Sign in to follow this  
Followers 0

გიორგი სააკაძე

97 posts in this topic

გიორგი სააკაძე (1580-1629) სიაუშ სააკაძის ძე. მამამისი დელი სვიმონის თანამებრძოლი იყო. თვითონაც სვიმონის მერე მის ძეს გიორგის და შემდეგ ლუარსაბსაც გვერდით ედგა. ტაშისკარი განა ყრმა მეფემ მოიგო

ლურსაბმა მისი და მოიყვანა ცოლად. ისედაც, სააკაძეების წინსვლა აზნაურობიდან მოურავობამდე არც ერთ თავადს არ მოწონდა და ამან ყველაფერი გადაწყვიტა.

ლუარსაბი მალემრწმენი იყო... ადვილად დააჯერეს სააკაძის მოკვლის საჭიროებაში. ნადირობისას მოუნდომეს გიორგის მოკვლა, წავკისს. წინასწარ გააფრთხილეს გიორგი. . .

"ქართველებმა თავისი უდიდესი ხმალი უდიდეს მტერს თავად მიართვეს"

მერე იყო ინდოეთს ლაშქრობა, თურქეთტან ომი ერაყისთვის. აქაც გაიტქვა სახელი.

ამის პარალელურად ხდება კახეთის ოთხგზის მოოხრება. მიზეზი ბევრია მაგრამ თუკი ქვეყნის აშენება მეფის გენიას მიეწერება ხოლმე, დაქცევისას რად ვეძებთ რაღაც გარე ფაქტორს? ვერ ივარგა ვერც ლუარსაბმა და ვერც თეიმურაზმა.

მერე მოდის ხარებისთვის მზაობა. პაატას ბედიც მოკლედ გადაწყვიტა მამამ

აბასსაც აღარ მოწონდა სააკაძე, ყარჩიხა ხანს მის მოკვლას ავალებდა იმ 30 000 კაციანი მაყრიონით ალგეთს რო იდგა.

ყველამ ვიცით მარტყოფს მარაბდა მოყვა. აქაც არ დაუჯერეს სააკაძეს... ხოდა ალაფობამდე გადაწყდა ბრძOლის ბედი. მერე იყო ქსანი და არაგვი, 12 000 ყიზილბაშის გვამი...

მერე მოდის ტეიმურაზი და ჯდება ქართლ-კახეთის ტახტზე. გიორგი მესხეთს მიდის და იქ ეომება მტერს. ამასობაში კი თეიმურაზმა მოინდომა სააკაძის დასაჩუქრება და ხელმეორედ გადაგდება. გიორგიმ სპარსებს გამოგლიჯა მესხეთი და რო დაინახ ასეთი მადლიანობა მეფისა - თურქებს მიართვა ის. მერე მოდის ბაზალეთი. თეიმურაზმა ქართველები დაამარცხა. გიორგი 50 თანამებრძოლთან ერთად ხელმეორედ გაიქცა. თვითონაც გათათრდა მეორედ.

დიდხანს არ უომია მაინც თურქების მხარეს. მალევე მოინდომა უკან დაბრუნება. ღალატში დადო სულტნის ვეზირმა ბრალი. 1629 წელს შვილთან ავთანდილთან, და კიდე 40 ქართველთან ერთად თავი მოკვეთეს.

ამ კაცის ცხოვრება ათას აზრს გაგიჩენს და ასგზის შეგიცვლის მასზე წარმოდგენას.

ჩემთვის ის მაინც გმირია რომელიც ცუდ დროს მოხვდა.

მისი ცხოვრება ესა მაგალითი როგორ შეუძლია მეფეს ტავის ქვეყანას ტავისი უუნარობით ავნოს ...

მე ლუარსაბს და თეიმურაზს ულუ დავიტს შევადრებდი, სააკაძეს კი ჯაყელს.

ვინც იცით ულუს და ჯაყელის ურთიერთობის მბავი კარგად გამიგებს. მაგრამ მაინც ვიტყვი:

მონღოლ;ებთან აჯანყების შემდეგ მეფე და ერისთავი ურდოში ყაენს წარუდგა. ჯაყელმა დიბრალა მე ავიყოლიეო მეფე აჯანყებაზეო და თუკი მოკლვააა სასჯელი მე მომკალითო. მონღოლები ვაჟობას პატივს სცემდნენ და მეფეს მეფობა და ჯაყელს საატაბაგო დაუტოვეს. ერისმთავარი გვერდში ედგა ულუს მუდამ. მისი თანამებრძოლი იყო ეგვიპტესა თ ერაყში. მონღოლებმა ბრძოლებში უმეტესდ ჯაყელი დააჯილდოვეს ვიდრე დავითი. ისიც მალმრწმენი იყო. თბილისში მოსულმა ჯაყელის მოკვლა დააპირა. ჯაყელმა გაუგო...

მოკლედ ყველაფერი ისე დამთავრდა რომ სამცხე საათაბაგო ხასინჯუდ იქცა- ყაენის პირად სმმართველოდ. აქედან იწყება სამცხის დაკარგვა.

დავითმა არა მარეტო სამცხე არამედ უდიდესი მამულიშვილი დაკარგა ძალით.

ლუარსაბმა და თეიმურაზმაც თავისი ადგილი ვერ მიუჩIნეს სააკაძეს. სარდლობა იყო საკმარისი, მარამ ნათესვად გაიხდინეს.

თქვენ რას იტყვით.

ყველას ჩვენი აზრი გვქა. არამგონია ვინმემ აზრი შემაცვლევინოს ამიტომ ნურც ეცდებით და საუბარი იყოს კორექტული :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩემთვის ის მაინც გმირია რომელიც ცუდ დროს მოხვდა.

ზუსტად იმ დროს მოხვდა როცა საქართველოს სჭირდებოდა

ჩემი აზრით ძალიან ბევრ მეფეს არ გაუკეთებია იმდენი საქართველოსთვის რამდენიც გააკეტა საააკაძემ

სარდალი ხომ განუმეორებელი იყო

მე გამიგია რომ უმუზარადოდო იბრძოდა რადგან მტრის უმრავლესობა სცნობდა და ფსიქოლოგიურად თრგუნავდა მტერს

ეგ ალბად გორგასლის ფანდია :lol:

ისე რამდენადაც მე ვიცი სააკაძე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 100 სარდალშია შესული

საქართველოდან მარტო ეგაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტაშისკარი (1609, ივნისი)

ამ წელს სამცხე დაარბია თურქების 60 000-იანმა ლაშქარმა. შემდეგ გზა ქართლისკენ განაგრძეს. მეფე ლუარსაბი ცხირეთს იდგა. აქეთ წამოვიდა მტერიც. გზად კველთაში თევდორე მღვდელმა "თანხმობა" უთხრ მეგზურობაზე და სოფელ ქვენადრისისკენ გაუძღვა. მიუხვდნენ და თავი მოკვეთეს მღვდელს.

თვედორემ მტერს 7 საათი დააკარგვინა. ლუარსაბმა ჯარის წვევა ბრძანა. მანამდე გიორგიმ 400 კაცი მოაგროვა და მტერს ზაზა ციციშვილთან და ტამაზ მაჩაბელტან ერთად დაედევნა. თურქები თძამის ხეობაში იყვნენ. სხერტის ჭალაში. ჭალა ნაწვიმარი და ტალახიანი იყო. მტერს პირველად ზაქარია და იარალი ბარათაშვილებმიუხტნენ. მეფეს ისინი სამცხის გზების საკონტროლოდ ყავდა დაყენებული და თურქებს ადევნებოდნენ. ქართველები ტალახში ჩაეფლნენ. მტერმა ისრის მისაწვდენამდე მიუშვა და მერე შორიდან დაცხრილეს. სწორედ ამ შროდიან სროლის დროს მივიდა სააკაძე თავისი მეომრებით. ბრძოლა ახალი ძალით დაიწყო. ამ შეტაკებაში ზაზა ციციშვილმა ოსმალო ფაშას თავი წააძრო ხელჩართულში, მოკლულის თავი კბილებით დაიჭირა, ორი ხმალი აიღო და ისე გააგრძელა ბრძოლა. მტერმა უკან დაიხია. გიორგიმ გადევნება არ გარისკა მცირე ძალებით.

სხერტიდან გორისკენ წავიდნენ თურქები. გორის ხიდზე უნდა გადასულიყვნენ მაგრამ სომეხმა ტერტერამ შენიშნა მტერი შორიდან და მოქლაქეებმა ხიდი დაშალეს. მაშინ მტკვარს ჩაუყვნენ საციციანოს გზით და სოფელ ბრბონასთან ხიდი გადეს და მტკვარს გადავიდნენ. ტაშისკარში დადგნენ.

ამასობაში ყველა მოვიდა თავისი წილი ჯარით: მუხრანბატონი თეიმურაზი, ნუგზარ არაგვის ერისთავი, შალვა ქსნის ერისთავი, ზაზა ციციშვილი, თბილისის სპარსული გარნიზონიდან 700 კაცი, დელუ მუჰამედის ტავობით. ქართულმა ჯარმა ახალდაბას გადაცურა ადიდებული მტკვარი. ქსნის ერისთავმა ახალციხის გზა გადაუკეტა მტერს, შიდა ქართლის ჯარი სურამთან , მტრის ზურგში იდგა.

ბრძოლის თავისი მთიულური გეგმა თქვა არაგვის ერისთავმა: ღამე დავეცეთო.

ციციშვილმა და ამილახორმა დღე ჯობიაო.

სააკაძემ თქვა დილა რიჟრაჟზე, მტრის ბანაკს ჩუმად მივუახლოვდეთ, შემდეგ ტყვიის ფინდიხი და მერე ხმლიტ სწრაფად შევუვარდეთო.

ეს გეგმა მიიღეს.

ბრძოლა მოხდა 27ივნისს. 10 000 ქართველი იყო.

გეგმის მიხედვით დაიწყეს. სწრფად მიუხყტეტნ მტერს ახლოს და ბრძოლაც დაიწყო. სააკაძეს სამჯერ დაემსხვა შუბი, მერე ლახტი მოითხოვა. ისიც გადაუტყდა. თურქების სარდალი ფერად ფაშა გამოვიდა შესახვედრად. გაქარველებული ქართველი იყო ფერად ფაშა. გიორგიმ იარაღი აყარა, ტყვედ ქმნა.

9 საათში დასრულდა ბრძოლა. სამი დღე პოულობდნენ დამარცხებულ თურქებს, დაშინებულებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მამფალი

ამ კაცის ცხოვრება ათას აზრს გაგიჩენს და ასგზის შეგიცვლის მასზე წარმოდგენას.

ჩემთვის ეგ კაცი გამოცანის ყუთია.. არც მინდა ცილი დავწამო, მაგრამ.. არა მგონია ბოლომდე კაი კაცი ყოფილიყო.. შეეშალა ბევრი რამ და .. ვერ ვპატიობ ბაზალეთის ომს.. ჭკვიანი კაცი მაგ ძმათა ომს აირიდებდა. .ასე რომ.. იგი ჩემთვის გმირი არ არის!

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვერ ვპატიობ ბაზალეთის ომს.. ჭკვიანი კაცი მაგ ძმათა ომს აირიდებდა.

მერედა რითი დაიწყო ყველაფერი???

0

Share this post


Link to post
Share on other sites

1611 წლის შემოდგომას ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ ცოლად მოიყვანა გიორგი სააკაძის და. ნოსტეში სტუმრობისას გიორგის თავისი და მერიქიფედ დაუყენებია მეფისთვის. ახალგაზრდა ლუარსაბსაც მოეწონა და ცოლად მოიყვანა. გიორგი წინააღმდეგი იყო. არც მეფის დედას სურდა ეს ამბავი, სხვა ყავდა სასძლოდ - დადიანის ქალი. ისედაც რა წესია მეფემ ქვეშევრდომის ქალი მოიყვანოს. მაგრამ გაჯიუტდა აქამდე დამყოლი მეფე. გიორგი უარს იდგა. იცოდა ამ კაცმა პოლიტიკურად რას ნიშნავდა მარა მეფეს პოლიკა კი არა გული ამოძრავებდა. მაშIნ ფიცი დაადებინა გიორგიმ ლუარსაბს რომ ვინმეს წაქეზების გამო ცოლობიდან არ განეტევა.

ჯვარიც დაიწერეს, ქვათახევში.

მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო დიდ ხანს ვერ გატანა ამ მოყვრობამ. თავადები არწმუნებდნენ მეფეს ეს ქალი განუტევეო, სხვა შეირთეო, საკაძემ მოგაწონაო ძალადო, ესაო ისაო. კაი, გავუშვებ ცოლო მეფემ.

ახლა ის უთხრეს გიორგი უნდა მოვკლათო. ტავიდან იუარა მეფემ.. დიდი ხანიც წინააღმდეგობას უწევდა.

1612 წელს. მაისს, წავკისს იდგა მეფე და თავადობაც სანადიროდ იყვნენ, ყარაიას ველზე გასვლა სურდათ. მაგრამ მიზნად სხვა ქონდათ; გიორგი უნდა მოეკლათ. მეფესთან საიდუმლო საუბარს ყური მოკრა ბააკა ხერხეულიძემ. დროულად გაფრთხილა გიორგი. კარვიდან მკვლელებს თავშიშველმა და უბელო ცხენზე შემხტარმა გაასწრო სააკაძემ. ნოსტეში მივიდა, ოჯახი აიყოლია. ჯერ ახალციხისკენ წავიდნენ. გზა გადაეკეტა მეფის ხალხს. მერე გადაწყვიტა სარაგვოსკენ წასულიყვნენ. არაგვის ერისთავი ნუგზარი გიორგის სიმამრი იყო. მცხეთასთან მტკვარი გადაცურეს. სვეტიცხოველს მაშინ გიორგიმ ოქროს ტასი შეწირა.(ჯერ კიდევ ქართველი იყო, ქრისტიანი). მისაქციელტან ნუგზრი დაუხვდათ თავისი ხალხით.

აქ გადაწყდა რომ სპარსეთს წასულიყო გიორგი ოჯახით, ნუგზარიც დაიყოლია. დედა იმერეთს გახიზნა. სხვები არაგვს დაუყვნენ ისევ. სამუხრანოში მდევარი დაეწიათ. კოლოტაური გვარად. გიორგიმ იარაღი აყარა. აჯღაყალაში მივიდნენ, სპარსული ციხიონი იდგა იქ. უკვე სამშვიდობოს იდგნენ, რადგან ქართველები ვერ გამოედევნებოდნენ.ირანში წავიდნენ.

1612 წელს სააკაძე გათათრდა, გახდა შიიტი.

ნუგზარი ზღვენით გამოისტუმრა ლუარსაბთან აბას პირველმა. გიორგი თავისთვის დაიტოვა. იცოდა კაცის ნიჭის ფასი ამ შაჰმა და რას იზამ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩემთვის ეგ კაცი გამოცანის ყუთია

მართალი ხარ,კარგად რომ გადაავლებ მის მოღვაწეობას თვალს,საბოლოოო დასკვნას მაინც ვერ გამოიტან.არადა ძნელია მოღალატეობა დააბრალო კაცს,რომელმაც ამდენი რამე გააკეთა ქვეყნისთვის და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შვილის სიცოცხლე შესწირა.ასევე ძნელია გმირი უწოდო კაცს,რომელმაც ამდენი შეცდომა დაუშვა და საქმე ბაზალეთის ომამადე მიიყვანა.მაგრამ ბაზალეთის ომი მარტო სააკაძის ნამუსზე რომ არაა ესეც ფაქტია

სააკაძე იყო ადამიანი,რომელიც საქართველოს ისტორიიის ცუდ დროს ცხოვრობდა,იმისთვის,რომ ეს კაცი გმირი ყოფილიყო უფრო დიდი მასშტაბები სჭირდებოდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ღალატში დადო სულტნის ვეზირმა ბრალი

მერე ტყუილად რო?

კაცმა თანამედროვე ენით რომ ვთქვათ რამდენიმე პარტია გამოიცვალა, მაგის ნდობა იქნებოდა? რაღა ეგ და რაღა ჯონდი ბაღათურია ან ნადირაძე მაია :) მაგისნაირებს ჩინგიზ ხანი იყენებდა და მერე კლავდა რამეთუ საკუთარი ქვეყნის და ხალხის მოღალატე შენც გიღალატებსო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კაცმა თანამედროვე ენით რომ ვთქვათ რამდენიმე პარტია გამოიცვალა, მაგის ნდობა იქნებოდა? რაღა ეგ და რაღა ჯონდი ბაღათურია ან ნადირაძე მაია

სააკაძე ზემოთხსენებულთაგან ძალიან განსხვავდება

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძაან სამწუხაროდ ზემოთხსენებულთათვის

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ამდენი ბრახა ბრუხი ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ უბრალოდ რომელიმეს წარმოგიდგენიათ თქნენი თავი გიორგის ადგილას,

ღმერთ შევდხოვდი და იმ ადამიანის გამბედაობა მოეცა ჩემთვის და მის გზას ერტ ნაბიჯსაც არ გადავუხვევდი,

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამდენი ბრახა ბრუხი ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ უბრალოდ რომელიმეს წარმოგიდგენიათ თქნენი თავი გიორგის ადგილას,

ღმერთ შევდხოვდი და იმ ადამიანის გამბედაობა მოეცა ჩემთვის და მის გზას ერტ ნაბიჯსაც არ გადავუხვევდი,

მაგაშია საქმე უკან დახევა არ გვიყვარს ქართველებს თუნდაც სამშობლოს კეთილდღეობისათვის. წასულიყო მონასტერში ბოლო ბოლო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რატო რა მიზეზით, ბერი სააკაძე უფრო გამოადგებოდა საქართველოს თუ გამუსულმანებულ გამაჰმადიანებულშვილმოკლულ სამშობლონაღალატევი სააკაძე?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მამფალი

ეხლა არ მცალია, სამწუხაროდ ღრმა ანალიზისთვის :( თორემ ჩამოგირაკრაკებდი რაღაც რაღაც პუნქტებს.. :)

არის ადგილები სადაც გიორგის საქციელი საეჭვოდ მეჩვენება :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეჭვი იმის საბაბს არ იძლევა რომ ადამიანი დამნაშავედ ცნო(იურიდიულად)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეჭვი იმის საბაბს არ იძლევა რომ ადამიანი დამნაშავედ ცნო(იურიდიულად

:D მაგრამ არც ამართლებს მას... არაა საჭირო გაზვიადება და გაფეტიშება თემ, ეს ჩემი უფასო რჩევაა ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

,ე თავისუფალი ვარ ქეტ კონსტიტუციით მაქ უფლება გავაფეტიშო კერპს თაყვანი ვცე და ჩემი შეხედულებები თავისუფლად გამოვხატო :)

ისე რომ თავს არავის არ მოვახვიო ჩემი რწმენა და შეხედულება ;წუბ: შენ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ე თავისუფალი ვარ ქეტ კონსტიტუციით მაქ უფლება გავაფეტიშო კერპს თაყვანი ვცე და ჩემი შეხედულებები თავისუფლად გამოვხატო

:o ოი, შე კერპთაყვანისმცემელო.. ჰოი, რაი მესმის... დაგვენგრა ჭერი... რატომ თემო? :( კონსტიტუცია რელიგიის და სარწმუნოების თავისუფლებას აღიარებს.. სექტები და სხვა სისულელები კი არ იგულისხმება... :D თუ იგულისხმება? :huh:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
თუ იგულისხმება?

იგულისხმება

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რატო რა მიზეზით, ბერი სააკაძე უფრო გამოადგებოდა საქართველოს თუ გამუსულმანებულ გამაჰმადიანებულშვილმოკლულ სამშობლონაღალატევი სააკაძე?

ბერი ერთი-ორ წიგნს მაინც გადაწერდა. გამუსულმანებულ გამაჰმადიანებულშვილმოკლულ სამშობლონაღალატევმა სააკაძემ რა გააკეთა სამშობლოსათვის?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შენ თუ ამას იმიტომ მეკითხები შეამოწმო შემი ცოდნა სულ სხვა საქმეა და მე მჯერა და მინდა მჯეროდეს რომ შენც ძან კარგად იცი რომ ის უფრო გამოადგა საქართველოს ვიდრე ავნო მას

0

Share this post


Link to post
Share on other sites
შენ თუ ამას იმიტომ მეკითხები შეამოწმო შემი ცოდნა სულ სხვა საქმეა და მე მჯერა და მინდა მჯეროდეს რომ შენც ძან კარგად იცი რომ ის უფრო გამოადგა საქართველოს ვიდრე ავნო მას

მაშინ ეს თემა რაღა საჭიროა? ან კამათი იმაზე თუ რა კაცი იყო სააკაძე? რახან საკამათო გახდა, რახან დასამტკიცებელია მისი კაი კაცობა ან მოღალატეობა, ეს იმას ნიშნავს რომ მისი + ყველა _ ვერ სწონის, ან პირიქით. რატომ არ იხსნება ასეთი თემები აღმაშენებელზე, რატომა დავითზე არ მიდის ასეთი კამათი? ეს ნიშნავს რომ აღმაშენებლის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. რასაც ვერ იტყვი სააკაძეზე.

აქ სხვა რამე მგონია აღმაშენებელმა მოიგო სააკაძემ წააგო. ამით უნდა აიხსნას ყველაფერი. წაგებული ყოველთვის მტყუანია. მოგებული კი მართალი. და შენი ჩემი ან ვინმეს ცოდნა, ან ცოდნის შემოწმება ვერაფერს შეცვლის :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კაცმა თანამედროვე ენით რომ ვთქვათ რამდენიმე პარტია გამოიცვალა, მაგის ნდობა იქნებოდა?

არამგონია ჩერჩილი კონსერვატორულ აკვანში გაზრდილიყო

წასულიყო მონასტერში ბოლო ბოლო

არავინ ამბობს ტახტზე უარი ეთქვაო თეიმურაზსო.

ბერი ერთი-ორ წიგნს მაინც გადაწერდა. გამუსულმანებულ გამაჰმადიანებულშვილმოკლულ სამშობლონაღალატევმა სააკაძემ რა გააკეთა სამშობლოსათვის?

მრავალი წიგნი გადაუწერიათ მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ არც დაუწერიათ იმიტომ რომ დაიწვა. მხოლოდ მარტყოფი რად ღირს.

წაგებული ყოველთვის მტყუანია.

როგორ ფიქრობ გორგასალმა წააგო თუ მოიგო? ერეკლემ?

დიახ, ის დიდი ნიჭის და გაქანების იყო, თავმოყვარეც. მაგრამ ასეც ვთქვათ: რამ გააქცია აქედან? ანდა რამ დააბრუნა მარტყოფში და მერე ისევ რამ გააქცია.

ისე გამოდის თიტქოს ბაზალეთი სააკაძის ბრალია და თეიმურაზი ეს ბარგატ მეოთხეა და საკაძე კიდე ბაღვაში

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გიორგის სპარსეთში ყოფნის პარალელურად შემდეგი რამ მოხდა ქართლსა და კახეთს:

1614 წელს აბას პირველი პირველად შემოესია ქართლ-კახეთს. მიზეზი იქიდან დაიწყო რომ 1613 წლის დასაწყისში, ზამთარს, აბასმა ორივე მეფე სანადიროდ მიიპატიჟა. უარი უთხრეს. უფრო სწორედ მისი დესპანი ორივე მეფემ ნადიმობაში ატარეს და "დააგვიანეს" პასუხი. ხოდა შაჰიც რომელი ბავშვი იყო რო ვერ მიმხვდარიყო რომ სანადიროდ პატიჟი ორივე ქართველ მეფეს იმ დროს ბრძანებად უნდა მიეღო. იმავ წელს დაიწყო საომარი ზმაობა. თეიმურაზმა და ლუარსაბმა კი ერთმანეთის დახმარების პირობა დადეს და ნადირობა-ნადიმობას მიყვეს ხელი. 1614 წლის დასაწყისში აბასის ჯარი განჯას იდგა. ცნობილია რომ ომამდე ასეთი რამ გააკეთა მან: ლუარსაბს მიწერა თეიმურაზი მოკალი და კახეთს მოგცემო, ხოლო ტეიმურაზ კიდე ლუარსაბიო. მეფეებმა ეგრვე გაშიფრეს წერილები, ერთმანეთს ისევ ერთგულება შეუპირეს და ისევ უდარდელად დადგნენ. სწორედ განჯიდან მოთხოვნების შედეგად იყო რომ თეიმურაზმა დასაწყნარებლად აბასს ჯერ ორივე შვილი და დედაც გაუგზავნა. შაჰმა მძევლები მძევლებად მიიღო და კახეთისკენ წამოვიდა.

განჯაში ორად გაყო ჯარი: ერთი თბილისს მივიდოდა და იქიდან კახეთს შეუტევდა, მეორე კიდე კახეთს აღმოსავლეთიდან მოუვლიდა. 1614 წლის 14 მარტს დაიწყო შეტევები. ქვეყანა სრულიად უპატრონო და მოუმადებელი დაუხვდა მტერს. თეიმურაზის ტყვეობა უნდოდა შაჰს. ალყაშიც მოაქცია კიდეც მაგრამ ალყა გაარღვია გიჟი კახელებით და ქართლს გადავიდა მეფე. მუხრანში დაუხვდა ლუარსაბი, შეერთდნნ და ... იმერეთისკენ წავიდნენ...

80 000 კახელი გადაასახლეს იმ წელს ირანში...

ორივე მეფე კი იმერეთს იყო, გიორგი მესამე იმერთ მეფემ უმასპინძლა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იმერეთში მყოფ მეფეებს რამდენჯერმე გაუგზავნა კაცი აბას პირველმა რომ მეფეთაგან რომელიმე მაინც გამოეტყუებინა. თეიმურაზი კახელი იყო და რას უზამდა :D ხოდა ახალგაზრდა ლუარსაბს მიწერა წერილები. მის ცოლსაც მიაწერინა( ლუარსაბის და ყავდა აბასს ცოლად). ლუარსაბს შემდეგი რამ მოუწყვეს: შაჰმა გიორგი მესამეს მიწერა შენი შვილი გაამზადეო ქართლის მეფედო, მაგრამ სარუ ხოჯას (შაჰის დესპანს) "წესის" მიხედვით ეს წერილი ჯერ ლუარსაბისთვის უნდა ენახებინა. ნუ ოსმალეთის ვასალის ბატონიშვილი რომ ირანის ქართლის მეფე ვერ გახდებოდა ეს უნდა ცოდნოდა ლუარსაბს მაგრამ მაინც ეჭვი შეეპარა სიმართლეში. ამას მისი დის წერილი დაემატა. ტან აბასი ბევრს არაფერს ითხოვდა: გადმოდი და ვინადიროთო. მერე მე წავალ და შენ დარჩებიო. რაც მთავარია თეიმურაზზე იყო შაჰი "გაბაზებული" და არა ლუარსაბზე. აქ ისევ შადიმან ბართაშვილმა "ივაჟკაცა" და ტავისი გაზრდილი ქართლს გადმოსვლას დაითანხმა. ხოდა ლუარსაბი რომ გადმოვიდა შაჰიც დახვდა, ვითომ შემთხვევით, ნადირობისას... ასე ნადირობა ნადირობით და პირობებით ქართლის ახალგაზრდა მეფე საბოლოოდ შირაზს მიიყვანეს, იქიდან გულაბყალაში. ქართლის მეფე ვეღარ ნახავს აწი საქართველოს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0