Sign in to follow this  
Followers 0

იპოთეკური კრიზისი. .

30 posts in this topic

წლების განმავლობაში ამერიკის მოქალაქეები ვითომც არაფერი ისე იღებდნენ იპოთეკურ კრედიტებს და ბედნიერად ყიდულობდნენ ბინებს. . თითქოს პრობლემაც არ არსებობდა, ისესხებდი ფულს, იყიდიდი ბინას და მორჩა. . .ბანკი ფულს ყიდიდა შენ კიდე უძრავ ქონებას. .მაგრამ უცებ ბრახ და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა რომ შერბილებულმა საკრედიტო პოლიტიკამ სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა მთლიანად ამერიკის ეკონომიკა.

2000-2006 წლებში ბანკები დაკრედიტების საოცრად ლიბერალიზებულ ფორმაზე გადავიდნენ, კრედიტები გაიცემოდა არა მარტო კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტებზე არამედ აქამდე ბანკისათვის უცნობ მსესხებლებზე (დამატებითი გაზრდილი საკრედიტო ინტერესის საფუძვლეზე). ლიბერალიზაცია მარტო სესხების ასე უაზროდ გაცემაშI არ გამოიხატებოდა. საქმე იმაშIა რომ ბანკებმა კრედიტების თანხების გაზრდა გირაოს (უძრავი ქონების ამ შემთხვევაში) ღირებულების შესაბამისად დაიწყეს და ფაქტიურად 100%ით აფინანსებდნენ მას (ღირს შენი ბინა მილიონი? გაიტან მილლიონს არაა პრობლემა. ..არადა საქართველოში გირაოს ღირებულების მმაქს 70% ის გატანა შეგიძლია). მაშIნ როდესაც ამერიკის ბანკები ფედერალურ რეზერვს ყელგამოღადრული ეხვეწებოდნენ არიქა დაბალ პროცენტში მოგვეცი ფულიო და ამავდსროულად აღარ იცოდნენ ვისთვის როგორ “შეეტენათ” თავიანთი კრედიტები , კლიენტებმაც კარგად ისწავლეს ინდივიდუალური საკრედიტო მანიპულაციებისა და აფიორების წარმოება გამოქონდათ კრედიტები და აღარ იხდიდნენ მათ .. დღეს დღეობით ამერიკაში 2მლნ 200 ათასი საკრედიტო ხელშეკრულება გაუქმების საფრთხის წინაშეა .თითოეული ბანკი კი წელიწადში დაახლოებით 8 მლნ უიმედო სესხს ჩამოწერს. ..

აქ ჩნდება კითხვა კი მაგრამ ამ სესხების სანაცვლოდ ხომ ბინა იყო დაგირავებული, და რაში მდგომარეობს კრიზისი?. . .საქმეც ამაშია რომ ბანკებმა უიმედო სესხების დასაფარავად უზრუნველყოფილი გირაოების რეალიზაცია დაიწყეს ანუ სამშენებლო ბაზარზე გამოჩნდა ჭარბი მიწოდება. .მერედა როგორი, ამან კი სერიოზული გავლენა იქონია უძრავი ქონების ფასებზე. ..

მოკლედ სალაპარაკო ბევრია. ..თემა სახელად იპოთეკური კრიზისი, . რა ხდება რეალურად. .. ? ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რეალურად ისაა რომ ბანკებზე დიდი აფერისტი არამგონია ვინმე იყოს. რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს ერთი და იგივე ბინა 100-ჯერაა დაგირავებული. ჯერ კაცი ბინის გირაოთი იღებს სესხს. მერე ერთი ბანკი ამ გირავნობის ქაღალდით მეორე ბანკიდან, მეორე მესამისგან და ასე შემდეგ. ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო ავადსახსენებლ 90-იან წლებში თბილისში: იყო ტავარი და ვეძებდით კლიენტს, ნახევარ თბილისს მოივლიდა ამბავი ერთი 30 კაცი ჩასასტავდებოდა წილში და მერე კურიოზი ის იყო რომ ჩემსაცვე ტავარს მე მთავაზობდნენ იღონდ 100-ჯერ გაზრდილ ფასად და მხოლოდ გადაქსეროქსებული სერტიფიკატით ვხვდებოდი რომ ჩემ ტავარზე იყო ლაპარაკი. მაგრამ მე რას მოვალ ამერიკულ ბანკებთან, მასშტაბები უფრო სკრომნია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მთავარი კითხვა დამავიწყდა,, ,ემურება თუ არა საქართველოს იგივე საშიშროება/?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოში იპოთეკა ნაკლებაა გავრცელებული დიდი პროცენტის გამო ასე რომ მგონი გადავრჩებით, თუმცა მე რა მაგათზე ნაკლებადა ვარ დამოკიდებული

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რეალურად ისაა რომ ბანკებზე დიდი აფერისტი არამგონია ვინმე იყოს. რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს ერთი და იგივე ბინა 100-ჯერაა დაგირავებული. ჯერ კაცი ბინის გირაოთი იღებს სესხს. მერე ერთი ბანკი ამ გირავნობის ქაღალდით მეორე ბანკიდან, მეორე მესამისგან და ასე შემდეგ. ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო ავადსახსენებლ 90-იან წლებში თბილისში: იყო ტავარი და ვეძებდით კლიენტს, ნახევარ თბილისს მოივლიდა ამბავი ერთი 30 კაცი ჩასასტავდებოდა წილში და მერე კურიოზი ის იყო რომ ჩემსაცვე ტავარს მე მთავაზობდნენ იღონდ 100-ჯერ გაზრდილ ფასად და მხოლოდ გადაქსეროქსებული სერტიფიკატით ვხვდებოდი რომ ჩემ ტავარზე იყო ლაპარაკი. მაგრამ მე რას მოვალ ამერიკულ ბანკებთან, მასშტაბები უფრო სკრომნია.

