Sign in to follow this  
Followers 0

მეტალურგი

68 posts in this topic

[b]ბაია - ოლიმპი 0:1[/b]

ატჩს რაც შეეხება, მისი ბედი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ირაკლი მოდებაძის ზუსტმა თავურმა დარტყმამ გადაწყვიტა. ეს 24-ე წუთზე მოხდა და იმთავითვე მასპინძელთა პროტესტი გამოიწვია. აი, როგორი კომენტარი გააკეთა აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა: “მე პირადად ვერ შევნიშნე რა მოხდა, მაგრამ როგორც როინ ონიანმა მითხრა - მოდებაძემ დარტყმამდე მას მაისურზე დაქაჩა და ჩვენი მცველიც მეკარეს შეეჯახა”.
ფაქტია, ბეუქლიშვილმა გოლი ჩათვალა და მასპინძლებს საპასუხოს გატანაზე ფიქრი და თავის შეწუხება მართებდათ. ქომეთიანის შეგირდებმა განსაკუთრებით მე-2 ტაიმში გამოიდეს თავი, როცა ირაკლი ეხვაიას ორჯერ რეალური მომენტის გამოყენება მართებდა. ფორვარდი ორჯერვე მიზანმა დააღალატა. მთლად ბოლო წამებზე კუკავას შეეძლო “ბაიასთვის” ქულის გადარჩენა, მაგრამ ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფმა თავით უხეიროდ დაარტყა.
ბოლოს ზუგდიდელთა სპონსორულ ამბებზეც ვთქვათ. “ბაიას” მესვეურებს მატერიალური პირობების გაუმჯობესებას ნოემბრის ბოლოსთვის დაჰპირდნენ. კონკრეტულად რასთან გვექნება საქმე - ერთჯერად ფულად ინექციასთან, თუ კლუბის ახალი მეპატრონისთვის ჩაბარებასთან - დრო გვიჩვენებს.
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი): “ნამდვილად კარგი ბრძოლა იყო და ვთვლი, რომ წასაგებად ცოდვები ვიყავით. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენმა ბიჭებმა ამდენი მომენტი ვერ გამოიყენეს. ვერ გეტყვით, რომ თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დავრჩი, უბრალოდ, რიგი ფეხბურთელების გამოუცდელობამ დაგვაღალატა. მარცხის მიუხედავად, ასეთი თავდადებული თამაშისათვის, გუნდს მადლობა გადავუხადე”.
“ბაია” (ზუგდიდი) - “ოლიმპი” (რუსთავი) 0:1 (0:1)
ზუგდიდი. 20 ნოემბერი, 2010. “გულია თუთბერიძე”, 1000 მაყურებელი.
“ბაია”: ზარქუა, კვეკვესკირი, რიგვავა (კუკავა, 78), კვესეიშვილი, ივანე კანდელაკი (აფაქიძე, 76), როინ ონიანი, ლევან აკობია, ეხვაია, წუწუმია, შოთა ლომია (სიხარულია, 67), მალიჩავა.
მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი.
“ოლიმპი”: ბედიაშვილი, რეხვიაშვილი, ქავთარაძე, კვახაძე, ჯაფარიძე, დობროვოლსკი, რაზმაძე, დავით ბოლქვაძე (გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, 67), გეწაძე (ქემოკლიძე, 86), ბერიაშვილი (რევაზ ბარაბაძე, 90+2), მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე.
გოლი: 0:1 მოდებაძე (24).


1. [b]ოლიმპი 15 9 3 3 23-13 30[/b]
2. დინამო 14 7 5 2 19-8 26
3. ზესტაფონი 14 8 1 5 23-12 25
4. სიონი 15 5 6 4 11-13 21
5. ვიტ ჯორჯია 14 6 1 7 16-19 19
6. [b]ბაია 15 5 4 6 15-18 19[/b]
7. ტორპედო 15 4 7 4 8-8 19
8. კოლხეთი 14 4 4 6 13-21 16
9. სამტრედია 14 4 3 7 14-20 15
10. სპარტაკი 14 1 4 9 11-22 7

შენიშვნები:
• პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
• ოთხი წრის შედეგების მიხედვით ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს - შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ბომბარდირები
ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი) - 9 (1 პენალტით), გიორგი მეგრელაძე (ბაია) - 6 (1), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) - 5 (1), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 4, ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია, ტორპედო) - 4, რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 4, თეიმურაზ შონია (სპარტაკი) - 4 (1), ლევან ხმალაძე (დინამო) - 4(2).
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13150&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რუსთავის "ოლიმპი" ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა. ინფორმაცია გუშინ შეგვატყობინეს, მაგრამ ჯაფარიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

სხვათა შორის, ”ლელოს" შაბათის ნომერში ასეთ შესაძლებლობაზე უკვე ვწერდით: ”კიდევ ერთი ჭორი რუსთავის "ოლიმპში" ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის დაბრუნებას უკავშირდება. კაცი საგუბერნიო საქმეებზე არანაკლებად საფეხბურთო კლუბებზე ("ოლიმპი" და "სიონი") ზრუნავდა. თუმცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ოლიმპის" გამოვარდნის შემდეგ გუნდზე გული აიცრუა და რუსთავის სტადიონზე მხოლოდ დუბლების მატჩებზე დადის, უმაღლესლიგელთაგან კი ქუთაისის "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრას დაესწრო.

ხმები, თითქოს ”ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ჯაფარიძე ტოვებს და კირკიტაძე ბრუნდება, ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყო: "დათო შეძლებისდაგვარად ყოველთვის გვეხმარებოდა, მაგრამ "ოლიმპში" ოფიციალურად მის მოსვლაზე ლაპარაკი ტყუილია და არც მე გადამიწვეტია ფეხბურიდან წასვლა - ეს აბსურდია".

გავიდა ორი დღე და ჩვენი ინფორმაცია მაინც გამართლდა - ჯაფარიძე კლუბის ვიცე-პრეზიდენტი აღარაა. თუმცა გაურკვეველია წავიდა თუ გაუშვეს - კლუბში გვითხრეს, რომ თავად გადადგა, მეორე წყარო კი ამტკიცებს, თითქოს კლუბის მეპატრონე ჯოზეფ ქეიმ გაათავისუფლა.

გუშინ კლუბში ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებდნენ, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა დაგვიდასტურეს.

ჯაფარიძის ნაცვლად ”ოლიმპს" დროებით მმართველი დირექტორი ბადრი ქარქაშაძე გაუძღვება - სხვათა შორის, ასე იყო ”ოლიმპის" დაარსების დროსაც, როდესაც ჯაფარიძე კლუბს ოფიციალურად ვერ ეხმარებოდა.

http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/5966-jafaridze-olimpis-vice-prezidenti-agharaa.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ოლიმპი-სიონი 3:1
11.12.2010. რუსთავი. ფოლადი. 300 მაყურებელი
1:0 ქავთარაძე (14, გეწაძის პასით), 1:1 ბობოხიძე (30, პენალტით), 2:1 დ. ბოლქვაძე (53. ქავთარაძის პასით), 3:1 რაზმაძე (58, პენალტით).
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაგარი გამიტყდება და უაზრობაც იქნება ოლიმს სახელი შეუცვალონ და მეტალურგი დააარქვან,მაგარი იდიოტური გადაწყეეტილებას იღებს ბატონი ქეი და მამაუკა გუგეშაშვილი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]მაგარი იდიოტური გადაწყეეტილებას იღებს ბატონი ქეი[/quote]
მაგის გარდა სხვა იდიოტურ ცვლილებებსაც ახორციელებს. მემგონი ვაბშე აზრზე არაა ფეხბურთის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რუსთავის “ოლიმპმა” თურქულ სიდეში 12-დღიანი შეკრება გუშინ დაასრულა და 2 თებერვალს საქართველოში ჩამოფრინდება.
თორნიკე მაისურაძის გაწვრთნილებმა, სიდეში ყოფნის ბოლო დღეს სამთა ტურნირში ითამაშეს, სადაც ბულგარული “აკადემიკი” და შვეიცარიის ჩელენჯლიგელი (რანგით მეორე) “ვილიც” მონაწილეობდნენ. მატჩები 45-წუთიანი იყო და რუსთაველებმა ორივე მეტოქეს მოუგეს. “ვილთან” 1:0 იმარჯვეს რევაზ გეწაძის მე-5 წუთზე გატანილით, “აკადემიკთან” კი 0:0 დასრულდა და ტურნირის რეგლამენტით, ფრის შემთხვევაში, პენალტები უნდა დანიშნულიყო. ქართველებმა უკეთ დაარტყეს და 5:4 იმარჯვეს.
“აკადემიკისა” და “ვილის” გარდა, რუსთაველებმა სიდეში კიდევ 3 მატჩი გამართეს და ყველა მოიგეს – თურქულ “ისტანბულსპორთან” 4:0, შვეიცარიულ “სერვეტთან” 3:2 და ასევე შვეიცარიულ “კიასოსთან” 1:0. მოკლედ, ხუთიდან 5 მოგება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
13.02, 14:00. რუსთავი, “ფოლადი”. “ოლიმპი” (რუსთავი) - “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) (I - 2:1, II - 4:0)
დისკვალიფიცირებული: გიორგი რეხვიაშვილი (”ოლიმპი”); ირაკლი კლიმიაშვილი (”ვიტ ჯორჯია”).
მსაჯები: თ. გვანცელაძე; ზ. მენთეშაშვილი, გ. ჩიგოგიძე; ჯ. ხორავა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ოლიმპი-ვიტ ჯორჯია 2:1
13.02. რუსთავი. ფოლადი. 700 მაყურებელი
გოლები: 1:0 ა. მიქაბერიძე (22, საკუთარ კარში), 1:1 ჩიმაკაძე (25), 2:1 მოდებაძე (77, ბოლქვაძის პასით)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მატჩის შემდეგ:
ელგუჯა ქომეთიანი (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ “ოლიმპს” დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენს უნიათო თამაშს რაც შეეხება, ზოგიერთ ფეხბურთელს წლის საწყის სამ მატჩში არწაგება თავში აუვარდა. თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ”.
არმაზ ჯელაძე (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “კამყოფილი ვარ შედეგით და თამაშის ხარისხითაც. რთულ მატჩს ველოდით, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა თავიანთი თამაში დაიჭირეს და საუკეთესო კუთხით გამოჩნდნენ”.
თორნიკე მაისურაძე (“ოლიმპის” გენერალური დირექტორი): “მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომელთა იმედებს, მგონი, ნელ-ნელა ვამართლებთ. რაც შეეხება მატჩს, პირველ გოლამდე ბრძოლა იყო, შესვენების შემდეგ კი, აშკარა უპირატესობას ვფლობდით”

[b]12.03. 15:00 საათი. რუსთავი. “ფოლადი”. 700 მაყურებელი.[/b]
[i][u][b]“ოლიმპი” (რუსთავი) – “ბაია” (ზუგდიდი) 2:0 (1:0)[/b][/u][/i]
ოლიმპი: ბათიაშვილი, მურველაშვილი (ჯაფარიძე 27), ალექსანდრე კვახაძე, გიორგი რეხვიაშვილი, დობროვოლსკი, ტყემალაძე, ირაკლი მაისურაძე (ქავთარაძე 76), გეწაძე, დავით ბოლქვაძე, მოდებაძე (გიორგი ჭელიძე 81), პავლიაშვილი.
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე.
ბაია: სომხიშვილი, აქუბარდია, აფაქიძე, გამრეკლიძე, როინ ონიანი, სიხარულია, რიგვავა, ვართაგავა (წურწუმია 66), ლომია (კუკავა 89), ქობალია, ეხვაია (სამუშია 79).
მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი.
გოლები: 1:0 მოდებაძე (45), 2:0 გეწაძე (73).
0

Share this post


Link to post
Share on other sites
20.03. 15:00. რუსთავი, “ფოლადი”. 1300 მაყურებელი
“ოლიმპი” (რუსთავი) – “სამტრედია” 4:0 (2:0)
ოლიმპი: ბათიაშვილი, მურველაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, გიორგი რეხვიაშვილი, დობროვოლსკი, რაზმაძე, ქავთარაძე (იაშვილი 60), დავით ბოლქვაძე, გეწაძე (ლევან სეთურიძე 64), პავლიაშვილი, მოდებაძე (გორდეზიანი 71).
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე.
სამტრედია: კეკელიძე, გოგია, ხუმარაშვილი, კირთაძე, ნინუა (არჩილ შენგელია 77), ჩხიკვაძე, ცხადაია, მიქაბერიძე, რუხაია, ბურჯანაძე (სუთიძე 46), გოგიშვილი (ხვადაგიანი 46).
მწვრთნელი: ლევან ანჯაფარიძე.
გოლები: 1:0 მოდებაძე (13), 2:0 ბოლქვაძე (36), 3:0 პავლიაშვილი (60), 4:0 ბოლქვაძე (68).
გაფრთხილება: მურველაშვილი (78).
0

Share this post


Link to post
Share on other sites
6 მარტი. თბილისი. სპორტკომლექსი “შატილი”.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) –ოლიმპი (რუსთავი) 0:1 (0:0)
ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე, ადამაძე, ღანიაშვილი, ხურცილავა, კორიფაძე, ჯანელიძე, გურამ გურეშიძე, კასრაძე, ვასაძე, ბეჭვაია (კ) (ზაქრაძე, 72), ჩიმაკაძე.
მთავარი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
ოლიმპი: ბედიაშვილი, რეხვიაშვილი, მურველაშვილი, ქემოკლიძე, დობროვოლსკი, რაზმაძე, დავით ბოლქვაძე (ტყემელაძე, 85), გეწაძე, მაისურაძე, ქავთარაძე (გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, 58), მოდებაძე (კ) (პავლიაშვილი, 77).
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლი: 0:1 გეწაძე (63)
გაფრთხილება: ჩიმაკაძე (27), მოდებაძე (35), ქემოკლიძე (45+1), ვასაძე (59), დობროვოლსკი (82).
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული ხელმძღვანელობაში რის შედეგებსაც იმკის გუნდი,მაისურაძე შეიძლება პერსპექტიული მწვრთნელია,მაგრამ ამ ეტაპზე ის არ მძად ამ დონეზე სამუშაოდ. ქეის განცხადებები,განცხადებებად დარჩა,იმედია დინამოც გაუსწრებს,ნამდვილად არაა ეს ის გუნდი რომელმაც წარმატებებს უნდა მიარწიოს,შეკრებებზე შედეგისთვის კი არა ფეხბურთელების გამოცდის და ტაქტიკის დამუშავებისთვის გამოყენება აჯობებდა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ზესტაფონთან წაგების შემდეგ ამ გუნდმა ყველანაირი მოტივაცია დაკარგა ამ სეზონში,ამის მიუხედავად ოლიმს თავის პრესტიჟის შელახვა არ უნდა სურდეს და,ცდილობს რომ სეზონნი ღირსეულად დაასრულოს ამის დასტურია ცხინვალის სპართაკთან მიღწეული საგარეო მოგება 3-0.

მაგრამ ყველაზე მთავარია ის რომ სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა ოლიმპის ორი წამყვანი ფეხბურთელი არასპორტული საქციელისთვის კვახაძე(კაპიტანი) და რაზმაძე,მათ 600 ლარიანი ჯარიმები და სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიესაჯათ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი რაუნდის ეგიდით, “ბანანცისა“ და “მეტალურგის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოიგო მეტალურგმა 1-0 გასვლაზე. აი ვიდეოც:
<iframe width="425" height="349" src="http://www.youtube.com/embed/TnjKIIRIJlk?hl=en&fs=1" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კიდევ კარგი ქობალია დაიმატეს ბაიადან ევროპის ლიგისთვის თორემ,მოგვეწრებოდა საქვეყნოდ თავი.

არ მგონია აქ ყველაფერი დამთავრებული იყოს,რუსთავში მძიმე ბრძოლა გვექნება ბანანცთან.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გეგუჩაძე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ოლიმპთან ერთად წინ და გუნდი გუნდს ემსგავსება. ძალიან კარგად ითამაშა დღეს შეტევაში და დამსახურებულადაც გაიმარჯვა 3-2 დინამოსთან. დაცვაში იყო წუნი,მაგრამ სწორი მუშაობის შემთხვევაში ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ამ შეხვედრის შედეგმა ცხრილის ზემო ნაწილში უკიდურესად დაძაბა სიტუაცია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="მარკიზ რაფაელ დე ვალენტინ"][/b], [quote name='მარკიზ რაფაელ დე ვალენტინ' post='654991']
გეგუჩაძე
[/quote]
გეგუჩაძე არა, კობა ჟორჟიკაშვილი :yes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="დინამო"][/b],
:D

[quote name='დინამო' post='655022']
გეგუჩაძე არა, კობა ჟორჟიკაშვილი
[/quote]
ორივე, ერთი რუსთავში მეორე ქუთაისში :yes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
22.10, 15:00. რუსთავი, “ფოლადი”. “მეტალურგი” (რუსთავი) - “მერანი” (მარტვილი)
დისკვალიფიცირებულები: ლუკა რაზმაძე, ალექსანდრე კვახაძე (მეტალურგი).
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი; მ. ელიკაშვილი, დ. კურტანიძე; ა. ნონიკაშვილი.
გასულ ტურში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დამარცხებით, რუსთავურმა გუნდმა ხაზი საკუთარ საჩემპიონო ამბიციებს კიდევ ერთხელ გაუსვა. კობა ჟორჟიკაშვილის განკარგულებაში, საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ დაბალანსებული გუნდია, რომელსაც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, ”დინამოსთან” და კიდევ ერთი-ორ გუნდთან კამპანიაში, ჩემპიონობისთვის სერიოზული ბრძოლის გაჩაღება შეუძლია.
ქვემოქართლელთა ამჟამინდელმა მეტოქემ უმაღლესი ლიგის დებიუტანტის პირობაზე შესანიშნავი სტარტი აიღო. მარტვილელებმა ბოლო სამ საამსეზონო შეხვედრაში (ერთი თასზე) მოიგეს და თავი ცხრილის შუაგულის სრულუფლებიან წევრად შეუძლიათ დაიგულონ. თუმცა, მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილებს ყველაფერი წინ აქვთ და გამორიცხული არაა, ”მერანმა” კიდევ არაერთხელ მოახერხოს თავისზე ტიტულიან გუნდებთან ტოლსწორად თამაში.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=26653&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აი ზამ მართვილა :D
მაგრამ დიდი ალბათობით ამ შეხვედრას ჟორჟიკაშვილის ბიწები მოიგებენ. დინამოსთან გამარჯვებამ ძალების რწმენა უნდა გაუორმაგოთ წესით და რიგით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Rustavi Metalurgist 0 - 1 Merani Martvili

1st Half - 19
აგებს რუსთავი ჯერ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მეტალურგს რა უბედურება სჭირს ბოლო ორი ტური?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0