Sign in to follow this  
Followers 0

გიორგი სააკაძე

97 posts in this topic

თემას არ ეხება და აი კიდე ერთი რუსთველი, რუსთავის ეპისკოპოსი, თემა იყო ადრე შოთა რუსთველის წარმომავლობას ვიხილავდით მახსოვს :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სააკაძის ახალი სურათი რომ იპოვეს არქივში ეგ ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Saakadze_monument.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites
1625 წლის 25 მარტს, ხარება დღეს ქართული ჯარი მტრის ბანაკს დაეცა. სააკაძეს ბანაკში არაგვის ერისთავთან ერთად ყავდა თვისი შვილი - ავთანდილი, თავადი პაატა ხერხეულიძე და კიდე ორი კაცი.

არაგვის ერისთავი ბანაკში არ ყავდა, ბანაკში 5 კაცი იყო სულ, (წყაროს მიხედვით), ზურაბ ერისთავი ქართულ ლაშქარს მოუძღოდა, ხოლო სააკაძე ბანაკში ელოდა აბჯარასხმული:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ის ჭეშმარიტად ქვეყნის პატრიოტი იყო და საშინელებაა როცა ისტორია მას ასე მძიმე ბრალდებეს უყენებს მას,

ის იყო უდიდესი მამულიშვილი და ქვეყნისთვის თავდადებული ერთ-ერთი გმირი საქართველოში არსებულ გმირებს შორის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა ბრალდებას უყენებს:o მაშ ის ძეგლი ვისია?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რას და ჯერ ვერ გაურკვევიათ მტერი იყო თუ მოყვარე მაშ, ამას იკვლევენ ჯერა. :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჯერ ვერ გაურკვევიათ მტერი იყო თუ მოყვარე მაშ, ამას იკვლევენ ჯერა.

გარკვეულია ეგ. მწერალი კონსატნტინე გამსახურდია სათანადო წყაროების დამოწმებით და ფაქტებზე დაყრდნობით სრულად გადმოსცემს მის კონდოტიერულ მოღვაწეობას:) შეგიძლია გაეცნო ამ სტატიას.

ძალიან საყურადღებოა კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის პირადი მოგონება, რომელიც რა თქმაუნდა იმ შავბნელ პერიოდში არსად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რაც ითქვა მის პირად საუბარში აკაკი ბაქრაძესთან. აკაკი ბარაძე გახლავთ ერთერთი უკანასკნელი ქართველ მოჰიკანი -ქართული კულტურის მოღვაწე, მწერალი, კინოსა და თეატრის კრიტიკოსი და პუბლიცისტი.

ეს მოგონება ასეთია: როდესაც მთელს იმპერიას მართავდა ერთი კაცი- იოსებ სტალინი, და ამ უზარმაზარ იმპერიაში ყველაფერი მხოლოდ მას ეკითხებოდა, პირადი განკარგულება გასცა ფილმ "გიორგი სააკაძის" გადაღების თაობაზე და თავად შეარჩია რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. დაიბარა ის კრემლში და პირადად მისცა მითითება ფილმის სცენარის თაობაზე. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ჩაიშალა საბოლოოდ სააკაძის გეგმა პირადი შურისძიების თაობაზე. შემდეგ საუბარი სხვა მიმართულებით და სხვა თემაზე წავიდა. გამომშვიდობებისას კი სტალინმა მისთვის ჩვეული ღიმილით,ხმადაბალი წყნარი და ავისმომასწავებელი ტონით თქვა: "ხალხმა უნდა დაინახოს ის, რომ რაც ვერ მოახერხა სააკაძემ, ის მოვახერხეთ -ჩვენ (ანუ - მე-ო)! თავზარდაცემული გამოვედი იქიდანო, დასძენს ჭიაურელი.

სტალინმა მართლაც ბოლომდე განახორციელა შურისძიების გეგმა -მთელი ქვეუნის მასშტაბით და ის იმპერიის ნაწილად აქცია!

ის რაც სააკაძეს არ გამოუვიდა!

აი ასეთია სინამდვილე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რაც გინდა თქვით

მარტყოფს, ქსანს ამ კაცს ვერ დაუკარგავთ

და რააც ამ კაცის ორწლიანმა მბრძოლებმა ქნეს მაგას რა მნიშვნელობა ქონდა - ამის გასაგებად ალბათ სანამ იმ პერიოდშI არ მოგვიწევს ცხოვრება მანადმე ვერ გაიგებთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გიორგი სააკაძე გმირი იყო

0

Share this post


Link to post
Share on other sites
გიორგი სააკაძე (1580-1629) სიაუშ სააკაძის ძე. მამამისი დელი სვიმონის თანამებრძოლი იყო. თვითონაც სვიმონის მერე მის ძეს გიორგის და შემდეგ ლუარსაბსაც გვერდით ედგა. ტაშისკარი განა ყრმა მეფემ მოიგო

ლურსაბმა მისი და მოიყვანა ცოლად. ისედაც, სააკაძეების წინსვლა აზნაურობიდან მოურავობამდე არც ერთ თავადს არ მოწონდა და ამან ყველაფერი გადაწყვიტა.

ლუარსაბი მალემრწმენი იყო... ადვილად დააჯერეს სააკაძის მოკვლის საჭიროებაში. ნადირობისას მოუნდომეს გიორგის მოკვლა, წავკისს. წინასწარ გააფრთხილეს გიორგი. . .

"ქართველებმა თავისი უდიდესი ხმალი უდიდეს მტერს თავად მიართვეს"

მერე იყო ინდოეთს ლაშქრობა, თურქეთტან ომი ერაყისთვის. აქაც გაიტქვა სახელი.

ამის პარალელურად ხდება კახეთის ოთხგზის მოოხრება. მიზეზი ბევრია მაგრამ თუკი ქვეყნის აშენება მეფის გენიას მიეწერება ხოლმე, დაქცევისას რად ვეძებთ რაღაც გარე ფაქტორს? ვერ ივარგა ვერც ლუარსაბმა და ვერც თეიმურაზმა.

მერე მოდის ხარებისთვის მზაობა. პაატას ბედიც მოკლედ გადაწყვიტა მამამ

აბასსაც აღარ მოწონდა სააკაძე, ყარჩიხა ხანს მის მოკვლას ავალებდა იმ 30 000 კაციანი მაყრიონით ალგეთს რო იდგა.

ყველამ ვიცით მარტყოფს მარაბდა მოყვა. აქაც არ დაუჯერეს სააკაძეს... ხოდა ალაფობამდე გადაწყდა ბრძOლის ბედი. მერე იყო ქსანი და არაგვი, 12 000 ყიზილბაშის გვამი...

მერე მოდის ტეიმურაზი და ჯდება ქართლ-კახეთის ტახტზე. გიორგი მესხეთს მიდის და იქ ეომება მტერს. ამასობაში კი თეიმურაზმა მოინდომა სააკაძის დასაჩუქრება და ხელმეორედ გადაგდება. გიორგიმ სპარსებს გამოგლიჯა მესხეთი და რო დაინახ ასეთი მადლიანობა მეფისა - თურქებს მიართვა ის. მერე მოდის ბაზალეთი. თეიმურაზმა ქართველები დაამარცხა. გიორგი 50 თანამებრძოლთან ერთად ხელმეორედ გაიქცა. თვითონაც გათათრდა მეორედ.

დიდხანს არ უომია მაინც თურქების მხარეს. მალევე მოინდომა უკან დაბრუნება. ღალატში დადო სულტნის ვეზირმა ბრალი. 1629 წელს შვილთან ავთანდილთან, და კიდე 40 ქართველთან ერთად თავი მოკვეთეს.

ამ კაცის ცხოვრება ათას აზრს გაგიჩენს და ასგზის შეგიცვლის მასზე წარმოდგენას.

ჩემთვის ის მაინც გმირია რომელიც ცუდ დროს მოხვდა.

მისი ცხოვრება ესა მაგალითი როგორ შეუძლია მეფეს ტავის ქვეყანას ტავისი უუნარობით ავნოს ...

მე ლუარსაბს და თეიმურაზს ულუ დავიტს შევადრებდი, სააკაძეს კი ჯაყელს.

ვინც იცით ულუს და ჯაყელის ურთიერთობის მბავი კარგად გამიგებს. მაგრამ მაინც ვიტყვი:

მონღოლ;ებთან აჯანყების შემდეგ მეფე და ერისთავი ურდოში ყაენს წარუდგა. ჯაყელმა დიბრალა მე ავიყოლიეო მეფე აჯანყებაზეო და თუკი მოკლვააა სასჯელი მე მომკალითო. მონღოლები ვაჟობას პატივს სცემდნენ და მეფეს მეფობა და ჯაყელს საატაბაგო დაუტოვეს. ერისმთავარი გვერდში ედგა ულუს მუდამ. მისი თანამებრძოლი იყო ეგვიპტესა თ ერაყში. მონღოლებმა ბრძოლებში უმეტესდ ჯაყელი დააჯილდოვეს ვიდრე დავითი. ისიც მალმრწმენი იყო. თბილისში მოსულმა ჯაყელის მოკვლა დააპირა. ჯაყელმა გაუგო...

