Sign in to follow this  
Followers 0

მხოლოდ HD ხარისხი / HD Quality only

244 posts in this topic

Besso

xarisxi iqneba iiq ro aseTiii ?

ეს ხარისხი შეიძლება იყოს ტორენტებზე, აქაურზე არ ვიცი. მაგრამ მე ტორენტს არ ვეკარები სიჩქარის და სხვაზე დამოკიდებულების გამო (ტორენტის სისტემა), გამო. რაპიდა და მისი ჯანი.

რაც შეეხება ხარისხს, ამაზე უკეთესი არის დისკი. 3 დისკი ფილმი 3-ვე სერია და 3 ბონუს დისკი, სულ ჯამში დაახლოებით იქნება 6-ვე დისკი 190 გიგადა ამხელა მოცულობა ტორენტიდან ჩემმა მტერმა ქაჩოს. რაპიდადან დაახ. 48 სთ-ის ამბავია.

იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვარ ამ ფილმის მოყვარული, შესაბამისად დისკებს არ წამოვიღებ და 1080-საც წავშლი :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აქ მახსოვს, რომ KM ფლეიერის კონფიგურაციები მქონდა დადებული მითითებებით და წაიშალა ადრე თბილისოს გათიშვის გამო თუ როგორ არის ეს?

და თუ წაიშალა, სხვა რატომ დარჩა?

უბრალოდ მაინტერესებს :)

პრობლემა არაა, შემიძლია თავიდან დავდო და უფრო მეტიც დავამატო :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

passko me araferi waishlia patiosans sityvas gaZklev , SeiZleba roca dagvxakes imas Seewira ramodenime posti ubralod an rame sereridan serverze gadasvlas tore me am temidan araferi wamishlia kaargad maxsovs ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

91ef5eba5caa.jpg

დისკის გამოსვლის წელი: 2007

რეჯისორი: Saul Swimmer

ცეკვავენ და მღერიან: Freddie Mercury,Brian May,John Deacon,Roger Taylor

მოკლე აღწერა: Queen-ის კონცერტი ცოცხალი შესრულებით მონრეალში 1984 წელს. ეს კონცერტი რომ გამოშვებულიყო HDDVD-ში, მოხდა მისი ციფრული დამუშავება

35 მმ ორიგინალი კინოლენტიდან.

სიმღერები:

01. Intro

02. We Will Rock You (fast)

03. Let Me Entertain You

04. Play The Game

05. Somebody To Love

06. Killer Queen

07. I'm In Love With My Car

08. Get Down Make Love

09. Save Me

10. Now I'm Here

11. Dragon Attack

12. Now I'm Here (reprise)

13. Love Of My Life

14. Under Pressure

15. Keep Yourself Alive

16. Drum & Timpani Solo

17. Guitar Solo

18. Crazy Little Thing Called Love

19. Jailhouse Rock

20. Bohemian Rhapsody

21. Tie Your Mother Down

22. Another One Bites The Dust

23. Sheer Heart Attack

24. We Will Rock You

25. We Are The Champions

26. God Save The Queen

გამოშვება: აშშ

ხანგრძლივობა: 138 წთ

თარგმანი არ ჭირდება.

კონტეინერი: ISO (იხსნება დაიმონ თულსით და მერე შესაბამისი HDDVD-ის წამკითხველი ფლეიერით, მაგ. Cyberlink Power DVD Ultra)

ხარისხი: HDDVD

ვიდეოგაფართოება: VC-1 1920x1080

გახმოვანება:

1) ინგლისური LPCM Stereo 2.3 მბიტი/წ

2) ინგლისური DTS HD 5.1 Surround 1.5 მბიტი/წ

3) Brian May-სა და Roger Taylor-ის კომენტარები კონცერტთან დაკავშირებით.

ზომა: 21.2 გიგა

http://rapidshare.com/files/376671191/bidzia_fredi_dedofaltan_ertad.txt (ლინკები შიგნითაა, 230 ცალი)

არცერთ ქართულ ვარეზზე არ არის ეს :)

2

Share this post


Link to post
Share on other sites

Besso

SeiZleba roca dagvxakes imas Seewira ramodenime posti

მეც ეგ ვიფიქრე :)

რა გამოლევს ცუდ ბიძიებსა და ბაბოებს :D

განვაახლებ და მეტსაც დავამატებ, რა თქმა უნდა, მხოლოდ თბილის-ქალაქისთვის :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

passko

რაპიდიდან რამდენით მოგაქ? ან ტორენტს რითი ჯობია?

