრიკის მესამე ზონაში ვართ. იმის იქით აღარაფერია, არადა, ორი წლის წინათ უმაღლეს ეშელონში დასაწინაურებლად ვიბრძოდით. დაფინანსება თუ არ იქნა, საქართველოში ვაჟთა პროფესიული ჩოგბურთისგან არაფერი დარჩება - ვინც პერსპექტიულია, ალბათ, თავს უშველის, მოყვარულები კი ყოველთვის მოიძებნებიან...

გუშინ ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: შოთა მეფარიძე-გიორგი ხოხბა 6:1, 6:4, დემეტრე მაღრაძე-კარენ სარქისიანი 6:2, 6:1, სერგო სიხარულიძე-თორნიკე წერეთელი 6:0, 6:1, ზურაბ ზედანია-სოზარ გოქაძე 7:6, 7:5, ალექსანდრე დავლიანიძე-რატი ძიძიგური 6:0, 6:2, ალექსანდრე მაღლაკელიძე-გიორგი შუხოშვილი 6:3, 6:3, ლუკა ფილფანი-ზვიად ზაალიშვილი 6:7, 6:2, 7:5, დემეტრე თაქთაქიშვილი-მერაბ ქაშიბაძე 6:1, 6:2.

წყარო: http://sportall.ambebi.ge/sport/individualuri-sakheobebi/chogburthi/4466-korts-davubrundi-magram-momavali-uimedoa.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატი ჩოგბურთში ქალებსა და კაცებს შორის, რომელსაც ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტები მასპინძლობს.
ქალთა შორის საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება, რადგან მოქმედი ჩემპიონი და ტურნირის პირველი ნომერი სოფიკო შაფათავა, ნახევარფინალში მესამე ნომარად განთესილ ეკატერინე გორგოძესთან დამარცხდა და პირველი ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა. გორგოძე ფინალში თათია მიქაძეს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში დიანა დავითაიას მოუგო. ფინალური შეხვედრა 23 ოქტომბერს, 12.00 საათზე დაიწყება.
წვიმის გამო, გუშინ გვიან დასრულდა მეოთხედფინალში მოასპარეზე ზურა ზედანია - ლუკა ფილფანისა და დემეტრე თაქთაქიშვილი - გიორგი ჯავახიშვილის შეხვედრები. ნახევარფინალში გავიდნენ გიორგი ცივაძე და ნოდარ ითონიშვილი, რომლებმაც შესაბამისად, სერგო სიხარულიძე და ზურაბ ცხაკაია დაამარცხეს.
ქალები
ნახევარფინალის ტექნიკური შედეგები
სოფიკო შაფათავა - ეკატერინე გორგოძე 6:3; 6:1, თათია მიქაძე -დიანა დავითაია 6:1; 6:3
ფინალი
23 ოქტომბერი
მიქაძე – გორგოძე 12.00
კაცები
მეოთხედფინალი
გიორგი ცივაძე - სერგო სიხარულიძე 6:3, 7:5; ნოდარ ითონიშვილი - მიხეილ ხმიადაშვილი 6:0; 6:3

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12001&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში იმყოფება, 25-ათასიან ტურნირზე პირველი შეხვედრა წყვილთა გათამაშებაში ჩაატარა და გამარჯვებაც იზეიმა.
მე-3 ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამა და რუსმა მარტა სიროტკინამ ბულგარელებს 6:2, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში კიდევ ერთ ბულგარელ შინიკოვასა და თურქ ერაიდინს ეთამაშებიან.
ერთეულთა გათამაშების საწყის რაუნდში კალაშნიკოვა პირველ ნომრად განთესილ ჩეხ ანდრეა ჰლავაჩკოვას დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 119-ე ადგილზეა.
ეგვიპტეში კაიროს 25-ათასიან ტურნირზე მოსინჯავენ ძალებს მაკა ჩახნაშვილი, სოფო შაფათავა და სოფო ქვაცაბაია. მე-4 რეიტინგის მქონე ჩახნაშვილის მეტოქე ჩეხი ივეტა გერლოვა იქნება, მე-8 ნომრად განთესილი შაფათავა კი ქვაცაბაიას გაეჯიბრება.
წყვილებში პირველი განთესვის მქონე ჩახნაშვილისა და იტალიელი დენტონის დუეტი საქმეში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმება, მე-2 ნომრად მიჩნეული ქვაცაბაისა და შაფათავას ტანდემი კი მერვედფინალში ფრანგებს (გაუდი-სანჩესი) დაუპირისპირდება.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12127&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
20 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ (187) წარუმატებლად იასპარეზა სტამბოლის საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) ერთეულთა თანრიგში. ჩვენებური პირველ წრეში ტურნირის პირველ ჩოგან ანდრეა ჰლავაჩკოვას (119) შეხვდა. ოქსანა 24 წლის ჩეხთან ორსეტიან ბრძოლაში დამარცხდა - 3:6, 4:6. სამაგიეროდ, კალაშნიკოვა კარგად თამაშობს წყვილთა ბადეში, სადაც რუს მარტა სიროტკინასთან (387) ერთად ნახევარფინალში გავიდა. მათ მეოთხედფინალში თურქ ერაიდინს და ბულგარელ შინიკოვას აჯობეს - 6:2, 6:3. მე-3 ნომრად განთესილ ქართულ-რუსულ წყვილს ნახევარფინალში რუსული დუეტი (მარენკო, პიმკინა) ელის.


წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაკა ჩახნაშვილი (251) ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში თამაშს და 14 სარეიტინგო ქულას დასჯერდა. მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ტურნირის მე-6 ჩოგან, სლოვაკ კრისტინა კუჩოვასთან (249) წააგო - 3:6, 6:7 (5). ჩახნაშვილი წყვილთა თანრიგიდანაც გამოვარდა - მაკა და იტალიელი კორინა დენტონი (152) პირველ ნომრად იყვნენ განთესილები, მაგრამ ნახევარფინალში განუთესავ წყვილთან (იანი, კუბიჩიკოვა) წააგეს - 1:6, 2:6.

სტამბოლის საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) წყვილთა ფინალში ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს. ოქსანამ და რუსმა მარტა სიროტკინამ რუსული დუეტი (მარენკო, პიმკინა) დაამარცხეს - 6:3, 5:7, 10:5. მე-3 ნომრად განთესილი ქართულ-რუსული დუეტი ფინალში მე-4 ნომრად განთესილ რუსულ-ბელარუსულ წყვილს (ბიჩკოვა, კურიანოვიჩი) შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილთა შორის კარიერაში – მე-13, წლეულს კი პირველი ტიტულის მოგება მოახერხა.[/b] ეს თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოხდა, სადაც ოქსანა რუს მარტა სიროტკინასთან ერთად თამაშობდა.
ქართულ-რუსული დუეტი სტამბოლში მე-3 რეიტინგით მოხვდა, ჩემპიონობისთვის კი ოთხი მატჩის მოგება დასჭირდა. კალაშნიკოვამა და სიროტკინამ პირველ რაუნდში ბულგარელ დებ ველიევებს 6:2, 6:3 სძლიეს, შემდეგ თურქ ერაიდინსა და ბულგარელ შინიკოვასაც იგივე ანგარიშით მოუგეს, ყველაზე დიდი ბრძოლა კი ნახევარფინალში გადახდათ, სადაც რუსები მარენკო და პიმკინა 6:3, 5:7, 10:5 დაამარცხეს.
ფინალში ოქსანა და მარტა რუსი ბიჩკოვასა და ბელორუსი კურიანოვიჩის მე-4 ნომრად განთესილ წყვილს გადაეყარნენ და 6:3, 6:1 იმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ტურნირის ერთეულთა გათამაშებაში კალაშნიკოვამ საწყის რაუნდშივე პირველ ნომრად განთესილ ჩეხ ანდრეა ჰლავაჩკოვასთან 3:6, 4:6 წააგო.
ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში დასრულებულ 25-ათასიან ტურნირზე, მეოთხედფინალში სლოვაკ კრისტინა კუჩოვასთან 3:6, 5:7 დამარცხდა მე-4 ნომრით მოასპარეზე მაკა ჩახნაშვილი. მან ეგვიპტეში 14 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. წყვილთა ნახევარფინალში ჩახნაშვილისა და იტალიელი დენტონის პირველ რეიტინგის მქონე დუეტი მომავალ გამარჯვებულებს – უნგრელ იანისა და ჩეხ კუბიჩიკოვას ვერ გაუმკლავდა – 1:6, 2:6.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12331&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გერმანიის ქალაქ ეკენტალში "ჩელენჯერის" სერიის საერთაშორისო ტურნირი "ბაუერ კაპი" დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 35 ათას დოლარზე მეტია. ტურნირის ორგანიზატორებმა "უაილდ ქარდი" მისცეს ლადო ჩიხლაძეს, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ჩოგბურთს.

ლადო ახლა მსოფლიოს 840-ე ჩოგანია და პერსონალური მიწვევის გარეშე ასეთი დონის ტურნირში ვერ ითამაშებდა. პირველ წრეში ის მე-7 ნომრად განთესილ ჰოლანდიელ იესე ჰუტა გალუნგს (121) შეხვდა. მსოფლიოს მოწინავე ასეულში მოსახვედრად გამზადებულ ჰოლანდიელს ლადომ თამაშით აჯობა, პირველი სეტი ტაიბრეიკში მოუგო და მეორესაც უგებდა, როცა... კოჭი გადაუბრუნდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. დასანანია, ლადო 7:6, 3:1-ს იგებდა და მიზნამდე სამი გეიმიღა აშორებდა. ეს კი მას 6 სარეიტინგო ქულას მოუტანდა.

ესპანურ ვილაფრანკაში (10 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა სცადა ნიკა დოლიძემ. პირველ წრეში მან პოლონელი პატრიკ პოტერეკი დაამარცხა - 6:4, 6:1, მაგრამ მეორეში თავად დამარცხდა ესპანელ პაბლო გორთან - 2:6, 2:6.

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (137) ამერიკულ გრეიპვაინში (50 ათასი დოლარი) მე-5 ნომრად განთესეს. მისი პირველი მეტოქე გერმანელი ლაურა ზიგმუნდია (221).

http://sportall.ambebi.ge/sport/individualuri-sakheobebi/chogburthi/4933-chikhladze-kotcma-daaghalata.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა ტეხასის ქალაქ გრეიფვაინში დაწყებულ ტურნირზე დამაჯერებელი სტარტი აიღო. 20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ ლაურა სიგემუნდს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო და 6:1, 6:1 იმარჯვა.
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 137-ე ადგილზე მყოფი ტატიშვილი მერვედფინალში ამერიკელ ჯული დიტის ეთამაშება. 31 წლის დიტი 294-ე ადგილზე იმყოფება, კარიერის პიკი კი 2008 წლის მარტში ჰქონდა, როდესაც 89-ე პოზიციას უწია.
აღსანიშნავია, რომ ტატიშვილს ამერიკელთა სამჯერ უთამაშია და აქედან, ორი მატჩი სწორედ 2008 წელზე მოდის. მაშინ, ბოსტონის ტურნირის ნახევარფინალში ანამ ჯულის 6:2, 6:2 სძლია, ალბუკერკის პირველობის ნახევარფინალში კი დიტიმ რევანშის აღება მოახერხა – 6:3, 6:3.
წლეულს, ქართველი და ამერიკელი ერთმანეთს ალბუკერკის ტურნირის 1/16-ფინალში გადაეყარნენ და ანამ ყოველგვარი პრობლემის გარეშე – 6:4, 6:2 იმარჯვა.
გრეიფვაინის 50-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში გასვლისთვის ტატიშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 760 დოლარი გამოიმუშავა, მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებით კი საკუთარ მონაგარს კიდევ 8 ქულას შემატებს. ტურნირის მოგებისთვის 70 ქულაა გათვალისწინებული.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12489&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (137) ამერიკულ გრეიპვაინში (50 ათასი დოლარი) წინ მიიწევს - მერვედფინალში ჩვენებურმა სამსეტიანი ბრძოლა ამერიკელ ჯული დიტის (294) მოუგო - 6:7 (4), 6:2, 6:3.

მეოთხედფინალში ანას, როგორც ვივარაუდეთ, ტურნირის პირველი ჩოგანი ვარვარა ლეპჩენკო ერგო. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ამერიკელი მსოფლიოს 87-ე ჩოგანია. ის უზბეკეთშია დაბადებული, მაგრამ დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს. გრეიპვაინში მე-5 ნომრად განთესილი ქართველი წლეულს ლას ვეგასის ტურნირში (50 ათასი დოლარი) გადაეყარა ლეპჩენკოს და სამ სეტში დამარცხდა.

გზიდან ფავორიტის ჩამოშორების შემთხვევაში, ანას მეტოქე ნახევარფინალში რუს ელენა კულიკოვასა (317) და ამერიკელ ალექსანდრა სტივენსონს (347) შორის გამარჯვებული იქნება. ტატიშვილმა უკვე დაიბევა 18 სარეიტინგო ქულა.

http://sportall.ambebi.ge/sport/individualuri-sakheobebi/chogburthi/5058-shekhvedra-pirvel-choganthan.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა გრეიფვაინის 50-ათასიან ტურნირზე ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა, ასე რომ, ტეხასური პირველობის დატოვება 18 სარეიტინგო ქულითა და 1 235 დოლარით მოუხდა.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში ანა უზბეკეთში დაბადებულ, თუმცა, აშშ-ს სახელით მოასპარეზე ვარვარა ლეპჩენკოს გადაეყარა და 4:6, 6:7 (5:7) დამარცხდა.
პირველ სეტში ტატიშვილმა 3:3-ზე საკუთარი მოწოდება 40:0-დან წააგო, რაც შემდგომში გადამწყვეტი აღმოჩნდა, მეორე სეტში კი 2:5-დან 6:5 დაწინაურდა, თუმცა, ტაი-ბრეიკში მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.
ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში 137-ე ადგილზე იმყოფება, ლეპჩენკო კი მსოფლიოს 87-ე ჩოგანია. წლეულს, ოქტომბრის დასაწყისში ტატიშვილი ლეპჩენკოსთან ლას ვეგასის 50-ათასიანივე ტურნირის მეოთხედფინალში 6:7 (5:7), 7:6 (7:5), 3:6 დამარცხდა.


http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12566&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ნიკოლოზ ბასილაშვილი[/b]
[img]http://s009.radikal.ru/i310/1011/93/20443a33d8d7.jpg[/img]

[b]ლადო ჩიხლაძე[/b]

[img]http://s008.radikal.ru/i304/1011/b0/45ffb6d31c57.jpg[/img]
[img]http://s010.radikal.ru/i313/1011/a5/c0c05d8188e7.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ანა ტატიშვილი[/b]

[img]http://s013.radikal.ru/i322/1011/9b/09b60410f5f7.jpg[/img]

[b]ოქსანა კალაშნიკოვა[/b]
[img]http://s007.radikal.ru/i301/1011/60/24ac5c416ca8.jpg[/img]

[b]მაკა ჩახნაშვილი[/b]
[img]http://s016.radikal.ru/i336/1011/da/c89f14b7a31b.jpg[/img]

[b]სოფია შაფათავა[/b]

[img]http://s011.radikal.ru/i318/1011/7e/ef82ec1f26f9.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში მისთვის პირადსარეკორდო 134-ე ადგილზე იმყოფება, ფენიქსის 75-ათასიან ტურნირს ჩინებულ ფორმაში შეხვდა და საწყისი ორი რაუნდის გავლა იოლად მოახერხა.
20 წლის ტატიშვილმა პირველ წრეში “უაილ ქარდით” მიწვეულ 15 წლის ამერიკელ მედისონ კეისს 6:4, 6:2 სძლია, რაშიც გასაკვირი არაფერი ყოფილა, მერვედფინალში კანადელი რებეკა მარინოს განადგურება კი ნამდვილად მოულოდნელი გახლდათ.
მარინო არიზონულ ტურნირზე მე-6 ნომრად გახლდათ განთესილი, მსოფლიოს რეიტინგში კი გასულ მატჩამდე 101-ე პოზიცია ეკავა, თუმცა, ქართველ ჩოგბურთელს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 2:6, 4:6 წააგო.
მეოთხედფინალში გასვლით ტატიშვილმა 30 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, თუმცა, ეს რეიტინგში წინვლისთვის არასაკმარისია. საქმე ის გახლავთ, რომ შარშან ანამ ფენიქსის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა და 50 ქულა გამოიმუშავა, ამდენად თუკი “მინუსებში წასვლა” არ სურს, ქართველმა გოგონამ მინიმუმ აღნიშნული შედეგი უნდა გაიმეოროს.
ტატიშვილის მომდევნო მეტოქე უკრაინელი ტატიანა ლუჟანსკასა და კანადელი ჰეიდი ელ ტაბახის მატჩში ირკვევა, ჩვენის მხრივ კი იმასაც დავძენთ, რომ ფენიქსის ტურნირის ფინალისტი 78 ქულას მიიღებს, ჩემპიონს კი 110 ქულა ერგება.
ანასგან განსხვავებით, წარმატებული სვლა შეწყვიტა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ბელორუსის დედაქალაქ მინსკში 25-ათასიან ტურნირზე თამაშობდა. მე-5 ნომრად განთესილი 20 წლის ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში სლოვაკ თანატოლ კრისტინა კუჩოვას გადაეყარა და 7:6 (7:1), 2:6, 3:6 წააგო.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12801&lang=1&comments=show#comments
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0