Sign in to follow this  
Followers 0

ტელევიზიის დანიშნულება

22 posts in this topic

[b]როგორ ფიქრობთ, რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს დღეს ტელევიზია?
უნდა იყოს ის საგანმანათლებლო, თუ მხოლოდ მაყურებლის გართობაზე და განტვირთვაზე უნდა ზრუნავდეს?
რას უნდა მიაქციოს მან ყურადღება - ხარისხს თუ მხოლოდ რეიტინგს?
როგორც პრაქტიკა, გვიჩვენებს ხარისხიანი ყოველთვის არაა რეიტინგული.
ვისთვის უნდა იყოს - ხალხი ფართო მასებისთვის, თუ მხოლოდ გემოვნებიანი მაყურებელისთვის?

და ბოლოს, ვინ რატომ უყურებთ ტელევიზორს? (თუ საერთოდ უყურებთ)[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]აქვე დავაკოპირებ civilian -სა და makos-ს დიალოგს: (არ გადმომაქვს და ვაკოპირებ იმიტომ, რომ ეს პოსტები უფრო ადრეა დაწერილი და შესაბამისად, პირველ პოსტად დაჯდებოდა)[/b]

[b]civilian[/b]
გემოვნებიანი შემეცნებითი გადაცემა ჯობია, უბრალოდ არ იქნება ისეთი რეიტინგული როგორიც ეს გადაცემაა და შესაბამისად დიდხანს არხზე ვერ გასტანს, დღეს მერკანტელური ინტერესი აქვს ყველა ტელევიზიას ამიტომ ურჩევნია ჰქონდეს უგემოვნო შოუ მაგრამ რეიტინგული ვიდრე არარეიტინგული გემოვნებიანი შემეცნებითი გადაცემა რომელზეც რეკლამას არავინ არ მიიტანს

[b] mako[/b]
მე კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ შემეცნებითი გადაცემაც ისეთივე რეიტინგული იქნება, როგორც ახლა ეს უნიჭო შოუებია. რატომღაც ხალხს ყველა ბნელ და უინტერესო ადრესატად მიიჩნევს და არც ცდილობს, მიაწოდოს მას სწორედ ის, რაც მას სჭირდება. უბრალოდ, უალტერნატივოა ეს გადაცემები და იმიტომ არიან რეიტინგულები. სხვა საყურებელი არაფერია დღის იმ მნიშვნელოვან მონაკვეთში, როცა უკვე ყველა სახლშია და ტელევიზორის ყურება უნდა. ხალხს არჩევანი არ აქვს, თორემ სიამოვნებით გადართავდა მაიას, ნანკას, ნინკას, კაწკას და სხვა მახინჯი შოუებიდან ტელევიზორს სხვა რამ ღირებულის საყურებლად.

ხალხს არჩევანს არ უტოვებენ. მულტფილმი გამახსენდა ამაზე: ამას - სიკვდილი, იმას - ჩამოხრჩობაო. ზუსტად ასეა შოუებზეც: უგემოვნო ქართული უფრო მოგწონთ თუ ამერიკულის უგემოვნო ქართული ვერსიაო - ასე წარმომიდგენია ის გამოკითხვები თუ სხვა წყაროები, რაზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ტელეს მამები, რომ ხალხს აინტერესებს ეს გადაცემები.

[b] civilian[/b]

ხო მაგრამ ეს არ კეთდება ერთეულებისთვის ჩემთვის და თქვენთვის, ეს კეთდება მასებისთვის, მასას რაც მოწონს ეგ გვაქვს სახეზე :) დამიჯერე ძალიან მოწონს

[b]deako[/b]
რამდენმა იცის გოგი გვახარიას გადაცემა 'წითელი ზონა' პირველ არხზე? მხოლოდ ერთეულებმა. ტელევიზია კი ამ ერთეულებზე ნამდვილად ვერ იმუშავებს, მითუმეტეს, როცა კომერციულია. ხალხს ტელევიზია დღეს სჭირდება გასართობად და არა განათლების მისაღებად, ტყელევიზია ვერ ეტყვის მას, გინდა თუ არა უნდა გაგნაგანთლოო. ამიტომ გამოსავალი იმაშია, რომ ეს გასართობი ე.წ. სოციალური 'ჭორიკანა' გადაცემები იმდენად დახვეწილი უნდა იყოს, რომ ადამიანს ელემენტალურად ზიზღის გრძნობა არ გაუჩნდეს მისი წამყვანის ან თუნდაც ფორმატის მიმართ, როგორც დღეს ხდება.