პლაზმურზე მინდა კომპის მიერთება და იქნებ რამე ტუტორიალი მოგეპოვება?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

aa4fcb0c2227.jpg

ყველასათვის ცნობილი

ფორმატი: MKV

ხარისხი:BDRip 1080p

ვიდეოგაფართოება: 1920x800

გახმოვანება:

რუსული დუბლირება AC3 5.1 448 კბიტი/წ

ინგლისური DTS 5.1,1536 კბიტი/წ

და კიდევ ერთი რუსული კადრსგარე გახმოვანება იგივე კოდეკში და ბიტრეიტში, რაც ორიგინალია.

ზომა: 18.45 გიგა

7fbffe3efe98t.jpg

17f8a62e5266t.jpg

cf018cf11b22t.jpg

გადმოსაწერი ბმული

http://rapidshare.com/files/379360192/Armageddoni_brustan_ertad_BDrip_1080.txt (ლინკები შიგნით არის 100 ცალი)

1

Share this post


Link to post
Share on other sites

ZaToIcHi

რაპიდიდან რამდენით მოგაქ? ან ტორენტს რითი ჯობია?

იყო დრო დაახ. 3.3 მბ/წ მომქონდა, ოღონდ 3 კომპით :D

მაგალითად თუ არავინ ასიდირებს 3.3მბ/წ-შიც არ გიშველის :D

პლაზმურზე მინდა კომპის მიერთება და იქნებ რამე ტუტორიალი მოგეპოვება?

რაღაც არ მგონია ჩვენთან პლაზმები იყიდებოდეს :)

არ მქონია შეხება, ამიტომ ვერაფერს დავწერ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დამატება მე-17 პოსტს.

მე-17 პოსტის პუნქტი N 5:

თქვენ შეგიძლიათ ასევე დააინსტალიროთ Cyberlink Power DVD Ultra Deluxe 7. განახლება არ გაუკეთოთ, თორემ დისკების ყურების სურვილის შემთხვევაში, სურვილი სურვილად დარჩება.

როგორ დავუკავშიროთ ამ ფლეიერის ვიდეო კოდეკი KM ფლეიერს.

თუ Cyberlink Power DVD Ultra Deluxe 7 დაინსტალირებული გაქვთ, მაშინ აკეთებთ იგივეს, რაც ნაჩვენებია მე-17 პოსტის ა)ფოტოზე.

ოღონდ ამ შემთხვევაში თქვენ ეძებთ არა core avc-ს, არამედ Cyberlink H.264/AVC Decoder (PDVD/.x)-ს.

c8763b99fd00t.jpg

აირჩევთ მას, დააჭერთ OK და მერე იგივე, რაც მე-17 პოსტის ა) ფოტოს შემდეგ წერია, ოღონდ ბ) ფოტომდე.

რა თქმა უნდა შეგიძლიათ გეყენოთ ორივე, მაგრამ KM ფლეიერის ჩართვისას მეტწილად core avc იქნება აქტიური, როგორც ფოტოზე ჩანს, მე Cyberlink-ი გათიშული მაქვს, რადგან core avc-ს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა ეს გემოვნების ამბავია.

პ.ს სურვილის შემთხვევაში, შემიძლია დავაგდო Cyberlink Power DVD Ultra Deluxe 7-ის გადმოსაწერი ბმული.

დამატება 1-ელ პოსტს

პუნქტი N 9.

HD ან BDrip 720p (თუმცა ამაზე კიდევ უფრო დაბალი rip-ებიც არსებობს 2 სახის)

ესენია rip 1400 და rip 2100.

რას ნიშნავს ეხლა ეს:

ა)იღებენ ისევ დარიპულ ფილმს, მაგალითად 720P-ს და კიდევ ერთხელ ავიწროვებენ (რიპავენ), ოღონდ გაფართოება, ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის 1280X720-ზე, არამედ თითქმის იგივეა, რაც DVDrip-ის გაფართოება, ოღონდ ჩვენების ხარისხი უკეთესი აქვს, ვიდრე DVDrip-ს.

ბ) rip 1400 ნიშნავს ფაილის მოცულობას MB-ში, ანუ იგივე 1.4 გიგა.

rip 2100 ნიშნავს ფაილის მოცულობას MB-ში, ანუ იგივე 2.1 გიგა.

მეტწილად ესენი AVI ფორმატშია წარმოდგენილი.

...........................................

ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ როგორ შეუგნებლად ან შეგნებულად წერენ არასწორ ტექნიკურ ინფორმაციას ქართულ კინოსაიტებზე.

ეს შეიძლება ასევე რელიზორის უცოდინრობიდან გამომდინარეობდეს...

მაგალითისთვის (საიტის სახელს არ ვწერ) ფილმის ტექ-მონაცემები ხომ საერთოდ არ წერია, შემოიფარგლებიან მხოლოდ ფორმატით და ესეც უკვე შეცდომაა, რადგან როცა იწერება, რომ ფილმი არის DVD ხარისხის და ფილმის ფაილს გვერდით მიწერებული აქვს ფორმატი, მაგალითად AVI, უკვე დიდი შეცდომაა, რადგან

1) DVD ხარისხის ფილმი არასოდეს არ არის AVI ფორმატში, არამედ VOB (პაპკური სისტემა) ან ISO!