და რატომ მაინც დამაინც მარტო ბანკები? ბანკი ჩვეულებრივი ვაჭარია, იყიდის იაფად? იაფადვე გაყიდის ფულს. . .რა არის ამაში გასაკვირი, . ამისატვის არის ამხელა მახინა ქვეყანა რომ ეს აკონტროლოს აბა სხვას რას აკეთებს ა?. .. .ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ბენ ბერნანკი სწორედ ამისათვის კრიტიკდება ყველაზე მეტად რომ დააკმაყოფილა wall street -ის მღელვარე ამბიციები და სესებზე პროცენტი დაუკლო. .

თუმცა ეს თემაა იმიტომ გავხსენი უფრო მეტად რომ რამდენიმე საინტერესო ვერისა მოვისმინე ფორუმელებისაგან ამ კრიზის შესახებ და ვფიქრობ ორმ თავად დააფიქსირებენ აზრებს. მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს კონტროლირებადია თუ არა ამერიის მიერ ინფლაცია. ..არსებობს აზრი რომ ყველაფერი ის რაც ხდება ამერიკის მიერ კარგად დაგეგმილი და გათვლილი სვლებია,, ,,,,,,,

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გვანც მეტად საინტერესო და საჭირბოროტო თემაა :)

დავიწყოთ იპოთეკური სესხებიდან, რომელიც სამწუხაროდ მეტად პოპულარული იყო აქეთ, გვანც როგორც ზემოთ აღნიშნე ხალხის დიდ ნაწილს სახლები ამ სესხის საშუალებით ქონდა შესყიდული. შექმნილი ვითარების გამო უმრავლესობამ ვერ შეძლო ამ უძრავი ქონების შენარჩუნება ათასობით დოლარიც ისე იზარალეს რომ არც ბანკს და არც სახელმწიპოს ხელი არ გაუნძრევია. ნეტარი ამერიკული ოცნება THE AMERICAN DREAM სწორედ სახლის ყიდვაში მდგომარეობს, გაგიკვირდებათ რამდენ ამერიკელს არ ავს საკუთარი სახლი და ნაქირავებში ცხოვრობენ.

ამერიკაში ეკონომიკის შესუსტებაზე ბევრმა ფატორმა იმომედა: უძრავი ქონების ჩაწოლამ ,ბიუჯეტის დეფიციტმა ( გასულ წელს 250 მილიარდი შეადგინა), ავღანეთ-ერაყის კომპანიებზე გადაყრილმა თანხებმა, სავაჭრო დეფიციტმა ( გასულ წელს რეკორდული 605 მილიარდი შადგინა), ინფლაციამ და საწვავის მაღალმა ფასებმა ამერიკის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. უკვე რამდენიმე დღეა wall street-ზე პანიკა არ ცხრება რასაც არც ფედერალების მიერ საპროცენტო ინტერესის შემცირებამ უშველა რამე.

დოლარი დასუსტებულია და უკვე კანადის დოლარს გაუტოლდა ბევრი ქვეყანა დოლარის გამოყენებაზე უარსაც კი აცხადებს. ამ ყველაფერს ამერიკისთვის სასარგებლო შედეგებიც მოყვა. დაბალი დოლარი ევროსთან უფრო კონკურენტ უნარიანი გახდა, ინფლაცია დარეგულირდა და ამერიკიდან ექსპორტმაც იმატა.

ეს მთავრობის მიერ დადგმული სპექტაკლია თუ მწარე რეალობა? ზუსტად პასუხის გაცემა ჭირს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია მიუხედავად ევროკავშირის ფულადი ერთეულის თუ ძლიერი ეკონომიკის ან ჩინეთის და ინდოეთის საშინლად სწრაფად მზარდი ეკონომიკის მიუხედავად ამერიკა ჯერ კიდევ გადამწყვეტ როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკის პოლიგონზე. ფაქტიც სახეზეა იპოთეკური სესხების პრობლემამ და ამერიკს ეკონომიკის შესაძლო ჩავარდნამ ევროპის და აზიის ბირჟებზეც აქციათა მკვეთრი ცვენა და ჟრუანტელი გამოიწვია.

ამერიკელი ეკონომისტების მიხედვით 2008 წელი გლობალური ეკონომიკის შესუსტებით დაგვამახსოვრებს თავს. როგორც ამერიკაში აგრეთვე აზიასა თუ ევროპაში ეშპ-ს გაცილებით სუსტი განვითარებაა ნაწინასწარმეტყველები. ამერიკის ეკონომიკის შემთხვევაში ან ეკონომიკის ჩავარდნა ან უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 1.7% ზრდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იმ მიზნით რომ სერიოზული კონკურენცია გაეწიათ აზიური და ევროპული მაღალი უკუგების მაჩვენებელი ფასიანი ქაღალდებისათვის 2003-2004 წლებში wall street-ზე მეტად საინტერესო სტრატეგია შემუშAვდა. . შეიქმნა იპოთეკურ ბაზარზე მიმაგრებული ფასიანი ქაღალდების პროდუქტი , რომელსაც ზურგს მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო კომპანიების რეკომენდაციები უმშვენებდა. .მოკლედ ამდაგვარი "ბუტაფორიით" ადვილად მოხდა იაფი ფულადი სახსრების მიზიდვა დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთIდან, საფრანგეთIდან, იაპონიიდან, ნიდერლანდებიდან, ,, , და ეს ყველაფერი ცნობილ კრიზისამდე 3-4 თვით ადრე მოხდა .. ..მალევე ამერიკის ეკონომიკაში " დომხალიზაცია" დაიწყო . .აღნიშნული ფონის აქტივების ღირებულება 30% ით გაიფდა. . .შედეგად კი ინვესტორების სერიოზული ზარალი და ინვესტირებული თანხების პანიკური გადინება მოყვა. .ამის მაგალითად ჩინეთი შეიძლება მოვიყვანოთ. მისი სავალუტო რეზერვიდან 3 მილიარდი დოლარი დაბანდდა ამერიკულ საინვესტიციო კომპანიაში. . .ანუ მარტო ჩინეთმა 3-4- თვეში რეკორდული თანხა ერთი მილიარდი იზარალა. . .ევროპა ამერიკას სდებს ბრალს რომ ზედმეტად გაბერა მისი კომპანიების აქტივების მიმზიდველობა, ამერიკა კი აქტივების ფასების ზედმეტ ვარდნაში სდებს ბრალს კომპანიებს .. მოკლედ ფაქტი ერთია რომ ამან ლიკვიდური სახსრების მოულოდნელიო და სწრაფი გადინება გამოიწვია ამერიკიდან და კრიზისის კიდევ ერთი მიზეზი სახეზეა. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გვანც ამ შემთხვევაში ასეთი ბინძური თამაშებიც მიღებულია ალბათ? დავივიწყოთ ამერიკის და ევროპის სიახლოვე ან აზიის ქვეყნების. ეკონომიკას თავისი პოლიტიკა აქვს. ამერიკამ მილიარდობით ინვესტიცია ჩადო განვითარებად ქვეყნებში: ჩინეთი, ინდოეთი, მალაიზია, ბრაზილია თუნდაც რუსეთი. მოხდა OUTSOURCING ამერიკულმა ფირმებმა ბევრი ოფისები გადაიტანეს განვითარებად ქვეყნებში იაფი მუშა ხელის გამო, გარკვეული პორობლემები ამის ბრალიც უნდა იყოს. ერთის მხრივ ზოგავ დიდ თანხას მეორეს მხრივ უმუშევარს ტოვებ საკუთარ ხალხს. ავიღოთ ავტოსაწარმო ფორდის მაგალითიც ზუსტად იაფი მუშახელის გამო გახსნეს ქარხნები მექსიკაში და მათ შორის რუსეთშიც. რეზულტატი? დიდი ხნის მანძილზე შექმნილი უხარისხო მანქანები, 2006 წელს 12 მილიარდიანი წაგება, დაკარგეს რეპუტაცია და ამერიკელი ხალხის სიმპატია ამის გამო მეორე ადგილი დაუთმეს ტოიოტას რომელსაც უამრავი ამერიკელი ყავს დასაქმებული აქ არსებულ 10 ქარხანაში. რამდენიმე დღის წინ ბიზნეს არხს უყურე და გადაცემის წამყვანმა აღნიშნა: "ეკონომიკის და ბიზნესის წარმოების წესები შეიცვალა, უცხოური კომპანიები უფრო თავისუფლად ყიდულობენ ამა თუ იმ ქვეყნის კომპანიების აქციებს-ეს ხომ გლობალიზაციაა" მიმაჩნია რომ მსგავსი ხრიკებით შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის შეჯანჯღარება

0

Share this post


Link to post
Share on other sites
გვანც ამ შემთხვევაში ასეთი ბინძური თამაშებიც მიღებულია ალბათ?

ალბათ არ მაქვს უფლება სიბინძურედ მოვნათლო ჩემს მიერ ზემოთ თქმული იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მოულოდნელი იყო კრიზისი თავად ქვეყნისთვის . .არავინ ელოდა რომ ასე უცბად შეიქმნებოდა პრობლემები საბინაო ინდუსტრიასა და იპოთეკურ ბაზარზე. ჭარბი მიწოდება, ოთხოვნის ერთბაშAდ შემცირება და ბინებზე ფასების შემცირება სავალალო სურათს ხატავს. .

მოხდა OUTSOURCING ამერიკულმა ფირმებმა ბევრი ოფისები გადაიტანეს განვითარებად ქვეყნებში იაფი მუშა ხელის გამო, გარკვეული პორობლემები ამის ბრალიც უნდა იყოს. ერთის მხრივ ზოგავ დიდ თანხას მეორეს მხრივ უმუშევარს ტოვებ საკუთარ ხალხს.

ესეც საინტერესო მომენტია რა არის ეს, მადლი თუ პატარა ეშმაკობა? დატოვა თავისი ხალხი უმუშევრად ამერიკამ თუ ის ქარხნები "მიუჩოჩა ახლოს" ქვეყნებს რომლებიდანაც უხვად მოედინობოდა უმუშევარ არალეგალთა უზარმაზარი ნაკადი ამავე ქარხნებში სამუშაოდ. .. და კიდევ მეორე ხშირად მომისმენია რომ ამ ქვეყნებში ქარხნების გადატანას ამერიკა ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის მიზნითაც ხშირად აკეთებს. . მოკლედ რას გაიგებ. . :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მ ქვეყნებში ქარხნების გადატანას ამერიკა ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის მიზნითაც ხშირად აკეთებს.

გინდა ამერიკიდან დაბინძურებულა გარემო, გინდა კიდე ჩინეთიდან :D ჩინეთში ხალხს სუნთქვა უჭირს უკვე, მაგის გამო ოლიმპიკური თამასების სხვა ქალაქში გადატანასაც აპირებდნენ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მინდა პატარა და ძალზედ საინტერესო სტატიას გაგაცნოთ, როგორც ხვდებით თემა ეკონომიკის გარშემო კურირებს.

დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში?...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თანდათან თავის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის ქვეშ აქცევს მსოფლიოს ახალ-ახალ რეგიონებს. ამ წარმატებებით გათამამებული "შუაგულის სამეფო” თავის თავს უკვე დაუფარავად აცხადებს ახალ სუპერსახელმწიფოდ. არცთუ უსაფუძვლოდ. მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული ფირმა Goldman Sachs-ის პროგნოზებით, ეს "აზიური ვეფხვი” სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით შეერთებულ შტატებს უკვე 2039 წლისათვის, ანუ სულ რაღაც სამ ათეულ წელიწადში დაეწევა. უკვე ბევრს აინტერესებს, მართლა შეძლებს თუ არა ჩინეთი შეერთებულ შტატებისათვის ტახტის წართმევას.

ამერიკული ერის დასასრულის დასაწყისი?

ჯერჯერობით, თითქმის ყველა მაჩვენებლის ანალიზის მიხედვით ჩანს, რომ მსოფლიო ჰეგემონის როლს ამერიკა ინარჩუნებს. იგი ლიდერობს როგორც უდიდესი სამხედრო პოტენციალისა და უაღრესად ეფექტური ეკონომიკის წყალობით, ასევე მრავალი სახის კულტურული მიღწევებითაც. მეორე მსოფლიო ომი ძალზე დაეხმარა ამ ქვეყანას ასე დაწინაურებაში. ამ პერიოდში ამერიკა გახდა არა მხოლოდ სამხედრო ხასიათის საქონლის გლობალური მწარმოებელი - მისი ეკონომიკა ყვაოდა, მეურნეობის ყველა სფეროში ინერგებოდა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც მსოფლიოს აოცებდნენ, ხოლო ლიბერალური საზოგადოებრივი სისტემა შესაფერის ატმოსფეროს ქმნიდა ინდივიდუალური ინიციატივისა და მეწარმეობის წასახალისებლად. მისი ლიდერის პოზიციაზე მტკიცედ ყოფნას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ომისაგან დანგრეული სხვა ქვეყნები საკმაოდ დიდხანს მხოლოდ აღდგენით სამუშაოებს მოუნდნენ. ამიტომ, ცხადია, ისინი ვერავითარ საშიშროებას ვერ შეუქმნიდნენ მთელ მსოფლიოში აშშ-ს პრიმატს.

ომის შემდგომმა მრავალი ქვეყნის დახმარების (ეგრეთ წოდებული "მარშალის გეგმა”) ღონისძიებებმა, გარკვეული სტიმული მისცეს ამერიკული მეურნეობის წინსვლას. მისი განვითარებისათვის აღმძრავი გახდა ასევე ბრეტონ ვუდსის მონეტარული სისტემაც, რომელმაც ამერიკული ვალუტა უმნიშვნელოვანესი გლობალური ვალუტის რანგში აიყვანა. ამან ასევე საშუალება მისცა ამ ქვეყანას, კონტროლი დაემყარებინა მთელი მსოფლიოს მონეტარულ ბაზრებზე.

დროის გასვლასთან ერთად, აშშ-ს საზღვრებს გარეთ დოლარის რეზერვები იზრდებოდა, რის გამოც თანდათან ძნელდებოდა მტკიცე სავალუტო კურსის შენარჩუნება. ამ ქვეყნის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ დოლარის მსყიდველობითუნარიანობის დაცემა გამოიწვია, რამაც ქვეყნებს, რომელთა რეზერვებიც ამ ვალუტაში იყო, მისი მოშორებისა და რეზერვების სხვა ვალუტაში გადაყვანისაკენ უბიძგა. ამის შედეგად ბრეტონ ვუდსის სისტემის საფუძვლებიც შეირყა. ამან და ზოგიერთმა სხვა მიზეზმა აშშ-ს ჰეგემონიას გარკვეული ჩრდილი მიაყენა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში აშშ კვლავაც მთელ მსოფლიოში პირველი სამრეწველო სახელმწიფო იყო, მაგრამ უდიდესი დეფიციტი მის სავაჭრო ბალანსში უარყოფითად ზემოქმედებდა მის პოზიციაზე. შესუსტდა დოლარის როგორც კურსი, ისე მისი პოზიცია. სუსტი დოლარი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, იწვევდა მის გამოდევნას რეზერვებიდან, სადაც მას ევრო და სხვა ვალუტა ენაცვლებოდა. ამით კი საერთაშორისო საზოგადოების წარმოდგენასაც ამერიკაზე, როგორც არცთუ ისე ღირსეულ სავაჭრო პარტნიორზე, ჩრდილი ადგებოდა. ამერიკას პრობლემას უქმნის ასევე დიდი მოცულობის შიდა ვალიც. იგი მეურნეობის მრავალი სფეროს მიხედვითაც თანდათან კარგავს კონკურენტუნარიანობას. ქვეყანას უარყოფითი იმიჯი შეუქმნა ასევე ჯერ ვიეტნამში, ხოლო შემდეგ ერაყში გაჩაღებულმა ომებმაც.

ამერიკის ჰეგემონია არ შეიძლებოდა მუდმივად გაგრძელებულიყო. ამჟამად ამერიკის ბაზარი სიდიდით მეორეა ევროკავშირის ბაზრის შემდეგ. ამასთან, მისი ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკაში დრამატულად შემცირდა. გლობალურ სცენაზე გამოჩნდა მისი სერიოზული კონკურენტი - ჩინეთი. ამრიგად, მთელი ომის შემდგომი 50-წლიანი ერთპიროვნული ბატონობის შემდეგ მას მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ არსებობს ქვეყანა, რომელიც მას არც ეკონომიკური პოტენციალით, არც ტექნოლოგიური დონით, არც დემოგრაფიული თუ სამხედრო თვალსაზრისით მას არ ჩამოუვარდება.

აზიური დრაკონის ეპოქა დგება?

ამჟამად მთელი მსოფლიოს ყურადღება აღმოსავლეთ აზიის იმპერიისკენაა მიპყრობილი. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთის ეროვნული მეურნეობა აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ქვეყნის მშპ ყოველწლიურად საშუალოდ 10 პროცენტით იზრდება, ფლობს შრომითი რესურსების ამოუწურავ მარაგს, უაღრესად ტევად სამომხმარებლო ბაზარს, ინფრასტრუქტურას, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად ვითარდება, ქვეყანაში შედის უზარმაზარი რაოდენობის უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, ხოლო მისი ტექნოლოგიები არცთუ ისე ჩამორჩება დასავლეთის დაწინაურებულ ანალოგიებს. ეს ქვეყანა არის ასევე ნედლეულის მსოფლიოში ყველაზე დიდი მომხმარებელი. ჩინეთისათვის დამახასიათებელი კიდევ მრავალი დადებითი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ თუ იქნება ეს საკმარისი იმისათვის, რომ მან ამერიკის ადგილი დაიკავოს?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩინეთი: მწვერვალისაკენ მიმავალი გზა ნარ-ეკლიანი იქნება

მიუხედავად იმ ფენომენალური შედეგებისა, რომლებითაც ეს ქვეყანა მსოფლიო საზოგადოების თვალში წარმოსდგა, 1978 წელს დაწყებულ ეკონომიკურ რეფორმებს საკმაოდ მწვავე თანმდევი პრობლემებიც მოჰყვა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის შემდგომ განვითარებას.

ერთ-ერთი კი ისაა, რომ ჩინურ საზოგადოებას ორად ჰყოფს ღრმა უფსკრული. კერძოდ, 2006 წელს 300 ათას ჩინელზე მეტი ფლობდა ქონებას, რომლის ღირებულებაც აღემატებოდა 1 მილიონ აშშ დოლარს, მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის 216 მლნ მოსახლე იძულებულია, დღეში 1 დოლარზე ნაკლები შემოსავლით დაკმაყოფილდეს. ამასთან, ქალაქის მოსახლეობის საშუალო შემოსავალი რამდენჯერმე აღემატება სოფლის მკვიდრის შემოსავალს. თვალში საცემი განსხვავებაა ასევე რეგიონების მიხედვითაც - ზღვისპირა რაიონებში გაცილებით მდიდარი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში. სერიოზულად გამდიდრდა ასევე სპეციალური ეკონომიკური ზონის მკვიდრი მოსახლეობაც.

"შუაგულის სამეფო” თავის ეკონომიკურ მიღწევებს მნიშვნელოვანწილად გარემოს დაცვის ღონისძიებების უგულებელყოფას უნდა უმადლოდეს. ჩინეთში იმდენადაა ბუნებრივი გარემო უგულებელყოფილი, რომ 2006 წელს მსოფლიოში 20 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 16 სწორედ ჩინური მეტროპოლია აღმოჩნდა. დენ სიაოპინის სამეურნეო რეფორმებში ამგვარ საკითხებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა. შედეგად, განადგურებულია ტყის უდიდესი რესურსები, ხოლო ახალი ქარხნების მშენებლობამ ჰაერის თუ წყლის დაბინძურება გამოიწვია. ჰაერის ნახშირორჟანგით დაბინძურების მხრივ ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა (წელიწადში 6,2 მილიარდი ტონა), აშშ-ს შემდეგ (წელიწადში 5,8 მილიარდი ტონა). ამჟამად ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებულია გეგმა, რომელიც ბუნების აღსადგენ სამუშაოებს ითვალისწინებს, რისთვისაც 160 მლრდ დოლარია გამოყოფილი, მაგრამ მრავალი ეკოლოგი ეჭვობს ამ ღონისძიებების დროულობასა და ეფექტიანობას.

არასტაბილურია ასევე ჩინეთის საბანკო სექტორიც. იგი დამძიმებულია სოლიდური ვალებით, რაც სერიოზულად აფიქრებს უცხოელ ინვესტორებს. ამ ბანკების ძირითადი მსესხებლები არიან ზარალიანი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე წლებია, რაც პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც სამრეწველო პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს აწარმოებენ.

სხვა პრობლემებიდან, რომლებიც მძიმე ტვირთად აწევს ჩინურ საზოგადოებას, აღსანიშნავია: ყოვლის მომცველი კორუფცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების მიერ აღიარებულ კონფუციანურ იდეოლოგიასთან, სოციალური დაცვის სისტემის არასრულყოფილება, რომელიც ვერ მოიცავს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ფარული უმუშევრობა, რომელიც თითქმის 20 პროცენტს აჭარბებს, და აგრეთვე სიღატაკე, რომელიც თანდათან ფართო და საშიშ მასშტაბებს იღებს.

მაინც ვინ დაიკავებს ლიდერის ადგილს?

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩინეთი მაინც რჩება იმ ქვეყნად, რომელსაც ხელეწიფება, აქვს პოტენციალი, რომ აშშ ადგილი დაიკაოს. ამაში ჩვენ ადვილად დავრწმუნდებით, თუ ამ ორ ქვეყანას საზოგადოებრივი ცხოვრების ოთხი ძირითადი სფეროს მიხედვით შევადარებთ. ესენია: დემოგრაფია, გეოპოლიტიკა, ეკონომიკა და სამხედრო სფერო.

დემოგრაფია და გეოპოლიტიკა

ფართობის მიხედვით ორივე ეს ქვეყანა ურთიერთშესადარისია და ორივენი მსოფლიო ლიდერები არიან. საუკუნეთა მანძილზე ჩინეთი პლანეტის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. იქ ამჟამად ცხოვრობს 1,3 მილიარდი ადამიანი, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ.-ზე 138 ადამიანს შეადგენს. ჩინეთის შრომითი რესურსები თითქმის 800 მილიონს აჭარბებს. მიუხედავად "ერთი ბავშვის პოლიტიკის” შემოღებისა (ერთ ბავშვზე მეტის ყოლა ოფიციალურად აკრძალულია), ჩვენს დედამიწაზე ყოველი მეხუთე მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეა. შეერთებული შტატები ჩინეთს ვერც მოსახლეობის რიცხოვნობით ("ძლივს” 303 მილიონი მოსახლე) შეედრება და ვერც მისი სიმჭიდროვით (31 ადამიანი ერთ კვ.კმ.-ზე). რაც შეეხება შრომითი რესურსების რაოდენობას, შტატებში იგი ოდნავ აღემატება 150 მილიონს.

ამასთან, დღევანდელ მსოფლიოში მხოლოდ მცხოვრებთა რაოდენობა როდი ახდენს გადამწყვეტ გავლენას სახელმწიფოს დემოგრაფიულ პოზიციაზე. მხედველობაშია ასევე მისაღები მისი ხარისხიც. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ განათლების ინდიკატორებს, ცხოვრების ხარისხს და საზოგადოების განვითარების დონეს. ამ მხრივ კი ამერიკა ჩინეთს ბევრით შორს იტოვებს. მაგალითად, საზოგადოების განვითარების მაჩვენებელი (HDI) შეერთებული შტატებისათვის შეადგენს 0,994, რისი მიხედვითაც ეს ქვეყანა მსოფლიოში მე-8 ადგილზე იმყოფება, მაშინ, როდესაც ჩინეთისათვის ანალოგიური მაჩვენებელი ოდენ 0,768-ია და, შესაბამისად, იგი 81-ე ადგილს სჯერდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მრავალ უარყოფით მაჩვენებელს ჩინეთის პრესა უბრალოდ არ აქვეყნებს (ასეთი მაჩვენებლებია, მაგალითად, შიდსით დაავადებულთა რაოდენობა, უმუშევრობა, სიღატაკის დონის ქვემოთ მცხოვრებთა რიცხოვნობა და სხვ.), ჩინეთი გაცილებით უარესი სახით წარმოგვიდგებოდა, ვიდრე ამჟამად.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეკონომიკა: ჩინეთი აშშ-ს ფეხდაფეხ მისდევს

აშშ დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩინეთის ასეთ ეკონომიკურ დაწინაურებას. ამ ქვეყნის ექსპანსიას შტატების უდიდესი ფირმებიც ვერ ეწინააღმდეგებიან. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც კომპიუტერული ფირმა IBM-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვა, ან ნავთობის კორპორაცია UNOCAL CORP-ის შესყიდვის მცდელობა. ამერიკის სახაზინო ვალდებულებების 15 პროცენტზე მეტი შუაგულის სახელმწიფოს ეკუთვნის. ჩინეთი თანდათან აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს და, შედეგად, ადვილად იპყრობს მსოფლიო, და მათ შორის, ამერიკის ბაზრებს.

საქონლის ხარისხის სრულყოფის შემდეგი მაგალითი შეიძლება მოვიტანოთ: ამჟამად ჩინეთის ექსპორტის 28 პროცენტი უმაღლესი ტექნოლოგიის შესაფერისადაა წარმოებული, იგივე მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში 32 პროცენტის დონეზეა. ჩინეთი შტატებს ფეხდაფეხ მისდევს წარმოებული მშპ-ს მაჩვენებლის მიხედვითაც. კერძოდ, თუ აშშ აწარმოებს მსოფლიო მშპ-ს 20 პროცენტს (13.770 მლრდ დოლარი) და ამ მაჩვენებლით საერთაშორისო არენაზე I ადგილს იკავებს, ჩინეთი აწარმოებს (2006 წლის მონაცემები) 10.210 მლრდ-ს, რაც მსოფლიოში წარმოებული მშპ-ს 15 პროცენტს შეადგენს და ამ მაჩვენებლის მიხედვით II ადგილზეა. წარმოების ასეთ ეფექტურად განვითარებას განსაკუთრებით ის აძლევს ბიძგს, რომ ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას. მაგალითად, 2006 წელს ამ სფეროში 136 მლრდ დოლარის სახელმწიფო ინვესტიციები ჩაიდო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩინეთის ეკონომიკის განვითარების ტემპები სერიოზულად უსწრებს წინ შტატების ეკონომიკის წინსვლის ტემპებს (2006 წელს ის ჩინეთში შეადგენდა 10,7%, შტატებში - 3,2-ს), მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ შეერთებულ შტატებს ნამდვილად აქვს შეშფოთების მიზეზი.

თუმცა მშპ-ს განაწილებით ჯერჯერობით სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. კერძოდ, თუ აშშ-ს ერთ მკვიდრზე წელიწადში მოდის 44 ათასი დოლარი (7 ადგილი მსოფლიოში), ჩინეთში ანალოგიური მაჩვენებელი 8,8 ათას შეადგენს (106 ადგილი მსოფლიოში).

განსაკუთრებით დიდ წარმატებას ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აკუმულაციის სფეროში მიაღწია. ამჟამად ქვეყნის რეზერვები შეადგენს 1034 მლრდ დოლარს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში I ადგილს იკავებს (შეერთებული შტატები 13-ს, თავისი 69,2 მლრდ დოლარით).

ჩინეთმა შტატებს უცხოური ინვესტორების მხრიდან ნდობის ინდექსის მიხედვითაც წაართვა პირველობა (FDI Cofidential Index). ქვეყანაში ყოველწლიურად მეტი და მეტი ინვესტიციები შედის.

დაპირისპირება სამხედრო სფეროში

როგორც ჩანს, ამ სფეროში დემოგრაფიული ფაქტორი თავის როლს თამაშობს და თავის გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, ამჟამად ჩინეთში სამხედრო ფორმაში 2,2 მილიონი ადამიანია გამოწყობილი, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი შტატებში მხოლოდ 1,4 მილიონს შეადგენს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხარისხობრივი თვალსაზრისით, ჩინეთის არმია მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამერიკულ ჯარს. ცხადია, ამაზე გავლენას ახდენს ასევე ამ მიზნისათვის გამოყოფილი შედარებით ნაკლები ბიუჯეტური სახსრები (მშპ-ს 2 პროცენტი ჩინეთში, 4,1% შტატებში: 49,5 და 528,7 მლრდ დოლარი, შესაბამისად).

თანამედროვე პირობებში ჩინეთის არმია სერიოზულ როლს თამაშობს აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში. ამჟამად მიმდინარეობს მისი თვალსაჩინო გადაიარაღება, რის შემდეგაც, ექსპერტების შეფასებით, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ძალად ჩამოყალიბდება.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ალბათ არასოდეს არ დადგება ისეთი დრო, რომ ეს ორი არმია სერიოზულად დაუპირისპირდეს ერთმანეთს. ჩინეთს და შეერთებულ შტატებს შორის ხომ უაღრესად მჭიდრო ეკონომიკური კავშირები არსებობს. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაშია მისაღები ის, რომ შტატებისათვის ჩინეთი უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია (ამაზე აშშ-ს უდიდესი დეფიციტიც მეტყველებს ჩინეთთან ვაჭრობისას, რომელმაც 2005 წელს 235 მლრდ დოლარი შეადგინა). ჩინეთი ამერიკისათვის არის ასევე უაღრესად საჭირო პარტნიორი სახელმწიფო ვალის დაფარვის პროცესში (ამერიკული სახაზინო ობლიგაციების უდიდეს ნაწილს სწორედ ჩინეთი ფლობს).

ამიტომ უნდა ითქვას, რომ მოწმენი ვართ უაღრესად საინტერესო სპექტაკლისა, როდესაც ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები ეკონომიკურად ისე მტკიცედ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ მათ შორის ომი თითქმის გამორიცხულია. ასეთი სიტუაციით კი როგორც თავად ისინი, ისე დანარჩენი მსოფლიო მხოლოდ მოგებული აღმოჩნდება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოჰჰ .. მეტი დარდი არ მოგცეთ ღმერთმა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გმადლობთ ასეთი დამაიმედებელი სიტყვებისათვის :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესი სტატიაა მაგრამ არ გეჩვენება რომ თითქოს ორი რამ მოდის ერთმანეთთAნ წინააღმდეგობაშI? მაგალითად ეს ორი წინადადება. ..

ამერიკამ მილიარდობით ინვესტიცია ჩადო განვითარებად ქვეყნებში: ჩინეთი

. . .. . . .

ერთის მხრივ ზოგავ დიდ თანხას მეორეს მხრივ უმუშევარს ტოვებ საკუთარ ხალხს

აშშ დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩინეთის ასეთ ეკონომიკურ დაწინაურებას. ამ ქვეყნის ექსპანსიას შტატების უდიდესი ფირმებიც ვერ ეწინააღმდეგებიან.
0

Share this post


Link to post
Share on other sites

გვანც შენ რას ფიქრობ ამის შესახებ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გაზეთებსა და ტელევიზიებით ატეხილი პანიკისა და მიუხედავად, არსებობს პარალელური აზრი რომ ერთი ლექსისა არ იყოს ამერიკა თავადაა დირიჟორი იმისა რაც ხდებოდა და ხდება, და ყველაფერი ეს კარგად დაგეგმილი მანიპულაციაა რომლის შედეგების კონტროლიც ქვეყანა გიგანტს თავისუფლად შეუძლია. . .თუმცაღა ამ შემთხვევაშI საითაა მიმართული მიზანი მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ვერცერთი სტატია ვერ ვნახე ამის შესახებ. .არსებობს მარტო ფართოდ გავრცელებული აზრი დოლარიზაციის მაშტაბების შესახებ. . . .არ ვარ ამ შემთხვევაში კომპეტენტური, ვრცლად ვისაუბრო ამ თემის შესახებ მაგრამ დამეთანხმეთ რომ ეს იდეა ლოგიკას ექვემდებარება და თან როგორ. ..

ამერიკამ არაჩვეულებრივად იცის რომ ცხვირმოუხოცავი და ჭუჭყიანი ჩინელი, მარტო რაღაცა გაუგებარ ენაზე რომ ლაპარაკობს მის გარდა რომ არავის არ ესმის ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანთა მსოფლმხედველობაში "დემოკრატ " ამერიკელს. . ..ეგ ერთი და მერე მეორე, უხვად ჩადებული ინვესტიციები იგევე ჩინეთში, საკუთარი ქარხნებისა და ფაბრიკების ფლობა უცხო ქვეყანაში. .ამავე ქვეყნის ეკონომიკაში ხელების ჩარევის უფლებასაც ნიშნავს. . . . .ნუ მოკლედ ეხლა მე შესვენება მეწყება . .წავედი წავედი და მერე ვილაპარაკოთ ამაზე ვრცლად კაი/?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მერიკამ არაჩვეულებრივად იცის რომ ცხვირმოუხოცავი და ჭუჭყიანი ჩინელი, მარტო რაღაცა გაუგებარ ენაზე რომ ლაპარაკობს მის გარდა რომ არავის არ ესმის ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანთა მსოფლმხედველობაში "დემოკრატ " ამერიკელს

გვანც რაღაც ისეთი გრძნობა მიჩნდება რომ ჩინელები არ გიყვარს :D ასეთივე ცინგლიანია ინდოეთი თავისი აღმავალი ეკონომიკით და დიდი საბაზრო მარკეტით.

პ.ს. იცი რომ ჩინეთს საერთაშორისო რეზერვებში უკვე 1 ტრილიონ დოლარზე მეტს ინახავს

0

Share this post


Link to post
Share on other sites
პ.ს. იცი რომ ჩინეთს საერთაშორისო რეზერვებში უკვე 1 ტრილიონ დოლარზე მეტს ინახავს

აგა დოლარს და მხოლოდ და მხოლოდ დოლარს. . ..

კი ვერც ჩინელებს ვერ ვიტან და ვერც ინდოელებს. . ......არა ისე ჩვენში დარჩეს და ამერიკელებზეც არ ამომდის მზე და მთვარე.. . .. :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აგა დოლარს და მხოლოდ და მხოლოდ დოლარს.

კი დოლარს ასე ადვილად და უმტკივნეულოდ ვერავინ მოიშორებს თავიდან

არა ისე ჩვენში დარჩეს და ამერიკელებზეც არ ამომდის მზე და მთვარე

შოკში ვარ, ნიშადური სასწრაფოდ :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და მაიცნ მიუხედავად ამისა განვითარების ლიდერი ისევ და ისევ ჩინეთია რაც არ უნდა ძალიანაც არ მომწონდეს ეს მე. ჩინეთI დღითიდრე იზრდება და ზრდის თავისი იმპორტის მაჩვენებლებს და ამის და პარალელურად ოლიმპიადის მოლოდინში მილიონებს აბანდებს თავისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. რავიცი რა იქნება. . .:(

კიდევ ინდოეთი ახალი აზიური გიგანტი მანქანა. როგორც გამოკვლევები აჩვენებენ ინდოეთში 2007 წელს 18 მილიარდი დოლარის ინვესტირება განხორციელდა რაც 2006 წლის მონაცემბთან შედარებით ორჯერ დიდია, ანუ ინდოეთი გიგანტური მაშტაბებით იწყებს ზრდას. თუმცა აქვე ისიც მინდა ვთქვა რომ ჩინეთსაც და ინდოეთსაც ყევლაზე დიდი პრობლემა რაც ახასიათებთ ეს ბაზრის გაუმჭვირვალობა და ბიუროკრატიზმია, მიუხედავად იმისა რომ ამ ქვეყნების ბაზრის კარებები ფართOდაა გამოღებული ინვესტორებისათვის ესაა ის ფაქტორები რაც მნიშვნელოვნად აფერხებს განვითარებას.

არ შეიძლება ერთი ორი სიტყვა ბრაზილიაზეც არ ვთქვათ. ბრაზილიის ეკონომიკა თანდათანობით თვალში საცემი ტემპებით იზრდება და მიმზიდველიც ხდება ინვესტორებისატვის. ცენტრალური ბანკის შეფასებით 2008 წელს ბრაზილიის საწარმოო ეკონომიკა 5%-ით უნდა გაიზარდოს.

ანუ ამერიკა გაჩერებულია სხვა ქვეყნის ეკონომიკები წინ მიდიან .. . .თუმცა კონდოლიზამ "დაამშვიდა" მსოფლიო, თქვენ წყნარად იყავით ამერიკა მსოფლიო ეკონომიკის ლოკომოტივი ქინება კვლავაცო, ფაქტები ჯიუტად ამტკიცებენ საპირისპიროს. სახელგანთქმული კრიზისი განვითარებადი ქვეყნების საშველი და სტიმული აღმოჩნდა, საზრიანმა ინვესტიციებმა აზიაში დაიწყეს "ბორიალი" . .ასე და ჰა. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites
განვითარების ლიდერი ისევ და ისევ ჩინეთია

+ 1

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Don Beni

არა იაპონია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თუ აშშ-მ, ჩინეთმა და ინდოეთმა ეკონომიკის განვითარების მსგავსი ტემპი შეინარჩუნა მომავლისთვის, სახეზე გვექნება მსგავსი შედეგი:

2038 წლისთვის #1 ეკონიმიკური ზე-სახელმწიფოს პოზიციას ჩინეთი წაართმევს ამერიკას

2045 წლისთვის ინდოეთი გაუსწრებს ამერიკას და ჩინეთს გვერზე ამოუდგება

ბედკრული ამერიკა კიდევ მოკრძალებულ მესამე ადგილს დაიკავებს ( ან მეოთხეს თუ ევროკავშირს, როგორც 1 სახელმწიფოდ ჩავთვლით)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0