Sign in to follow this  
Followers 0

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

152 posts in this topic

[quote name='Geo soldier' timestamp='1300448583' post='613646']
თუ არ მალავენ რატომ არ ვიცით რამდენი კაცი დავკარგეთ?
[/quote]
ნუ გიყვარს ყველაფრის გართულება. ლებუმ და ვალტერმა თუ არ იციან არ ნიშნავს რომ არ ახმაურებენ. მაინც და მაინც საიტზე უნდა გამოჭიმონ ამდენი დაგვეღუპაო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ლებუ' timestamp='1300448895' post='613649']
ნუ გიყვარს ყველაფრის გართულება. ლებუმ და ვალტერმა თუ არ იციან არ ნიშნავს რომ არ ახმაურებენ. მაინც და მაინც საიტზე უნდა გამოჭიმონ ამდენი დაგვეღუპაო?
[/quote]
მე არაფერს არ ვართულებ
შენც,მეც და ვალტერიც მოსახლეობის შემადგენელი ნაწილი ვართ და ფაქტია რომ არ ვიცით ანუ მოსახლეობა ინფორმირებული არაა,არც საიტზე წერია,არც პრესაში და არც ტელევიზია ამბობს რამეს დამალვაა აბა რა დავარქვათ მაგას?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ლებუ"][/b],

დამალვა არაა სამინისტრო არანაირ განაცხადს რომ არ აკეთებს

ჩამოსვენების ცერემონიალი

http://www.youtube.com/watch?v=b7wYHAeyyGY
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Geo soldier[/b]
ბევრი ძებნა არ იყო საჭირო. 6 ჯარისკაცია დაღუპული

http://saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=3967:2011-02-22-12-12-53&catid=88:politika2&Itemid=457
http://www.newsline.ge/?p=14649

[b]WALLTER[/b]
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=&Id=927
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ლებუ"][/b],
ეგ არაა კონკრეტული ინფორმაცია და მე მაგათი ციფრების არასდროს არ მჯერა.2004-ში ცხინვალის რეგიონში გაცილებით მეტი დავკარგეთ ვიდრე სამინისტრომ თქვა,ეჭვი მაქვს ასე მოხდა 2008-შიც და მითუმეტეს ავღანეთის მონაცემებს ისე მოვატყუებენ ვერც ვერავინ ვერ გაიგებს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' timestamp='1300450104' post='613659']
[b][member="ლებუ"][/b],
ეგ არაა კონკრეტული ინფორმაცია და მე მაგათი ციფრების არასდროს არ მჯერა.2004-ში ცხინვალის რეგიონში გაცილებით მეტი დავკარგეთ ვიდრე სამინისტრომ თქვა,ეჭვი მაქვს ასე მოხდა 2008-შიც და მითუმეტეს ავღანეთის მონაცემებს ისე მოვატყუებენ ვერც ვერავინ ვერ გაიგებს
[/quote]
თუ მასე მსჯელობ და იცი რომ თავდაცვის სამინისტრო მალავს, რაღატომ სვამ კითხვას ფორუმზე? ისინი თუ მალავენ ჩვენ საიდან გვეცოდინება?

2004 ის არ ვიცი , მაგრამ 2008 ში არ დაუმალავთ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ლებუ"][/b],
მე ვგულისხმობ რეალური მონაცემების დამალვას თორე რაღაც ციფრებს კი ამბობენ

ოქრუაშვილის მინისტრობის დროს საარტილერიო სწავლებაზე "მეგობრული" ცეცხლით დაიღუპნენ ჯარისკაცები თუმცა სამინისტრო ამ ფაქტის მიჩქმალვას შეეცადა მაგრამ თვითონ ჯარისკაცებისგან გახდა ცნობილი ეგ ყველაფერი და ასეთი ფაქტები საკმაოდ ხდება ასე რომ შეიძლება არ არსებობდეს ოფიციალური ინფორმაცია მაგრამ საზოგადოებაში მაინც გაჟონოს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კი უნდა აცხადებდნენ, მაგრამ საზოგადოებას ჭორაობის გარდა არაფერში ჭირდება ეგეთი ინფორმაცია. მოიფხანენ გულს ლანძღვით რომ უცოდინარი და დაუკვირვებელი ოფიცრები გვყავს და დაღუპულები ერთი წუთით არ გაახსენდებათ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ლებუ' timestamp='1300451202' post='613668']
კი უნდა აცხადებდნენ, მაგრამ საზოგადოებას ჭორაობის გარდა არაფერში ჭირდება ეგეთი ინფორმაცია. მოიფხანენ გულს ლანძღვით რომ უცოდინარი და დაუკვირვებელი ოფიცრები გვყავს და დაღუპულები ერთი წუთით არ გაახსენდებათ.
[/quote]
ეგეც კი მართალს ამბობ მაგრამ ყველა სამინისტროს ყავს საზოგადოებასთან ურთეირთობის დეპარტამენტი და რას მიკეთებენ თუკი ყველაფერს მალავენ?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ლებუ"][/b],