2)DVD ხარისხი ფილმი არასოდეს არ არის ან 700MB, ან 1.4 გიგა, არამედ 4.7 გიგა (DVD 5) და 8.7 გიგა (DVD 9)!!!

შესაბამისად თქვენ თუ ფილმის შევიწროვებული ვარიანტის ყურება გსურთ, რომელიც გასაღებულია როგორც DVD, მაშინ გომ ფლეიერი მას თავისუფლად გახსნის, რადგან AVI ფორმატის ჩვენება მას ხელეწიფება, ხოლო ნამდვილი დისკის ჩვენება მას უკვე არ შეუძლია.

Edited by passko
2

Share this post


Link to post
Share on other sites

Media Player Classic Homecinema - MPHC

სანამ ამ ფლეიერის ახსნას/დაინსტალირებას შეუდგებით, აუცილებელია იცოდეთ, თუ რას წარმოადგენს DXVA.

DXVA იშიფრება DirectX Video Acceleration .

DXVA მარტივად:

თანამედროვე ფორმატებში მაღალი გაფართოების ვიდეოჩვენება კომპიუტერის სისტემისთვის საკმაოდ მომთხოვნია. თვით ძლიერი კომპიუტერებისათვის ასეთი ფილმები ძალზედ რესურსმომთხოვნი არიან. ასეთი ფილმების ჩვენებისას, მთავარი დატვირთვა მოდის პროცესორზე, მაგრამ თანამედროვე გრაფიკკარტები (იგივე ვიდეოკარტები)თავის თავზე იღებენ ვიდეოდეკოდირებისა და პოსტდამუშავების ნაწილს.

ATI-სა და NVIDIA-ს გრაფიკკარტების თანამედროვე ვიდეოჩიპებს შესწევთ ვიდეოდეკოდირების უნარი და ამას ქვია DXVA. პრაქტიკულად ისინი ეხმარებიან კომპის პროცესორს მაღალი გაფართოების ფილმების ჩვენება-დეკოდირებაში.

რაც შეეხება ამ ვიდეოჩიპებს, არსებობს სხვადასხვა შეზღუდვები მაღალი გაფართოების ვიდეოჩვენების მხრივ, სამწუხაროდ.

ვიდეოკარტის მხრიდან, ვიდეოდამუშავების აპარატურული უზრუნველყოფა, დამოკიდებულია ვიდეოკარტის მოდელზე და მასში ჩაყენებულ ჩიპზე. ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს რელიზორისგან უშუალოდ ფილმის კოდირებაც, ანუ თუ ფილმი არასწორედ იქნა კოდირებული შესაბამის ფორმატში, სუპერ-დუპერ-მეგა კლასის ვიდეოკარტაც კი ვერაფერს გახდება.

თუ როგორ უნდა შეამოწმოთ, აქვს თუ არა თქვენს ვიდეოკარტას DXVA-ის მხარდაჭერა, ცოტა მოგვიანებით.

რაც შეეხება Media Player Classic Homecinema - MPHC:

ამ ფლეიერის დაყენებისთვის და შესაბამისად მაღალი გაფართოების ფილმების ყურებისთვის საჭიროა K-Lite Mega Codec Pack.

მისი გადმოწერა შეგიძლიათ ან ოფიციალური გვერდიდან http://www.codecguide.com/download_mega.htm

ან აქედან http://rapidshare.com/files/385724100/klmcodec462.rar

ინსტალაცია:

ვაყენებთ K-Lite-ს

e22334c6f324t.jpg

ყველაფერი დააყენეთ ისე, როგორც ფოტოზეა და თუ თქვენ ვიდეოკარტას აქვს DXVA-ს მხარდაჭერა (იხილე ქვემოთ), მაშინ ვიქცევით როგორც ფოტოზე

b8831b377d1at.jpg

თუ არ აქვს მხარდაჭერა, მაშინ დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც იყო.

დანარჩენს არაფერს ვეხებით და ვაგრძელებთ ინსტალაციას.

თუ რასტარტი მოგთხოვათ, შეასრულეთ :)

დაინსტალირების შემდეგ (ის უნდა იცოდეთ, თუ სად დააინსტალირეთ, თუმცა სტარტ მენიუში უნდა იყოს), შედიხართ და ხსნით ცარიელ MPHC-ს.