[b] mako[/b]

ისიც ხომ გასათვალისწინებელია, დღის რა მონაკვეთში გადის ეთერში გვახარიას გადაცემა და რა დროს - ეს შოუები.

დღეს თუ ეუბნება, რომ უგემოვნო და უშინაარსო გადაცემებით უნდა დაგაზომბიროო, რატომ არაა შესაძლებელი, საინტერესო სიახლეები მიაწოდოს, თუნდაც ძალდატანებით.

[b] civilian[/b]
გოგი გვახარიას გადაცემა ვერ გავა იმ დროს სადაც რეკლამა განსაკუთრებით ძვირია, მისი გადაცემა მასისთვის სრულიად უინტერესო იქნება და არამომგებიანი ტელევიზიისთვის.


რას ნიშნავს ძალდატანებით მიაწოდოს საინტერესო სიახლეები, მასა ითხოვს ტელევიზიაც შესაბამისს აწვდის. კიდევ ერთხელ ვიტყვი აქ საუბარია მასაზე და არა ერთეულებზე, ხალხს კი სანახაობა უნდა, გართობა უნდა და არა გოგი გვახარიას გადაცემა და სერიოზული საუბარი. ბოლო ბოლო წამგებიანი რომ იყოს ეს გადაცემები დაიხურებოდა. შენ არ მოგწონს მაგრამ ათასობით და ათიათასობით ადამიანს მოსწონს.

[b]პ.ს. მაპატიეთ, სხვაგვარად ტექნიკურად ვერ მოვახერხე[/b] [b]მაგ პოსტების ადგილი კი ამ თემაშია.[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საუკუნეა წესიერად ტელევიზორისთვის არ მიყურებია.
ყველაზე ხშირა ფეხბურთს უყურებ. და მერე იუმორისტულ გააცემბს "შუა ქალაქს" და "ღამის შოუს" იმედზე. ძალიან მოსაბეზრებელია უნიჭო და უაზრო ძალით დოკუმენტურ-ისტორიული ფილმები. ყველა არხი ერთნაირად უაზროოა, ყველა ერთმანეთს გავს და ეს გადმოკოპირებული ერთჯერადი შოუებიც მოსაბეზებელია. არასწორად არის გადანაწილებული საეთერო ბადეები. მომენატრა წესიერი გადაცემის ყურება. მოზღვავეებაა უნიჭო და უცოდინარი ჟურნალისტებისა, წესიერი ჟურნალისტის დანახვა მომენატრა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]როგორ ფიქრობთ, რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს დღეს ტელევიზია?[/quote]
რასაც საერთოდ უნდა ასრულებდეს - შემეცნებით დაწყებული გასართობით დამთავრებული. მარტო არც ერთი იქნება მომგებიანი და ეფექტური.
[quote]რას უნდა მიაქციოს მან ყურადღება - ხარისხს თუ მხოლოდ რეიტინგს? [/quote]
მე ვფიქრობ, თუ ვინმეს რაიმე ღირებულის კეთება უნდა რეიტინგს საერთოდ არ უნდა შეხედოს.
დღეს თუ არ ყავს მაყურებელი ეგ არ ნიშნავს დასასრულს.
[quote]ვისთვის უნდა იყოს - ხალხი ფართო მასებისთვის, თუ მხოლოდ გემოვნებიანი მაყურებელისთვის? [/quote]
ფართო მასებს თვითონვე აჩლუნგებენ და მერე მათვე აბრალებენ. ხალხი ბრბოა, რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს. ხო და შენც კარგი და ხარისხიანი ჩასძახე, რომ იმანაც ხარისხიანად ამოგძახოს... მაგრამ მართული და ბრაზილიურ სერიალებზე ცრემორეული დიასახლისები და საშინელებათა(უფრო სწორად საშინელ) ფილმებზე ჩაძინებული კაცები უფრო სჭირდებათ როგორც ჩანს.
[quote]და ბოლოს, ვინ რატომ უყურებთ ტელევიზორს? [i](თუ საერთოდ უყურებთ)[/i] [/quote]
ძალიან იშვიათად ვუყურებ. ახლაც რომ მკითხო ვერ გეტყვი 9 საათიანმა კურიერმა რა აჩვენა :D თუ რაიმე იქნება მნიშვნელოვანი ისედაც გავიგებ. ბოლოს და ბოლოს თბილისო ჩემთანაა :D
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' date='05 October 2010 - 01:24 AM' timestamp='1286227471' post='538129']
მეოცნებე

მე ვფიქრობ, თუ ვინმეს რაიმე ღირებულის კეთება უნდა რეიტინგს საერთოდ არ უნდა შეხედოს.
დღეს თუ არ ყავს მაყურებელი ეგ არ ნიშნავს დასასრულს.

რეიტინგს შეიძლება არ შეხედოს საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, მაგრამ როგორ არ უნდა მიაქციოს სხვა კომერციულმა ტელევიზიამ რეიტინგს როცა ამაზეა დამოკიდებული მისი შემოსავალი და მისი თანამშრომლების ხელფასებიც :) , რეიტინგს თუ ყურადღება არ მიაქცია და აკეთა ურეიტინგო გადაცემები ამით კონკურენტი ტელევიზია ისარგებლებს მხოლოდ და ფულს გააკეთებს. როგორ ფიქრობ ეხლა დღევანდელ დღეს ამას რომელიმე გააკეთებს? მათი ბიზნესი რეიტინგით ვითარდება და შემოსავალი იზრდება
დღეს მაყურებელი თუ არ გყავს ეგ დასასრულია მართლა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]როგორ ფიქრობთ, რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს დღეს ტელევიზია?[/quote]
ტვინის არევა-გამორეცხვის ფუნქციას ასრულებენ დღეს, ეგ ვიცი :angry:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართული ტელევიზიები ემსახურებიან ანტი ეროვნულ და ანტი რელიგიურ საქმეს!!!
რაც არ უნდა საინტერესო ფილმი იყოს მე იმას ტიტრებით არ ვუყურებ,რატომ აკეთებენ ამას ინგლისური უნდათ რო გვასწავლონ?ინგლისურს ასი წელი არ ვისწავლი იმიტო რო მეზიზღება ეგ ენა და ჩემ მშობლიურ ენის დისკრედიტაციას ნუ ახდენენ :angry:
შეიძლება ცოტა უხეშად გამომდის მაგრამ უნდა ვთქვა,საქართველოში ბოზობას არავინ აღარ მალავს,პირიქით ამით პოპულარულები ხდებიან და ეს დიდწილად სწორედ ტელევიზიების დამსახურებაა.ვერ ვიტან იმედს და რუსთავი 2-ს განსაკუთრებით Edited by Geo soldier
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]რეიტინგს თუ ყურადღება არ მიაქცია და აკეთა ურეიტინგო გადაცემები ამით კონკურენტი ტელევიზია ისარგებლებს მხოლოდ და ფულს გააკეთებს.[/quote]

მაშინ დავჯდეთ და გავეჯიბროთ ერთმანეთს სისულელებში და სოფელიც აშენდება. <_<
ყველა გასართობ გადაცემებზეა გადასული. ერთმანეთის ჯინაზე ვინ როგორ მოიგიჟიანოს თავი აღარ იცის. ყველაფერს რომ აკოპებენ ცოტა ისეთიც გადმოაკოპონ ყურება რომ შეიძლებოდეს. არც ერთი ნორმალური შემეცნებითი გადაცემა არ კეთდება დღეს.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]შეიძლება ცოტა უხეშად გამომდის მაგრამ უნდა ვთქვა,საქართველოში ბოზობას არავინ აღარ მალავს,პირიქით ამით პოპულარულები ხდებიან და ეს დიდწილად სწორედ ტელევიზიების დამსახურებაა.ვერ ვიტან იმედს და რუსთავი 2-ს განსაკუთრებით [/quote]
გეთანხმები. ბათუმი ლაივის რეკლამა რომ იყო, საფუნიშვილის მანჭვა-გრეხა გულს მირევდა.
საქმე იქამდე მივიდა, საპატრიარქოს არხს ვუყურებ და ეგაა. ინფორმაციას საიტებზე ვკითხულობ...
მოჩლიფინე წამყვანს მაინც არ ვუსმენ :ch: დიქციას თავი რომ დავანებოთ, ისეთი "დახვექილი ქართულით" მეტყველებენ ხოლმე, რომ შეურაცხყოფილი ვრჩები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='serafit' date='06 October 2010 - 05:00 PM' timestamp='1286366416' post='538689']
გეთანხმები. ბათუმი ლაივის რეკლამა რომ იყო, საფუნიშვილის მანჭვა-გრეხა გულს მირევდა.
საქმე იქამდე მივიდა, საპატრიარქოს არხს ვუყურებ და ეგაა. ინფორმაციას საიტებზე ვკითხულობ...
მოჩლიფინე წამყვანს მაინც არ ვუსმენ :ch: დიქციას თავი რომ დავანებოთ, ისეთი "დახვექილი ქართულით" მეტყველებენ ხოლმე, რომ შეურაცხყოფილი ვრჩები.
[/quote]
ვაიმე მაგ გოგოზე ალერგია მაქვს
მოკლედ კატასროფის წინაშე ვართ რაა,ვიღაცამ უნდა ითავოს და საყოველთაო პროტესტი უნდა გამოვუცხადოთ ტელევიზიებს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='deako' date='01 October 2010 - 02:19 PM' timestamp='1285928365' post='535880']
[b]როგორ ფიქრობთ, რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს დღეს ტელევიზია?
უნდა იყოს ის საგანმანათლებლო, თუ მხოლოდ მაყურებლის გართობაზე და განტვირთვაზე უნდა ზრუნავდეს?
რას უნდა მიაქციოს მან ყურადღება - ხარისხს თუ მხოლოდ რეიტინგს?
როგორც პრაქტიკა, გვიჩვენებს ხარისხიანი ყოველთვის არაა რეიტინგული.
ვისთვის უნდა იყოს - ხალხი ფართო მასებისთვის, თუ მხოლოდ გემოვნებიანი მაყურებელისთვის?