მაქვს 2004 წლის დაღუპულთა სია თუ გინდა მოგაწვდი

[b][member="ლებუ"][/b],
მთალად ეგრე არ არის.. გარკვეული ნაწილი სამძიმრს გამთქვამს ან აეროპორტში გადმოსვენების ცერემონიალშI მიიღებდა მონაწილეობას ეს რომ შეიძლებოდეს
ამერიკაშI ბევრად მეტია ვინც ამას ისე გაიგებს როგორც შენ აღწერე მაგრამ არასდროს არ დაუმალავთ

[quote]ვრჩეთ რა, სხვაგან წავალთ ასე.[/quote]

+1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
WALLTER
კარგი იქნება თუ ატვირთავ სადმე

Geo soldier
მვრჩეთ რა, სხვაგან წავალთ ასე. Edited by ლებუ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რიგითი გია გოგუაძე გარდაიცვალა[/b]

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რიგითი გია გოგუაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახს. რიგითი გოგუაძე III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. გია გოგუაძე თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა. მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში გადმოსვენებულია.

რიგითი გოგუაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:(


რა სამწუხაროა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Parseltongue' post='642252']
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რიგითი გია გოგუაძე გარდაიცვალა
[/quote]
როდის?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' post='599113']
დღEს დაიღუპა?
[/quote]
გოგიაშვილი შარშან დაიღუპა... და მასთან ერთად რამოდენიმე კიდევ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='М é x x' timestamp='1308606121' post='642297']
გოგიაშვილი შარშან დაიღუპა... და მასთან ერთად რამოდენიმე კიდევ.
[/quote]
პოსტის თარიღს დაგეხედა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ა არ დამიხედია ისე დავპოსტე. მეგონა ახალი დაწერილი იყო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ლებუ"][/b],

[b]ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გარდა, რამდენიმე სამხედრო მძიმედ დაშავდა[/b]

"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ავღანეთში, თალიბების თავდასხმის შედეგად ერთი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გარდა, რამდენიმე სამხედრო მძიმედ დაშავდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სამ მათგანს სხეულის სხვადასხვა კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა.
"ჯი-ეიჩ-ენი" აღნიშნული ინფორმაციის თავდაცვის სამინისტროში გადამოწმებას ცდილობს და უწყების ოფიციალურ კომენტარს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, თალიბების თავდასხმის შედეგად [u]ორი დღის წინ[/u] კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი გია გოგუაძე დაიღუპა, რაც თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა. ოფიციალური ინფორმაციით, გია გოგუაძე თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა, „მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს".

გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში გადმოსვენებულია. რიგითი გოგუაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებოდა.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Parseltongue' post='642345']
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გარდა, რამდენიმე სამხედრო მძიმედ დაშავდა
[/quote]
ასე თუ გაგრძელდა ავღანეთში უფრო მეტი ჯარისკაცი გვეყოლება დაკარგული ვიდრე რუსეთთან ომში :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს უმცროსი სერჟანტის რეზო ბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. უმცროსი სერჟანტი ბერიძე III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. რეზო ბერიძე პატრულირებისას, თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში გადმოსვენებულია. უმცროსი სერჟანტი ბერიძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა, ის ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცუდია, ღმერთმა აცხონოს!

ასე ორი სიტყვით და მორჩა? მემგონი გაცილებით მეტს იმსახურებენ!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
“თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს” – მსგავსი ტექსტის თქმა სულ უფრო ხშირად უწევთ ჩვენს ჟურნალისტებს და თითოეული ასეთი ნიუსის შემდეგ ყველას ენით აღუწერელი სულის ტკივილი ეუფლება და ებადება კითხვა : “რატომ”, “მერამდენე”. რატომ უნდა იხოცებოდნენ ქართველი ჯარისკაცები სადღაც ავღანეთში? მერამდენე ქართველი უნდა დაიღუპოს იმ საქმისათვის, რომელიც რეალურად მის სამშობლოს არაფერში არგია? მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოს ჯარები გამოჰყავს, საქართველო პირიქით – ზრდის . ვისის გულის მოსაგებად კეთდება ეს? მაშინ როდესაც ხელისუფლება გამუდმებით გვიმეოებს : “რა დროს მიტინგებია ხალხო, მტერი 40 კილომეტრშია” ის 2000-მდე ჯარისკაცს გზავნის სადღაც. რას ნიშნავს ეს?! ალბათ იმას რომ არანაირი ხელმეორე აგრესიის საფრთხე აღარ არსებობს და უბრალოდ რუსეთისგან “ზლოი მედვედს” გვიქმნიან, მიტინგებზე რომ არ ვიაროთ. ბევრი იტყვის, “როგორ თუ რა უნდათ, ნატოსაკენ მიმავალი გზა ხომ ავღანეთზე გადის”-ო. აი მე კი ვუპასუხებ – ნურას უკაცრავად ! გახსოვთ, როდესაც ერაყში მიდიოდნენ ქართველები ხელისუფლება მაშინაც ასე გვაიმედებდა, მაგრამ რა?! არც ერთ ქვეყანას ნატოსაკენ მიმავალი ასეთი გრძელი სისხლ–ცრემლიანი გზა არ გაუვლია, მაგრამ რატომღაც კარს არავინ აღებს. “ზატო სამხედრო გამოცდილებას იღებენ”-ო ამასაც იტყვის ვინმე და მაგასაც ვეტყვი – ნურას უკაცრავად ! ცხინვალის მისადგომებთან ერაყში ნაბრძოლი ჯარისკაცები იდგნენ, მაგრამ რა ?! როდესაც რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ მიიტანა მათზე იერიში, რაში გამოადგათ ერაყული გამოცდილება?! ერაყში (და ავღანეთშიც) ქართველები პოლიციურ ფუნქციას ასრულებენ, ანუ პატრულირებენ გზებზე, აწყობენ ე.წ. “ზაჩისტკებს”. თუ რუსეთმა მართლაც მოინდომა აქ შემოსვლა მათ ეს არაფერში გამოადგებათ. ქართველი ჯარისკაცი ტანკის აფეთქებასა და თვითმფრინავის ჩამოგდებას უფრო უნდა სწავლობდეს, ვიდრე ოთახების შემოწმებას. მესამე არგუმენტსაც შემომტყორცნის მავანი: “ეს იმისთვის კეთდება, რომ საერთაშორისო იზოლაციაში არ მოვექცეთ”-ო. ნუ კაი, დაუშვათ გვინდა, რომ მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ და მსოფლიომ არ დაგვივიწყოს, აუცილებელია იქ 2000 კაცის გაგზავნა ?! გვაქვს კი ამის ფუფუნება?! თუ ეს ასე აუცილებელია, ხომ შეიძლება იქ სიმბოლურად იყოს ქართული არმია წარმოდგენილი, ორი ან სამი ასეულით.
ბოლოს იმედგადაწურული იმასაც იტყვის მავანი: “აუ იცი მანდ რა ხელფასებია”. აი ეს კი ყველაზე ამაზრზენი არგუმენტია. მე არ მინდა ის, რომ ქართველი ჯარისკაცი ფულისთვის ომობდეს და იყოს ე.წ. “ნაიომნიკი”. მეომართა კასტა, რომელთაც ყველა ამრეზით უყურებს და “ომის ძაღლებს” ეძახის. მაგრამ ყველაფერს ეშველება, ყველა კითხვის ნიშანს თავისი წერტილი ელოდება და ადრე თუ გვიან დაისმება კიდეც . სამწუხაროდ არაფერი ეშველება ავღანეთში და ერაყში დაღუპულ ქართველ სამხედროებს, იქ დასახიჩრებულ მებრძოლებს (ამ უკანასკნელთა შესახებ თავდაცვის სამინისტროს ისედაც სიტყვაძუნწი პრესსამსახური კიდევ უფრო მეტად სდუმს). არად დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭები სამშობლოს აქ უფრო გამოადგებოდნენ, ვიდრე იქ.
ბოლოს კი ჯანსულ ჩარკვიანის ლექსით მინდა დავასრულო ეს ჩემი მოკლე წერილი : “საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი !”
ერაყსა და ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სია :

ავალიანი გიორგი
ბერიძე რევაზ
გოგიაშვილი რამაზ
გოგუაძე გია
გვენეტაძე ზურაბ
ვერსკიანი ვალერი
ივანიაძე ლავროსი
კალანდაძე ნუგზარ
კოლოხიტაშვილი გიორგი
კორძაია ირაკლი
მარგიევი გიორგი
შუკვანი მუხრან
ჩიგოშვილი გიორგი
ცეცხლაძე დავით

[url="http://pix.ge/"][img]http://a.pix.ge/h/011ts.jpg[/img][/url]





[url=http://www.ireporter.ge/2011/09/01/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98/]წყარო[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=1127
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ავღანეთი ჩვენი მეორე სამშობლოა :yes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მსგავსი თემა არის უკვე!

http://tbiliso.ge/index.php?/topic/8364-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A6/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0