მოკლედ ყველაფერი ისე დამთავრდა რომ სამცხე საათაბაგო ხასინჯუდ იქცა- ყაენის პირად სმმართველოდ. აქედან იწყება სამცხის დაკარგვა.

დავითმა არა მარეტო სამცხე არამედ უდიდესი მამულიშვილი დაკარგა ძალით.

ლუარსაბმა და თეიმურაზმაც თავისი ადგილი ვერ მიუჩIნეს სააკაძეს. სარდლობა იყო საკმარისი, მარამ ნათესვად გაიხდინეს.

თქვენ რას იტყვით.

ყველას ჩვენი აზრი გვქა. არამგონია ვინმემ აზრი შემაცვლევინოს ამიტომ ნურც ეცდებით და საუბარი იყოს კორექტული :)

რა თქმა უნდა გმირია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კაცმა ერთხელ გადაარჩინია საქართველო და ეს მგონი საკმარისისა რომ გმირი ვუწოდოთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უბრალოდ ის იმდროინდელმა სქართველოს თავადებმა ვერ აიტანეს, რადგან უგვარო და მდაბიო იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კაცმა ერთხელ გადაარჩინია საქართველო და ეს მგონი საკმარისისა რომ გმირი ვუწოდოთ

ნწ.. ერთხელ გადარჩენა არ ნიშნავს რომ უკვე გმირი ხარ :)

თუ ნიშნავს? :blink: და რატო?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

დემეტრემ რამდეჯერ გადაარჩინა საქართველო ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მამფალი

დემეტრემ გადაარჩინა საქართველო? :blink:

დემეტრეს სიკვდილის მერე რო დაერბიათ საქართველო, დემეტრე მაინც წმინდანად იქნებოდა შერაცხილი :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დემეტრეს მერე დაარბიეს კიდეც ქევყანა

მან ერთხელ იხსნა ქვეყანა

შეგიძLია თქვა რომ ცოტა ხნით იხსნა ქვეყანაო

მაგრამ ხომ იხნსა რაღაც დოზით, რაღაც პერიოდით

რაც მსზე იყო დამოკიდებული გააკეთა და ამან ქვეყანა ცოტა ხნით გადაარჩინა

გმირობა არ ნიშნავს წმინდანობას.

Edited by მამფალი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გმირობა არ ნიშნავს წმინდანობას.

ხოოო ... აი ამაში გეთანხმები... ეს პარადოქსია .... :27:

აი, მაგალითი: გმირობაზე რომ კირკიტაძე წარადგინეს....

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არც ერთ თავადს არ მოწონდა

რატომ?

აბასსაც აღარ მოწონდა სააკაძე,

რატომ?

ინდოეთს
თურქეთტან

ვისთანაც მიდიოდა ყველას ღალატობდა.

ხმლის ქნევაში უბადლო იყო, მართალია. მაგრამ მხედართმთავარი არაა პოლიტიკოსი. ქვეყნის მმართველი. სამწუხაროდ ამის არაერთი მტკიცებულება გვაქვს.

სააკაძეს კი პოლიტიკოსის ამბიციები ჰქონდა და ამ ამბიციებს მოჰყვა მარტყოფიც. ესაა ქვეყნის გადარჩენა და გმირობა?

კი, სტალინმაც გასწირა თავისი შვილი და იცი რის გამო? მაააშ!!

საქართველოს მმართველებს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) პოლიტიკა, გარმოცვა და მართვა რომ არ უვარგოდათ და არც უვარგათ, მაგან ქნა ის რაც ქნა.

ვინ იტყვის, რომ ერეკლემ ხმალი არ იცოდა, ან საქართველო არ უყვარდა, მაგრამ ნახე რა ქნა? ვოტ!

შედეგებია მთავარი და არამხოლოდ თუნდაც ძალიან სერიოზული ამბიციები და მისწრაფებები. შედეგებზე იმსჯელეთ. რა იხეირა საქართველომ სააკაძისგან? ამით განსაჯეთ და ეს ფაქტები ჩამოყარეთ.

ხო და კიდევ: დემეტრემ აოხრებას გადაარჩინა საქართველო. სააკაძემ მასტიმულირებლად იმოქმედა აოხრებაზე.

Edited by Wanderer
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნწ.. ერთხელ გადარჩენა არ ნიშნავს რომ უკვე გმირი ხარ :)

თუ ნიშნავს? :blink: და რატო?