და ბოლოს, ვინ რატომ უყურებთ ტელევიზორს? (თუ საერთოდ უყურებთ)[/b]
[/quote]

ტელევიზორი არ მაქვს და მხოლოდ ნეტში ვუყურებ ჩემთვის საინტერესო გადაცემებს შესაბამისი ტელევიზიების საიტებზე.

ჩემი აზრი ასეთია. დიასახლისებისთვის, რომლებიც ასე თუ ისე, ძალით თუ ნებით, სახლში სხედან და მთელი დღე ტელევიზორის ყურებით ერთობიან, შესაძლებელია, შუადღის საათებში საღამოს 6-მდე მათთვის საინტერესო იუნტერესო გადაცემების გაშვება. 6-11 საათის პერიოდში ხომ შეიძლება რაღაც საინტერესო, საინფორმაციო, შემეცნებით-გასართობი გადაცემების მიწოდება. არაა აუცილებელი, ყოველ დღე ასე იყოს დახუნძლული პროგრამა, მაგრამ გარკვეულ დღეებში რომ ცოტა ადრე გადიოდეს ისეთი გადაცემები, როგორიცაა მაგალითად გვახარიას გადაცემა და ისეთებიც, რომელთა ანალოგიც ჯერ საქართველოში არ მოიძევება, შეიძლება უფრო მეტმა უყუროს ტელევიზორს, ვიდრე აქამდე.

მცირე მაგალითს მოვიყვან. ქართული მედიის რეალობაში შედარებით საინტერესო გადაცემად მიმაჩნდა დროება, იმიტომ რომ გარდა უახლესი ინფორმაციისა, იძლედა კიდევ სხვა მრავალ, სხვადასხვა სახის ინფორმაციას. P.S და დროება ერთდროულად გადიოდა, მახსოვს და ყოველთვის დროებას ვანიჭებდი უპირატესობას (ოღონდ ასათიანის ატანა მაშინაც არ მქონდა). ახლა შეიძლება მავანმა თქვას, დიდი ვერაფერი ბდენა იყოო, მაგრამ მაშინ ყველაზე აზრიანი და საინტერესო, თანაც "ადამიანურ" დროს (რომ არ მეძინა) ეგ გადაცემა იყო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ტელევიზიაში რა თავისუფლად იქნებიან უკეთესი გონიათ... ვერ ვიტან ამ თბილისი ლაივს..


სერიოზული რეფორმებია გასატარებელირა, ეს ტიტრებიც რა უბედურებაა, სრული ბედნიერებისტვის ის ღა მაკლდა საქარტველოში ფილმებს ინგლისურად ვუყურო...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ინგლისურს ასი წელი არ ვისწავლი იმიტო რო მეზიზღება ეგ ენა და ჩემ მშობლიურ ენის დისკრედიტაციას ნუ ახდენენ [/quote]

ის, რომ ტიტრებით ფილმის ყურება არ გინდა, გასაგებია. მაგრამ ეს, რაც დავაკოპირე, იმპულსური და დაუფიქრებელი ადამიანის ნათქვამს ჰგავს. ინგლისური ენის სწავლით შენ შენს ენას არაფერ ზიანს არ მოუტან. პირიქით, ენა ის მედიუმია, რომელიც თვალსაწიერს ავითარებს, ჰორიზონტს აფართოებს და გეხმარება შენივე დედაენის უკეთ აღქმასა და სიყვარულში.
"რაც მეტი ენა იცი, მით მეტი კაცი ხარ" - ყოველ დღე ვრწმუნდები ამ გამოთქმის სისწორეში.

თუ გინდა, მტერი ადვილად დაამარცხო, მისი ენა და კულტურა უნდა შეისწავლო.

სხვა რელსზე გადავედი, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც საჭირო დროსა და ადგილზე ვუპასუხე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რამდენი ზიზღი და ბოღმაა გამოხატული, "ვერ ვიტან, მეზიზღება " არ უყურო და მორჩა რა
ეს ფრაზა ხომ საერთოდ , "ინგლისურს ასი წელი არ ვისწავლი ეგ ენა მეზიზღება" ინგლისურიც უნდა ისწავლო და ბევრი სხვა ენაც, შენთვის არის კარგი გამოგადგება. საბჭოთა კავშირი აღარ არის მხოლოდ რუსულით რომ გადიოდი ფონს. მოდი ესეთ კითხვას დავსვამ: რამე მოგწონთ ქართული ტელევიზიის?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]რამე მოგწონთ ქართული ტელევიზიის? [/quote]
[i]ა[b]ღ[/b]არაფერი[/i] :)
ფეხბურთის გარდა აღარც ვუყურებ რამეს.
კრიტიკის უფლება კი გვაქვს მგონი, ტაშს რომ უკრავენ და არ ეუბნებიან, რომ მარაზმია, მაგიტომ ვართ ასე :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]საგანმანათლებლო ფუნქცია საგანმანათლებლო ფუნქციაო, ჰოდა ეგერ თქვენი საგანმანათლებლო ფუნქცია ტიტრების სახით.
დასხედით და განათლდით ინგლისურში[/b] :huh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვაიმეჰ აი მცხეთობას ვისვენებდი სახლში ვიჯექი და იძულებული ვიყავი საღამომდე ტელევიზორთან ვმჯდარიყავი დილიდან მოოლებული ერთი საინტერესო გადაცემა არ მინახავს გავგიჟდი და გავბრაზდი... და რუსთავი 2–ს საერთოდ რაზე აქვს პრეტენზია რომ შემეცნებითი არხია მიკვირს კურიერი და სერიალი სხვა არ გადის არაფერი... :blink: დაირქვან ტელესერიალების არხი და შეგვეშვან რა... გული გამისკდა მართლა :mellow:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვეტ გავიგე ტელევიზია მხოლოდ პენსიონრებისტვისაა? სულ სერიალი ახალი ამბები სერიალი ახალი ამბები ასეა დილიდან საღამომდე და მერე გაუშვებენ ტიტრებიან ინგლისურენოვან ფილმს...

ვაი თქვენს პატრონს!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]deako[/b]

[quote]ტელევიზიის დანიშნულება [/quote]
ხალხის კონტროლი


ტელევიზიით რასაც გინდა ანახებ და ისე იყენებ

თან ფულს აკეთებ
1

Share this post


Link to post
Share on other sites
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gdstv&seekTime=13-06-2013+23%3A33
აი, ეს ნამდვილად არაა ტელევიზიის დანიშნულება. ეგ კი არა და, საჩივლელად აქვთ საქმე. დაუშვებელია, თუნდაც კერძო კომპანია, ასეთ არაეთიკურ, ამორალურ, უზნეო კადრებს აჩვენებდეს პირდაპირ ეთერში.
ახლაც გული მერევა.

დაირქვან პორნო არხი და პრეტენზია აღარ მექნება. როცა მუსიკალურ-შემეცნებით-გასართობ არხზე გაქვს პრეტენზია, ამ ამაზრზენ სურათს არ უნდა უშვებდე.

ამას დამატებული, ეს არხი პირდაპირ კავშირშია პრემიერ-მინისტრის ოჯახთან. დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფო მოღვაწეებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან უზნეობის პროპაგანდას, დარწმუნებული ვარ, განგაში მოჰყვებოდა. პოლიტიკოსებს იქ ცოლის ღალატს არ ჰპატიობენ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს.

ეს რა უმსგავსობაა, გაოგნებული ვარ!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს რა ჯანდაბას ვუყურე,რა უბედურებააა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='deako' post='535880']
ტელევიზიის დანიშნულება
[/quote]
დეზინფორმაცია! მას იდეოლოგია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0