Sign in to follow this  
Followers 0

გენმოდიფიცირებული პროდუქტები

62 posts in this topic

[b][member="kapucino"][/b],

მაგის გაქრობა და ნახევარი მსოფლიოს (თუ მეტი არა) შიმშილობა ერთი იქნება...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='GeeG' post='692504']
kapucino,

მაგის გაქრობა და ნახევარი მსოფლიოს (თუ მეტი არა) შიმშილობა ერთი იქნება...

[/quote]
არ იქნება, ნორმალუ ტექნოლოგიებს თუ არ ჩაკლავენ და მისცმენ გზას. აქ საკმაო მსჯელობა იყო ამ საკითხზე, თუ გადახედავ, მიხვდები, რატომაც კლავენ სხვა სახის წარმოებას და ავითარებენ მარტო ამ შავ ჭირს.

რატომ იბადებიან ამდენი დაავადებით ბავშვები, არ გიჩნდებათ კითხვა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[u][b]GeeG[/b][/u]
შენი აზრით, რატომ ისეტყვება სულ კახეთი, ბოლო რამოდენიმე წელია? იმიტომ რომ სათანადო პირობები არ არის, დარღვეულია ნალექიანობის და რაღაც ამგვარი ზონები, ამდენი ხეების მიჭრა-მოჭრის და გაკაფვის გამო. ტერმინოლოგიაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ატმოსფერული ზონა, რომ გადაჯიშდა უკვე კარგად ჩანს.
ხოდა თვითონ ჭამონ ეს გენმოდიფიცირებული საკვები და ჩვენ ნატურალურს შევჭამთ, ვინ უფრო მალე მოკვდება, მაგასაც დავინახავთ...

რატო ცოცხლობდნენ ადრე ადამიანები 80-90 წლამდე და თან ჯანიანები იყვნენ და ეხლა 70 წლის ისეთი მოჩაჩანაკებულია, გაგიკვირდება.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მე პირადად გენმოდიფიცირებული საკვები თუ შემხვდა რამე, საშინელი ალერგია მეწყება. ორგანიზმისთვის უცხო გენებია და ებრძვისო, ამიხსნეს ექიმებმა. და კიდევ კარგიო, რომ ასეაო.

[b][member="kapucino"][/b],
ზუსტად ასეა, რიკოთი რატომ წაიღო, გაჩეხეს ზევით ტყეები. ჩინელებს მიჰყიდეს, მეწყერებმა წალეკა ქვეყანა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საკმაოდ კარგი რეპორტაჟი გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ.
კანონი მიიღეს და მალე ალბათ იქნება წარწერებიც..
მოკლედ, ნახეთ. საინტერესოა.
[media]http://www.youtube.com/watch?v=S_R6DKcJR6w&feature=share[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='713341']
საკმაოდ კარგი რეპორტაჟი გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ.
კანონი მიიღეს და მალე ალბათ იქნება წარწერებიც..
მოკლედ, ნახეთ. საინტერესოა.
[/quote]
ამ სიუჟეტს მეც გადავაწყდი შემთხვევით პირდაპირ ეთერში და გავოცდი, რუსთავი2-ის შესაძლებლობებმა გამაოცა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='713342']
გავოცდი, რუსთავი2-ის შესაძლებლობებმა გამაოცა.
[/quote]
+1
თურმე შესძლებიათ არა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუჰ როდის ჩამოვალ საქართველოში 6 წელია ჯანმრთელი საჭმელი არ მიჭამია :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არც აქაა დიდ არაფერი :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუ როგორ მეცოდებიან ეს ცხოველები ამათზე რომ აატარებენ ცდებს :( :( რა უბედურებაა რა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][b] საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება[/b][/size]

11:42 03-02-2014
საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება. ქვეყნის ტერიტორიაზე , მისი გარემოში ინტროდუქცია იკრძალება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლი საქართველოში თავისუფლად აღარ შემოვა, შემოსვლის შემთხვევაში კი, მისი ინტროდუქცია, ანუ ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება, რაც ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება.
ამ ყველაფერს "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე გადაუგზავნა.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის საბაზრო ქსელში განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მხრივ რაიმე ტიპის რეგულაციებს არ აწესებს.
"ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ გენმოდიფიცირებული თესლი და გენმოდიფიცირებული თესლისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც შეიძლება შემოდიოდეს საქართველოში. ჩვენ მეორეს არ ვკრძალავთ და ამას ვერც ავკრძალავთ, მაგრამ [i][b]საქართველო გამოცხადდება დახურულ ზონად ცოცხალი გემოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით შექნილი თესლებისთვის, ანუ გემოდიფიცირებული სათესლე ნედლეული საქართველოში არ უნდა შემოვიდეს. სამეცნიერო წრეებში დღემდე მიდის დავა, ბჭობა სასარგებლოა, თუ უსარგებლოა ის და შეუძლია თუ არა ავნოს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენ არ გვინდა რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამასთან, არა გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწების გიგანტური ფართობები, მაგრამ საქართველო ევროპის კონტინენტზე ფაქტიურად არის უკანასკნელი კუნძული ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით. ჩვენი სოფელი ამ კუთხით განადგურებული და წამხდარი არ არის. შეიძლება უამრავი მაღალხარისხანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. ამით ვართ ჩვენ საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და ამით უნდა შევიდეთ ჩვენ ევროპის სასურსათო ბაზარზე. [/b][/i]ჩვენი სამარკო ნიშანია სუფთა თაფლი, სუფთა ბაღჩეული, ბოსტნეული, ხილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის ცნობით, საკითხი მთავრობამ დეტალურად შეისწავლა და საქართველოში გამოვლენილია მხოლოდ ორი კომპანია, რომელსაც ცოცხალი გემოდიფიცირებული ორგანიზმები შემოაქვს, ან გასულია იმ კომპანიაბზე, რომლებიც ამგვარ პროდუქციას აწარმოებენ.
ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანიც იქნება.
"ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონპროექტს თან ახლავს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით საქმიანობის წესების დარღვევაზე, მათი ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევაზე და ასე შემდეგ, პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/268632-saqarthvelo-cockhali-genmodificirebuli-organizmebisthvis-dakhurul-teritoriad-ckhaddeba.html


პ.ს. ძალიან მიხარია : )))
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან კარგი, მეც მიხარია :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0