მოიცა აბა გმირებს რო უწოდებენ მათ 16 ჯერ გადაარჩინეს? :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არც ერთ თავადს არ მოსწონდა.

რატო?

იმიტომ რომ გიორგი სააკაძე მდაბიო იყო და უგვარო. წარჩინებულებმა კიი ესეთი მდაბიოს არზევება ვერ აიტანეს.(შური)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
წარჩინებულებმა კიი ესეთი მდაბიოს არზევება ვერ აიტანეს.(შური)

ესაა საბავშვო ლიტერატურა:)

კაი და იმ დანარჩენებზე რას იტყვი, სადაც მივიდა ყველგან ღალატი რომ შეიტანა?

გავიხსენოთ როგორ ახასიათებს მას ჩვენი ისტორიის მამა ვახუშტი, რომელც სააკაძის ეპოქასთანაც ახლოს იყო და სათანადო ობიექტურობით და წყარომცოდნეობითაც ხასიათდება მისი დანატოვარი:

"მხნე, ახოვანი, ძალით სემართებული, უშიში, ცბიერი, მჩურჩნელი :D დაუნდობელი"

ერთი ლექსი რაა, ერთი სიტყვაც კი არ მოიპოვება მისი საქებარი ხალხში. არც ხალხურ ლექსში, არც რაიმე ამბავსა თუ ისტორიაში. არც რომელიმე მწერლის მიერ... მაშინ როცა... აბა გადახედე ამ მხრივ სხვა გმირებს, ხალხის საყვარელ და ქომაგ პიროვნებებს:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ესაა საბავშვო ლიტერატურა:)

კაი და იმ დანარჩენებზე რას იტყვი, სადაც მივიდა ყველგან ღალატი რომ შეიტანა?

გავიხსენოთ როგორ ახასიათებს მას ჩვენი ისტორიის მამა ვახუშტი, რომელც სააკაძის ეპოქასთანაც ახლოს იყო და სათანადო ობიექტურობით და წყარომცოდნეობითაც ხასიათდება მისი დანატოვარი:

"მხნე, ახოვანი, ძალით სემართებული, უშიში, ცბიერი, მჩურჩნელი :D დაუნდობელი"

ერთი ლექსი რაა, ერთი სიტყვაც კი არ მოიპოვება მისი საქებარი ხალხში. არც ხალხურ ლექსში, არც რაიმე ამბავსა თუ ისტორიაში. არც რომელიმე მწერლის მიერ... მაშინ როცა... აბა გადახედე ამ მხრივ სხვა გმირებს, ხალხის საყვარელ და ქომაგ პიროვნებებს:)

ლექსიი?? ეგრე დავით აღმაშენებელზე თუ არის ერთი ლექსი.(ამხელა მეფეზე ერთი გამიგია ანა კალანდაძესი ) ლექსი რა შუასია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აღმაშნებელზე მიპყრობილი იყო და არის არის მწერლების მზერა, მოყოლებული რუსთაველიდან:) ეგეც არ იყოს, სააკაძე მეფე არ გახლდათ,ხოლო მას როგორც ხალხის საყვარელ გმირს რაიმენაირი ასახვა აუცილებლად ექნებოდა ქართულ სახისმეტყველებაში. მაგრამ გარდა მისი ნათესავის -უნიჭო პოეტის იოსებ თბილელისა არავის არ წარმოსახვია მისი ლიტერატურული პერსონიფიცირება. გასაგები მიზეზების გამო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თქვენ ამბობთ გმირი არ იყოო

შეაფასეთ მარტყოფი, მარაბდა, ქსანი, არაგვი და ნახავთ რა ფასი ქობდა ამ კაცს.

ტეიმურაზი იყო გმირი?

ლუარსაბი იყო გმირი?

კაი რა.

ლუარსაბმა თავისი სული იხნა და ამიტომ შერაცხეს წამინდანად და არაფერი სხვის გამო

ქართლის და კახეთის აოხრება ამ ხალხის კისერზეა და მაინც წმინდანად და გმირად მივიჩNევთ

ქართლ კახეთის ტახტი ვის მიგვარა გიორგიმ გონიოში

ვერც ვერასდროს იცნებებდა თეიმურაზეი გონიოში გახიზნული რომ გვირვინს მიართმევდნენ.

ეს წლები სააკაძის ოქროს წლებია

გმირია თუ არაა ამ წლებში მაშინ ვინააა გმირი? ლუარსაბი? ან თეიმურაზი?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგ პერიოდში ძნელია ვინმეს გმირი უწოდო :27:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0