Sign in to follow this  
Followers 0

მესამე მსოფლიო ომი

88 posts in this topic

საინტერესოა სად და როგორ იგრძნობა ამ მოსალოდნელი ომის ნიშნები? როგორ შევიტყობთ მის მოსვლას? როგორც ქუხილს ღამით? თუ გვესტუმრება როგორც მპარავი ღამით ( აქ ბიბლიას მოვიშველიებ, უმორჩილესად) გაუთავებელი ეთნოკონფლიქტები ( ავღანეთი,ერაყი, აფრიკის ქვეყნები,აზიის არასტაბილური სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ატმოსფერო) ტერორიზმი-რასაც საფუძვლად ფუნდამენტალური მოძღვრება უდევს, მიზნად ისახავს ურწმუნოების ( ძირითადად ებრაელების და ქრისტიანების) ამოწყვეტას ან უკეთეს შემთხვევაში მათ "ჭეშმარიტ" სარწმუნოებაზე მოქცევას( დიდი ჰაჰა აქა :D )

გავაგრძელებ......................

შიმშილობა, ბუნებრივი კატასტროფების მატება ( შეიძლება მეორედ მისვლის ნიშანიც იყო, ზუსტად არავინ ვიცით .ეს უფლის ნებაა) ბუნებრივი რესურსების არათანაბარი გადანაწილება და მათი მოპოვების მიზნით წამოწყებული ომები( ერაყი :rolleyes: ) გეოპოლიტიკური მდებარეობების კონტროლი და გადანაწილება ( ავღანეთი, :rolleyes: ზოგადად ცენტრალური აზია, ახლო აღმოსავლეთი ................. და რათქმა უნდა ჩვენი სამშობლო საქართველო)

სამწუხაროდ ნავთობით და გაზით მდიდარი, ალაჰ-ისტების :D მიერ მსოფლიო ეკონომიკის შანტაჟი

არანორმალური ქვეყნების თუ საზოგადოების მიერ მასობრივი განადგურების, ქიმიურ თუ ბიოლოგიური იარაღზე მუშობა ( ჩრ. კორეა, ირანი ხმები დადის სხვა აფრიკის თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზეც, სირია,ლიბია) აღსანიშნავია რომ ამ ქვეყნებს დახმარებას ევროპის wanna be ჟანდარმიც უწევს, საწყალს უწინდელი დიდება სწადია და ლა ქნას NEVER GONNA HAPPEN

პ.ს. ატომური იარაღის ქონა/ყოლა არც ისრაელს უღიარებია, მაგრამ მათ გონებრივ წონასწორობაში ეჭვი არ მეპარება. თქვენ?

აზიის ეკონომიკური უსწრაფესი დაწინეურება. ინდოეთს და ჩინეთს ვგულისხმობ, პრინციპში ინდოეთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ცოტა აქცენტის მორბილებას და ინგლისურის დახვეწას კი ურჩევდი ხო და მოდის სწორად გაგებას :D ბოტასები შარვალ კოსტუმს არ უხდება. მოკლედ თემიდან რომ არ გადაუხვიო...............ხო ჩინეთი ეხლა ან როგორც მე მას უწოდებ: კომუნიზმის და კაპიტალიზმის ძალით თუ უნებლიედ შექმნილი ჰიბრიდი ან კვაზიმოდო არჩევანი თქვენია. ყველაზე მეტად ეს ქვეყანა მაღელვებს და რატომ...............მხედველობაში არ მაქვს მათი საქართველოში მატება, ეგ მთავრობას შესჩივლეთ..............მომავალ მთავრობას.

ჩინეთი არის ის სახელმწიფო რომელიც ეხლა იწყებს კაი საჭმლის გემოს გაგებას, უზარმაზარ მოსახლეობას დიდი რესურსები სჭირდება რომელიც რაც არ უნდა შოკის მომგვრელი იყოს ჩინეთს არ აქვს ნუ გარდა ქვანახშირისა ( და 20 მილიარდი ბარელი ნავთობისა რაც დიდი არაფერია) , სადაც მესამე ადგილს იკავებს. ჰამბურგერებით გამძღარი ამერიკის და ახლად მოსულიერებული მომაკვდავი გედის :D რუსეთის უკან, რომელსაც თვალები ბოლომდე არ დაუჭყეტია და ნარკოზის სუნი ჯერ კიდევ ასდის თუ ეს მის მიერ ჩვეულებისამებრ გამოჩენილი რასიზმის, ქსენოფობიის და შოვინიზმის სურნელია? ჰაჰ . ჩინეთის შემუშავებულმა პროგრამამ "ერთი ოჯახი ერთი ბავშვი" კი გაამართლა 300 მილიონი ახალშობილისგან იხსნა ჩინეთი და საერთოდ მსოფლიო,მაგრამ მოსახლეობა მაინც კატასტროფულად მატულობს და უკვე მსოფლიო მოსახლეობის 20% შეადგენს. ამ ყველაფრის ფონზე მიმდინარეობს ჩინეთის მიერ კოსმოსის დაპყრობა და სწრაფი მილიტარიზაცია. ჩინეთის ოფიციალური პირების მიხედვით სამხედრო ბიუჯეტი 30-40 მილიარდი $ ფარგლებში მერყეობს , ნწუ ნწუ ნწუ რატომ გვატყუებთ ? რიცხვი 100 მილიარდს აჭარბებს და მხოლოდ აშშ-ს თუ უთმობს პირველ ადგილს......................ჯერჯერობით.

ჩინეთს როგორც მსოფლიოს მომავალ სოლო თუ ერთ-ერთ ( ამერიკას და ევროკავშირს ვგულისხმობ, რუსეთის ფანებო გთხოვთ უკანა რიგები დაიკავეთ :D ) ზესახელმწიფოს აურაცხელი რესურსი სჭირდება რათა თავის მიერ შექმნილი ეკონომიკა -ანუ გრენდაიზერი :D აცოცხლოს, ამ ძიებ ძიებაში კი მიადგება რუსეთს რომელსაც საკმაოდ უპრობლემოდ აახევს( ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) რესურსებით მდიდარ ციმბირს, რადგან ამ რეგიონში რუსების დეპოპულაცია მიმდინარეობს. რუსეთის დამარცხებით გზა ეხსნება ევროპაზე( დანარჩენ კონტინენტებზე არ ვისაუბრებ, სამხრეთ ამერიკა დაბოლილი დადის კოკა კაბანას პლიაჟებზე, ავსტრალიაში კოალა დათვები ბობოქრობენ და აფრიკიდან კიდე აფრიკელები გარბიან, იმ ნილოსმა რამდენი ადამიანიღა უნდა დაიტიოს კალაპოტში. სიმართლე გითხრათ არც ევროპას აქვს რესურსები მაგრამ პარიზის ნახვა ხომ ერთ მესად მაინც ღირს :rolleyes: ) რაც ამერიკის მოედანს წარმოადგენს აი მესამე მსოფლიო ომსაც აქ ვხედავ. ადრე თუ გვიან მოხდება ამ ორი გიგანტის დაჯახება თუნდაც რომელიმე სხვა ქვეყანაში. ჰამბურგერი VS ლოუ მეინს, კეჩუპი VS სოიო სოსს , ლევისი VS პატენტ ლევის :D , ჯენერალ მოტორსი VS ჩერის ( ააააპა რავა მანქანებსაც აწყობენ)

ტაიფუნი გვიახლოვდება აღმოსავლეთიდან......................................

წითელი ჩინეთის სახელით..................და იგი სმენა გაგონებას ( მონა მორჩილობას) შეუმჩნევლად ითხოვს( მოითხოვს)

საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე, ალაგ ალაგ ეკონოიკური ასპექტებიც განვიხილე, ტაკ შტო შეგიძლიათ ან ეკონომიკის განყოფილებაში გადაიტანოთ. ისე აქ თუ დატოვებთ კარგი იქნება.

აბა ნიკას თქვენი აზრი აინტერესებს ამ არანორმალური სამყაროს შესახებ.......................... please go on

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბრავო მომეწონა მაგარი პოსტია და თემაც კაი იქნება დარწმუნებული ვარ :)

რაც შეეხება იმას რომ რუსეთმა არამგონია სიბირ უმტკივნეულოდ დაუთმოს ჩინეთს, რაი ვიცი, გედი სიკვდილის წინ ერთხელ მაინც წაიმღერებსო, ხოდა რუსეთმაც რაღაც არანორმალურად არ წაიმრეროს მერე,

თან რასია ყველაზე არაპროგნოზირებადი ქვეყანაა

(გამოვირვიძო მეიცა :))

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რუსეთის დაქცევა ადრეულ ეტაპზე ამერიკასაც ძალიან გაახარებს, მაგრამ ჩინეთის ევროპისკენ წაწევა არც ისე. ციმბირი რუსეთის ტერიტორიის 77% მოიცავს და მოსახლეობის მხოლოდ 27 %, მათ შორის 6 მილიონ ჩინელს. რუსეთს ადრე თუ გვიან გაუჭირდება ამ ტერიტორიების გაკონტროლება. ნავთობით მოპოვებული ფული კიდევ სადამდე გაძლებს? ეკონომიკის 6.7%-იანი ზრდის მიუხედავად ინფლაცია გაცილებით მაღალია 12.3% და რუბლის გამყარებაც შეუძლებელი ჩანს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"დაელოდე სანამ შენი მტრის კუბოს შენს ფანჯრებთან არ ჩაატარებენ". მგონი ასეა ქართულად ეს ჩინური სიბრძნე :). ჩინელები საუკუნეებია ამ სიბრძნით ცხოვრობენ და არა მგონია ჩვეულებას უღალატონ. რა საჭიროა ომი როცა შეიძლება ნელნელა მთელი დედამიწა ჩაინათაუნად გადააქციო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა საჭიროა ომი როცა შეიძლება ნელნელა მთელი დედამიწა ჩაინათაუნად გადააქციო.

ბევრ დიდ ქალაქში არსებობს ჩაინა-თაუნი, მაგრამ ასეთი სწრაფი მილიტარიზაცია ალბათ მიზნის უფრო სწრაფ მიღწევას გულისხმობს

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბევრ დიდ ქალაქში არსებობს ჩაინა-თაუნი, მაგრამ ასეთი სწრაფი მილიტარიზაცია ალბათ მიზნის უფრო სწრაფ მიღწევას გულისხმობს

არც იმდენად სწრაფია. უფრო სწორად თანამედროვე სტანდარტებზე გადაყავს თავისი ჯარი. ისევე როგორც მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები. აბა საბჭოთა კავშირის გამონაცვალი როდემდე ატაროს :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა საბჭოთა კავშირის გამონაცვალი როდემდე ატაროს

აუჩ :D ეგ მწარე იყო :D

ეკონომიკის ესეთი ბუსტი, მშენებლობის აღმავლობა, კავშირგაბმულობის, ტექნიკის ............................... ეს ყველაფერი რისთვის უნდათ, თუ მსოფლიოს ვერ გაუზიარეს :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯერ მსოფლიოსგან იზიარებენ, მერე ვნახოთ რა შეუძლიათ. თორემ აგვიკლეს ტრაბახით: ქაღალდი ჩვენიაო, კომპასი ჩვენიაო, დენთი ჩვენიაო და რა ვიცი პატარა ბავშვივით ყველაფერზე ჩვენიას იძახიან :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბევრი მეცნიერის აზრით ვუახლოვდებიტ ჩვენ ამ მესამე გლობალურ ომს.

ამის ნიშნები არის: ჰეგემონი (ა.შ.შ) თავისი ჰეგემონობის განმტკიცებისას აწყდება ზედმეტ ვალდებულებას - ტერორიზმთან ომის მოთავეობა. ეს კიდე მოურჩენელი ჭირია და ეს ჰეგემონიც სუსტდება. მეორე ნIშანი კი არის უკვე სხვა ქვეყნების პრეტენზიები ჰეგემონობაზე. მერე თუ კარგად მახსოვს ვიტარება ამ პრეტედენტებს და არსებულ ჰეგემონს შორის იძაბება და ხდება ომი. ნუ წინა გამოცდილების მიხედვით ასეა.

მაგრამ იგივე საბჭოეთის დაშლის მაგალითი გვიჩვენებს რომ შეიძLება ძლიერებს შორის არ მოხდეს სამხედრო დაპირისპირება. ამას უფრო ეკონომიკური ფორმა ექნება.

მაგრამ უმთავრესი საფრთხე ეს მუსლიმური სამყაროა Yავისი რადიკალიზმით და მიმაჩნია რომ დაპირისპირება არა რუსეთს, ა.შ.შ. ჩინეთს და ევროპას შორის არამედ არაბულ სამყაროსთან მოხდება. ანუ "ცივილიზაციათა ომი". მემგონი ამ ომში დასავლეთი და რუსეთი ერთად იქნება აი ჩინეთი კიდე ჩორწიკ ზნაეტ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბალკანეთის კომლიქტი მოედება კავკასიას, შემდეგ ირანს და დაიზყება მესამე მსოფლიო ომი!

დავაკონკრეტებ:

სერბეთი შეუტევ ალბანეთს!

აზერბაიჯანი სომხეთს!

საქართველო აფხაზეთს!

ამერიკა ირანს!

რუსეთის, იმიერ კავკასიის რეგიონი "აფეთდება".

არაბული სამყარო ისრაელს შეუტევს!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუუუ რა წინასწარმეტყველებააააა იყოო :D :D :D :D :D საიდან ამდენი ინფორმაცია :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სერბეთი შეუტევ ალბანეთს!

აზერბაიჯანი სომხეთს!

საქართველო აფხაზეთს!

ამერიკა ირანს!

რუსეთის, იმიერ კავკასიის რეგიონი "აფეთდება".

არაბული სამყარო ისრაელს შეუტევს!

კუვშებს ხომ არ ჩამოვიდეთ ა?. . . .

სორი ოფისთვის. .. .

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აზერბაიჯანი სომხეთს!
რუსეთის, იმიერ კავკასიის რეგიონი "აფეთდება".

დროის საკითხია

არაბული სამყარო ისრაელს შეუტევს

ეს ერთხელ უკვე მოხდა და ისრაელმ 6 დღეში ერთმანეთზე მიაწვინა ბურკიანი თათრები :D ეხლა ატომურ იარაღსაც ფლობს და ამერიკასთანაც აქვს ახლო კავშირები

საქართველო აფხაზეთს

ეს ბოდიში და რუსეთზე შეფურთხებაა :D მაგასაც მოვესწრებით

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა მესამე?

მესამე და სამართალიო . ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაშინ ნემეცის მოუგია მესამედ მაინც

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რაც მოხდება რელუგიური იქნება ... როგორც ერაყშია ახლა რელიგიური იმო შიიტ-სუნიტების დაპირისპირება ისე იქნება მერეც მოიცავს მსოფლიოს ყველა ვარიანტში თუ ეს მოხდა მუსულმან ქრისტიანთა დიდი ბრძოლა იქნება აპოკალიპსის წინა პერიოდი ბირთვული ომი... ასეა ნაწინასწარმეტყველები... წუმწუმი იქნებაო.. მჟავა და ქიმიური იარაღი იგულისხმება ბოლო ჟამს მოხდება დიდი ბრძოლა...სამყარო განადგურდება.. ბიბლიურად ასეა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რაც მოხდება რელუგიური იქნება ... როგორც ერაყშია ახლა რელიგიური იმო შიიტ-სუნიტების დაპირისპირება ისე იქნება მერეც მოიცავს მსოფლიოს ყველა ვარიანტში თუ ეს მოხდა მუსულმან ქრისტიანთა დიდი ბრძოლა იქნება აპოკალიპსის წინა პერიოდი ბირთვული ომი... ასეა ნაწინასწარმეტყველები... წუმწუმი იქნებაო.. მჟავა და ქიმიური იარაღი იგულისხმება ბოლო ჟამს მოხდება დიდი ბრძოლა...სამყარო განადგურდება.. ბიბლიურად ასეა

მასალა მიუთითე, სად წაიკითხე ეს?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მასალა მიუთითე, სად წაიკითხე ეს?

ერთმა ახლობელმა მათხოვა საპატრიარქოს კურთხზევით გამოცემული წიგნები არც სათაური მახსოვს და დავაბრუნე კიდევაც უკან

0

Share this post


Link to post
Share on other sites

NACIONAL WARRIOR

აააა გასაგებია უკვე ყველაფერი :) გეტყვი რომ ნახევარი ტყუილია და ხალხის დასაშინებლადააა დაწერილი, რადგან ძალიან ბევრი ისეთი ლიტერატურა გამოდის რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ხალხის დასაბნევად არის დაბეჭდილი, რომლებიც სამწუხაროდ მრავალდ იყიდება ტაძრებში და ეს რომ არ მოხდეს საპატრიარქომ მიმართა ზომეს და შეეცადე იყიდო (თუ გინდა საერთოდ) ისეთი წიგნები რომელსაც ზედ აქვს რომელიმე მღვდელმთავრის ან მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევა და საპატრიარქოს პეჭედი უკანასკნელს მიაქციე ყურადღება რადგან იყო შემთხვევები როდესაც მის უწმინდესობას მიუტანეს ვითიმ მისი ლოცვა-კურთხევით გამოშვებული წიგნი არა და ეს ტყუილი აღმოჩნდა ასე რომ ძალიან ყურადღებით და თუ მართლა გაინტერესებს მაშინ აიღე მოძღვრიგან კურთხევა და წაიკითხე "გამოცხადება იოანესი"

სათაურსაც გეტყვი მაგ წიგნს ერთქვა საქართველო მეორედ მოსვლის წინ და გმოშვებული იყო რედაქციის მგონი ესე ერქვა "აცხოვნე სული შენი" :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სათაურსაც გეტყვი მაგ წიგნს ერთქვა საქართველო მეორედ მოსვლის წინ და გმოშვებული იყო რედაქციის მგონი ესე ერქვა "აცხოვნე სული შენი"

არა არაა ეგ... სხვა წიგნი იყო და მერე დავწერ თუ ვნახე...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

წმინდა მამების წინასწარმეტყველება იყო მეორედ მოსვლაზე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

NACIONAL WARRIOR

ხო ნახე აბა მაგ წიგნის I გვერზე როგორცვე გადაშლი ვისი კურთხევითაა გამოშვებული და ბეჭედი თუ აქვს საპატრიარქოსი :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა ნიკას თქვენი აზრი აინტერესებს ამ არანორმალური სამყაროს შესახებ

აი რა საინტერესო რამეს წავაწყდი :D :lol:

"მსოფლიო 2020 წელს: მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები

როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში? ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა მნიშვნელოვანია დღევანდელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ამ გადაწყვეტილებების ხასიათზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ქვეყნის და პლანეტის მომავალი. ...

XX სუკუნის შუა ხანებში სცადეს "ფუტუროლოგიის", ანუ მომავლის შესახებ მეცნიერების შექმნა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. მომავლის შესახებ ინფორმაცია ძირითადად წარსულში და დღეს მიმდინარე პროცესებიდან შეიძლება მივიღოთ. ამავე დროს მოვლენათა განვითარება დამოკიდებულია იმ მოულოდნელობებსა და სიახლეებზე, რაც გარდუვალად მოხდება მომავალში. ამის გათვალისწინება კი ძალზედ ძნელია. ...

რაც უფრო შორეულ პერიოდს შევეხებით, მით უფრო ძნელი იქნება ზუსტი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ 10-15 წლის შემდეგ მსოფლიოს სავარაუდო სურათის წარმოდგენა მეტ-ნაკლებად ობიექტურადაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაშიც აისახება სავარაუდო სცენარები, ანუ მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტები.

შევჩერდეთ ერთ-ერთ ასეთ პროგნოზზე. 2006 წლის ივნისში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვოსამმართველოსთან მომუშავე ეროვნულმა სადაზვერვო საბჭომ წარმოადგინა მოხსენება "გლობალური მომავლის სურათები", სადაც მოცემულია 2020 წლამდე მსოფლიოს განვითარების 4 სცენარი. გამოკვლევა რამოდენიმე წელი მუშAვდებოდა ასეულობით ანალიტიკოსის, სხვადასხვა უწყებებისა და ექსპერტების მიერ.

პირველ სცენარს "დავოსის მსოფლიო" ეწოდება. დადგა 2020 წელი. გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია. მასში აქტიურად მონაწილეობენ ინდოეთი და ჩინეთი, ეკონომიკის ზრდის ტემპებით რომ დიდი ხანია ევროპას გაუსწრეს და აშშ-ს ამოსდგომიან კვალში. სწორედ აზიაში იქმნება ახალი მარალი ტექნილოგიები, ყალიბდება უმსხვილესი წარმოებები. დოლარი აღარ არის წამყვანი ვალუტა, რისი წყალობითაც ჩინეთმა და ინდოეთმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი გავლენა მთელს მსოფლიოში.

მეორე სცენარს ეწოდება "მსოფლიო ამერიკულად". მოდის 2020 წელი. აშშ-ის სიძლიერე უდავოა. ამერიკას მსოფლიოს ბედ-იღბალი უპყრია ხელთ. გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს ვაშინგტონი. ბუზღუნებენ ევროპაში, ჩინელები და ინდოელები ცდილობენ დაეწიონ აშშ-ს, ღარიბ ქვეყნებში კი ამერიკელები საშინლად სძულთ (:D).

მესამე სცენარი - "ახალი ხალიფატი" - ახდენსიმ საფრთხის გამძაფრებას, რომელიც ფაქტობრივად არ იყო გავალისწინებული I სცენარში და რამაც არარეალური გახადა II სცენარი. 2020 წელი: რადიკალური ისლამისტები ტრანსნაციონალურ თეოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან. მთელი არაისლამური სამყარო "ხალიფატის" მტრად ცხადდება და მის წინააღმდეგ ტერორისტულ ომს ეწევიან. მუსულმანური თემები ევროპას "აზანზარებს", გლობალიზაციის პროცესი ძალიან შენელდა. თვითონ "ხალიფატშიც" უთანხმოებაა, რელიგიური დაპირისპირებაა სუნიტებსა და შიიტებს შორის, ყველგან ეკონომიკური დაქვეითება და სოციალური რყევებია.

მეოთხე სცენარი - "შიშის სპირალი" - კიდევ ერთი საშინელი ვარიანტი. 2020 წლისათვის ერთიანი მუსულმანური "ხალიფატი" საბოლოოდ მაინც ვერ წარმოიქმნება და მთელი რეგიონი ახლო აღმოსავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე არასტაბილურობაისა და ძალადობის გიგანტურ კერად ქცეულა. ყველა ყველას წინააღმდეგია. გიზგიზებენ რეგიონალური და ლოკალური ომები. მსოფლიო ეკონომიკა და ფინანსრუი სისტემა უსასტიკდეს კრიზისშია... "

აბა როგორია მომავლის სურათი? :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სრულიად ამერიკული, უაზრო და უსაფუძვლო

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0