Sign in to follow this  
Followers 0

გენმოდიფიცირებული პროდუქტები

62 posts in this topic

[size="5"][b]World According to Monsanto
სამყარო მონსანტოს მიხედვით[/b][/size]

დეტექტივი, დოკუმენტური
2008
საფრანგეთი
მარი-მონიკ რობინი
არპად პუშტაი
”საკვები - ეს არის ძალაუფლება! ჩვენ მას ვიყენებთ, რათა შევცვალოთ ადამიანთა ქცევა. ზოგი ამას მოსყიდვასაც დაარქმევს. ჩვენთვის კი სულერთია - მაინც არ ვაპირებთ შეცვლას...” (კატერინა ბერტინი) ფილმი არის ”დარტყმა” ყველასთვის, ვონც გენმოდიფიცირებული პროდუქტის, ბიოტექნოლოგიების და გლობალიზაციის მომხრეა...(V)

[url=http://www.radikal.ru][img]http://s001.radikal.ru/i193/1006/88/57a06ccdc4dc.jpg[/img][/url]

[url=http://gol.ge/index.php?cat=movies&details=7048&order=1.1]http://gol.ge/index.php?cat=movies&details=7048&order=1.1[/url]

მონსანტოს შესახებ გაგებული გექნებათ ალბათ. ეს არის უდიდესი ამერიკული მონსტრ-კორპორაცია, რომლისთვისაც შემოსავალია ყველაზე მთავარი და ამას სწირავს კაცობრიობას, ბუნებას და დედამიწას!

მონსანტო ფულს უხდის ყველკა ქვეყნის ფერმერებს და გლეხებს, რომ მათი გენმოდიფიცირებული ხორბალი, სიმინდი, შვრია და სხვა პროდუქტები დათესონ, ხოლო ბუნებრივი ხორბლის შესყიდვას და განადგურებას ახდენენ, რომ საბოლოოდ მოსპონ.

დარწმუნებული ვარ მონსანტოს პროდუქტი საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული, ოფიციალური ან შენიღბული სახით.

მოკლედ საინტერესო ფილმია და გირჩევთ ნახოთ!

[size=4]ეს კი ძალიან კარგი ქართული სტატიაა მონსანტოს შესახებ:[/size]

[url=http://ucnauri.com/17/05/2010/მონსანტო/]http://ucnauri.com/17/05/2010/მონსანტო/[/url]

[color=#990000][b][size=5]აკონტროლეთ რას მიირთმევთ![/size][/b][/color]

[url=http://www.radikal.ru][img]http://s11.radikal.ru/i183/1006/bf/0626d0c40681.jpg[/img][/url]
[url=http://www.radikal.ru][img]http://s006.radikal.ru/i213/1006/5f/e21238a216f4.jpg[/img][/url]
[url=http://www.radikal.ru][img]http://s43.radikal.ru/i100/1006/20/eb47fb14b3ac.jpg[/img][/url]


P.S.თუ ეწვევით “მონსანტოს” ოფიციალურ საიტს ნახავთ მრავალ ფერად-ფერად ფოტოს ბედნიერი ოჯახებითა და “აყვავებული” გარემოთი.თუმცა ეს მხოლოდ შეფუთვაა და მის უკან ბევრი შავ-ბნელი საქმე იმალება,რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გარემოს.
ცივილიზებული სამყაროს 99% დაცულია გენეტიკური პროდუქტებისგან,რადგან არის კონტროლის მექანიზმები.მართალია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე,მაღაზიებში მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის “შედევრებს” თუმცა მათზე არის დიდი ასოებით დატანებული წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული”.
ხოლო საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი ყველაზე დიდ ზიანს იღებენ,რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ იცის რას მივირთმევთ-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ “მონსანტოს” მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს.

პ.პ.ს. ასეთი კომპანია მარტო მონსანტო არაა!



[b][size="4"]კიდევ ერთი საყურადღებო სტატია გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით:[/size][/b]

[url=http://www.ambebi.ge/meditsina/21317-frthkhilad-qfrankenshteinis-sakvebiq.html]http://www.ambebi.ge/meditsina/21317-frthk...s-sakvebiq.html[/url]


გენმოდიფიცირებული პროდუქტი (ზოგი მას "ფრანკენშტეინის" საკვებს უწოდებს) არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის გენი შეცვლილია ლაბორატორიული გზით - ერთ ორგანიზმში ჩაშენებულია სხვა ორგანიზმის გენი, რათა ამა თუ იმ ბუნებრივი პროდუქტის თვისებები გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესდეს.

მაგალითად, იმისთვის, რომ პომიდორი იყოს სიცივის ამტანი, მისი მოდიფიკაცია ხდება ჩრდილოეთის ზღვების თევზების გენის გამოყენებით, ხოლო მაღალი ტემპერატურის პირობებში პომიდვრის მოსაყვანად მის გენს უმატებენ მორიელის ან უდაბნოს ერთ-ერთი ჯიშის გველის გენს.

თავდაპირველად ასეთი წესით პროდუქტის წარმოებას მეტად ჰუმანური მიზნით ხსნიდნენ - უნდა გადაჭრილიყო მსოფლიოში სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა და დაძლეულიყო შიმშილი.

ამგვარი პროდუქტების მასობრივი წარმოება დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში და დღეს უკვე არნახული მასშტაბი მიიღო, თუმცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად არის რეგულირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე მოხვედრა, ბევრ ქვეყანაში კი აკრძალულია ე.წ. გენმოდიფიცირებული თესლის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება.

ამ საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით ეკიდებიან მცირემიწიან ქვეყნებში და არა მხოლოდ მცირემიწიან ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში ამგვარი თესლის შეტანა აკრძალულია.

[b]რა ხდება საქართველოში?[/b]

მაგდა ანიკაშვილი, პარლამენტარი:
- სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებდა გენმოდიფიცირებული პროდუქტის ქართულ ბაზარზე მოხვედრას. არადა, მიგვაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა ერისთვის შესაძლოა დამღუპველად იქცეს ასეთი დაუდევრობა. ჩვენი აზრით, საქართველოში უნდა აიკრძალოს როგორც პროდუქტის, ასევე სათესლე მასალების შემოტანა. გვესმის, რომ ეს ერთი ხელის დაკვრით ვერ მოხერხდება, ამიტომაც პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, დაკანონდეს პროდუქტის მარკირება, ანუ მითითებული იყოს, რომ ესა თუ ის პროდუქტი გენმოდიფიცირებულია.

ეს მეთოდი ყველა განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. ამის თაობაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" ორიოდე თვის წინ შევიმუშავეთ სპეციალური დადგენილება, რომლის მიღების შემთხვევაშიც პარლამენტს შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო, თუმცა ჩვენი დადგენილება ვერ გავიდა. სამაგიეროდ გავიდა უმრავლესობის წევრ გიორგი გოგუაძის დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც მარკირებას 2013 წლიდან დააკანონებს.

სულ არაფერს ეს ნამდვილად სჯობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, მით უფრო იმის გასათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე წელია, ვერა და ვერ მივიღეთ კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ. ვითომ 2010 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ რიგ პროდუქტზე კონტროლის შესახებ ჩაწერილი მუხლების ამოქმედება ისევ გადაიდო. მათი ნაწილი 2011 წელს, ნაწილი - 2013, ნაწილიც კიდევ 2017 წელს ამოქმედდება. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით საშიშია გენმოდიფიცირებული სათესლე მასალების შემოტანა.

- რით ახსნით ხელისუფლების ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას?
- ჩვენი დადგენილების განხილვისას, უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, ჯერ არავის დაუდგენია, რომ გენური მოდიფიკაციის სურსათი მავნებელიაო, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა.

დავით ჩაჩანიძე, ექიმი-ჰომეოპათი, ბიოტექნოლოგი: - ამგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება და, როგორც წესი, აწარმოებენ ის კომპანიები, რომლებიც თვითონვე არიან მწარმოებლები, შესაბამისად, რა შედეგსაც მიიღებენ, ადვილი მისახვედრია. თუმცა მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ, სულ ცოტა, სამი თაობის გამოცვლა იქნება საჭირო საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად. დავანებოთ თავი სამედიცინო კვლევებს და უბრალო ლოგიკით ვიმსჯელოთ, რა შეიძლება მოუტანოს კაცობრიობას გენმოდიფიცირებული პროდუქტის მასშტაბურმა გავრცელებამ.

ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმი ადაპტირებულია გარკვეული სახის საკვებზე. ადამიანთა უმრავლესობა კვების რაციონში ცვლილებას ნორმალურად იტანს, მაგრამ ნაწილს, სულ ცოტა, 20%-ს მაინც აქვს ამაზე სერიოზული რეაქცია. მოგეხსენებათ, რომ ქართველების ნაწილი ვერ იტანს ზღვის პროდუქტებს - ორგანიზმი განსხვავებულ საკვებს როგორც შხამს, ისე აღიქვამს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვიღებთ პომიდორს და მასთან ერთად, უხეშად თუ ვიტყვით, მივირთმევთ მორიელს, ხომ შეიძლება ამან სერიოზული ალერგიული შოკი გამოიწვიოს და, სავარაუდოდ, აქვს კიდეც რიგ შემთხვევებში ასეთი შედეგი.

უბრალოდ, დამტკიცება ვერ ხერხდება იმისა, რომ ეს სწორედ გენმოდიფიცირებული საკვების ბრალია. ხომ ფაქტია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ალერგიული დაავადებების რიცხვი. თავის მხრივ, იმუნიტეტის დაქვეითება უამრავი სხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მეცნიერთა ნაწილი ონკოლოგიური დაავადებების ასეთი გახშირების მიზეზად სწორედ გენური ინჟინერიით მიღებული ორგანიზმების საკვებად გამოყენებას მიიჩნევს.

ვინაიდან სულ რაღაც ოცი წელია, ამგვარი საკვების გამოყენება დაუშვეს, ძნელია დაზუსტებით თქმა, რას და როგორ იწვევს. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად არის დარეგულირებული ამგვარი პროდუქტის მოხმარება. გენური ინჟინერია ნამდვილად რევოლუციური ნაბიჯია, მაგრამ საქმე ის არის, თუ მოახერხებს ადამიანი შესაბამის რევოლუციურ ადაპტაციას. გენეზისი გვიჩვენებს, რომ ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს საუკუნეები სჭირდება, შესაბამისად, როცა ევოლუციურ განვითარებას არ ვაცლით, იქ რეალურია, მოხდეს სხვადასხვა სახის მუტაცია, რაც, რა შედეგს მოუტანს კაცობრიობას, არავინ იცის.

[b]რა ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი?[/b]

ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი:
- გენური მოდიფიკაციის პროდუქციისგან თავისუფალი ზონა, უპირველესად, იმას ნიშნავს, რომ ასეთ ზონაში აკრძალულია გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ასეთ მასალაში ცოცხალი გენია ჩანერგილი და გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავს. ეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ აკრძალა.

კიდევ არ არის დაზუსტებული იმ ზიანის მასშტაბები, რის მოტანაც შეუძლია ამ თესლს გარემოსთვის. გარდა ამისა, განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვთა კვებაში გენმოდიფიცირებული ნივთიერებების გამოყენება, არადა, საქვეყნოდ გახმაურებული ამბავია, რომ ცნობილი კომპანია "ნესტლე," რომლის პროდუქციაც დღეს ქართულ ბაზარზეა, გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს იყენებდა. ჩვენთან შემოტანილ პროდუქტს კი არ აქვს მითითებული, არის თუ არა მასში გენური ინჟინერიით მიღებული კომპონენტები. არადა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს მითითებულია ნებისმიერ პროდუქტზე.

[b]დედამ უნდა იცოდეს, რას აჭმევს ბავშვს. [/b]რატომ არ უნდა იყოს ეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტი, გაუგებარია. ამიტომაც სასწრაფო საქმედ მიმაჩნია ე.წ. პროდუქტის მარკირების დაკანონება, რაც ნიშნავს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს უნდა მიეთითოს, რომ ასეთ ნივთიერებებს შეიცავს. შემდგომ თვითონ მომხმარებელმა გადაწყვიტოს, რის ყიდვა ურჩევნია.

რაც შეეხება სათესლე მასალას, მისი შემოტანა უნდა აიკრძალოს! თესლის მწარმოებელი ე.წ. მულტინაციონალური კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, გასაღების ბაზარს ეძებენ. შესაბამისად, არაფერს იშურებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამის ლობირებისთვის. გენმოდიფიცირებული პროდუქტის ძირითადი მწარმოებელია "მონსანტოს" კომპანია და მასში შემავალი სხვადასხვა ფირმა, რომელთაც შემოჰქონდათ და დღესაც შემოაქვთ საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლი.

[b]ამ კომპანიამ იმდენი მოახერხა, რომ მთელი აფრიკის ტერიტორია აითვისა. "მონსანტო" შესაძლოა იქცეს მთელი მსოფლიოს სერიოზულ პრობლემად, რადგან მისი მოქმედების მასშტაბი დღითი დღე იზრდება, ის ჩვენთვისაც სერიოზული საფრთხის შემცველია.[/b] მათ შეუძლიათ მოგვიწყონ ეკონომიკური დივერსია, რაც უკვე გააკეთეს აფრიკაში. ეს დაახლობით იმას ემგვანება, ადამიანს ნარკოტიკს რომ მიაჩვევ და მერე აღარ მისცემ. თუ ადგილობრივი სათესლე მასალა არ გვექნა და მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით ვიღაცის მოწოდებულ თესლზე, ამან შეიძლება მძიმე შედეგები მოგვიტანოს.

[b]ჩვენთან დღეს თესლის წარმოება აღარ ხდება, სათესლე მეურნეობები აღარ არსებობს, ყველაფერი შემოტანილია, კარტოფილის თესლიც აღარ გვაქვს, მგონი. [/b]არ ვამბობ, რომ სულ გენმოდიფიცირებული შემოდის, მაგრამ ნელ-ნელა სრულიად დამოკიდებული ვხდებით უცხო ბაზარზე. ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს სათესლე მეურნეობების განვითარებისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ გენმოდიფიცირებულ თესლს რეპროდუქციის უნარი არა აქვს - ერთხელ დათესავ, მიიღებ მოსავალს, მეორე წელს თესლი ისევ უნდა იყიდო.

[b]ამგვარი თესლის მწარმოებელი კომპანიები სწორედ ამით მდიდრდებიან. ჩვენი ხელისუფლება გაიძახის, ბევრი გვაქვს გასაკეთებელიო, არადა, ცოტა ხანში გასაკეთებელი არაფერი გვექნება! გვექნება გამოფიტული ნიადაგები, რადგან გენმოდიფიცირებული თესლი უფრო ძლიერია და დიდი რაოდენობით იღებს ნიადაგიდან მიკროელემენტებს, ფაქტობრივად, შლის ნიადაგს, რის აღდგენაც შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, თითქმის დამტკიცებულია, რომ გენმოდიფიცირებული ჯიშები სერიოზულად მოქმედებს ადგილობრივ, ენდემურ ჯიშებზე და საბოლოოდ სპობს მათ. [/b]

-[b] ძირითადად, რისი თესლი შემოდის?[/b]
- [b]ზუსტად ვიცი, სიმინდის თესლი შემოდიოდა, სხვათა შორის, თავდაპირველად ჰუმანიტარული დახმარების სახით. თავის დროზე ერთი მეტად სერიოზული წერილი მაქვს ნანახი, სადაც მწარმოებელი წერდა, დაარიგეთ ეს თესლი საჩუქრად, მაგრამ გლეხების სიმინდის თესლი შეისყიდეთო! დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია. ასევე შემოდის პომიდვრის და კარტოფილის თესლი.[/b]

- [b]თუ შეიძლება ვიზუალურად მივხვდეთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი გენმოდიფიცირებულია?
- შეუძლებელია. ამბობენ, რომ ასეთ პროდუქტს სუნი და არომატი არ აქვს, მაგრამ იგივენაირია ზედმეტი სასუქით მოყვანილი ბოსტნეულიც.
[/b]
- ქალბატონო ნინო, პარლამენტმა პროდუქტის მარკირების საკითხი 2013 წლამდე გადადო, რით ახსნით ამგავარ დაუდევრობას?
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა ე.წ. კარტახენას ბიოუსაფრთხოების ოქმზე მიერთება. მანამდე კანონპროექტი ორჯერ ჩავარდა, რასაც მოჰყვა სერიოზული ზეწოლა ევროპიდან და მოთხოვნა, რომ აუცილებლად მომხდარიყო ამ ოქმის რატიფიცირება. რატომ ვიყავით ასე დამფრთხალი და რატომ გვეშინოდა როგორც წინა მთავრობას, ისე ამჟამინდელს ამ ოქმის, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.

უფროს სწორად, დანამდვილებით არ ვიცი, ვინ ლობირებდა ამ საკითხს და ცდილობდა, არ მომხდარიყო ოქმის რატიფიცირება, მაგრამ შეუძლებელია, ეს ვიღაცის გავლენის გარეშე, თავისთავად მომხდარიყო. ეს ოქმი ითვალისწინებს, რომ მოხდეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება. გარდა ამისა, სახელმწიფოში უნდა იყოს ერთი ლაბორატორია, სადაც მოხერხდება ამგვარი პროდუქტის კვლევა.

[color=#CC0000][size=4][b]ჩვენმა ხელისუფლებამ რატიფიცირება კი მოახდინა, მაგრამ შესაბამის კანონის მიღება 2013 წლამდე გადადო. რატომ? [/b][/size][/color]- ისევ და ისევ ვიღაცის ინტერესის გამო, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ლაბორატორიის გაკეთება შეიძლება ძვირი ჯდება, მაგრამ მარკირება ნიშნავს, რომ მოითხოვ და მწარმოებელი ვალდებულია, თვითონ მოახდინოს აქ შემოსატანი პროდუქტის მარკირება. ერთი საკითხიც, რომელიც ჩვენს მეზობელ თურქეთს ეხება: იქ მთელი სოფლის-მეურნეობა გენურ ინჟინერიაზეა აგებული, უნდა ვიცოდით, რომ არაერთი თურქი სპეციალურად ჩამოდის საქართველოში, რათა აქ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიძინოს.

ცნობილია, რომ მსხვილი კომპანიები ერთი სახის პროდუქტს ხშირად სამ კატეგორიად უშვებენ - პირველი, შიდა მოხმარებისთვის, ეს ძირითადად ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს ეხება, მეორე - ექსპორტისთვის განვითარებულ ქვეყნებში და მესამე - ექსპორტისთვის განვითარებად ქვეყნებში. მესამე კატეგორიის პროდუქტი იაფია, მაგრამ ნაკლებად დაზღვეული საფრთხეებისგან. როგორც წესი, ამ პროდუქტის 80%-ში გენმოდიფიცირებული ნივთიერებებია გამოყენებული. სამწუხაროდ, საქართველოში მეტწილად სწორედ ამგვარი პროდუქტი ხვდება, თუმცა ჩვენთან თითქმის არაფერი კეთდება ამისგან თავდასაცავად.


ცნობისათვის
მეცნიერებმა გენური ინჟინერიის პირველი წარმატებული ცდა 1977 წელს ჩაატარეს. გენური მოდიფიკაციის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი კი პირველად 1987 წელს გამოიყვანეს, რომლის შედეგადაც მიიღეს ვირუსული დაავადებების ამტანი პომიდორი. 1993 წლიდან კი დაუშვეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მასობრივი წარმოება და გაყიდვა მსოფლიო მასშტაბით.


სხვათა შორის

დღეს დაზუსტებით იმის თქმა, არის თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი, ძნელი სათქმელია. მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ დასაბუთებული დასკვნა, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სულ ცოტა, 50-60 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ინტერნეტის საშუალებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ თავის პროდუქტებში გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: "[b]ნესტლე", "ლიპტონი" (ჩაი), "კალვე" (მაიონეზი, კეტჩუბი), "რამა" (კარაქი), "ნესკაფე" (ყავა და რძე), "კოკა-კოლა", "პეპსი" და სხვა.[/b]


ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"][b]აკონტროლეთ რას მიირთმევთ![/b][/size]

[url=http://www.radikal.ru][img]http://s11.radikal.ru/i183/1006/bf/0626d0c40681.jpg[/img][/url]
[url=http://www.radikal.ru][img]http://s006.radikal.ru/i213/1006/5f/e21238a216f4.jpg[/img][/url]
[url=http://www.radikal.ru][img]http://s43.radikal.ru/i100/1006/20/eb47fb14b3ac.jpg[/img][/url]


P.S.თუ ეწვევით “მონსანტოს” ოფიციალურ საიტს ნახავთ მრავალ ფერად-ფერად ფოტოს ბედნიერი ოჯახებითა და “აყვავებული” გარემოთი.თუმცა ეს მხოლოდ შეფუთვაა და მის უკან ბევრი შავ-ბნელი საქმე იმალება,რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გარემოს.
ცივილიზებული სამყაროს 99% დაცულია გენეტიკური პროდუქტებისგან,რადგან არის კონტროლის მექანიზმები.მართალია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე,მაღაზიებში მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის “შედევრებს” თუმცა მათზე არის დიდი ასოებით დატანებული წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული”.
ხოლო საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი ყველაზე დიდ ზიანს იღებენ,რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ იცის რას მივირთმევთ-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ “მონსანტოს” მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს.

პ.პ.ს. ასეთი კომპანია მარტო მონსანტო არაა!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="3"][b]კიდევ ერთი საყურადღებო სტატია გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით:[/b][/size]

[url=http://www.ambebi.ge/meditsina/21317-frthkhilad-qfrankenshteinis-sakvebiq.html]http://www.ambebi.ge/meditsina/21317-frthk...s-sakvebiq.html[/url]


გენმოდიფიცირებული პროდუქტი (ზოგი მას "ფრანკენშტეინის" საკვებს უწოდებს) არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის გენი შეცვლილია ლაბორატორიული გზით - ერთ ორგანიზმში ჩაშენებულია სხვა ორგანიზმის გენი, რათა ამა თუ იმ ბუნებრივი პროდუქტის თვისებები გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესდეს.

მაგალითად, იმისთვის, რომ პომიდორი იყოს სიცივის ამტანი, მისი მოდიფიკაცია ხდება ჩრდილოეთის ზღვების თევზების გენის გამოყენებით, ხოლო მაღალი ტემპერატურის პირობებში პომიდვრის მოსაყვანად მის გენს უმატებენ მორიელის ან უდაბნოს ერთ-ერთი ჯიშის გველის გენს.

თავდაპირველად ასეთი წესით პროდუქტის წარმოებას მეტად ჰუმანური მიზნით ხსნიდნენ - უნდა გადაჭრილიყო მსოფლიოში სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა და დაძლეულიყო შიმშილი.

ამგვარი პროდუქტების მასობრივი წარმოება დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში და დღეს უკვე არნახული მასშტაბი მიიღო, თუმცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად არის რეგულირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე მოხვედრა, ბევრ ქვეყანაში კი აკრძალულია ე.წ. გენმოდიფიცირებული თესლის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება.

ამ საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით ეკიდებიან მცირემიწიან ქვეყნებში და არა მხოლოდ მცირემიწიან ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში ამგვარი თესლის შეტანა აკრძალულია.

[b]რა ხდება საქართველოში?[/b]

მაგდა ანიკაშვილი, პარლამენტარი:
- სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებდა გენმოდიფიცირებული პროდუქტის ქართულ ბაზარზე მოხვედრას. არადა, მიგვაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა ერისთვის შესაძლოა დამღუპველად იქცეს ასეთი დაუდევრობა. ჩვენი აზრით, საქართველოში უნდა აიკრძალოს როგორც პროდუქტის, ასევე სათესლე მასალების შემოტანა. გვესმის, რომ ეს ერთი ხელის დაკვრით ვერ მოხერხდება, ამიტომაც პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, დაკანონდეს პროდუქტის მარკირება, ანუ მითითებული იყოს, რომ ესა თუ ის პროდუქტი გენმოდიფიცირებულია.

ეს მეთოდი ყველა განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. ამის თაობაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" ორიოდე თვის წინ შევიმუშავეთ სპეციალური დადგენილება, რომლის მიღების შემთხვევაშიც პარლამენტს შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო, თუმცა ჩვენი დადგენილება ვერ გავიდა. სამაგიეროდ გავიდა უმრავლესობის წევრ გიორგი გოგუაძის დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც მარკირებას 2013 წლიდან დააკანონებს.

