Sign in to follow this  
Followers 0

გიორგი სააკაძე

97 posts in this topic

ძმელია?

ყველა დროს ყვს გმირი

მე გიორგის გმირს ვუწოდებ

ვინმემ შვილი შეწიროს თავის ამბიციებს და მერე თქვას რომ შვილს გაწირავს მარტივ სქმეზე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მამფალი

ბიჭო, მასე სტალინმაც შესწირაო... და ისიც გმირი ყოფილა ;)

ავე ავეეეე..... :10:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სტალინი სხვა მომენტია.

კი გმირობა ჩაიდინა როცა შVილი შეწირა.

ეს მაგალითი იყო სხვებისთვის

ჯარისკაცი ფელდმარშალზე არ გაცვალა.

ამ კაცს ბევრი გმირობა აქვს ჩადენილი.

დრო დაამტკიცებს.

გმირობით ცოდვა არ ქრება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზურა... სტალინმა რა მოტივაციით ჩაიდინა შვილის ამბავი იცი? მოდი ჯერ კარგად გამოიკითხე ეგ ამბავი. მერე ნახა რა სისხლიანი საშინელება იდგა მაგის უკან და სამხედრო ტყვეების მასობრივი დახვრეტა. ანუ ის ვინც ცოცხალი გადარჩა და ტყვედ ჩავარდა, ავტმატურად ითვლებოდა სამშობლოს მოღალატედ და მოკავშირეების მიერ გადარჩენილი რამდენი საბჭოთა ტყვე დაიხვრიტა სტალინის ბრძანებით იცი ესა? ამისათვის კი შვილის ამბავი გამოიყენა! რამდენი ქართველი, შინმოუსვლელიო -ასე რომ უწოდებდნენ,დახვრეტილებია ყველა. კაცმა ბრძანება გამოსცა-ტყვედ არ უნდა ჩავარდნილიყავი.თავი უნდა მოგეკლა. რა ჰუმანურია...შვილი არა მილი.არ ეკიდა შვილი მაგ სატანის კერძს? :P

ლუარსაბი, ისევე როგორც დემეტრე,მეფედ არ ვარგოდა, მაგრამ მათმა საქციელმა საქართველო იხსნა მორიგი აოხრებისაგან. იგივე გააკეთა ბერმა თევდორემ. მეფე არ იყო მაგრამ გააკეთა.შედეგით იმსჯელე რა.

მარტყოფი -საქართველოს მორიგი აოხრება იყო.იგორ გიორგაძეს მეტი კი არაფერი უნდოდა - ჩემი მიზანია რუსული ტანკით შესვლა საქართველოშიო. ვოტ!

მტრის ჯარის აღძვრას და მის გამოლაშქრებას რომ გეგმავ -ისინი მარტო "ურჩ თავადებს" დააჭრიან ყურებს არა? თორემ საქართველოს მოსახლეობას აღმოსავლურ ტკბილეულობას დაურიგებენ, ხომ?

ახლა კი ინებე ფაქტები:

თვით სააკაძის აპოლოგეტი- პლატონ იოსელიანიც ვერ მალავს იმ ფაქტს,რომ როცა სააკაძე პირველად ეახლა შჰ აბასს,დააბეზღა ლუარსაბი და თეიმურაზი,გადასცა მას საიდუმლო დოკუმენტები და აცნობა ამ მეფეების რუსეთთან კავშირის დადგენის გეგმა!

გავიხსენოთ ბაზალეთის სამარცხვინო ძმათამკვლელი ომი,სადაც მან ერთმანეთს შეუსია ქართლელები კახელები სამცხეელები და იმერლები. დაბოლოს დამარცხებული სააკაძე გაიქცა ქვეყნიდან ამ ფაქტის შემდგომ!

ახლა ვნახოთ გაქცევის შემდგომი მისი საქციელი:

ქრისტიანული სარწმუნოება სუნიტობაზე გადაცვალა,შემდგომ მათ უღალატა შიიტებთან,ჩვენი მეფეები ხომ გაყიდა შჰ აბასთან და ამ უკანასკნელს კი ოსმალეთის სულტანთან უღალატა:)

როცა ის ფეხთით დაუვარდა სულტან მურად მეორეს და მიიღო მაჰმადიანობა, სულტანმა დიდი პატივით უბოძა ყარამანის ვილაეთი.სადაც მმართველად ვინმე ხუცესი მუთსელიმად დააყენა.უგუნური და უსამართლო კაცი. გაამგზავრა კონიაში თავის მომხრე ქართველ აზნაურთა თავზეხელაღებული ჯგუფი,რომელიც დათარეშობდა იქ და სძარცვავდა და აუტანლად ავიწროვებდა მოსახლეობას. მათი ცინიზმი იქამდე მიდიოდა, რომ ქალიშვილებს თმას პარსავდნენ და უწვერულვაშო ვაჟებივით გადაცმულს დაატარებდნენ. ხალხის მდგომარეობა აუტანელი შეიქმნა და საბოლოო შედეგად ის მივიღეთ,რომ სააკაძეს და მუთსელიმ ხუცესს თავები დააყრევინეს და მათ ხელქვეით ქართველ აზნაურთა რაზმი მთლიანად ამოწყვიტეს!

აი ამ ცნობებს გვაწვდის თურქი ისტორიკოსი -ნაყიმა!

ასე, რომ ქართველი თუნდაც უნიათო მეფეები, გაცილებით დიდ პასუხისმგებლობას კისრულობდნენ გადამწყვეტ მომენტებში საქართველოს წინაშე, თული საკითხი მათი პირადი ციცოცხლის ფასად ქვეყანას აოხრებას გადაარჩენდა. ახლა შეადარე ლუარსაბის მოწამეობრივი და სააკაძის თავის გაგდებინების მიზეზი.

რომელმა ეროვნულმა გმირმა დაამთავრა თავისი სიცოცხლე ისე სამარცხვინოდ, როგორც გიორგი სააკაძემ?

გაეცანით პროფ.სერგი ჯიქიას მიერ გამოქვეყნებულ ოსმალეთის ხონთქრის- მურად მეოთხის სიგელს -""ქართლის მპყრობის მოურავ ხანისადმი გაცემული სიგელი" საიდანაც ჩანს, რომ რომ არა მისი სამარცხვინო ქმედებების გამო თავის წაგდებინება, პატივი ეგებოდა საქართველოზე მისი წინამძღოლობით ოსმალეთის ჯარის მორგი გამოლაშქრებითა და სისხლის წვიმების დაყენებით.

მეტად ფრთხილად და დაზუსტებით შევისწავლოთ ისტორიული გამოცდილება. ობიექტურად შემფასებლები და რეალობის მცოდნენი რომ ვყოფილიყავით, ამ დღეში არ ჩავცვივდებოდით. ახლა მაინც... თუ არა მაშ როდისღა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ლუარსაბი, ისევე როგორც დემეტრე,მეფედ არ ვარგოდა, მაგრამ მათმა საქციელმა საქართველო იხსნა მორიგი აოხრებისაგან

ლუარსაბის რომელმა საქციელმა იხსნა ქვეყანა განსაცდელისგან. ერთი დაასაახელე.

მარტყოფი -საქართველოს მორიგი აოხრება იყო

მარტყოფი აოხრება იყო? თუ ის "მაყრიონია" საქართველო მაშინ საქართველოს აოხრება ყოფილა, მართალი ხარ.

მტრის ჯარის აღძვრას და მის გამოლაშქრებას რომ გეგმავ

იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ახალციხის ფაშის დახმარებით დაჯდა მეორედ ტახტზე. ამაზე ყველ ჩუმადაა.

მარტყოფის გეგმა გავს ბაგრატ V-ის გეგმას

მაგრამ როგორ, სააკაძის სახელი ორაზროვანია და შვეტენოთ ამ კაცს ყველაფერი.

როცა სააკაძე პირველად ეახლა შჰ აბასს,დააბეზღა ლუარსაბი და თეიმურაზი,გადასცა მას საიდუმლო დოკუმენტები და აცნობა ამ მეფეების რუსეთთან კავშირის დადგენის გეგმა!
ის ფეხთით დაუვარდა სულტან მურად მეორეს და მიიღო მაჰმადიანობა

შენი აზრით რა უნდა ექნა სააკაძეს? საქართველოში მეფეს ემსახრებოდა და მოკვლა დაუპირეს. გააქციეს. რა, ბერად შემდგარიყო? ეთქვა ბოდიში რო დავიბადეო და წასულიყო უდაბნოში და კალიები ეჭამა?

ამ კაცს აქვს ცოდვები და არც არავინ უარყოფს. მაგრამ მისმა საქციელმა თავის დროზე იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ლუარსაბმა და თეიმურაზმა ერთად - ერთმა მოკლე მეორე გრძელი სიცოცხლით.

ქართლის და კახეთის აოხრება თრმე გიორგის ჩაუგონებია აბასისთვის და თურმე აბას პირველს ბავშვივით ათამაშებდა. კაი თუნდაც მასე იყოს, სად იყვნენ კახეთის ოხგზის მოოხრებისას ლუარსაბი და თეიმურაზი? ლუარსაბის ბრძOლები სად წერია ფურცელზე. იმერეთში გაქცევა კაი ბიჭობაა. მეფეს თავისი პასხიმგებლობა აქვს მაგრამ როგორც წესი ვპოულობთ განტევების ვაცს. თუკი სამეფოს აშენება მეფის წყალობაა მაშIნ ქვეყნის დაქცევაც მეფის წყალობაა.

მმართველად ვინმე ხუცესი მუთსელიმად დააყენა.უგუნური და უსამართლო კაცი

უგუნური და უსამართლო კაცი ცუდს იზამს და გიორგის აბრალებენ :)

თურმე იქმადე გვტკივა ჩვენ ქართველებს ყარამანის ვილაიეთის მოსახლეობის გულისტკივილი რომ ჩვენებურ კაცს ვაბრალებთ ყველაფერს.

გავიხსენოთ ბაზალეთის სამარცხვინო ძმათამკვლელი ომი

გავიხსენოთ.

სააკაძემ ორი გვირგვინი ტეიმურაზს მიართვა გონიოში და ბაზალეთის ცოდვას მარტო მას ტენიან.

ამბობ ქართველები მიაკლაო ერთმანეთს საააკაძემო.

იმ სამი ათას იმერელ ტყვეზეც გეთქვა მირონნაცხებმა მეფემ რო ბაგრატიონული დაღი დაასვა.

ძმათამკვლელი ნიშNავს როცა ძმა ძმას კლავს და პირიკით.

იქ ერთმანეთისთვის ხელი არავის არ დაუკლია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ლუარსაბის რომელმა საქციელმა იხსნა ქვეყანა განსაცდელისგან. ერთი დაასაახელე.

შაჰს თუ არ ეახლებოდა "სანადიროდ" ის აპირებდა საქართველოზე ნადირობას. აი ამას. და ეახლა და იცოდა რაც მოჰყვებოდა. რა არ იცი ეგა თუ მცდი? მსვილდის ღვედით რომ მოახრჩეს "ნადირობისას"

იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ახალციხის ფაშის დახმარებით დაჯდა მეორედ ტახტზე. ამაზე ყველ ჩუმადაა.

ახლა ვიზეა ლაპარაკი? რავა სკოლის მოსწავლესავით დაასმინე სოლომონი:) სხვები რომ გავაშავოთ ახლა ვითომ სააკაძე გათეთრდება მაგით?

რაც დაგიწერე ფაქტებია ყველა და ჩემი შეთხზული არ გახლავს. შენს მონოგრაფიას აკლდა ფაქტები და წყაროები და დავამატე :P

სააკაძე-გიორგაძე ფორევერ :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites
შაჰს თუ არ ეახლებოდა "სანადიროდ" ის აპირებდა საქართველოზე ნადირობას. აი ამას. და ეახლა და იცოდა რაც მოჰყვებოდა. რა არ იცი ეგა თუ მცდი? მსვილდის ღვედით რომ მოახრჩეს "ნადირობისას"

ისიც გეცოდინება სად იდგა აბასი როცა წერილებს წერდა ლუარსაბს წამოდი ჩემთანო. :)

ისპაჰანიდან არ ბეჭდავდა წერილებს.

სხვები რომ გავაშავოთ ახლა ვითომ სააკაძე გათეთრდება მაგით?

მე ის ფაქტი იმიტომ მოვიყვანე რომ არავინ არაა წმინდანი.

როცა სააკაძეს აბრალებ მტრის ჯარს მოყვებოდაო სხვასაც ვაბრალოთ და როცა ყველა ბრალდებული სახეზე გევქნება მაშინ განვაზოგადოდ ერთი დამნაშავის მიმართ გამოტანილი სასჯელი :)

სააკაძე არააა გიორგაძე.

საქართველოს ისტორიაში ბევრია ისეთი პიროვნება რომელიც უშუალოდ მტრის ხელითაა მოყვანილი და დასმული

ამიტომ იმის მტკიცება რომ გიორგის შეგონებით, ბოზობით და ჩაშვებით შემოვიდაო აბასი არაა სწორი.

ლუარსაბმა თავის სულს უშველა

ქვეყანა და ხალხი მიაკლა და უპატრონოდ დააგდო.

მეფე თუ ხარ თავის დროზე უნდა უშველო ქვეყანას. სულელი არ იყო ბაგრატი მუსლიმანად რო მოინათლა.

მეორე იდეალისტი აგერ გვყავდა 15 წლის წინ, ფეხებშI ესროლეთო და ამ ჰუმანიზმმა მიაკლა ქვეყანა ერთმანეთს .

რით აიხსნება ის ფაქტი რომ მარტყოფის მერე ქართლის და კახეთის გვირგვინი თეიმურაზს მიართვა?

რატო არსადაა ნაჩVენები როგორ კლავს და აწამებს სააკაძე თავის მტერ თავადებს როცა ირანის ჯარს შემოყვა ქვეყანაში?

ის არაა წმინდანი, იყო ქრისტიანი, შიიტი, სუნიტი.

ვერც ერთგან ვერ დადგა და რატო?

ქრისტიანებმა ნიჭის გამო შეიმტერეს

სუნიტებმა და შიიტებმა მაინც ვერ ირმწუნეს მისი მუსლიმობა.

შენს მონოგრაფიას აკლდა ფაქტები და წყაროები და დავამატე

ვერ ვხედავ შენს ფაქტებს. თბილელის სიტყვები და მუნშის სიტყვები და პორტას წერილებში მის პიროვნებაზეა საუბარი.

სააკაძემდეც გარბოდნენ თავადები ისპაჰანში და მის მერეც მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ამ კაცმა რაც გაიღო იმდენი არ გაუღიათ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზურა...

:42:

გიყვარს შენ ეგ კაცი...

:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დავლიოთ!! :ms (2):

იქ გამოჩნდება ვის ვინ უყვარს

:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე მიყვარს ეგ კაცი :D (*ნუუუ მიყვარდა :P :D )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გაორებული დიდი პიროვნება და სარდალი...ხან მტერს ემსახურა ,ხან სამშობლოს...ბოლოს მაინც სამშობლოზე მოფიქრალი დაიღუპა!

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეეე,კარგით რა მეზარება დაწერა თორე...
ეს შემოტენილი "გმირები" არ გვინდა რა?
სააკაძე და გმირიო...სასაცილოა...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სხვის გმირობაზე მაშინ ილაპარაკეთ როცა საკუთარ შვილს შესწირავთ ქვეყანას...
და საერთოდ რა არის გმორობა ჯერ ეგ თქვით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ჩემთვის ეგ კაცი გამოცანის ყუთია.. არც მინდა ცილი დავწამო, მაგრამ.. არა მგონია ბოლომდე კაი კაცი ყოფილიყო.[/quote]+1
მეც ეგრე.. ევრ გამიგია ხან აქეთ იყო ხან იქით.. :|
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გადატრიალდება ხალხო ეს კაცი საფლავში !!! რატომ გახსენით ეს თემა? :( ჩემთვისაც ეს ადამიანი გმირია!! და მუდამ გმირად დარჩება! მან ჩვენი მიწისთვის სისხლი დაღვარა და სწორედ ამიტომ არის პატივსაცემი. ახლა კი ზიხართ სახლებში და წერთ ამ ადამიანზე ათას რაღაცას! გულწრფელად გამიხარდებოდა რომ ყველას ეთქვა > ეს ადამიანი ნამდვილი გმირია!!!!!! და არა ასე საუბარიიიიიიი.............................
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Vgmob Usamartlobas' post='676294']
გადატრიალდება ხალხო ეს კაცი საფლავში !!! რატომ გახსენით ეს თემა?
[/quote]
შენა და ბევრს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე? ;)
უკვე მერამდენე თემაში წერ, რომ ეს თემა არ მოგწონს, ის არ უნდა გაგვეხსნა, ამაზე საუბრის უფლება არ გვაქვს და ა.შ. ნუ ისაუბრებ მაშინ! :)
საკაძე ჩემთვისაც გმირია, ეს ერთი.
მეორე ფორუმის ისტორიული მნიშვნელობა იცი?????
ფორუმი აზრების გასაცვლელადაა, სამსჯელოდ და ა.შ.
პ.ს. სად იყავი აქამდე, აწი თემების გახსნის ნებართვას შენ გთხოვთ ხოლმე და სანამ ხელს არ მოგვიწერ, როგორ გავბედავთ რაიმეს დაწერას! :D
2

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩემი აზრით ეს კაცი გმირია... აქვს რაღაც "მინუსები", მაგრამ კიდევ უფრო მეტი დააბრალეს და საქართველოს გამთლიანებისთვის მებრძოლი კაცი მოღალატედ მოინათლა ბევრის თვალში... ბაზალეთის ომი მისთვის უკანასკნელი შანსი იყო ქვეყნის გაერთიანებსთვის ბრძოლის იმ უიმედო გზაზე, რომელიც მან განვლო იმ პერიოდში...
"მერე იყო ინდოეთს ლაშქრობა, თურქეთტან ომი ერაყისთვის. აქაც გაიტქვა სახელი" აი ამის წყარო შეიძლება გავიგო?
1

Share this post


Link to post
Share on other sites
სააკაძე არც მოღალატეა და არც გმირი. ქართველებს მაქსიმალისტობა გვიზიდავს. გმირი თუ არ იყო მოღალატეა უეჭველი. რას გადაეკიდეთ ამ სააკაძეს, ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკოსი იყო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სააკაძე უდიდესი გმირი იყო რომელიც იქ გაჩნდა და იმ დროს სადაც საჭირო იყო ის რო არა ქართლი და კახეთი ერთიორად უფრო დანგრეული და განადგურებული იქნებოდა ის რომ არა ვინ მოიგებდა ტაშისკართან მარტყოფსი ვინ დაამარცხებდა მტერს მარაბდის ბრძოლაში დამარცხების სემდეგ მოკლედ ის გმირია ბევრ მეფეს არ გაუკეთებია იმდენი რამდენიც მან
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0