Sign in to follow this  
Followers 0

ძველი ეგვიპტის ხელოვნება

34 posts in this topic

უმრავლესობისთვის ეგვიპტე პირამიდებთან და ფარაონებთან ასოცირდება.მე პირადად ძალიან მიყვარს ძველი ეგვიპტის სახვითი ხელოვნება.თანდათან მიმოვიხილოთ,ჯერჯერობით ზოგადად გაგაცნობთ.

6be03397509c.jpg

faf4aa022809.jpg

75c9fde12b72.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საინტერესო თემაა :)

ბევრი რამ არ ვიცი ეგვიპტური ხელოვნების შესახებ და დიდი სიამოვნებით გესტუმრებით ხოლმე :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საინტერესო თემაა :)

ბევრი რამ არ ვიცი ეგვიპტური ხელოვნების შესახებ და დიდი სიამოვნებით გესტუმრებით ხოლმე :)

ძალიან კარგი : ))

დავიწყოთ იმით რომ ეგვიპტელებს არ ჰქონდათ სიტყვა "ხელოვნება".ის,რაც მათი ხელით იქმნებოდა განიცდიდა რელიგიისა და მითოლოგიის გავლენას,აღსანიშნავია მონუმენტალური ფერწერის ძეგლები და რელიეფური ქანდაკება.

3ba4149a8353.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საინტერესოა ის ფაქტი რომ მათ იმდენად ღრმად სწამდათ სიკვდილის შემდეგ აღდგენის,რომ თითქმის ყოველი ფიგურის ორივე ხელი და ორივე ფეხი გამოსახულია.

ed5fd89a86fa.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩვენ ეგვიპტის შესახებ ვიცით არა მარტო შემორჩენილი ქალაქებისა და სასახლეებიდან,არამედ საფლავის ძეგლებისგანაც.ძველი ეგვიპტელები სიცოცხლეშივე ემზადებოდნენ სიკვდილის შემდგომ ცხოვრებისთვის.

ეგვიპტური სიტყვა სკულპტორი,მოქანდაკე ნიშნავდა "ის,ვინც ინახავს ხსოვნას,სულს".სული ანუ "კა",რომელიც ცხოვრობდა სამუდამოდ,უნდა ყოფილიყო სხეულში,რამაც მიიყვანა ეგვიპტელები მუმიფიცირების პრაქტიკამდე.სული ასევე ინახებოდა მიცვალებულის წარმოდგენით,მაგალითად პორტრეტით,ბიუსტით,ქანდაკებით და ა.შ.

f337d618c551.jpg

ff627536d2b9.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

59d9262d40ae.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საფლავებში ატანდენ სხვადასხვა ძვირფას ნივთებს,სამუდამოდ უნდა ყოფილიყვნენ ჩაკეტილნი მიცვალებულთან ერთად.სამწუხაროდ,თითქმის ყველა ნაპოვნი სამარხი გაძარცვულია.

870ddcb018cf.jpg

სამარხის მხატვრობა

მოსამსახურე და ოთხი ელეგანტურად ჩაცმული ქალი დამკრძალავ ცერემონიალზე,სტუმრები ატარებენ პარიკებს,ოქროს საყურეებს,ძვირფას ყელსაბამებს,სამაჯურებს და კაბებს.მათ თავზე ჩანს ცხოველის ცხიმი,რომლის სურნელიც ათავისუფლებს ნელ ნელა მომდინარე სულებს.ზოგიერთ ქალს უჭირავს ლოტოსის ყვავილი,რომლითაც ეგებებიან სტუმრებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგვიპტური ხელოვნება აბსოლუტური მისტიკაა.. ხელოვნება , სადაც ფაქტობრივად არაა სივრცის აღქმა (ფიგურების სხეულის დგომას შეხედეთ) მაგრამ არის არანორმალური განცდა დროისა... დროის უსწრაფესი დინებისა, მისი მსახვრალი ხელისა, პოეტურად რომ ვთქვათ ( :D ).

ამას ზუსტად აღიქვამს ეგვიპტური სამყარო და მტელი ძალით ცდილობს დროზე გამარჯვებას ... ამიტომაც აგებს პირამიდებს, ამიტომაც აკეთებს მუმიფიცირებას, რომ როგორმე აჯობს დროს, გაიმარჯვოს დროზე. (რასაც პრინციპში ახერხებს კიდეც)

ეგვიპტეს აქვს ის, რაც არ აქვს ანტიკურ სამყაროს- დროის აღქმა.. თუმცა ანტიკურს აქვს ის, რაც არ ავქს ეგვიპტეს- სივრცის აღქმა... ანტიკაში დროის აღქმა ფაქტობრივად არ არსებობს : )

ძალიან საინტერესო თემაა : )

Edited by jevrie
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგვიპტური ხელოვნება აბსოლუტური მისტიკაა.. ხელოვნება , სადაც ფაქტობრივად არაა სივრცის აღქმა (ფიგურების სხეულის დგომას შეხედეთ) მაგრამ არის არანორმალური განცდა დროისა... დროის უსწრაფესი დინებისა, მისი მსახვრალი ხელისა, პოეტურად რომ ვთქვათ ( :D ).

ამას ზუსტად აღიქვამს ეგვიპტური სამყარო და მტელი ძალით ცდილობს დროზე გამარჯვებას ... ამიტომაც აგებს პირამიდებს, ამიტომაც აკეთებს მუმიფიცირებას, რომ როგორმე აჯობს დროს, გაიმარჯვოს დროზე. (რასაც პრინციპში ახერხებს კიდეც)

ეგვიპტეს აქვს ის, რაც არ აქვს ანტიკურ სამყაროს- დროის აღქმა.. თუმცა ანტიკურს აქვს ის, რაც არ ავქს ეგვიპტეს- სივრცის აღქმა... ანტიკაში დროის აღქმა ფაქტობრივად არ არსებობს : )

ძალიან საინტერესო თემაა : )

ჰო ნამდვილად,ეგვიტური ხელოვნება ამტკიცებს იმას რომ ხელოვნებაში პროგრესი როგორც ასეთი არ ხდება,შეიძლება ვინმემ პერპექტივა ვერ დაინახოს,ან რამე ამდგავრის უქონლობა დაუწუნოს,მაგრამ მთავარია იდეა,მისწრაფება უკვდავებისკენ,მარადიულობისკენ. : ))

d5f0b64587e4.jpg

Edited by Amazon
0

Share this post


Link to post
Share on other sites

jevrie

Amazon

გააგრძელეთ რა :wub:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სურათები ცოტა პატარები დადეთ რა და თანმიმდევრობით მიყევით თემას (ესაა ჩემი კომენტარი)

და თქვენთან ვარ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგვიპტური ხელოვნება აბსოლუტური მისტიკაა.. ხელოვნება , სადაც ფაქტობრივად არაა სივრცის აღქმა (ფიგურების სხეულის დგომას შეხედეთ) მაგრამ არის არანორმალური განცდა დროისა... დროის უსწრაფესი დინებისა, მისი მსახვრალი ხელისა, პოეტურად რომ ვთქვათ ( :D ).

ამას ზუსტად აღიქვამს ეგვიპტური სამყარო და მტელი ძალით ცდილობს დროზე გამარჯვებას ... ამიტომაც აგებს პირამიდებს, ამიტომაც აკეთებს მუმიფიცირებას, რომ როგორმე აჯობს დროს, გაიმარჯვოს დროზე. (რასაც პრინციპში ახერხებს კიდეც)

ეგვიპტეს აქვს ის, რაც არ აქვს ანტიკურ სამყაროს- დროის აღქმა.. თუმცა ანტიკურს აქვს ის, რაც არ ავქს ეგვიპტეს- სივრცის აღქმა... ანტიკაში დროის აღქმა ფაქტობრივად არ არსებობს : )

ძალიან საინტერესო თემაა : )

სალუ მომეწონე ამ თემაში :wub:

გისმენთ ქალბატონო ამაზონ დიდი გულისყურითა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ულამაზესი ნუთი... ცის ღვთაება. მითის თანახმად ის ცის კაბადონს აკავებდა. მისი სხეული, გამოსახვის დროს, ვარსკვლავბით იფარებოდა. ძალზედ მომწონს: )

738fc55df986.jpg

bcdb2f6c0c3d.jpg

Edited by jevrie
0

Share this post


Link to post
Share on other sites

<object width="480" height="385"><param name="movie" value="

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>

4401960e918e.jpg

მწერლის ჰუნეფერის სასამართლო.

813ecdf98cbb.jpg

ნაწყვეტები "მიცვალებულთა წიგნიდან."

"ძველ ეგვიპტელს სწამდა, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხლეში ყოველდღიური ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდა. საჭირო იყო ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მომზადება საიქიო სამჯავროზე წარსადგომად. სწორედ ამიტომ შეიქმნა ”მიცვალებულთა წიგნი”. მასში აღწერილია ყველა ის საშუალება, რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით სულს სამჯავროზე დაეხმარებოდა.

ყველა მოვალე იყო, დაწვრილებით აღეწერა სამზეოზე გატარებული თავისი ცხოვრება. ასეთი აღწერა, როგორც წმინდა ტექსტი, გარდაცვლილს თან უნდა წაეღო. სამჯავროზე მიცვალებულის სული ამ ტექსტს კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილ ამბავს ითვალისწინებდნენ. იმქვეყნიური ნეტარებისთვის ეგვიპტელი ხშირად ცრუობდა კიდეც. ამიტომ საიქიო სამჯავროზე მაინც გარდაცვლილის გული იყო მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩნდებოდა განსასჯელის ავი და კარგი საქმენი. რათა გულს არ გაეცა თავისი პატრონი, მიცვალებულის სული მაგიურ შელოცვებს წარმოთქვამდა.

ორი მაატის - ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზში, სადაც განსასჯელს მკაცრი გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემადგენლობით სუფევდა დიადი ღმერთის - რას მეთაურობით. იქ იყვნენ თოტი, ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზის ქურუმები და ქვესკნელის მეუფე ოსირისი. მათთან ერთად სამსჯავროს ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ რომელიმე შეცოდებას განიკითხავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას, რომლითაც ამტკიცებდა თავის უცოდველობას. სამსჯავროზე რომ არ ემხილებინათ, იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42 ზებუნებრივ არსებას, რითაც ერთგვარად მათ გულს იგებდა.

ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, მართალი ადამიანის გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის სამსჯავროზე მას ბუმბული არ უნდა გადაეწოდებინა. განკითხვის დასასრულს თოტი და ანუბისი იწყებდნენ გულის აწონას. თუ დაიმსახურებდა, მიცვალებულისთვის საიქიოს კარი ღია იყო, თუ არა, ”სულთა მსვლეპი” იქვე შესანსლავდა ცოდვილ და უბედურ სულს."

0

Share this post


Link to post
Share on other sites

40367e1d8acd.jpg

სამარხის მხატვრობა,რომელიც გამოხატავს ოსტატებს ფარაონ ამენხოტენ მესამის სახელოსნოში.მწერალი იყენებს ბრინჯაოს ხარის თავს რომ აწონოს ოქროს ბეჭდები,მისს მარჯვნივ აკეთებენ ეგრედ წოდებულ "ჯედ" ანუ სტაბილურობის ბოძებს.ამდაგვარ ბოძებს უკეთებდნენ წარწერებს,მოხატავდნენ და მიცვალებულთან ერთად მარხავდნენ.ხოლო ქვემოთ ოსტატები ქმნიან მოზაიკურ ყუთებს,ვაზებს და სფინქსს.მარცხნივ,დამზადებულ ნივთებს ამოწმებს მამაკაცი.ეს მხატვრობა ნაპოვნია ნაბამუნის აკლდამაში,თებეში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

b85770736ad6.jpg

ეს ძველი სამეფოს დროის კედლის მოხატულობა არის სამარხიდან,რომელიც ოფიციალურად ცნობილია ინჰერკას სახელით.მარცხნივ მჯდომი ინჰერკა და მისი ცოლი გარშემორტყმულნი არიან თავიანი პატარა შვილიშვილებით,რომლებიც თამაშობენ და ხელში ჰყავთ ჩიტები.იმ დროისათვის დამახასიათებლად,ბავშვები არიან შიშვლები და ატარებენ თმას მოკლედ შეჭრილს,გამონაკლისია ტრადიციონალური თმის კულული.ინჰერკას შვილი დგას პირველი და მამას სთავაზობს დაპირებულ საჩუქარს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

287639d6e945.jpg

ახალი სამეფოს დროინდელი კედლის მხატვრობა,თებელი სამარხის მშენებელი და და მისი ცოლი იუნეფერეტი არიან ნაჩვენები სიკვდილის შემდგომ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"ძველ ეგვიპტეში დადგენილი იყო ადამიანის, მცენარისა თუ ცხოველის გამოსახვის წესები და კანონები. ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ეს კანონები მხატვარს, ერთი მხრივ, ეხმარებოდა ადვილად გამოესახა საგანი, მეორე მხრივ კი, ზღუდავდა მის შემოქმედებით შესაძლებლობებს.

ფარაონი ითვლებოდა ადამიანთა შორის უზენაეს არსებად. ამიტომ არ შეიძლებოდა მისი მიმსგავსება ჩვეულებრივი მოკვდავისათვის. რაგინდ უსახური, ხნიერი და დავრდომილი უნდა ყოფილიყო ფარაონი, ქანდაკება მას ძლიერ, ახოვან და მედიდურ მბრძანებლად წარმოაჩენდა. სახისათვის მეტი სიცოცხლის მისანიჭებლად, თვალებს ხშირად ძვირფასი ქვისას ან ბროლისასაც კი უკეთებდნენ, მაგრამ როდესაც ოსტატი ფარაონზე დაბლა მდგომთა გამოსახულებებზე მუშაობდა, იქ მეტი თავისუფლება ეძლეოდა და ისიც მეტ სიზუსტეს იცავდა."

c3f583c0174e.jpg

მაგალითად ეს მწერალი კაი,თუ დააკვრიდებით შეამჩნევთ თუ როგორ ბუნებრივად და შეულამაზებლად არის გამოხატული სხეულის ფორმები.ასეთ რამეს ვერ შეხვდებით ვერცერთი ფარაონის ქანდაკებებს შორის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორ თვეში დავდებ მაგარ რაღAცეებს :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძველი ეგვიპტის ხელოვნების ნიმუშების შესასწავლად საინტერესო მასალებს გვაწვდის სამარხების კედლების, სასახლეების, ტაძრების, საოჯახო ნივთების მოხატულობანი, ნახატები რელიეფებისათვის, პაპირუსებზე, აგრეთვე მრავალი ქანდაკება.

ეგვიპტელები თავიანთ ნახატებსა და სკულპტურულ ნამუშევრებს ღებავდნენ წესის თანახმად, რომლის მიხედვითაც მამაკაცის სხეული იფარებოდა მოწითალო-მოყავისფრო, ხოლო ქალისა _ ყვითელი ფერით, ტანსაცმლისა და სამკაულის მრავალფეროვნების გადმოსაცემად იხმარებოდა თეთრი, შავი, ლურჯი, წითელი საღებავები.

ძველი ეგვიპტელი მხატვრის ამოცანაში არ შედიოდა ცხოვრების რეალურად გამოსახვა. დედამიწაზე ცხოვრებას ეგვიპტელები აღიქვამდნენ როგორც დროებით ყოფას. მათივე წარმოდგენით, ძირითადი არსებობა იწყებოდა სიკვდილის შემდეგ. ამიტომაც იყო, რომ ფარაონი სიცოცხლეშივე იწყებდა საკუთარი სამარხის შენებას, რომელიც მხატვარს უნდა მოეხატა მისი დიდებულების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ნახატი, კედლის მხატვრობა თუ რელიეფი წარმოადგენდა მნახველისათვის არა ცხოვრებისეულ სურათს, არამედ თავისებურ წიგნს, რომელიც დაინტერესებულ პირს უამბობდა ფარაონის საქმიანობაზე, იმ ცნობილ მოვლენებზე, რომელიც ხდებოდა ქვეყანაში მისი ზეობის ხანაში. რამდენადაც გამოსახულებებს არ შეეძლოთ ეს ყველაფერი გადმოეცათ ზედმიწევნით სრულიად, კედლებზე, ნახატების გვერდით, მოცემული იყო იეროგლიფები, რომელიც ავსებდა გამოსახულებებს დამატებითი ინფორმაციით, რითაც იგი უფრო დაწვრილებით ხასიათს იძენდა.

ეგვიპტური ხელოვნება განსაკუთრებით გაიფურჩქნა ძვ.წ. აღ-მდე IV საუკუნეში ფარაონ ეხნატონის დროს. ამ პერიოდის ხელოვნების ნიმუშებში წინა პლანზე წამოიწია რეალურმა სამყარომ. იმ პერიოდის სხვადასხვა ნაწარმოებებს შორის შეიქმნა ფარაონის მეუღლის ნეფერტიტისა და მისი ქალიშვილის განუმეორებელი გამოსახულებები.

ამენხოტენ IV იყო მეათე ან მეთერმეტე ფარაონი XVIII დინასტიიდან.მან ცოლად შეირთო ნეფერტიტი და გახდა ფანატიკოსი ძველი ეგვიპტის ღმერთის -ათენის,მზის დისკოს ღმერთი.გადაირქვა სახელი "ახენ-ატენ" (ის,რომელიც ემსახურება ატენს) ღმერთის საპატივცემულოდ.(აგრეთვე იხსენიება ახენატენ,ახანატენ,იხნატენ )ახენატენის პერიოდში ძვ.წ. 1379 წლიდან,ატენი (ატონი) გახდა მთავარი და ერთადერთი ეგვიპტის ღმერთი.მან ასევე შეცვალა დედაქალი.

807de66de9ea.jpg

მას მარფანის სინდრომი სჭირდა,ჰქონდა უჩვეულოდ გრძელი სახე და ხელ-ფეხის თითები.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

0704fd01ec66.jpg

ულამაზესი ნეფერტიტი

a74f756ee9eb.jpg

ახენატონი,ნეფერტიტი და მათი სამი ქალიშვილი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მას უკავშირდება სოციალური და რელიგიური ცვლილებები,რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედრობე მხატვრობასა და სკულპტურაზე.ტრადიციული მკაცრი პოზები იქნა მთლიანად აღმოფხვრილი.ახენატონი მხატვრებს ავალებდა დაეხატათ ის ნატურალურად,ბუნებრივად,ჩვეულებრივ პოზაში,ფიზიკური ნაკლების გამოხატვით,როგორც ვთქვათ მუცელი,ზემოთ დადებულ სურათზე.ეს უნიკალური სტილი ეგვიპტურ მითოლოგიაში ცნობილია როგორც ამარნას სტილი.

d5bb29a382d1.jpg

ეს სკივრიც ამარნას პერიოდს მიეკუთვნება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მის მმართვლობას ბნელი მხარეებიც გააჩნდა.მან დაანგრია პრაქტიკულად ყველა ღმერთის ტაძარი,მათ შორის ამონისაც,დინასტიის მთავარი ღმერთის.მან სიტყვა "ღმერთები" მრავლობითი ფორმით ამოშალა წარწერებიდან.თუმცა მისი რეფორმები მხოლოდ სიცოცხლეში იქნა გატარებული,სიკვდილის შემდეგ ეგვიპტელები დაუბრუნდნენ ადრინდელ კულტურას,მისმა შვილმაც კი შეიცვალა სახელი და რელიგია.ტუტანხატონი (ცოცხალი ხატი ატონისა) გახდა ტუტანხამონი.

d3eb10339fe7.jpg

ეხნატონი წოდებულ იქნა პირველ მონოთეისტად ამ მიზეზით,ის თვლება წინამორბედი იუდეურ-ქრისტიანული მონოთეისტური ტიპისა.ზიგმუდ ფროიდი ირწმუნებოდა (მოსე და მონოთეიზმი) რომ მოსე იყო ეგვიპტელი,რომელმაც მიიღო თავისი რწმენა მისგან.ხოლო ცნობილი ოკულტისტი ალისტერ კროული თვილდა რომ მოსე წინა ცხოვრებაში ეხნატონი იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მას უკავშირდება სოციალური და რელიგიური ცვლილებები,რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედრობე მხატვრობასა და სკულპტურაზე.ტრადიციული მკაცრი პოზები იქნა მთლიანად აღმოფხვრილი.ახენატონი მხატვრებს ავალებდა დაეხატათ ის ნატურალურად,ბუნებრივად,ჩვეულებრივ პოზაში,ფიზიკური ნაკლების გამოხატვით,როგორც ვთქვათ მუცელი,ზემოთ დადებულ სურათზე.ეს უნიკალური სტილი ეგვიპტურ მითოლოგიაში ცნობილია როგორც ამარნას სტილი.

d5bb29a382d1.jpg

ეს სკივრიც ამარნას პერიოდს მიეკუთვნება.

აუ რა მაგარია, მეც მინდა ეგეთი სკიური , სახლში... :|

ყოჩაღ, რა გიმუშავია :*

0

Share this post


Link to post
Share on other sites

jevrie

ჰო,მეც საშინლად მომინდა :შ

სიამოვნებით მოვიპარავდი :D

b78640b99451.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0