Sign in to follow this  
Followers 0

მუსიკის გენიოსი Parov Stelar !

39 posts in this topic

პაროვ სტელარი(Parov Stelar) იგივე მარკუს ფიურენდერი (Marcus Füreder) არის მუსიკოსი ავსტრიიდან. მისი მუსიკა ხასიათდება თავისუფალი ჯაზით რომელსაც უერთდება ბრეიქბითის და ჰაუსის რიტმები.

პ.ს რამდენადაც ჩემთვის ცნობილი ამ ჯგუფს უკავშირდება ტერმინი ფსიქოდელური ჯაზი (მაგრამ ვიკიში არაფერია ნახსნები ამაზე)

შემადგენლობა :

Marcus Füreder

Markus Ecklmayr

Beate «Bea» Baumgartner

Stefan Hölzl

Andreas Lettner

Parov%20Stelar1.jpg

დისკოგრაფია:

2004: Rough Cuts (CD, Etage Noir Recordings)

2005: Seven and Storm (CD, Etage Noir Recordings)

2007: Shine (CD, Etage Noir Recordings)

2008: Daylight (CD, Rambling Records)

2009: That Swing

2009: Coco (2xCD, Etage Noir Recordings)

ჯაზისა და ჰაუსის რაციონალური ნაერთი ბევრად უფრო რთული რამაა, ვიდრე ეს პირველი შეხედვიდან ჩანს. ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, რომ ორივე სტილის მთავარი ელემენტები გააერთიანო და, ამავე დროს, თავი აარიდო შაბლონური და იაფფასიანი ჩანაწერის შექმნას. ყველაფერი შეიძლება ლიფტში მოსასმენი მუსიკით (ე.წ. მუზაკით) დამთავრდეს, ასეთი საშიშროება კი ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული. ფაროვ სტელარს, რომელიც ასევე მარკუს ფურედერის სახელითაა ცნობილი, მისი უნიკალური ესთეტიკის წყალობით ასეთი საფრთხე არასოდეს დამუქრებია.

ამ განსხვავებული სტილების შეერთების უნარით მრავალი ხელოვანი როდია დაჯილდოვებული. მათ შორის ყველაზე ცნობილია სენტ ჯერმაინი, თუმცა ამ ფრანგი მუსიკოსის მუშაობის მეთოდები სრულიად განსხვავდება ფაროვ სტელარის მეთოდებისაგან. პირველი თავის ჩანაწერებში მეტად ფრთხილად ირჩევს თბილ და ადვილად ამოსაცნობ მელოდიებს, მაშინ როდესაც ავსტრიელი მუსიკოსი თავის ჯაზს (Groove-Cutups) ჰაუზის მყარ საფუძველზე აგებს.

ფაროვ სტელარის ჩანაწერების სტრუქტურაზე ყურადღებით დაკვირვების შედეგად ამოიცნობთ იმ ჩარჩოს, რომელსაც ფესვები ჰიპ ჰოპში, ტექნოსა და უფრო ექსპერიმენტალურ Clicks’n’Cuts -ში უფრო აქვს გადგმული, ვიდრე ჯაზის გათანამედროვებულ თუ ევოლუციურ პროდუქტს წარმოადგენს. იწყებს რა სავალდებულო რაუნდით, ის კომპოზიციას მოდულაციის გზით კი არა, ორნამენტების დამატებით ავითარებს. მართალია კომპოზიცია იხვეწება და უფრო ინტენსიური და მრავალ-პლასტიანი ხდება, ფაროვ სტელარი არსოდეს არ ჩქარობს, არამედ ახალ ფორმებს ქმნის და მსმენელს ამაღელვებელ მოგზაურობაში მიუძღვება. განსაკუთრებული მგრძნობიარობისა და ფართო მუსიკალური განათლების ასეთი კომბინაცია მისი უნიკალური ნიჭის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

მაგალითისათვის ავიღოთ “Wanna Get” - ფაროვ სტელარის ყველაზე უფრო ცნობილი ჩანაწერი. ფაროვი მას მარტივი ჰაუს-ბითისა და დასარტყმელი ინსტრუმენტების კომბინაციით იწყებს. ამას უმატებს ბასგიტარის ჩახვეულ ხაზს, იყენებს წყვეტას რათა შემოიყვანოს სხვადასხვა ტიპის დასარტყმელი ინსტრუმენტები, ხოლო ფორტეპიანოს პარტიის შემდეგ შემოდის საყვირი, როგორც ჩანაწერის სასიცოცხლო ელემენტი. სანამ ამ ელემენტების მომაჯადოებელი ხიბლის შეცნობას მოასწრებდეთ (თუკი ჯერ კიდევ გონი არ დაგიკარგავთ) ფაროვ სტელარი ახალ პაუზას იყენებს, რათა მეორე ვოკალი და სიმებიანი ინსტრუმენტები შემოამატოს. სულ ესაა რაც მას სჭირდება შესანიშნავად შესრულებული, “ფაროვ სტელარიეული” ჯაზ-ჰაუზის შვიდი წუთის შესაქმნელად – ესაა მისი მუსიკალური ნამუშევრის ძირითადი კომპონენტი და სპექტრი, რომელიც ხასიათდება ძლიერი და ინტიმური სიმღერის სტრუქტურაზე აგებული მომენტებით.

სწორედ ამგვარად ფაროვ სტელარი აუდიტორიის პოლარიზაციას ახდენს, ჯაზისადმი მისი არადოგმატური მიდგომა კი მას სცენაზე კონსერვატიულ ვოკალს უპირისპირებს. თუ ვინმეს პოპლარული სიმღერების ნიმუშების გამოყენება ორიგინალისადმი პატივის მიგებად არ მიაჩნია, ეს ყველაფერი შეიძლება მაინცადამაინც დამაჯერებელად არ მოეჩვენოს.

ფართო მუსიკალური სპექტრის ილუსტრირებით და მუსიკის შექმნისადმი დახვეწილი მიდგომის გამოყენებით მარკუს ფურედერი საუკეთესო ჩანაწერებს აკეთებს “Etage Noir Special Records” სტუდიაში Cash Candy-ს ფსევდონიმით. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა მისი უნარისა მოახდინოს განსხვავებული მიმდინარეობისა და სტილის ინტეგრირება და სიცოცხლის დუალიზმი ასახოს თავის ნამუშევრებში, თანაც ყოველთვის ახსოვდეს დიუკ ელინგტონის დევიზი: “რასაც სვინგი არ ახლავს, არაფრადაც არ ღირს”.

მისი მუშაობის არაორთოდოქსული მეთოდების ერთ-ერთი დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ 2005 წელს მარკუს ფურედერმა ‘ფაროვ სტელარ ლაივ ბენდის’ შექმნა და ‘ეიფორიული’ კონცერტები გამართა სტამბულში, მექსიკოსა და მთელს ევროპაში, რომლებმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ამის წყალობით დღეს ის ავსტრიის ყველაზე უფრო წარმატებულ მუსიკალურ ექსპორტს წარმოადგენს.

მარკუს ეკლმაიერი – საქსაფონი

შტეფან ჰოელზლი – ბასი

ევა კლამფერი – ვოკალი

ანდრეას ლეტნერი – დასარყამი ინსტრუმენტი

ფაროვ სტელარი - turntables

http://www.offline.ge/2009/12/28/parov-stelar.html' rel="external nofollow">

PAROV STELAR

1

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი ჯგუფია, მე მომწონს მათი სიმღერები. ვინც არ იცით გირჩევთ ნახეთ : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდებიიი............მიყვარს :wub: :wub: :wub: :wub: :wub: :wub:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან მაგარი ჯგუფია, მე მომწონს მათი სიმღერები. ვინც არ იცით გირჩევთ ნახეთ : )

არ მეგონა რო შენც უსმენ მაგას , Bon Jovi 4EVER და რამე :D :D :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ მეგონა რო შენც უსმენ მაგას , Bon Jovi 4EVER და რამე :D :D :D

შენ ხმას როგორ იღებ მუსიკაზე ? :D :huh:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
შენ ხმას როგორ იღებ მუსიკაზე ? :D :huh:

მე ძმაო სხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენ ტაკ ჩტო არ უნდა ვიკამატოთ :blink: :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე ძმაო სხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენ ტაკ ჩტო არ უნდა ვიკამატოთ :blink: :D

არ გეკამათები. შენ მუსიკაზე როგორ უნდა გეკამათო? :sm (1): :sm (23):

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აქ არ გინდათ რა ბავშვებო...არ იჩხუბოთ :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აქ არ გინდათ რა ბავშვებო...არ იჩხუბოთ :D

არა :D გარეთ გავალთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აქ არ გინდათ რა ბავშვებო...არ იჩხუბოთ :D

ნუ ინერვიულებ ხელს არ ავწევთ ერთურთზე B) :lol:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნუ ინერვიულებ ხელს არ ავწევთ ერთურთზე

დავწყნარდი :42:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
დავწყნარდი :42:

მშვენიალურია : ))

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მშვენიალურია : ))

ღვთაებრივია :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ღვთაებრივია :D

იდეალურია ,სექსუალურია,გაფუჩებულია,დებ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იდეალურია ,სექსუალურია,გაფუჩებულია,დებ
0

Share this post


Link to post
Share on other sites

იდეალურია ,სექსუალურია,გაფუჩებულია,დებ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ლუკააა, გშია? : ))

ხო უეჭველი შია :Dან საჭმელი ან სიგარეტი :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხო უეჭველი შია :Dან საჭმელი ან სიგარეტი :D

ისადა გავფლუდეთ უკვე :D ხოდა რაც შეეხება ჯგუფს ეტყობა არ იციან აქ :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხალხო მუსიკის განყოფილებაში ხართ :e:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო გავაოფეთ ძაან :D

აიიი ლუკას ამათი ერთი ტექსტი უნდა და გადავყევი იმის ძებნას :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხო გავაოფეთ ძაან :D

აიიი ლუკას ამათი ერთი ტექსტი უნდა და გადავყევი იმის ძებნას :D

ვერც მე ვიშოვე :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხო გავაოფეთ ძაან :D

აიიი ლუკას ამათი ერთი ტექსტი უნდა და გადავყევი იმის ძებნას :D

Parov Stelar - Love , ამ სიმღერის ტეკსტს ვინ მიშოვის? :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვერც მე ვიშოვე

შენც გთხოვა?რა უცნაური ბავშვია რა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
შენც გთხოვა?

:lol: აბა მარტო შენ კი არა.. კაი ვსო გავედი თორე ვორნი მოფრინავს :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მუსიკის გენიოსი

ტრუხა მუსიკაა....და გენიალიზმზე საუბარი უბრალოდ ალოგიკურია;..

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0