Перейти к содержимому


ეზოთერული წიაღსვლები ქართულ მწერლობაში


გამოხმაურებები თემაში: 172

#121 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი
gorgasali:)

ჩემი აზრით, გიორგის მეტად შეუძლია სიკეთისკენ შემოაბრუნოს ადამიანები.
გიორგის საქციელი მეტად ექვემდებარება გაგებას, ვიდრე ოთარაანთქვრივისა, გიორგის შეუძლია დააფიქროს ადამიანები სამართლიანობისთვის ბრძოლის აუცილებლობაზე, მისი ბრძოლა არ ჩანს ახირებად. :)

მართლაც,ოთარაანთქვრივის სახე ნამდვილად არაა შემთხვევით განზოგადებული. ისევე, როგორც თავსაფრიანი დედაკაცისა. ის არ შეიძლება ერთი ინდივიდის ყალიბზე მეტყველებდეს მარტო :)
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

#122 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

ოთარაანთქვრივში თვალს გჭრის და გაღიზიანებს-ამპარტავნება.
არამც და არამც!
ვრაა სათნადოდ გაგებული და წვდომილი ეს მთლიანად მსხვერპლგაღებული სამშვინველი.
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#123 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი

ციტირება

ვრაა სათნადოდ გაგებული და წვდომილი ეს მთლიანად მსხვერპლგაღებული სამშვინველი.

და მისი ვერგაგებაც არის ჩემი პრობლემა და არა ილიასი ან პერსონაჟის :blush:
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

#124 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

ჩემი აზრით, გიორგის მეტად შეუძლია სიკეთისკენ შემოაბრუნოს ადამიანები.
გიორგის საქციელი მეტად ექვემდებარება გაგებას, ვიდრე ოთარაანთქვრივისა, გიორგის შეუძლია დააფიქროს ადამიანები
არაა ასე:)
გიორგიმაც იცის ეს და დედის -ანუ სამშვინველის ხატ-სახეს შეჰყურებს.
ხოლო როცა ამ სამშვინველის ხატსახედან მისი მზერა ყალბზე გადაინაცვლებს, იქ უკვე მოინიშნება ტრაგედიის დასაწყისი. მაგრამ ოთარაანთ ქვრივისათვის წმიდათაწმიდაა თავისუფალი ნება. თუმცაღა მომავალს გრძნობს მისი ნათელმხილველი გული და იკუმშება მომავალი ტრაგედიის წინასწარმეტყველური გრძნობით, მაგრამ თავისუფალ ნებას ვერ და არ წინაღუდგება.
ნაწარმოებსაც "ოთარაანთ ქვრივი" ჰქვია...

გამოხმაურება რედაქტირებულია gorgasali:): 27 June 2010 - 18:36

Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#125 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

და მისი ვერგაგებაც
მთელი ჩვენი ერის ტრაგედიაა.
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#126 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი

ციტირება

ნაწარმოებსაც "ოთარაანთ ქვრივი" ჰქვია..

გიორგი მართლაც ალტერ-ეგოა ოთარაან თქვრივის. შემთხვევით არ ამბობს ერთი კაცი სასამართლოს შემდეგ, მაგას ოთარაანთ ქვრივის შვილს ეძახიან, არ იცით ვინააო :)

თავისუფალ ნებაზე... მართლაც. სიყვარულის ძალის ესმის ქვრივს.

:)
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

#127 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

თავსაფრიანი დედაკაცი" ასევე ქვრივი ქალი.
აქ მასშტაბებიც განსხავავდება და მიმარტებებიც.
ილია წარმოსდგება როგორც ბერძენი ტრაგიკოსი,სოფოკლეს მსგავსი. წინასწარმეტყველურია და კათარსისის განმაცდევინებელი მისი ტრაგედია.რადგან უმაღლესი ღირსების სამშვინველ-მეობის ქვრივ-ობლობაზეა საუბარი (ოთარაანთ ქვრივი-გიორგი).თუმცა აქ წმინდად ქრისტიანულ-სახარებისეულ გრძნობათა სიღრმეების შრეებია გამოვლენილი.

ხოლო ლორთქიფანიძის ნაწარმოებში უკვე საქმე გვაქვს ტრაგედიასთან როგორც სიმდაბლის, უხამსობის და დაკნინების გამარჯვებსთან. რომელიც დაგთრგუნავს, რადგან იმ საზარელ რეალობას გიჩვენებს, რომ უკვე აღარაფერია ისეთი რასაც შეუძლია კათარსისის სიმაღლე განაცდევინოს ერის წიაღში დაბადებულ ადამიანს.
შემზარავია თავისი დოკუმენტურობით ეს თხზულება.
მაგრამ უკვე ვთქვით, რომ ოთარაანთ ქვრივის ბადალი არ შექმნილა ქართული პროზის ისტორიაში. დ საერთოდაც, ის რომ ჯეროვნად თარგმნილიყო, თამამად დადგებოდა გერმანული პროზის უდიდესი წარმომადგენლების ქმნილებათა გვერდით.

მრავალი რამ არ ვიცით და არც გვსურს ჩვენი თავი დავუთმოთ იმ უძვირფასეს გრძნობებს და მორალურ სიმაღლეებს, რაც დღევანდელ სავალალო მდგომარეობას აგვაცილებდა, ანდა გადაგვალახინებდა.

გამოხმაურება რედაქტირებულია gorgasali:): 27 June 2010 - 19:32

Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#128 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

გიორგი მართლაც ალტერ-ეგოა ოთარაან თქვრივის.

უფრორე - სამშვინველის სიბრძნის წიაღში შობილი მეობაა გიორგი.:)
ასე წარმოგვიდგება ეს წყვილი. სამშვინველ-მეობა.
ამ მთლიანობის დარღვევას მოჰყვება უაზრო მსხვერპლი და არაერთჯერადი ტრაგედია.
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#129 OFFLINE   Serafit

    Visca El Barca ♥♥♥

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 21955 წერილები:
  • სქესი:Not Telling
  • მდებარეობა:ბარსელონა
gorgasali:)
უნდა მოგებარო, მეოფეო :rolleyes:
ოთარაანთ ქვრივის, როგორც მიწიერი, ანუ ჩვეულებრივი დედის სახეს შევეხები - ბევრი დედისგან მსმენია, მათ შორის დედაჩემისგან, რომ როგორც დედა, ის იდეალურია... :)
FC Barcelona 5-0 Real

Жестокость - черта характера добрых людей! Проявляется она тогда,когда об их душу начинают вытирать ноги!!!

როცა ეშმაკი მძლავრობს ამქვეყნად, ძენი ღვთისანი იჩაგრებიან...

#130 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი
gorgasali:)

მართლაც. ,,ოთარაანთ ქვრივი” ტოვებს იმედს, კათარზისი კესოს ცრემლებით დაწყებულია... განთიადის დასაწყისის მაუწყებლად. :)

,,თავსაფრიან დედაკაცში”მართლა შემზარავი და უნუგეშო სიტუაციაა. საკუთარი შვილებიც კი ცივი და განყენებული ინტელექტუალური სიმაღლიდან განიხილავენ დედას, ან საერთოდ არ აინტერესებთ იგი.
,,ტრაგედია უგმიროდ” -ამაზე შემზარავი ხომ ძნელად შეიძლება რაიმე წარმოიდგინო.
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

#131 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

ბევრი დედისგან მსმენია, მათ შორის დედაჩემისგან, რომ როგორც დედა, ის იდეალურია...
ის არის სახე-იდეა. ისევე, როგორც რაფაელისათვის ღვთისმშობელი ყრმით.

ეს არის მიწიერში განხორციელებული ადამიანის სამშვინველი, როგორც ღვთაებრივი მორალის (ნების,ქმედების)წილი. ამდენად ის იდეალურიცაა და რეალურიც. კონკრეტულიც და ზოგადმშვინვიერიც. ამ სახეში თანაბრად ჰარმონიულადაა შერწყმული თანალმობა-გაღება და ვაჟკაცური შემართება.
ოთარაანთ ქვრივი არის სისრულე ადამიანური სამშვინველისა,რომელიც ასე გაიწირა.

გამოხმაურება რედაქტირებულია gorgasali:): 27 June 2010 - 19:30

Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#132 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

ათარზისი კესოს ცრემლებით დაწყებულია..
ვერ გაანაყოფიერა მაგ ცრემლმა ნიადაგი, სადაც მომავლის თესლი აღორძინდებოდა.. დღეს ვხედავთ ამის შედეგს.
ტყუილად არ არის ამ უგენიალურესი და მრავალპანიანი ნაწარმოების ერთერთი თემა -ხიდჩატეხილობა.
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#133 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი

ციტირება

ვერ გაანაყოფიერა მაგ ცრემლმა ნიადაგი, სადაც მომავლის თესლი აღორძინდებოდა.. დღეს ვხედავთ ამის შედეგს.
ტყუილად არ არის ამ უგენიალურესი და მრავალპანიანი ნაწარმოების ერთერთი თემა -ხიდჩატეხილობა.

დიახ, სამწუხაროდ. განთიადის დასაწყისი ნაწარმოებში დარჩა <_<

ყოველთვის მიყვარდა ილია. მაგრამ ასე თუ მიდიოდა ეზოთეულ სიღრმეებში , ვერც ვიფიქრებდი

თათქარიძეობის პრობლემაზე ყურადღების გამახვილებაც სამშვინველის დახშობისაკენ მიმართული გულისტკივილია...
და ,,ელეგიაც” და საერთოდ მთელი შემოქმედება, რომელსაც ლაიტმოტივად აქვს ეს მოძრაობისკენ მოწოდება.

მაგრამ ,,კაცია-ადამიანი” ძალიან საოცარი ქმნილებაა ჩემის აზრით. მგონია, რომ ამ საოცარი სარკაზმით გაჯერებულ კრიტიკაში ყველაზე მეტად ჩანს ილიას გულისტკივილი, ის, რასაც ბრიყვები სიძულვილს არქმევენ, გონიერები კი-სიყვარულს..

მე მგონია ასეთი ღრმა და კამკამა სარკე ქართველობისათვის ილიას მერე აღარავის მოუტანია. :)
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

#134 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling
უძლიერესი და უგენიალურესია "ოთარაანთ ქვრივი" და "სარჩობრლაზედ". რადგან აქ მისი სიმაღლე ზოგადკაცობრიულს გადასწვდება და უფრო ზეაღმატებულსაც. ხოლო "კაცია ადამიანში" ის თავისი მშობელი ერის გენიის გამომხატველია.

გამოხმაურება რედაქტირებულია gorgasali:): 27 June 2010 - 19:46

Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#135 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი

ციტირება

"სარჩობრლაზედ".

სულ გადამავიწყდა. რა საოცარი ნაწარმოებია.
ადამიანების გაუცხოებაზე, სანახაობისტობაზე.
,,მართლადა ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს” საოცარი კითხვაა ეს.

:)
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

#136 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი

ციტირება

ხოლო "კაცია ადამიანში" ის თავისი მშობელი ერის გენიის გამომხატველია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ,,თათქარიძეობა” დროული და მოკვდავი პრობლემა არ აღმოჩნდა, ზოგადსაკაცობრიობოს არა, მაგრამ დროში უცვეთელ პრობლემას განიხილავს სამწუხაროდ <_<
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

#137 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

მართლადა ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს”
პეტრე, პეტრე:)
ისევ სახარებისეული ალეგორია... :)
წარმომადგენელია და აგრეთვე მონაწილე. მონაწილე რომაა ამიტომ შეეხო.
არ ამხილა. მისი წვლილიცაა ამაში.
ხოდა პილატეს სამარტალია ეგ- "მე რა შუაში ვარ"
ყველააა შუაში, რადგან ყველა თავშია.
კაცობრიობა ერთი სხეულია (ფიზიკური) და ერთი ორგანოს დაავადება მტელი ორგანიზმი დაავადებაა. აბა რას ვამბობთ ჩვენ, როცა მავანს ვთქვათ, ფეხი აწუხებს ან კუჭი. ხომ არ ვამბობთ-"კუჭი ავადაა?":D ჩვენ ვამბობთ - ეს ადამიანი (პეტრე) ავადაა.
დიახ,ეს საზოგადოება ავადაა. და ამ საზოგადოების ნაწილია პეტრე. ამიტომ მას უნდა აწუხებდებს საზოგადოებაში ვიღაცის ავადობა. სხვისი ავადმყოფობა-ჩ ვენი ავადმყოფობაცაა.სხვისი ტკივილი ჩვენი ტკივილია და ამას რომ ვერ ვგრძნობთ, ეს იმას ნიშნავს რომ უკვე იმდენად ღრმა ავადმყოფები ვართ, რომ ნეკროზი გვჭირს უკვე.

გამოხმაურება რედაქტირებულია gorgasali:): 27 June 2010 - 19:45

Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#138 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი

ციტირება

წარმომადგენელია და აგრეთვე მონაწილე. მონაწილე რომაა ამიტომ შეეხო.
არ ამხილა. მისი წვლილიცაა ამაში.
ხოდა პილატეს სამარტალია ეგ- "მე რა შუაში ვარ"

ციტირება

დიახ,ეს საზოგადოება ავადაა. და ამ საზოგადოების ნაწილია პეტრე. ამიტომ მას უნდა აწუხებდებს საზოგადოებაში ვიღაცის ავადობა. სვიხი ავადმყოფობა-ჩ ვენი ავადმყოფობაცაა.სხვისი ტკივილი ჩვენი ტკივილია და ამას რომ ვერ ვგრძნობთ, ეს იმას ნიშნავს რომ უკვე იმდენად ღრმა ავადმყოფები ვართ, რომ ნეკროზი გვჭირს უკვე.

მიხარია, რომ ჩემი აღქმა თქვენსას დაემთხვა :wub:
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

#139 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

დროში უცვეთელ პრობლემას განიხილავს სამწუხაროდ
ზოგადკაცობრიული არაა ეგ.
ქართველების ბედოვლათობის მხრივ კი. მაგრამ გავიხსენოთ- უკვე გამოჩნდა რომ ქართველი ბედოვლათები - ლუარსაბი და დარეჯანი დაიხოცებიან უმემკვიდრეოდ! ხოლო ძმის გამყიდველ დავითსა და მის ამაზრზენ ინსპირატორ ცოლს -ელისაბედს აქვთ (ჰყავთ )მომავალი. ისემც ყველაფერი კარგი აგიხდეთ.
დღეს საქართველოში არა თათქარიძის, არამედ დავით-ელისაბედის შთამომავლობა ბოგინობს.
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#140 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი

ციტირება

ქართველი ბედოვლათები - ლუარსაბი და დარეჯანი დაიხოცებიან უმემკვიდრეოდ! ხოლო ძმის გამყიდველ დავითსა და მის ამაზრზენ ინსპირატორ ცოლს -ელისაბედს აქვთ (ჰყავთ )მომავალი. ისემც ყველაფერი კარგი აგიხდეთ.
დღეს საქართველოში არა თათქარიძის, არამედ დავით-ელისაბედის შთამომავლობა ბოგინობს.

მართლა რა საოცარი წინასწარმეტყველებაა და გაფრთხილება-უქმად ყოფნას, გამოუფხიზლებლობას რა მოჰყვება <_<
გადაშენებულთა საფლავზე ის ცეკვავს, ვისაც მეტი მოძრაობა აღმოაჩნდა. ბოროტებით ნაკარნახევი, მაგრამ მაინც მოძრაობა.

არა, მართლა ცუდად შრომა სჯობნებია ცუდად ჯდომას. ცუდში ბოროტება არ ვიგულისხმოთ ოღონდაც <_<
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"




გამოხმაურების დამატება


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი