Перейти к содержимому


პატრიოტული ლექსები


გამოხმაურებები თემაში: 40

#1 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling
ლადო ასათიანი - ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? —
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!


ლადო ასათიანი - ჩემი სამშობლო

ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, —
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?



ვაჟა-ფშაველა - არწივი

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!



იმედია ფორუმელებს მოგეწონებათ ეს თემა და თქვენც დადებთ ლექსებს :)

#2 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ლადო ასათიანი - კრწანისის ყაყაჩოები


სამასი არაგველის ხსოვნას

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.


#3 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling
ვაჟა-ფშაველა - ხმა სამარიდამ


ხმალი გალესე, ძმობილო,
მტერი გადმოდგა მთაზედა:
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დაგვეცემიან თავზედა.
გალესე, ისე გალესე,
პირს იკიდებდეს თმაზედა.
მადლია, კიდევ ეღირსოს
გორდას მტრის სისხლი ფხაზედა!
აგერ მოდიან წყეულნი
მწყობრად, უშიშრად გზაზედა.
საცაა, თოფი იჭექებს,
კვამლი შაჯდება კვამლზედა...
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დას ატირებენ ძმაზედა!..
გალესე, კარგად გალესე,
არ ილეოდეს ძვალზედა.
უფლის კურთხევა ანთია
სამშობლოს მცველის ფარზედა...
თამარ-დედოფლის ნაკოცნი
ბეჭდად უსვია ხმალზედა.
მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები,
ნეტავ ყოყმანობ რაზედა?
ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!


#4 OFFLINE   თიკა

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1245 წერილები:
  • სქესი:ქალი
ვერ წაიღეს, ვერა!

მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან, -
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა,
ბუბუნებდა კავკასიის მიწა...

სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად,
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს,
კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?
გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა!

ცეცხლმა დაწვა ცა მწვერვალზე დანაფერდი,
მზე რომ გადიწვერა,
მერე რა, თუ სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი,
ვერ წაიღეს, ვერა!

ეს კი არა, მას ანცვიფრებს მხოლოდ ერთი, -
უტირია ლამაზ ფერაფერას?
პაწაწინავ, მე გავწირე თავი შენთვის,
ჩვენი მიწა ვერ წაიღეს, ვერა!

ფერაფერას თავი მასთან დაუხრია,
მის დაცხრილულ, მის სისხლიან მკერდთან,
ფერაფერა ჩასჩურჩულებს დაჭრილ მხედარს:
დაგდომია მზე შარავანდედად!

მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდა
საქართველოს მადლიანი მიწა...

#5 OFFLINE   თიკა

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1245 წერილები:
  • სქესი:ქალი
* * *

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა.
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო,
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო...

#6 OFFLINE   თიკა

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1245 წერილები:
  • სქესი:ქალი
...უბატონო ლილეო...

რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი,
ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, -
საქართველოს არ ჰყოლია ბატონი,
საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა.

ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი,
ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, -
სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი,
სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა!

იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც,
იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, -
დედანას არ ჰყოლია ბატონი,
დედაენას დედაერი ჰყავდა!

შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი,
თამარ მეფე მეუფედ და ხატად, -
პოეზიას არ ჰყოლია ბატონი,
პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!

#7 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ვაჟა-ფშაველა - ჩივილი ხმლისა



დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში,
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
_ სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა,
ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ...
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
“არშინის”, “ჩოთქის” გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია:
“გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო


#8 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling
მირზა გელოვანი - ძმათა საფლავთან

ჩვენ შორის გაწყდა გზები თუ აზრი
და, როგორც სუნთქვა, თრთოლვით გათავდა,
და ყინვა, ფინურ დანაზე ბასრი,
ლენინგრადისკენ გზას გვიკეტავდა.
როდესაც რკინა ტყვიამ დაძენძა,
როცა ასწიეს ფრთები ანძებმა,
საძმო საფლავში იწექ ნაძვებთან,
არ ესწრებოდი ჩვენს გამარჯვებას.
ათგან ნახმლევი და ნატყვიარი
სწორებთან დუმდი - გიძმეს სწორებმა,
და მე მესმოდა ქარის შრიალი,
როგორც შენი ხმის განმეორება.




#9 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling
ვაჟა-ფშაველა - მხედართა ძველი სიმღერა

მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა _
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი _ სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვწყდებით გულდამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,
შვილები რჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთეები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს
შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი _ სისხლით ბანასა.
აბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,
არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
ესე ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?”


#10 OFFLINE   magdalina

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1917 წერილები:
  • სქესი:ქალი
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, დასაღვრელის ალბათ მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია.

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია

მშვენიერია ორ ზღვას შუა კავკასის ხედი
და კითხვა, ვინ-ვის, ბებერ გულში ლახვრად მამჩნია
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია...



ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
სამშობლო, თავის ერია
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია.
არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაგმობს და დაწყევლის
მოძმე და მთელი ერია..

(ხალხური) :)


დიდად არ ვგიჟდები პატრიოტულ ლექსებზე, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ლამაზი და სასიამოვნოა :)
,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

#11 OFFLINE   თიკა

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1245 წერილები:
  • სქესი:ქალი
***

ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისაო,
თვალნი ქორებულ მხედველნი,
მუხლები შავარდნისაო!

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
მამული,თავის ერია,
არ შედრკეს,თუნდა ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია.

არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაჰგმობს და დასწყევლის
მოძმე და მთელი ერია...

#12 OFFLINE   თიკა

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1245 წერილები:
  • სქესი:ქალი
არის ასეთი ქვეყანა

ვაზის ძირში დარწეული აკვანი,
სალამურის საამური კვნესა,
გმირობის და უკვდავების ზღაპარი,
ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.

მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი,
მზის სხივებით ანთებული მარად,
უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი,
მთებზე თოვლი,ბულბულები-ბარად.

ზოგან ირმების ჯოგია,
ზოგან არწივნი ჰქრიან,
არის ასეთი ქვეყანა,-
მას საქართველო ჰქვია!


თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი
იავნანა,ურმული და რერო,
სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი
ვენახები,ყანები და მდელო.

ერთ თხილის გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს,
მას თავისთვის განა მეტი უნდა!..
სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს,
სახლის კარი ღია არის მუდამ.

"ერი პურადი,გულადი,"
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან...
არის ასეთი ქვეყანა,-
მას საქართველო ჰქვია!..


ივრის ჭალებს შესეული ბავშვები,
ივრის ჭალებს-კაკაბი და გნოლი.
ჩვენს იმედად,მტერთა რისხვად ნაშენი
ძველთაძველი თბილისი და გორი.

დეკემბერში ვარდის გამოშუქება,
ნოემბერში-ნარინჯების ეშხი,
წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ
და ქარხების გუგუნია მთებში.

მისი დიდების ამბავი
საუკუნეებს მიაქვს.
არის ასეთი ქვეყანა,-
მას საქართველო ჰქვია!..


აბა ვინა თქვას:თავის მთით და ბარითა
პატარაა საქართველოს მიწა...
მზეს ეხება,ისე მაღლა ავიდა,
იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.

აუვსია,რომ დაუხვდეს გაზაფხულს,
ღვინით თასი,ყვავილებით კალათა;
სხვა ოცნება,სხვა დიდება არა სურს,
მშობელ ხალხი დღეგრძელობის გარდა.

ღამით ვარსკვლავებს უღიმის,
დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს.
არის ასეთი ქვეყანა,-
მას საქართველო ჰქვია!


#13 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling
სისხლის გუბეში მბორგავ სხეულზე
წვიმის წვეთები დაედინება,
ჩამორეცხილი სისხლის ნაკადი
სადღაც მიწაში ჩაედინება,
ტყვიის წვიმაში დანისლულ თვალებს
გადაეკვრება ოდესმე ბინდი,
ტყვიანაკრავი უსულო გვამი
დარჩება უკან საძმო საფლავში.
ვერ შეგვაჩერებს ჩვენ ტყვიის წვიმა
და ვერც სიკვდილი სატანის ხელით,
ფიცი მივეცით სამშობლოს მიწას
და მის კალთაზე დავიხოცებით,
თვალებს დავხუჭავთ კაცურად ყველა,
მაგრამ აფხაზეთს არავის მივცემთ,
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად,
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ.
ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა,
ვთხოვ - მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს,
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება...

1 დეკემბერი, 2005

მიშიკო დვალიშვილი - მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, გმირულად დაიღუპა2008 წლის11 აგვისტოს სოფელ შინდისთან.


#14 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling


ხანჯალს
აკაკი წერეთელი


შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნიაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..

გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
ამოგიფერავ გულსაო!
შენ უნდა ეძმო და ეყმო
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
ორივე გვერდით მჭრელიო;
გპატრონობს გული ფოლადი
და გიპყრობს რკინის ხელიო.

მისი გამჩენის ჭირიმე,
ვინც რომ შენ გამოგჭედაო!
ჭირიმე, შენი ჭირიმე,
მტერს აუტირე დედაო!

ბევრი ნაღველი შეასვეს
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო,
შენ მიმკურნალე, მახვილო,
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

მიმოციქულე მტრის გულთან,
მიმიძღვენ ჩემი სალამი:
ის ვითომ საწერალია,
ჩაერჭვე, როგორც კალამი!

მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
- იმისი კვნესა იქნება
ჩემთვის დაფი და ნაღარა!

გლესავ და გლესავ, მახვილო,
ფოლადო, ჩემო რკინაო!
დროა, ამოდი ქარქაშით,
აღარ გვაქვს აწ მანდ ბინაო.


#15 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი;
პირიქითაი ხევები;
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს,
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი,
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!!!
-------------------------


თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.
---------------------------


სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,

მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!

#16 OFFLINE   ნათია1991

    სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპ
  • 46 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:tbilisi-kanudosi
  • ინტერესები:literature, music, movies, football
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
საქართველოა ჩემი ფესვები.
ჩემში სისხლია წმინდა ქართული,
სული უფალთან შენავედრები.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
საქართველოა ჩემი ტაძარი,
ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო
და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
ჩემთვის წმინდაა სიტყვა ქართული,
ჩემთვის წმინდაა მშობელი მიწის
ყოველი გოჯი სისხლით დაცული.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
მეფე დავითის მკერდს გადავდივარ,
სადაც და როგორც არ უნდა ვიყო
ხმამაღლა ვიტყვი რომ ქართველი ვარ!
დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.

#17 OFFLINE   WALTHER

    აქტიური მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2210 წერილები:
  • სქესი:Not Telling
"კვდება ვაჟკაცი მკერდში დაჭრილი, ბრძოლის დიდ ველზე...
შველის მაგივრად ითხოვს იარაღს გამწარებული.
იძახის კვნესით მე დავიბრუნებ ჩემ ძველ აფხაზეთს!
სამშობლოსაგან მე ამით ვარ დავალებული.
იცლება სისხლად, უმატებს კვნესას, ჩამოდის ცრემლი,
ის მიწას დარდობს დაუბრუნებელს, თავის თავს არა...
ფრთხილად წაავლო დაჭრილი ხელი თავის იარაღს,
მაგრამ სიკვდილმა თითის გამოკვრა აღარ აცალა..."

#18 OFFLINE   ლებუ

    Mamber

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2920 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:June 6th 1944, Normandy Beach
  • ინტერესები:Military
    War
    Guns
გიორგი ლეონიძე

წიგნი „ქართლის ცხოვრება“


გაშალე... ყველა ფურცელი
არის ფოლადის ნაცარი,
დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,
დევკაცთა ნამამაცარი.

გაშალე... ყველა ფურცელი
გულზე ნაწოლი ლოდია...
დოლბანდიანი ჯარები
სიკვდილის პირით მოდიან.

შავი დროშები ნისლივით
სამშობლოს დაეფინება,
ხმალს სისხლის ორთქლი აუვა
სიკვდილით დაიკბინება...

საფლავად გაემზადება
ციხე-გალავნის თხრილები, -
ქალი და ბავშვი აწყვია
კოშკიდან გადმოყრილები.

ისმის ტყვეების ჟღივილი
კვამლში ბღავიან ხარები...
ქერქებგახდილი ხეები,
დამწვარი ნასახლარები...

და რაც თმას ყალყზე აყენებს,
რაც მწარედ გვემახსოვრება, -
ქართლის მკვლელობის ძველ ამბებს
უწოდეს „ქართლის ცხოვრება“!
7.62×51mm

#19 OFFLINE   Triada

    საპატიო სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპპიპ
  • 105 წერილები:
ბერდია ბერიაშვილი
ქართველი

უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი,
როცა პაატა მომკვეთეს მკერდით.
ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით
ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.

ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე
მე სიყვარულის პოემას ვწერდი.
ჩემი ხატია, გულს მახატია:
იყალთო, გრემი და ალავერდი.

ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი,
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
მაშინ მამულის საკურთხეველზე
ჩემი თითები ენთო სანთლებად.

მე თავი მედო გატენილ თოფზე,
მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა.
ხან თეირანში და ხან სტამბოლში,
როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.

ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია,
განუკურნები დამრჩა იარა.
მაწამა და ვერ გადამარჯულა,
მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.

გაზით გამგლიჯეს ათივე ფრჩხილი
და წამებული მიწოდა ხალხმა,
თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც,
მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!

ჩემს დაჩოქებას ნურცვინ მოელის,
უტეხი სული ჩემი განძია.
ასე ავაგე სვეტიცხოველი
და გამოვკვეთე კლდეში ვარძია.

ჩემს თვითეულ ქვას სიმღერა ჰქვია,
ჩემი ციხენი ძლევის ხმებია.
გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია,
ზურგში, - არც არვის უმიზნებია!

მე ტყვე ვიყავი ძალიან ხშირად
და არ ვიცოდი, რა იყო მონა.
თან წამოვიღე ფერეიდანში
ჩემი ქართული სიტყვების კონა.

ვერ ამომგლიჯეს პირიდან ენა:
შანთით, წამებით, მუქარით, ძღვენით
და... მღერის მთელი ფერეიდანი
ქართულ ჩონგურზე ქართული ენით.

ვერ დამავიწყეს ჩემი მამული,
ჩემებრ ტანჯული ქართული ენა,
მტერმა ვერასდროს გადამაგვარა,
მტერმა ვერასდროს გადამაშენა.

წიწამურს მომკლეს, ჰერეთს მაწამეს,
მიჯაჭვული და მკვდრეთით აღმდგარი.
ვუძლებდი ნგრევის წლებსა და წამებს
და ერთხელ მერქვა ჯურღაის ფარი.

ჩემი სიმცირე, მაშ, ვინ მოჭორა?!
ისიც თქვან, მცირეს რა შემძლებია, -
ჩემი სამგორის სამივე გორა
ჩემი სისხლი და ჩემი ძვლებია!

ამოვჭერ ქვაზე, ამოვჭერ ხეზე
და ყოველივე გულზე სწერია!
ამდენ ლეგენდებს და ამდენ ლექსებს
საქართველოზე მისთვის მღერიან.

თუკი სპარსეთის ტყვე მერქვა ერთხელ,
ბერლინზე დროშა მე ავიტანე.
და ვდგავარ, როგორც ალაზნის მუხა,
ნაგრიგალევი ძლიერი ტანით.

მქონია დარდი, ენით უთქმელი,
და არ ვქცეულვარ სევდა-წუხილად,
მე ერთ დღეს ვშობე დიდი რუსთველი,
საუკუნენი თავს რომ უხრიან.

ამირანის და არსენას დედა, -
ვინ გამაკვირვოს შვილთა დიდებით,
ცად და მიწად რომ მისი ხმა რეკდა
მე ისეთ ქართველს კიდევ გპირდებით.

მსურს კიდევ ახალ ხმებად დამრეკონ,
გპირდებით ახალ დავითს და საბას.
დე, კაბადონზე ცათა სამრეკლო
მათი დიდების ყვებოდეს ამბავს.

საუკუნენი მათ სადიდებლად
ყანწებით სვამდნენ ჩემს კახურ ღვინოს,
მეც ვიდგე, ვიდრე ქართველს ქართველის
ნამუსის ქუდი არ შემერცხვინოს!

#20 OFFLINE   Triada

    საპატიო სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპპიპ
  • 105 წერილები:
გიორგი გიგაური

რომ დავენაცვლო...

ზღვა საქართველოს ლურჯი თვალია,
ტევრები - მწვანე წამწამთა ჯარი,
რომ დავენაცვლო,ჩემი ვალია,
გადავიხადო, იქნება, ვალი.

მაღალი ზეცა, წყალი, ხმელეთი,
დალოცვილია მთელი სამკვიდრო,
არ დავანებებ მოდგმას ბნელეთის,
გინდაც გასანთლულ თოკზე დამკიდონ.

2008 წ.

გამოხმაურება რედაქტირებულია Triada: 04 November 2010 - 13:33





გამოხმაურების დამატება


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი