ისლამი

250 posts in this topic

[b]ბალანსი ფიზიკურსა და სულიერს შორის [/b]

ჭეშმარიტად ცოცხლობ, როცა გულისთქმას მიჰყვები, ანუ მორწმუნეობრივი ცხოვრებით ცხოვრობ. თავისი გულის კარნახით მცხოვრები ადამიანი იძენს უნარს ერთდროულად ხედავდეს წარსულსაც და მომავალსაც. ასე ის დროზე მაღლა დგება. ასეთი არსება არ იდარდებს იმის გამო, რაც წარსულში შეემთხვა და არ შეაშინებს ის, რაც მომავალში უნდა გადახდეს. ისინი კი ვინც ვერ შეძლო თავის სულში საკუთარი თავის პოვნა განწირულნი არიან მონოტონური და უღიმღამო ცხოვრებისთვის, მუდმივად პესიმისტური და უიმედო ყოფისთვის. ასეთი ადამიანებისთვის წარსული საფლავივითაა, რომელიც სუნისა და სიბნელის გამო შიშის ზარს სცემს ადამიანს, ხოლო მომავალი უძირო ჭა. ასეთი ადამიანებისთვის სიცოცხლეც და სიკვდილიც ერთნაირად მტანჯველია.

ადამიანის კავშირი დროში უსასრულოდ გაწელილ წარსულსა და მომავალს შორის დამოკიდებულია მის უნარზე ამაღლდეს ფიზიკურ არსებობაზე და მიაღწიოს იმ დონეს რომელიც ნიშანდობლივია გულისთვის და სულისთვის. იმ ბედნიერი სულებისთვის ვინც ამ დონეს შეწვდა, წარსული წარმოჩინდება მდიდრული სასახლის მშვენიერებით, წინაპრების ტახტრევნებით, მომავალი კი ის ბილიკი იქნება, რომელიც სამოთხის ბაღში მიიყვანს მათ. და ქარიშხალში ყოფნისას, ასე ვუწოდებთ ჩვენ სააქაო ცხოვრებას, მათი ბაგენი უწყევეტად დაიოკებენ წყურვილს სამოთხის დალოცვილი წყაროებიდან. იმ უბედურთა ცხოვრება კი, ვინც არსებობის ამ დონეს ვერ მიაღწია სიკვდილზე უარესი იქნება, ხოლო სიკვდილი მტანჯველი, ჯოჯოხეთის შესაფერისი მოელით.

ადამიანის ქმედებას, საქციელსა და შინაგან ცხოვრებას შორის ორმხრივი კავშირია, რომლის წყალობითაც ეს ორი სფერო ერთმანეთს ავსებს, აწესრიგებს და განავითარებს. ჩვენ ამას შეგვიძლია “მორწმუნეობრივი წრე” ვუწოდოთ – “მანკიერი წრის” საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ერთის მხრივ ადამიანის ისეთი თვისებები, როგორიცაა სიმტკიცე, მოუდრეკელობა მის შინაგან სამყაროს აცისკროვნებენ, მეორეს მხრივ კი სინდისის ძლიერებას და სიმტკიცეს მოქმედებაში მოჰყავს ნებისყოფა და ამას ადამიანი კიდევ უფრო მაღალი ჰორიზონტებისკენ მიჰყავს.

ბედნიერნი არიან, ვინც საქმით გამოხატავს სულის ძახილის მორჩილებას, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებიან ბილიკს, რომელსაც ისინი ადამიანურობამდე, კეთილშობილებამდე და შემოქმედის სიყვარულამდე მიჰყავს. მათი კომპასის ისარი ყოველთვის იმ ერთადერთ, სწორ მიმართულებას აჩვენებს და მიუხედავად პერიოდულად დაშვებული შეცდომებისა, ან არასწორად გადადგმული ნაბიჯებისა ალალად მონანიების, გულის სიღრმიდან ამოსული სინანულის ოხვრის მეშვეობით მათი შეცოდებები სულიდან ქრება და ისინი აცდენილ გზას უბრუნდებიან და გზას განაგრძობენ.

წმინდანობას მომადლებული ადამიანები, რომლებიც სკუპულოზურად უმცირესი ნაბიჯების გათვალისწინებით, ზუსტად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს – გამოირჩევიან აშკარა დისციპლინირებულობით და ჭეშმარიტი მოვალეობის გრძნობის შეგნებით, სულიერადაც მარადიულ მანათობელ ჩირაღდნებს ჰგვანან. მათ დღეში რამდენჯერმე ხელეწიფებათ ცათამაღლება და ანგელოზივით სამყაროს მონახულება.

შეხედულებები, რომლებიც საუკუნებიის მანძილზე ძლიერდებოდა და აღირეოდა მარადისობაზე ჩამოყალიბებულ აზრთან, ჩვენს გულებში მარადისობის სიყვარულს აღვივიებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ადგილი უსულო ფორმალიზმმა და მისტიციზმმა დაიკავეს, ადამიანების გონება მიაძინეს და უმოქმედობაში ჩაძირეს. იმ დროიდან დღევანდლამდე უსუსური პაროდია აზრისა, რომელიც ციცინათელას მბჟუტავ შუქს მოგვაგონებს შთაგონებად მონათვლას და ადარებენ იმ თვალისმომჭრელ ნათებას, რომელსაც ღვთიური ზეშთაგონება გამოსცემს. ამით მორწმუნეობრივ გზას ნისლში ხვევენ და ზეცას აბნელებენ ადამიანებისთვის.

აი როგორ შეგვიძლია აღვწეროთ ჭეშმარიტების მსახური. ის ფიზიკურდ ძლიერი და გამძლეა, რათა შეძლოს ყველანაირი მძიმე გამოცდის დაძლევა. მას უნდა ჰქონდეს სხარტი და საღი აზროვნება, რათა შეძლოს თანამედროვე აზრისა და ღვთის სიტყვის შერწყმა, და უდიდესი ქიმიკოსის მსგავსად ყოველ ჯერზე სულ ახალი და ახალი შენაერთები მიიღოს. ეს სულია. ასწლეულების მანძილზე ადამიანების სულების მჭედელ მავლანას* და იუნუსის* დარი, რომელიც შეძლებს ახალი ფორმა და შინაარსი შეიძინოს. ეს გულია, რომელიც იწამა და ჩახვდა სისადავის ფილოსოფიას, აცნობიერებს, რომ ერთ-ერთია მრავალთაგან; და რომელსაც შესწევს უნარი თავი გაწიროს სხვებისთვის.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="7"][b]ისლამის მნიშვნელობა[/b][/size]

ყოველი რელიგია თავის სახელწოდებას იღებს მისი დამაარსებლისგან ან იმ საზოგადოებისგან რომლის წიაღშიც იშვა.
ქრისტიანობა, მაგალითად, თავის სახელწოდებას იღებს მისი წინასნარმეტყველის, იესო; ბუდიზმი მისი დამაარსებლის გაუტამა ბუდასგან; ზოროასტრიზმი ზარატუშტრასაგან; იუდაიზმი ებრაელთა იუდას ტომისგან, რომელის წიაღშიც ის იშვა და ასე შემდეგ.
მაგრამ ასე არ არის ისლამის შემთხვევაში. ეს რელიგია ძირეულად განსხვავდება ზემოთაღნიშნულთაგან, იმით რომ მისი სახელწოდება არ უკავშირდება არც ცალკეულ პიროვნებას, არც რომელიმე ერს. ისლამი არ არის ადამიანური გონებისპროლუქტი და არ არის შეზღუდული რომელიმე კონკრეტული საზოგადოების ჩარჩოებით. ეს არის უნივერსალური რელიგია და მისი მიზანია შექმნას და აღზარდოს ადამიანში განსაკუთრებული სულიერი თვისებანი. ისლამი არის სახელწოდება რომელიც განსაზღვრავს კუთვნილებას. მუსლიმთა წმინდა წიგნის ყურანის მიხედვით, ყოველ ხალხში და ყოველ ეპოქაში იყვნენ მართალი და წმინდა ადამიანები, ჭეშმარიტად მორწმუნენი, და ყველა ისინი იყვნენ და არიან მუსლიმნი. აქედან გამომდინარეობს შეკითხვა: რა არის ისლამი და ვინ არიან მუსლიმნი?

[size="4"][b]
რას ნიშნავს სიტყვა “ისლამი” ?[/b][/size]


“ისლამი” არაბულად ნიშნავს “თავის დაქვემდებარებას”, ”მორჩილებას”. როგორც რელიგია ისლამი ეფუძნება ალლაჰისადმი სრულ მორჩილებას და აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც . ყოველ ჩვენგანს შეუძლია დანახვა იმისა რომ სამყაროს რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აქვს აშკარად ორგანიზებული ხასიათი. ყოველი მისი ნაწილი ექვემდებარება გარკვეულ კანონებს. ყოველივეს აქვს მიჩენილი თავისი ადგილი ამ უზარმაზარ სისტემაში, სისტემაში რომელიც საოცარია და მწყობრად მუშაობს. მზე, მთვარე,ვარსკლავები და ყველა ზეციური მნათობი კავშირშია ერთმანეთთან. მათი მოძრაობა მიჰყვება განსაზღვრულ წესს და გამორიცხავს უმცირეს გადახვევას ამ გზიდან. როგორც დედამიწა ბრუნავს თავისი
ღერძისა და მზის გარშემო, ასევე უმცირესი ელექტრონიდან დაწყებული, მძლავრი ნისლოვანებით დამთავრებული ყოველივე მიჰყვება განსაზღვრულ კანონებს, ექვემდებარება ცვალებადობას, იბადება და კვდება ამ კანონებთან შესაბამისობაში. ადამიანურ სამყაროშიც ბუნების კანონები აშკარად გამოკვეთილია. ადამიანის დაბადება,მისი სიცოცხლე და სიკვდილი რეგულირდება ბიოლოგიური კანონების მიხედვით. ყოველი ორგანოს აგებულება, კანის მცირედი უჯრედიდან მოყოლებული ვიდრე გულამდე და ტვინამდე, ემორჩილება განსაზღვრულ კანონებს. მოკლედ, ჩვენი სამყარო ეს არის ზევიდან მართული ორგანიზმი, რომელშიც ყოველივე მიჰყვება წინასწარგანსაზღვრულ წესრიგს. ეს მძლავრი, ყოვლის მომცველი წესრიგი, რომელიც მართავს მთელს ქმნილებას, უმცირესი ნაწილაკიდან დიდებულ გალაქტიკამდე, არის წესრიგი ღვთისა, სამყაროს გამჩენისა და მისი მმართველისა. ვინაიდან ყოველი ქმნილება ემორჩილება უფლის კანონს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი სამყარო მიჰყვება ისლამს, ვინაიდან ისლამი სხვა არაფერია თუ არა დაქვემდებარება და დამორჩილება ალლაჰისადმი, სამყაროს მეუფისადმი.
მზე, მთვარე, დედამიწა და დანარჩენი პლანეტები ამ ნიშნით ასევე არიან “მუსლიმები”. იგივე ეხება ჰაერს, წყალს, ქვებს, ხეებს, ცხოველებს. ყოველივე სამყაროში არის “მუსლიმური”, ვინაიდან ემორჩილება ღმერთს მისი კანონების შესაბამისად. თვით ადამიანი, რომელიც უარყოფს რწმენას ალლაჰისადმი, ნებით თუ უნებლიედ იძულებულია იყოს მუსლიმი, რაც შეეხება მის ფიზიკურ არსებობას, ვინაიდან სიცოცხლის ნებისმიერ საფეხურზე, ემბრიონულიდან ვიდრე ფიზიკური სხეულის მტვრად ქცევამდე სიკვდილის შემდეგ, მისი ხორცის ყოველი უჯრედი, ყოველი ასო მისი სხეულისა მიჰყვება ღმერთისაგან დაწესებულ კანონზომიერებას. თვით მისი ენა , რომელიც საკუთარი უმეცრების გამო უარყოფს ღმერთს, ან ამბობს რომ სწამს მრავალი ღმერთისა, თავისი ბუნებით არის მუსლიმი. მისი თავი, რომელსაც ის უხრის ყველას და ყველაფერს გარდა ალლაჰისა, არის მუსლიმი დაბადებიდან. მისი გული, რომელშიც ის ცოდნის სიმცირის გამო ატარებს სიყვარულს და თაყვანისცემას გარეშე ალლაჰისა, თვით ეს გულიც ინტუიციურად არის მუსლიმი. ყველა მათგანი ემორჩილება ღვთაებრივ კანონებს და მათი ფუნქციები და მოძრაობანი იმართებიან მხოლოდ და მხოლოდ ამ კანონებით. ასეთია მოკლედ ნამდვილი მდგომარეობა ადამიანისა და მთელი სამყაროსი.

ახლა განვიხილოთ ეს პრობლემა სხვა ასპექტში. ადამიანი შექმნილია ისეთნაირად რომ არსებობს ორი სხვა და სხვა სფერო მისი ფუნქციონირებისა. ერთში ის მთლიანად დამორჩილებულია ღვთაებრივ კანონებს, მას არ შეუძლია გადაუხვიოს იოტის ოდენათაც, ის მთლიანად იმყოფება ბუნების კანონების ტყვეობაში და ვალდებულია მიჰყვეს მას. მაგრამ არსებობს მეორე სფეროც მისი მოღვაწეობისა. მას მონიჭებული აქვს ინტელექტი, უნარი იაზროვნოს და ჩამოაყალიბოს შეხედულებანი, ამოირჩიოს და უარყოს, მიიღოს გადაწყვეტილება. ის თავისუფალია თავის არჩევანში. შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რშმენა, ცხოვრების ნებისმიერი წესი, არჩეული იდეოლოგიის შესაბამისად. შეუძლია შექმნას ქცევის საკუთარი კოდექსი ან მიიღოს სხვათა მიერ შემუშავებული. მას მიენიჭა ნებელობა და შეუძლია დასახოს ქცევის საკუთარი წესი. ამ მხრივ სხვა არსებათაგან განსხვავებით მას მიეცა არჩევანის, აზროვნების და მოქმედების თავისუფლება. ორივე ეს სფერო ცხადათ თანაარსებობენ ადამიანის ცხოვრებაში. პირველ შემთხვევაში ადამიანები ისევე როგორც ყველა სხვა არსებანი არიან მუსლიმები დაბადებიდან,ვინაიდან მიჰყვებიან ღვთის მიერ დაწესებულს.ხოლო მეორე შემთხვევაში ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფლება არჩევანში გაჰყვეს ჭეშმარიტების გზას თუ გადაუხვიოს მას, იყოს მუსლიმი თუ არა მუსლიმი. ეს არჩევანი ყოფს კაცობრიობას ორ ნაწილად: მორწმუნეებად და ურწმუნოებად. ის, ვინც ირჩევს რწმენას გამჩენისა, ღებულობს მას როგორც ჭეშმარიტ უფალს, გულწრფელად ემორჩილება მის კანონებს და მცნებებს, მიჰყვება დებულებას რომელიც მან გამოუცხადა ადამიანს მისი პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, ხდება ჭეშმარიტი მუსლიმი. მან მიაღწია სისრულეს ისლამში; შეგნებულად გადაწყვიტა, დაემორჩილოს ღმერთს იმ ნაწილში, რომელშიც მინიჭებული აქვს არჩევანის თავისუფლება. ახლა მთელი მისი ცხოვრება დაქვემდებარებულია ღვთისმსახურებას, და მისი პიროვნება არ ორმაგდება, რადგან ისლამი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი “ მე”-ს დაქვემდებარება ალლაჰის ნებისადმი.
ადამიანი ახლა უკვე შეგნებულად ემორჩილება უზენაესს მას ვისაც ის ადრე ემორჩილებოდა ქვეშეცნეულად. ის უკვე სიხარულით თაყვანს სცემს უფალს, ახლა მისი ცოდნა უკვე ნამდვილია, რადგან მან აღიარა ალლაჰი, რომელმაც მას მოანიჭა სამყაროს შემეცნების უნარი. ახლა მისი გონება და მისი მსახურება თანხმობაშია, ვინაიდან მიიღო სწორი გადაწყვეტილება დაემორჩილოს ალლაჰს, როსლისგანაც მიიღო შესაძლებლობა აზროვნებისა და შეფასებისა. მისი სიტყვა უკვე მართალია, რადგან დამაჯერებლად აღიარებს უფლის წინაშე, რომელმაც მისცა მას მეტყველების უნარი, ახლა მთელი მისი არსებობა სიმართლის ხორცშესხმაა, რადგან ცხოვრების ყველა სფეროში, იგი ნებით თუ უნებლიედ ემორჩილება სამყაროს მეუფის მიერ დადგენილ კანონს. ახლა ის უკვე თანხმობაშია სამყაროსეულ ყოველ არსთან. რადგან პატივს სცემს მას, ვისაც პატივს სცემს მთელი სამყარო. ასეთი ადამიანი, ღვთის ხალიფაა დედამიწაზე. მთელი სამყარო მისთვისაა, ხოლო თავად ის, ღმერთისთვის.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისლამი



სამიდან ერთ-ერთი აბრაამული, მკაცრად მონოთეისტური მსოფლიო რელიგიაა, რომელიც იუდაიზმისა და ქრისტიანობის შემდეგ წარმოიშვა (VIIს.). გარკვეულწილად, ორივე წინარელიგიის წერილობითსა და ზეპირ ტრადიციებს მოიცავს. ეს ტრადიციები, მუსლიმთა რწმენით, შევსებულია ახალი გამოცხადებით და, შესაბამისად, ახალი საღვთო ლიტერატურით. ესაა, პირველ ყოვლისა, ყურანი, რომელიც, თვითშეფასების თანახმად, მანამდე არსებულ ყველა საღვთო გამოცხადებას ავსებს, აზუსტებს და აგვირგვინებს.

მართალია, ისლამი არაბულ გარემოში, ერთ-ერთი არაბული ტომის წიაღში ჩამოყალიბდა. გამოცხადება მოციქულსაც არაბულ ენაზე ეუწყა და საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო ლიტერატურაც ამ ენაზე დაიწერა, მაგრამ იგი ასპარეზზე მსოფლიო რელიგიის ნიშნით გამოვიდა და სხვადასხვა რელიგიური და კულტურული ტრადიციების ქვეყნებსა და ხალხებში სწრაფად გავრცელდა.

დღეისათვის ისლამი დედამიწის თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ბევრგან იგი, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, სახელმწიფო ინსტიტუტის რანგშია აყვანილი და პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული გარემოს ხასიათს განსაზღვრავს.

მსოფლიოში მუსლიმთა საერთო რიცხვი ამჟამად მილიარდს აღემატება.

ისტორია

გარემო. ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე VII საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. იმ დროს ეს მხარე, უპირატესად, არაბებით იყო დასახლებული. ისინი პოლითეისტები იყვნენ და სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებოდნენ.

წარმართობა არაბეთში წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე ირანიდან და რომის იმპერიიდან შემოტანილი კულტებით. არაბეთში გადასახლებულთა შორის იყვნენ ებრაელებიც და ქრისტიანებიც, - უმეტესად ის ქრისტიანები, რომელთა მრწამსი საეკლესიო კრებებმა ერესად (იხ. ქრისტიანობა) შეაფასა და, რომლებსაც ბიზანტიის იმპერატორები სდევნიდნენ. როგორც მკვლევარები ამბობენ, იქ სარწმუნოებათა და კონფესიათა ქაოსი იყო. მით უმეტეს, რომ ამ ნახევარკუნძულზე არ არსებობდა ცენტრალიზებული სახელმწიფო და თითქმის არ ვრცელდებოდა რომელიმე ქვეყნის რეჟიმი.

არაბთა შორის ყველაზე მეტად ყურეიშელთა (კურაიშის) ტომი დაწინაურდა, რომელთა ღვთაებას ალლაჰი ერქვა. ეს სახელი ეტიმოლოგიურად, სავარაუდოდ, კავშირშია ებრაელთა უზენაესი ღმერთის სახელთან - ელოაჰ. საქმე ისაა, რომ ებრაელი ხალხი და მათი რელიგია არაბებისათვის ძველთაგანვე იყო ცნობილი. გასათვალისწინებელია, რომ ორივე სემიტი ხალხია და მათ ენებს საერთო ფუძე აქვთ. არაბთა ტომებმა ებრაელებისაგან ისტორიული კონტაქტების შედეგად შეითვისეს მოსეს რჯულის ზოგიერთი ელემენტი, რაც ყურეიშელების კულტმსახურებაშიც უნდა ასახულიყო, კერძოდ, ღვთაების სახელსა და შინაარსში, - ალლაჰი.

ყურეიშელთა წარმომადგენელი იყო ვაჭარი მუჰამედი (მუჰამმადი), რომელმაც კაცობრიობას ახალი რელიგიური სისტემა შესძინა.

ალლაჰის მოციქული (რასულ ალლაჰ). მუჰამედი (მუჰამმად იბნ აბდ ალლაჰ) 570-632 წლებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ მექაში, ჰაშიმის გვარში, ღარიბი ვაჭრის, აბდალაჰის, ოჯახში დაიბადა. თვე და რიცხვი დაზუსტებული არ არის. მეტი ალბათობით ეს 570 წლის 20 აპრილს მოხდა. მუჰამედის დაბადება იმ დღეს დაემთხვა, როდესაც იემენის ეთიოპიელმა გამგებელმა აბრაჰამმა მექაზე წარუმატებლად ილაშქრა. ამ ლაშქრობაში საბრძოლო სპილოც მონაწილეობდა, რომელმაც დამხვდურებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იმ წელიწადს „სპილოს წელიწადი“ უწოდეს. მუსლიმები ამბობენ, მუჰამედი „სპილოს წელიწადს“ იშვა და არაბებს გამარჯვება მისმა დაბადებამ მოუტანაო.

მუჰამედი ადრე დაობლდა. მისი აღზრდა ბიძამ, აბუ ტალიბმა იკისრა. მუჰამედმა ბავშვობა მოჯამაგირეობაში გაატარა. იყო მწყემსი, შემდეგ - ქარავნის გამყოლი (აქლემთა გამრეკავი). არსებობს გადმოცემა: იგი იმდენად კეთილშობილი ბავშვი ყოფილა, რომ მას „ალამანი“, ანუ „სანდო“ შეარქვეს.

დაახ. 595 წელს მუჰამედმა მდიდარი ქალი ხადიჯა (ჰადიჯა) შეირთო და ვაჭარი გახდა. მათ შვიდი შვილი შეეძინათ, მაგრამ ვაჟები (კასიმი და აბდ ალაჰი) ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ და ოჯახს ოთხი ქალიშვილი შერჩა: ზაინაბი, რუქია, უმ ქულსუმი და ფატიმა. ამ ტრაგედიამ მუჰამედში შინაგანი გარდატეხა მოახდინა - მის არსებას ყოფნაარყოფნის კითხვები დაეუფლა.

მექა და მისი შემოგარენი ერთგვარ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წარმართი არაბების გვერდით ებრაელები და ქრისტიანები ცხოვრობდნენ. აქ ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა, მაგრამ ყურადღებას, პირველ ყოვლისა, ტაძარი ქააბა იპყრობდა. ტაძარში ესვენა შავი ქვა. არაბული გადმოცემის მიხედვით, ალლაჰმა სამოთხიდან გამოძევებულ ადამს, წყალობის ნიშნად, ეს ქვა გარდამოუვლინა, რომელიც თავდაპირველად თეთრი იაგუნდი იყო, მოგვიანებით კი ადამიანთა ცოდვების გამო გაშავდა, რათა ვეღარ დაენახათ სამოთხე, მის სიღრმეში რომ ჩანდა. მექელებს მიაჩნდათ, რომ ადამის შვილმა შისმა (სეთმა) მისთვის ტაძარი ქააბა (არაბ. „კუბი“) ააგო. წარღვნისას იგი ზეცაში იქნა ატანილი, შემდეგ დაინგრა, მაგრამ „ალაჰის მეგობრებმა“ - იბრაჰიმმა (აბრაამმა) და ისმაილმა - განაახლეს და დიდი პილიგრიმობაც დაიწყო.

მუჰამედი ქააბას მომლოცველი იყო. იგი ებრაელთა სინაგოგებში და ქრისტიანთა ეკლესიამონასტრებშიც დადიოდა. ხშირად უდაბნოშიც, მთებსა და გამოქვაბულებში, ბერმონაზვნების მსგავსად, განმარტოვდებოდა და ლოცვებს აღავლენდა. ყურანის თანახმად, 610 თუ 612 წელს, როდესაც მუჰამედი ორმოცი წლის იყო, მას ანგელოზი გამოეცხადა და ალლაჰის სიტყვა აუწყა. ყურანის 53-ე სურაში, რომლის სახელია „ვარსკვლავი“, აღნიშნულია: მან (მუჰამედმა) იხილა ქმნილება, რომელიც მის პირდაპირ, ცის კიდეზე დადგა. შემდეგ მოუახლოვდა და დაეშვა. როდესაც უფრო ახლოს მოვიდა, ორი მშვილდის მანძილზე, „ზეშთააგონა თავის მონას, რაც ზეშთააგონა“. მუსლიმური ტრადიციით, ეს „ქმნილება“ მთავარანგელოზი ჯიბრაილია (გაბრიელი). ჯიბრაილს ხელში გრაგნილი ეჭირა და ტექსტს კითხულობდა, მუჰამადი კი იმეორებდა და იმახსოვრებდა. პირველ გამოცხადებას მეორე მოჰყვა და ა.შ. თითოეული სიტყვა, ე.ი. გამოცხადება, მთავრდებოდა მოწოდებით: „მოჰყევ!“ ანუ: სხვასაც უამბე, რაც მოისმინე! მუჰამადი მოხმობას დაჰყვა და ამიერიდან იგი წინასწარმეტყველი (ნაბი) და ერთი ღმერთის - ალლაჰის - მოციქული (რასულ) გახდა.

მუჰამედის გამოცხადებისეული მოძღვრება თავდაპირველად მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა ირწმუნეს, პირველ ყოვლისა, ხადიჯამ და ბიძაშვილმა ვარაკა იბნ ნავ ალიმ, რომელიც, იბნ ისჰაკ ალმუტალიბის (VIII ს.) ცნობით, ქრისტეს რჯულს იცნობდა ან სულაც ქრისტიანი იყო. სწორედ მან დაარწმუნა მუჰამადი, რომ მას ის შეემთხვა, რაც მოსემ სინას მთაზე იხილა და განიცადა.

მალე ხადიჯა გარდაიცვალა და მუჰამედმა ორი ცოლი შეირთო. მათგან უმცროსი ერთ-ერთი პირველი თანამორწმუნის, აბუ ბაქრის ქალიშვილი იყო. ოჯახურ გარემოს მუჰამედის მისიისათვის ხელი არ შეუშლია. მან ალლაჰის ნების შესრულება გადაწყვიტა. გავიდა ხალხში და ალლაჰის სიტყვა - ყურანი - გამოაცხადა. მისი პირველი ერთგული მიმდევრები, ოჯახის წევრების შემდეგ, იყვნენ ბიძაშვილი: ალი აბი ტალიბი, მდიდარი მექელი ვაჭარი აბუ ბაქრი, აბდ არრაჰმან ავთი, ჯაფარი და სხვ. პირველად მათ ეწოდათ მუსლიმები, რადგან „ალაჰს მიცეს თავი“. ასე შეიქმნა მუსლიმთა პირველი თემი.

მუჰამედის ქადაგება იყო მარტივი. ის მექელებს ასაკის, სქესის, სოციალური ფენისა და ეთნიკური წარმომავლობის განუსხვავებლად მოუწოდებდა, რათა მრავალღმერთიანობის რწმენაზე უარი ეთქვათ და თაყვანი ეცათ ერთი და ერთადერთი ღმერთისათვის, რომელმაც სამყარო და ადამიანი შექმნა.

მუსლიმთა ჯგუფმა, როდესაც მისი წევრების რიცხვმა სამ ათეულს გადააჭარბა, საზოგადო ლოცვა ასაფის ბორცვზე, ახალგაზრდა მუსლიმის არკამ არკამის სახლში, მოაწყო, რამაც საყოველთაო რეზონანსი გამოიწვია. ეს, ფაქტობრივად, ახალი რელიგიური თემის პირველი საჯარო მსახურება იყო. მმართველმა ელიტამ და საზოგადოების ზედაფენამ საშიშროება იგრძნო და მექაში მუსლიმთა დევნა დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მუჰამედის მოკვლაც განიზრახეს და ამიტომ 622 წლის 24 სექტემბერს მან მექა დატოვა და ქალაქ იასრიბში გადასახლდა. ამ ემიგრაციას, არაბულად - ჰიჯრას, მუსლიმთა, ანუ ალაჰის მორჩილთა პირველი დიდი თემის, უმას, (იხ. ქვემ.) ჩამოყალიბება მოჰყვა - აიგო მეჩეთი და ღვთისმსახურების ახალი წესი დაფუძნდა. ამის გამო ჰიჯრას მუსლიმები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ წელთაღრიცხვას იქიდან, ახ. წ. 622 წლის 24 სექტემბრიდან, იწყებენ.

ახალ რჯულზე თითქმის მთელი ქალაქი მოექცა, რის გამოც მას, იასრიბს, მედინა (მადინა) ანუ „წინასწარმეტყველის ქალაქი“ ეწოდა. მედინას თემი შედგებოდა მუჰაჯირებისაგან, ანუ ჰიჯრის დროს მუჰამადთან ერთად გადასახლებულთაგან და ანსარებისაგან ანუ იასრიბმედინას მკვიდრი მოსახლეობისაგან, რომლებიც მუჰაჯირებს ნებაყოფლობით დაეხმარნენ და მოციქულის ქადაგება ირწმუნეს (ალანსარ - „დამხმარე“). მუსლიმებს არა სისხლით ნათესაობა, არა პოლიტიკური მოქალაქეობა და სოციალური წარმომავლობა, არამედ სარწმუნოება აერთიანებდა. მუჰამედი იუდაიზმსაც და ქრისტიანობასაც გაემიჯნა და ყველასათვის ცხადი შეიქნა, რომ მან ახალ რელიგიას დაუდო სათავე.

630 წელს, ჰიჯრიდან 8 წლის შემდეგ, მუჰაჯირები (ლტოლვილები) მუჰამადის წინამძღოლობით მექაში დაბრუნდნენ, ბრძოლით აიღეს ქალაქი და ზარზეიმით შევიდნენ. ასე შეიქმნა ისლამური სახელმწიფო, რომლის რელიგიური და საერო მმართველისა და მთავარსარდლის მისია ისლამის ფუძემდებელმა მუჰამედმა იკისრა.

მუჰამედს ისლამის გავრცელების ფართომასშტაბიანი გეგმა ჰქონდა და დიდი სამხედრო ექსპედიციისათვის ემზადებოდა, მაგრამ 632 წლის 8 ივნისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ალლაჰის წმინდა შუამავალი მექაში გარდაიცვალა. იქ იგი მომლოცველად შევიდა, რის გამოც ამ გზას „გამოსამშვიდობებელი პილიგრიმობა“ უწოდეს.

არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად მუჰამედი იერუსალიმსაც ეწვია და წმინდა ადგილები მოილოცა. ამიტომ მექა, მედინა და იერუსალიმი მუსლიმთა წმინდა ქალაქებია.

ისლამური სახელმწიფო. მუჰამადის საქმე მისმა ხალიფებმა (ხალიფა არაბულად მოადგილეს ნიშნავს) გააგრძელეს. ესენია: აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი და ალი. სუნიტები (იხ. ქვემ.) მათ „მართლმორწმუნე ხალიფებად“ მოიხსენიებენ. შიიტების (იხ. ქვემ.) რწმენით, მართლმორწმუნე მათ შორის მხოლოდ ალია, დანარჩენი სამი კი - უზურპატორია. დასახელებული ხალიფები თავიანთ თავს ალლაჰის მოციქულის მოადგილეებად მიიჩნევდნენ, მაგრამ შემდგომდროინდელი დინასტიის ხალიფები, მაგ., ომაიანები და აბასიანები, უკვე ალლაჰის მოადგილეებად იწოდებიან.

ხალიფებმა მუჰამედის ოცნებას - არაბი ტომების ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანებას - ხორცი შეასხეს. მეტიც, მათ არაბეთის საზღვრები გააფართოვეს და VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე სახალიფო ანუ ხალიფატი შექმნეს - უზარმაზარი იმპერია პირინეიდან ინდოეთამდე. ეს იყო თეოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთსა და იმავე უწყებას წარმოადგნდა. სახალიფოს პროვინციებში ხალიფების ფუნქციას ამირები (მმართველები) ან იმამები (წინამძღვრები, ხელმძღვანელები) ასრულებდნენ. სახელმწიფო კანცელარიებში ლათინური, ბერძნული, სირიული, სპარსული და სხვა ადგილობრივი ენები არაბულმა შეცვალა, თუმცა ნაციონალური სალიტერატურო ენების იგნორირება არ მომხდარა და თითქმის ყველა გამუსლიმებულმა ერმა საკუთარი წერილობითი ტრადიცია შეინარჩუნა. ამასთანავე, დაიწყო კულტურათა დიალოგისა და ურთიერთგამდიდრების პროცესი, რამაც დადებითად იმოქმედა როგორც საკუთრივ არაბულ კულტურაზე, ისე არაბეთის პოლიტიკურრელიგიურ სივრცეში მოქცეული ხალხების კულტურებზეც.

XXI საუკუნეებში არაბთა იმპერია დაიშალა, მაგრამ ისლამური მსოფლმხედველობა საფუძვლად სხვა იმპერიებსაც დაედო - მონღოლების, თურქების (ოსმალების) და ირანელების იმპერიებს, თუმცა ისინი უფრო სამოქალაქო სახელმწიფოები იყვნენ, ვიდრე თეოკრატიული. ამის გამო XX საუკუნის II ნახევარში, როდესაც აზიისა და აფრიკის ისლამური ქვეყნები ინგლისისა და საფრანგეთის კოლონიური ბატონობისაგან გათავისუფლდნენ, რეისლამიზაციის პროგრამა შემუშავდა, შეიქმნა კონცეფციები: „ისლამური სახელმწიფო“, „ისლამური ეკონომიკა“, „ისლამური სოციალიზმი“, „ისლამური რევოლუცია“ და ა.შ., რომელთა მიზანია ისლამური ტრადიციის, იმ პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების აღდგენა, მუსლიმთა პირველ სახელმწიფოს რომ ახასიათებდა. ასეთი კონცეფციების საფუძველზე 1978-1989 წლებში ირანში, აიათოლა ხომეინის (1902-1989) სულიერი წინამძღვრობით, რევოლუცია მოხდა და „ისლამური რესპუბლიკა“ შეიქმნა. ამ და ზოგი სხვა ისლამური სახელმწიფოს კანონმდებლობა შარიათის პრინციპებს ექვემდებარება.

დღეს, XXI საუკუნის დასაწყისში, ისლამი მილიარდზე მეტ მიმდევარს ითვლის. არაბეთი და მისი მიმდებარე ქვეყნები (ეგვიპტე, სირია, ერაყი, ირანი, თურქეთი და სხვ.) ოფიციალურად თუ არაოფიციალურად კვლავაც ისლამური სახელმწიფოები არიან. არაბები მუსლიმთა საერთო რაოდენობის 20%ს შეადგენენ. აზიის ბევრ ქვეყანაში მუსლიმები უმრავლესობაში არიან (ინდონეზიაში, ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში და სხვ.), ასევე - აფრიკასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში. დღითიდღე მატულობს ისლამის მიმდევართა რაოდენობა ევროპასა და ამერიკაში. არაბული ენა, რომელზედაც მუჰამედს ყურანი ეუწყა, ისლამის წმინდა ენად რჩება და მუსლიმები ლოცვებს ამ ენაზე წარმოთქვამენ, თუმცა ნაციონალური ენების საზოგადოებრივკულტურულ მნიშვნელობას არავინ უარყოფს.

მიმართულებები. მოციქულის გარდაცვალებიდან ოცდახუთი წლის შემდეგ მუსლიმთა საკრებულოს ერთიანობა დაირღვა. დაისვა კითხვა, თუ ვის უნდა რგებოდა მოციქულის მემკვიდრის, ე.ი. ხალიფის, პატივი. მორწმუნეთა უმრავლესობა პიროვნულ ღირსებას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი კი - შთამომავლობას, გენეტიკურ მემკვიდრეობას. გაიმარჯვა პირველმა პარტიამ და მოციქულის მოსაყდრედ ჯერ აბუ ბაქრი გამოცხადდა, შემდეგ ომარი და შემდეგ - ოსმანი. როდესაც მეოთხე ხალიფის არჩევის დრო დადგა, ის პარტია გააქტიურდა, რომელიც მემკვიდრეობითობის პრინციპს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ პარტიამ მაშინ წარმატება მოიპოვა. რადგან მუჰამადს ვაჟი არ დარჩა, ხალიფად მისი ბიძაშვილი და სიძე, ქალიშვილ ფატიმას ქმარი, ალი იბნ აბი ტალიბი გამოაცხადეს. დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც ალი შეიწირა: 661 წლის 21 იანვარს ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ქუფის საკრებულო მეჩეთში იგი სასიკვდილოდ განგმირა. ალი მოწამედ გამოაცხადეს და იქვე დაკრძალეს. ეს საფლავი (ქნაჯიფი) დღემდე ალის სულიერ მემკვიდრეთა (შიიტთა) სათაყვანებელი ადგილია.

აღნიშნული (661) წლიდან მუსლიმთა სამყარო ორ ბანაკად გაიყო: სუნიტებად და შიიტებად. ორივე არაბული სიტყვაა: „სუნა“ წმ. გადმოცემას (ტრადიციას) ნიშნავს, „შია“ - პარტიას, ამხანაგობას (მხარდამჭერთა კრებულს), უფრო ზუსტად - მეგობართა პარტიას. პირველნი თავიდანვე უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მეორენი დღესაც უმცირესობაში არიან.

შიიტები კანონიერ ხალიფად მხოლოდ მუჰამედის ასულის, ფატიმას, და მისი მეუღლის, ალის შთამომავლებს მიიჩნევენ. ისინი დღესაც აღიარებენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდ აცხადებენ არაბეთის პირველ ხალიფებს - აბუ ბაქრს, ომარს, ოსმანსა და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს „სუნას“ ის ვერსია, რომელიც პირველი სამი ხალიფის მომხრეებმა ჩამოაყალიბეს და სახელმძღვანელოდ გამოაცხადეს. შიიტებმა შეიმუშავეს „ბიდა“ (სიახლე), რომელსაც ისინი „მართებულ სუნად“ მიიჩნევენ. ანტაგონიზმმა შიიტებსა და სუნიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში.

1996 წლის მონაცემებით, სუნიტები მსოფლიო მუსლიმური მოსახლეობის 83%ს შეადგენენ, შიიტები - 16%ს. შიიტები უმრავლესობაში სამ ქვეყანაში არიან - ირანში, აზერბაიჯანსა და ერაყში. მძლავრი შიიტური თემებია ლიბანში, ინდოეთში, პაკისტანში, ავღანეთში, იემენსა და თურქეთში, აგრეთვე - დასავლეთ ევროპასა და აშშში. ამ კონფესიის მიმართ საერთაშორისო ინტერესი განსაკუთრებით ირანის 1978-1979 წლების ისლამური რევოლუციის შემდეგ გაიზარდა.

ისლამში სხვა მიმდინარეობები და რელიგიურფილოსოფიური თეორიებიცაა ცნობილი. მათგან ქვემოთ მიმოვიხილავთ ზოგიერთს, რომლებმაც რელიგიისა და კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს.

1. ხარიჯიტები (არაბ. „გამოსულები“, „ამბოხებულები“), ანუ ისინი, ვინც ალის გადაუდგნენ. ისლამის ისტორიაში ყველაზე ძველი რელიგიურპოლიტიკური პარტიის მიმდევრები არიან. ამ პარტიამ (12 ათასმა მეომარმა) 657 წ. პროტესტი გამოუცხადა ალის, რადგან მან სირიის გამგებლის, მუავიას, წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაზე გადასვლა ვერ გაბედა და სამედიატორო სასამართლოს დათანხმდა. ისინი, სარდლის უმოქმედობით შეურაცხყოფილნი, შეიკრიბნენ სოფელ ჰარურასთან (აქედან მოდის მათი თავდაპირველი სახელწოდება „ჰარურიტები“), გაწყვიტეს კავშირი ალისთან, მოკლეს იგი და ისლამში ახალი მიმართულება შექმნეს.

ხარიჯიტებმა თეოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები დაამუშავეს. ისინი აღიარებდნენ რელიგიური თემისა და სახელმწიფოს მეთაურის არჩევითობის პრინციპს და, ამასთანავე, კანდიდატის წარმომავლობას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ (იმამად მონის არჩევაც შეიძლებოდა). პრეტენდენტობის აუცილებელ პირობას ყურანისა და სუნას მითითებათა შესრულება, ადამიანებისადმი სამართლიანი დამოკიდებულება და ტირანიის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლის უნარი წარმოადგენდა. ისინი ისლამის სიწმინდის დამცველებად გამოდიოდნენ და რელიგიურ მოვალეობათა მკაცრად დაცვას მოითხოვდნენ. ამიტომ მათ ხშირად „ისლამის პურიტანებსაც“ უწოდებენ. ხარიჯიტები რჯულგანდგომილთა მიმართ ყოვლად უშეღავათონი იყვნენ და ასეთი ადამიანების სიკვდილით დასჯა მათ რელიგიური მოვალეობის დონეზე აჰყავდათ.

ხარიჯიტთა მოძრაობა ადრევე დანაწევრდა. შეიქმნა სამი მიმართულება: აზრაკიტები (ამირა ალაზრაკის მიმდევრები), იბადიტები (აბდალაჰ ბ. იბადის მიმდევრები) და სუფრიტები (სუფრის ძის, ზიად ბ.ასფარის, მიმდევრები). მათ შორის ხშირად დიდი უთანხმოება იყო, რამაც ეს მოძრაობა დაასუსტა და წარმოშობიდან ორისამი საუკუნის შემდეგ იგი ისტორიის ასპარეზიდან გაქრა.

2. სუფიზმი. ასკეტურმისტიკური მიმდინარეობა, ღვთის შემეცნების სისტემა და მეთოდია ისლამში. სიტყვა არაბულია და ეტიმოლოგიურად „მატყლს“ უკავშირდება. სუფიზმის სინონიმებია „თასავაფი“ („მატყლის ტანისამოსში გამოწყობა“) და „ტარიკა“ („გზა“). სუფიზმს საფუძვლად უდევს ისლამის ერთ-ერთი მთავარი ეთიკური ცნება ზუჰდი, რაც „თავშეკავებას“, „სურვილთა დათმობას“, „ასკეტიზმს“ ნიშნავს. ვინც ზუჰდის გზით დადის ანუ ზნეობრივი და სულიერი სრულყოფილებისათვის იღწვის, ზაჰიდად (ასკეტად) მოიხსენიება. ასკეტებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ალაჰის ხშირ მოხსენიებას (ზიქრ) და პიროვნულ კათარზისს მიანიჭეს.

სუფიზმის უდიდესი წარმომადგენელი და თეორეტიკოსია ალღაზალი (1058-1111). მან არაბულ ენაზე შექმნა ტრაქტატები, რომლებშიც წარმოდგენილია სულიერი სრულყოფის სისტემა. მიიჩნევა, რომ სუფიზმი არის ისლამის ეზოთერული (დაფარული, შინაგანი) მხარე. მისი არსებითი ნიშანია პიროვნებაში აბსოლუტის აღმოჩენა და ინდივიდის უზენაესთან ერთყოფა. მასწავლებლებს ჰქვიათ შეიხები, მწირმოძღვრებს კი - დერვიშები, მოწაფეებს - მიურიდები. პიროვნება სრულყოფის გზაზე სამ ძირითად ეტაპს გადის: 1. ტარიკათი, ანუ „გზა“ ნიშნავს მოწაფის მართებულ გზაზე დადგომას, წესების დაცვას, რიტუალების შესრულებას, მედიტაციებისა და მისტიკური სავარჯიშოების ჩატარებას მუსიკისა და საცეკვაო მოძრაობის თანხლებით, 2. ჰაყიყათი, ანუ ჭეშმარიტებისათვის თვალის გასწორება. ამ დროს მურიდს სულიერი მზერა ეხსნება და ცნობიერება უფაქიზდება, 3. ფანა, ანუ დანთქმა. ეს განმღრთობაა, რასაც ცოტანი აღწევენ. ამ დროს პიროვნება ქრება და იგი მთლიანად უზენაესს ერწყმის.

სუფიზმი თითქმის ყველა მუსლიმურ ქვეყანაში გავრცელდა. მან განსაკუთრებული გავლენა იქონია კულტურაზე, კერძოდ, კლასიკურ სპარსულ და თურქულ პოეზიაზე, რომლის სახელოვანი წარმომადგენლები არიან: ჯალალ ედდინ რუმი, ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ნიზამი განჯელი, აბდულრაჰმან ჯამი და სხ.

3. ვაჰაბიზმი - შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც ტრადიციულ ისლამს (სუნიტებსა და შიიტებს) უპირისპირდება. იგი XVIII საუკუნის შუა წლებში საუდის არაბეთში აღმოცენდა. მისი დამაარსებელია მუჰამად იბნ აბდ ალვაჰაბი (აქედან - ამ მიმართულების სახელწოდება - ვაჰაბიზმი). ვაჰაბი თავის მოძღვრებასა და რელიგიურ პრაქტიკას „სუფთა ისლამს“ უწოდებდა და რწმენის ერთადერთ წყაროდ ყურანს მიიჩნევდა. მან გაილაშქრა ტრადიციული ისლამის წინააღმდეგ, რომელიც, მისი აზრით, ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც ყურანში მოცემული არ არის. ასეთია, კერძოდ, წმინდანებისა და წმინდა ადგილების თაყვანისცემა. ვაჰაბმა მსოფლიოს ისლამიზაციის იდეა წამოაყენა, რაც მისმა მიმდევრებმა აიტაცეს და მეზობელ ქვეყნებშიც დანერგეს.

ვაჰაბიტთა ცნობიერებაში წამყვანი ადგილი უჭირავს ჯიჰადს (იხ. ქვ.). ვაჰაბისტები ქმნიან თანამოაზრეთა თემებს - ჯამაათებს, რომლებსაც ცხოვრების მკაცრი რეგლამენტი აქვთ. ჯამაათი უპირისპირდება იმ ისლამურ საზოგადოებას, რომელიც საერო კულტურაზე, ზოგად განათლებაზე, ხელოვნებაზე, სპორტზე უარს არ ამბობს. ჯამაათის წევრებს რჯულისადმი ტოტალური მორჩილება და საბრძოლო მზადყოფნა ევალებათ. ვაჰაბიზმი საუდის არაბეთის ოფიციალური რელიგიაა.

მოძღვრება

საღვთო წიგნები (ქითაბი). ისლამი საღვთო მოძღვრებისა და საღვთო მსახურების ერთობლიობაა, რომელსაც მყარი წერილობითი ტრადიცია აქვს. ისლამური მოძღვრებისა და ღვთისმსახურების პირველწყაროა ყურანი. მუსლიმთა რწმენით, ესაა „ღვთაებრივი ზეშთაგონებების“ კრებული. სახელწოდება, ტრადიციული განმარტებით, „ხმამაღლა წართქმით კითხვას“, „დეკლამაციას“ ნიშნავს. ახალი (მეცნიერული) თვალსაზრისით, სიტყვა მომდინარეობს სირიული ზმნისაგან „ყარა'ა“, რაც „კითხვასთან“, „დარიგებასთან“ არის დაკავშირებული.

მუსლიმთა რწმენით, ყურანი ზეცაში დაწერილი წიგნია, რომელიც ალლაჰმა თავის მოციქულს მექასა და მედინაში გამოუცხადა. მოციქულმა ზეპირად დაისწავლა ტექსტი და თანამოძმეებსაც უამბო, რომლებსაც ასევე უნდა დაემახსოვრებინათ იგი. იყვნენ ისეთებიც, ვინც მთელი ყურანი ზეპირად იცოდა (ჰაფიზები). წმინდა წიგნის პირველი ჩანაწერები, მუსლიმთა გადმოცემით, ინდისხურმის ფოთლებზე, ტყავის ნაჭრებზე, აქლემების ბეჭებზე, თიხისა და სპილენის ფირფიტებზე გაკეთდა. ამ წიგნის საბოლოო რედაქცია ხალიფა ოსმანმა ჩამოაყალიბა (644-656). ერთ-ერთი გადმოცემით მან ხელით შვიდი ეგზემპლარი გადაწერა.

მუსლიმთა რწმენით, ყურანი ალლაჰის წმინდა უწყებაა და მასში არც ანგელოზებისა და არც მუჰამედის სიტყვები არ არის გადმოცემული. აქედან გამომდინარეობს რწმენა იმისა, რომ ყურანის ტექსტი, ანუ „დედა წიგნისა“ ზეცაშია (ყურანი 43:3). ნაწყვეტები ამ წიგნიდან მუჰამადამდე სხვა წინასწარმეტყველებსაც გამოეცხადა, მაგრამ გამოცხადების სისავსე მხოლოდ მუჰამადს მიემადლა.

ყურანი 114 სურის (რიგის, თავის) და 6226 აიასაგან (აიათისაგან, მუხლისაგან) შედგება. ტექსტი მუჰამადის მდივანმა ზაიდ საბითმა სიდიდის მიხედვით დაალაგა. ჯერ მოცემულია გრძელი, შემდეგ კი მოკლე სურები. გამონაკლისებია: პირველი სურა (ფათიჰა), რომელიც, ფაქტობრივად, ლოცვაა, და 113-ე და 114-ე სურები, რომლებშიც არის შელოცვა, მკითხველებსა და მსმენელებს ეშმაკისაგან (არაბულად - შაიტანისაგან), მისი მორჩილი ბოროტი სულებისაგან და ადამიანთა ხრიკებისაგან რომ იცავს.

ყურანი დაწერილია გარითმული პროზით (საჯ). მისი სურები ორ კატეგორიად იყოფა იმის მიხედვით, თუ სად მოხდა ესა თუ ის გამოცხადება - მექაში თუ მედინაში. მექურია 90 სურა, მედინური - 24.

ისლამოლოგიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ტექსტის ისტორიის საკითხებსაც. როდესაც ოსმანმა ყურანის საბოლოო რედაქცია ჩამოაყალიბა, სხვა რედაქციის შემცველი ნუსხები განადგურდა. კანონიკური (ოსმანისეული) რედაქციის ძველ ნუსხებზე გვხვდება მუქი ფერის ლაქები, რაც, მუსლიმთა რწმენით, ოსმანის სისხლია, რომელიც მან დაღვარა, როდესაც იგი ყურანის კითხვის დროს მოკლეს. ასეთია, მაგალითად, ყურანის სამარყანდული ნუსხა, რომელიც დღეს ტაშკენტში ინახება.

ყურანის გვერდით დგას, მაგრამ მას ვერ უთანაბრდება, სუნა. ეს სიტყვა (არაბ. „ასსუნნა“) თავდაპირველი აზრით „გზას“, „მიმართულებას“ ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით - ადათს, ჩვეულებას, გადმოცემას. ისლამოლოგიაში სუნას მიზანია ყურანის ამა თუ იმ ადგილის დაზუსტება და განმარტება. თავიდან იგი ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მაგრამ IX საუკუნეში მას წიგნის სახე მისცეს. სუნას საფუძველია ჰასიდები, ანუ გადმოცემები, ისტორიული მოთხრობები მუჰამედსა და მუსლიმთა პირველ საკრებულოებზე, ომებსა და საზოგადოებრივპოლიტიკურ მოვლენებზე. სუნა ასევე მუჰამედის ოჯახის წევრებისა და თანამოღვაწეების ახსნაგანმარტებებსა და მემუარებსაც მოიცავს.

საღვთო მოძღვრება. „ისლამი“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს „ერთი და საყოველთაო ღმერთის მორჩილებას“ („ალისლამ“ - „ალაჰისადმი თავის მიცემა“, „მორჩილება“). ყურანში აღნიშნულია: „ჭეშმარიტი რელიგია ალაჰის წინაშე ისლამია“ (3:17). სიტყვა „ისლამი“, თავისი მნიშვნელობით, ახლოს დგას სიტყვებთან „იმან“ (რწმენა) და „დინ“ (რელიგია). ამიტომ ყურანში სიტყვები „იმანი“ და „ისლამი“ ხშირად ერთმანეთის ნაცვლად იხმარება და განუყოფელი ნაწილები არიან ცნებისა რელიგია - „დინ“.

ისლამური ღვთისმეტყველების თანახმად, რელიგიას სამი ძირითადი ელემენტი განსაზღვრავს: 1. ალლაჰის, მისი წერილისა და მოციქულების ჭეშმარიტებათა სიტყვიერი აღიარება, 2. შინაგანი რწმენა, ანუ ალლაჰის ჭეშმარიტებათა გულით (არა მხოლოდ გონებით) გაცნობიერება (გულწრფელობა) და 3. კეთილი საქმეები, ანუ რელიგიური ვალდებულებებისა და ისლამის მითითებების შესრულება.

ისლამური ღვთისმეტყველება დაფუძნებულია ექვს ძირითად თეზისზე (დოგმატზე):

1. ერთი ღმერთის რწმენა. ისლამი მკაცრად და თანმიმდევრულად მონოთეისტური და თეოცენტრული რელიგიაა. იგი ქადაგებს ერთ ღმერთს, როგორც ყოვლისშემოქმედს, ყოვლისმპყრობელსა და ყოვლადმოწყალეს. მისი სახელია ალლაჰ (არაბ. ალლაჰ, ალილლაჰ - „ღვთაება“). ისლამი კატეგორიულად უარყოფს ტრიადას - ერთარსება სამების დოგმატს. მუჰამადის თქმით, ქრისტიანები სამ ღმერთს ეთაყვანებიან: ალლაჰს, ისას და მარიამს, რაც მისთვის ყოვლად მიუღებელია, რადგან ასეთი ღვთისმეტყველება წარმართობის ელემენტებს შეიცავს.

ალლაჰი აბსოლუტია; არსებობს თავის თავში, თავისთავად და სამყაროზე; არ შობს და არ შობილა; არ ჰყავს შვილები, ამხანაგები და მოზიარეები. ის განსაზღვრავს ადამიანთა ბედს და ადამიანები მას უნდა ემორჩილებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ალლაჰი არის უსხეულო სული, ყურანში გვხვდება ფრაზები, რომლებიც მკითხველებს მის შესახებ ანთროპომორფულ წარმოდგენებს უქმნიან: ის ლაპარაკობს, ზის ტახტზე და ა.შ., რაც მეტაფორებია. რწმენა და მოძღვრება ალლაჰის ერთობისა და ერთადერთობის შესახებ (ალთავჰიდ) იმდენად მძლავრია, რომ ალლაჰის რომელიმე ქმნილებასთან მიმსგავსება ან შედარება უდიდეს და უპატიებელ ცოდვად ითვლება - შირქად, იგივე მრავალღმერთიანობად, „ვინმეს ალლაჰის თანამონაწილედ მიჩნევად“.

ალლაჰის ერთადერთობის რწმენა, რომლის საფუძველზე მუსლიმთა მთელი ცხოვრება უნდა მოეწყოს, ასახულია ღვთის სადიდებელ „ბასმალასა“ და რწმენის სიმბოლო „შაჰადში“ (ორივე იხ. ქვ.). ისინი (ყურანისეული ექსცერპტების გარდა) პირველად დადასტურებულია ბაჰიბ ბ. მასლამის „დაცვის სიგელში“, რომელიც შედგენილია VII საუკუნის 40-50-იან წლებში და წარმოადგენს სახელმწიფო ხელშეკრულებას არაბეთსა და საქართველოს შორის (იხ. ქვ.: ისლამი საქართველოში).

2. ანგელოზების რწმენა. მუსლიმთა აზრით, არსებობენ უამრავი უსხეულო და გონიერი ქმნილებანი - ანგელოზები (არაბ. მალაიქა; მხ. რ. მალაქ), რომლებსაც ალლაჰსა და ადამიანს შორის შუალედური ადგილი უჭირავთ. ისინი უსქესონი არიან (ჰარუთისა და მარუთის გარდა); ცხოვრობენ ზეცაში, დგანან ალაჰის ტახტის გარშემო და ხოტბას ასხამენ მას, იცავენ ადამიანებსა და წინასწარმეტყველებს ალლაჰის სიტყვას გადასცემენ, თვალყურს ადევნებენ ადამიანებს და აღნუსხავენ ყველაფერს, რასაც ისინი ჩადიან.

ყურანი ანგელოზთა რამდენიმე კატეგორიას ასახელებს. უმაღლესი რანგისანი ის ანგელოზები არიან, რომლებიც ალლაჰის ტახტთან დგანან - ჯაბრაილი, მიქაილი, ისრაფილი და იზრაილი. ჯაბრაილი (ჯაბრილ, ჯიბრაილ, იგივე გაბრიელი), ყურანის მიხედვით, მუჰამედის მფარველია, გამოგზავნილი ალლაჰისაგან ყურანის ზეშთაგონებისათვის. მიქაილი (მიქალი, იგივე მიქაელი, მიხაილი) ემსახურებოდა ალლაჰს, როდესაც მიწისაგან ადამიანს ქმნიდა და იცავდა მუჰამედს ურწმუნო ხალხისაგან. ისრაფილი (სხვაგვარად სარაფილ) კითხულობს რჯულის ფიცარზე ნაწერ გადაწყვეტილებებს ადამიანთა და სამყაროს ბედის შესახებ, აქვს საყვირი, რომელსაც ჩაბერავს იერუსალიმის წმინდა კლდეზე მაშინ, როდესაც საყოველთაო აღდგომისა და განკითხვის დღე მოახლოვდება. იზრაილი არის სიკვდილის ანგელოზი, რომელმაც დედამიწაზე მოიპოვა თიხა, რისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა.

ალლაჰმა ანგელოზები ცეცხლისაგან შექმნა: თავდპირველად ისინი, შემდეგ - ადამი. მან უბრძანა ანგელოზებს: „თაყვანი ეცით ადამს!“ უფლის ნებას მხოლოდ იბლისი არ დაემორჩილა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ადამი მიწისგანაა შექმნილი, თვითონ კი ცეცხლისაგან (ყურანი 7:1012). ამის გამო ის ზეციდან იქნა გამოძევებული და გახდა ეშმაკი, სატანა. სახელი „იბლისი“ ბერძნული სიტყვისაგან მომდინარეობს - „დიაბოლოს“. იბლისი მორწმუნეთა ჭეშმარიტი გზიდან გადაცდენას ცდილობს და წუთისოფელში ღვარძლს თესს. მან მრავალი ბოროტი სული (დემონი) შვა - შაიტნები და ჯინები, რომელთა გარდაუვალი ხვედრი ჯოჯოხეთია. განკითხვის დღეს, იბლისისა და მისი ჯინების გარდა, სატანჯველი კიდევ ორ ანგელოზს ელოდება - ჰარუთს და მარუთს, რომლებმაც ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარი ვერ თქვეს.

3. საღვთო წერილის რწმენა. საღთვო წერილი (ყურანის გარდა) გულისხმობს წიგნებს, რომლებიც იუდეველებსა და ქრისტიანებს გამოცხადების გზით ებოძათ. ასეთად ყურანში სამი წიგნია დასახელებული: თავრათი (თორა, მოსეს ხუთწიგნეული), ზებური (ფსალმუნნი დავითისი) და ინჯილი (სახარება). ამის გამო იუდეველებსა და ქრისტიანებს, ყურანის მიხედვით, დანარჩენ ხალხთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავთ. ისინი არ არიან უბირები, ურჯულოები და ურწმუნოები, არამედ - წერილის, წიგნის ხალხი. მართალია, ეს წიგნები, მუსლიმ ღვთისმეტყველთა აზრით, სრულყოფილ ცოდნას არ შეიცავს, რადგან არც შესაბამისი (ე.ი. ყურანამდელი) გამოცხადებანი იყო სრულყოფილი და არც ჩაწერა მომხდარა სრულყოფილად, მაგრამ მათ სტრიქონებში უხვადაა სიბრძნე და ჭეშმარიტი მეცნიერება. გამოცხადებათა გვირგვინი არის ყურანი როგორც მარადიული, ალლაჰისაგან განუყრელი ფენომენი, ალლაჰის მარადიული ნებასურვილი, რომელსაც მთავარანგელოზი ჯაბრაილი მუჰამადს უკითხავდა და აწერინებდა. ხილული ყურანის დედანი ზეცაშია. იგი შეუქმნელი და მარადიულია.

4. წინასწარმეტყველთა რწმენა (რასულ და ნაბ). ყურანი და სუნა მუსლიმს ალლაჰის ყველა მოციქულისა (რასულ) და წინასწარმეტყველის (ნაბი) აღიარებას მოუწოდებს.

წინასწარმეტყველთა რიცხვი, ჰადისების მიხედვით, 124 000ს უდრის, მაგრამ ყურანში დასახელებულია მხოლოდ 28. მათგან განსაკუთრებით საპატიოა ცხრა - „დიდნი და მყარნი“, შეუპოვარნი. ესენია: ნუხი (ნოე), რომელსაც ალლაჰისაგან მომავალი წარღვნის ამბავი ეუწყა და რომელმაც კიდობანი ააგი (ამ კიდობნით, სხვათა შორის, ეშმაკი იბლისიც გადარჩა, რადგან ის ვირში შევიდა და იქ ამ გზით აღმოჩნდა); იბრაჰიმი (აბრაამი) - არაბებისა და ებრაელების მამათმთავარი, რომელსაც ალლაჰისაგან წერილის გრაგნილი ებოძა და რომელმაც შვილთან, ისმაილთან, ერთად მიწიერი ქააბა ააგო; მუსა (მოსე), რომელსაც თავრათი (თაირი, თორა) ებოძა; დაუდი (დავუდი, დავითი), რომელმაც ალლაჰისაგან ზებური (ფსალმუნნი) მიიღო და რომელმაც გოლიათი (ჯალუთი) დაამარცხა; იაკუბი (იაკობი); იუსუფი (იოსები); აიუბი (იობი); მარიამის ძე ისა (იესო) - მერვე წინასწარმეტყველი, რომელსაც ალლაჰმა ინჯილი (სახარება) გარდამოუვლინა, რის გამოც იგი ცნობილია როგორც, „რუჰ ალაჰ“ (ალლაჰის სული). წინასწარმეტყველთა რიგს აგვირგვინებს უკანასკნელი წინასწარმეტყველი და „წინასწარმეტყველთა ბეჭედი“ მუჰამედი, რომელსაც ალლაჰმა ყურანი უკარნახა. წინასწარმეტყველთა შორის (ნაბი) იხსენიებიან, აგრეთვე, ალისქანდარ (ალექსანდრე მაკედონელი), ჯირჯისი (წმ. გიორგი) და სხვა ქრისტიანი წმინდანები.

ყურანში აღნიშნულია, რომ თავრათი და ინჯილი „უწიგნური (წერაკითხვის არ მცოდნე) წინასწარმეტყველის“ მოვლინებას წინასწარმეტყველებს. სწორედ მას დააკისრებს ალლაჰი მართალი ადამიანების მხრებიდან „ტვირთებისა და ხუნდების ჩამოხსნას“ (7:156). მუსლიმი თეოლოგები ამბობენ, რომ აქ ლაპარაკია აჰმადის („ყველაზე დიდებულის“), ე.ი. მუჰამედის შესახებ, რომელმაც წერაკითხვა მართლაც არ იცოდა. რაც შეეხება ინჯილს, მათი თქმით, ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს შემდეგი სიტვები იგულისხმება: „თუ არ წავედი, ნუგეშინისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ“ (იოანე 16:7). ეს წინასწარმეტყველი, მუსლიმთა კომენტარით, მუჰამედია.

ყურანისა და ძველი ისლამური ტრადიციის თანახმად, ისა არ მომკვდარა, ის ალლაჰმა აიყვანა თავისთან და კვლავ მოვა საყოველთაო განკითხვის დღეს. მუჰამედის საფლავის პირდაპირ არის ცარიელი ადგილი, გამზადებული ისასათვის, რომელსაც იქ მეორედ მოსვლის შემდეგ დაკრძალავენ. მოციქულმა ისამ (თურქ. ისა ფეიღანბარმა) მოციქულ მუჰამედის საქმე უნდა გააგრძელოს და სრულყოს, ქვეყნიერებას აღსასრულის მოახლოება უნდა აუწყოს, დაჯალი (მაცდური სული, ცრუ მესია, ანტიქრისტე) უნდა გაანადგუროს და სამართლიანობა აღადგინოს. პიროვნება, რომელსაც ეს მისია აკისრია, არის მაჰდი. მაჰდი არაბულად „ალლაჰის გზის გაყოლას“ ნიშნავს. ჭეშმარიტი მაჰდი არის ის, ვინც მუჰამედის საქმეს გააგრძელებს და სრულყოფს. იგი მესიაა, რომელიც ქვეყანას ისტორიაში კი არა, ისტორიის დასასრულს ან დასრულების შემდეგ მოევლინება.

დაისმის კითხვა: მაჰდი დამოუკიდებელი, თავისთავადი პიროვნებაა, თუ მეორედ მოსული ისა? თავდაპირველად მაჰდი იესო ქრისტესთან იყო გაიგივებული. მისგან გამიჯნვა მუსლიმთა შემდგომდროინდელ რელიგიურ წარმოდგენებში მოხდა. სუნიტური ტრადიციის თანახმად, ეს არაა დოგმატური შინაარსის კითხვა და, მაშასადამე, ღია საკითხია. შიიტები კი მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და თვლიან, რომ მაჰდი „ფარული იმამია“. მისი ეპოქა 878 წელს დაიწყო და შესაძლებელია ნებისმიერ დღეს დასრულდეს მისი (იმამიმაჰდის) დაბრუნებით. იგი განაგრძობს მოციქულის საქმეს, აღადგენს ხალიფა ალის საგვარეულოს შელახულ უფლებებს, ისლამის პირვანდელ სახეს, ანუ თეოკრატიას, აღავსებს სამყაროს სიმართლითა და სამართლიანობით, მოსპობს ტირანებსა და ტირანიას. მაჰდის დაბრუნების მოლოდინი განსაკუთრებით გამძაფრდა XVI-XIII საუკუნეების ირანში, როდესაც შიიზმი ამ ქვეყნის ოფიციალური რელიგია გახდა. ისლამის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე, რომლებსაც თავი მაჰდად გამოუცხადებიათ.

5. საყოველთაო აღდგომისა და უკანასკნელი სამსჯავროს რწმენა - მაადი. ესაა მოძღვრება, რომელიც გულისხმობს მომავალი სამყაროსეული კატასტროფის, საყოველთაო აღდგომის, განკითხვის დღის, ჯოჯოხეთისა და სამოთხის რწმენას. სიტყვა მაადი („ალმაად“) არაბულია და ღმერთთან დაბრუნებას ნიშნავს, რაც სამყაროს აღსასრულის ჟამს მოხდება. მაშინ აღდგებიან მკვდრები (ალკიიამა) და ალლაჰის სამსჯავროს წინაშე წარდგებიან - მართალნი სამოთხეს დაიმკვიდრებენ (ალჯანნა), ცოდვილნი - ჯოჯოხეთს (ჯაჰანნამ).

6. ბედისწერის რწმენა - კადარი. „კადარ“ი (ბედისწერა) შინაარსით ახლოს დგას ასევე არაბულ სიტყვასთან „ყისმათ“, რომელიც ნიშნავს ბედს, იღბალს. პირველი წინასწარგანსაზღვრულობას გულისხმობს, მეორე - შემთხვევითობასა და საქმეში გამართლებას. ისლამური ღვთისმეტყველების თანახმად, ყველაფერი, რაც მომხდარა, ხდება ან მოხდება, ალლაჰის ნებაზეა დამოკიდებული. ყურანში ნათქვამია: „არაფერი დაგვემართება იმის გარდა, რაც დაგვიწერა ალლაჰმა“ (9:51); „არც ერთი სული ისე არ მოკვდება, თუ არ იქნება ალლაჰის ნება, ჟამი წინასწარ განსაზღრული და დაწერილი“ (ყურანი 9:51). მართალია, ადამიანებს თავთავიანთი ზრახვები და საქციელი ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა, მაგრამ ცუდ საქციელსა და დანაშაულზე პასუხისმგებლობაც დააკისრა. ბუნებრივად დაისმის კითხვა: რატომ ან როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მასზე, რაც მის არსებაში მისი ნების გარეშეა განსაზღვრული? ესაა ანტინომია, - წინააღმდეგობა ბედისწერასა და ნების თავისუფლებას შორის, რაც მუსლიმურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს: იყვნენ ჯიბრიტები, რომლებიც უარყოფდნენ ნების თავისუფლებას და ცნობდნენ აბსოლუტურ ბედისწერას და იყვნენ კადარიტები, რომლებიც აღიარებდნენ ადამიანის თავისუფალ ნებას და არჩევანის უნარს კეთილსა და ბოროტს შორის.

ღვთისმოსაობა და პრაქტიკა

„ხუთი ბურჯი“ (რუქნ) და ჯიჰადი. მუსლიმთა რწმენისმიერ ცხოვრებას, ანუ ისლამურ სათნოებას „ხუთი ბურჯი“ განსაზღვრავს. ესაა მუსლიმთა ხუთი მცნება, ხუთი ძირითადი მოვალეობა (რუქნ):

1. ერთადერთ ღმერთად ალაჰის აღიარება - შაჰადა („მოწმობა“). ესაა რიტუალური და ყველაზე ტევადი ფორმულა, რომელიც ისლამის ორ მთავარ თეზისს გამოხატავს (იხ. ქვემ.).

2. ყოველდღიური ხუთგზისი ლოცვა - სალათი (არაბ. ალსალათ, სპარს. ნამაზი). ყოველ ასეთ (წესისმიერ) ლოცვას წინ უძღვის განბანვა (ვუდუ). ლოცვა შესაფერის პირობებში სრულდება - ნოხზე დადგომით და დაჩოქებით, პირით მექისაკენ (კიბლა). ლოცვის ყოველდღიური ციკლი ასეთია: ფაჯრი - სრულდება განთიადზე, ზუჰრი - შუადღისას, ასრი - მზის ჩასვლამდე, მაღრიბ - მზის ჩასვლის ჩემდეგ და, მეხუთე, იშა - ღამით, ძილის წინ.

3. მოწყალება - ზაქათი (სიტყვა-სიტყვით: განწმენდა, გასუფთავება). ყურანის თანახმად (2:211, 216219 და სხვ.), მორწმუნე ვალდებულია, მოწყალება გაიღოს და გაჭირვებულებს დაეხმაროს. მუსლიმთა თვალსაზრისით, ყველა ამქვეყნიური სიკეთე (ფული, ქონება, დიდკაცობა) უწმინდურია. მათი მოპოვება და გამოყენება ნებადართულია მხოლოდ განწმენდისა და ღმერთისათვის ნაწილობრივი დაბრუნების პირობით. ვინც უპოვარს ხელს უმართავს, ის საკუთარ სულს ასუფთავებს. ზაქათის სინონიმია სადაკა.

4. სავალდებულო მარხვა - საუმი. ესაა მუსლიმთა კალენდრის (იხ. ქვემ.) მეცხრე თვე. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამადს წინასწარმეტყველისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა. მარხვა მორწმუნე მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისაგან თავი უნდა შეიკავოს - ჭამისაგან, სმისაგან და ინტიმური ცხოვრებისაგან. ამ აკრძალვებისაგან იგი თავისუფლდება მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს. მარხვა 30 დღეს გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება (იხ. ქვემ.).

5. მომლოცველობა - ჰაჯი. ზოგადი აზრით, ჰაჯი ნიშნავს პილიგრიმობას (წმ. ადგილების მოლოცვას), მაგრამ ამ სიტყვას (ალჰაჯჯ) კონკრეტული შინაარსი აქვს და მექაში პილიგრიმობას გულისხმობს. ყურანის თანახმად, მექაში მოგზაურობა და ქააბას მონახულება სავალდებულოა ყველა მუსლიმისათვის, ვისაც ეს ძალუძს (3:9091 და სხვ.). ეს აქტი მორწმუნემ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა განახორციელოს. ვინც ამას ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს, შეუძლია, წარმომადგენელი გააგზავნოს. ჰაჯისაგან მხოლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე, უპოვარი და მონა თავისუფლდებიან. ჰაჯი მთვარის კალენდრის უკანასკნელ თვეში სრულდება. მორწმუნეს პილიგრიმობის უფლება ყოველთვის აქვს, მაგრამ ალჰაჯჯი მხოლოდ წელიწადის აღნიშნულ მონაკვეთში უნდა შესრულდეს.

ამ დროს მუსლიმები მუჰამადის „გამოსათხოვარ ჰაჯის (პილიგრიმობას)“ (იხ. ზემ.) იხსენებენ. მორწმუნეები, როდესაც არაბეთის წმინდა მიწას (მექას) მიუახლოვდებიან, იჰრამით (თეთრი უნაკერო სამოსლით) იმოსებიან და განწმენდის წესებსაც ასრულებენ - შემოუვლიან ქააბას და შავ ქვას ეამბორებიან. ჰაჯის დამთავრების დღეს ქააბას ტაძარში სრულდება ქადაგება და საღამოს, ან მეორე დილით, პილიგრიმები მექას ტოვებენ.

არსებობს მცირე პილიგრიმობა (უმრა), რომელიც წლის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს. მისი რიტუალი შედარებით მოკლე და მარტივია.

ჯიჰადი. მას ისლამის მეესვსე ბურჯად და მუსლიმთა მეექვსე მოვალეობადაც მიიჩნევენ. სიტყვა არაბულია და „გულმოდგინებას“, „მონდომებას“, რწმენაში სიმტკიცეს ნიშნავს. ჯიჰადის იდეა და იდეოლოგია ემყარება რწმენას ისლამის უნივერსალურობის შესახებ, რაც მორწმუნეებს სარწმუნოებრივ შეუპოვრობას ჰკარნახობს.

VIII საუკუნეში, როდესაც ისლამური დოგმატიკა ჩამოყალიბდა და ყურანის კომენტარებიც დაიწერა, ჯიჰადის შინაარსი დაზუსტდა. იგი ნიშნავს სარწმუნოებისათვის ბრძოლაში თავგამოდებას, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გულისხმობს, თუმცა არც გამორიცხავს, როდესაც ამის გარდაუვალი აუცილებლობაა. ყურადღება ძირითადად გამახვილებულია პიროვნების საკუთარ თავთან ბრძოლაზე თვითაღზრდისა და თვითგაუმჯობესებისათვის, სულიერი და ზნეობრივი სრულყოფისათვის, ასევე - ქვეყანაში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებისათვის. თუკი სარწმუნოებას საფრთხე დაემუქრება, მაშინ შესაძლებელია გამოცხადდეს ღაზავათი („თავდასხმა“), ანუ ომი სარწმუნოებისათვის სარწმუნოების მტრებთან. ოღონდ ესაა ჯიჰადის უკიდურესი გზა და მისი გამოცხადება მხოლოდ უმაღლეს სულიერ ავტორიტეტს შეუძლია, თუკი დაასაბუთებს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა (ღაზავათის მაგალითია კავკასიელ მთიელთა ომი რუსეთის წინააღმდეგ). ასეთ ომში დაღუპული მუსლიმი ხდება შაჰიდი (მოწამე), რომელიც უცილობლად ცხონდება და მისი სულისთვის საგანგებო ლოცვების თქმა და რიტუალების შესრულება საჭირო აღარ არის.

განასხვავებენ ჯიჰადის რამდენიმე სახეს: „გულის ჯიჰადი“ - ბრძოლა ისლამის პირველი მტრის, საკუთარი ნაკლოვანების, აღმოფხვრისათვის, „ენის ჯიჰადი“ - ისლამის ფასეულობათა გაბედულად აღიარება და დაცვა, უსამართლობის მხილება, „ხელის ჯიჰადი“ - დისციპლინარული ზომების მიღება კანონისა და ზნეობრივი ნორმების დამრღვევთა მიმართ, „კალმის ჯიჰადი“ - ისლამის დაცვა წერილობით, „მახვილის ჯიჰადი“ - შეიარაღებული ბრძოლა ისლამის დასაცავად.

ხიტანი. მუსლიმია ის, ვინც ალლაჰს მიუძღვნა თავი, ისლამის ხუთი ბურჯი გულწრფელად აღიარა და შარიათის (იხ. ქვემ.) ძირითადი პრინციპების დაცვის აღთქმა დადო.

უმაში გაერთიანების, ანუ მუსლიმად გახდომის სიმბოლო და გარეგანი ნიშანია წინადაცვეთა - ხიტანი. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად მუჰამედი წინადაცვეთილი დაიბადა. ამიტომ ყველა მუსლიმი მის დამსგავსებას ცდილობს. წინადაცვეთის პროცედურა, ჩვეულებრივ, ნებისმიერი დალაქის მიერ 613 წლის ყმაწვილებს უტარდაებათ. შუასაუკუნეებში უფლისწულების და ტახტის მემკვიდრეების წინადაცვეთა დიდი ზარზეიმით აღინიშნებოდა. ასეთივე რეზონანსი ჰქონდა ამა თუ იმ ქვეყნის მეთაურის (მეფისა თუ მთავრის) ისლამზე მოქცევას. მაგალითად, როდესაც სამცხის ათაბაგი მანუჩარი გამუსლიმდა (1519), მისი „წინადაცვეთა და ბეგლარბეგად დანიშვნა დიდი ზეიმითა და სიხარულით აღნიშნეს“. მუსლიმ კანონმდებლებს შორის არ არის ერთსულოვნება, აუცილებელია თუ არა ისლამზე მოქცეულ მოზარდთა წინადაცვეთა. ამ მხრივ, სუნიტი მუსლიმები უფრო პრინციპულები არიან. ზოგიერთ ქვეყანაში (ეგვიპტე) ეს პროცედურა ქალებსაც უტარდებათ (ხაფდ).

შარიათი და ფიკჰი. შარიათი არაბული სიტყვაა და ნიშნავს: „პირდაპირი, სწორი გზა“. ესაა მუსლიმთა რჯულის კანონი, რომელიც, ძირითადად, ყურანს, სუნას (ჰადისებს) და რელიგიური ავტორიტეტების წერილობით მემკვიდრეობას ეფუძნება. მასში მოცემულია მორწმუნეთა ცხოვრების ნორმები და იურიდიული კოდექსი. შარიათის პრინციპებსა და დებულებებს აყალიბებს ფიკჰი („ცოდნა“, „გაგება“), ანუ მეცნიერება სამართლის შესახებ და მუსლიმური სამართალი. მის თანამშრომლებსა და წარმომადგენლებს ფაკიჰი ეწოდებათ. ფაკიჰის პრეროგატივაა გაარკვიოს, რა არის ღვთისთვის მოსაწონი და რა არა.

შარიათი არეგულირებს ადამიანის ურთიერთობას ალლაჰთან, მორწმუნის პირადი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა მხარეს, მოიცავს ღვთისთვის მოსაწონი და ღვთისთვის არმოსაწონი ქცევების კომპლექსს, რჯულისმიერი ცხოვრების ნორმებსა და წესებს სასჯელს ამ ნორმების დარღვევისათვის (თაზირი). გადაწყვეტილება ამა თუ იმ საღვთისმეტყველოსამართლებრივ საკითხზე, რომელსაც ფაკიჰი გამოიტანს და რომლის შესრულება სავალდებულოა, ცნობილია სახელწოდებით „ფათვა“. შიიტებს შორის არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმად ფათვა ერთობ აღმატებული ავტორიტეტის მქონე სასულიერო პირმა დამოუკიდებლადაც შეიძლება გამოიტანოს. ასეთ პიროვნებას აიათოლა („ალლაჰის ნიშანი, სასწაული“) ეწოდება.

ფაკიჰს ხშირად მუფთისაც უწოდებენ. პირველი უფრო მეტად კანონმდებელს ნიშნავს, მეორე კი - პრაქტიკოს მოსამართლეს. პირველად მუფთები ხალიფა ომარ II-მ (717-720) დანიშნა. ეს სახელი ყველა მოსლიმური ქვეყნის მოსამართლეზე გავრცელდა, მაგრამ თურქულსპარსულ გარემოში მის პარალელურად დამკვიდრდა ფორმა ყადი (თურქ. - ყაზი, სპარს. - კადი). შარიათი რელიგიურ, სამოქალაქო და სისხლის სამართალს აერთიანებს. ამიტომ ძველად (და დღესაც, სადაც შარიათს სახელმწიფო სტატუსი აქვს, მაგ. ირანი) მუსლიმ მოსამართლეებს ნოტარიუსის ფუნქციაც ჰქონდათ.

ჰალალი და ჰარამი. მუსლიმთა რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს ორი საპირისპირო კატეგორიის ცოდნა და მათი გათვალისწინება. ესენია ჰალალი და ჰარამი. პირველი („ჰალალ“ - „თავისუფალი“) ნიშნავს იმას, რაც ნებადართულია, ანუ აკრძალული არ არის, მეორე („ჰარამ“ - „აკრძალული“) - იმას, რაც რჯულისაგან (ალლაჰისაგან) ნებადართული არ არის და, მაშასადამე, აკრძალულია. მაგრამ იმას, თუ რა დოზით და რა სიმკაცრითაა აკრძალული და რა სასჯელი ელოდება ამა თუ იმ ჰარამის ჩამდენს, აზუსტებს და აკანონებს ფიკჰი.

მაგალითად: გარკვეულია, რომ მუსლიმ მამაკაცს შეუძლია ერთდროულად იყოლიოს ოთხი ცოლი, თუკი ამის ეკონომიური საფუძველი აქვს (ზავაჯი, პოლიგამია). დასაშვებია მუსლიმი მამაკაცის ქორწინება ქრისტიან ან იუდეველ ქალთან, მაგრამ მუსლიმი ქალი მხოლოდ ერთმორწმუნე მამაკაცს შეიძლება მითხოვდეს. დაუშვებელია უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება. დღისით გარდაცვლილი იკრძალება იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე, ნაშუადღევს გარდაცვლილი - მეორე დღეს. სიკვდილის წინ მუსლიმი შაჰადას წარმოთქვამს, თუკი ეს შეუძლებელია, სხვამ უნდა ჩასჩურჩულოს. გარდაცვლილს სახით მექასკენ მიატრიალებენ, განბანენ და თეთრ ან მწვანე სუდარაში გაახვევენ, კითხულობენ ლოცვებსა და ასრულებენ რიტუალს (ჯაზანა). დაუშვებელია ლოცვა თვითმკვლელისა და ურწმუნოს სახელზე. მიცვალებულის მოხსენიება ხდება მე-3, მე-7 და მე-40 დღეს. აკრძალულია ღვინისა და სხვა მათრობელი სასმელების სმა, ღორის ხორცის ჭამა, აზარტული თამაშობები და ბევრი სხვა.

კერძო და საზოგადო ღვთისმსახურება. ისლამური ღვთისმსახურების ენად არაბული დამკვიდრდა. ღვთისმსახურება და ღვთისმოსაობა კონცენტრირებულია რწმენის ფორმულაში შაჰადა, ანუ მოწმობა. იგი ასე ჟღერს: „ლა ილაჰა ილლა ლლაჰუ ვა მუჰამადუნ რასულულლაჰ“ („არ არის ღმერთი გარდა ალლაჰისა და მისი შუამავალი მუჰამედია“). ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვა, რადგან მასში ისლამის ორი მთავარი თეზისია გაცხადებული: 1) ერთი ღმერთის აღიარება და 2) მის მოციქულად მუჰამედის გამოცხადება.

ღვთის ყველაზე მოკლე და ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებული სადიდებელია ბასმალა, რომელიც ასე ჟღერს: ბისმილლაჰირაჰმანირრაჰიმი („სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა“). სხვაგვარად მას თასმია ეწოდება. ამ ფორმულით იწყება ყურანის ყველა სურა, გარდა მე9ისა. ბასმალას წარმოთქვამენ ყველა საქმის დაწყების წინ, მით უფრო ლოცვისა და ქადაგებისას. იგი წარმოადგენს დეკორატიულ მოტივსაც და ხშირად გამოიყენება ხელნაწერებსა და არქიტექტურულ ორნამენტებში.

ღვთისმსახურება შეიძლება ნებისმიერ ადგილზე შესრულდეს, მაგრამ საზოგადო მსახურება, თუკი ექსტრემალური ვითარება არაა, უნდა შედგეს საკრებულო ტაძარში, რომელსაც მეჩეთი, მასჯითი, მიზგითი ეწოდება (სიტყვა არამეულია და „ღვთის თაყვანისცემის ადგილს“ ნიშნავს), ანდა - ჯამე (ჯამაათის, ე.ი. მუსლიმთა თემის შესაკრებელი. არაბ.).

პირველი მეჩეთი მუჰამადმა მედინაში, თავისი სახლის გვერდით, 623 წელს ააშენა. მექის დაკავების შემდეგ მეჩეთად ქააბა გადაკეთდა. მეჩეთის არქიტექტურული ტიპი VII-VIII საუკუნეებში ომაიანენის დროს ჩამოყალიბდა. მეჩეთის აუცილებელი ატრიბუტებია: მიჰრაბი (ნიშა კედელში, რომელიც მექისაკენ მიმართულებას მიუთითებს. მლოცველნი სახით მისკენ დგანან), მინბარი (კათედრა დიდ მეჩეთში კიბითურთ, მიჰრაბის მარჯვენა მხარეს, საიდანაც იმამი ან სხვა სასულიერო პირი ქადაგებას წარმოთქვამს), მინარეთი (იხ. ქვემ.), წიგნსაცავი, სათავსო და აუზი, სადაც ლოცვისწინა განბანვა ხდება. მეჩეთის იატაკი მოფენილია ხალიჩებით და მასში შესვლისას სავალდებულოა ფეხზე გახდა. მორწმუნე მეჩეთში შედის მარჯვენა ფეხით და გამოდის მარცხენით. დიდ მეჩეთებს, სადაც პარასკევის ლოცვა სრულდება, ეწოდება პარასკევის მეჩეთი (მასჯიდ ალ ჯუმა) ან საკრებულო მეჩეთი (მასჯიდ ალჯამი, აჭარაში: ჯამე).

მუსლიმთა სალოცავის შემადგენელი ნაწილია მინარეთი („მინარა“ - „სინათლის ადგილი“, „შუქურა“). მას მიზანადაც მოიხსენიებენ, რაც ნიშნავს ადგილს, საიდანაც აზანს აცხადებენ, ე.ი. ლოცვისაკენ მოუწოდებენ. ესაა კოშკი, რომელზეც ადის მუეძინი („მუაზზინ“ - „განმცხადებელი“, „მომწოდებელი“), რომელიც მორწმუნეებს ლოცვის დროის დადგომას ამცნობს და მათ სალოცავად მოუხმობს.

„აზანი“ მოწოდებას ნიშნავს. იგი მუჰამედის მიერაა დაწესებული ჰიჯრიდან 12 წლის შემდეგ და ასე სრულდება: მუეძინი სახით მექის მიმართულებით დგას, ცერითა და სალოკი თითით ყურის ბიბილოები უჭირავს და 7 ფორმულისაგან შემდგარ მოწოდებას ახმიანებს. ესენია: 1. ალლაჰუ აქბარ („ალლაჰი დიდია“). ამ ფორმულას ეწოდება თაქბირი და ხუთჯერ წარმოითქმება, 2. ვმოწმობ, რომ არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა, 3. ვმოწმობ, რომ მუჰამედი შუამავალია ალლაჰისა, 4. მოდით სალოცავად, 5. მოდით გადასარჩენად, 6. ალლაჰი დიდია, 7. არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა.

სასულიერო იერარქია და განათლება. მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირი არის შეიხი. პიროვნება, რომელიც მუსლიმთა თემს, საკრებულოს (ერთს ან რამდენიმეს) ხელმძღვანელობს, სალოცავ სახლს ემსახურება, რიტუალებს ასრულებს და ქადაგებას წარმოთქვამს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: იმამი, ახუნდი, მოლა და ხოჯა. ამასთანავე, ერთი და იმავე დასახელების სასულიერო პირს სასულიერო იერარქიაში (სხვადასხვა გარემოში) სხვადასხვა რანგი და თანამდებობა უჭირავს: იმამი ზოგან ზედამხედველი ღვთისმსახურია, ზოგან - რიგითი ახუნდი (სპარს. მასწავლებელი) ზოგან მაღალი თანამდებობის რჯულის მეცნიერია, ზოგან - მეჩეთის მსახური.

ისტორიული თვალსაზრისით ყველაზე გავრცელებული სახელწოდებაა იმამი, რაც სიტყვა-სიტყვით „წინამდგომელს“, „ხელმძღვანელს“ ნიშნავს. არსებობს „დიდი იმამი“ და „მცირე იმამი“. პირველი მოცემული ქვეყნის ან სახელმწიფოს მუსლიმთა სასულიერო და პოლიტიკური ლიდერია (მაგ. იმამი შამილი), მეორე კი ერთი რომელიმე ან (აუცილებლობის შემთხვევაში) რამდენიმე საკრებულოს წინამძღოლია. დიდი იმამის თანამდებობა სუნიტური ტრადიციით არჩევითია, შიიტურით კი - მემკვიდრეობითი და ის მეოთხე კანონიერი ხალიფა ალის (656-661) შთამომავლებს გადაეცემათ. მცირე იმამის ადგილზე ინიშნებოდნენ და ინიშნებიან სასულიერო განათლების მქონე პირები, რომლებიც მაღალი ზნეობითა და ღვთისმოსაობით გამოირჩევიან. ამავე თანამდებობას ასრულებს მოლა (არაბ. - მავლა, სპარს. - მოლლა „ბატონი“, „მბრძანებელი“, „მეუფე“), რომელსაც თურქულენოვან მუსლიმურ სივრცეში ზოგჯერ ხოჯა ეწოდება (აჭარა).

სალოცავ სახლებთან, ბევრ შემთხვევაში, მოქმედებს დაწყებითი, საშუალო, ანდა უმაღლესი სასულიეროსაგანმანათლებლო სასწავლებელი - მაქთაბი და მადრასა. მაქთაბი (არაბ.) ნიშნავს ადგილს, სადაც წერაკითხვის პროცესი მიმდინარეობს. განათლების სისტემაში მას დაწყებითი სკოლის (პირველი საფეხურის) შინაარსი აქვს. მადრასა (მედრესე, არაბ. მადარის „სწავლის ადგილი“) საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელია, სადაც მუსლიმი ულემები (ალიმები: მცოდნენი, სწავლულები, მეცნიერები) პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან. ასეთი სასწავლებლები ისლამის ქვეყნებში X საუკუნიდან არსებობს. ძველი ტრადიციის მიხედვით, მადრასის სტუდენტები ცხოვრობენ პანსიონში და იღებენ სტიპენდიას. ძირითადი საგნებია: ყურანი, ჰადისები (სუნა), თეოლოგია, სამართალი (ფიკჰ), არაბული ენა და ლიტერატურა და სხვა დისციპლინები. ისლამური თეოლოგიის ფაკულტეტები უნივერსიტეტებთანაც არსებობს.

სიმბოლო. მუსლიმები მთვარის კალენდრით სარგებლობენ. ამის გამო მათი რელიგიის სიმბოლოდ ახალი ნამგალა მთვარე იქცა. ეს ბუნებრივია, რადგან მუსლიმთა მთავარი და სავალდებულო მარხვის (იხ. ქვემ.) დაწყება და დამთავრება ახალმთვარეობაზეა დამოკიდებული. ისლამის სიმბოლოდ ნახევრადმთვარე პირველად ხალიფა ომარ I-მა (634-644) გამოიყენა - მან ის ქააბაზე მიამაგრა და ამით მთელ მუსლიმურ სამყაროს მაგალითი მისცა. მოგვიანებით ნახევარმთვარემ მუსლიმთა სალოცავ სახლებში ის ადგილი დაიკავა, რაც ჯვარმა ეკლესიაში. XIX საუკუნის დასაწყისიდან ეს სიმბოლო ისლამური ტრადიციის ქვეყნებში (პირველად ოსმალურ თურქეთში) ჰერალდიკის (დროშებისა და გერბების) განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღესასწაულები. მუსლიმთა მთავარი მარხვა და დღესასწაულია რამადანი (რამაზანი). იგი რამადანის თვეში სრულდება (იხ. ზემ. სავალდებულო მარხვა): იწყება სავსე მთვარის გამოჩენისთანავე და 29 ან 30 დღეს გრძელდება (თარიღი მოძრავია). ეს მარხვა მთავრდება დღესასწაულით, რომელსაც ურაზაბაირამი ჰქვია (სხვანაირად: იდ ალფიტრი ან ქუჩუკბაირამი, შექერბაირამი). დღესასწაულს, ზოგადად, არაბულ ენაზე უწოდებენ „yidun“-ს, რაც „გახსენებას“ ნიშნავს. რამაზანის მარხვით და დღესასწაულით მუსლიმები იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც ალაჰმა მუჰამედს ყურანი გარდმოუვლინა.

სხვა დღესასწაულებია: 1. ყურბანბაირამი (ურაზაბაირამიდან 70 დღის შემდეგ). ესაა მექაში მოსალოცად მგზავრობის აღსანიშნი დღე - დუ ლჰიჯჯა, რომელიც მსხვერპლშეწირვით მთავრდება. ამის გამო მას „ცხვრის დღესასწაულსაც“ უწოდებენ. ამით მუსლიმები იბრაჰიმის მიერ შვილის ნაცვლად ცხვრის დაკვლას მოიხსენიებენ, 2. მავლიდი (მავლუდი) - მუჰამადის დაბადების და გარდაცვალების დღე, 3. მიჰრაჯი - მუჰამადის ზეცად ამაღლების დღე, 4. აშურა, ანუ შაჰსეი, ვაჰსეი და სხვა. აშურა შიიტების სამგლოვიარო დღეა. ამით ისინი მესამე (მუჰამედის შემდეგ) იმამის, ალის ვაჟის, ჰუსეინის, მოწამებრივ ღვაწლს მოიხსენიებენ. იგი ჰიჯრიდან 61-ე წელს, 10 ოქტომბერს, თავის ძმასთან, აბასთან, და 70 თანამებრძოლთან ერთად ერაყში დაიღუპა. ესაა სამგლოვიარო მისტერია, რომელიც ათ დღეს გრძელდება. მორწმუნეები შედიან აღმაფრენაში, რასაც თვითგვემა ახლავს. ისმის შეძახილები: „შაჰსეი, ვაჰსეი!“ ანუ: შაჰიდ (მოწამე) ჰუსეინ, ვაჰ (ვაი) ჰუსეინ! ეს დღე სუნიტ მუსლიმებში ზოგადად გადარჩენის დღედ მოიხსენიება. მუსლიმური გადმოცემების თანახმად, ამ დღეს შექმნა ალლაჰმა ადამი, ამ დღეს გადარჩნენ ებრაელები ფარაონთა ლაშქრისგან, ნოეს კიდობანი ამ დღეს გავიდა ხმელეთზე და სხვ.

ისლამი და არამუსლიმები

წარმართები და წერილის ხალხი. მუსლიმებს, ისე როგორც სხვა რელიგიების მიმდევრებს, სწამთ, რომ ჭეშმარიტებას სრულყოფილად მხოლოდ ისინი ფლობენ. დანარჩენი კაცობრიობა, ალლაჰთან მიმართების თვალსაზრისით, ორ ნაწილად იყოფა: 1. ხალხი, რომელსაც წერილობითად ჩამოყალიბებული რჯული არა აქვს. მათი სახელია მუშრიქ; ეს ადამიანები წარმართები და კერპთაყვანისმცემლები არიან და 2. ხალხი, რომელსაც წერილობითად ჩამოყალიბებული რჯული აქვს და ეს რჯული საღვთო გამოცხადების ნაყოფია. მათი სახელია აჰლ ალქითაბ („საღვთო წერილის მქონე ხალხი“).

ისლამის მიხედვით, ერთ დროს ადამიანები ერთიან უმას („უმა“ არაბული სიტყვაა და ერს, ხალხს ნიშნავს) შეადგენდნენ, რადგან ერთი რელიგიით იყვნენ გაერთიანებულები. შემდეგ მოხდა მათი დაშლა. ისლამური თვალთახედვით, კაცობრიობის ისტორია რელიგიურ თემთა თანმიმდევრული მონაცვლეობაა. დედამიწაზე ჭეშმარიტების მოსატანად ალლაჰმა თავისი მოციქულები (რასულ), წინასწარმეტყველები (ნაბი), გამაფრთხილებლები (ნაზირ) და მაცნენი (მუბაშშირ) გამოგზავნა. მათი მეშვეობით შეიქმნა „საღვთო წერილის ხალხი“ - იუდეველთა და ქრისტიანთა უმები. ის უმა, რომელიც ალლაჰის მთავარმა მოციქულმა მუჰამედმა მედინაში შექმნა, წერილის ხალხებსაც მოიცავდა, მაგრამ მათ, ისლამის მტკიცებით, ჭეშმარიტებას თვალი ვერ გაუსწორეს და ახალი უმის მიღმა აღმოჩნდნენ. ამდენად, ახალი უმა მხოლოდ მართლმორწმუნე მუსლიმებს აერთიანებს.

მუშრიქებსა და აჰლ ალქითაბელებს შორის დგანან მაზდეანები (ზოროასტრიზმის მიმდევრები, თანამედროვე ღებრები და ფარსები). მათი სახელია მაჯუსი (სირ. მაგუსა - „მოგვი“). მათაც აქვთ წერილი („ავესტა“), მაგრამ ეს არაა საღვთო წერილი (გამოცხადება). ალბათ ამიტომ ისინი („მოგვნი“) ყურანში წერილის ხალხებსა და წარმართებს შორის მოიხსენიებიან (22:17).

ძველი ისლამური ტრადიციის თანახმად, მუსლიმთა ლაშქრობისა და გამარჯვების შემთხვევაში, მუშრიქების მოქცევა სავალდებულო იყო, აჰლ ალქითაბის წარმომადგენლების გამუსლიმება კი - არა, თუკი ისინი თავს მუსლიმი ხელმწიფის ქვეშევრდომად აღიარებდნენ და გადაიხდიდნენ სულადობრივ გადასახადს - ჯიზიას. სავალდებულო გამუსლიმება ძალმომრეობას არ გულისხმობდა, რადგან ყურანში პირდაპირაა ნათქვამი: „არანაირი იძულება სარწმუნოებაში!“ (2:257).

ისლამური ფუნდამენტალიზმი. თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ხშირად გამოიყენება ცნება „ისლამური ფუნდამენტალიზმი“, თუმცა ტერმინი „ფუნდამენტალიზმი“ ისლამური წარმოშობის არ არის (იხ. ფუნდამენტალიზმი). ისლამურ სამყაროში ესაა იმ მისწრაფებებისა და ტენდენციების საერთო სახელი, რომელთა მიზანს საზოგადოებისა და სახელმწიფოს შარიათის საფუძველზე ორგანიზება წარმოადგენს. ასეთი პროგრამა და განწყობილება დამახასიათებელია ისლამის სხვადასხვა, ხშირად ურთიერთდაპირისპირებული, მიმდინარეობებისთვის. ისლამური ფუნდამენტალიზმი მუჰამადისა და ოთხი მართლმორწმუნე ხალიფის დროინდელი ისლამისაკენ დაბრუნების იდეას ეფუძნება. მუსლიმი ფუნდამენტალისტები ისლამის მთავარ საფრთხეს დასავლური პოლიტიკური მოდელისა და ცხოვრების წესის დანერგვაში ხედავენ. ფუნდამენტალისტთა დაპირისპირება დასავლური სამყაროსადმი სამ პრინციპს ემყარება: 1. იმის მტკიცებას, რომ სწორედ ისლამმა შეიტანა დასავლეთში ცივილიზაცია, 2. დასავლური ფასეულობებისა და კოლონიზატორული პოლიტიკის მხილებასა და 3. ისლამის აპოლოგიას (ყველაფერი ყურანსა და სუნაშია მოცემული და ისლამი საუკეთესო, სრულყოფილი რელიგიაა).

ისლამი საქართველოში

ძველ ქართულ წყაროებში ისლამს მაჰმადის რჯული („სჯული მოჰამედისა მიერ ქადაგებული“) ეწოდება. ხალხურ ტრადიციაში გავრცელებულია გამოთქმა „თათარი“, შესაბამისად - „გათათრება“, „დათათრება“, რაც ისლამის მიღებას, გამაჰმადიანებას ნიშნავდა, თუმცა ამ ტერმინს ადგილობრივი მუსლიმები შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ.

საქართველოში ისლამის გავრცელება არაბობის ხანიდან (VII-IX სს-იდან) დაიწყო. ამ ხანას კი დასაბამი ხალიფატის, ანუ არაბთა ისლამური იმპერიის დაარსების პირველსავე წლებში მიეცა. ერაყში, სირიასა და დარუბანდში მუსლიმთა ხელისუფლების დამყარების (633-643) შემდეგ სახელგანთქმულმა სარდალმა ჰაბიბ იბნ მასლამა ალფიჰრიმ (617-662) სომხეთი და საქართველო დაიკავა (644-655). თბილისის მოსახლეობას მან მისცა „დაცვის სიგელი“, ანუ ზავისა და შეუვალობის წიგნი, რითაც განისაზღვრა ურთიერთობა მუსლიმ არაბებსა და ქრისტიან თბილისელებს შორის. ვარაუდობენ (გ.ჯაფარიძე), რომ მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმდა ქართლის სხვა მხარეებთან და დასახლებულ პუნქტებთან. ანალოგიური დოკუმენტები VII-VIII საუკუნეებში ფორმდებოდა გამარჯვებულ არაბ მუსლიმებსა და სხვა აღმსარებლობის დამარცხებულ ხალხს შორის, როდესაც ეს უკანასკნელნი უომრად, წინააღმდეგობის გარეშე, მორჩილებას აცხადებდნენ. ასეთ შემთხვევაში, არაბთა სარდალი ადგილობრივ ადმინისტრაციას უგზავნიდა „დაცვის სიგელს“, რომელიც, ისე როგორც მუსლიმთა ყველა საქმიანი დოკუმენტი, ბასმალათი (იხ. ზემ) იწყებოდა, რასაც ზავის ძირითადი პირობები მოჰყვებოდა: ან ისლამის აღიარება, ან ხარკი (ჯიზია), ნაცვლად კი - მშვიდობა და ხელშეუხებლობის გარანტია. იბნ მასლამის აღნიშნული სიგელი, რომლის ტექსტი დაცულია VIII-XIII საუკუნეების არაბულენოვან ისტორიკოსთა თხზულებებში, და ზოგიერთი სხვა წყარო გვაფიქრებინებს, რომ ქართველებმა აღიარეს მორჩილება ხარკის (ჯიზიას) გადახდის პირობით. ისლამის ისტორიის მხრივ, პირველ რიგში, საყურადღებოა ის, რომ აქ, ამ დოკუმენტში, პირველადაა მკაფიოდ ჩამოყალიბებული შაჰადა - ალლაჰის ერთადერთობა და წმინდა მუჰამედის სამოციქულო მისია.

ასე რომ, ქართველებს ისლამის გაცნობის შესაძლებლობა ადრევე მიეცათ. ხსენებულ დოკუმენტს, ცხადია, ქართულადაც თარგმნიდნენ, რისი მეშვეობითაც ადრესატები არა მხოლოდ მათი ქონებისა და სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიებს მოისმენდნენ, არამედ ისლამის ძირითად დებულებებსაც და ციტატებსაც ყურანიდან. არაბ სარდალს ქართველებთან წარუგზავნია ყურანის საუკეთესო მცოდნე და რჯულის მეცნიერი აბდ ჯაზ ასსულამი, რომელსაც მათთვის ისლამი უნდა ექადაგა და მისიონერის ფუნქცია შეესრულებინა. ამ მისიის კვალი ქართლის სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მალე აღიბეჭდა. ამას ადასტურებს ის მონეტები (დირჰამები), რომლებიც ჰიჯრიდან 85-ეა ანუ ქრისტეს შობიდან 704-ე წელს თბილისშია მოჭრილი და, რომლებზეც ალლაჰის სადიდებელი სიტყვებია ამოტვიფრული.

აღმოსავლეთ საქართველოში ისლამის გავრცელების საქმეს ის ადმინისტრაციული ერთეულები უმაგრებდნენ ზურგს, რომლებიც აქ არაბებმა შექმნეს: ჯერ პროვინცია არმინია, რომელიც მოიცავდა ქართლსაც (გურზან), შემდეგ კი თბილისის საამირო, რომელიც კავკასიაში მურვანყრუს ლაშქრობათა შემდეგ (VIII ს-ის 30-იანი წწ.) შეიქმნა. იგი მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს (მესხეთ-ჯავახეთს) მოიცავდა. ცენტრად თბილისი გამოცხადდა და ეს სტატუსი მან საამიროს გაუქმებამდე შეინარჩუნა. საამირო კი მაშინ გაუქმდა, როდესაც დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა (1122) და ტახტი ქუთაისიდან ამ ქალაქში გადმოიტანა. მუსლიმთა შიში, რომ ქრისტიანი მეფე მათ სარწმუნოებრივ უფლებებს შელახავდა, არ გამართლდა. მოხდა პირიქით. საბრძოლო ოპერაციების დასრულებისთანავე მეფემ გამოსცა ბრძანება, რომელიც მუსლიმთა ყოველგვარი დისკრიმინაციის აღკვეთას ითვალისწინებდა. ამასთან დაკავშირებით, XII-XIII საუკუნეების არაბი და თურქი ისტორიკოსები იბნ ალაზრაქ ალფარიქი და სიბტ იბნ ალჯაუზი შემდეგ ინფორმაციას გვაწოდებენ: გამარჯვებულმა მეფემ დედაქალაქის მუსლიმ მოქალაქეებს საგადასახადო სისტემაში გარკვეული პრივილეგიებიც კი მიანიჭა, მუსლიმთა უბანში ღორის დაკვლა აკრძალა, მუსლიმთათვის მოჭრილ მონეტებზე ალლაჰის, მისი მოციქულისა და ხალიფას სახელების ამოკვეთა დაიწყო, ქართველებს, ებრაელებსა და სომხებს მუსლიმთა აბანოში შესვლა აუკრძალა. იგი, „მეფე აფხაზთა და ქართველთა“, „ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში, მასთან ერთად იყო ხოლმე მისი შვილი დიმიტრი; ისმენდა ხუტბასა (ქადაგებას) და ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუეძინებს მრავალ ოქროს. XII საუკუნის ერთი სირიელი ანონომი ავტორი და XIII საუკუნის არაბი ისტორიკოსი მოჰამად ალჰამაფი აღნიშნავენ, რომ მეფე დავითი ყურანს კარგად იცნობდა და კამათი ჰქონდა განჯის ყადთან, ალლაჰის სიტყვა (ქალიმა) შექმნილია თუ მარადიული?“ პროფ. გ. ჯაფარიძის გამოკვლევის თანახმად, გამოთქმა „ალლაჰის სიტყვა“ ნიშნავს არა ყურანს (როგორც ადრე ფიქრობდნენ), არამედ - იესო ქრისტეს (ისას), რომელიც, მუსლიმთა რწმენით, ალლაჰის შექმნილი სიტყვაა, ქრისტიანთა რწმენით კი - შეუქმნელი და თანამარადიული.

ქართველ მუსლიმთა პირველი გაერთიანებები თბილისსა და დმანისში შეიქმნა. VIII-XIII საუკუნეების არაბულენოვან მწერლობაში ბევრი ავტორი მოხსენიებულია როგორც ათთიფლისი, რაც თბილისელს ნიშნავს. ესენი არიან ღვთისმეტყველები, იურისტები, მწერლები, ექიმები და ა.შ. ეჭვი არაა, რომ მათგან არა ერთი და ორი ეთნიკურადაც ქართველი იყო. ეს არაა გასაკვირი: როგორც VIII საუკუნის ჰაგიოგრაფი იოანე საბანისძე გვაუწყებს, ჩვენი თანამემამულეების შესამჩნევი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მუსლიმი (სარკინოზი, ისმაიტელი, აგარიანი) გახდა. ცხადია, მათგან ბევრი შემოქმედებითი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ბევრმა შეისწავლა არაბული ენა და საერთო ისლამური კულტურის სალაროში საკუთარი წვლილი შეიტანა.

სამხრეთ საქართველოს (აჭარის, ტაოკლარჯეთისა და სამცხეჯავახეთის) ინტენსიურ ისლამიზაციას ადგილი XVI-XVIII საუკუნეებში, ჰქონდა. ამავე პერიოდში ისლამი ოსმალეთის მიერ დაპყრობილ აფხაზეთშიც გავრცელდა. იქ, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ისლამს უფრო მეტად თავადაზნაურები იღებდნენ, დაბალი ფენა კი ადგილობრივი რელიგიური ტრადიციების ერთგული რჩებოდა. ანალოგიური ვითარება იყო ოსეთშიც, რომელსაც ეკლესიურად და კულტურულად საქართველოსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა (იხ. რელიგიები აფხაზეთსა და ოსეთში). იმხანად ქართლკახეთის სამეფო ტახტიც, მეტწილად, მუსლიმ მეფეთა ხელშია. მაშინდელ მეფეებს შორის არა ერთი და ორი იყო გულწრფელი მუსლიმი. მართლმორწმუნეობით გამოირჩეოდნენ კონსტანტინე I, როსტომ ხანი, ვახტანგ V შაჰნავაზი, დავით იმამყულიხანი, კონსნტანტინე II მაჰმადყულიხანი და სხვ. მათგან როსტომი და ვახტანგ V დაკრძალული არიან ირანის უდიდეს რელიგიურ ცენტრში, ყუმში, დიდ შიიტ წმინდანთა გვერდით. ქართველი მუსლიმების რიცხვს ის კახელებიც შეემატნენ, რომლებიც შაჰაბასმა ირანში გადაასახლა და მათი შთამომავალნი დღესაც იქ ცხოვრობენ (ფერეიდნელი ქართველები), ასევე - ინგილოები, რომლებიც ორ რაიონში მოსახლეობენ: ზაქათალასა და ბელაქანში (აზერბაიჯანი).

შემონახულია ქართველთა გამუსლიმების ოსმალური წესი თურქულ და ქართულ ენებზე (გამოსცა ც. აბულაძემ). ტექსტი ჩართულია აჰმედ ქელიმის ნაშრომში „ისლამური სარწმუნოების უმოკლესი მონახაზი“. ქართული ტექსტი (არაბული ანბანით) ასე ჟღერს (ციტატა): „...მოციქული ღმერთი ერთი არი. იმის მეტი ღმერთი არ არის. მოციქულ ღმერთს ტოლი არა ყავს, სწორი არა ყავს, არავის არა გავს, არავინც იმასა გავს. არას ჩაიცვამს, არასაც ჭამს, არასა სვამს; დედა არა ყავს, ცოლი არა ყავს, შვილი არა ყავს: ვაჟი არა ყავს, ქალი არა ყავს. არც ეკადრება... ცა და ქვეყანა იმან გააჩინა. იმის მეტი გამჩენი არ არის. წმინდა მარიამი, მისი შვილი იესო მოციქულ ღმერთმა გააჩინა. დედაშვილი (...) ღმერთის მსახურნი არიან... მისი რჯული რომ (ისლამის) რჯული არის, სუფთა არის, წმინდა არის, (...) ღმერთის რჯული არის - დავიჯერე...“. ეს დოკუმენტი საყურადღებოა ქართული ენის ისტორიული დიალექტოლოგიისა და რელიგიის ისტორიის თვალსაზრისითაც. ამ და მსგავსი წესების მიხედვით ქართველების შესამჩნევი ნაწილი გამუსლიმდა. მათი შთამომავლების რიცხვი დღეს საკმაოდ დიდია. თურქეთში, მაგალითად, ამჟამად (ანკარის ქართველთა სათვისტომოს მონაცემით) ორი მილიონი ქართულენოვანი მუსლიმი ცხოვრობს.

XIX საუკუნის დასაწყისში შემუშავდა ტერმინები „ოსმალეთის საქართველო“ და „სამუსლიმანო საქართველო“, რაც ერთიანი საქართველოს (X-XV სს.) სამხრეთ-დასავლეთის პროვინციებს („ზემო ქართლს“) გულისხმობდა. აღნიშნული საუკუნის 30იანი წლებიდან რუსეთის ჯარებმა ამ ტერიტორიების დაკავებისა და შემოერთების დიდი კამპანია წამოიწყეს, რაც საქართველოსათვის მათ დაბრუნებასა და ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავდა. მაგრამ, ვინაიდან ეს პროცესი ე.წ. ქრისტიანული იმპერიის მიერ ხორციელდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას ისლამის დაკარგვის შიში გაუჩნდა - ცარისტული რეჟიმი ისლამის მოწინააღმდეგე ძალად იქნა აღქმული. ამის გამო ამ კუთხეების მუსლიმებმა თურქეთში ემიგრაცია დაიწყეს (ქართველთა მუჰაჯირობა). 1878 წლიდან, აჭარის შემოერთების შემდეგ, ეს პროცესი გაღრმავდა, მაგრამ მაშინდელი ქართველი ინტელიგენციის, განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოსაგრეების, ძალისხმევის შედეგად, ემიგრაცია შეწყდა და ბევრი მუჰაჯირი მამაპაპეულ კერას დაუბრუნდა.

ყურანი ქართულად. შუასაუკუნეების საქართველოში ყურანს ყორანად და მუსაფადაც მოიხსენიებდნენ. ძველ ქართულ ლიტერატურაში ცნობილია პოლემიკური ტრაქტატები, (არსენ იყალთოელი, ბაგრატ ბატონიშვილი და სხვ.), რომლებშიც გაკრიტიკებულია ყურანის ესა თუ ის დებულება და, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე აიას თარგმანიცაა მოცემული, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ქრისტიანი სწავლულები ყურანის ტექსტს იცნობდნენ. ზ. ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ არსებობდა ყურანის ძველი ქართული თარგმანი, შესრულებული XVII-XVIII საუკუნეებში ირანში მოღვაწე ქართველების მიერ, მაგრამ ეს ცნობა, ჯერჯერობით, არ დასტურდება. ყურანი ორჯერაა ქართულად თარგმნილი: პეტრე მირიანაშვილის მიერ ფრანგულიდან (თბ., 1906) და გიორგი ლობჟანიძის მიერ არაბულიდან კომენტარებითურთ (თბ., 2006). ეს უკანასკნელი 2007 წელს ისლამოლოგიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ირანის უმაღლესი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ყურანის რამდენიმე ფრაგმენტი ორიგინალიდან ა.სილაგაძემაც თარგმნა. ამჟამად ბათუმში ყურანის ქართულ თარგმანზე მუშაობენ ზურაბ ცეცხლაძე, ტარიელ ნაკაიძე და ზაურ შანთაძე. თურქეთის ქართულენოვანი მუსლიმებისათვის შედგენილია „ყურანის მასწავლებელი (ყურანის დედაენა)“, რომელიც 1995 წელს ანკარაში გამოიცა. აჭარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს მიერ გამოიცემა ყოველთვიური გაზეთი „რწმენა“.

ისლამი და ქართული კულტურა. ისლამმა კვალი ქართული კულტურის ისტორიასა და ეთნოგრაფიულ ყოფაშიც დატოვა. „ოქროს ხანასა“ და აღორძინების პერიოდში (XI-XIII და XVI-XVIII სს.) ქართულ ენაზე ისლამური სიტყვაკაზმული მწერლობის თითქმის ყველა პირველხარისხოვანი ძეგლი ითარგმნა. უეჭველია, რომ გამუსლიმებულ ქართველთა შორის ბევრი სწავლისმოყვარე და ნიჭიერი პიროვნება იყო. მათგან ზოგიერთი მშობლიურ ენაზე აგრძელებდა მოღვაწეობას, მაგალითად: XVII საუკუნის ისტორიკოსი და ლექსიკოგრაფი ფარსადან გორგიჯანიძე, პოეტი იასე (მისი ნაწარმოებები მ. თოდუამ გამოავლინა) და სხვა, უმრავლესობა კი არაბულ, სპარსულ და თურქულენოვან გარემოს შეესისხლხორცა. მათი სახელების გამოვლენა და წარმოჩენა აღმოსავლეთმცოდნეების კვლევაძიების ერთ-ერთი საგანია. უკვე ცნობილია ქართული წარმოშობის ათობით სპარსელი პოეტის სახელი (მავჯი, მირზა მოჰამედ თაჰერ ნასრაბატი, ქაიხოსროხანი, ზეინალბეგი,ზურაბბეგი, ქუჩუკბეგი, მირზა ახმად გორჯი, იუსუფ გორჯი და ბევრი სხვა), რომელთა არაერთი სტრიქონი მსოფლიო პოეზიის შედევრთა შორის დგას. საყურადღებოა, აგრეთვე, „ისლამური არქიტექტურა“ საქართველოში. 1785 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე ხუთი მეჩეთია დატანილი. XXI საუკუნეში მათგან მხოლოდ ერთი დარჩა. ბევრი მეჩეთი, ჯამე და მედრესე, რომელთაგან ზოგიერთი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა, საბჭოთა რეჟიმის დროს განადგურდა. მათ შორის გამორჩეული ადგილი ეჭირა ბათუმის აზიზიეს მეჩეთსა და ომარის მეჩეთს (ცისფერ მეჩეთს) თბილისში, რომელიც 1951 წელს დაანგრიეს.

ისლამი და ქართული სახელმწიფო. გამუსლიმებული ქართველები, შუასაუკუნეობრივი ეროვნულ-პოლიტიკური ხედვისა და მენტალიტეტის თანახმად, ქართველებად აღარ ითვლებოდნენ. ამ გაუგებრობისაგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გათავისუფლებული დღესაც არ არის, რაც ეროვნული ერთიანობის მიღწევას ხელს უშლის (შდრ. ქვემ.: მესხი მუსლიმები). ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები და ჰუმანისტები, - ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვანი თანამემამულეებს თითოეული მოქალაქის სინდისისა და სარწმუნოების პატივისცემისაკენ მოუწოდებდნენ, ითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ რელიგიური პლურალიზმი ცივილიზებული მსოფლიოს სტანდარტია და ამ მოვლენაში სახიფათო არაფერია. ი.გოგებაშვილმა, მაგალითად, მუსლიმი ბავშვებისათვის დედა ენის საგანგებო ვარიანტი ჩამოაყალიბა, ხოლო ი.ჭავჭავაძემ და ზ.ჭიჭინაძემ ქართველ მუსლიმებთან ეროვნულსაგანმანათლებლო მუშაობის ისეთი პროგრამები და მეთოდები შეიმუშავეს, რაც სარწმუნოებრივ აქცენტებს გამორიცხავდა. იმდროინდელი პრესა („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“ და სხვა) ყოველდღიურად აქვეყნებდა მასალებს მუსლიმთა სულიერი და ყოფითი პრობლემების შესახებ.

ვრცელი თემაა საქართველოს მორწმუნე მუსლიმთა თანამონაწილეობა საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში. ამ მხრივ, თვალსაჩინოა აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმების აქტიურობა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებმა, პატრიოტი მუსლიმი ქართველის, სანჯაყბეგ აბაშიძის შთამომავლებმა, „ქართველ მუსლიმთა საქველმოქმედო საზოგადოება“ და „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ ჩამოაყალიბეს. 1919-1921 წლებში გამოდიოდა გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“. ქართველი მუსლიმები (მათი მეტი ნაწილი) მიესალმნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1919 წელს ჩატარდა ქართველ მუსლიმთა ყრილობა, რომელმაც თანამორწმუნეებს ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარებაში ძალისხმევის გააქტიურებისაკენ მოუწოდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ქართველ მუსლიმთა პარტია (მ. აბაშიძის მეთაურობით), რომელსაც საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის ინტერესების გამოხატვა ევალებოდა. მ.აბაშიძემ ერთ-ერთ ოფიციალურ სხდომაზე განაცხადა: „ნურავინ იფიქრებს, რომ სარწმუნოება და ეროვნება ერთი და იგივეა! გახსოვდეთ, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი ბედნიერება საქართველოს ერთიანობაშია. გაუმარჯოს მთლიან საქართველოს!“.

ისლამისადმი კეთილგანწყობის, მაგალითად, საქართველოს მთავრობის ოფიციალური განცხადება გამოდგება, რომელიც 1920 წელს გაკეთდა:

„...ნურავინ იფიქრებს, რომ სარწმუნოება ხელს შეუშლის ქრისტიან და მაჰმადიან ქართველების ერთობას. რჯული რჯულია, მაგრამ სისხლი და ეროვნება კიდევ სხვაა... ყოველი ქრისტიანი ქართველი ყოველთვის პატივს უნდა სცემდეს მაჰმადის რჯულს, რომლის აღმსარებელია მრავალი მილიონი სხვადასხვა ხალხი და რომელსაც მისდევს ჩვენი ღვიძლი ძმებიც. მაჰმადის რჯული ჩვენი ძმების რჯულია და მუდამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვეპყრობოდეთ მას. პატივს უნდა ვსცემდეთ ყოველი ადამიანის რჯულს, მით უფრო, ძმისას. უნდა გავიმეოროთ კიდევ ერთხელ: რჯული სხვადასხვა გვაქვს მაჰმადიან და ქრისტიან ქართველებს, მაგრამ ორივენი ერთი საქართველოს შვილები ვართ. ერთი ენა, ერთი სისხლი, ერთი ხასიათი გვაქვს. ჩვენი ძალა შეერთებაშია. ბედნიერებას მხოლოდ ერთობა და ძმობა მოგვიტანს“.

ისლამი საქართველოს ახალ ისტორიაში. აჭარელი და აფხაზი მუსლიმები, ძირითადად, სუნიტები არიან. ამჟამად აჭარელი მუსლიმების წინამძღვარია მთავარი მუფტი ბნი ბექირ ბოლქვაძე. აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანელთა შორის, შიიზმია გავრცელებული (კახეთის მუსლიმების შესახებ იხ. ქვემ.). თბილისის მეჩეთი აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმთა ცენტრია. იქ საქართველოს ახუნდი (ზედამხედველი) მსახურობს (ბნი ალი ალიევი), რომელიც საქართველოში ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმოადგენს (ცენტრი ბაქოშია). თბილისის მეჩეთში შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ.

თანამედროვე ქართველი და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მესხი მუსლიმები მოექცნენ. ისტორიული სამცხე-ჯავახეთი, ანუ ოსმალობისდროინდელი „ახალციხის საფაშო“, საქართველოს 1832 წელს დაუბრუნდა. მაშინ იგი ეთნიურად და რელიგიურად მრავალფეროვანი რეგიონი იყო. უმრავლესობას ქართულ და არაქართულენოვანი მუსლიმები წარმოადგენდნენ. ისინი თავიანთ თავს თურქებს უწოდებდნენ, მაგრამ ამ სიტყვაში, ერისა და კონფესიის შუასაუკუნეებრივი გაუმიჯნაობის გავლენით, თურქული ტრადიციის ისლამს (სუნიზმს) გულისხმობდნენ. მუსლიმი მესხების დიდი ნაწილი ქართულ გვარს ატარებდა და, იმის მიუხედავად, ამ ხალხის რომელიმე ჯგუფი ფლობდა თუ არა ქართულ ენას, მათი ქართველობა ეჭვის საფუძველს არ ტოვებდა. იმპერიის ოფიციოზმაც, რომელიც ასევე ვერ იყო გათავისუფლებული შუასაუკუნოებრივი სტერეოტიპებისაგან, ისინი თურქებად („ომარის სექტის მუსლიმებად“) მიიჩნია. ამავე პოზიციაზე დადგა საბჭოთა ხელისუფლებაც. ამიტომ მან ეს ხალხი მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთის პოტენციურ მოკავშირედ აღიქვა და, გარკვეული გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო, აღნიშნული ტერიტორიის მუსლიმი მოსახლეობისაგან გაწმენდა განიზრახა. 1944 წლის 1516 ნოემბერს მესხეთის 100 000ზე მეტი მკვიდრი (რეგიონის თითქმის ყველა მუსლიმი) მამაპაპეული კერებიდან აყარეს და ეშელონებით, წარმოუდგენელი სისასტიკის პირობებში, შუა აზიაში გადაასახლეს. გაასახლეს ასევე ყირიმელი და ჩრდილო-კავკასიელი მუსლიმები, ძირითადად - ჩეჩნები და ინგუშები. ომის დამთავრებისა და სტალინის გარდაცვალების შემდეგ ყველა გადასახლებულმა რეპატრიაციის უფლება მიიღო, გამონაკლისს მხოლოდ მესხები წარმოადგენდნენ. ფერღანის გახმაურებული ტრაგედიის (1989 წლის ივნისი) შემდეგ მუსლიმი მესხების სამშობლოში დაბრუნების პრობლემამ მეტი სიმძაფრე შეიძინა, მაგრამ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და ქართველი საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოავლინა, რის გამოც პრობლემა მოუგვარებელი დარჩა. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ 1999 და 2004 წლებში მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე გასახლებულთა ეტაპობრივი რეპატრიაციის ვალდებულება იკისრა, 2007 წელს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი იძულებით გადასახლებულ პირთა დაბრუნების შესახებ, მაგრამ მუსლიმი მესხების მასობრივი დაბრუნება, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, ჯერჯერობით ვერ ხორციელდება.

მუსლიმთა კომპაქტური დასახლებები ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის რაიონებშიც გვხვდება. ისინი დაღესტნელები (ლეკები) და ქისტები არიან. მათი სარწმუნოება სუნიტურია, რადგან ისლამი კავკასიაში თურქეთიდან, სუნიტების ქვეყნიდან, შემოვიდა. ამასთანავე, დაღესტნურ-ჩეჩნურ-ინგუშურ სუნიზმს ასკეტურ-მისტიკური მიმდინარეობის - სუფიზმის - გავლენა ეტყობა. სუფიები კი, როგორც წესი, პოეზიის სიყვარულით და ცხოვრების მარტივი სტილით გამოირჩევიან. კავკასიელი მთიელების სულიერ ცხოვრებაში სუნიტურსუფიური პრაქტიკა მთის ადათწესებს უმტკივნეულოდ შეერწყა, რის შედეგადაც ერთობ ორიგინალური რელიგიური სინამდვილე (პაგანიზებული, სოფლური, ხალხური ისლამი) წარმოიქმნა. კავკასიაში მუსლიმი და ქრისტიანი მთიელები ხშირად ერთად ლოცულობენ. მაგ., ანატორის ჯვარში დღესასწაულზე შატილიონ ქრისტიანებთან ერთად ქისტი მუსლიმებიც მიდიან. ასე ხდება ხახმატის ჯვარშიც, რის გამოც მას ადგილობრივები „რჯულიან-ურჯულოთა სალოცავს“ უწოდებენ. ბოლო დრომდე მუსლიმები ალავერდობაზეც დადიოდნენ (ახმეტა), მიჰყავდათ საკლავი, ანთებდნენ სანთლებსა და დამწყალობების წესებს მთიელთა ტრადიციისამებრ ასრულებდნენ.

პანკისის ხეობის (ახმეტის რაიონის) ქისტები ეთნიკურად და ენობრივად ჩეჩნების მონათესავე ტომია და XIX საუკუნის შუა წლებამდე ახლანდელი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ.

ჩეჩენქისტები უფრო მეტად სოფლურ (პაგანიზებულ) ქრისტიანობას მისდევდნენ, თუმცა ადრე იქ ეკლესიურკანონიკური ქრისტიანობაც საკმაოდ ფესვგადგმული ყოფილა. როდესაც ჩრდილო კავკასიას რუსეთის ჯარები მოადგნენ, ადგილობრივმა ტომებმა ყურადღება ისლამის მიმართ გაამახვილეს, რადგან მისი დროშის ქვეშ ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებასა და რუსეთისაგან თავის მოზღუდვას ცდილობდნენ. 1785 წლის გაზაფხულზე შეიხმა მანსურმა (ადრინდელი, მწყემსობისდროინდელი სახელით - უშურმა) რუსეთის წინააღმდეგ ღაზავათი (ჰაზავათი) გამოაცხადა და მხარის ისლამიზაციის პროცესი გაააქტიურა. ქისტები, რომლებიც პანკისის ხეობაში XIX საუკუნის 2030იან წლებში ჯგუფჯგუფად ჩამოსახლდნენ, მეტწილად, ქრისტიანები იყვნენ. გაშენდა სამი სოფელი, რომელთაგან ერთში, დუისში, მუსლიმები ცხოვრობდნენ, ორში - ჯოყოლოსა და ომალოში - ქრისტიანები. ისინი, თითქმის მასობრივად, XX საუკუნის შუა წლებში, კომუნისტური რეჟიმის პირობებში, გამუსლიმდნენ. მათ შორის ისლამის, უფრო ზუსტად, სუნიზმის ის სახეობა დაინერგა, რომელიც XIX საუკუნის 60იან წლებში ჩეჩენთა რელიგიურმა ლიდერმა შეიხმა ქუნთჰაჯიმ ჩამოაყალიბა. მას ზიქრულლაჰი ანუ, მეორენაირად, ზიქრიზმი ეწოდება. „ზიქრ“ არაბული სიტყვაა და „ხსენებას“ ნიშნავს. იგულისხმება უფლის მოუკლებელად გახსენება და მისი სახელის „ალლაჰის“ მუდმივი განმეორება.

ზიქრულლაჰი, იგივე ზიქრიზმი, რომელსაც ბუნთჰაჯის მიმდევრობასაც უწოდებენ, სინკრეტული რწმენაა, - სუნიზმისა და აღმოსავლური მისტიციზმის კონგლომერატი. იგი შეხამებულია ადგილობრივ კოლორიტთან და ტრადიციებთან და მთის ქრისტიანული წეს-ჩვეულებების მიმართაც (საკლავის დაკვლა, სანთლის დანთება, ჯვარხატებში სიარული) ლოიალობით გამოირჩევა. მას ზეშთაგონებული რიტუალები და ლოცვები ახასიათებს, რაც მამაკაცთა რიტუალურ წრებრუნვებსა და მედიტაციებში გამოიხატება. განსაკუთრებით საინტერესოა ნაზმები (გალობანი), რომლებსაც ქალები ერთობ შთამბეჭდავად ასრულებენ. ქისტების უმრავლესობა, 4000მდე, ქბუნთჰაჯის მიმდევარია. მათ სულიერ ლიდერს იმამი ეწოდება. არიან სხვა წესის მუსლიმებიც. მათგან ყველაზე მეტად ვაჰაბიტები აქტიურობენ.

ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბიზმი არაბული ქვეყნებიდან შემოსულმა მუჯაჰედებმა (ისლამისათვის მეომრებმა) შემოიტანეს. მათგან ყველაზე ცნობილი იყო იორდანელი არაბი ხატაბი. მან „სუფთა ისლამი“ (ვაჰაბიზმი) ჩეჩენ მეომრებს შორის წარმატებით გაავრცელა. ამ მეომრებმა კი მისი პანკისის ხეობაში გადმონერგვა სცადეს, მაგრამ დღესდღეობით ხეობაში ამ მიმართულების კვალი ნაკლებად შეიმჩნევა.

საქართველოში ისლამის მიმდევრად თავს, 2002 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 433 784 მოქალაქე, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 9,9% მიიჩნევს (თბილისის მეჩეთის მონაცემით კი, საქართველოში მორწმუნე მუსლიმების რიცხვი 500 000ს უდრის). საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) დღეისათვის (2008) 286 მეჩეთი და სალოცავი სახლი მოქმედებს. შენდება კიდევ 5 მეჩეთი.

ნუგზარ პაპუაშვილი

წყარო: "რელიგიები საქართველოში" თბილისი 2008

[img]http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000726/logo_coverm.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მეორე თემა იმეორებს ამ თემას და რადგან ის უფრო აქტიურია დროებით დავხურავ ამას :)
ყურანზეც ცალკე თემა გვაქვს...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არავინ თქვათ "ძალდატანება" არ არისო. სიცრუეა და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. კარგად ვიცი როგორი მლიქვნელებიც ხართ და როგორ ითრევთ ხალხს. ბაზარი არაა, ხმლით ვეღარ ამუსულმანებთ ხალხს, მაგრამ თუ შანსი მოგეცათ, ყველაფერს აკეთებთ საიმისოდ რომ ისლამი მიაღებინოთ,

მე მყავს მუსულმანი ცოლი, ჯერ ჩემზე რაღა არ ქნეს რო მიმეღო ისლამი, რომ ვერაფერს გახდნენ, ეხლა ჩემს შვილზე აქვთ აქცენტი გადატანილი. თუ არ მონათლავთ საერთოდ დაგკარგავთო. არა და ისედაც დაკარგულები მყვანან, 8 წლის განმავლობაში ჩემს ცოლს კიდევ არ შერიგებიან. გამიმწარეს ცხოვრება მეც და ჩემს მეუღლესაც. რაც უნდა ის უქნიათ, უკვე აღარ მადარდებს.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member=gocha-g][/b],
სანამ ბავშვია, დაიცავი ზეგავლენისგან და ზეწოლისაგან. რომ გაიზრდება, თავად გადაწყვეტს საით წავიდეს.
[quote name="gocha-g" post="716603"]
გამიმწარეს ცხოვრება მეც და ჩემს მეუღლესაც.
[/quote]
შენ და შენი მეუღლე ახალი თემი ხართ, ცალკე ოჯახი, არავის საქმე არაა თქვენი ცხოვრება და შვილები, თქვენი გადასაწყვეტია მხოლოდ. :)
წარმატებებს გისურვებ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მადლობა [b][u][url="http://tbiliso.ge/index.php?/user/3284-serafit/"]Serafit[/url][/u], [/b]ასეც ვიქცევით[b].[/b] საწყენია ის რომ აჭარელი მუსულმანები იქცევიან ესე. აბა რომ იყოს დაღესტნელი ან ჩეჩენი მუსულმანი, მაშინ ალბათ კოცონზე დაგვწვავდნენ ორივეს :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name="gocha-g" post="716616"]
საწყენია ის რომ აჭარელი მუსულმანები იქცევიან ესე.
[/quote]
აი აქაა მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ინტერვიუ, მაგრამ ეს საიტი რამდენად სანდოა არ ვიცი.

[color=#000000][font=Arial, Helvetica, sans-serif][size=4][url="http://mediacity.ge/sazogadoeba/127-%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D,-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97"]http://mediacity.ge/...%83%A0%E1%83%97[/url][/size][/font][/color]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='gocha-g' timestamp='1406387995' post='716603']
თუ არ მონათლავთ საერთოდ დაგკარგავთო.
[/quote]

და როგორ უნდა მონათლოო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1407311441' post='716617']
აი აქაა მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ინტერვიუ, მაგრამ ეს საიტი რამდენად სანდოა არ ვიცი.

[color=#000000][font=Arial, Helvetica, sans-serif][url="http://mediacity.ge/sazogadoeba/127-%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D,-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97"]http://mediacity.ge/...%83%A0%E1%83%97[/url][/font][/color]
[/quote]

მანდ არაა მუსლიმთა კავშირის თავჯდომრის მოადგილის ინტერვიუ. ინტირვიუ აი აქაა

https://www.facebook.com/tariel.nakaidze/posts/10203207920772332

http://topnews.mediamall.ge/?id=117475

დღეს განა რთული არაა სიმართლის დადგენა, მაგრამ პაწა საქმესაც თუ აწყობს მაშინ რად საჭიროა ზედმეტი თავსატეხის გაჩენა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დგეს ისეთი პოლიტიკა ტარდება მსოფლიოში არავის აწყოფს რელიგიურად ძლიერი სახელმწიფოები ეს ისევე ეხება ისლამს, როგორც მართმადიდებლობას. ამისთვის ძალიან დიდი ფული იხარჯება რომ მოსფონ რწმენაში ძლიერი საზოგადოება. ასე დაშალეს იუგოსლავია და ასე შლი. მუსლიმურ ირანს. და ასე იქნება ყოველთვის.

ურთიერთ პატივისცემა კარგია ოღონდ ეს ცალმხრივი არ უნდა იყოს, მართმადიდებელმაც პატივი უნდა სცეს მუსულმანს და ასევე პირიქით დანარჩენი კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია ვინ რომელ აღმსარებლობას აირჩევს. ბუდიზმს,ინდუიზმს,ისლამს თუ ქრისტიანობას.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member=muvahid][/b],
ხო არა აშკარად პროვოკატორი საიტია, სხვა მასალებს რომ გადავხედე ეტყობა რომ თავიდან ბოლომდე Fake მასალებია და ვიღაცის ინტერესებია მანდ.
მაგ ქალს წერის უფლება უნდა ჩამოართვან! შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგნებულად აკეთებს ამას..
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ერტი კითხვა მაქვს ისლამთან დაკავშირებით: რატომ არის, რომ მუჰამედმა დედა ჩააქოლინა ხალხს რომელსაც ქორწილის გარეშე ჰყავდა შვილი. თან 2 წელი მისცა რომ გაეზარდა, მერე უკან რომ მოვიდა, ჩაქოლა. რატომ გააკეთა ეს?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member=david1550123][/b],

დიახ მართლაც იყო მსგავსი შემთხვევა, თუმცა ნუ ამოგლიჯავ მხოლოდ იმ ორ სიტყვას რომელიც თითქოს და შენი ბინძური ზრახვებისთვის გამოგადგება!
ერთმა ქალმა მართლაც იმრუშა და ამ კავშირის შედეგად ფეხმძიმე იყო თუმცა მას შემდეგ რაც ალლაჰმა მოავლინა თავისი ბრძანებები მემრუშეთა სასჯელის შესახებ ამ ქალმა სინანულის დასტურად აღიარა თავისი დანაშაული და შუამავალს სთხოვა დაესაჯა იგი, როგორც ამას ღმერთი ბრძანებდა, შუამავალმა მას უთხრა ჯერ ბავშვი გააჩინე და მერე მოდიო, ამ ქალმა რამოდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა და შუამავალს უთხრა უკვე გავაჩინე ბავშვიო, შუამავალმა მას კვლავ უთხრა წადი და სანამ ბბავშვი ძუძუს წოვას არ დაასრულებს და დედისგან დამოუკიდებლად ჭამა სმას არ შეძლებს მანამ არ მოხვიდეო უთხრა. გავიდა ორი წელი და ეს ქალი კიდევ მოვიდა რომ მასზედ აღსრულებულიყო ღვთის ნება და სათანადოდ დასჯილიყო. მან ბავშვს ხელში მისცა პურის ნაჭერი და შუამავალს უჩვენა, რომ მას უკვე დამოუკიდებლად ჭამა შეეძლო და დედის ყოლა დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ შუამავალმა გასცა ბრძანება ჩაექოლათ ის ქალი და მართლაც ჩაქოლეს. ჯერ ერთი რომ ეს ქალი თვითონ იყო ღვთის წინაშე გულწრფელი, იგი ნანობდა თავის საქციელს და ითხოვდა, რომ მასზე აღსრულებულიყო ის სასჯელი რაც ღმერთმა დააწესა, რადგანაც მისთვის ამქვეყნიური ცხოვრება ნაკლებად ღირებული იყო ვიდრე ღვთის ნება.

ღვთის ბრძანება სხვებისგან განსხვავებით ჩვენთვის ყველაზე უფრო მაღლა დგას:

ლევიანნი 20/10. ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.

მეორე რჯული 22/20. თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა,
21. გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.
22. თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მახსენდება ერთერთი მონაკვეთი ბიბლიიდან, როდესაც მრუში ქალის ჩაქოლვას აპირებენ.. აქედან ჩანს განსხვავება ქრისტიანობასა და მაჰმადიანობას შორის... Edited by GeeG
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member=GeeG][/b],
მოდი ისიც გაიხსენე რამდენჯერ გადასკეთეს ბიბლია ვიდრე შენ წაიკითხავდი და მერე გააკეთე დასკვნა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member=muvahid][/b],
ძაან იცი ეხლა შენ ბიბლია რამდენჯერ "გადააკეთეს". კომისიის წევრი ხო არ ბრძანდებოდი?.

და რაიცი რომ დაუშვათ ყურანი სრულყოფილი სახით მოვიდა ჩვენ დრომდე, როგორც ეს თავის დროზე იყო დაწერილი.

კითხვა დასვა და რატომ გაგიჩნდა ასეთი რეაქცია ვერ ვხვდები. რი აზრი არაა რომ ისლამი არის ძალისმიერი რელიგია, მაღტლმადიდებლობასთან განსხვავებით და ამაზე ორი აზრი არააა ჩემო კარგო.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='muvahid' timestamp='1409426865' post='716733']
[b][member=david1550123][/b],

დიახ მართლაც იყო მსგავსი შემთხვევა, თუმცა ნუ ამოგლიჯავ მხოლოდ იმ ორ სიტყვას რომელიც თითქოს და შენი ბინძური ზრახვებისთვის გამოგადგება!
ერთმა ქალმა მართლაც იმრუშა და ამ კავშირის შედეგად ფეხმძიმე იყო თუმცა მას შემდეგ რაც ალლაჰმა მოავლინა თავისი ბრძანებები მემრუშეთა სასჯელის შესახებ ამ ქალმა სინანულის დასტურად აღიარა თავისი დანაშაული და შუამავალს სთხოვა დაესაჯა იგი, როგორც ამას ღმერთი ბრძანებდა, შუამავალმა მას უთხრა ჯერ ბავშვი გააჩინე და მერე მოდიო, ამ ქალმა რამოდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა და შუამავალს უთხრა უკვე გავაჩინე ბავშვიო, შუამავალმა მას კვლავ უთხრა წადი და სანამ ბბავშვი ძუძუს წოვას არ დაასრულებს და დედისგან დამოუკიდებლად ჭამა სმას არ შეძლებს მანამ არ მოხვიდეო უთხრა. გავიდა ორი წელი და ეს ქალი კიდევ მოვიდა რომ მასზედ აღსრულებულიყო ღვთის ნება და სათანადოდ დასჯილიყო. მან ბავშვს ხელში მისცა პურის ნაჭერი და შუამავალს უჩვენა, რომ მას უკვე დამოუკიდებლად ჭამა შეეძლო და დედის ყოლა დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ შუამავალმა გასცა ბრძანება ჩაექოლათ ის ქალი და მართლაც ჩაქოლეს. ჯერ ერთი რომ ეს ქალი თვითონ იყო ღვთის წინაშე გულწრფელი, იგი ნანობდა თავის საქციელს და ითხოვდა, რომ მასზე აღსრულებულიყო ის სასჯელი რაც ღმერთმა დააწესა, რადგანაც მისთვის ამქვეყნიური ცხოვრება ნაკლებად ღირებული იყო ვიდრე ღვთის ნება.

ღვთის ბრძანება სხვებისგან განსხვავებით ჩვენთვის ყველაზე უფრო მაღლა დგას:

ლევიანნი 20/10. ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.

მეორე რჯული 22/20. თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა,
21. გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.
22. თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
[/quote]#

მე ამითი შენს რელიგიას არანაირად არ მინდოდა რომ შეურადცყოფა მიმეყენებინა, მაგრამ როგორც პაციფისტს მიკვირს რატომ ავალებს თვით ალაჰი ხალხს რომ ერთმანეთს ესეთი დანაშაული რომ არ აპატიონ და ჩაქოლონ. არცერთ ახალ აღთქმაში არ არის ერთხელ მაინც დაწერილი რომ ღმერთს უნდა რომ ხალხმა დამნაშავეები ჩაქოლონ. პირიქით: ქრისტე ამბობს რომ ღმერთი დასჯით მათ.
ჩემთვის ისლამი არის იმ მხრივ მიუღებელი რომ ძალიან სასტიკი რელიგიაა და სულ უნდა იცხოვრო იმის შიშით რომ ან შენი ხალხი ჩაგქოლავს ანდა ვიღაც მუსულმანი მოგკლავს იმიტომ რომ მათი რელიგია არ გაქვს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='david1550123' timestamp='1409508716' post='716751']
#

არცერთ ახალ აღთქმაში არ არის ერთხელ მაინც დაწერილი რომ ღმერთს უნდა რომ ხალხმა დამნაშავეები ჩაქოლონ.
[/quote]

იმედია ამას მე არ დამაბრალებ შენ ჩაამატეო:
ლუკა 19/27. ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.

ნუ გამოარჩევ მარტო სახარებას, მანამ სანამ ძველ აღთქმასაც მოიხსენებთ წმინდა წერილთა კრებულში. ძველ აღთქმას რომ მთლიანად უარყოფს თქვენი ეკლესია და კოცონზე დაწვავს და იტყვის ეს არაა ღვთიური წერილიო მერე დაგიჯერებ. თუ იმის მტკიცებას დამიწყებ ძველი აღთქმის ღმერთი სხვაა და ახალი აღთქმის სხვაო?

[quote name='მარკიზ რაფაელ დე ვალენტინ' timestamp='1409508509' post='716750']

და რაიცი რომ დაუშვათ ყურანი სრულყოფილი სახით მოვიდა ჩვენ დრომდე, როგორც ეს თავის დროზე იყო დაწერილი.

[/quote]

სხვანაირად თუ იცი აგერაა ბურთიც და მოედანიც დაალაგე არგუმენტები, მეცნიერული კვლევები და დაასაბუთე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name="muvahid" post="716747"]
მოდი ისიც გაიხსენე რამდენჯერ გადასკეთეს ბიბლია ვიდრე შენ წაიკითხავდი და მერე გააკეთე დასკვნა.
[/quote]

ასეთ უსუსურ რეპლიკას ნამდვილად არ ველოდი.. როგორი ალბათობითაც შეიძლება ბიბლია იყოს გადაკეთებული იგივე ალბათობით შეიძლება ვთქვათ ყურანზეც. ჩვენ მათეზე და ლუკაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ თვით ღმერთზე, ალაჰზე რომელიც მათ შვილებს ძალადობისკენ და სისხლისღვისკენ მოუწოდებს.

[quote name="muvahid" post="716733"]
ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა
[/quote]
[quote name="muvahid" post="716733"]
თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას
[/quote]

რა სისასტიკეა, რა ძალადობაა, რა არის ეს.. ნუთუ არ არსებობს მონანიება ან მიტევება ამ რელიგიაში.. რატომ არ უნდა მიეცეს ადამიანს მეორე შანსი რატომ უნდა მოიკლას ასე სასტიკად. რა უფლებით ხელჰყოფს კონკრეტული ადამიანი სხვის სიცოცხლეს. ვაი რომ ამას ღმერთი მოუწოდებს... არაა ეს სწორი არა..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='GeeG' timestamp='1409521098' post='716753']
რა სისასტიკეა, რა ძალადობაა, რა არის ეს.. ნუთუ არ არსებობს მონანიება ან მიტევება ამ რელიგიაში.. რატომ არ უნდა მიეცეს ადამიანს მეორე შანსი რატომ უნდა მოიკლას ასე სასტიკად. რა უფლებით ხელჰყოფს კონკრეტული ადამიანი სხვის სიცოცხლეს. ვაი რომ ამას ღმერთი მოუწოდებს... არაა ეს სწორი არა..
[/quote]

სწორს და მართალს უკვე დიდიხანია საკუთარი ჭკუითა და გემოვნებით ვადგენთ რახანია, ღმერთსაც ვასწავლით სამართალს, ბიბლიაც და ყურანიც თაროზე გვიდევს დამტვერილი,მათ უფრო ვკოცნით ვიდრე ვკითხულობთ და მიტომაც ვართ სახარბიელო მდგომარეობაში.
ღვთის კანონებს სასტიკს ეძახი და ადამიანებმა რამდენი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ჭკუით სისასტიკის გარეშე? დიახ მკაცრია ღვთის კანონები, რადგანაც თვით ადამიანი იმსახურებს ამას, ადამიანი თვითონაა სასტიკი და ამ სისასტიკეს მასზე უფრო მკაცრი ბარიერი დააბრკოლებს, ბარიერი თუ ისუსტებს ადამიანის სისასტიკის წინაშე მაშინ აუცილებლად გაარღვევს ადამიანი მაშინ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name="muvahid" post="716747"]
მოდი ისიც გაიხსენე რამდენჯერ გადასკეთეს ბიბლია ვიდრე შენ წაიკითხავდი და მერე გააკეთე დასკვნა.
[/quote]
ყურანის მიმართ შენს კომენტარამდე მსგავსი რამ არავის დაუწერია მგონი ხო? კეთილი ინებე და პატივი ეცი შენც ჩვენს წმიდნა წიგნს.
ეს ჯერ სიტყვიერი გაფრთხილებაა.
უაზრო დავა-კამათი და გამოგონილი არგუმენტები არ მაინტერესებს.

შეურაცხმყოფელ გამოხტომებს არავის ვაპატიებ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member=Serafit][/b],

ოოოპ! ნუ მემუქრები შეურაცხყოფა არაფერ შუაშია მე ის ვთქვი რაც უკვ ცნობილია და რასაც თვით ქრისტიანი თეოლოგებიც ვერ უარყოფენ. შეიძლება არ გსიამოვნებდეს თუმცა ეს ასეა და უპატიებელი ჯერ არ დამიპოსტავს ფორუმზე კი იცი მაგი შენ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name="muvahid" post="716761"]
ოოოპ! ნუ მემუქრები შეურაცხყოფა არაფერ შუაშია მე ის ვთქვი რაც უკვ ცნობილია და რასაც თვით ქრისტიანი თეოლოგებიც ვერ უარყოფენ. შეიძლება არ გსიამოვნებდეს თუმცა ეს ასეა და უპატიებელი ჯერ არ დამიპოსტავს ფორუმზე კი იცი მაგი შენ.
[/quote]
შეურაცხმყოფელია და მე რას დავწერ ან ვის გავაფრთხილებ, შენზე უკეთ ვიცი. ასევე, თეოლოგიაც საკმაოდ კარგად მაქვს შესწავლილი და მოკლედ...
მე მსიამოვნებს კი არა, ზოგადად ფორუმელებს ეცი პატივი. მეც შემიძლია დავწერო ისეთი არგუმენტები და ფაქტები, რაც მაგრად გეწყინება, მაგრამ პატივს გცემ და არ ვწერ. იგივეს ვითხოვ ყველასგან და გაითვალისწინეთ სიტყვიერი გაფრთხილება, სანამ კეთილი ვარ! მოერიდთ კონფლიქტებს და ერთმანეთის წყენინებას. როცა საჭირო იყო, ყოველთვის ვიცავდი მართალს, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. სანამ მე აქ ვარ, ასე იქნება მომავალშიც.
ახლა გავდივარ, საქმეებს უნდა მივუბრუნდე და ხელახალი შემოსვლისას იმედია, კონფლიქტი არ დამხვდება!
:)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='muvahid' timestamp='1409513111' post='716752']
იმედია ამას მე არ დამაბრალებ შენ ჩაამატეო:
ლუკა 19/27. ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.

ნუ გამოარჩევ მარტო სახარებას, მანამ სანამ ძველ აღთქმასაც მოიხსენებთ წმინდა წერილთა კრებულში. ძველ აღთქმას რომ მთლიანად უარყოფს თქვენი ეკლესია და კოცონზე დაწვავს და იტყვის ეს არაა ღვთიური წერილიო მერე დაგიჯერებ. თუ იმის მტკიცებას დამიწყებ ძველი აღთქმის ღმერთი სხვაა და ახალი აღთქმის სხვაო?



სხვანაირად თუ იცი აგერაა ბურთიც და მოედანიც დაალაგე არგუმენტები, მეცნიერული კვლევები და დაასაბუთე.
[/quote]

ძველი აღთქმის დროს ხალხი არ იყო განვითარებული, იესომ უბრალოდ სულ სხვა რამე შემოიტანა. პაციფიზმი, არა კაც კლა, გიყვარდეს ადამიანი და არა ჩაქოლე ქვით თუ რამეს დააშავებს. ახალ აღთქმაში ჩვენ არ გვაქვს უფლება სხა დავსაჯოთ, იმიტომ რომ ამას ღმერთი იზამს. მაგრამ ის რაც არავინ არ იცის, ღმერთი არ სჯის, ღმერთი აპატიებს, ჩვენ ჩვენს თავს თვითონ ვსჯით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting