Sign in to follow this  
Followers 0

გიორგი სააკაძე

97 posts in this topic

1615 წელს ოსმალეთმა ომი დაუწყო ირანს.

პარალელურად დაიწყო კახეთის აჯანყებაც. 1615 წელს, 15 სექტემბერს, ალავერდობას კახელებმა დავით ჯანდიერის მეთაურობით ალავერდის სპარსული ციხიონი ამოხოცეს და დაიწყო გამათავისუფლებელი ბრძოლები. წამოვიდა თეიმურაზი იმერეთიდან. მაშინ მეფეს არაგვამდე დადიანი, გურიელი და იმერთ მეფე გამოყვნენ თავინთი ჯარებით. საარაგვოზე კახელებიც შეხვდნენ.

ხოდა აწი გამოგაცილეთო და იმერეთელებმა წავედით აწი ჩვენო. თეიმურაზი კახეთს მივიდა და სათავეში ჩაუდგა ბრძოლებს.

აბასმა ალი-ყული-ხან შამლუ გამოუშვა თეიმურაზის მოსარჯულებლად 15 000 კაცით. არაგვთან 5000 კახელი და 15 000 სპარსი დაუხვდა ერთმანეთს. თეიმურაზმა ამ ბრტძოლაში მაგრა იომა. ალი ყული ხანი დამარცხდა და თბილისისკენ წავიდა. 2500 სპარსის თავი გაუგზავნა თეიმურაზმა სულტანს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ამ დროს დიდი პატრიოტი სად იყო და რას შვებოდა?

რაც შეეხება ერეკლეს. წააგო მა არ წააგო? გეორგიევსკის ტრაქტატს კიდევ დიდხანს არ დაივიწყებს ქართველი

დიდი ნიჭის და გაქანების ხალხი პატარა ქვეყნისათვის ყოველთვის საზიანოა. აიღე კორსიკელი ნაპოლეონი, ავსტრიელი ჰიტლერი, ქართველი სტალინი. რა მოუტანეს მათ თავიანთ სამშობლოებს, ანშლუსები? საიუზ ნერუშიმი რესპუბლიკ სვაბოდნიხ? ეხლა რომ გაჩნდეს საქართველოში დიდი გაქანების და ნიჭის კაცი ის რას მოგვიტანს?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კახეთის ამბები რო ტრიალებდა, შაჰი მაზანდარანს ისვენებდა და ელოდა ამბებს. ხოდა გაიგო რო ალი-ყული-ხანი გძუყნესო ქართველებმა. მეორე ლაშქრობისთვის მეტი არცა რა იყო საჭირო

1616 წლის გაზაფხულზე წამოვიდა აბასი. განჯა გაიარა, თბილისში მოვიდა. აქ ალი ყული დაუხვდა, ხოდა ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და ისე ატარეს პავლოვიდან მაკდონალდსი როა, იქიდან ავლაბარელებსაც ანახეს.

შაჰის გეგმა ასეთი იყო: თვითონ კახეთს პირდაპირ დასავლეთიდან შეუტევდა, პარალელურად შირვანის ბეგლარ ბეგი იუსუფ-ხანი უტევდა აღმოსავლეთიდან და ამავე დროს ლეკებს უნდა დაეწყოთ არცვა ჩრდილოდან.

რა ხდებოდა ჩვენში ეხლა. რა და თავდების ნაწილმა იყნსოსა უბედურება და სანამ შაჰი კახეთს მოვიდოდა მანამდე მივიდნენ მის ბააკში, ტეიმურაზი იმერეთს გავიდა ისევ ნაწილი ტავადებისა კი დარჩნენ და იბრძოლეს.

ამ შემოსევისას შაჰის ჯარი ალაზნის მარჯვნივ იდგა, კახელებმა კი ალაზნის მარცხენა ნაპირს მიაშურეს და მიწაყრილები გამართეს, რომელსაც სიღნაყი ქვია.....

100 000 კახელი შეაკვდა მტერს...

150 000 კახელი ირანს გადაასახლეს.

1616 წლის ბოლოს, ზამთარს ისა ხან ყორჩიბაში შემოიჭრა შაჰის დავალებით მეორედ. ქიზიყი დააქციეს. დავით ჯანდიერი იბრძოდა მაშინ მაგრა.

1617 წლის გაზაფხულზე მესამედ წამოვიდა აბასი. ახალ ხორნაბუჯში იდგნენ აჯანყებული კახელები. ალყა გაიწელა, ვერც აირეს და ვერც დათმეს ... ბოლოს მორიგდნენ რომ სიცოცხლის ფასად ციხეს დატოვებდნენ. შაჰმაც პირობა დადო მაგრამ შაჰის პრიობა რა იქნებოდა: სიცოცხლე შეუნარჩუნა , მაგრამ საქართველოდნ გადაასახლა...

1617 წლის შემოდგომა ...

მეოთხე შემოსევა...

ამ შემოსევების შედეგი: ნახევარი მილიონი კახელი მოკლეს ანდა გადაასახლეს...

ეხლა პოლიტიკური შედეგი: შაჰმა კახეთი ორად გაყო: ივრის აღმოსავლეთი განჯას "მისცა", დასავლეთი კი - ქართლს. რომლის მართველად ბაგრატ ხანი დანიშნა. მოურავად კი სააკაძე დაუყენა, გიორგი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მასე გამოდის მხოლოდ დავიტს გაუმარჯვია და ეგაა...

რა შედარებააა როემელიმე ამ კაცთან მაინც?

ეხლა არ თქვა სააკაძემ მოიყვანაო აბასი ქართლში და უთხრა მოდი და დაგვიპყარიო. ეს კი სტალინმა გააკეთა, კორსიკელმაც და ადოლფმაც. მაგრამ სად წერია რო გიორგიმ ჩააგონაო ქართ-კახეთის დაქცევაო.

სად იყო? რით დამიმტკიცებ რომ ქართველებს ხოცავდა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბაზალეთში რა ორკებს ეომებოდა? ნეტა რომელი კლანისას?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იგივე კითხვა მაქ: ბაზალეთში ვის ეომებოდა ტეიმურაზი?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თეიმურაზი არ ჰქონდა პრეტენზია დიდ ნიჭსა და გაქანებაზე . სააკაძეს ჰქონდა და აკი მიიღო: "შაჰმა კახეთი ორად გაყო: ივრის აღმოსავლეთი განჯას "მისცა", დასავლეთი კი - ქართლს. რომლის მართველად ბაგრატ ხანი დანიშნა. მოურავად კი სააკაძე დაუყენა, გიორგი." მარტო ქართლი არ ეყო კახეთის ნაწილიც დაითრია, მერე რა რომ აოხრებული, სამაგიეროდ შაჰის ხელიდან.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და შე გგონია რომ გიორგი იყო ის რუხი კარდინალი რომელიც ირანის შაჰს აკონტროლებდა? ანუ აბასი გირგის ინტერესებს ასრულებდა როცა კახეთს ყოფნდა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აბასი გიორგიზე უფრო დიდი ნიჭის და გაქანების პატრონი იყო, შეიძლება სტრატეგიის საკითხებში არა მაგრამ პოლიტიკაში კი ნამდვილად. პოლიტიკაში სააკაძეს შადიმანიც კი ჯობდა. ალექსანდრე II-ის მერე ქართველებს დიდი პოლიტიკოსი მმართველი არა გვყოლია სამწუხაროდ, მარტო ხმლის ქნევა კი არაა საკმარისი სტაბილურობის მისაღწევად ხმლის ქნევით მოპოვებული სიტყვით უნდა დაიცვა და განამტკიცო. სააკაძეს კი ეს არ შეეძლო, არ ეხერხებოდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო არ ეხერხებოდა მაგრამ ისე კი დაწერე წინად რომ თიტქოს გიორგის ინტერესის გამო გაყო შაჰმა კახეთი ორად.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თეიმურაზი არ ჰქონდა პრეტენზია დიდ ნიჭსა და გაქანებაზე . სააკაძეს ჰქონდა და აკი მიიღო: "შაჰმა კახეთი ორად გაყო: ივრის აღმოსავლეთი განჯას "მისცა", დასავლეთი კი - ქართლს. რომლის მართველად ბაგრატ ხანი დანიშნა. მოურავად კი სააკაძე დაუყენა, გიორგი." მარტო ქართლი არ ეყო კახეთის ნაწილიც დაითრია, მერე რა რომ აოხრებული, სამაგიეროდ შაჰის ხელიდან.
ამაზე იძახი? სააკაძე რომ რუხი კარდინალი ყოფილიყო კახეთის ნაწილს კი არა კახეთს მთლიანად მიიღებდა. დიდი სტრატეგი ხშირად, ყოველთვის თუ არა, დიდი პოლიტიკოსის პაიკია ხოლმე
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო მაგაზე ვიძახი.

მარტო ქართლი არ ეყო კახეთის ნაწილიც დაითრია, მერე რა რომ აოხრებული, სამაგიეროდ შაჰის ხელიდან.

თურმე აი საიდან უვლიდა სააკაძე: ჯერ შაჰმა დაიპყროს კახეთი და მერე თუნდაც აოხრებული მე მომცესო

ნუ ასე გამოხატავს პოზიციას ეს ნაწერი და რავი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შაჰი ისედაც დაიპყრობდა კახეთს, აოხრებულს კი ვის მისცემდა ეს სხვა საკითხია. გიორგიმ აიღო? აიღო! მე რომ რაღაც მოვიპარო და შენ ეს იცოდე გამომართმევ? თუ გამომართვი საქმეში გადიხარ უკვე. ასეთია წესი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მასე მონღოლებმა აიღეს საქართველო და ორივე დავითი დასვეს. არ უნდა აეღოთ მეფობა?

ანდა რომელი მეფე დამჯდარა ერთიანი სამეფოს დაშლის მერე საქართველოში ისე რომ შაჰის ხალათი არ მიეღო წინასწარ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე გამოდის თიტქოს ბაზალეთი სააკაძის ბრალია და თეიმურაზი ეს ბარგატ მეოთხეა და საკაძე კიდე ბაღვაში
თეიმურაზი არ ჰქონდა პრეტენზია დიდ ნიჭსა და გაქანებაზე . სააკაძეს ჰქონდა და აკი მიიღო:

როცა სააკაძეს ეროვნულ გმირობას და ლამის წმინდანობას "აბრალებთ" კიდეც უნდა ჰქონდეს საამისო ფაქტს ადგილი მის ცხოვრებაში :D, ნუ როგორ შეიძლება ასე გაფეტიშება არ მესმის რა.. იყო ერთი ჩვეულებრივი მეომარი, რომელსაც სურდა უკეთესი სამშობლოსთვის (იმედი მაქვს სურდა, რამდენად გამოუვიდა იქნებ ეს როდისმე დავწერო :() და სურდა პოლიტიკაში ჩარევა (უდაოდ სურდა, ამას ნათლად მეტყველებს მისი ქმედებები :D), მაგრამ.. ნიხტ, B)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მასე მონღოლებმა აიღეს საქართველო და ორივე დავითი დასვეს. არ უნდა აეღოთ მეფობა?

ანდა რომელი მეფე დამჯდარა ერთიანი სამეფოს დაშლის მერე საქართველოში ისე რომ შაჰის ხალათი არ მიეღო წინასწარ?

დამჯდარიყო მაშინ მეფედ სააკაძე და ეს კამათიც აღარ გვექნებოდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არ უკურთხებიათ თორემ ბაგრატ ხანის დროს ფაქტიურად ეგ განაგებდა.

ნუ მოურავს მეფედ მაინც არავინ დასვამდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ უკურთხებიათ თორემ ბაგრატ ხანის დროს ფაქტიურად ეგ განაგებდა.

ნუ მოურავს მეფედ მაინც არავინ დასვამდა

ხოდა მერე შედეგი მაგ ფაქტობრივი გამგებლობისა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საერთოდ ადამიანი ორი კუთხიდან უნდა შეაფასო, ერთი როგორც თავისი საქმის სპეციალისტი და მეორე როგორც ერის კაცი. აი სააკაძე კი იყო თავის საქმის კაი მცოდნე, კაი კი არა საუკეთესო. სამაგიეროდ ერისკაცად ვერ ივარგა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არცა რა. სამი წლით იყო.

შე კაცო თითქმის პრეზიდენტობის ერთი ვადაა :). მეტი რა გინდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თიტქმის არ ითვლება :D ხოდა თუ პრეზიდენტობის ვადაზე მივიდა საქმე არც ერთ "დიდ" პრეზიდენტს თავის ერთ ვადაში არაფერი უკეთებია.

კი, თავის საქმეში (ბრძოლაში) მაგარი იყო მაგრამ ერისკაცობისაში თუკი მიქარა საჭირო დროს სწორედ მისგან წამოვიდა დამხსნელი ნაბიჯი და არა იმისგან ვისაც მოეთხოვებოდა და ვისგანაც მოელოდნენ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მარტყოფი 1625 წელი

1619 წელს მოკვდა ბაგრატ-ხან და მის ნცვლად სვიმონ ხანი დანIშნა აბასმა. ხოდა 1625 წელს შაჰის ბრძანებით სვიმონ ხანს ცოლად უნდა შეერთო ისა ხან ყორჩიბაში შვილი, აბასის შვილიშვილი ჯაჰან-ბანუმ ბეგუმ (რა სახელია ) ხოა იანიდან მაყრიონი წამოვიდა ... 30 000 სპარსი მეომარი. ნუ ასაოხრებლად მოდიოდნენ ქორწილი ოფიციალური საბაბი იყო. სანამ გამოუშვებდა ზურაბ ერისთავის ცოლი დაიტოვა და პაატაც, გიორგის ბიჭი. ნუ აბასს არც მოურავი მოწონდა უკვე და ყარჩიხა ხანს მის მოკვლასაც ავალებდა. თბილისში მოვიდნენ. ქორწლიც გადაიხადეს, მერე ყარჩჩიხამ კახელები აწვია , იმერეთი უნდა ავაწიოკოთო.გიორგის გეგმა პირველად კათა;იკოსმა გაიგო, დალოცა კიდეც. ყველაფერი ასე გადაწყდა: გიროგი პაატას ტოვდბა ირანში რომ აბას ეჭვი არ აეღო აჯანყებაზე. ზურაბ ერისთავმა არ იცოდა ამაზე და ცოლი "მშვიდად" დატოვა ირანში. ხოდა გიორგიმ არაგვის ერისთავის პატივმოყვარეობაც იცოდა და უთხრა რომ ლუარსაბის დას ლელას გაგატანო. ხოდა ერისთავს ცოლად ბაგრატიონი ეყოლებოდა ცოლად და რაღა უნდოდა. ლელა ფეიქარ ხანს ყავდა მაშინ.

გეგმა ასეთი იყო: გიორგი და ზურაბი ბანაკში იქნებოდნენ და ქართული ჯარი მოულოდნელად დაეტაკებოდა მტერს.

კახელები მოვიდნენ, იემრეთს მივდივრთ საომრადო. მარა ყარჩიხამ უთხრა სანამ იომებთ შაჰმა საჩუქრი მოგართვათო ერთგულებსო, კარავში შეხვალთო უხმლოდო და იქ მოგცემთო. შედიან კახელები და არავინ გამოდის. ვინც შედის კლავენ. გაუგეს კახებმა, ალყა გაარღვიეს და გავიდნენ. თავადებს შეხვდა გიორგი, პირადი პტრებს პირადულის დავიწყება უთხრა და ერთად ბრძოლა შესთავაზა. უარიც არ უთქვამთ. მარტო ანდუყაფარ ამილახორი იყო საეჭვო, შაჰის ცოლის ძმა იყო. ხოდა დაიჭირეს და თერგის ხეობაში არეშის ციხეში გამომეტეტ. (მერე არაგვის ერისთავი მაგრა საქმეს იკისრებს)

1625 წლის 25 მარტს, ხარება დღეს ქართული ჯარი მტრის ბანაკს დაეცა. სააკაძეს ბანაკში არაგვის ერისთავთან ერთად ყავდა თვისი შვილი - ავთანდილი, თავადი პაატა ხერხეულიძე და კიდე ორი კაცი. გიორგიმ ყარჩიხა ხანი მოკლა, ავთანდილმა ყარჩიხას შვილი. კიდე რთი სარდალი იუსუფ ხანიც მიაკლეს. უსარდლო მტერს კიდე მოუთავეს საქმე.

3000 კამცა გაღწია და თბილისში გაიქცა.

გიორგიც მიყვა მტერს. თბილისში ნარიყალას ციხეს ალყა დაუდგა.

ზურაბ ერისთავი და სააკაძე კახეთისკენ წავიდნენ, ფეიქარ ხანი უნდა დაემარცხებინათ. ზურიკოს ლელა უნდოდა :D. დაამარცხეს ფეიქარ ხანი მარა გაექცათ ლელასთან ერთად. ხორნაბუჯი აიღეს.

ამ დროს თეიმურაზი გონიოს ციხეში იჯდა, აჭარაში, და რუსეთისკენ სავალ მარშრუტებს არჩევდა. ხოდა მიწერა სააკაძემ მოდი, მეფე ხარ თუ პროპკაო :D წამოვიდა მეფეც, თბილისს მოვიდა, ქართლიც და კახეთიც მისი იყო, საკაძის მირთმეული., სვეტიცხოველში აკურთხეს ორივე სამეფოს მეფედ.

სააკაძე კი ასე 'დააჯილდოვა" აბასმა: გამარჯვებულ კაცს გაამრჯვება კიდე უფრო მოუმატა და შვილსი ტავის გაუგზავნა.

პაატას გვამი ევროპელმა მისიონერებმა იპოვეს,. ერთაწმინდაში მიაბარეს მოწამე ჭაბუკის სხეული.

და ეს ყველაფერი მოხდა იმ საშინელი აოხრების, აყრა გადასახლებიდან 7-9 წელიწადში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მარტყოფის მერე თეიმურაზი ორივე სამეფოს მეფე გახდა ხოლო მეორე კაცი საკაძე იყო.

არაგვის ერისთავი უკმაყოფილო იყო შედეგით: გიორგი რომ პირდებოდა ფეიქარ ხანის ლელა ბატონიშვილს ვერ დაიბრუნეს. და ახლა ისე გამოდიოდა რომ ცოლიც დატოვა ირანში და ვერც ბაგრატიონებს დაუმოყვრდა. საბოლოოდ თეიმურაზის ასული დარეჯანი გახდა ზურაბ არაგვის ერისთავის ცოლი.

1625 ივნისში ქართველთა დესპანები სულთანს ეახლნენ. სააკაძის ვაჟი იორამი იყო მეთაური ამ ელჩOბისა. ყარჩიხა ხანის და იუსუფ ხანის თავები მიართვეს სულტანს და საერთო ძალით ირანის დამარცხებაზე ისაუბრეს. მაგრამ უარი მიიღეს.

ელჩობა საქართველოში არ იყო ჩამოსული როცა აქეთ დიდი ბრძოლები დაიწყო...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მარაბდა 1625. 1 ივლისი

მარტყოფის მარცხის შემდეგ აბასმა ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით 50 000 კაციანი არმია გამოაგზავნა საქართველოში. მიზანი ძველებური: ქართველების აყრა და გადასახლება, უბრალოდ ამჯერად ეს უნდა ყოფილიყო საბოლოო აყრა და საბოლოო გადასახლება. გამზადებული ყავდა ჩამოსასახლებელი ხალხიც.

მტერი მარაბდაში დაბანაკდა

ელოდნენ აზერბაიჯანის ბეგლარბეგს შაჰბენდე ხანს

ქართველები კოჯრის მთებში იყვნენ. სულ 20 000. აქ იყო ყველა ქართველი ვინც იმ დროის ქართულ ისტორიას ქმნიდა;

თეიმურაზ I, გიორგი სააკაძე, ზურაბ არაგვის ერისთავი, არაგვს ერისთავის ძმა დავითი, აღათანგ ხერხეულიძე, ბარათა ბარათაშვილი, იასე ქსნის ერისთავი, თეიმურაზ და ქაიხოსრო მუხრანბატონები, ბაადურ ციციშვილი, დავით ჯანდიერი, კვლავ ქრისტიანი მანუჩარ ათაბაგი, 300 მესხით. მროველი, რუსთველი, ხარჭაშნელი და ალავერდელი ეპისკოპოსები.

სააკაძის გეგმით მთებში უნდა დარჩენილიყვნენ. გაშლილში საშიში იქნებოდა ბრძოლა, თან ასეთ სიცხეში. მაგრამ ის მარტო აღმოჩნდა. არაგველი ერისთავი შეტევას ითხოვდა. მუხრნბატონებიც, კახელებიც.

მოკლედ გადაწყვიტეს რომ სარდლად თეიმურაზი ყოფილიყო და შეტევაზე დილით ადრე გადასულიყვნენ.

სპარსელებს კი ბანაკი გაემაგრებინათ ისე რომ ეტყოოდა კიდეც არა შეტევით ომს არამედ თავდაცვიტს ელოდნენ. ამიტომ ყველაფერი ტავდაცვისთვის გამზადეს. მიწაყრილები, სანგრები, საარტილერიო ბატარეები. 12 000 მარტო მეთოფე დახვდებოდა ქართულ ჯარს სპარსულ ბანაკთან: ცალ მუხლზე დაჩოქილები, მერე ფეხზე მდგარნი, მერე მხედრები და ბოლოს აქლემზე ამხედრებული სპარსელები. ამ მეწინავეს ამირგუნე ხანი სარდლობდა, "სარუ ასლან" ანუ ყვითელი ჯიქი. გინა ლომი. მერე მოდიოდა ჯარის გული თვითონ ისა ხანის სარდლობით. მარჯვენა ფლანგი ხოსრო მირზას ეკავა ( მომავალში როსტომ მეფე) მარცხენა ფლანგი ყაზახ ხან ჩერქეზს.

აზერბაიჯანის ბეგლარბეგი არ იყო ჯერ მოსული. ეტყობა მას ელოდნენ. თუმცა მის გარეშეც 50 000 კაცი იდგა მტრის ბანაკში.

შეტევამდე მროველმა ეპისკოპოსმა დომენტი ავალიშვილმა ჯვარი აიღო ლაშქრის დასალოცად. ხმალიც ეკავა. ტეიმურაზმა უთხრა ან ერთი დათმე ან მეორეო, არც ერთი დათმო და მროველმა აზიარა და აკურთხა ქართული ჯარი.

1 ივლის დაიწყო შეტევა. თოფის მისაწვდენამდე ნელა მივიდნენ, უთენიაზე. შემდეგ კი სწრაფად შეუტია მხედრობამ. 12 000 მეთოფე არტილერისტიც დაგხვდა.

ამირგუნე ხანს მნუჩარ ათაბაგი შეებრძოლა. მუზარადზე დაუკრა ხმალი მესხმა.

ყაზახ ხანის ფრთას დავით არაგველი და ავთანდილ სააკაძე დაუხვდნენ. გაიქცა ჩერქეზი და ქართული მხედრობაც მიყვა. ამასობაში მარჯვენა ფლაბგი და ცენტრი ისევ იდგა და იბრძოდა. ნელ ნელა ხოსრო მირზას ფლანგიც მოიშალა. ისა ხანი მაინც მაგრობდა. უკან დაიწყო დახევა. ბანაკს გაცდა კიდეც.

და ქართელებს დახვდა როგორც აღმოჩნდა ყველაზე დიდი მტერი ამ ბრძOლაში: სპარსული ბანაკის საქონლის და სიმდიდრის, აღალის სამყოფი ადგილი. ისა ხანი უკან იხევდა და ისევ იბრძოდა და ქართველების ერთი ფლანგი მტერს მდევრად მისდევდა, მეორე ნაწილი გაჩერდა რადგან ზურაბ ერისთავი დაჭრილი იყო შუბლში და მოიშალა სარდლობა. უკან დახეული მტერი დამარცხებულდ ჩათვალეს და ალაფობა დაიწყეს. რიგები აირია. ნადავლის წაღებაზე ფიქრობდნენ "გამარჯვებულები".

და ამ დროს მოდის აზერბაიჯანის ბეგლარბეგი ამირგუნე ხანი, 10 000 კაცით. დაუხვდა ისა ხანი ტავისი გადარჩენილი ჯარით და ახალი ძალით დაიწყო ბრძOლა. სპარსელების ახალ შეტევას კი არეული ქართული ჯარი დახვდა.

ყველა მაგრად იბრძოდა იმ დღეს. თეიმურაზმა ხმალი დალეწა, ლახტიც, სამეფო ბეჭდებით ჩხუბობდა, ისინიც დაელეწა. მოკვდნენ ბაადურ ციციშვილი, რუსთველი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსები.

"იმდღინდელი მოურავის ნაქმარი ომი და საქმეები პირველთა გმირთანცა არა თქმულ არს, რაც იმ დღესა მოურავმან სახელი და ომი ქმნა"

პირველი მხედრობამ დაიხია უკან და კოჯრის მთას შეაფარა თავი. ბოლოს ქვეითი ჯარი დარჩა ველზე, ალყაში. ხერხეულიძეები იცავდნენ დროშას.

ფინთიხით ჩახოცეს ბოლო ქართველობა მარაბდაში.

14 000 სპარსელი მოკვდა

9 000 ქართველი

9 ხერხეულიძე

9 მაჩაბელი

7 ჩოლოყაშვილი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0