სულ არაფერს ეს ნამდვილად სჯობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, მით უფრო იმის გასათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე წელია, ვერა და ვერ მივიღეთ კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ. ვითომ 2010 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ რიგ პროდუქტზე კონტროლის შესახებ ჩაწერილი მუხლების ამოქმედება ისევ გადაიდო. მათი ნაწილი 2011 წელს, ნაწილი - 2013, ნაწილიც კიდევ 2017 წელს ამოქმედდება. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით საშიშია გენმოდიფიცირებული სათესლე მასალების შემოტანა.

- რით ახსნით ხელისუფლების ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას?
- ჩვენი დადგენილების განხილვისას, უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, ჯერ არავის დაუდგენია, რომ გენური მოდიფიკაციის სურსათი მავნებელიაო, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა.

დავით ჩაჩანიძე, ექიმი-ჰომეოპათი, ბიოტექნოლოგი: - ამგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება და, როგორც წესი, აწარმოებენ ის კომპანიები, რომლებიც თვითონვე არიან მწარმოებლები, შესაბამისად, რა შედეგსაც მიიღებენ, ადვილი მისახვედრია. თუმცა მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ, სულ ცოტა, სამი თაობის გამოცვლა იქნება საჭირო საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად. დავანებოთ თავი სამედიცინო კვლევებს და უბრალო ლოგიკით ვიმსჯელოთ, რა შეიძლება მოუტანოს კაცობრიობას გენმოდიფიცირებული პროდუქტის მასშტაბურმა გავრცელებამ.

ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმი ადაპტირებულია გარკვეული სახის საკვებზე. ადამიანთა უმრავლესობა კვების რაციონში ცვლილებას ნორმალურად იტანს, მაგრამ ნაწილს, სულ ცოტა, 20%-ს მაინც აქვს ამაზე სერიოზული რეაქცია. მოგეხსენებათ, რომ ქართველების ნაწილი ვერ იტანს ზღვის პროდუქტებს - ორგანიზმი განსხვავებულ საკვებს როგორც შხამს, ისე აღიქვამს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვიღებთ პომიდორს და მასთან ერთად, უხეშად თუ ვიტყვით, მივირთმევთ მორიელს, ხომ შეიძლება ამან სერიოზული ალერგიული შოკი გამოიწვიოს და, სავარაუდოდ, აქვს კიდეც რიგ შემთხვევებში ასეთი შედეგი.

უბრალოდ, დამტკიცება ვერ ხერხდება იმისა, რომ ეს სწორედ გენმოდიფიცირებული საკვების ბრალია. ხომ ფაქტია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ალერგიული დაავადებების რიცხვი. თავის მხრივ, იმუნიტეტის დაქვეითება უამრავი სხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მეცნიერთა ნაწილი ონკოლოგიური დაავადებების ასეთი გახშირების მიზეზად სწორედ გენური ინჟინერიით მიღებული ორგანიზმების საკვებად გამოყენებას მიიჩნევს.

ვინაიდან სულ რაღაც ოცი წელია, ამგვარი საკვების გამოყენება დაუშვეს, ძნელია დაზუსტებით თქმა, რას და როგორ იწვევს. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად არის დარეგულირებული ამგვარი პროდუქტის მოხმარება. გენური ინჟინერია ნამდვილად რევოლუციური ნაბიჯია, მაგრამ საქმე ის არის, თუ მოახერხებს ადამიანი შესაბამის რევოლუციურ ადაპტაციას. გენეზისი გვიჩვენებს, რომ ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს საუკუნეები სჭირდება, შესაბამისად, როცა ევოლუციურ განვითარებას არ ვაცლით, იქ რეალურია, მოხდეს სხვადასხვა სახის მუტაცია, რაც, რა შედეგს მოუტანს კაცობრიობას, არავინ იცის.

[b]რა ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი?[/b]

ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი:
- გენური მოდიფიკაციის პროდუქციისგან თავისუფალი ზონა, უპირველესად, იმას ნიშნავს, რომ ასეთ ზონაში აკრძალულია გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ასეთ მასალაში ცოცხალი გენია ჩანერგილი და გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავს. ეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ აკრძალა.

კიდევ არ არის დაზუსტებული იმ ზიანის მასშტაბები, რის მოტანაც შეუძლია ამ თესლს გარემოსთვის. გარდა ამისა, განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვთა კვებაში გენმოდიფიცირებული ნივთიერებების გამოყენება, არადა, საქვეყნოდ გახმაურებული ამბავია, რომ ცნობილი კომპანია "ნესტლე," რომლის პროდუქციაც დღეს ქართულ ბაზარზეა, გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს იყენებდა. ჩვენთან შემოტანილ პროდუქტს კი არ აქვს მითითებული, არის თუ არა მასში გენური ინჟინერიით მიღებული კომპონენტები. არადა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს მითითებულია ნებისმიერ პროდუქტზე.

[b]დედამ უნდა იცოდეს, რას აჭმევს ბავშვს. [/b]რატომ არ უნდა იყოს ეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტი, გაუგებარია. ამიტომაც სასწრაფო საქმედ მიმაჩნია ე.წ. პროდუქტის მარკირების დაკანონება, რაც ნიშნავს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს უნდა მიეთითოს, რომ ასეთ ნივთიერებებს შეიცავს. შემდგომ თვითონ მომხმარებელმა გადაწყვიტოს, რის ყიდვა ურჩევნია.

რაც შეეხება სათესლე მასალას, მისი შემოტანა უნდა აიკრძალოს! თესლის მწარმოებელი ე.წ. მულტინაციონალური კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, გასაღების ბაზარს ეძებენ. შესაბამისად, არაფერს იშურებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამის ლობირებისთვის. გენმოდიფიცირებული პროდუქტის ძირითადი მწარმოებელია "მონსანტოს" კომპანია და მასში შემავალი სხვადასხვა ფირმა, რომელთაც შემოჰქონდათ და დღესაც შემოაქვთ საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლი.

[b]ამ კომპანიამ იმდენი მოახერხა, რომ მთელი აფრიკის ტერიტორია აითვისა. "მონსანტო" შესაძლოა იქცეს მთელი მსოფლიოს სერიოზულ პრობლემად, რადგან მისი მოქმედების მასშტაბი დღითი დღე იზრდება, ის ჩვენთვისაც სერიოზული საფრთხის შემცველია.[/b] მათ შეუძლიათ მოგვიწყონ ეკონომიკური დივერსია, რაც უკვე გააკეთეს აფრიკაში. ეს დაახლობით იმას ემგვანება, ადამიანს ნარკოტიკს რომ მიაჩვევ და მერე აღარ მისცემ. თუ ადგილობრივი სათესლე მასალა არ გვექნა და მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით ვიღაცის მოწოდებულ თესლზე, ამან შეიძლება მძიმე შედეგები მოგვიტანოს.

[b]ჩვენთან დღეს თესლის წარმოება აღარ ხდება, სათესლე მეურნეობები აღარ არსებობს, ყველაფერი შემოტანილია, კარტოფილის თესლიც აღარ გვაქვს, მგონი. [/b]არ ვამბობ, რომ სულ გენმოდიფიცირებული შემოდის, მაგრამ ნელ-ნელა სრულიად დამოკიდებული ვხდებით უცხო ბაზარზე. ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს სათესლე მეურნეობების განვითარებისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ გენმოდიფიცირებულ თესლს რეპროდუქციის უნარი არა აქვს - ერთხელ დათესავ, მიიღებ მოსავალს, მეორე წელს თესლი ისევ უნდა იყიდო.

[b]ამგვარი თესლის მწარმოებელი კომპანიები სწორედ ამით მდიდრდებიან. ჩვენი ხელისუფლება გაიძახის, ბევრი გვაქვს გასაკეთებელიო, არადა, ცოტა ხანში გასაკეთებელი არაფერი გვექნება! გვექნება გამოფიტული ნიადაგები, რადგან გენმოდიფიცირებული თესლი უფრო ძლიერია და დიდი რაოდენობით იღებს ნიადაგიდან მიკროელემენტებს, ფაქტობრივად, შლის ნიადაგს, რის აღდგენაც შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, თითქმის დამტკიცებულია, რომ გენმოდიფიცირებული ჯიშები სერიოზულად მოქმედებს ადგილობრივ, ენდემურ ჯიშებზე და საბოლოოდ სპობს მათ. [/b]

-[b] ძირითადად, რისი თესლი შემოდის?[/b]
- [b]ზუსტად ვიცი, სიმინდის თესლი შემოდიოდა, სხვათა შორის, თავდაპირველად ჰუმანიტარული დახმარების სახით. თავის დროზე ერთი მეტად სერიოზული წერილი მაქვს ნანახი, სადაც მწარმოებელი წერდა, დაარიგეთ ეს თესლი საჩუქრად, მაგრამ გლეხების სიმინდის თესლი შეისყიდეთო! დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია. ასევე შემოდის პომიდვრის და კარტოფილის თესლი.[/b]

- [b]თუ შეიძლება ვიზუალურად მივხვდეთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი გენმოდიფიცირებულია?
- შეუძლებელია. ამბობენ, რომ ასეთ პროდუქტს სუნი და არომატი არ აქვს, მაგრამ იგივენაირია ზედმეტი სასუქით მოყვანილი ბოსტნეულიც.
[/b]
- ქალბატონო ნინო, პარლამენტმა პროდუქტის მარკირების საკითხი 2013 წლამდე გადადო, რით ახსნით ამგავარ დაუდევრობას?
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა ე.წ. კარტახენას ბიოუსაფრთხოების ოქმზე მიერთება. მანამდე კანონპროექტი ორჯერ ჩავარდა, რასაც მოჰყვა სერიოზული ზეწოლა ევროპიდან და მოთხოვნა, რომ აუცილებლად მომხდარიყო ამ ოქმის რატიფიცირება. რატომ ვიყავით ასე დამფრთხალი და რატომ გვეშინოდა როგორც წინა მთავრობას, ისე ამჟამინდელს ამ ოქმის, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.

უფროს სწორად, დანამდვილებით არ ვიცი, ვინ ლობირებდა ამ საკითხს და ცდილობდა, არ მომხდარიყო ოქმის რატიფიცირება, მაგრამ შეუძლებელია, ეს ვიღაცის გავლენის გარეშე, თავისთავად მომხდარიყო. ეს ოქმი ითვალისწინებს, რომ მოხდეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება. გარდა ამისა, სახელმწიფოში უნდა იყოს ერთი ლაბორატორია, სადაც მოხერხდება ამგვარი პროდუქტის კვლევა.

[color=#CC0000][size=4][b]ჩვენმა ხელისუფლებამ რატიფიცირება კი მოახდინა, მაგრამ შესაბამის კანონის მიღება 2013 წლამდე გადადო. რატომ? [/b][/size][/color]- ისევ და ისევ ვიღაცის ინტერესის გამო, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ლაბორატორიის გაკეთება შეიძლება ძვირი ჯდება, მაგრამ მარკირება ნიშნავს, რომ მოითხოვ და მწარმოებელი ვალდებულია, თვითონ მოახდინოს აქ შემოსატანი პროდუქტის მარკირება. ერთი საკითხიც, რომელიც ჩვენს მეზობელ თურქეთს ეხება: იქ მთელი სოფლის-მეურნეობა გენურ ინჟინერიაზეა აგებული, უნდა ვიცოდით, რომ არაერთი თურქი სპეციალურად ჩამოდის საქართველოში, რათა აქ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიძინოს.

ცნობილია, რომ მსხვილი კომპანიები ერთი სახის პროდუქტს ხშირად სამ კატეგორიად უშვებენ - პირველი, შიდა მოხმარებისთვის, ეს ძირითადად ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს ეხება, მეორე - ექსპორტისთვის განვითარებულ ქვეყნებში და მესამე - ექსპორტისთვის განვითარებად ქვეყნებში. მესამე კატეგორიის პროდუქტი იაფია, მაგრამ ნაკლებად დაზღვეული საფრთხეებისგან. როგორც წესი, ამ პროდუქტის 80%-ში გენმოდიფიცირებული ნივთიერებებია გამოყენებული. სამწუხაროდ, საქართველოში მეტწილად სწორედ ამგვარი პროდუქტი ხვდება, თუმცა ჩვენთან თითქმის არაფერი კეთდება ამისგან თავდასაცავად.


ცნობისათვის
მეცნიერებმა გენური ინჟინერიის პირველი წარმატებული ცდა 1977 წელს ჩაატარეს. გენური მოდიფიკაციის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი კი პირველად 1987 წელს გამოიყვანეს, რომლის შედეგადაც მიიღეს ვირუსული დაავადებების ამტანი პომიდორი. 1993 წლიდან კი დაუშვეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მასობრივი წარმოება და გაყიდვა მსოფლიო მასშტაბით.


სხვათა შორის

დღეს დაზუსტებით იმის თქმა, არის თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი, ძნელი სათქმელია. მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ დასაბუთებული დასკვნა, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სულ ცოტა, 50-60 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ინტერნეტის საშუალებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ თავის პროდუქტებში გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: "[b]ნესტლე", "ლიპტონი" (ჩაი), "კალვე" (მაიონეზი, კეტჩუბი), "რამა" (კარაქი), "ნესკაფე" (ყავა და რძე), "კოკა-კოლა", "პეპსი" და სხვა.[/b]


ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი ტრანსგენიზაციის და "მონსანტოს" შესახებ:

http://www.youtube.com/watch?v=G3u5MC0U8FM&feature=player_embedded

[b][color=#CC0000]სერგეი ლაზარევის კომენტარი ზემოთ მოცემული ფილმის შესახებ:[/color][/b]

http://www.youtube.com/watch?v=Z1O8P66fgqU&feature=player_embedded Edited by Atman
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=3][b]საფრთხე, რომელიც გენურმა ინჟინერიამ მოიტანა[/b][/size][/center]

[size=2]სურსათის უვნებლობა დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აქვს ინფორმაცია, თუ რამდენად უვნებელ, ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს მიირთმევს. არადა, დღეს მთელ მსოფლიოში სურსათს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მით უფრო, მას შემდეგ რაც ბოლო წლებში გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქციის მასშტაბები გაიზარდა.
[b]
გმო-ს აკრძალვა და ეტიკეტირება[/b]

საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას საზოგადოებაში უკვე სერიოზული შიშით უყურებენ. უკვე აღავინ არის დარწმუნებული, რომ მის სუფრაზე გაშლილი სანოვაგე ეკოლოგიურად სუფრაა და გენური ინჟინერიის წყალობით არ არის რაიმე პროდუქტი მიღებული. პირველ რიგში, კი ეჭვებს პური იწვევს. როგორც ცნობილია, საფუარი, რომლითაც პური მზადდება, დიდწილად სწორედ გენმოდიფიცირებულია. საკმაოდ რთულია, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლოს თავის დაცვა გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან.

[b][color=#CC0000]საქართველოში გმო პროდუქციის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება.[/color][/b] სახელმწიფო ორგანოებს თითქმის არ გააჩნიათ მონაცემები ქვეყნაში რა ტიპის და რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის. თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, გმო პროდუქციის გასაკონტროლებლად შემოდგომისთვის სპეციალური კანონი იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, ანუ თესლისა და ქვირითის შემოტანის აკრძალვას შეეხება, ხოლო მზა პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში კი მისი მარკირება მოხდება.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შეთანხმეული, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს გმო პროდუქცია ქართულ ბაზარზე. საქართველო გამოცხადდეს, ამ ტიპის საქონლისგან სრულიად თავისუფალ ზონად, თუ ეს მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეეხოს.

[b]მარიამ ჯორჯაძე[/b] (ექსპერტი, ასოციაცია “ელკანას” დირექტორი): [u]“შეუძლებელია საქართველო გმო პროდუქციისგან სრულიად თავისუფალ ზონად გამოცხადდეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საერთაშორისო კანონმდებლობით ჯარიმების გადახდა დაგვეკისროს. იმპორტიორმა შეიძლება უჩივლოს ქვეყანას, რომ ის დამატებით ბარიერებს უქმნის მეწარმეებს. თუ ქვეყანას გმო ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად აცხადებ, მაშინ უნდა გქონდეს იმის საშუალებაც, რომ გააკონტროლო ეს პროცესი და საზღვარზე არ შემოვიდეს ასეთი ტვირთი. თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება. ეს თვით ევროგაერთიანებამაც კი ვერ შეძლო, რომ გმო პროდუქტი მაინც აეკრძალა. თავად მოსახლეობას შეუძლია თავისი თემი გამოაცხადოს ასეთ თავისუფალ ზონად და არ დაუშვას ასეთი პროდუქციის შეტანა. ხოლო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები არიან, მსგავსი გამოცხადება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული”.[/u]

[color=#009900][b]გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების მიზანია, რომ არ მოხდეს საქართველოს უნიკალური აგრარული ჯიშების გადაგვარება.[/b][/color] როგორც ცნობილია, [b][color=#CC0000]ამ სფეროს გაუკონტროლების გამო საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რადგან თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ერთხელ შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე.[/color][/b]

[u]მზა პროდუქციის შემოტანის შემთხვევაში კი უნდა მოხდეს მისი ეტიკეტირება, რათა მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა სახის პროდუქციას ყიდულობს. თანაც ასეთი პროდუქციის ეტიკეტირება გამოიწვევს მასზე ფასის დაწევას. [/u][b][color=#CC0000]საგულისხმოა, რომ მთელს მსოფლიოში ასეთი პროდუქცია გაცილებით იაფი ღირს.[/color][/b]
“ეტიკეტირება მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ შესაძლოა საქართველოში ამის განხორციელებაც რთული აღმოჩნდეს. [u]პირველ რიგში, საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობა არსებობდეს. ამასთან სათანადო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს, სპეციალური ლაბორატორები უნდა მოქმედებდნენ, სადაც მზა პროდუქტი გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველობაზე შემოწმდება, თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული ეტიკეტირების განხორციელება” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე.[/u]

[color=#009900][b]საგულისხმოა, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც მთლიანად გამოცხადდნენ გმო-სგან თავისუფალ ზონად. მათ შორის არის საბერძნეთი, რომელმაც 2004 წელს მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. [/b][/color] [i]მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ბაზარზე 12% მაინც გენმოდიფიცირებულ პროდუქციას შეადგენს, განსაკუთრებით კი სოიოსა და ხორბლის სახით.
[/i]
[color=#CC0000][b]გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან საქართველოს თავისუფალ ზონად გამოცხადებას მთავრობა მხარს არ უჭერს, თუმცა ეტიკეტირების მომხრეა.[/b][/color] თავისუფალ ზონად გამოცხადების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის იზოლირება მაინც შეუძლებელია სისტემური კონტროლის სირთულეების გამო და თანაც ასეთ პროდუქციაზე ბაზარზე მოთხოვნა არსებობს. თანაც საქართველოს საზღვრები ბიოლიგიურად გამჭვირვალეა და ქვეყნის იზოლაცია ბუნებრივი შეღწევისგან მხოლოდ კუნძულებზეა შესაძლებელი. თავისუფალ ზონად გამოცხადების მოწინააღმდეგეები იშველიებენ ბიოუსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო აქტებსაც, რომლის მიხედვითაც ასეთი ვალდებულება ქვეყნებს არ აქვთ.

ს[u]აერთაშორისო რეგულირება ბიოუსაფრთხოების სფეროში ემყარება ბიოუსაფრთხოების ოქმს (კარტახენას ოქმი), რომელიც, თავის მხრივ, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას (ე.წ. რიოს დეკლარაციას) ეყრდნობა. საქართველო რიოს კონვენციის მხარეა 1997 წლიდან, ხოლო კარტახენას ოქმის რატიფიცირება პარლამენტის მიერ 2008 წლის შემოდგომაზე მოხდა.
[/u]
სხვათა შორის, მსოფლიოში გმო პროდუქციის ერთ-ერთ უპირატესობად ასახელებენ იმას, რომ ამ გზით შესაძლებელია სასურსათო კრიზისის დაძლევა. თუმცა ექსპერტები შენიშნავენ, რომ ეს მოსაზრება გადაჭარბებულია. “[u][color=#CC0000]15 წელია, რაც გენმოდიფიცირებული კულტურები არენაზე გამოჩნდნენ, მაგრამ არც ერთ ამ კულტურას თავისი მოსავლით ინდუსტრიული ჯიშებისთვის არ გადაუჭარბებია. ისინი მაღალმოსავლიანობით ნაკლებად გამოირჩევიან. ასე რომ, შეხედულება, თითქოს მსოფლიოს შიმშილისგან იხსნის, არ დასტურდება.[/color][/u] [u]გმო პროდუქტებს არც უკეთესი კვებითი ღირებულება გააჩნიათ და მოსავლიანობა აქვს უკეთესი. ამასთან, ამ ტექნოლოგიის გამოყენება დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ამდენად გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა საკმაოდ ძვირია და გათვლილია ინდუსტრიული წარმოების და არა მცირე და ღარიბი ფერმერების მოთხოვნილებებზე” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე.[/u]
[b][color=#009900]საგულისხმოა, რომ გენური ინჟინერიის განვითარებამ და ბაზრებზე გმო პროდუქციის გამოჩენამ სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში იზრდება. საქართველოს ამ მხრივ სერიოზული პოტენციალი გააჩნია, მთავარია სწორი პოლიტიკის წარმოება.[/color][/b]

[b]შოთა ცუკოშვილი[/b] (”ახალგაზრდა ფერმერთა სახლის” თავმჯდომარის მოადგილე): “გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქცია დღევანდელ კვერცხს ჰგავს, ამიტომ განვითარდა ის ასე სწრაფად. [i][color=#CC0000]ჩვენ მომხრე ვართ ბიომეურნეობების განვითარების, როცა პროდუქციაც ხარისხიანია და მომხმარებელიც კმაყოფილი. ასეთი ბიომეურნეობების შესაქმნელად ფერმერის, გლეხის სტიმულირებაა საჭირო, რაც პირველ რიგში, სახელმწიფოს ვალია. სოფლის მეურნეობის სწორად წარმართვა დამოკიდებულია დარგობრივ სამინისტროზე. აუცილებელია სუბსიდიები, ასევე, კონტროლი იმ სახეობის პროდუქციის იმპორტზეც, რომელთა ანალოგებსაც ჩვენი ფერმერები აწარმოებენ და საკუთარ ქვეყანაში ვერ ყიდიან, რადგან ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული, მაგრამ იაფი პროდუქციით.[/color][/i] [color=#CC0000][b]ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება ჩვენს ფერმერს გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე იმპორტიორებს გენმოდიფიცირებულის. ამიტომ ადგილობრივი ბაზარი იჩაგრება.[/b][/color] თუმცა ესეც მოგვარებადია, თუკი სწორი პროპაგანდა იქნება, მომხმარებელი არ არის სწორად ინფორმირებული გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქციის შედეგზე. [u]თუკი საზოგადოებას დავუსაბუთებთ ბიოპროდუქციის უპირატესობას და გენმოდიფიცირებულის მავნებლობას, დამერწუნეთ, 1 წლიანი სააგიტაციო პროგრამა საკმარისი იქნება ადგილობრივი ბაზრის განვითარებისათვის”.[/u]
[b]
რა გმო პროდუქტებს მივირთმევთ?[/b]

გენური ინჟინერია, როგორც მეცნიერება, 70-იანი წლებიდან განვითარდა. თავდაპირველად ეს “სინჯარის” მეცნიერება იყო და მისი პრაქტიკული გამოყენების იდეა ქიმიურ კონცერნებს ეკუთვნოდათ. კომერციული მიზნით,
[color=#CC0000][u]გენმოდიფიცირებული კულტურები პირველად 1996 წელს დაითესა. სხვათა შორის, საქართველოშიც გმო პროდუქცია ამ დროიდან შემოდის.
[/u][/color]
[u]გენმოდიფიცირებული კულტურები გენური ინჟინერიის გზით მიიღება. მცენარეებში ასეთ დროს უცხო გენის ჩანერგვა ე. წ. გენის თოფით ხდება. ანუ, მცენარეული უჯრედის ბაქტერიით ინფიცირებას აქვს ადგილი და ამ დროს უცხო გენი ამ უჯრედში გადადის. [color=#CC0000]გენური ინჟინერიის მეთოდებით შესაძლებელია თევზის გენის პომიდორში ჩანერგვა, ან ღორის გენისა – კარტოფილში და ა.შ.[/color][/u]

[color=#CC0000][b]გენური ინჟინერიის ტექნოლოგიით დღეისათვის ოთხი ძირითადი კულტურა მიიღება: სოიო, სიმინდი, ბამბა და კანოლა (თალგამის ნაირსახეობა).[/b][/color] [color=#CC0000][u]კვლევები ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა მარცვლეულ, პარკოსან და ბოსტნეულ კულტურებზე, ხეხილზე, დეკორატიულ მცენარეებსა და ისეთ ხემცენარეებზეც კი, როგორიცაა ფიჭვი, ალვის ხე, ევკალიპტი და სხვ. დღეისათვის მსოფლიოში სულ 30-მდე მცენარეზე არის ნებართვა გაცემული კომერციულ თესვაზე.[/u][/color] [b]გენური ინჟინერიის ტექნოლოგიას თითქმის სრულად ფლობს 6 მულტინაციონალური კომპანია: [color=#CC0000][size=3]მონსანტო, სინჯენტა, დუპოინტი, ბასფი და ბაიერი.[/size][/color][/b]

[i]გენმოდიფიცირებული პროდუქტები მრავალნაირია – გარკვეული ვაქცინები, წამლები, საკვები დანამატები და მრავალი გადამუშავებული თუ დაკონსერვებული საკვები პროდუქტი შეიცავს მკვდარი მოდიფიცირებული ორგანიზმების ან არაცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველ კომპონენტებს. [/i]გენმოდიფიცირებული სოიის თუ სიმინდის კომპონენტები შესაძლებელია ისეთ პროდუქტებშიც კი შეგვხვდეს, როგორიცაა შოკოლადი, იოგურტი, ძეხვი, და სხვ. ლუდის წარმოება და პურის საცხობები ხშირად გენმოდიფიცირებულ საფუარს იყენებენ… [color=#CC0000][b]როგორ ცნობილია, საქართველოში ძირითადად გენმოდიფიცირების ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული ინსულინი შემოდის. ასეთი ინსულინი შედარებით უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბუნებრივი გზით წარმოებული პროდუქტი.[/b][/color]

[i]ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე საუბრის დროს ისმის, არის ის, თუ რამდენად უსაფრთხოა ასეთი საკვების მიღება და უქმნის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს.
სპეციალისტების პასუხი მარტივა. მათი თქმით, გმო პროდუქციის მიღება სახიფათოა და გარკვეულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ მათი მიღება ბევრი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს.
[/i]
[b]“ასეთი კვლევები, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ ამ კვებით დიეტაზე, არ ჩატარებულა. თანაც ასეთი პროდუქციის გამოჩენიდან მოკლე პერიოდია გასული და დაკვირვება ბევრს ვერაფერს მოგვცემდა. ექსპერიმეტები ვირთაგვებზე ჩატარდა და მათ შემთხვევაში [color=#CC0000]იმუნოდეფიციტი აჩვენა.[/color][/b] [u]არის ვარაუდი, რომ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების სიმისვნური გადაგვარება, ასევე ალერგიები” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე.[/u]

[i]მეცნიერებმა ექსპერიმენტი მდედრ ვირთაგვებზე ჩაატარეს, მათ გენმოდიფიცირებული სიმინდითა და სოიით კვებავდნენ. მათი ნაშიერები დღენაკლული იბადებოდნენ და ძალიან მალე იღუპებოდნენ, ამასთან, მათი შვილები უკვე შთამომავლობას ვეღარ იძლეოდნენ. [b][color=#CC0000]დასკვნების თანახმად, ეს საშიშროება ვრცელდება ადამიანებზეც, ანუ, თუ ფეხმძიმე ქალბატონი გენური ინჟინერიით გამოყვანილი საკვებით იკვებება, მის ნაყოფზე არაჯანსაღი კვება განსაკუთრებით მძიმედ აისახება.[/color][/b][/i]

[u]ალბათ, უახლოეს წლებში გენმოდიფიცირებული პროდუქცია მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. თითოეული სახელმწიფოს პოლიტიკაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუმცა ისიც ცხადია, რომ როგორი რეგულაციებიც არ უნდა იქნეს შემოღებული, გმო პროდუქტები მაინც აღმოჩნდება ბაზარზე. [b]მთავარია, მათ შესაბამისი ნიშანი მაინც ჰქონდეს, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას ყიდულობს.[/b][/u]

[i]ნინო ლოლაძე
წყარო: [url=http://www.ambioni.ge/safrtze-romelic-genurma-injineriam-moitana/]http://www.ambioni.ge/safrtze-romelic-genu...neriam-moitana/[/url][/i][/size]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]მართლაც რომ საშინელებას მივირთმევთ, ღმერთმა იცის რა საწამლავს ვყიდულობთ... :( [/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
როდის მოვკვდებიტ?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Atman[/b]
[quote name='Atman' post='525535']
ინტერნეტის საშუალებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ თავის პროდუქტებში გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: "ნესტლე", "ლიპტონი" (ჩაი), "კალვე" (მაიონეზი, კეტჩუბი), "რამა" (კარაქი), "ნესკაფე" (ყავა და რძე), "კოკა-კოლა", "პეპსი" და სხვა.
[/quote]
აუფ, ესენი ისეთი პროდუქტებია რომელსაც თითქმსი ყველა მიირთმევს

საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული პოსტებია :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Beq@[/b]

ფილმია ძალიან საინტერესო, გირჩევთ ნახოთ. პირველივე პოსტშია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უიმეეე,

რაღა უნდა ჭAმოს კაცმა რა :შ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:huh: წავიკითხე და დავიძაბე ფილმსაც ვუყურებ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ პრობლემის გადაწყვეტა ყველამ საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. იმით, რომ აღარ ვჭამოთ ეს ნაგავი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Atman[/b]
ხო მარა თუ ხორბალი გენმოდიფიცირებულია და იმ პურს ვჭამთ როგორ გავიგებთ?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Beq@[/b]

ფაქტია, რომ გენმოიფიცირებულ პურს ვჭამთ, იმიტომ რომ ქართული ჯიშის პურს სათესლედაც ძლივს თუ იშოვი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Atman' post='525945']
Beq@

ფაქტია, რომ გენმოიფიცირებულ პურს ვჭამთ, იმიტომ რომ ქართული ჯიშის პურს სათესლედაც ძლივს თუ იშოვი.

[/quote]
გამოდის აღარ ყოფილა საშველი, აბა ჩვენი მთავრობა 20XX წელში რო რამე გადწყვეტილებას მიიღებს, მანამდე გაივსება გენმოდიფიცირებული თესლით საქართველოს მეურნეობა, ყველა გლეხს უდნა კარგი მოსვალი ქონდეს და ყველა იყიდის რადგან იმ ლამაზ დიდი პროდუქტს უფრო ძვირად გაყიდის, აგერ ჭოპორტის პომიდორი მთლიანად განდგურდა (სოფლის მეურნეობსი სამინისტროს შემოტანილი შესაწამლი ნივთიერებების გამო) სათესლედაც აღარ არისო და წავლენ და რას დათესავენ ვინ იცის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Beq@[/b]

[quote]გამოდის აღარ ყოფილა საშველი, აბა ჩვენი მთავრობა 20XX წელში რო რამე გადწყვეტილებას მიიღებს, მანამდე გაივსება გენმოდიფიცირებული თესლით საქართველოს მეურნეობა, ყველა გლეხს უდნა კარგი მოსვალი ქონდეს და ყველა იყიდის რადგან იმ ლამაზ დიდი პროდუქტს უფრო ძვირად გაყიდის, აგერ ჭოპორტის პომიდორი მთლიანად განდგურდა (სოფლის მეურნეობსი სამინისტროს შემოტანილი შესაწამლი ნივთიერებების გამო) სათესლედაც აღარ არისო და წავლენ და რას დათესავენ ვინ იცის[/quote]

ჰოდა ცუდადაა საქმე და როდის გამოფხიზლდებიან არავინ იცის. ჩვენ იმით უნდა დავიწყოთ რომ მაქსიმალურად უარი ვთქვათ იმაზე რაც "იავნად" შხამია, მაგალითად კოლა, პეპსი, ლუდები, მარკეტებში არსებული თითქმის ყველანაირი "ნატურალური" წვენები, ლამაზ-ლამაზ ვაშლები და ა.შ. პურზე ცუდადაა საქმე. თეთრი ფქვილი, რაც ჩვენთან შემოდის, საზღვარგარეთ ძროხების და ღორების საჭმელად გამოიყენება. გენმოდიფიცირებულია ეგ ერთი და მერე უმდაბლესი ხარისხისაა.

სოიო საერთოდ არ შეიჭმება ისეთია. ყველგან მსოფლიოში უკვე გენმოდიფიცირებული სოიო იყიდება.

საუკეთესო გამოსავალი - მივეჩვიოთ ცოტას ჭამას და თანდათან საერთოდ უარი ვთქვათ ჭამაზე :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
1996 წლიდან თუ შემოდიოდა არ ვიცოდი :(

ამ პრობლემების გადაჭრის პარალელურად საზოგადოებამ იმაზეც უნდა იზრუნოს , თუ როგორ აიცილოს სავალალო შედეგები თავიდან :(

მაგრამ იმის ფონზე , რომ სახელმწიფო საერთოდ არ ზრუნავს ამ საკითხზე , რომელი პრობლემის გადაჭრაზეა ლაპარაკი :(


ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა რო აქ რამე განვიხილოთ, ვილაპრაკოთ :(

პირიქით საქმე უარესობისკენ მიდის.

და რჩება ისევ კითხვა : რა ვქნათ ? რა ვჭამოთ ?

რჩება მხოლოდ კითხვები და პასუხები .....
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]BeQUshA[/b]

არის ასეთი პური: დოლის პური ქვია. ქართული ტექნოლოგიით ამზადებენ და გაცილებით ჯობია ჩვეულებრივ პურს. თან გემრიელია, განსაკუთრებით "სერი".

ასევე შეგვიძლია ვჭამოთ ნატურალური რძის პროდუქტი - ეგეც არაა გენმოდიფიცირებული.

კიდევ კარგი გამოსავალია ყურძენი და ზამთრისთვის მისგან დამზადებული წვენი (არა ღვინო).

ასევე სხვა ხილიც ბევრია, ჯერ რომ არ გაუფუჭებიათ ისეთი, განსაკუთრებით ხეხილი.

კარგი იქნება თეთრი - რაფინირებული შაქრის ნაცვლად, რომელიც შხამია, თაფლს თუ გამოვიყენებთ.

ბრინჯსაც მე მგონი ჯერ-ჯერობით არა უშავს ხარისხიანს თუ ვიყიდით.

ზეთის ნაცვლად ერბო.

თუ დღის რეჟიმს და კვების რეჟიმს სწორად დავიცავთ ცოტა საჭმელიც გვეყოფა და ენერგიაც ბევრი გვექნება.

თუ დაინტერესდებით შემიძლია განვავრცო დღის რეჟიმის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მე აიურვედიდან (ვედური მედიცინიდან) ვიცი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ერთი და ორი ვერაფერს იზამს ამხელა მანქანის წინააღმდეგ.
ერთი-ორს შეუძლია სოფელში წავიდეს და იქ მოიყვანოს ნატურალური პროდუქტი, მაგრამ ამით პრობლემას არ ეშველაბა :(

საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და ამ პრობლემის გამო ( და კიდევ ათასი გადაუჭრელი საკითხის გამო) მთავრობას თავში წამოუთაქოს და კიდე პარლამენტს, რომელმაც ამდენი ხანი კანონი ვერ მიიღო ამის წინააღმდეგ, ანუ ვიღაც ხელს ითბობს
:angry:

ნეტა რომელი ცხოველის გენებია ჩვენში ჰა ?

იბრძოლო ამის წინააღმდეგე, ნიშნავს ბრძოლა გამოუცხადო მაფიას, დიდ მანქანას და ამას ერთი, ორი კაცი ვერ გააკეთებს. ამას საზოგადობიდან ჭირდება გამოხმაურება და ნების დაფიქსირება,რომ მორჩნენ ჩვენზე ექსპერიმენტებს.
ამას მოქმედება სჭირდება.
მოქმედაბას კი გეგმა.
პირველ რიგში ხალხის ინფორმირება, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება და პარალელურად ნორმალური თესლის მიწოდება გლეხებისთვის.
შემდეგ კი პარლამენტში სასწრაფოდ კანონის მიღება, რომ აიკრძალოს მთლიანად ეს საკვები. არანაირი ცალკე დადება დახლებზე და ა.შ.
ასევე ამას უნდა მოჰყვეს სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც მუდმივ კონტროლზე აიყვანს, ბაზარზე შემოტანილ საკვებს. ეს საზღვარზევე უდნა ხდებოდეს.

მოკლედ ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, მარა რომელი სერიოზული მუშაობა :(

ვოცნებობ რა
წადი ბექა დაიძიენე
:cha:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]BeQUshA[/b]

[quote]ერთი და ორი ვერაფერს იზამს ამხელა მანქანის წინააღმდეგ.[/quote]

ყველა რომ ასე ფიქრობს იმიტომაცაა ცუდად საქმე. ჩვენ ჩვენი თავით დავიწყოთ და კარგი მაგალითიც ისევე გადამდებია როგორც ცუდი.

მეორე ნაბიჯი ინფორმაციის გავრცელებაა, ინტერნეტით და ისედაც.

ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ დანარჩენს ღმერთი მიხედავს ;)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Atman[/b]
ხო,რაღაცები დარჩა,რომელთა ჭამა კიდევ შეიძლება :D :D

მარა ფაქტია რომ პრობლემა სერიოზულია და საგანგაშო.
ერის გადაგვარებაზეა აქ ლაპრაკი და არა მხოლოდ ერის, უბრალდო ადამიანის.


ხილს რაც შეეხება , სოფელიც წახდა :(

ხალხმა [b]ლიჟბი[/b] ფული იშოვოს, ყველაფერზე მიდის.

პომიდორი უბრალოდ აღარ იჭმევა :(

რაც შეეხება შაქარს. საინტერესო თემმა ისე.

რამდენი თვის წინ ყური მოვკარი ქართველი აგორნომების [b]მიგნებას[/b], ერთ-ერთ მცენარესთან დაკავშირებით, რომელსაც შაქრის აბოლისტური ჩანაცვლება შეუძლია ბაზარზე.

უხ რამხელა თემაა :42:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Atman[/b]
ღმერთის მიხედავს ეს უკვე ასე ვთქვათ მოძველდასავით. :)
[b]ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტყაო

[/b] (c) ილია ჭავჭავაძე ხომ გახსოვთ ? :)

მეტი რაღა ქნას ღმერთმა ?


ერთი-ორს ის შეუძლია რო საკუთარ თავს მიხედოს, თვითონ მოიყვანოს ნატურალური პროდუქტი დ აუბრალოდ თვითონ იცხოვროს კარგად. კი ბატონო, მარა პრობლემა ? ეს ხომ რჩება ?


[quote]კარგი მაგალითიც ისევე გადამდებია როგორც ცუდი.
[/quote]
ეს,რომ მართლა ხდებოდეს, ტუზი დაგვეცემოდა , მარა რეალობას გავუსწროთ თვალი.

ეს საქართველოა :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]BeQUshA[/b]

ერთი მესამე ხმაც გვინდა და სოფელიც აშენდება :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თU პროდუქტში არის მაგლIთად როგორც ეწერა მორიელის გენი ესეიგი ნელ ნელა ადამიანის გენი შეიცვლება და გარკვეულ დროში ვინც ხშირად მიირთმევს ამ საკვებს ჯანმრთელი შთამომავლოაბ აღარ ეყოლება, პომიდორი სოფელშიც უკვე არარაა კარგი რადგან გლეხიც დიდი და ლამაზ ჯიშისას ტესავ, ასევეა სხვა პროდუქტიც, თუ მცენრე გენური ინჟინერითააა გამოყვანილი ის ფუთკაცირ ხო იციდან აიღებს და იმისგან გააკეთებს თაფლს? ესეიგი თაფლიც უკვე გენური ინჯინერიიითაა :) ამიტომ ბექუშას დავეთანხმები ერთი კაცის და ორი კაცით არაფერი გამოვა თუ სახელმწიიფო არაფერს იზამს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Beq@[/b]
მასე რთულად ვგონებ არ უნდა იყოს საქმე , თუმცა რავი შეიძლება მართალიც ხარ :(

ამ ეტპაზე ისაა გასაკეთებელი, რომ პრობლემას პროგერესირების საშუალება არ მივცეთ.
მარა ეს არა მგონია მოხერხდეს :( :|
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0