აბორტი

290 posts in this topic

არსებობს აბორტის შემდეგი ტიპები:

მედიკამენტოზური აბორტი (0 – 8 კვირა)

მინი – აბორტი (5 კვირამდე)

სამედიცინო აბორტი (6 – 12 კვირა)

აუცილებელია იმის ცოდნა, რომ სწორად ჩატარებულმა აბორტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები ქალის ორგანიზმისთვის:

აბორტის შედეგად ქალების 12 % ერღვევა მენსტრუალური ციკლი, შესაძლოა სისხლდენები მენსტრუაციებს შორის. ნამშვობიარებ ქალს აბორტის შემდეგ შესაძლოა აღუდგეს მენსტრუალური ციკლი 3–4 თვეში, ხოლო არა ნამშობიარებს ეს ვადა შეიძლება გაეწელოს ნახევარ წლამდე და მეტი.

აბორტი ყველაზე ხშირი მიზეზია გინეკოლოგიური დაავადებების, აბორტის შემდეგ ასეთი დაავადებები უვითარდება ყოველ მეხუთე ქალს.

აბორტი არღვევს ენდოკრინული და ნერვული სისტემების მუშაობას, აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს.

ქალი ქვეცნობიერად აღიქვამს აბორტს, როგორც საკუთარ სხეულზე ძალადობას – ეს ფსიქოლოგიური სტრესია, რომელმაც ფსიქიკის ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს.

ისევე, როგორც ნებისმიერმა ოპერაციამ, აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი სხვადასხვა სიმძიმის გართულებებისა.

თუ ამდენმა მიზეზმა არ გადაგარწმუნეს, და თქვენ მაინც გადაწყვეტთ ამ არაქრისტიანული და ყოვლად საზიანო ოპერაციის გაკეთებას, უნდა აირჩიოთ თქვენი სიტუაციისთვის შესაფერისი მეთოდი, ანუ სხვადასხვა ზიანიდან ნაკლები.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აბორტი - უმძიმესი ცოდვა!

მეცნიერება, მედიცინა, ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვიდანვე იწყება, ამას ყველა ქვეყნის მეცნიერი ადასტურებს. მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის მომენტში წარმოიქმნება უნიკალური, განუმეორებელი 46 ქრომოსომიანი უჯრედი. ეს სამყაროს ყველაზე ურთულესი უჯრედია. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, სიმაღლე, თვალის და თმის ფერი, სისხლის ჯგუფი, თითების ანაბეჭდი და ა.შ. რომლებიც სიცოცხლის სხვადასხვა საფეხურზე მხოლოდ განვითარებას განიცდიან. აბორტი ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვის მკვლელობაა და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ქალის ორგანიზმისათვის. იზრდება ავადმყოფ ქალთა და ბავშვთა რიცხვი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მაგალითად, რუსეთში ყოველი 1000 ახალშობილიდან 147 მემკვიდრული დაავადებებითაა სნეული. მხოლოდ 3,5% ბავშვებისა იბადება ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადახრების გარეშე, მეუღლეთა 25% უნაყოფოა. ჩვენს დროში სულ უფრო მეტი ქალი კვდება საშვილოსნოსა და მკერდის კიბოთი, ადრე კი ეს დაავადებები იშვიათი იყო. მათი მიზეზი აბორტია. აბორტი არღვევს ბუნებრივ ჰორმონალურ პროცესს და იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას. კიბოთი დაავადების ალბათობა 18 წლის ასაკამდე აბორტგაკეთებულ გოგონებში 80-ჯერ იზრდება. აკვიატებული მოსაზრება, რომ გამოსავალს კონტრაცეპტული საშუალებები წარმოადგენს, სავსებით მცდარია. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით, კონტრაცეპტივების გამოყენება აბორტების რიცხვს კიდევ უფრო ზრდის. აბორტების ნახევარზე მეტი უხეირო კონტრაცეპციის შედეგია. კონტრაცეპტივთა უმეტესობა ხელს არ უშლის ჩასახვას, არამედ იწვევს ნაყოფის სიკვდილს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, რაც კიდეც ხდება აბორტის მიზეზი.

სამედიცინო დაწესებულებებში 7-8 მილიონი აბორტია რეგისტრირებული. მალულ-ფარული აბორტების რაოდენობისა კი ვინ რა გაიგოს?! საგულისხმო ფაქტია: ხომ უამრავი სიცოცხლე წაიღო მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ იმავე პერიოდში აბორტების საშუალო რაოდენობამ ფრონტზე დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ!

„ასე გამრავლდება საქართველო?!“

სიონის მრევლმა მამა გაბრიელს (ურგებაძეს) ქართველი ერის გამრავლებისთვის პარაკლისის გადახდა სთხოვა. მამა გაბრიელი დათანხმდა და სამების ეკლესიაში ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. შინ დაბრუნებულ ბერს გამოცხადება უხილავს: მოსულა ძველი მეომარივით შემოსილი ორი კაცი, მამა გაბრიელზე უთქვამთ: „აი, ეს არისო“, შუაში ჩაუყენებიათ და სადღაც წაუყვანიათ. ვერაფერი დაუნახავს ბერს, გარდა იმისა, რომ იმ თეთრ შენობას, რომელშიც იგი შეუყვანიათ, ზედ დიდი ჯვარი ჰქონია. უცნობებს გაბრიელი შენობაში ჩაუკეტავთ. სიბნელისთვის თვალი რომ შეუჩვევია, ბერს დაუნახავს, რომ ქვის იატაკი თითის სიგრძე სისხლით მოთხვრილი ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. ჭერში დატოვებული ხვრელიდანაც უამრავი მკვდარი ბავშვი ცვიოდა. მალე ფეხის დასადგმელი ადგილიც არ დარჩენილა. თითის წვერებზე შემდგარი ბერი, ფეხი ყრმათა გვამებზე რომ არ დაედგა, კუთხეში მიკრუნჩხულა. ამ დროს კარი გაღებულა. „მობრძანდება, მობრძანდებაო!“ - მისწვდენია ხმა გაბრიელს; ჯერ ის ორი მეომრულად შემოსილი კაცი დაუნახავს, მერე კი - უამრავი ანგელოსითა და წმინდანით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.

- აი, ეს არის, ერის გამრავლებას რომ ითხოვდაო, - უთქვამს იმ ორის და გაბრიელიელზე მიუთიებია.

პირგამეხებულ ღვთისმშობელს მკაცრად შეუხედავს მისთვის, იატაკზე დაყრილი სისხლით მოსვრილი გვამები უჩვენებია და უთქვამს: „ამისთვის მევედრები? ასე გამრავლდება საქართველო?!“ გაბრუნებულა და წასულა.

მამა გაბრიელი ისევ იმ ორს წამოუყვანია და მისსავე სენაკში დაუბრუნებია.

ამის შემდეგ ბერს თბილისის ქუჩები დაუვლია ქადაგებით; „დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველოს რისხვა ააცილეთო“, - ივედრებოდა თურმე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეს ძალიან დელიკატური საკითხია. სხვადასხვა წახნაგის და მიზეზ-შედეგის გამოვლენაა. ამიტომ მასზე ცალსახად მსჯელობა სტერეოტიპულია და საზოგადოების გამოფუტუროებაზე მეტყველებს.

ავიღოთ ასეთი სურათი:

1. 3თვის ფეხმძიმეს აცნობებენ რომ ნაყოფს აღენიშნება ცერებრალური დამბლის მომასწავებელი ნიშნები. და ეს ნიშნები სწრაფად პროგრესირებადია.

თქვენ რას იზამდით ასეთ შემთხვევაში?

2.ქალზე ძალა იხმარეს საშინელმა ადამიანებმა. ქალი დაფეხმძიმდა და მას ჰყავს ოჯახი -მეუღლე და მცირეწლოვნი გოგონა...

თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე (ღმერთმა დგიფაროთ)?

მე საგანგებოდ მოვიყვანე ორი უმძიმესი შემთხვევა- ერთი ბავშვის და მეორე მშობლის მომავალთან დაკავშირებული ალტერნატივა.

მაგრამ ასე ვთქვათ- ეს უმძიმესი შემთხვევები ისე თანდათან, გრადაციულად შეიძლება გავამარტივოთ, რომ თქვენ ვერ იგრძნობთ სად გადის ზღვარი ლტერნატივასა და გამოუვალობას შორის.

თანაც მე წმინდად სოციალური კუთხით შევეხე ამ საკითხს.

არსებობს უფრო ღრმა და უკიდეგანო - მორალური განზომილება სადაც ყოველი განმკითხველი განკითხული იქნება იმით, რომ პირადად გამოსცდის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ყოფნას და ამ ალტერნატივასა თუ გამოუვალობას საკუთარ სულში აცხოვრებს. ეს ვრცელი თემაა...

მერე დაებადება თანა გრძნობა, რაც იმას ნიშნვს, რომ ის გრძნობა უკვე აქვს და ახლა თანა უგრძნობს იმავე ვითარებაში მყოფს...

ასე რომ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
2.ქალზე ძალა იხმარეს საშინელმა ადამიანებმა. ქალი დაფეხმძიმდა და მას ჰყავს ოჯახი -მეუღლე და მცირეწლოვნი გოგონა...
თანაც მე წმინდად სოციალური კუთხით შევეხე ამ საკითხს.

წმინდა ფსიქოლოგიური კუთხით..... ეს აბორტი ასეთი უბედურებაგადატანილ ქალს უშველის?

. 3თვის ფეხმძიმეს აცნობებენ რომ ნაყოფს აღენიშნება ცერებრალური დამბლის მომასწავებელი ნიშნები. და ეს ნიშნები სწრაფად პროგრესირებადია.

თქვენ რას იზამდით ასეთ შემთხვევაში?

ბეთხოვენის დედაზე რასაც ამბობენ და როგორც მოხდა, ის შემთხვევა?

საერთოდ მსგავსი შემთხვევები ინდივიდუალურია და გააჩნია: ვინ იკეთებს აბორტს.. როგორი მდგომარეობის, პირობებისა და სულიერი მხარის პატრონი...

ზოგადად ეს მიუღებელია, მაგრამ გამონაკლისებს უშვებენ.. და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ გამონაკლისი წესს ამტკიცებს :D

ახლა ის რომ ცოდვაა აქ ცალსახა არაფერია, აბორტი ცოდვაა და მორჩა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ახლა ის რომ ცოდვაა აქ ცალსახა არაფერია, აბორტი ცოდვაა და მორჩა

აჰა მართალია და Wanderer შენი მოყვანილი მაგალითები ათასში ერთხელ ხდება და მაგას მშობლები წყვეტენ და დანაშაული არ არისს. იმ ფილმს რო ვუყურე გამაჟჟჟროლა მაგარი ფილმია http://tvali.ge/index.php?action=watch&v=13112

0

Share this post


Link to post
Share on other sites

gegegio

მაგ ფილმს ერთხელ აღნიშვნაც ეყოფა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
1. 3თვის ფეხმძიმეს აცნობებენ რომ ნაყოფს აღენიშნება ცერებრალური დამბლის მომასწავებელი ნიშნები. და ეს ნიშნები სწრაფად პროგრესირებადია.

თქვენ რას იზამდით ასეთ შემთხვევაში?

2.ქალზე ძალა იხმარეს საშინელმა ადამიანებმა. ქალი დაფეხმძიმდა და მას ჰყავს ოჯახი -მეუღლე და მცირეწლოვნი გოგონა...

თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე (ღმერთმა დგიფაროთ)?

ამ ფაქტებს სამართლებრივი საფუძვლები ეწოდება :)

პირველ შემთხვევას,ანუ ნაყოფის არასრულფასოვნებას ევგენური ჩვენება ეწოდება,ხოლო მეორე შემთხვევას-ეთიკური.საქართველოს კანონმდებლობით აბორტის გაკეთება ამ ორი ჩვენების მიხედვით დაუშვებელია

კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ორ სამართლებრივ საფუძველს_სოციალურ და სამედიცინო ჩვენებებს

1.სოციალური ჩვენება,როდესაც ნაყოფის მშობლებს არ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა ნორმალურ პირობებში აღზარდონ ბავშვი

2.სამედიცინო ჩვენება,როდესაც დედის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია ნაყოფის მოშორება

თუმცა საქართველოს კანონმდებლობით აბორტის გაკეთება დანაშაულად არ ითვლება თუ ნაყოფი არის 2კვირის და აბორტის გაკეთება უნდა მოხდეს ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში,ლიცენზირებულ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არავინ არ იცის როგორ მოიქცევა ამ მომენტში.. მაგრამ მარტო უფულობის გამო ბავშვის მოკვლა არ შეიძლება

0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს კანონმდებლობით აბორტის გაკეთება ამ ორი ჩვენების მიხედვით დაუშვებელია

აბორტი საქართველოს კნონმდებლობით არ არის აკრძალული. როცა აკრძალული იყო, ამას ქალების სიცოცხლე ეწირებოდა. საერთოდ რაც მეტია აკრძლვა, მით მეტია დანაშაული.

აკრძალვა ვერ სპობს დანაშაულს- პირიქით დანაშაული აკრძალვის გვერდის ავლაში უფრო და უფრო დახვეწილ მეთოდებს ავითრებს:)

ასე დაწვრილებით არ ვიცნობ კანონებს აბორტის შესახებ

მე ვსაუბრობდი არა კანონზე, არმედ ადამიანის არჩევანზე, როცა ის საბედისწერო მომენტში იმყოფება. და ჩემი შეკითხვაც თქვენდამი დასმული იყო ასე - თქვენ როგორ მოიქცეოდით? გააჩენდით დებილ შვილს? მისდა და თქვენდა სავალალოდ მთელი სიცოცხლის გასაჯოჯოხეთებლად?

რა შუაშია კანონი? მე მხოლოდ ვიკითხე. თქვენ უბრლოდ გვერდი აუქციეთ ამ შეკითხვას და მას კანონი დუპირისპირეთ. იმიტომ რომ პასუხი არ გაქვთ:)

წმინდა ფსიქოლოგიური კუთხით..... ეს აბორტი ასეთი უბედურებაგადატანილ ქალს უშველის?

არა გენაცვალე. კორექტურას ნუ უკეთებ ჩემს ნათქვამს გეთაყვა:)

კარგად ვიცი რასაც ვამბობ. ფსიქოლოგიური არ მითქვამს, სოციალური ვთქვი. სოციუმი გაცილებით ფართო და ღრმა ფენომენია ვიდრე ამას თანმედროვე ე.წ. "სოციოლოგია" ღაღადებს.

უშველის თუ არ უშველის- საკითხი ასე არ დასმულა:

მე შეგეკითხეთ - თქვენ მის ადგილზე...

მაგრამ გვერდი აუარეთ შეკითხვას და კითხვითვე უპასუხეთ. რატომ?

პასუხი არ გაქვთ და იმიტომ:)

შენი მოყვანილი მაგალითები ათასში ერთხელ ხდება

მე ვთქვი გრადაციის და ზღვარის პირობითობის შესახებ, რაც მხედველობიდან გაუშვი. სიცოცხლის, ცხოვრების მოვლენები იმდენად მოუხელთებელია, ყოვლად არაერთგვაროვანია, ყოვლადინდივიდუალურია, რომ რუტინული სულის ადამიანებში სიცოფეს იქვევს ყოველგვარი ინდივიდუალურის გამოვლენა. მათ სურთ ერთი საერთო თარგი და ამ თარგზე გამოჭრილი ადამიანების დასტა. რა ადვილი და კომფორტულია მაშინ ყველაფერი...

ასეთი ადამიანების მართვაც.

მერე მოდგებიან ეს პატივცემული ფილისტერები და გუგულის ბუდის მსგავს ფილმებზე დაიწყებენ ოხვრას და ეპითეტების ფრქვევას. რა უნდა დაიჯერო მაგათი? თვითონ თავის მსჯელობაში კლავენ ყოველგვარ ინდივიდუალურ სიცოცხლეს. -სიტყვით, დამოკიდებულებით კლავენ.თუ საქმე საქმეზე მიდგება -ფიზიკურადაც.

ზოგადად ეს მიუღებელია, მაგრამ გამონაკლისებს უშვებენ..
ზოგადად ეს მიუღებელია, მაგრამ გამონაკლისებს უშვებენ.. და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ გამონაკლისი წესს ამტკიცებს

აჰა!:D:

გენაცვალე - ბუნებაში არ არსებობს ზოგადი ქალი:)

ყველა ქალი არის კონკრეტული და ინდივიდუალური.

გისურვებთ ეს ინდივიდუალურობა საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რაც ერთობ ძნელი რამაა.

გაცილებით ადვილია იყო ისეთი და ისე, როგორც ყველა:)

ninikela

kevana

gegegio

არ იფიქროთ თითქოს მე ვიცადე და ვამართლებდე ამ აქტს. შესაძლოა უფრო მეტიც ვიცოდე მისი სიღრმისეული მიზეზ-შედეგების შესახებ. მე თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებდა მხოლოდ.

გასაგებია. გმადლობთ:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
1. 3თვის ფეხმძიმეს აცნობებენ რომ ნაყოფს აღენიშნება ცერებრალური დამბლის მომასწავებელი ნიშნები. და ეს ნიშნები სწრაფად პროგრესირებადია.

თქვენ რას იზამდით ასეთ შემთხვევაში?

ძაალიან ძაალიიაან ძლიერი უნდა იყო ადამიანი რომ ეს შეძლო, სიყვარულით , სათნოებით და მოთმინებით, სიმშვიდით გაზარდო ასეტი ბავშვი, ღმერთმა გამაძლიეროს მაქამდე. თუმცა ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ვერ შევძლებ . . . ერთ ქალი ვიცი უშვილო, რომელმაც ბავშვი იშვილა და ისიც დაუნი . .და მას ყველაფერი მისცა რაც შეეძლო რომ მიწოდებინა, წარმოგიდგენიათ როგორი ძლიერი უნდა იყო რომ ეს შეძლო ??

2.ქალზე ძალა იხმარეს საშინელმა ადამიანებმა. ქალი დაფეხმძიმდა და მას ჰყავს ოჯახი -მეუღლე და მცირეწლოვნი გოგონა...

თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე (ღმერთმა დგიფაროთ)?

ეს და ამის გარდა კიდევ ძალიან ძალიან ბევრი ფაქტია როცა ვიტყოდი არას. . ..ვერ შევძლებ არ შემიძლია და მორჩა :), დიახ ცოდვაა . .. . ვიცი . .. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძაალიან ძაალიიაან ძლიერი უნდა იყო ადამიანი რომ ეს შეძლო, სიყვარულით , სათნოებით და მოთმინებით, სიმშვიდით გაზარდო ასეტი ბავშვი, ღმერთმა გამაძლიეროს მაქამდე. თუმცა ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ვერ შევძლებ

:10: მართალი ხარ. ნაღდი პასუხია :49:

დიახ ცოდვაა . .. . ვიცი .

:10: ცოდვა იმიტომაა,რომ ცოდნა მოგეცეს. არათეორიული და აბსტრაქტული.პირადი, უშუალო გამოცდილებით.

მაგრამ,ცოდნის საფასურს ხომ ვიხდით, როცა რაიმეს ვსწავლობთ? ხოდა ყველა ვარიანტში მოგიწევს ცოდვის გზით შეძენილი ცოდნის საფასურის გადახდა:)

ეგაა... :10:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
პასუხი არ გაქვთ და იმიტომ

გეშელბათ, პასუხი მაქვს :)

გავაჩენდი.. ორივე შემთხვევაში.... იმიტომ რომ ბავშვს არაფერი დაუშავებია :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბორტი საქართველოს კნონმდებლობით არ არის აკრძალული. როცა აკრძალული იყო, ამას ქალების სიცოცხლე ეწირებოდა. საერთოდ რაც მეტია აკრძლვა, მით მეტია დანაშაული.

აკრძალვა ვერ სპობს დანაშაულს- პირიქით დანაშაული აკრძალვის გვერდის ავლაში უფრო და უფრო დახვეწილ მეთოდებს ავითრებს

ასე დაწვრილებით არ ვიცნობ კანონებს აბორტის შესახებ

მე ვსაუბრობდი არა კანონზე, არმედ ადამიანის არჩევანზე, როცა ის საბედისწერო მომენტში იმყოფება. და ჩემი შეკითხვაც თქვენდამი დასმული იყო ასე - თქვენ როგორ მოიქცეოდით? გააჩენდით დებილ შვილს? მისდა და თქვენდა სავალალოდ მთელი სიცოცხლის გასაჯოჯოხეთებლად?

რა შუაშია კანონი? მე მხოლოდ ვიკითხე. თქვენ უბრლოდ გვერდი აუქციეთ ამ შეკითხვას და მას კანონი დუპირისპირეთ. იმიტომ რომ პასუხი არ გაქვთ

ეს კანონები არაა,უბრალოდ აბორტის გაკეთების სამართლებრივი საფუძველია,ეს კი განსხვავდება ერთმანეთისგან :)

გვერდი კიარ ავუქციე თქვენს სეკითხვას,პოსტი გაგიმყარეთ სამართლებრივი საფუძვლებით :)აბორტი დანაშაული და დიდი ცოდვააა,მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში მე არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი.ალბათ ეს არავინ იცის წინასწარ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი.ალბათ ეს არავინ იცის წინასწარ

თუკი არ იცით თავად როგორ მოიქცეოდით ამ შემთხვევაში მაშინ რაღატომ განსჯით სხვას რომელმაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა .. .რატომ აცამტვერებთ და ასწორებთ მიწასთან მის გადაწყვეტილებას, რითი ხართ მასზე მეტები? მხოლოდ იმითი რომ ზემოთმოყვანილი მძიმე არჩევანს წინაშე არ დამდგარხართ არასოდეს (და ღმერთმა ნუ დაგაყენოთ ნურავინ).

რათქმა უნდა აბორტი თავის შინაარსით საშინელებაა ამაში არავინ არ გეწინააღმდეგებათ, მაგრამ კატეგორიულად არასწორად მეჩვენება ისეთი ბრმა დამოკიდებულებები, ჩაძახებულის ამოძახებულს რომ გავს, "ცოდვაა და მორჩა, სხვა არაფერი არ მაინტერესებს" . . .ბევრი რამეა ცოდვა, მაგრამ არ მიმაჩნია სამართლიანად, ფურცელზე ჩამოწერილი ცოდვების სიმძიმის მიხედვით განვსაზღვრავდე ადამიანს ვინ უფრო მეტად "ცუდია" და ვინ კიდე "კარგი". არასამართლიანია მკვლელად შეირაცხოს დედა, რომელსაც მხოლოდ იმიტომ გაუკეთდა აბორტი რომ ბავშვის გაჩენის შემთხვევაში მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე .. .. ცოტა არალოგიკურია მგონი . .. ..

P.ს, ხო მართლა ერთი ჩემი ნაცნობი დღეს და ღამეს სწორებდა ლოცვაში (სხვათაშორის მოძღვრის კურთხევით) რომ მეორე ბავშვზე არ დარჩენილიყო ფეხმძიმედ (რავი მაგისი ლოხვებიც არსებობს?) ეს რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ? :) მე დიდი სისულელე მგონია სხვისი არ ვიცი .. .

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბორტი დანაშაული და დიდი ცოდვააა

ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება რაიმეზე ვთქვათ აბსტრაქტულად - ცოდვაა თუ არა. ყოველი შემთხვევა არის ინდივიდუალური და ინდივიდუალურად წყდება არა მარტო ფიზიკურ პლანზე.

ცოდვაში მონაწილეობს ორი მხარე და ორივეზე თანაბრად ნაწილდება ის, რაც ცოდვის მეშვეობით აღსრულდება.

ის რაც ცოდვაა და უსამართლობაა ადამიანის თვალში, უდიდესი სიბრძნის აღსრულებას ემსახურება.

ასე რომ არ იყოს -უფლის მიერ ცოდვა არ დაიშვებოდა. ცოდვის ფენომენი არ იარსებებდა.

ცოდვის მეოხებით მოსისხლე მტრები საუკუნო მოყვარეები ხდებიან და საერთოდ ცოდვა გარკვეული სადეზინფექციო საშუალებაა. მისით რაღაც ირეცხება, იწმინდება, სუფთავდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საპნით და ქლორით ვიკვებოთ

:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

qate

რათქმა უნდა აბორტი თავის შინაარსით საშინელებაა ამაში არავინ არ გეწინააღმდეგებათ, მაგრამ კატეგორიულად არასწორად მეჩვენება ისეთი ბრმა დამოკიდებულებები, ჩაძახებულის ამოძახებულს რომ გავს, "ცოდვაა და მორჩა, სხვა არაფერი არ მაინტერესებს" . . .

არა გვანც.. ასეც ნუ დაგვინახავ :)

როცა მე ან ნინიკელა ვიძახით რომ ცოდვაა, ეს იმას ნიშნავს რომ ქალი უნდა ცდილობდეს არ ჩავარდეს ამ ცოდვაში, :)

თორემ ისე არ გამოვიდეს რომ თქვენი პოსტებით მან თავის გასამართლებელი საბუთი იპოვოს.. თუ ეცოდინება რომ ეს ცუდია, მაშინ შეეცდება რომ ეს ცუდი აირიდოს. არ მითხრათ ადამიანს ცუდი სიამოვნებსო :D

გარდა ამისა აბორტი ვნებს ქალის ორგანიზმს ... რადგან ესაა ბუნებრივი პროცესის ხელოვნური შეწყვეტა :)

და როგორც ერთი ვინმე სულიერი ( :D :P ) წერდა

მყისვე, ცქვიტად და მარდად და ბუნებრივ პროცესებს ვაძლევ შემდგომი ბუნებრივი გზით ბუნებრივი განვითარების ბუნებრივ შესაძლებლობას. ხკა?

ხოდა, მაშ რატომ უნდა ჩავერიოთ ასე უხეშად კოვზით და გამოვფხიკოთ ის სიცოცხლე რაც ღვთის ნებით უნდა მოევლინოს, მაგრამ რომელსაც ადამიანის ნება რატომღაც ეწინააღდეგება :)

გენაცვალე - ბუნებაში არ არსებობს ზოგადი ქალი

ყველა ქალი არის კონკრეტული და ინდივიდუალური.

გისურვებთ ეს ინდივიდუალურობა საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რაც ერთობ ძნელი რამაა.

გაცილებით ადვილია იყო ისეთი და ისე, როგორც ყველა

გენაცვალე, აი სწორედ აქ გეშლება.. გამუქებულში.... ქალი/ კაცი არის ზოგადი, მაგრამ პიროვნება, ინდივიდი არის კონკრეტული.... ყველა პიროვნება ადამიანია, მაგრამ ყველა ადამიანი არ არის პიროვნება :)

მე რა გისურვო არ ვიცი, ალბათ გამოცდილი გაქვს ეს ინდივიდუალურობა :D სხვა რამეს გისურვებ B)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

ჯერ ერთი სხვა თემებიდან რატომ მოგყავთ ამოგლეჯილი ციტატები, რომლებიც სულ სხვა კონტექსტში იყო გმოყენებულ სხვა განყოფილებაში.რა ქვია ამ საქციელს:D:

გენაცვალე, აი სწორედ აქ გეშლება.. გამუქებულში.... ქალი/ კაცი არის ზოგადი, მაგრამ პიროვნება, ინდივიდი არის კონკრეტული.... ყველა პიროვნება ადამიანია, მაგრამ ყველა ადამიანი არ არის პიროვნება

მერე მეორეც- ჩვენ ვლპარკობთ არა აბსტარქტულზე- აბსტრაქტული და ზოგადი აბორტი არ არსებობს:D: მგონი. შეიძლება ვცდები:D: ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურია მეთქი. ეს ვთქვი მე. და ეს, რაღა თქმა უნდა ფრიად არასასურველი აქტი კონკრეტულად უკავშირდება კონკრეტულ ინდივიდუალობას, რომლის ქმედების დ მოტივაციების განსჯის უფლება არ გვაქვს მეთქი. რა ვთქვი აქ გაუგებარი? რა ვერ გაიგეთ მისს?

ხოდა აქ ფილოსოფიური მსჯელობა არ მიდის იმაზე ყველა დამიანი პიროვნებაა თუ ცხვიროვნება. ასეთი საკითხები განიხილება მარჯვნივ- ფორუმის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. ფილოსოფიის კონტინენტზე.

თქვენს სურვილებს პეტრარკას სონეტების წიგნში შევინახავ.

:56:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძნელია განსაჯო სხვა ადამიანი, არავინ არ იცის,როგორ მოიქცევა თვითონ, როცა ფაქტის წინაშე დადგება, ცოდვაა,ჯანმრთელობას აზიანებს, და კიდევ შეიძლება უშვილობაც გამოიწვიოს,აბორტს გაიკეთებენ და მერე კი უფალს შვილს ევედრებიან ხოლმე,,,

ქალზე ბევრია დამოკიდებული,მის სულიერ სიძლიერეზე,,თუ არ გინდა შვილი ამისთვის სხვა გზებიც არსებობს,რომელიც ჩასახვის საწინააგმდეგოდ გამოიყენება,რატომ უნდა მიიყვანო საქმე იქამდე რომ ნაყოფი განვითარდეს და მერე გაანადგურო,, :(

ამისთვისაა ლოცვა საჭირო,ტაძარში სიარული,არა მგონია ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობდეს და მან აბორტი გაიკეთოს,,,

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რაღაც ახალი აღმოვაჩინე:)

თორემ ისე არ გამოვიდეს რომ თქვენი პოსტებით მან თავის გასამართლებელი საბუთი იპოვოს.. თუ ეცოდინება რომ ეს ცუდია, მაშინ შეეცდება რომ ეს ცუდი აირიდოს.

ძალიან ვაფასებ იმას რომ ჩემს პოსტებზე ასეთი ზეაღმატებული წარმოდგენა გაქვთ :40: :40: :40:

:D

აი უყურე: ადამიანი რომელიც თავისი მომავალი ქმედების ან უკვე ნამოქმედარის გამართლებას და საფუძველს გარეთ ეძებს - სულერთია ეს გარე რა იქნება - ჩემი ზეაღმატებული პოსტები თუ ფსალმუნები და "აღსარება"- "ზიარება"(ბრჭყალებში შეგნებულად ვსვამ, იმიტომ რომ ადამიანი გაგნებაში არაა როცა ჰგონია რომ გაგნებაშია:) )- ეს ადამიანი არის გარე განსაზღვრული, არათავისუფალი, დეტერმინირებული, და მისი ქმედება არ ჩაითვლება როგორც ქმედება პირადი თავისუფლებიდან.

ძვირფასო მისს, შეიძლება პარადოქსალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ძალიან ღრმად დაუკვირდებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, თქვენ ერთ საოცრებას აღმოაჩენთ: თავისუფლებაში ალტერნატივა არ არსებობს! თავისუფლებაში როცა ხარ და თავისუფალი ხარ, იქ აღარ არსებობს მდგომარეობა-"ასე მოვიქცე თუ ისეო" ეს ავირჩიო თუ ისო" იქ არის... რაც არის:) და ეგაა:)

ალტერნატიული მდგომარეობა კი ის მდგომარეობაა, როცა და სანამ ადამიანი დგას ამ გზაზე. ანუ თავისუფლებამდე მიმავალ გზაზე.

დაე თვითონ, თავისი ნების კარნახით აირჩიოს და მერე პირადად იგრძნოს, გაიგოს და ზღას საკუთარი არჩევანის შედეგი, ვიდრე მას გარედან მივაწოდოთ ქცევის შტამპები და ყალიბები.

სწორი აღზრდა ბავშვობიდან... არ ნიშნავს გამზადებულ ყალიბში ჭადის გამოცხობას:) ნუ ჩასვამთ ბავშვებს ყალიბებში. აღზრდა უფრო მცენარის აღმოცენებას ჰგავს, რომელსაც სჭირდება ნაყოფიერი ნიადაგი, წყალი და მზე. დანარჩენი თვითონ აქვს ყველაფერი, რაც მისი ზრდისა დაა ნაყოფიერებისათვის არის საჭირო.

გთხოვთ მოუხმოთ ფორუმის თარჯიმანს, რომ ჩინურად გადათარგმნოს ესე აზრები. იქნებ ვინმემ რამე გაიგოს:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Wanderer

ძალიან ვაფასებ იმას რომ ჩემს პოსტებზე ასეთი ზეაღმატებული წარმოდგენა გაქვთ

როგორ გეკადრებათ... ეგ სად დაინახეთ? :D

აბსტრაქტული და ზოგადი აბორტი არ არსებობს

არც მე მითქვამს... სათითაოდ ყველა ადამიანის ქმედება გნებავთ განიხილოთ? დროში გაიჭიმება ეგ საქმე :)

რაღა თქმა უნდა ფრიად არასასურველი აქტი კონკრეტულად უკავშირდება კონკრეტულ ინდივიდუალობას, რომლის ქმედების დ მოტივაციების განსჯის უფლება არ გვაქვს მეთქი.

გენაცვალე, ამბობენ: აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივ ქურდიაო, რა მნიშვნელობა აქვს რამ განაპირობა, რადგან ზოგადად ეს ცუდია, ზიანის მომტანია, ცოდვაა...

და შეიძლება მოტივი გამსუბუქებდეს მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ შენ უფლება გქონდეს ეს ჩაიდინო...

კი, ადამიანი ცოდვილია, დაეცემა წამოდგება, მაგრამ... მკვლელობა არაა ადვილ გამოსყიდადი :)

აი კიდევ კონკრეტული მაგალითი: დავუშვათ მატერიალურად გიჭირთ, მითხარით გაძლევს ეს უფლებას გაქურდო სხვა?

თუ ჰო, მაშინ წადით.. თქვენ არჩევანი უკვე გააკეთეთ.. გნებავთ თქვენს ცოლს მიეცით აბორტის უფლება..

მე ვიცი რა ზიანიც მოაქვს ამ აბორტს და არ ვაპირებ... ღმერთმა ყველა ქალს აშოროს :)

პ.ს. პეტრარკას სონეტები? :lol: არ გაწვალდეთ... დანტე მირჩევნია, თუ შეიძლება :rolleyes:

პ.პ.ს.

გთხოვთ მოუხმოთ ფორუმის თარჯიმანს, რომ ჩინურად გადათარგმნოს ესე აზრები. იქნებ ვინმემ რამე გაიგოს

... :lol:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მისს კევანა დაღლილი ხართ თქვენ ეხლა და ნება მომეცით ეტლიდან ჩამოსვლაში დაგეხმაროთ

:D:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Wanderer

მართალი ხართ :)

წავალ წიგნს წავიკითხავ და განვიტვირთები, სულიერად დავისვენებ,მ მაგრამ პირობას მოვითხოვ თქვენგან: განყოფილებაში არ ამირიოთ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არვის დააჭირვოს მაგრამ

როცა საქმე საქმეზე მიდგება

ისე მოიკცევა ადამიანი როგორც საჭიროდ ჩათვლის და როგორ ნაბიჯსაც გაუძლებს.

ვერავის ვერ მოვთხოვთ ვუდნერკინდობას

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting