Sign in to follow this  
Followers 0

გენმოდიფიცირებული პროდუქტები

62 posts in this topic

[quote]არის ასეთი პური: დოლის პური ქვია. ქართული ტექნოლოგიით ამზადებენ და გაცილებით ჯობია ჩვეულებრივ პურს. თან გემრიელია, განსაკუთრებით "სერი".
[/quote]
სად იყიდება ? ვინ ამზადებს ?
განსხვაბუელი შეფუთვაა აქვს , ანუ როგორ უნდა მიხვდე დოლისაა თუ სხვა რამის :unsure:
ეტიკეტი ექნება ალაბთ
მე არასდროს მინახავს რავი :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]BeQUshA[/b]

ზოგიერთ მაღაზიაში და სუპერმარკეტში იყიდება. დოლის პური ჰქვია, ეტიკეტიც აქვს და პარკებშია შეფუთული. ზოგან საპატრიარქოს პურსაც ეძახიან. ძველი ქართული ტექნოლოგიით მზადდება ვიტამინების და თანამედროვე საფუარის გარეშე. იკითხე დოლის პური და თუ ექნებათ გეტყვიან. ფქვილის ხარისხზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დანამატები მაინც არ აქვს და ეს უკვე დიდი შეღავათია. თანაც ძალიან გემრიელია. Edited by Atman
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ერთ - ერთ საიტზე წავაწყდი ინფოს ახალ კარტოფილდ რო ვეძახით პატარები რომ არის ეგ ყოფილან გენმოდიფიცირებული, ასევევ პატარა წვრილი რგვალი პომიდორები :) რავიცი დაგვრხევია და ეგაა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ გენმოდიფიცირებული რუსული პროდუქციის სიას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის ნუსხაში ძირითადად ხორცპროდუქტები: [b]სოსისი, სარდელი, ძეხვეული, პელმენი, პაშტეტი, კატლეტი და თევზეულია შეტანილი.[/b]

„ქართველი მწვანეების“ მტკიცებით, გენმოდიფიცირებული პროდუქცია საქართველოში რუსულ ხოცპროდუქტების კომპანიებს [b]“დარიას“, „კლინსკის“, „კამპომოსს“, „ოსტანკინოს“, „მიქოიანოვსკის“ და „ჩერკიზოვსკის“[/b] შემოაქვს.

მწვანეებში აცხადებენ, რომ ეს ექსკლუზიური ინფორმაცია რუსეთის მწვანეთა მოძრაობამ მიაწოდათ, რომელმაც პროდუქციის კვლევა მოსკოვის ციტოლოგიის ინსტიტუტში ჩაატარა. საქართველოს მწვანეები ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნეა, რადგან ასეთი პროდუქციის მიღება იმუნიტეტის დაქვეითებას, ალერგიებს და მოწამვლას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ დეპუტატმა გიორგი გოგუაძემ „საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ კანონპროექტის განხილვა არ მომხდარა.

კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების ანუ თესლის და ქვირითის შემოტანის აკრძალვას და უკვე მზა პროდუქტის მინიმუმ მარკირებას ითავლისწინებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ფაქტია, რომ გენმოიფიცირებულ პურს ვჭამთ, იმიტომ რომ ქართული ჯიშის პურს სათესლედაც ძლივს თუ იშოვი. [/quote]
ცუდადაა საქმე მართლა. მერე უკვირთ, რატომ გახშირდა ალერგია და რატომ იბადებიან ბავშვები ამდენი პათოლოგიით....

ყველაფერს ვერიდები შეძლებუსდაგვარად: ჩიფსებს, გარეთ ნაყიდ ფატ ფუდებს, მაკდონალდსში სულ სამჯერ ვარ ნამყოფი და და ისიც სხვა შევყევი :D

[quote]
მეორე ნაბიჯი ინფორმაციის გავრცელებაა, ინტერნეტით და ისედაც.[/quote]
არ სჯერა რატომღაც ხალხს.... ბლოგე მინდა დავდო ინფო და დავიხმარ ამ პოსტებს თქვენი ნებართვით :* ავტორის მითითებით...

პ.ს. ამჟამად ჩემს ოჯახში ჩვენი მოუვანილი ეკოლოგიურად სუფთა არაგენმოდიფიცირებული პროდუქტებია :rolleyes:
გენმოდიფიცირებული ფქვილი "თონეში არ დგება" ეგრევე ვარდება,ა მიტომ სოფლის თონის პური უსაფრთხოა :)
და კიდევ, ე.წ. დოლის პური იყიდება (ქართული ხორბლის ჯიშია) საპატრიარქოს პურს ეძახიან...

[quote]სად იყიდება ? ვინ ამზადებს ?
განსხვაბუელი შეფუთვაა აქვს , ანუ როგორ უნდა მიხვდე დოლისაა თუ სხვა რამის :unsure:
ეტიკეტი ექნება ალაბთ
მე არასდროს მინახავს რავი :( [/quote]
დღეს ახლავე დავდებ ფოტოს ეტიკეტის, მრგვალი პურია, გამჭვირვალე პარკშია შეფუთული.

[quote]ერთ - ერთ საიტზე წავაწყდი ინფოს ახალ კარტოფილდ რო ვეძახით პატარები რომ არის ეგ ყოფილან გენმოდიფიცირებული, ასევევ პატარა წვრილი რგვალი პომიდორები :) რავიცი დაგვრხევია და ეგაა [/quote]
ყველა არ მგონია ბექ, ახალი კარტოფილი წესით ისაა, გაზაფხულზე რომ იღებენ ადრე. "ძველი კარტოფილიც ბევრია" გენმოდიფიცირებული :D გენმოდიფიცირებული ძველი კარტოფილი არ იწვება, რაღაც ჯანდაბა ემართება ტაფაში და წითლდება :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]დღეს ახლავე დავდებ ფოტოს ეტიკეტის, მრგვალი პურია, გამჭვირვალე პარკშია შეფუთული.[/quote]
მადლობა სერაფიტ, უკვე ვნახე მაღაზიაში. :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ესეც დოლის პურის ეტიკეტი, ცეხვილი პური აწერია. ახალს რომ ვიყიდი, მის ფოტოსაც გაახლებთ :)
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/b/alm9i.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/s/dpddv.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]serafit[/b]
უი ასეთი არ იყო :შ

მარა ისიც საპატრიარქოს ნიშნით იყო :? :unsure:



აღარ მომწონს ეს ამბავი უკვე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]მარა ისიც საპატრიარქოს ნიშნით იყო :?[/quote]
არ აქვს საპატრიარქოს ნიშანი, გამყიდველმა მითხრა ეგრე და სიმართლეა თუ არა ვერ გეტყვი. რომელი ისიც, ვერ მივხვდი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნუ ახლა რა უნამუსობაა რა :angry:

ვერ გავიგე მე , ქართული ტექნოლოგიით დამზადებული პური ხალხს არ უნდა ხმარდებოდეს ? :angry: :angry:

[b]1.25 ; 1.35 [/b] , რა ამბავია ?
ეს გაჭირვებული ხალხი ამის მყიდველია ?

აწყობენ რა ბიზნეს ბლ...ძ :angry:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]1.25 ; 1.35 , რა ამბავია ?
ეს გაჭირვებული ხალხი ამის მყიდველია ? [/quote]
სად ღირს ეგრე და რა? ეს დოლის პური 90 ღირს
და მე პირადად კვირაზე მეტ ხანს მყოფნის :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ინტერნეტის საშუალებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ თავის პროდუქტებში გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: "ნესტლე", "ლიპტონი" (ჩაი), "კალვე" (მაიონეზი, კეტჩუბი), "რამა" (კარაქი), "ნესკაფე" (ყავა და რძე), "კოკა-კოლა", "პეპსი" და სხვა.[/quote]
:cha: ამას ყველა მიირთმევს და ძალაინ სისტემატიურადაც...


არჩევანი გადაშენებასა და შიმშილს შორის : D
ვინც გენმოდიფიცირებული პროდუქის ჯიში გამოიგონა სისხლისმგღვრელი ომის გარეშე დედამიწის მოსახლეობის გადაშენებას შეუწყო ხელი. ჭკვიანურია. აშკარად ბევრნი ვართ უკვე. : |

გუშინ სანაიას რეპორტაჟს ვუყურე და ემოციურ შოკში ვარ :D მემგონი საერთოდ გადავეჩვიო ჭამას ჯობია :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]გადავეჩვიო ჭამას ჯობია[/quote]
ჰო
ყველა მაგ დასკვნამდე მიდის :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='georgevna' date='05 December 2010 - 09:06 PM' timestamp='1291565170' post='564096']
ჰო
ყველა მაგ დასკვნამდე მიდის :D
[/quote]
სვანზეა ერთ უხერხული ანეგდოტი და ის ამხსენდება სულ გადაჩვევაზე რომ იწყებენ ლაპარაკს :D

ჰო და მოდი ახლა და ნუ დაეთანხმები თარგამაძის კოხტას (წუბ) უნდა აიკრძალოს გენმოდიფიცირებულის შემოტანა. და არ მაინტერესებს ეს ბაზარზე რას გამოიწვევს და რა თანხები დაუჯდება სახელმწიფოს მსგავსი პროდუქტის შემოტანაზე კონტროლის მექანიზმის შემოღება_განხორციელებისთვის. ადამიანის სიცოცხლე უპირველესი ღირებულებაა (ც) გიორგ-ია :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote] ადამიანის სიცოცხლე უპირველესი ღირებულებაა (ც) გიორგ-ია[/quote]
რეალურად დაგავიწყდა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ninikela[/b]
მთავარია შენ გახსოვს, ნინიკ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გუშინ იყო, ვახო სანაიასთან ამაზე საუბარი.
ცოტა დავმშვიდდი, მარკირებას გაუკეთებენ 2011 წლიდან გენმოდიფიცირებულს.
გიორგი გოგუაძემ ძალიან კარგად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩემი მხივ ნაყიდი პეჩენიები და ეგეთები ამოვიღე მენიუდან და პურიც მხოლოდ საპატრიარქოსი.
თუ ვერ ვიყიდი მაგ პურს, საერთოდ არ ვჭამ პურს.

პურზე ალერგია ქონდეს ადამიანს, გაგიგიათ? :blink:

[quote]ჰო და მოდი ახლა და ნუ დაეთანხმები თარგამაძის კოხტას (წუბ) უნდა აიკრძალოს გენმოდიფიცირებულის შემოტანა. და არ მაინტერესებს ეს ბაზარზე რას გამოიწვევს და რა თანხები დაუჯდება სახელმწიფოს მსგავსი პროდუქტის შემოტანაზე კონტროლის მექანიზმის შემოღება_განხორციელებისთვის.[/quote]
დიდი არაფერი თანხები არ უნდაო, წარმოიდგინე, თანახმაა პარლამენტი ამაზე. უბრალოდ აკრძალვას განუკითხაობა მოყვებაო, ჩუმად შემოტანაო ანუ. ამიტომ მარკირება ჯობსოოო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა სისულელეა ეს მარკირება. გაბოლებენ ხალხო. რომელი შემომტანი თუ მწარმოებელი გეტყვის, ჩემი პროდუქცია ნაგავია და სხვა იყიდეო. მანდ ნახე, რა ფულაობა წავიდეს.

რა ვიცი, გერმანიაში არ მინახავს მარკირებული პროდუქტები, თუნდაც ნებისმიერი სხვა სახით რომ შეიძლებოდეს გარჩევა გენმოდიფიცირებულისა ჯანსაღი პროდუქტისაგან. საქართველოში კონტროლის რა მექანიზმები შეიმუშავეს ისეთი, რომ მარკირებით აიცილებს მომხმარებელი ნაგვის შეძენას.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]რა სისულელეა ეს მარკირება. გაბოლებენ ხალხო. რომელი შემომტანი თუ მწარმოებელი გეტყვის, ჩემი პროდუქცია ნაგავია და სხვა იყიდეო. მანდ ნახე, რა ფულაობა წავიდეს.
[/quote]
მთლად ეგრეც არაა.

myvideo-ზე ნახეთ რა ის გადაცემა :)

ტვინითაც უნდა აიცილო - ჩიპსებით რომ იტიკნებიან ბავშვები და მაკდონალდსიდან არ გამოდიან, რა პროდუქციაა, როგორ გგონიათ??
გერმანიაში ალბათ არ არსებობს კანონი, არ ვიცი.

ვნახოთ, ველოდები მოქმედებებს და შევაფასებ.
მეტი მაინც არ შემიძლია :)

პ.ს. თუ არ მიხედეს ამ საქმეს, იმ გენმოდიფიცირებულს თვითონაც შეჭამენ, სუპარმარკეტების ბოსტნეულის 80% გენმოდიფიცირებულიაო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Serafit[/b]
myvideo-ს საზღვარგარეთ უფასოდ ვერ ვუყურებ სამწუხაროდ და არც ფულის გადახდის სურვილი მაქვს მაგაში.

მხოლოდ სუპერმარკეტები და ბოსტნეული არაა საქმე ნინო, არც მხოლოდ მაკდონალდსის საკვებია უვარგისი. როგორც იცი, ხორბალთან ერთად დიდი რაოდენობის სიმინდის პროდუქტებსაც მოვიხმართ საქართველოში.

გასარკვევია, რამოდენიმე წლის წინ დიდი რაოდენობით ამერიკულმა ხორბალმა რომ ქართული ჩაანაცვლა და გლეხებს დაურიგდათ დასათესად, რა ჯიშისა და წარმოშობისა იყო. ამერიკა თავის ნაგავს განუვითარებელ ქვეყნებს სტენის, ევროპას ვერ აძალებს.

რადგანაც გენმოდიფიცირებული არა მხოლოდ შემოტანილი, არამედ ადგილობრივი ნაწარმიც შეიძლება იყოს, ამიტომ ეჭვქვეშ ვაყენებ მარკირების შესაძლო სიკეთეს. ამასთან ერთად, კიდევ ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ "ფულაობას" და ჩაწყობებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]გასარკვევია, რამოდენიმე წლის წინ დიდი რაოდენობით ამერიკულმა ხორბალმა რომ ქართული ჩაანაცვლა და გლეხებს დაურიგდათ დასათესად, რა ჯიშისა და წარმოშობისა იყო. ამერიკა თავის ნაგავს განუვითარებელ ქვეყნებს სტენის, ევროპას ვერ აძალებს. [/quote]
ეგ ზუსტად ვიცი, რომ პირველი პარტია ჩვეულებრივი იყო, მაგრამ არც თუ ისე კარგი.
მეორე ეგ ნაგავი.

ამიტომ ამოვიღე რაციონიდან ყველანაირი ფქვილეული ლამის :D
სხვათაშორის, გენმოდიფცირებული ხორბლის ფქვილისგან მოზელილი ცომი თონეში არ დგება, ასე რომ თონის პური უსაფრთხოა ალბათ...


[quote]რადგანაც გენმოდიფიცირებული არა მხოლოდ შემოტანილი, არამედ ადგილობრივი ნაწარმიც შეიძლება იყოს, ამიტომ ეჭვქვეშ ვაყენებ მარკირების შესაძლო სიკეთეს. ამასთან ერთად, კიდევ ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ "ფულაობას" და ჩაწყობებს. [/quote]
ადგილობრივი გლეხის მოწეულსაც გაუკეთდებაო მარკირება და რა ვიცი, რა ვიცი.
ფულაობა და ა.შ. შეიძლება, მაგრამ შენ გგონია ბევსრ მიაჩნია საფრთხედ??? 3წლის წინ ბიცოლაჩემმა დათესა გენმოდიფიცირებული კიტრი.
იმხელა გაიზარდა, ჩვეულებრივ კიტრზე 4ჯერ დიდი იყო ლამის.
კინაღამ გადავირიე. მერე რაო, მთელ ოჯახს გაუკვირდა. ძილივს დავარწმუნე, რომ მავნეა...

ამასთან, ტურისტები ინტერესდებიან, რითი იკვებებიან, ხომ არ იყენებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას იმ ქვეყანაში, სადაც ჩადიან.
ესეც აიძულებთ, რომ მიაქციონ ყურადღება.

თანაც, იმდენს ხვდებიან, რომ [u]მათთვისაცაა საფრთხე[/u]

კიდევ:
გენმოდიფიცირებული პროდუქტი ჩვეულებრივზე ბევრად დიდია და თვალისათვის მიმზიდველი.
თუმცა, საკმაოდ უგემური.

მაგ: გენმოდიფიცირებულ კარტოფილს უმს თუ გაფქცვნით და ცოტა ხანს გააჩერებთ, წითლდება და ძალიან ცუდად იწქვება.
გემოთი დიდი არაფერია. მოხარშვას კი საუკუნე უნდა ლამის :D
გენმოდიფიცირებული პამიდორი დიდია, წითელი, მაგრამ წყლის გემო აქვს...

ამ ხალხს რას გაუგებ: მაინცდამაინც დიდი ზომის უყვარს ყველაფერი, ლარით მეტსაც კი იხდიან, ოღონდ დიდი იყოს...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]სხვათაშორის, გენმოდიფცირებული ხორბლის ფქვილისგან მოზელილი ცომი თონეში არ დგება, ასე რომ თონის პური უსაფრთხოა ალბათ...
[/quote]

ეს ლაბორატორიულად დადგენილია უკვე თუ მხოლოდ ამბობენ?

საპატრიარქოს პური რა ღირს ნინო? ყველასათვის ხელმისაწვდომია?

მემგონი, 90-იანებში ნახერხის და ნარჩენების, გაურკვეველი ფერის პურს რომ გვაჭმევდნენ, ის უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე ახლანდელი თეთრი ფუმფულა პურები :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]მემგონი, 90-იანებში ნახერხის და ნარჩენების, გაურკვეველი ფერის პურს რომ გვაჭმევდნენ, ის უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე ახლანდელი თეთრი ფუმფულა პურები :( [/quote]
კი :(

[quote]საპატრიარქოს პური რა ღირს ნინო? ყველასათვის ხელმისაწვდომია? [/quote]
90 თეთრი. თუმცა ბევრად მაწიერია, ვიდრე ის აფუმფულებული 70 თეთრიანი პურები.

[quote]ეს ლაბორატორიულად დადგენილია უკვე თუ მხოლოდ ამბობენ?[/quote]
კახეთის "ლაბორატორიებმა" დაამტკიცეს :D არც ერთი კახელი დიასახლისი "ამერიკულ" ფქვილს არ ყიდულობს - თნეში არა დგება ეგა, გენაცვალე, გეტყვიან...

"ამერიკულს" ეძახიან, როგორც შემოტანილს, ასევე ქართველების მიერ მოყვანილს, მაგ გაურკვეველი წარმოშობის ხორბლის ფქვილს...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ვირთხებს, რომლებიც გენმოდიფიცირებულ სიმინდს ჭამდნენ, კიბო გაუჩნდათ[/b]
[img]http://www.ambebi.ge/pictures/image2/0d3019b9826177452a7265efd944685c.jpg[/img]

[img]http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/8ba12c0cb88c6b5b89b69f79bfc57d0d.jpg[/img]
ვირთხებზე საიდუმლო კვლევა ჩატარდა. მღრღნელებს, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში გენმოდიფიცირებულ სიმინდს აჭმევდნენ, მაგიდის ჩოგბურთის ბურთის ზომა სიმსივნური წარმონაქმნი განუვითარდათ. საცდელი ცხოველები ამერიკული ფირმა Monsanto-ს გენეტიკურად მოდიფიცირებული სიმინდით იკვებებოდნენ.

ევროკომისიამ თავის დროზე ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებული ამერიკული სიმინდის შეძენისა და გაშენების უფლება გასცა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ამ პროდუქციის მავნებლობაზე არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობდა.

"პირველად მსოფლიოში, ადამიანის ჯანმრთელობაზე გენეტიკურად შეცვლილი პროდუქტის გავლენა სრულფასოვნად შეფასდა. და აი, შემაშფოთებელი შედეგები",- აღნიშნავს საფრანგეთის ქალაქ კაენის უნივერსიტეტის პროფესორი და პროექტის ხელმძღვანელი ჟილ-ერიკ სერალინი.

ვირთხებზე ცდები 2 წელი ტარდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში 200 ვირთხას აკვირდებოდნენ, რომლებიც სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. პირველ ჯგუფს მხოლოდ გენმოდიფიცირებულ სიმინდს აჭმევდნენ. მეორეს - მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჰერბიციდით - Roundup-ით დამუშავებულ სიმინდს, ხოლო მესამეს - ჩვეულებრივი სიმინდით კვებავდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ცხოველებში, რომლებიც მოდიფიცირებული სიმინდით და პესტიციდით დამუშავებული სიმინდით იკვებებოდნენ, სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ ვირთხებში, რომლებიც დაუმუშავებულ, ჩვეულებრივ სიმინდს ჭამდნენ.

კვლევის პრეზენტაცია 26 სექტემბერს საფრანგეთში ფილმის - "ჩვენ ყველანი საცდელი ობიექტები ვართ" თანხლებით გაიმართება.

"დანაშაულია, რომ კვლევა უფრო ადრე არ ჩატარდა. 15 წელია მსოფლიოში გენეტიკურად შეცვლილ პროდუქტებს ყიდიან",- აცხადებს სერალინი.

[img]http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/63691d41c695401e9d07700a21dfda68.jpg[/img]


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/61261-virthkhebs-romlebic-genmodificirebul-siminds-tcamdnen-kibo-gauchndath.html#ixzz28hIgZcm3
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხოდა არ გვინდა ეს გენმოდიფიცირებული საკვები, გააქრონ საერთოდ.

გემოც არა აქვს ნორმალური.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0