Sign in to follow this  
Followers 0

მეტალურგი

68 posts in this topic

2006 წლის ზაფხულში, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ბრიტანელმა ბიზნესმენმა ჯოზეფ ქეიმ შესყიდა. მაშინვე, ქალაქის კულტურულ, სოციალურ და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, გადაწყდა რომ ქარხანას ეყოლებოდა საფეხბურთო გუნდი, რომელიც ქვეყნის პირველობის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებდა.

2005–06 საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ დაიშალა საფეხბურთო კლუბი "თბილისი" და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მისი ადგილი დაიკავა ქარხნის ახლადშექმნილმა გუნდმა, რუსთავის "ოლიმპმა".

დაარსების პირველივე წელს "ოლიმპმა" ბრწყინვალედ გაიარა რთული და გრძელი გზა საქართველოს ჩემპიონის საპატიო ტიტულამდე. უაღრესად დაძაბულ პაექრობაში უკან ჩამოიტოვა ქვეყნის ყველზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "დინამო", ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი "ამერი", ფინანსურად ყველაზე ძლიერი "ზესტაფონი", მარად ფავორიტი "ვიტ–ჯორჯია" და ბოლნისის "სიონის" შემდეგ ზედიზედ მეორედ ჩაიტანა ქვემო ქართლში ქვეყნის ჩემპიონის ოქროს მედლები. "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი მაშინ რევაზ ძოძუაშვილი გახლდათ.

2007–08 წლების სეზონში "ოლიმპი" რუსთაველი ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი და საქართველოს თასის ფინალისტია.

2006 წელს კაპიტალურად გარემონტდა რუსთავის "ფოლადის" სტადიონი და კეთილმოეწყო კლუბის ბაზა. უეფას მოთხოვნების გათვალისწინებით სტადიონზე დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები და განათების სისტემა, ამუშავდა ელექტრო ტაბლო.

კლუბის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ქალაქ რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობა მორალურად ამოუდგა გვერდში გუნდს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის, ბატონ დავით კირკიტაძის როლი, რომელიც უზომოდაა შეყვარებული ფეხბურთზე. მისი ხელშეწყობით და შუამდგომლობით კლუბის ხელმძღვანელობამ ქართული ფეხბურთის სასიკეთო მრავალი პროექტი განახორციელა. მათ შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია ბრაზილიის ერთ–ერთ უძლიერეს საფეხბურთო კლუბ "ატლეტიკო პარანაენსესთან" გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება.

2009 წლის ზეფხულში "ოლიმპს", ატლეტიკოს" პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ბრაზილიური კლუბის წარმოდგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა. მხარის გუბერნატორის, დავით კირკიტაძისა და ქალაქის მერის, მამუკა ჩიქოვანის რეკომენდაციებმა და შუამდგომლობამ საბოლოოდ დაარწმუნა ბრაზილიელები "ოლიმპთან" პარტნიორული თანამშრომლობის სისწორეში და კონტრაქტიც გაფორმდა.

ამ ხელშეკრელების საფუძველზე პერსპექტიული ქართველი ბავშვები და მწვრთნელები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ბრაზილიას იქნებიან მივლინებულები, ხოლო საქართველოში ჩამოვიდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე მოასწრეს არსებითი სიტყვა ეთქვათ ჩვენი ფეხბურთის განვითარებასა და წინსვლაში. ამის მაგალითად იმის მოყვანაც საკმარისია, რომ "ოლიმპის" ლეგიონერი ანდერსონ აკინო ჩემიონატის ბომბარდირი და ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

"ატლეტიკო პარანაენსესთან" თანამშრომლობა 5 წლით გაფორმდა და თუ ასეთივე წარმატებით გაგრძელდა, კონტრაქტი კიდევ უფრო გრძელვადიანი გახდება.

წელს სტადიონზე მინდვრის საფარი შეიცვალა. უეფას გრანტის გამოყენებით "ფოლადზე" ბოლო თაობის ხელოვნური საფარი დაიგო. ახალ სტადიონს გახსნაც შესაფერისი ქონდა, საქართველოს სუპერთასი, დინამოსა და ვიტ–ჯორჯიას მონაწილეობით.

ტიტულები

2006-07 სეზონის საქართველოს ჩემპიონი

2008-09 სეზონის საქართველოს თასის ფინალისტი

2009-10 სეზონის საქართველოს ჩემპიონი

კლუბს 2011 წლის ზაფხულში სახელი შეეცვალა და ამიერიდან რუსთავის "მეტალურგი"-ს სახელით იასპარეზებს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბელორუსიდან საქართველოში დაბრუნებული გივი კვარაცხელია, რომელმაც ოლიმპის შემადგენლობაში ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და ქვეყნის ჩემპიონის ტუტულსაც დაეუფლა, გუნდს ჩემპიონთა ლიგაში აღარ დაეხმარება. კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტი ივნისამდე აკავშირებდა. იყო ორმხრივი სურვილი კონტრაქტის გახანგრძლივების , თუმცა კლუბი და ფეხბურთელი პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

ოლიმპის რიგები დატოვეს მეკარეებმაც. გრიგოლ ჭანტურია და მირზა მერლანი , ისევე როგორც კვარაცხელია, კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ.

როგორც ჩანს ეს ბოლო წამსვლელები იყვნენ. ამ ეტაპზე კლუბი უკვე დატოვა 9 ფეხბურთელმა რომელთაგანაც 4 , ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ.

ოლიმპი შევსებას კიდევ ელოდება, მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა მაღალი კლასის ფორვარდის მოძიებით არიან დაკავებული.

ქვეყნის ჩემპიონი ვარჯიშებს 4 ივნისს განაახლებს და საზღვარგარეთ შეკრებაზე წასვლამდე , გუნდი სრულად იქნება დაკომპლექტებული.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მთლიანად იცვლება რა ეს გუნდი, წავიდნენ კარგი ფეხბურთელები, და არანაკლებნი მოვიდნენ, იმედია ღირსეულად გამოვა ლიგის საკვალიფიკაციოზე...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სეზონისთვის მომზადება ქართული გუნდებიდან ყველაზე ადრე რუსთავის `ოლიმპმა~ დაიწყო. 4 ივნისს, ფაქტობრივად, თემურ მახარაძემ ახალი გუნდი შეკრიბა. გუნდი უკვე დატოვა ბევრმა ფეხბურთელმა, რომელთაგან უმრავლესობა ძირითადის წევრი გახლდათ: ორმა მეკარემ (გრიგოლ ჭანტურია, მირზა მერლანი), ხუთმა მცველმა (ალექს ფრაგა, ნოდარ მაჭავარიანი, ემანუელ ელოხი, ოლეგ გველესიანი, აქვსენტი გილაური), სამმა ნახევარმცველმა (გია კვარაცხელია, კაპიტანი დავით იმედაშვილი, პავლე დათუნაიშვილი) და თავდამსხმელმა ანდერსონ აკინომ - ანუ, სულ 11-მა ფეხბურთელმა. ჯერ კიდევ უცნობია დავით გიგაურის ბედი, რომელმაც `ოლიმპში~ დარჩენის იმედად, `ზესტაფონი~ უარით გაისტუმრა, მაგრამ რუსთავში მისი პოზიცია ჯერ კიდევ გაურკვეველია.

საკმაოდ სოლიდურია ნამატიც: დაიმატეს `ვიტ ჯორჯიას~ ლიდერები გია ბედიაშვილი, ლექსო კვახაძე, ლაშა ჯაფარიძე, ლუკა რაზმაძე, აზერბაიჯანული კლუბებიდან - დავით ბოლქვაძე და რევაზ გეწაძე. თითოეულმა მათგანმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ძველი შემადგენლობიდან ბევრი ფეხბურთელი არ დარჩენილა. ამის მიუხედავად, შეინარჩუნეს საკვანძო მცველი თემურ ღონღაძე, გელა ხუბუა და დენის დობროვოლსკი, აგრეთვე, თავდამსხმელები გიორგი ჭედია, სანდრო იაშვილი და ტრავმისგან განკურნებული რეზო ჯიქია.

ამჟამად კლუბში ოთხი ლეგიონერი ვარჯიშობს: ჩერნიგორიელი ცენტრალური მცველი იგორ კუცი, ესტონელი მარცხენა მცველი ურმას როობა, ბრაზილიელი მანზატო (იგივე კარლოს ენრიკე მანზატო დოს სანტოსი) და ალბანელი რომეო ჰამზაი. მანზატო და ჰამზაი თავდამსხმელები არიან.

დღევანდელი მონაცემებით, გუნდის ხელმძღვანელობაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მანზატომ და მისი საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ბრაზილიელს თავი ქუდში აქვს - საქართველოს ჩემპიონში თუ არ დატოვეს, ყაზახეთის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი გუნდი კონტრაქტს გაუსინჯავად სთავაზობს. დანარჩენ ლეგიონერებს კი დღემდე აკვირდებიან.

საბოლოოდ, გასასინჯი ფეხბურთელების ამბავი საკონტროლო შეხვედრების შემდეგ გადაწყდება. რუსთავის `ოლიმპი~ უახლოეს დღეებში სამ საკონტროლო მატჩს გეგმავს:

16 ივნისი. თბილისი. დიღმის ბაზა. 18:00

დინამო-ოლიმპი

19 ივნისი. რუსთავი. ფოლადი.

18:00

ოლიმპი-ვიტ ჯორჯია

22 ივნისი

დინამო-ოლიმპი

ამ ბოლო მატჩის გამართვის ზუსტი დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. თემურ მახარაძე გუნდს რუსთავში ავარჯიშებს. მეორე შეკრება შავიზღვისპირეთში იგეგმება, მესამე კი, სავარაუდოდ, თურქეთში. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, უცხოურ შეკრებამდე გუნდი სრულად დაკომპლექტდება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აქტობესთან მაინც არ უნდა გამოვარდეთ, მაგრამ ყაზხეთის გუნდებთან ყოველთვის უწურდა ქართველებს და იმედია რომ ტრადიციას დავარღვებთ და გავცდებით აქტობეს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე არ მჯერა რო აკტობეს გავცდებით, არ ყავს კაი გუნდი ოლიმპს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პირველი იქ არის, ხვალ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დაიწყო ოლიმპის თამაში... 7' 0-0

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მირო თუ უყურებ ლინკი დადე კაცურად

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გვიტევენ მაგრად : (

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტელევიზიები გვაქ ჩვენ ამის მერე? ჩემპიონის თამაშს არ ანახებენ ეს ფარჩაკები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეე ვერ გავუძელით5 წუთიც,გაგვიტანენ ახლა. პენალტი დადეს

1-0

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მთელი სეზონი ჩვენი დონისთვის სოლიდურად გამოიყურებოდა ოლიმპი და საქმე საქმეზე რო მიდგა ურეკში ქონდა შეკრება და სულ 15 ფეხბურთელითაა თააშზე წასული...

ურეკში ჩვენც კი ვიკრიბებოდით ფეხბურთზე რო დავდიოდი ბავშობაში, სირცხვილია რა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სპასიბა, ერთი რო შეგვაგდებია შანსი დაგვრჩება რა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

martini

2 კაი მომენტი გვქონდა. ისევ ზესტაფონი თუ იზამს რამეს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო ვიცი ვუსმენდი ამ დებილ კომენდატორს მთელი თამაში, მეორე გოლზე მაგრად შეცდა ბედიაშვილი ეტყობა, ზესტაფონზე გეთანხმები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოლიმპისგან მეტს არც მოველოდი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გამოვარდა ოლიმპი 1-1 ითამაშა სახლში

0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს ჩემპიონს მთავარი მწვრთნელი დაუბრუნდა. ფოთის "კოლხეთთან" დიდი ანგარიშით წაგების (1:5) შემდეგ, რუსთავის "ოლიმპის" დამრიგებელი თემურ მახარაძემ ორმატჩიანი პაუზა და დასვენება მოითხოვა.
თუმცა, რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა დასვენებას ისევ გუნდში დაბრუნება ამჯობინა და "ოლიმპის" წევრებმა გუშინ რუსთავის სტადიონზე სწორედ მისი ხელმძღვანელობით ივარჯიშეს.
"მახარაძე დაგვიბრუნდა და "სიონთან" გუნდს ის გაიყვანს. იმედია, მის წასვლაზე ჭორებს ამით წერტილი დაესმება", - გვითხრა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა იური გაბისკირიამ.
"ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძე:"ყველას მსურს გარკვევით ვუთხრა, რომ ხმები თემურ მახარაძის გუნდიდან წასვლის თაობაზე არის ჭორი და მეტი არაფერი. ის არსად არ წასულა, გარკვევით თქვა, რომ ორი მატჩით დასვენება სურდა. ან საიდან მოიტანეს, თითქოს მე მეთქვას, ახალ მწვრთნელს ვეძებთო?! მსგავსი რამ არ მითქვამს და კატეგორიულად უარვყოფ. ფეხბურთელებიც არავის დაუსჯია. უბრალოდ, "კოლხეთთან" რამდენიმე მოთამაშე კარგად ვერ გამოიყურებოდა და "სამტრედიასთან" არ დააყენეს, მაგრამ წკეპლით არავინ უცემიათ და ხელფასიც არავისთვის არ ჩამოუკლიათ".

http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/3767-makharadze-olimpshi-dabrunda.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"][b]საქართველოს ჩემპიონს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.[/b][/size]

თემურ მახარაძემ კლუბი მაინც დატოვა. ფოთის "კოლხეთთან" დიდი ანგარიშით წაგების (1:5) შემდეგ, რუსთაველთა თავკაცმა ორმატჩიანი პაუზა აიღო, თუმცა მახარაძის დაბრუნება ხანმოკლე აღმოჩნდა - IX ტურში "ოლიმპი" "სიონთან" სტუმრად დამარცხდა (1:2) და მაშინვე ხმა გავარდა, რომ მახარაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. თუმცა გუშინდლამდე ოფიციალურად ინფორმაციას არავინ ადასტურებდა...

იყო ასეთი ინფორმაციაც: "ოლიმპის" ხელმძღვანელებს მახარაძის გაშვება კი სურდათ, მაგრამ ეს ფინანსურად წამგებიან სვლად მიაჩნდათ და ამ ნაბიჯისგან თავს იკავებდნენ. საქმე ისაა, რომ მახარაძისა და "ოლიმპს" შორის გაფორმებულ კონტრაქტში ერთი ასეთი პუნქტია - თუ პირველი ეტაპის ბოლოს (ანუ დეკემბერში) "ოლიმპი" სამეულის მიღმა აღმოჩნდებოდა, მთავარი მწვრთნელი პოსტს დატოვებდა და კონტრაქტის გაწყვეტისთვის კომპენსაციას ვერ მიიღებდა, ხოლო თუ გუნდი სამეულში იქნებოდა და კონტრაქტს მაინც გაწყვეტდნენ, მაშინ "ოლიმპი" ვალდებულებას იღებდა, საკომპენსაციო თანხა გადაეხადა, რაც არც ისე დალხენილ მდგომარეობაში მყოფი ჩემპიონისთვის ზედმეტი (თანაც გაუმართლებელი) ხარჯი იქნებოდა.

გუშინ "ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტ ზურაბ ჯაფარიძეს დავუკავშირდით. მან მახარაძის წასვლა დაგვიდასტურა...

- ბატონო ზურაბ, დანამდვილებით ვიცით, რომ თემურ მახარაძე "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის...
- რა ხდება? დღეს მთელი თბილისი ამაზე მირეკავს... მსგავსი რამ ოფიციალურად არ მითქვამს... "კოლხეთის" შემდეგ თემურს დასვენების საშუალება მივეცით. ეტყობა, ჯერ კიდევ დემორალიზებული იყო და ამიტომაც წავაგეთ ბოლნისში. თავად ფიქრობს - ხომ არ აჯობებდა, წლის ბოლომდე დამესვენაო... იცით, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ჩავარდნა ყველაზე გამოცდილ სპეციალისტებსაც კი აქვთ. ამდენი წელია, მახარაძე მაღალ დონეზე მუშაობს, დიდი დამსახურებები აქვს, ბოლნისის "სიონშიც" ერთად გვიმუშავია, მერე "ოლიმპიც" ჩემპიონობამდე მიიყვანა და... გადაიღალა კაცი. ალბათ, მართალიც არის, რომ დასვენებას ითხოვს. თუ განცხადებას დაწერს, მის თხონას დავაკმაყოფილებთ.

- წასვლის სურვილი ოფიციალურად უკვე გამოთქვა?
- ბოლნისთან წაგების შემდეგ თავის ასისტენტ იური გაბისკირიას უთხრა - ალბათ, წავალო. ახლა სემინარზეა და 8 ოქტომბერს დაბრუნდება. სხვათა შორის, "სიონთან" მატჩამდე დაბრუნება თავად ვთხოვე. ვიფიქრე, მახარაძის დაბრუნდება ბიჭებზე დადებითად იმოქმედებს-მეთქი, მაგრამ... ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოგვივიდა.

- გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე ვერ დარჩება და რაკი ფაქტობრივად ადასტურებთ მახარაძის გადაგომას, მის შემცვლელსაც ეძებთ, ალბათ, ან შეიძლება, უკვე მოძებნეთ კიდეც...
- დიახ, ვეძებთ და რამდენიმე კანდიდატურაზეც ვფიქრობთ... არ მინდა, მახარაძის წასვლა ისე გაიგოთ, თითქოს მისი სიკეთე დავივიწყეთ, მაგრამ ადამიანები ვართ, ჩავარდნა ვის არ ჰქონია? თან იღბალიც არ სწყალობდა... რამაზ მუმლაძესაც ასე არ მოუვიდა? - "ვიტ ჯორჯია" ჩემპიონი გახადა, მაგრამ ქუთაისში დაინავსა და ასეთმა ძლიერმა სპეციალისტმა ერთი თამაშიც ვერ მოიგო.

- რაკი მუმლაძე თავად ახსენეთ, ბარემ ახლავე გკითხავთ - გვაქვს ინფორმაცია, რომ მახარაძის შემცვლელად ყველაზე სასურველ კანდიდატად სწორედ მუმლაძეს მიიჩნევთ...
- ვფიქრობთ, ვინ დავნიშნოთ... არ დაგიმალავთ, რომ მუმლაძე ნამდვილადაა ერთ-ერთი კანდიდატი... სხვებთან ერთად...

- უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაზე მეტი შანსი სწორედ მუმლაძე აქვს...
- ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა...

- ვერ ვიტყვით, რომ წელს "ოლიმპი" წარუმატებლად თამაშობს, თუმცა მაინც უკმაყოფილო ბრძანდებით. არასტაბილურობა მოკლე სათადარიგოთა სკამის ბრალიც ხომ არ არის?
- რას ლაპარაკობთ?! ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატეთ - ვიტ ჯორჯიელები, აზერბაიჯანიდან დაბრუნებულები, უკრაინიდან მოდებაძე... საკადრო პრობლემა ნამდვილად არ გვაწუხებს, თემურს ყოველთვის სწყალობდა იღბალი, მაგრამ წელს აშკარად უმტყუნა. დაისვენებს და არაა გამორიცხული, "ოლიმპის" დირექტორატში მოვიდეს და სხვა კუთხით დაგვეხმაროს. გამოცდილი კაცია და მისი დაკარგვა არ გვინდა.

...ასე რომ, ჯაფარიძემ რამაზ მუმლაძისადმი არაპირდაპირი ინტერესი დაადასტურა. თუ ის მართლაც დაინიშნა "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად, ბედის ირონიით ახალ თანამდებობაზე 16 ოქტომბერს, თავისი ყოფილი კლუბის, "ვიტ ჯორჯიის" წინააღმდეგ ექნება დებიუტი. საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ "ვეტერინარებთან" მე-7 ტურში წაგება გახდა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მისი წასვლის მიზეზი...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რევაზ ბარაბაძე 'ოლიმპის' თავდასხმას გააძლიერებს.

რევაზ ბარაბაძე, რომელიც "ანჟიში" გამოდიოდა და ხშირად განაცხადშიც ვერ ხვდებოდა, დღეს რუსთავის "ოლიმპში" მივიდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.



როგორც კლუბის პრესატაშე – მიშა ჯორბენაძე ამბობს, ჯერ–ჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დეტალები ხვალისთვის დაზუსტდება.



ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი "ოლიმპის" ღირსებას, სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე დაიცავს და გუნდს ევროთასებზეც დაეხმარება, თუკი გუნდი საგზურს მოიპოვებს.

წყარო: http://www.goli.ge
0

Share this post


Link to post
Share on other sites
26 ოქტომბერი, 15:00 საათი. გორი, “ქართლი”. 300 მაყურებელი.
“სპარტაკი” (ცხინვალი) – “ოლიმპი” (რუსთავი) 2:3 (1:1)
სპარტაკი: გრიშიკაშვილი, ფრიდოლინი, ალავიძე, ჭაფოძე, ლობჟანიძე (ბაბულაიძე 84), ტეტუნაშვილი, კაშია, შონია, ვალერი ბოლქვაძე (ჩალაძე 74), დეკანოიძე (კლოვისი 46), ძაგანია.
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია.
ოლიმპი: ჭანტურია, ღონღაძე, კვახაძე, ქემოკლიძე, ჯაფარიძე, ქავთარაძე (გიორგი ჭელიძე 53), რაზმაძე (ყაზაიშვილი 77), გეწაძე (დობროვოლსკი 62), დავით ბოლქვაძე, მოდებაძე, ბერიაშვილი.
მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე.
გოლები: 1:0 ვალერი ბოლქვაძე (38), 1:1 დავით ბოლქვაძე (40), 2:1 შონია (49), 2:2 კვახაძე (67), 2:3 მოდებაძე (89).
მოდებაძემ 89-ე წუთზე ვერ გამოიყენა პენალტი.
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი).

მატჩის შემდეგ:
ნესტორ მუმლაძე: “მეტოქემ დიდი წინაამღდეგობა გაგვიწია. ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. შესვენებამდე ჩემმა გუნდმა თავისი თამაში ვერ იპოვა, შემდეგ კი მოვუმატეთ და საბედნიეროდ, 3 ქულა მოვიპოვეთ”.
გელა ინალიშვილი (“სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): “ვფიქრობ, გამოუცდელობის ბრალი იყო წაგება. ორჯერ გავედით წინ, მაგრამ საბოლოოდ, სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. 2:2-სას მოგება გვსურდა და თავადაც ნახეთ, ყრუ დაცვაში არ ჩავმჯდარვართ. სამწუხაროდ, დასანანი მარცხი ვიწვნიეთ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით”.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0