შედიხართ Option-ში და ყველაფერს აკეთებთ ისე, როგორც ფოტოზეა

d512e598669ft.jpg

შემდეგ ყველაფერს აკეთებთ ისევ ისე, როგორც ფოტოზეა

d233a2de9c95t.jpg

მორჩა კინო :D

ეხლა რაც შეეხება

თუ როგორ უნდა შეამოწმოთ, აქვს თუ არა თქვენს ვიდეოკარტას DXVA-ის მხარდაჭერა, ცოტა მოგვიანებით.

MPHC-თი გაუშვით რაიმე ფილმი და დააჭირეთ Ctrl+j.

თუ ასეთი სურათი გამოჩნდა ფლეიერში, თქვენს კარტას DXVA-ის მხარდაჭერა არ აქვს

25495ff84879t.jpg

ხოლო დადებით შემთხვევაში გილოცავთ, დეკოდირების თითქმის მთელი ნაწილი გრაფიკკარტაზეა :)

DXVA-ის შესახებ ფართო ინფო იცის დეიდა ვიკიმაც :D

2

Share this post


Link to post
Share on other sites

მაღალი გაფართოების მუსიკა (მოკლე მიმოხილვა)

00d7b31586f4t.jpg

როგორც ყველამ ვიცით, არსებობს არა მარტო მაღალი ხარისხის ჩვენება, არამედ ასევე მაღალი ხარისხის გახმოვანებაც. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მუსიკას.

mp3 ფართოდ გავრცელებული აუდიო ფორმატია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ 100მბ-ში ჩავტიოთ უფრო მეტი სიმღერა, ვიდრე სხვა ფორმატში, თუმცა ამ დროს ხარისხი ძალიან ფუჭდება.

მე პირადად mp3-ებს არ ვუსმენ.

ჩემი ფავორიტებია ape (სხვა სახელით monkey's audio) და FLAC (Free lossless audio codec). ასევე dolby digital და DTS (digital theater sound), LPCM (Linear pulse code modulation) - მეფეთა მეფე!!!

მაგალითისთვის თუ mp3-ში მეტალიკის "შავი ალბომი" მაქსიმუმ უხეშად რომ ვთქვა 250-300მბ-ა, მაშინ dolby digital-ში ეს არის 5გბ-ზე მეტი. დამერწმუნეთ, თქვენ ისეთი დამატებითი ხმები გესმით, რაც mp3-ში არ არსებობს. :D

ყველას, ვისაც უყვარს ხარისხიანი ჩვენება და ამ შემთხვევაში მუსიკა, შეგიძლიათ გაიხაროთ

ძალიან მალე ბაზარზე გამოჩნდება Blu ray დისკები უშუალოდ მხოლოდ აუდიოშემცველობით. ამ პირველ Blu ray-ზე ჩაწერილი იქნება მოცარტის "Divertimenti".

დისკი შემოგვთავაზებს მთელს თავის შესაძლებლობებს როგორიცაა full HD და SACD (super audio CD).

დისკს ექნება შემდეგი აუდიო ფორმატების მხარდაჭერა: 2.0 LPCM, 5.1 LPCM, 5.1 DTS HD Master Audio, 5.1 Dolby True HD, 5.1 Dolby Digital at 48KHz.

ასე რომ ხარისხი უპირველეს ყოვლისა, ჩემო კარგებო :)

2

Share this post


Link to post
Share on other sites

5f104ee71e8a.jpg

ინფორმაციისთვის, ვინც ვერ გაიგო:

ეს არის BluRay Audio Disc-ი. მოსმენისას ეკრანი შავია, რადგან ეს არა -ვიდეო დისკია.

დისკის ინფო:

Piano Concerto No. 2 in C minor, Op. 18

I. Moderato - Allegro (10:27)

II. Adagio sostenuto (10:38)

III. Allegro scherzando (11:28)

Piano Concerto No. 3 in D minor, Op. 30

I. Allegro ma non tanto (15:45)

II. Intermezzo: Adagio (10:38)

III. Finale: Alla breve (14:19)

გამომშვები: Surround Records/USA

ხანგრძლივობა: 01:13:12

ფაილის ინფო:

კონტეინერი/ფორმატი: BDMV

ხარისხი: Blu-Ray mux format BD9

აუდიო: DTS-HD Master Audio 7.1 (~9500 კბიტი/წ)

ზომა: 5.3Gb + 3% აღდგენითი ინფო

გადმოსაწერი ბმული: http://rapidshare.com/files/400421766/rachmaninov_BD-Audio.txt.html (შიგნით არის 28 ლინკი. თითო 200MB)

ისიამოვნეთ :)

პ.ს თუ კიდევ გამოჩნდება ასეთი ხარისხის სხვა კომპოზიციები, დავდებ :)

Edited by passko
2

Share this post


Link to post
Share on other sites
http://www.youtube.com/watch?v=C131tGJqjcc

ამის Bluray დისკი მაქვს.
მოკლედ თუ მოგწონთ, ზუსტად ეს მუსიკალური ჩანახატი ამოვიღე და აი მისი ლინკებიც.
http://rapidshare.com/files/411356724/sicocxle.part1.rar.html
http://rapidshare.com/files/411356923/sicocxle.part2.rar.html
http://rapidshare.com/files/411356909/sicocxle.part3.rar.html
http://rapidshare.com/files/411383880/sicocxle.part4.rar.html
http://rapidshare.com/files/411395556/sicocxle.part5.rar.html

ამ ჩანახატის ზომა არის დაახლოებით 1 გიგა და რატომ:
ვიდეოგაფართოებაა: 1920 x 1080P H.264, [b]~35 მეგაბიტი/წ[/b]
ხმას რაც შეეხება, ფაილი რომ უფრო პატარა გამოსულიყო, ამოვჭერი ერთი აუდიოგზა - PCM @ 768 კილობიტი/წ, იკავებდა თითქმის 200MB-ს 3.33 წუთი ხანგრძლივობის მუსიკაში!!!
დავტოვე 2 აუდიო ხმა:
1) AC-3 @ 448 კილობიტი/წ 5.1
2) [b]DTS HD Master 7.1[/b]

1-ლი ხმისთვის საჭიროა სახლის გახმოვანება 5.1 სისტემა. მეორესთვის 7.1 სისტემა,თუმცა 5.1-ზეც მიდის.
[b]სტერეოში აზრი არ აქვს მოსმენას.[/b]
ისიამოვნეთ :) Edited by passko
2

Share this post


Link to post
Share on other sites
რაც გლობალი გააკეთეს, 1 სიდიც რომ იყოს 600 მდე მოაქვს ტორენტით : )

რაპიდიდან ამ სიჩქარით ვერ ვიწერ : (

[quote]როგორც ყველამ ვიცით, არსებობს არა მარტო მაღალი ხარისხის ჩვენება, არამედ ასევე მაღალი ხარისხის გახმოვანებაც. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მუსიკას.
mp3 ფართოდ გავრცელებული აუდიო ფორმატია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ 100მბ-ში ჩავტიოთ უფრო მეტი სიმღერა, ვიდრე სხვა ფორმატში, თუმცა ამ დროს ხარისხი ძალიან ფუჭდება.
მე პირადად mp3-ებს არ ვუსმენ.
ჩემი ფავორიტებია ape (სხვა სახელით monkey's audio) და FLAC (Free lossless audio codec). ასევე dolby digital და DTS (digital theater sound), LPCM (Linear pulse code modulation) - მეფეთა მეფე!!!
მაგალითისთვის თუ mp3-ში მეტალიკის "შავი ალბომი" მაქსიმუმ უხეშად რომ ვთქვა 250-300მბ-ა, მაშინ dolby digital-ში ეს არის 5გბ-ზე მეტი. დამერწმუნეთ, თქვენ ისეთი დამატებითი ხმები გესმით, რაც mp3-ში არ არსებობს.
ყველას, ვისაც უყვარს ხარისხიანი ჩვენება და ამ შემთხვევაში მუსიკა, შეგიძლიათ გაიხაროთ
ძალიან მალე ბაზარზე გამოჩნდება Blu ray დისკები უშუალოდ მხოლოდ აუდიოშემცველობით. ამ პირველ Blu ray-ზე ჩაწერილი იქნება მოცარტის "Divertimenti".
დისკი შემოგვთავაზებს მთელს თავის შესაძლებლობებს როგორიცაა full HD და SACD (super audio CD).
დისკს ექნება შემდეგი აუდიო ფორმატების მხარდაჭერა: 2.0 LPCM, 5.1 LPCM, 5.1 DTS HD Master Audio, 5.1 Dolby True HD, 5.1 Dolby Digital at 48KHz.
ასე რომ ხარისხი უპირველეს ყოვლისა, ჩემო კარგებო [/quote]

კარგია კარგი ფორმატები, მაგრამ პლეიერებს არ აქვთ ხოლმე მხარდაჭერა : (

კომპში კაემით ვრთავ FLAC-ს და კმაყოფილი ვარ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]chxartuza[/b]

[quote]კარგია კარგი ფორმატები, მაგრამ პლეიერებს არ აქვთ ხოლმე მხარდაჭერა : (

კომპში კაემით ვრთავ FLAC-ს და კმაყოფილი ვარ
[/quote]
თუ თქვენ აპარატურულ ფლეიერებს გულისხმობთ, მაშინ FLAC-იც და APE-ც WAV-ში უნდა გადაიყვანოთ და პრობლემა მოიხსნება. უბრალოდ ზომაში გაიზრდება ფაილი.
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='passko' date='19 August 2010 - 06:49 PM' timestamp='1282240170' post='521548']
[b]chxartuza[/b]


თუ თქვენ აპარატურულ ფლეიერებს გულისხმობთ, მაშინ FLAC-იც და APE-ც WAV-ში უნდა გადაიყვანოთ და პრობლემა მოიხსნება. უბრალოდ ზომაში გაიზრდება ფაილი.
[/quote]

მმმ.. კარგი იდეაა, აქამდე რატომ არ მომაფიქრდა.. : )
ტევადობას არაუშავს და კონვერტირების დროს ხარისხი არ დაიკარგება?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]chxartuza[/b]

[quote]მმმ.. კარგი იდეაა, აქამდე რატომ არ მომაფიქრდა.. : )
ტევადობას არაუშავს და კონვერტირების დროს ხარისხი არ დაიკარგება?
[/quote]

არა, რა თქმა უნდა.
FLAC-იც და APE-ც პირიქით WAV-ის შემჭიდროვებაა ხარისხის დაუკარგავად.ანუ WAV-ში გადაყვანისას ეს შემჭიდროვება იხსნება და ეგ არის.იმიტომ იზრდება ზომაში.
:)
2

Share this post


Link to post
Share on other sites
მას შემდედ რაც ტორენტის გამოყენება დავიწყე სულ BDrip-s ვუყურებ და აშკარად იგრძონება განსხვავბეა ქარტულ საიტებზე დადებულ და ტორენტბზე დადებულ ფილმებს შორის.

ამ თემის გახსნამდე დვდ მეგონა ყველაზე კაი :blush: და თურმე რამხელა სიამოვნებას კარგავს ადამიანი როცა allmoviesdan გადმოწერილს უყურებს :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]BeQUshA[/b]

არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ.
მე პირადად კოლექციისთვის მხოლოდ დისკებს ვინახავ. სხვათაშორის რუსულ ტრეკერებზე არსებულ დისკებში მოცემული აუდიო გზები მაინც ჩამოუვარდება ხარისხით ევროპულ დისკებს, სამწუხაროდ.
სპეციალურად შევადარე რუსული გახმოვანება T4 და იგივე ფილმი გერმანულ გახმოვანებაში.
როცა რუსული გახმოვანება T4 Remux-ში მოცემული იყო 448კბიტი/წ აუდიოს სიხშირე, გერმანულში ეს იყო 2000კბიტზე/წ მეტი თან DTS HD Master. განსხვავება უზარმაზარია!!!
საერთოდ ბევრი ტრეკერის რელიზ-ჯგუფები მიმართავენ სპეციალურ პროგრამებს, რომელთაც შეუძლიათ BD დისკებში მუშაობა, ანუ მათი ფაილებად დანაწევრება. შესაბამისად რელიზორებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რამოდენიმე სხვადასხვა სახის რუსული გახმოვანება ჩააკერონ BD დისკებში, ოღონდ ჩვენების ხარისხის დაუკარგავად.
მე პირადად უკვე ხმაც აღარ მაკმაყოფილებს და ამიტომაც ვცვლი რუსულ BD დისკებს ევროპულზე. (გახმოვანების უკეთესობის გამო)
:)

[quote]allmoviesdan[/quote]
ამ საიტის ადმინისტრაციამ ცუდად არ გამიგოს, მაგრამ ფილმებთან დაკავშირებული ტექ-მონაცემების აღწერა საერთოდ არ აქვთ და ისედაც მოცემული აღწერა, ვთქვათ რუსულ ენაზე DVD ან სხვა, არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, რადგან თუ დაკვირვებული ხართ, გადმოქაჩვისას თქვენ ღებულობთ ფაილს AVI ფორმატით და ეს ფორმატი არ არის DVD-ს ფორმატი. [b]ეს რიპია!!![/b]
ასე რომ ან საიტის აპლოადერებმა არ იციან ფორმატების მნიშვნელობები, ან იტყუებიან.

:) Edited by passko
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]passko[/b]
აჰამ, გეთანხმები ალლმოვის სერიზოული პრობლემები აქვს მაგ მხრივ :D


ისა რა უნდა გთხოვო იცი, ფავნას ლაბირინთი ნანახი გაქვს ?

შეგიძლია ერთი ორი სიტყვით მიმოხილვა გააკეთო ?

უბრალოდ დამაინტერესმა ზღაპრულად გაფორმებულმა ფილმმა ამხელა გამოხმაურებ რატომ ჰპოვა.

არა ისე მეც მომეწონა მაგრამ ვერ ვხვდბეი რატო :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]BeQUshA[/b]

[quote]შეგიძლია ერთი ორი სიტყვით მიმოხილვა გააკეთო ?
[/quote]

ადრე მაქვს ნანახი, ეხლა დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ მოკლე მიმოხილვა მაქვს დადებული თემაში "რა ფილმს ვუყურე" 76-ე გვერდზე.
არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მაქვს დაწერილი, თქვენც თავისთავად ამოიკითხავდით ფილმიდან.
ალისას რომ 1000 თავით ჯობია, ეს ფაქტია.

:)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]როგორც ყველამ ვიცით, არსებობს არა მარტო მაღალი ხარისხის ჩვენება, არამედ ასევე მაღალი ხარისხის გახმოვანებაც. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მუსიკას.
mp3 ფართოდ გავრცელებული აუდიო ფორმატია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ 100მბ-ში ჩავტიოთ უფრო მეტი სიმღერა, ვიდრე სხვა ფორმატში, თუმცა ამ დროს ხარისხი ძალიან ფუჭდება.
მე პირადად mp3-ებს არ ვუსმენ.
ჩემი ფავორიტებია ape (სხვა სახელით monkey's audio) და FLAC (Free lossless audio codec). ასევე dolby digital და DTS (digital theater sound), LPCM (Linear pulse code modulation) - მეფეთა მეფე!!!
მაგალითისთვის თუ mp3-ში მეტალიკის "შავი ალბომი" მაქსიმუმ უხეშად რომ ვთქვა 250-300მბ-ა, მაშინ dolby digital-ში ეს არის 5გბ-ზე მეტი. დამერწმუნეთ, თქვენ ისეთი დამატებითი ხმები გესმით, რაც mp3-ში არ არსებობს. :D
ყველას, ვისაც უყვარს ხარისხიანი ჩვენება და ამ შემთხვევაში მუსიკა, შეგიძლიათ გაიხაროთ
ძალიან მალე ბაზარზე გამოჩნდება Blu ray დისკები უშუალოდ მხოლოდ აუდიოშემცველობით. ამ პირველ Blu ray-ზე ჩაწერილი იქნება მოცარტის "Divertimenti".
დისკი შემოგვთავაზებს მთელს თავის შესაძლებლობებს როგორიცაა full HD და SACD (super audio CD).
დისკს ექნება შემდეგი აუდიო ფორმატების მხარდაჭერა: 2.0 LPCM, 5.1 LPCM, 5.1 DTS HD Master Audio, 5.1 Dolby True HD, 5.1 Dolby Digital at 48KHz.
ასე რომ ხარისხი უპირველეს ყოვლისა, ჩემო კარგებო :) [/quote]

ხო მართლა , მადლობა ფავნას ლაბირნთის განხილვისთვის.
ამან დამაინტერესა ახლა :D

ესე იგი ამ ბოლო დროს უკვე აღარ მომწონს ხოლმე სიმღერებს რო ვსუმენ, ასე მგონია რაღაც იკარგება.
აი მაგ. დღეს ვუსმენდი ვივალდის ერთ-ერთ კომპოზიციას ([b] Vivaldi - Double Cello Concerto in G Minor RV531 - Mov. 1/3 [/b]) და მოკლედ მოვუსმინე Yოუტუბზე სხვადასხვა ვერსიებს და აშკარაგდ განსხვავდება ,ზოგიერთი ძალიან კარგად [b]მოდის [/b] , ზოგი კი არა
ხოდა აი შენ რასაც ამბობ, რაღაც ape ( არ ვიცი რა არის :( )
მასეთი საიდნა მოვიტანო კი არადა ავურიე რა :( , ანუ მინდა უკეთესი ხარისხისას მოვუსმინო

მარა გაგებაში არ ვარ როგორ და რანაირად :( Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]BeQUshA[/b]

პირველი კითხვა იქნება, გაქვთ თუ არა 5.1 საუნდსისტემა, ან 7.1?
ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მუსიკის მთელი სიამოვნება შეგიძლიათ შეიგრძნოთ ამ სისტემით, როცა უსმენთ [b]DVD აუდიო დისკებს.[/b]
სულ მალე ი-ნეტშიც ხელმისაწვდომი გახდება ასევე Bluray აუდიო დისკები.
ეხლა რატომ ვწერ ამას:
APE და FLAC-ი რომ ავიღოთ, ისინი არის ყოველთვის სტერეოში. ანუ MP3-სა და მათ შორის კანალების რაოდენობა თანაბარია, განსხვავება არის მხოლოდ ხმის სიწმინდე, ცოტა არ იყოს ძნელი შესამჩნევია, მაგრამ განსხვავება მაინც არის.
ეხლა რაც შეეხება DVD აუდიო დისკებს.
აქ უმრავლეს შემთხვევაში საქმე გვაქვს dolby digital და DTS (digital theater sound), LPCM (Linear pulse code modulation) 5.1 ან 7.1, ანუ ხდება ხმის გადანაწილება 6 შესაბამისად 8 კანალზე. [b]აი ეს არის მართლაც ხარისხი.[/b]
MP3-ში ჩაწერილი სიმღერების გადაფორმატება ვთქვათ APE-ში შესაძლებელია, მაგრამ ხარისხი იგივე ნაგავი დარჩება და მხოლოდ ფაილის ზომა გაიზრდება, რადგან წყაროა თვითონ ნაგავი :)
ანუ თქვენ უნდა მოძებნოთ უშუალოდ უკვე ამ ფორმატებში არსებული სიმღერები.
მიაქციეთ ყურადღება შემდეგს:
APE, FLAC - კარგია.ესენი მოცემულია ფაილებში უმრავლკეს შემთხვევაში.
dolby digital და DTS (digital theater sound) 5.1 - უკეთესია, მაგრამ ზომაში უკვე დიდია [b]დისკი[/b].
DTS HD Master Audio, 5.1 Dolby True HD, 5.1 - ფანტასტიურია, მაგრამ [b]დისკი[/b].
LPCM (Linear pulse code modulation) 2.0(სტერეო), 5.1 - ეს არის ნირვანა :D

ვდებ ორ კლიპს, რომელშიც სიმღერა წარმოდგენილი არის 5.1 სისტემისთვის:
http://rapidshare.com/files/411356724/sicocxle.part1.rar.html
http://rapidshare.com/files/411356724/sicocxle.part1.rar.html
http://rapidshare.com/files/411356909/sicocxle.part3.rar.html
http://rapidshare.com/files/411383880/sicocxle.part4.rar.html
http://rapidshare.com/files/411395556/sicocxle.part5.rar.html
ეს არის 3.33 წუთიანი ვიდეო ჩანახატი და უკვე თითქმის 1 გიგას იწონის. ხომ ხვდებით რა მოცულობებზეა საუბარი? :)
ამ ფაილის ტექ-მონაცემები ზემო პოსტში მაქვს დადებული.
--------
http://rapidshare.com/files/225004879/Hotel_California.part1.rar.html
http://rapidshare.com/files/225013174/Hotel_California.part2.rar.html
ეს არის ჯგუფი "Eagles"-ის კონცერტის ამონაჭერი 720i-ში. აუდიო ხმა მოცემულია DTS-ში 5.1.
--------
http://rapidshare.com/files/386122594/oteli_kaliforniashi_DTS_vs_MP3.rar.html
ეს კიდევ შედარება აუდიო ხმებისა, ოღონდ საჭიროა 5.1 სისტემა, რომ ნათელი იყოს განსხვავება.

ესენი დავყარე იმისათვის, რომ შეიქმნათ წარმოდგენა.
აგერ ერთი ვებ-გვერდის მისამართიც, სადაც კარგი ხარისხის მუსიკებია.
http://lossless-galaxy.ru/
--------
:)
პ.ს ესენი მოუსმინეთ KM ფლეიერში, ან MPHC. Edited by passko
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]passko[/b]

[quote]პირველი კითხვა იქნება, გაქვთ თუ არა 5.1 საუნდსისტემა, ან 7.1?[/quote]
არაა :(
თუმცა სიმართლე გითხრა არც ვიცი ეგ რა არის :smi (2): :user:

ანუ თუ ეს არ მაქვს, მაგეებს ვერ მოვუსმენ ხო? და ვერც ვერფერ შევადარებ ?


[quote]პ.ს მოუსმინეთ KM ფლეიერში, ან MPHC [/quote]
არც ესენი არ მაქვს

მოვნახავ KM player ს და დავაინსტალირებ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]BeQUshA[/b]

[quote]ანუ თუ ეს არ მაქვს, მაგეებს ვერ მოვუსმენ ხო?[/quote]
მოსმენით როგორ ვერ მოუსმენთ, უბრალოდ ეფექტი არ ექნება. :)

[quote]და ვერც ვერფერ შევადარებ ?
[/quote]
რა თქმა უნდა ვერა, რადგან სიმღერა თუ სტეროშია წარმოდგენილი, ის ამ საუნდსისტემაშიც სტერეოს სახით აჟღერდება, ანუ ყველა 6-ვე გამოსასვლელში წამოვა სტერეო-პატოკი.
შესაბამისად თუ სიმღერა უკვე, ვთქვათ დოლბიშია, მაშინ ღებულობთ ზუსტად ამ "სირაუნდის" ეფექტს.
შესაბამისად ორ-გამოსასვლელიან კალონკებში, ვერანაირად ვერ მოხდება დოლბის 5.1 სისტემის აღქმა.
[quote]არც ესენი არ მაქვს

მოვნახავ KM player ს და დავაინსტალირებ
[/quote]
ეს ფლეიერი აქაც დევს, წინა გვერდებზე და დაინსტალირების მითითებებიც :)

[quote]თუმცა სიმართლე გითხრა არც ვიცი ეგ რა არის [/quote]
დაგუგლეთ, მაგალითად 5.1 soundsystem fotos ასე :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0