ისლამი

250 posts in this topic

ყველაფერი ისლამთან დაკავშირებული,

მე თხოვნა მაქ იქნებ ყურაბნის სურები(ან ქართულად ან რუსულად) დაყაროთ, ორონდ თანმიმდევრობით

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მეც დიდ მადლობას გეტყოდით

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ყველაფერი ისლამთან დაკავშირებული,

მე თხოვნა მაქ იქნებ ყურაბნის სურები(ან ქართულად ან რუსულად) დაყაროთ, ორონდ თანმიმდევრობით

არა მაქ. :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, ჰოდა! ამოჰხოცეთ ისე, რომ დიდი ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინოთ, ხოლო დატყვევებულებს გზები ძლიერ შეუკარით" ყურანი XLVII-4

"გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით და დიდი იქნება თქვენი საზღაური: იქნებით უზენაესის ძენი, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც" ლუკა 6-35

ეს ისე ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კაი შედარებაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, ჰოდა! ამოჰხოცეთ ისე, რომ დიდი ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინოთ, ხოლო დატყვევებულებს გზები ძლიერ შეუკარით" ყურანი XLVII-4

"გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით და დიდი იქნება თქვენი საზღაური: იქნებით უზენაესის ძენი, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც" ლუკა 6-35

ეს ისე ;)

კიდევ ერთხელ ადასტურებს ისლამის აგრესიულ ბუნებას

0

Share this post


Link to post
Share on other sites

„ფათიხა სურა შესდგება 7 აიეთისაგან. ეს სურა პირველი, სრულყოფილად ნაბოძები სურაა. ნაბოძებია მექაში. ვინაიდან ეს სურა პირველი თავია, ამიტომ მას დამწყები, გამხსნელი მნიშვნელობის მქონე „ფათიხა“ სურა ეწოდა. ამასთანევე, ეს სურა ლამაზი თვისებების მქონე ოცამდე სახელს ატარებს. ამათგან ზოგიერთებია: „წიგნის (ყურანის) დედა“, „სარწმუნოების საფუძველი“, „ლოცვის ძირითადი სურა“, „ორჯერ ჩამობრძანებული 7 აიეთი“, „ხაზინა“ და სხვა.

1. რაჰმანი[1] და რაჰიმი[2] ალლაჰის სახელით

2. ქება–დიდება სამყაროს მეუფე ალლაჰს.

3. ის რაჰმანი და რაჰიმია.

4. განკითხვის დღის მეუფეა.

5. მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს და მხოლოდ შენგან ვითხოვთ დახმარებას

6. გვატარე სწორი გზით,

7. იმათი გზით, რომელნიც შენი სიკეთით დააჯილდოვე და არა იმათი გზით ვინც შენი რისხვა იწვნიეს და არც იმათის, რომლებიც მცდარ გზაზე დგანან.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბაყარა–ფური სურა ჰიჯრის წელთააღრიცხვის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში ნაწილ–ნაწილ ევლინებოდა სამყაროს. შესდგება 286 აიათისაგან. ყურანის ყველაზე დიდი სურაა. იგი ყურანის 1/12 ნაწილს შეადგენს. ნაბოძებია მედინეში.

რაჰმანი და რაჰიმი ალლაჰის სახელით

1. ელიფ. ლამ. მიმ.

2. აჰა, უეჭველი წიგნი, მიეცით გზის მაჩვენებლათ მათ, ვისაც ეშინიათ ღმერთისა.

3. მათ, ვისაც უხილავი სწამთ, ლოცვას ასრულებენ და ჩვენს მიერ მიცემულ სიკეთეებს (ქონებას) უხვად გაიღებენ.

4. მათ, ვისაც სწამთ შენზე გამოგზავნილისა (ყურანისა) და შენამდე გამოგზავნილისა (წიგნები და მოციქულები), რომლებსაც მტკიცედ სჯერათ იმქვეყნიური ცხოვრებისა.

5. აი, ისინი არიან ღმერთის მიერ ჭეშმარიტ გზაზე მდგარნი და გადარჩენილნიც მხოლოდ ისინი არიან.

254. ეი მორწმუნენო! ჩვენს მიერ ნაბოძები ქონებისაგან ღარიბებს გაეცით (ზექათი) მანამდე, სანამ არ მოსულა ის დღე, როცა არც ვაჭრობა, არც მეგობრობა და არც დახმარება აღარ იქნება. ურწმუნოები ნამდვილად მჩაგვრელნი არიან.

255. ალლაჰი, მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. ის ცოცხლობს, ყველაფრის მმართველი და მაკონტროლებელია. მისთვის უცხოა თვლემა და ძილი. ცაში და დედამიწაზე არსებული ყველაფერი მისია. ვის შეუძლია მის წინაშე, მისი ნებართვის გარეშე შუამავლობის (დახმარების) გაწევა? მან იცის თავის მსახურთა გაკეთებულიც და გასაკეთებელიც. მისი სიბრძნისაგან ადამიანები ვერაფერს გაიგებენ გარდა იმისა, რასაც მოისურვებს იგი. მისი ტახტი ცასა და დედამიწას გარს ერტყმის. და მას არ უჭირს მათი დაცვა. ის ყოვლად მაღალი და უზენაესია.

256. სარწმუნოებაში ძალდატანება არ არის. – გზა ჭეშმარიტებისა და შეცდომისა უკვე გარჩეულია. ვინც თაღუთი უარყო და ალლაჰი იწამა, ის ჩაჭიდებულია მძლავრ ყულფს, რომელიც უწყვეტია. ალლაჰს ყველაფერი ესმის და იცის.

285. ელჩმა იწამა ის, რაც მოევლინა მას ალლაჰისაგან. ეს მორწმუნეებმაც იწამეს. თითოეულმა მათგანმა იწამა ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები და მისი მოციქულები. (ისინი ამბობენ) მის მოციქულთაგან არცერთს არ განვასხვავებთ. (და) თქვეს: ვისმინეთ და დაგემორჩილეთ. ჩვენო ღმერთო პატიებას გთხოვთ. ბოლოს დაბრუნება მხოლოდ შენთანაა.

286. ალლაჰი არავის აკისრებს იმას, რაც მათ ძალას აღემატება. ვინც კარგს დაიმსახურებს, მის სასარგებლოდ იქნება. ვინც ცუდს გააკეთებს, თავის საზიანოდ იქნება. ჩვენო ღმერთო, არ დაგვსაჯო დავიწყებისათვის და უნებლიე შეცდომებისათვის. ღმერთო ჩვენო, არ გვატვირთო ის, რისი ძალაც არ შეგვწევს. გვაპატიე, შეგვინდე, შეგვიბრალე. შენ ხარ ჩვენი უფალი. ურწმუნო ხალხთა წინააღმდეგ დაგვეხმარე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაიდა (სუფრა) სურა

54. ეი მორწმუნენო! თუ რომელიმე თქვნგანი თავის (ისლამის) სარწმუნოებას უარყოფს, (იცოდეს, რომ) ალლაჰი მოიყვანს ისეთ ხალხს, რომელებიც მას ეყვარება და მათაც ის ეყვარებათ. ისინი თავმდაბალნი იქნებიან მორწმუნეთა მიმართ და მრისხანენი ურწმუნოთა მიმართ. ისინი იბრძოლებენ ალლაჰის გზაზე. არ შეუშინდებიან მკიცხველთა კიცხვას. ეს ალლაჰი წყალობაა, იგი ვისაც ინებებს მას მიანიჭებს თავის წყალობას. ალლაჰის ცოდნა განუზომელია.

55. თქვენი ახლობელი არის მხოლოდ ალლაჰი, მისი წარმოგზავნილი (მოციქული) და მორწმუნეები, რომლებიც ქედმოხრილნი არიან, ასრულებენ ლოცვასა და იხდიან „ზექათს.“

56. ვინც ალლაჰს, მის წარმოგზავნილს და მორწმუნეებს ახლობლად გაიხდის, (იცოდეს, რომ) გამარჯვებულები უეჭველად ალლჰის მომხრეები იქნებიან.

57. უწყოდეთ მორწმუნენო! ნუ გაიხდით მეგობრად იმათ, ვისაც თქვენი სარწმუნოება მასხრად აუგდიათ, იმათ ვისაც თქვენამდე საღვთო წიგნი მიუღიათ და სხვა ურწმუნოებს. თუ მორწმუნე ხართ გეშინოდეთ ალლაჰისა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თევბე (სინანული) სურა

126. განა ვერ ხედავენ (ორპირები), რომ ისინი ყოველ წელიწადს არაერთხელ (სხვადასხვაგვარი განსაცდელებით) იცდებიან? მაგრამ მაინც არ (წარსულის ცოდვებს) ინანიებენ და არც (სამომავლოდ) მოდიან გონს.

127. (მათ საწინააღმდეგოდ) როცა რომელიმე სურა მოევლინება, (თვალის ჩაკვრითა და დაცინვით) ერთმანეთ შეხედვენ და იტყვიან: (ირგვლივ) თქვენ ვინმე ხომ არ გხედავსო, შემდეგ კი გაეცლებიან. ალლაჰმა მათი გულები (რწმენისაგან) უკუაქცია, ვიანიდან ისინი ჭეშმარიტის შეუსმენელი ხალხი არიან.

128. უეჭველად თქვენ მოგევლინათ მოციქული ისევ თქვენიდან, რომელსაც თქვენი სატანჯველში ჩავარდნა უმძიმს. ის თქვნედამი მოსურნეა (რომ თქვენ იყოთ მორწმუნენი), მორწმუნეთა მიმართ შემბრალებელი და შემწყნარებელი.

129. (ეი მუჰამმედ!) თუ პირს შეგაქცევენ ასე უთხარი: „ჩემთვის ალლაჰი საკმარისია, მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. იგი უდიდესი ტახტის (სამფლობელოს) მფლობელია.“

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მერიემი სურა

(ჩემო ელჩო!) წიგნში მერიემიც მოიხსენიე. (ის გასაოცარი ამბავი მერიემისა) იგი ხომ თავის ოჯახს გამოეყო და აღმოსავლეთით მყუდრო ადგილას განმარტოვდა.

17. (მერიემმა) თავისსა და მათ შორის რიდე ჩამოაფარა. ჩვენ მათ მოუვლინეთ ჩვენი სული და იგი მას წარუდგა უმშვენიერესი ადამიანის სახით.

18. მერიემმა უთხრა: მე შენგან რახმანს მივენდობი, თუკი შენ ხარ ალლაჰის მორწმუნე (არ გამეკარო).

19. სულმა უთხრა: მე მხოლოდ შენი ღმერთის წარმოგზავნილი ვარ, რათა გაჩუქო წმინდა ვაჟიშვილი შენ.

20. მერიემმა უთხრა: მე როგორ შემეძინება შვილი, როცა მამაკაცი არ ვიცი და არც ცუდი ცხოვრების წესის ქალი ვარ.

21. სულმა უთხრა: ასეა (მაგრამ) შენმა ღმერთმა ბრძანა ეს ჩემთვის ადვილია, ვინაიდან ჩვენ ეს ადამიანთათვის (ჩვენი ძლიერების) საჩვენებლად და ჩვენგან წყალობად უნდა ვქმნათ. ეს (ადრიდან) ნაბრძანები და გადაწყვეტილი იყო.

22. მერიემი ფეხმძიმედ შეიქმნა და შორეულ ადგილას განცალკევდა.

23. მშობიარობის ტკივილებმა ერთი ხურმის ხესთან მიიყვანა. (მერიემმა) თქვა: ნეტავი ამ მდგომარეობაში ჩავარდნამდე მოვმკდარიყავი და სამუდამოდ მივიწყებული ვყოფილიყავი.

24. მაშინ მის ქვემოდან (ანგელოზმა) ასე ამოსძახა: ნუ სწუხარ! შენმა ღმერთმა შენ ფეხქვეშ წყარო გამოადინა.

25. ხურმის ხე შენკენ შეარხიე, რათა ჩამოგაცვივდეს მწიფე ხურმის ნაყოფი.

26. ჭამე, სვი და ინუგეშე, თუ ადამიანთაგან ვინმეს დაინახავ, უთხარი, რომ ღმერთს მარხვა შევპირდი, ამიტომ დღეს არავის არ უნდა დაველაპარაკო.

27. ბავშვი ხელში აიყვანა და თავსი ტომთან მიიყვანა. მას უთხრეს: ეი მერიემ! შენ ჩაიდინე აქამდე ჩაუდენელი ცუდი საქციელი.

28. უწყოდე ჰარუნის დაო! მამაშენი არ ყოფილა ცუდის მოქმედი და არც დედაშენი და არც დედაშენი იყო უზნეო.

29. მან (მერიემმა) მიუთითა მასზე (ბავშვზე). მათ ურხრეს: როგორ ველაპარაკოთ აკვნის ბავშვს?

30. (ბავშვმა) თქვა: მე უეჭველად ალლაჰის მსახური ვარ. მომცა წიგნი (ინჯილი) და მოციქულად მომავლინა.

31. დამლოცა და მიბრძანა, შევასრულო ლოცვა და გავცე ზექათი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სადაც არ უნდა ვიყო.

32. მან ჩემი დედის პატივისმცემელი მქნა და არა ამაყი და უარმყოფელი.

33. მშვიდობაა ჩემზე, ჩემს დაბადების დღესაც და ხელმეორედ გაცოცხლების დღესაც.

34. აი ეს არის მერიემის შვილი ღისა, სიტყვა ალლაჰისა, რომელშიც ეჭვი ეპარებათ.

35. ალლაჰს შვილი არ ჰყავს, ის ამ თვისებისაგან განსხვავებულია. როცა ის რაიმეს ბრძანებს, იტყვის „გაჩნდი“ და ისიც გაჩნდება.

36. (ღისამ ესეც უთხრა): უეჭველად ჩემი ღმერთიც და თქვენი ღმერთიც ალლაჰია, ამიტომ მას ეთაყვანეთ; ეს ჭეშმარიტი, სწორი გზაა.

37. შემდეგ ისინი აზრობრივად სხვადასხვა ჯგუფებად დაიყვნენ და იმ მოსასვლელ დიდ (განკითხვის) დღეს, ვაი იმ ურწმუნოებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ფილ (სპილო) სურა

1. განა არ გინახავს შენმა ღმერთმა რა გაუკეთა სპილოს პატრონებს?

2. განა არ გააცრუა მათი ხრიკები?

3. მათ (ზემოდან) გაუგზავნა ებაბილის ჩიტები.

4. მათ (ჩიტებმა) დაუშინეს გამომწვარი თიხის ქვები.

5. ისინი დაამსგავსა გამოფიტული მარცვლის ჩენჩოს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ყურეიში სურა

1. ყურეიშთა ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოებისათვის,

2. ზამთრობით და ზაფხულობით მოგზაურობის დროს მათ ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოებისათვის.

3. მხოლოდ ამ სახლს (ქაღბეს) ეთაყვანონ.

4. რომელმაც ისინი შიმშილისაგან (გადაარჩინა და) დააპურა, საშიშროებისაგან უსაფრთხოება შეუქმნა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ელ–მაღუნ (მოწყალების) სურა

1. დაინახე იგი, ვინც სიცრუედ თვლის განკითხვის დღეს (ისლამის რჯულს)?

2. აი ის არის ის, ვინც ობოლს არ შეიფარებს.

3. და უქონელის გამოსაკვებად (სხვას) არ მოუწოდებს.

4. ვაი იმ მლოცველებს,

5. რომლებიც თავიანთი ლოცვის შესრულებაში გულაცრუებულნი არიან (ლოცვას საკადრის მნიშვნელობას არ ანიჭებენ).

6. რომლებიც ღვთისმსახურებას საჩვენებლად ასრულებენ.

7. (ზექათისა და სხვა) სამოწყალოს გაღებაზე უარს ამბობენ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ქევსერ სურა

1. (ეი მუჰამმედ!) უეჭველად ჩვენ შენ ქევსერი გიბოძეთ.

2. შენ ღმერთზე ილოცე და ყურბანი (შესაწირავი ზვარაკი) დაკალი.

3. სინამდვილეში თავად შენი მოძულე არის საბოლოო ყოველგვარი სიკეთისაგან (შთამომავლობისაგან) მოკლებული.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ელ–ქაფირუნ (ურწმუნოები) სურა

1. (ეი მუჰამმედ!) უთხარი, რომ: ეი ურწმუნოებო!

2. მე არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით.

3. თქვენც ჩემი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ.

4. და მე არ ვარ იმის მოთაყვანე, რასაც თქვენ ეთაყვანეთ.

5. თქვენც ჩემი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ.

6. ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ და ჩემი სარწმუნოება მე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თებბე (გახმეს) სურა

1. ებუ ლეჰებს ორივე ხელი გაუხმეს, გაუხმა კიდეც.

2. მას არც თავისი ქონება და რაც მონაპოვარი არ გამოადგა.

3. ის აალებულ ცეცხლში უნდა დაიწვას.

4. და მისი ცოლი შეშის მზიდავი იქნება.

5. კისერზე, მყარად დაგრეხილ თოკჩამოკიდებულ მდგომარეობაში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იხლასის სურა

سورة الاخلاص

بِسْم اللهِ الرَّحْمٰنِ الرَّحِيم

قُلْ هُوَ اللهُ اَحَدٌ (1) اَللهُ الصَّمَدُ (2) لَمْ يَلِدْ وَلَمْ يُولَدْ (3) وَلَمْ يَكُنْ لَهُ كُُفُواً اَحَدٌ (4)

1. თქვი, რომ: ის ალლაჰი ერთია.

2. ის სამედია (თვითონ არაფერზეა დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული).

3. არც შობილა და არც უშობია

4. და არც არაფერი ყოფილა მისი მსგავსი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ფელაყ (დღის განთიადი) სურა

سورة الفلق

بِسْم اللهِ الرَّحْمٰنِ الرَّحِيم

قُلْ اَعُوذُ بِرَبِّ الْفَلَقِ (1) مِنْ شَرِّ مَا خَلَقَ (2) وَمِنْ شَرِّ غَاسِقٍ اِذَا وَقَبَ (3) وَمِنْ شَرِّ النَّفَّاثَاتِ فِي الْعُقَدِ (4) وَمِنْ شَرَّ حَاسِدٍ اِذَا حَسَدَ (5)

1. თქვი რომ: განთიადის ღმერთს შევეფარები

2. მის მიერ გაჩენილთა ცუდისაგან.

3. შებნელებისას ღამის ცუდისაგან.

4. ძაფის გორგალზე შებერვით ჯადოს მკეთებელ ჯადოქართა ცუდისაგან.

5. და შურიანი შურიანობის ცუდისაგან.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ნას (ადამიანები) სურა

سورة الناس

بِسْم اللهِ الرَّحْمٰنِ الرَّحِيم

قُلْ اَعُوذُ بِرَبِّ النَّاسِ (1) مَلِكِ النَّاسِ (2) اِلَهِ النَّاسِ (3) مِنْ شَرِّ الْوَسْوَاسِ الْخَنَّاسِ (4) الَّذِي يُوَسْوِسُ صُدُورِ النَّاسِ (5) مِنَ الْجِنَّةِ وَالنَّاسِ (6)

1. თქვი, რომ: შევეფარები ადამიანთა ღმერთს.

2. ადამიანთა მეუფეს.

3. ადამიანთა სათაყვანო უფალს.

4. სატანას ცუდი ქმედებისაგან.

5. რომელიც მალულად უბიძგებს ცუდისკენ ადამიანთა გულებს.

6. (ის სატანა იქნება) ჯინთაგანაც და ადამიანთაგანაც.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუუუუუუუუუუუ ნუკუშ მაგარი კაცი ხარ ძაააააააააააააან

0

Share this post


Link to post
Share on other sites

:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა ენაზე გინდათ ყურანის სურები?

ყურანი მნიშვნელოვაი წიგნია არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით. ყურანში მთელი თავებია დათმობილი სამოქალაქო, სისხლის სამართლის, მემკვიდრეობითი სამართლისათვის და ა. შ. ყურანი არეგულირებს საოჯახო, საქორწინო ურთიერთობებს. მშვიდობიანი რელიგიაა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა ენაზე გინდათ ყურანის სურები?

ყურანი მნიშვნელოვაი წიგნია არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით. ყურანში მთელი თავებია დათმობილი სამოქალაქო, სისხლის სამართლის, მემკვიდრეობითი სამართლისათვის და ა. შ. ყურანი არეგულირებს საოჯახო, საქორწინო ურთიერთობებს. მშვიდობიანი რელიგიაა.

ულტრასელს ქართულ ან რუსულ ენაზე უნდა, იმედია რომელიმე მაინც მოგეპოვება

0

Share this post


Link to post
Share on other sites

28. მიაგე შენთა მოყვასთა, რაც მათდამი ჯერ იყს, ეგრეთვე ღატაკს და მგზავრსა, და ნურც მფლანგავი იქნები.

29. მფლანგავები სატანას ძმები არიან. სატანა უმადურ ექმნა ტავის უფალსა.

30. ნუ განეშორები უშველებელ გაჭირვებაში მყოფთა, შენის უფლის მავედრებელი წყალობისათვის, რომლის მიღებასაც იმედნეულობ, სიმშვიდით მაინც ელაპარაკე მათ.

31. კისერზე ხელს ნუ მოიდებ და ნურც სრულიად გაშლი, შიშით, რათა არ დაგძრახონ, ან ღარიბ არ გახდე.

32. ღმერთი ხან ხელგაშლით მიჰმადლებს თავის ნიჭთა მათ, ვისაც ჰნებავს, ხან კი თანასწორ განაზომიერებს. შეტყობილი აქვს მდგომარეობა თავის მსახურთა და ხედავს მათ.

33. ნუ დაჰხოცთ თქვენს ბავშვებსა სიღარიბის შიშითა; მივაწოდოთ მათ საზრდო ისე, როგორადაც თქვენ. კაცისკვლა, რომელსაც ჩადიხართ, მძიმე ცოდვაა.

34. მრუშებას ერრტიდეთ, ვინადგან უთნობა და ცუდი საქციელია.

35. არარა ადამიანი არ მოჰკლათ, ვინაიდგან უთნობა და ცუდი საქციელია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting