Sign in to follow this  
Followers 0

წმინდანთა ცხოვრება

34 posts in this topic

წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ. 348)

წმიდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. სპირიდონი მწყემსი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა. იგი წმიდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას 306-337 წ.წ.) სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას ეპისკოპოსობაშიც არ შეუცვლია ცხოვრების წესი, ძველებურად მწყემსავდა პირუტყვს და კვლავ მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო კვლავ შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ.

იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებით მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

ამ დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლში წადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისი სახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა - მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ერთხელ მასთან ერთი მიწათმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწათმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას კი მთელი ზოდი ოქრო თავად მიუტანა და უთხრა: „წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო რაცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო“. როდესაც მიწათმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო: „წავიდეთ, ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოძა“. ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა: „უფალო ჩემო, იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე შენი ნებით ქმენ, რომელმან ფარაონის თვალწინ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ინებე, რათა ეს ოქრო ისევ იმ ცხოველად იქცეს, რომელიც შენ ოქროდ გარდაჰქმენ“. ამ სიტყვებზე ზოდი შეინძრა და გველად იქცა, რომელიც სწრაფად გასრიალდა. ამის შემხედვარე მიწათმოქმედმა კანკალი დაიწყო, მიწაზე დაეცა და იძახდა: მე ამ სასწაულის ხილვის ღირსი არა ვარო.

ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.

ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.

წმიდანის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

წმიდა სპირიდონს ადამიანთა ცოდვების ხილვაც შეეძლო. ერთხელ მან უარი უთხრა ცოდვილ ქალს, რომელსაც სურდა, მისთვის, როგორც სტუმრისათვის, ფეხები დაებანა. და შემდეგ, როდესაც სიყვარულით ამხილა იგი, დედაკაცმა მოინანია ცოდვები და წყლის ნაცვლად ცრემლით დაბანა ფეხები წმიდა მღვდელმთავარს.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერელი - სტუმართმოყვარეობით მას პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენი კი თავის საეკლესიო ისტორიაში წერს: დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმიდა სპირიდონის სახლს მწირი მოადგა. მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. მარხვის გამო საკვები მომარაგებული არ იყო, რადგან მღვდელმთავარი საზრდელს მხოლოდ გარკვეულ დღეებში იღებდა, ამიტომაც ქალიშვილმა მიუგო, არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მიუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძებზე უარი თქვა; მასპინძელმა მიუგო: „მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტე 1, 15).

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო მართლა გილოცავთ წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას!

spiridon2my5.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ლევან წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების შესახებ იქნებ დაგეწერა რამე თუ იცი?

მე ვიცი რაღაცეები მარა არეულად დაწერ და იქნებ შენ დაწერო მისი ცხოვრების შესახებ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თქვენს ყურადღებას მოვითხოვ თუ შეიძლება :)

არავის არაფერი გსმენიათ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შესახებ? ბევრმა არ იცის არაფერი და მიკვირს ეს, ძალიან მინდა უფრო ბევრმა იცოდეთ და გაიგოთ თუ რა ცხოვრება ქონდა წმინდა მაქსიმეს, ზაფხულში ცაგერში რო წავალ იქ გამოვიკითხავ უფრო დეტალურად და შემდეგ დავწერ აქ, მანამდე იმედია გაიგებთ ვინ იყო

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არავის არაფერი გსმენიათ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შესახებ?

აქამდე არ ვიცოდი, მაგრამ დღეიდან მეცოდინება და მადლობა ამისთვის :)

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას. ამიტომ ქრისოპოლის (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად“ რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.

ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური სწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას - ათანასე, ალექსანდრიისას კი - კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.

638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი - იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანს II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპ თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლეთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის - მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი - კონსტანტინეპოლელი პატრიარქები - სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.

როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.

გადმოწერილია აქედან: http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/maqsime_agmsarebeli.htm

პ.ს. ვცდი სხვა მართმადიდებლური საიტებიდანაც მოვიძიო რამე მასალა, :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

spiridontrimafuntelissaik9.jpg

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის საფლავი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საინტერესო ინფორმაციებს დავწერ და ტქვენც შემეწიეტ პოსტებით :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მონაზვნის ღირსება

კავსოკალივის სავანის ერთ მონაზონს ებრძოდა ბოროტი მარჯვენა მხრიდან იმ გულისთქმებით, რომ იგი არაფერს აკეთებს, ერში კი მოყვასს სიკეთეს მოუტანდა და ა.შ. ბოროტი მას იმ გულისთქმასაც უნერგავდა, რომ სამონაზვნო მოქალაქეობა არის რაღაც მეორეხარისხოვანი და სხვა.

სახიერი ღმერთი ხედავდა რა სიკეთის მოძულის ვერაგობას და იმ დიდ საფრთხეს, რომელიც ემუქრებოდა ძმას, მოიღო წყალობა, რათა ცხადში ეჩვენებინა მისთვის ერთი სასწაულებრივი ხილვა.

აი, იგი ხედავს თავის თავს მიცვალებულს და ეშმაკებს, რომლებიც უახლოვდებიან და კიცხავენ, მოშორებით კი - ხალხმრავალ დასახლებას. უეცრად მას ევლინება ანგელოზი და ეუბნება:

- ერთი ღირსეული მონაზონი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი ეს დასახლება.

ხილვისგან გონს მოვიდა თუ არა მონაზონი, თავის თავს უთხრა:

- ხედავ, რა ღირსებას სძენს უფალი ადამიანის, როდესაც იგი მონაზონი ხდება!

ამის შემდეგ მან კიდევ უფრო მეტად გააძლიერა სულიერი მოღვაწეობა. ანგელოზის სიტყვებიც თავის სენაკში კედელზე მიაწერა, რომ ხშირად დაენახა და უფრო მეტად და გულმოდგინედ ეღვაწა. ისე.გე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახელობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება. ღვთის განგებით, იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი, რომელსაც სთხოვეს, მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად. აბბა ამონი დათანხმდა.

როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი, ქალი ქვევრში დამალა. ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას, მივიდა, დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა, ქალის ძებნა დაეწყოთ. გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს, რომ ქალი არსად იყო. მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა:

- ხედავთ, რა ჩაიდინეთ? უდანაშაულო ძმა განიკითხეთ. დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!

მას შემდეგ, რაც სოფლელები წავიდნენ, აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:

- ძმაო, იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!

ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ერთი ბერი არ გამოირჩეოდა არც მარხვით, არც ლოცვით და არც რომელიმე სხვა სათნოებით, არამედ სრულიად უდები ცხოვრებით ცხოვრობდა. დადგა ამ სოფლიდან მისი გასვლის დრო. მონასტრის ძმები გაკვირდნენ, როდესაც იხილეს, რომ ეს უდარდელი ბერი არათუ განიცდიდა აღსასრულის მოახლოებას, არამედ მშვიდად ეგებებოდა მარადიულ ცხოვრებას და ადიდებდა ღმერთს.

- რატომ ხარ ასეთი გულმხიარული, შენ ხომ უფლის საშინელ სამსჯავროზე უნდა წარსდგე? - ეკითხებოდნენ ისინი. - ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის შენი ასეთი გულგრილობა. განმტკიცდი ქრისტეს მადლით და ჩვენც გვიამბე, რათა ვადიდოთ უფალი და მისი კაცთმოყვარება.

მაშინ მომაკვდავმა თავი წამოსწია სარეცელიდან და უთხრა მათ:

- ძმანო და მამანო, მართალია, მე უზრუნველად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, როცა მთელი ჩემი ცხოვრება უფლის ანგელოზებმა წიგნივით წინ გადამიშალეს, მე გულწრფელად ვაღიარე ცოდვები და ველოდი საშინელ სასჯელს, მაგრამ ანგელოზებმა მითხრეს: „მიუხედავად შენი უდებებისა, შენ არასოდეს განიკითხავდი ადამიანებს და ყველას მიმართ მიმტევებელი იყავი!“ ამ სიტყვების შემდეგ მათ დახიეს ჩემი ცოდვების ხელწერილი. აი, ეს არის ჩემი სიხარულის მიზეზი.

დაასრულა ამის თქმა და მშვიდობით მიცვალა უფლის მიმართ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ქრისტიანებს იმპერატორ დიოკლეტიანეს სასახლის გადაწვა დააბრალეს. იმპერატორი ამ დროს ნიკომიდიაში ცხოვრობდა. მან ქრისტიანების დევნა დაიწყო. მათ არ აკმარეს სხეულის დანაწევრენა, ცეცხლში საწვა, ზღვაში დახრჩობა, ადრე გარდაცვლილ ქრისტიანთა ცხედრებს თხრიდნენ და მათაც ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს. ამ დროს ნიკომიდიელთა ეპისკოპოსი წმინდა ანთიმოზი ყველგან დაუფარავათ თავისი ეპისტოლეებით ამხნევებდა დატუსაღებულ ქრისტიანებს. მღვდესმთავარს სიკვდილის არ ეშინოდა, მხოლოდ დროზე ადრე არ უნდოდა აღსრულებულიყო, რათა განემტკიცებინა თავისი სამწყსო, რომელსაც კერპმსახურებას აიძულებდნენ.

წმინდა ანთიმოზის ადგილსამყოფელს მიაგნეს. გახარებულმა ჯალათმა მის შესაპყრობად ხალხი გაგზავნა. წმინდა მღვდელმთავარი მათ გამოეგება. "სად ცხოვრობს ანთიმოზი, ქრისტიანთა მასწავლებელი?" - ჰკითხეს მას ჯარისკაცებმა. მე შეგაპყრობინებთ ეპისკოპოსს, ოღონდ მცირე ხნით მესტუმრეთ და დაისვენეთო, - მიუგო და გაიფიქრა: "ღმერთმა ინება ჩემი თავშესაფრის გამჟღავნება. ვხედავ, მას სურს, არა მარტო ჩემი სამწყსო გავუშვა ადგილსა ნათლისასა, არამედ მათ წინ გავუძღვე...

ჩემი დროც დამდგარა... დიდება შენდა ღმერთო!".

ზომიერი ტრაპეზის შემდეგ წმინდანი წამოდგა და ჯარისკაცებს მიმართა: "ახლა გღასრულეთ, რაც დაგავალეს, მე ვარ ანთიმოზი, ის, ვისაც ეძებთ".

გაოცდნენ ჯარისკაცები ცალკე ჭაღარა მოძღვრის სათნო სახემ, ცალკე კი მისმა მასპინძლობამ მათ გული მოულბო. მოითათბირეს და მღვდელმთავარს უთხრეს, დაიმალეთ, ჩვენ კი გამომგზავნელს ვეტყვით,

ვერ ვიპოვეთო. "არა, - გაწყრა ანთიმოზი, - დიდი ცოდვაა ნებისმიერი კაცის მოტყუება, მით უმეტეს საკუთარი მეფისა. თქვენი საქმის აღსრულებისას დამნაშავენი არ ხართ, დამნაშავე მეფეა, რომელიც უშჯულოებას სჩადის". წმინდა ანტიმოზი მიჰყვებოდა ჯარისკაცებს და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას.

ამ ქადაგებამ შედეგი გამოიღო - ერთ-ერთ მდინარესთან მიახლოებისას ჯარისკაცები მონათლა კიდეც. წმინდა ანთიმოზი მალევე წარსდგა ღვთის წინაშე.

დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სკიტში ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება, მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა - მას თან ქვიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს - რა არის ეს, მამაო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი. როდესაც მათ ეს მოსმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ, არამედ მიუტევეს მას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ერთხელ ღირსი არსენი დიდი მძიმედ ავად გახდა. ბერებმა იგი ტაძრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რბილ საწოლზე დააწვინეს.

სხვა მონასტრის ერთმა ხუცესმა მოინახულა იგი და როდესაც რბილ საწოლზე მწოლიარე იხილა, დაბრკოლდა და გაიფიქრა: „ეს არსენი დიდია? განა შეიძლება მისთვის ასეთი განსვენება?“

მაგრამ როგორც კი ასეთ რამ გაიფიქრა, იქ მყოფმა მღვდელმა ამოიცნო მისი ფიქრები, გვერდით გაიხმო იგი და ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდა ერში.

- მწყემსი ვიყავი, უკიდურეს სიღატაკესა და მწუხარებაში ვცხოვრობდი, - უპასუხა ბერმა ყოველგვარი დაეჭვების გარეშე.

- ახლა კარგად ცხოვრობ? - კვლავ ჰკითხა მღვდელმა.

- ძალიან მშვიდად, - უპასუხა მან, - ყველაფერი აუცილებელი მაქვს.

- იცოდე, - უთხრა მღვდელმა, - რომ ეს ბერი, რომელსაც ხედავ, თითქმის მეორე მამა იყო მეფის შვილებისათვის; მას ათასობით მონა ჰყავდა, რბილი და ძვირფასი საწოლი ჰქონდა; მისი სიმდიდრე დაუთვლელი იყო; ასე რომ, ერში ამდენი შრომის შემდეგ შენ აქ ისვენებ, მამა არსენი კი, ერში განსვენების შემდეგ აქ შრომობს.

ხუცესმა აღიარა თავისი შეცდომა, მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, რომ თავის გულში შეურაცხყოფა მიაყენა ღირს მამას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ერთ-ერთი ძმა, რომელიც სამონასტრო საჭიროებისათვის ქალაქში იქნა გაგზავნილი, დაუდევრად მოიქცა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ, ლავრაში დაბრუნებისთანავე ღირსი მამის წინაშე ცოდვა მოინანია. წმიდანმა, ვითარცა გამოცდილმა და გულისხმიერმა ექიმმა, დაამშვიდა და დაარწმუნა ძმა, იმედგაცრუებას არ მისცემოდა, არამედ უფლის მიმართ ჰქონოდა სასოება და მონასტერში მორჩილად დატოვა. ბერ-მონაზონმა პავლემ - ამავე მონასტრის ძმამ, დაცემული ძმის განკითხვა დაიწყო და ღირს მამას ბრალად დასდო თანამოძმის როგორც დამნაშავისა, ლავრაში დატოვება, რომელმაც უკანონო და სასირცხვილო საქმე ჩაიდინა. წმ. ათანასემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „პავლე, რას აკეთებ? ძმათა განკითხვის მაგიერ უმჯობესია საკუთარ გულისთქმას ჩასწვდე. წერილ არს: „ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძელენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10, 12). ღვთის განგებით, იმ დღიდან მოყოლებული, პავლეს სიძვის ვნება დაატყდა თავს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდა. მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ აღსარებისა რცხვენოდა და ეთაკილებოდა დახმარების მიღება. წმ. ათანასე პავლეს მდგომარეობას განსწავლული სულით ხვდებოდა და აღსარების გამბედაობა შთაუნერგა. პავლემ ცოდვა გაამხილა და ღირს მამას, როგორც გასაჭირში მყოფ შვილთათვის გულშემატკივარ მშობელს, პატიება შესთხოვა. წმ. ათანასემ პირველ ყოვლისა დამოძღვრა, აღარ განეკითხა დაცემული, არამედ თანაეგრძნო და ელოცა განსაცდელში მყოფთათვის, შემდეგ კი ხედავდა რა პავლეს მორჩილებასა და სინანულს, ღვთის წინაშე მისთვის ილოცა და უმსგავსო ვნებისაგან გამოიხსნა. ამ დროს, პავლემ თავზედ გადმოღვრილი და მთელ სხეულზედ გადასული სიცივე შეიგრძნო და ავხორცული წვა ჩაუქრა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

* * *

ალექსანდრიის პატრიარქის იოანე მოწყალის დროს ალექსანდრიაში აბბა სერიდას მონასტრიდან ჩავიდა ბერი ვიტალი. იგი სამოცი წლის იყო, მაგრამ ისეთი ცხოვრების წესი აირჩია, რომ ხალხის თვალში მაცდური და ძლიერ ცოდვილიც ჩანდა, თუმცა უფლის წინაშე სათნო და მართალი კაცი იყო.

ალექსანდრიაში ჩასვლისას მან იქაური მეძავების სია ჩამოწერა და უფალს ევედრებოდა მათ განკურნებას ამ მძიმე და მომაკვდინებელი სენისაგან. იგი დილიდან დაღამებამდე დაქირავებულ მუშად მუშაობდა და დღიური გასამრჯელოდან, რაც სპილენძის თორმეტ მონეტას შეადგენდა, მხოლოდ ერთს ხარჯავდა საკვებში, შემდეგ მიდიოდა სამეძაო სახლში, დანარჩენ მონეტებს ერთ მეძავს აძლევდა და თან სთხოვდა:

- ღვთის გულისათვის გევედრები, ამ საფასურად ეს ღამე წმინდად შეინახე და ნურავის ნუ გაიკარებო!

მეძავი დასაძინებლად წვებოდა, ხოლო ღირსი ვიტალი მთელ ღამეს სიფხიზლესა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდა. დილით კი მეძავს აიძულებდა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. ასე ატარებდა ყოველ დღეს ღირსი ვიტალი შრომასა და მეძავებისათვის ლოცვაში. ხშირად ამ სათნო კაცის ქცევით მხილებული და შერცხვენილი მეძავები მასთან ერთად მოიდრეკდნენ ხოლმე მუხლს და ლოცვას იწყებდნენ. ვიტალი მათ მოუწოდებდა სინანულისაკენ, უყვებოდა თუ რა საშინელი სასჯელი ელით მეძავებს და რა დიადი და დიდებული - მონანულებს. მისი ქადაგების შემდეგ მრავალი მათგანი მონასტერში წავიდა. ზოგმა ოჯახი შექმნა და ზოგიერთმაც, ანება რა თავი ამ ცოდვილ საქმიანობას, პატიოსანი შრომით დაიწყო ლუკმაპურის შოვნა.

* * *

თაისია ქრისტიანი იყო. იგი ნაადრევად დაობლდა და გადაწყვიტა კეთილი საქმეებისთვის დაეთმო ცხოვრება, ააშენა სასტუმრო მოგზაურთათვის და მგზავრებს შეეწეოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაღარიბდა, თან ცოდვილმა ხალხმა იგი გარყვნა და მან აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყო.

ესმათ მის შესახებ მონასტერში წმინდა მამებს და ძლიერ დამწუხრდნენ, მოუხმეს თავისთან იოანეს და უამბეს ყოველივე.

- მოიყვანე სინანულში თაისია, - ეუბნებოდნენ ისინი, - ჩვენ კი აქ ვილოცებთ მისთვის!

იოანე წავიდა ქალაქში. მიადგა თაისიას სასტუმროს კარს და შეაღო იგი. მეკარემ მოახსენა ქალბატონს ბერის მოსვლა, იგი დარწმუნებული იყო, რომ თაისია მის გაგდებას ბრძანებდა, მაგრამ ქალმა უთხრა:

- ბერები, რომლებიც შავ ზღვასთან ცხოვრობენ, ზოგჯერ ძვირფას ქვებს პოულობენ. მაშ, მოიყვანე იგი ჩემთან.

იოანე შევიდა თაისიასთან, შეხედა თვალებში, მძიმედ ამოიოხრა და მწარედ ატირდა.

- რატომ ტირი? - შეეკითხა ბერს თაისია.

იოანემ უპასუხა: - რა არ გესათნოვა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, უკვდავ სიძეში, რომ არ იკადრე მისი სავანე და უსჯულო საქმეებს შეუდექი?

ბერის სიტყვები ცეცხლოვანი მახვილივით ჩაესო თაისიას გაყინულ გულს და სინანულის ცეცხლით აავსო იგი. მიხვდა თაისია, რომ გარყვნილების ჭაობში იხრჩობოდა და შეიძულა თავისი წარსული ცხოვრება.

- არსებობს კი ცოდვილთათვის სინანული? - იკითხა მან.

- არსებობს, - უპასუხა ბერმა, - და მაცხოვარიც დიდი ხანია გელოდება. მე დაგიდგები თავდებად უფლის წინაშე, თუკი შენ ჭეშმარიტ სინანულს აჩვენებ და საქმითაც დაამტკიცებ. ჩვენი უფალი კვლავ შეგიყვარებს, მიგიღებს სასუფეველში და ანგელოზებიც იზეიმებენ ჩვენთან ერთად შენს დაბრუნებას.

- იყოს ნება ღვთისა! - თქვა თაისიამ, - აქედან წამიყვანე და იქ მიმიყვანე სინანულისთვის, სადაც უმჯობესი იქნება.

თაისიამ უსიტყვოდ მიატოვა სახლ-კარი, მსახურები და გაჰყვა ბერს.

იოანე განცვიფრებული იყო მისი უეცარი ფერისცვალებით და ადიდებდა ღმერთს.

ბერი მიდიოდა უდაბნოში და თაისიაც შორიახლო მიჰყვებოდა თავდახრილი. როდესაც დაღამდა, იოანემ პატარა სასთუმალი დააგო ქვიშასთან, თაისია დალოცა, რომ დაეძინა, თვითონ კი შორიახლოს გავიდა, ჩვეული კანონი შეასრულა მანაც მიწაზე დაიძინა.

ბერს შუაღამისას გამოეღვიძა და იხილა ზეციდან მომავალი ნათელი, რომელიც სვეტის სახით მძინარე თაისიამდე ეშვებოდა. შემდეგ იხილა უფლის ანგელოზები, რომლებიც გალობით მიაბრძანებდნენ თაისიას სულს ზეცისაკენ. როდესაც ხილვა გასრულდა, იოანე მივიდა თაისიასთან და ნახა, რომ იგი მომკვდარიყო. შიშითა და კრძალვით დაემხო უფლის წინაშე, ზეციდან კი მოესმა ხმა: „ერთ საათში აღსრულებული მისი სინანული უფრო სათნო იყო უფლისათვის, ვიდრე მათი, რომლებიც დიდხანს გლოვობენ საკუთარ ცოდვებს“.

* * *

ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით სიძვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება შესთავაზა, მან უპასუხა, რომ აღარ წავიდოდა იქ. ძმამ მიზეზი ჰკითხა: რაზედაც პასუხად მიიღო, როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ აღარ მინდა წამოსვლაო.

მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტეანული სიყვარული გამოამჟღავნა. მან მოინდომა ძმის უკანვე მობრუნება ჭეშმარიტებისაკენ და უთხრა, როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა. ახლა კი მოდი, ორივენი უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ უფალს შეგვინდოს. მწამს მისი კაცთმოყვარებისა, „რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი“ იგი მზად არის მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებსო.

ასე მოიყვანა ის ძმაც სინანულში და დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. აღუარეს მოძღვარს, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს. ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორთავეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი - გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის.

* * *

ერთხელ, ვიღაც მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა: „ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ხორციელი ვნების მოთოკვა აღარ შემიძლიაო“. მამამ დააწყნარა შვილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყმაწვილმა კვლავ შესჩივლა: „გამიშვი, ძალა აღარ მყოფნის ვნების დასამორჩილებლად“. მამამ მიუგო: „მომისმინე, ორმოცი პური და პალმის ტოტები წაიღე, ორმოცი დღე უდაბნოში დასახლდი და იყოს ნება ღვთისა“. შვილი მამას დაემორჩილა, უდაბნოში წავიდა, დრო შრომით გაჰყავდა, პალმის ტოტებისგან კალთებს წნავდა და მშრალი პურით იკვებებოდა. ოცი დღის შემდეგ დაინახა, რომ რაღაც ეშმაკეული მოჩვენება უახლოვდებოდა, იგი შორიახლოს გაჩერდა, ეთიოპელ ქალს წააგავდა, საკმაოდ შეუხედავი იყო და მყრალი სუნი ასდიოდა. ყმაწვილი ახლოს არ იკარებდა, შორდებოდა და დაღწევას ცდილობდა. ამყრელებულმა არსებამ კი მიმართა: „მე ის ვარ, რაც ადამიანებს ასე მომხიბვლელი და ტკბილი ჰგონიათ. შენი მორჩილებისა და ღვაწლის გამო ღმერთმა შენთან საცდუნებლად არ მომიშვა, სამაგიეროდ დაგანახა, როგორიცა ვარ“. ყმაწვილი უფალს ადიდებდა და ჰმადლობდა. შემდეგ მამასთან დაბრუნდა და უთხრა: „აღარ მინდა აქედან წასვლა, რადგან უფალმა ჩვენებით ეშმაკი და მისი სიმყრალე წარმომიდგინა“. მამისათვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო და შვილს მიუგო: „ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და უდაბნოში ორმოცი დღე დარჩენილიყავი, უფრო მეტს დაინახავდი და გაიგებდი“.

* * *

მამა იოანე მძოვარმა, რომელსაც წითელს ეძახდნენ, გვიამბო: წმიდა თეოდოსის მონასტერში ჩემი ყოფნის ჟამს იქ მოღვაწეობდა ორი ძმა, რომელთაც ერთმანეთისათვის შეეფიცათ, არც სიცოცხლეში განშორებოდნენ ურთიერთს და არც სამარეში. ერთ ძმას სიძვის ეშმაკი შეუჩნდა და დააუძლურა. როცა დათმენა ვეღარ შესძლო, ძმას უთხრა: გამიშვი სოფელში, სიძვის გულისთქმა ისე მებრძვის, ვეღარ ვეწინააღმდეგებიო. მეორე ძმა ევედრებოდა, წყალში არ ჩაეყარა სიყრმითგან ნაღვაწი, მაგრამ ვერ დააჯერა და იძულებული გახდა, თავადაც გაჰყოლოდა. ის ძმა, რომელსაც ეშმაკი ებრძოდა, მეძავთან შევიდა, მეორე კი გარეთ დადგა, თავზე ნაცარს იყრიდა და თავისი ძმის გამო მწარედ ტიროდა.

როცა პირველმა გულისთქმა აისრულა და გარეთ გამოვიდა, მეორე ძმა შეევედრა: „აბა, რა სარგებელი ჰპოვე, ძმაო, ამ ცოდვისაგან? მხოლოდ ივნე და სული წარიწყმიდე. ახლა მაინც დავბრუნდეთ მონასტერში და ვევედროთ ღმერთს, რომ შეგინდოს ეს ცოდვა, რადგან მოწყალე უფალი მონანულ ცოდვილთა მიმართ“. დაცემულმა მიუგო: „ამიერიდან უდაბნოში ვეღარ წამოვალ, შენ კი წადი, ძმაო, და დამტოვე“. რაკი უდაბნოში დაბრუნებაზე ვერაფრით დაიყოლია, მეორე ძმაც ქალაქში დარჩა. ქირით მუშაობდნენ, რომ თავი ერჩინათ.

იმ ხანებში მამა აბრაამმა, კეთილმა და მშვიდმა მწყემსმა, რომელიც შემდეგ ეფესოს კათალიკოსი გახდა, ბიზანტიაში, ზეთისხილის მთის მახლობლად, მონასტრის აგება დაიწყო. მშენებლობაზე ძმებიც მივიდნენ. ცოდვილი ძმა ორივეს შრომის საფასურს თვითონ იღებდა, ქალაქში მიდიოდა და მეძავებთან ხარჯავდა, მეორე კი ყოველდღე მარხულობდა, განუწყვეტლივ ფსალმუნებდა, დაუზარლად შრომობდა და არავის არაფერს ეუბნებოდა. მშენებლებმა მისი ასეთი ღვთისნიერება, ყოველდღიური მარხვა და მდუმარება რომ იხილეს, მის შესახებ წმიდა აბრაამს აუწყეს. წმიდა აბრაამმა მოუხმო ბერს, თავის სენაკში შეიყვანა და ამბავი ჰკითხა. მანაც უამბო, თუ როგორ გარყვნილებაში ცხოვრობდა მისი ძმა და უთხრა: მე იმისთვის ვიჭირვებ, რომ ღმერთმა ჩემი შრომა დაინახოს და ჩემი ძმა წარწყმედისაგან იხსნასო.

ეს რომ მოისმინა, დიდებულმა აბრაამმა უთხრა ძმას: შენი სიმდაბლისა და სიყვარულის გამო ღმერთმა გაჩუქაო შენი ძმის სული. ბერი გარეთ გამოვიდა და თავისი ძმა დაინახა, რომელიც სინანულით ევედრებოდა უდაბნოში წაეყვანა იგი - იქნებ, ღმერთს შეენდო მისთვის აურაცხელი ცოდვა. ძმამ მაშინვე წაიყვანა იგი იორდანეს უდაბნოში და ერთ გამოქვაბულში დააყენა. ცოდვილმა ცრემლითა და სინანულის ოხვრით მოინანია თავისი დაცემა და ასე მიიღო ღმერთმა მისი სული. მეორე ძმა, აღთქმისამებრ, სიკვდილამდე გამოქვაბულში დარჩა.

* * *

ერთი ქოზიბელი მონაზონი უდაბნოში დაეყუდა და ლოცვისა და ფსალმუნების ღვაწლს შეუდგა. ერთხელ გაიგონა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს ეშმაკები, მოდი, ამა და ამ სოფელში გავიქცეთ, რომ ხუცესი სიძვით დავცეთ, რადგან ნაბრძანებია, რომ ხვალ, დილის რვა საათზე მოკვდესო. ბერი გულმოწყალე იყო. ეს რომ გაიგონა, მაშინვე გაემართა იმ სოფლისაკენ, სადაც ხუცესი ცხოვრობდა. მთელი ღამე იარა და გამთენიის ხანს შევიდა სოფელში. ეკლესიის კართან ჩამომჯდარი შეწუხებული კაცი დაინახა და ჰკითხა, შენ ხომ არა ხარ ამ სოფლის ხუცესიო. მე ვარო, მიუგო მღვდელმა. ადექი, საშინელი რამ უნდა გითხრაო, სთხოვა ბერმა. ხუცესმა თავისი მწუხარების გამო არ უსმინა, მაგრამ ბერი შეევედრა, ააყენა, კუთხეში გაიხმო და უამბო, რაც ეშმაკებისგან გაიგონა. ხუცესმა ღრმად ამოიოხრა და ტირილით უთხრა: ნეტავ ერთი საათით ადრე მოსულიყავი, ძმაო; ცოტა ხნის წინ აქ ერთი ქალი მოვიდა, რომ კანდელიდან სანთელი აენთო და მასთან სიძვით დავეციო. როგორც კი ეს თქვა, დავარდა მიწაზე და სული განუტევა.

წმინდა ბერი ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო, როცა იხილა, როგორი გულმოდგინებით ირჯებიან ეშმაკები ადამიანის წარსაწყმედად, თუ ღმერთი ამის ნებას მისცემთ. ცხადია, ხუცესს რომ არ დაემსახურებინა, ღმერთი მას ამ განსაცდელს არ მოუვლენდა.

* * *

წმინდა დიდმოწამე თეოდორეს ეკლესიის მთავარდიაკვანი, ღვთისმოყვარე თეოდორე, გვიამბობდა: ზაქარია დიაკვნის ცოლი, სახელად ოქროვანი, იერუსალიმის პატრიარქ სოფრონთან მივიდა და სიძვაში ამხილა თავისი ქმარი. ღვთისნიერმა პატრიარქმა იხმო ზაქარია და ჰკითხა, სიმართლე იყო თუ არა, რაც მის შესახებ გაიგო. იმ საბრალომ უარყო. შეგიძლია თუ არა, შენი ნათქვამი დაამტკიცო? - ჰკითხა პატრიარქმა დედაკაცს. ქალმა უპასუხა, ბევრმა იცის ეს ამბავი, მაგრამ მაინც ვერ დავამტკიცებ, რადგან არავის უნდა ასეთ საქმეში გარევაო. პატრიარქმა შეხედა ქალის ქმარს და უთხრა: გონს მოდი, ძმაო, და ნუ გათელავ ფეხქვეშ შენს სინდისს, ნუ გგონია, რომ რამეს დაუმალავ ღმერთს, რომელიც ყველაფერს ხედავს და ჩვენი გულისთქმაც კი არ გამოეპარება; თუ რაიმე ასეთი მოხდა, ნუ გაკადნიერდები და ნუ შეხვალ წმიდა საკურთხეველში, ხოლო თუ არ გამხელს გონება, აი, წმინდა საკურთხეველი და თუ გაბედავ, შედი.

დიაკვანი უშიშრად შევიდა საკურთხეველში. მალე მას თავიდან ფეხებამდე კეთრი მოედო. ყოვლადძლიერმა ღმერთმა ამ სასწაულით აჩვენა, რომ კაცი ისე არ უნდა გაკადნიერდეს, ღვთის საქმე შეურაცხყოს.

* * *

კალამონის მონასტერში მოღვაწე მამა ელიამ გვიამბო: მონასტრის მახლობლად ერთ გამოქვაბულში ვიყავი დაყუდებული. შუადღისას ვიღაცამ დამიკაკუნა. გავედი და ქალი დავინახე. ვკითხე, რა უნდოდა. შემინდე, მამაო, - მომიგო მან, - მეც შენსავით ვცხოვრობ აქვე, ორასიოდე ნაბიჯზე, ერთ პატარა გამოქვაბულში; უდაბნოში სიარულისას მომწყურდა, ქენი სიკეთე და წყალი დამალევინეო. გამოვუტანე წყალი და დავალევინე, მაგრამ გამოქვაბულში რომ შევბრუნდი, სიძვის ძლიერი ბრძოლა დამეწყო. ეშმაკმა იმ ქალის მიმართ გულისთქმა გამიჩინა. ვერ ვძლიე გულისთქმას, გამოვედი და ქალის კვალს გავყევი. აგვისტო იყო და ძლიერი სიცხისაგან მიწა იწვოდა. სწრაფად გავიარე ორასი ნაბიჯი და უეცრად თავზარი დამეცა: დავინახე შუაზე გაპობილი მიწა, რომელიც ჩემს შთანთქმას ლამობდა. შიგ მიცვალებულთა გახრწნილი გვამები ეყარა, მატლი ესეოდა და ჩირქი სდიოდა. ვიღაც მშვენიერი მოხუცი მათზე მიმითითებდა და მეუბნებოდა: ეს დედაკაცის გვამია, ეს - მისი ბავშვის, ეს - ლამაზი ქალისა, ეს კი - მშვენიერი ჭაბუკის. მიდი, როგორც გინდა, ისე აისრულე წადილი! ჰოი, შე საბრალოვ, ერთი გულისთქმის ასრულებისთვის ამდენი ღვაწლის წყალში ჩაყრას აპირებ? ამ საძაგელი ცოდვისათვის გინდა, ცათა სასუფეველი დაკარგო? შე უბედურო, რა სუსტი ხარ და რა უსუსური გონება გაქვს, რომ ერთი ბილწი გულისთქმის გამო სულის წარწყმედაზე ფიქრობო.

სიმყრალისაგან დაბლა დავეცი. მოხუცი მომიახლოვდა, წამომაყენა და გულისთქმის ბრძოლა მომაშორა. გამოქვებულში დავბრუნდი და ღმერთს მადლობა შევწირე

0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://www.orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/icons/arseni.jpg[/img]

[center][b]წმიდა არსენი დიდი, კათოლიკოსი (+887)[/b][/center]


წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში.

აფხაზეთს მიმავალმა წმიდა გრიგოლის თანამოსაგრეებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ (ხს. 5 ოქტომბერს), გზად სამცხეში, მირიანის სახლთან გაიარეს, მირიანმა სახლში მიიწვია ბერები. დილით მან და მისმა მეუღლემ, ბერებს შვილები დაალოცვინეს, შემდეგ კი, მათი სათნოებით გაკვირვებულებმა, უმცროსი ძე, ექვსი წლის არსენი მისცეს აღსაზრდელად. ბერებმა მშობლებს აღუთქვეს, კლარჯეთის უდაბნოს არქიმანდრიტს, გრიგოლს, წარუდგენდნენ ყრმას.

როცა ღირსმა გრიგოლმა თავისი რჩეული ძმები - თეოდორე და ქრისტეფორე მოიძია აფხაზეთში და მათთან ერთად კვლავ კლარჯეთს დაბრუნდა, ყრმა არსენი, მომავალი „კათოლიკოზი ქართლისა და მცხეთის საყდრის გვირგვინი დაუჭნობელი“ და ჭაბუკი ეფრემი, შემდგომ აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი, თან გაიყოლა.

მონასტრის ბერებმა მოძღვრის და ძმების დაბრუნებით გაიხარეს, მაგრამ ყრმების მოყვანას დრტვინვით შეხვდნენ, რადგან სამონასტრო წესდება ამას კრძალავდა. ღირსმა გრიგოლმა აუწყა საძმოს, რომ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, თვით ღვთის ნებით ნაკარნახევი, რათა „ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისა“.

როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი საეკლესიო და სამღვდელმთავრო კრების დაუკითხავად, სამცხის ერისკაცთა დახმარებითა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომით, კათოლიკოსად დაადგინა. ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და ერისკაცის კადნიერი ჩარევა მის საქმეებში.

ქართლის და კლარჯეთის სამღვდელოებამ სადავო საკითხის გადასაჭრელად საეკლესიო კრება მოიწვია ჯავახეთში. კრებას თავმჯდომარეობდა ეფრემ მაწყვერელი. საეკლესიო სამართალი მამათა მხარეს იყო. არსენს გადაყენება ემუქრებოდა, მაგრამ კრებაზე გამოცხადდა მამა ყოველთა მეუდაბნოეთა - გრიგოლ ხანძთელი და ყველა, მათ შორის ეფრემიც, დაარწმუნა იმაში, რომ არსენის კათოლიკოსის ტახტზე დადგინება ღვთის ნებით აღსრულდა: „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობიჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელი არ-ღა მწიფე იყო“.

მღელვარება ჩაცხრა. ეფრემსა და არსენს შორისაც განახლდა სიყვარული.

კათოლიკოსმა არსენმა აკურთხა ხანძთის ძველი ეკლესია, თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით და ქრისტესმიერი სიყვარულით ქართლის ეკლესიებს სიხარული მოჰფინა, „საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა“.

წმიდა არსენი შესანიშნავი ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი იყო. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელშიც გადმოცემულია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების ისტორია.

არსენ დიდსავე მიაკუთვნებენ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას“.

წმიდა არსენი ოცდაშვიდი წლის მანძილზე განაგებდა ქართლის ეკლესიას. გარდაიცვალა 887 წელს და „მხიარულებით მიიწია ქრისტესა და აქუს მადლი შეწევნად ჩუენდა“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი (+დაახლ. 335);
წმიდა მოწამენი: რიფსიმე და გაიანე და მათთან 35 წმიდა ქალწული (IV)

30 (13.10) სექტემბერი
[img]http://www.orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/icons/grigol.jpg[/img]


მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა. იგი პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმიდანის მამამ, ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კუსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, „რომელნი ჯერეთ სახუეველთა შინა ძუძუჲს-მწოვარნი იყვნეს“. მათგან ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე - გრიგოლი კი ერთმა ნათესავმა კესარიის კაბადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა. როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალე დაქვრივდა. წმიდანი ძეებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი მათგანი - ორთანე შემდგომში მღვდელი გახდა, მეორე - აროსტაკე კი ბერად აღიკვეცა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის - თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ მან ნეტარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. ამით განრისხებულმა მტარვალმა ერთგული მსახური საშინლად აწამებინა: მას ყელზე ლოდი გამოაბეს, თავდაყირა დაკიდეს, ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა, დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს... გრიგოლი, ღვთის შეწევნით, მოთმინებით იტანდა ამ და სხვა სატანჯველებს. წმიდანის კადნიერებით კიდევ უფრო გამძვინვარებულმა თრდატმა გაამძაფრა წამება და ხორცდაფლეთილი და გასისხლიანებული მარტვილი საპყრობილეში ჩააგდო. ღმერთმა აქ წყლულებათაგან განკურნა თავისი რჩეული, მაგრამ უსჯულო თვითმპყრობელმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. მარტვილი უდრეკი რჩებოდა და „სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა“.

გრიგოლს გამლღვალი ტყვია ჩაასხეს პირში, რაც, სულიწმიდის მადლით დაცულმა, გრილი წყალივით მიიღო და ღვთის სიტყვის ქადაგება განაგრძო. გაკვირვებულმა თრდატ მეფემ გადაწყვიტა წმინდა გრიგრლის შეწყალება, მაგრამ ერთმა მოთმინებადაკარგულმა კარისკაცმა ხმამაღლა შესძახა: „არა ღირს-არს ეგე ცხორებასა და არცა ყოვლად მზისა ამის ხილვასა“, რადგან პართი ანაკის - მამაშენის მკვლელისა და სომხეთის ამაოხრებლის ძე არისო. მეფე ამ სიტყვებმა შურისძიების წყურვილით აღავსო და ბრძანა, ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩაეგდოთ. უფალმა დაიცვა ნეტარი: ქვემძრომები მას არაფერს ვნებდნენ, ერთი კეთილმსახური ქალი პურს უზიდავდა, წმიდა ანგელოზი კი ძალებს უცხოველებდა და განამტკიცებდა. ასე განვლო თოთხმეტმა წელმა. ამ ხნის მანძილზე თრდატმა კიდევ ერთი უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოჰხადა სული წმიდა რიფსიმეს, გაიანეს და მათთან ერთად ოცდათხუთმეტ ქალწულს.

ღვთის რისხვა არ ასცდა უსჯულო თრდატსა და იმ კარისკაცებს, რომლებმაც ქრისტეს მხევლები დახოცეს: ბოროტით შეპყრობილები, ტყეებში დაძრწოდნენ, ტანსაცმლებს იფლეთდნენ და საკუთარ სხეულებს იგლეჯდნენ როცა სომხეთი „ესევითარითა ვნებითა მწარედ განილეოდა“, თრდატის დას, კუსაროდუხტს სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა, რომ თუ „ძუელ ოდესმე“ არარატის ჯურღმულში ჩაგდებულ გრიგოლს აღმოიყვანდნენ, დაიხსნებოდა მათი განსაცდელი. ჩვენება რამდენჯერმე განმეორდა. მაშინ მეფის ერთი წარჩინებულთაგანნი, სახელით ავტაიასი, მიეახლა ორმოს პირს და სახელით უხმო წმიდანს. გრიგოლიც შეეხმიანა ჯურღმულის სიღრმიდან. კარისკაცმა საბელი ჩაუგდო ნეტარს და ჩასძახა: „ღმერთსა უბრძანებიეს აღმოყვანებაჲ შენი მაგიერ“.

სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმებით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, „რამეთუ მუნ იყო მეფე მათი თრდატ“.

გრიგოლმა, უპირველეს ყოვლისა, წმიდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მარტვილთა საფლავზე ტაძარი ააგო. ნეტარმა ეშმაკეულქმნილი, მაგრამ უკვე სინანულში ჩავარდნილი მეფე მიიყვანა ამ საყდარში და უბრძანა, ქალწულმოწამეთა მიმართ ლოცვა აღევლინა. უფალმა შეიწირა თრდატის სინანული, გრიგოლის ლოცვა, წმიდა მოწამეთა მეოხება და მეფე განკურნა. განიკურნნენ მისი სხვა კარისკაცებიც. ამის შემდეგ წმიდანმა კიდევ მრავალი ეკლესია ააგო. 301 წელს აშენდა ეჩმიაძინის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი; 305 წელს ნეტარი გრიგოლი კაბადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულებს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. თავისი მოციქულებრივი საქმიანობისთვის წმიდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. მან მეზობელი ქვეყნების - სპარსეთისა და სირიის მრავალი მკვიდრიც მოაქცია ქრისტიანობაზე. სომხეთის ეკლესიის მოწყობის შემდეგ გრიგოლი „მცირედთა თანა მოწაფეთა თჳსთა“ უდაბნოში გავიდა, კლდის ნაპრალში დაეყუდა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. პურს ორმოც დღეში ერთხელღა ღებულობდა. თრდატმა მოაძებნინა გრიგოლის ძე, მეუდაბნოე აროსტაკე, სომხეთში ჩააყვანინა იგი და გრიგოლს ევედრა, მისთვის ჩაებარებინა ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. ამ უკანასკნელმაც „რაჟამს იხილა ყოველივე სათნოებაჲ დანერგული სულსა შინა ძისა თჳსისასა, მეყსეულად დაასხნა წმიდანს ჴელნი თჳსნი და აკურთხა იგი ეპისკოპოსად“. მღვდელმთავარი აროსტაკე 325 წელს მონაწილეობას ღებულობდა ნიკეის I მსოფლიო კრებაში, რომელმაც დაგმო არიოზის ერესი. წმიდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმიდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/icons/melqisedeki.jpg[/img][/center]

[b]წმიდა მელქისედექ I (XI)[/b]



წმიდა მელქისედექ კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ ეკლესიას მესაჭეობდა დაახ. 1010-1030 წლებში, მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. წმიდანმა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კათოლიკოს სვიმეონის გარდაცვალების შემდეგ. წმიდა მელქისედექი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მამათმთავარი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულით მოიხსენიება.

„მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმიდა მელქისედექი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი მეფე ბაგრატ II-ის მიერ. წმიდა მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, წმიდანი დახმარების სათხოვნელად „წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ“ და დიდძალი განძით სამშობლოში დაბრუნებულმა „იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა“. გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი „ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა“.

წმიდა მელქისედექი რამოდენიმეჯერ ეწვია ბიზანტიას და როგორც ისტორიკოსები ვარაუდობდნენ, ამ ვიზიტების დროს მოხდა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისათვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის დამტკიცება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედექ I გარდაიცვალა 1030 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის მარჯვენა მხარეს, წმიდა ილია თეზბიტელის ეკვდერის შესასვლელთან.

ისტორიამ შემოგვინახა წმიდა მელქისედექის მიერ შედგენილი ანდერძი - „აღწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შეწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედექ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი - „სამხრეთით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“ (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი) +1049).

წმიდა მელქისედექის კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/icons/davit-konstantine.jpg[/img][/center]

[size="4"][center][b]წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე (+740)[/b][/center][/size]

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. „მეცნიერნი ძუელისა და ახალისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა“.

დავითი იყო „ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წვერითა“, კონსტანტინე - „შუენიერ გუამითა, მოწაბლე თმითა... წვერ გამო“. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები და ღამისთევები დაუდგინეს.

უსჯულონი თავს დაესხნენ ფერსათის მთასთან დაბანაკებულ ქართველებს. ღვთის შეწევნით ქართველებმა გაიმარჯვეს. გაბრაზებულმა მურვან-ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა, არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი. გადარჩენილმა მოსახლეობამ ტყეებს შეაფარა თავი. უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს ძმები - დავითი და კონსტანტინე.

ტყვეები მურვან-ყრუს წარუდგინეს. უსჯულო სარდალმა დაცინვა დაუწყო შებორკილ ქრისტიანებს, მათ კი უპასუხეს: „სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაჲ შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათჳს იქმნა ძლევაჲ შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელ გარდავჴედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა მრავლობაჲ თქუენი ჩუენ ზედა, რათა გუწუართნეს ღმერთმან ჴელითა თქუენ უსჯულოთა და უღმთოჲთა“. ამ კადნიერ პასუხზე მურვანი განრისხდა და წმიდათა წამება ბრძანა.

დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვანმა ლიქნით მოინდომა ძმების მოდრეკა. მან დავითს უთხრა: „გამიგია შენი ვაჟკაცობის ამბავი, ამიტომ გირჩევ, დაუტეო ცუდი და ამაო სიტყუაჲ სიცოფისა თქუენისაჲ და დაემორჩილო სჯულსა მუჰამედისა“. სასყიდლად პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა. წმიდა დავითმა პირჯვარი გამოისახა და უპასუხა: „ნუ უყოფინ ჩუენდა, რაჲთა დაუტეოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, ღმერთმან ჩუენმან განგვანათლა, რაჟამს ძე თჳსი მოავლინა ქვეყნად და კაც იქმნა ჩვენთვის, ყოველი განგებულება თავს იდვა: ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა, ამაღლება; კვალად მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. მაცხოვარმა წარავლინა მოწაფენი თჳსნი ყოველსა ქვეყანასა საქადაგებლად. ჩვენთან მისმა ორმა მოწაფემ იქადაგა და მოგვაქცია კერპთა მსახურებისაგან. ჩვენ, მის მიერ განსწავლულნი და განათლებულნი, არა ვმონებთ სხვასა სჯულსა, არამედ მზად ვართ ქრისტესთვის გვემისა, ტანჯვისა, ცეცხლისა, წყალისა, მახვილისა და სიკვდილისა“. შემდგომ ამხილა ყურანი და სჯული აგარიანთა: „მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამეცნებინათ, ამიტომ ემსგავსებით იმ ნავდანთქმულთა, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიწევნულნი დაინთქნენ“.

დავითის პასუხით განრისხებული მურვანი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისი გადაბირება მოინდომა, მაგრამ კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმიდა სამება: „ვითარწა წამა და აღიარა უფალმან ჩემმან დავით... მეცა ვწამებ და აღვიარებ, რამეთუ ერთსა სჯულსა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა განსწავლულ ვართ და მრწამს მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ და მისთჳს მოვკუდები“.

გამძვინვარებულმა მურვანმა ბრძანა, შიმშილითა და წყურვილით მოეუძლურებინათ ძმები. ათი დღის შემდეგ „მრავალფერი ტანჯვის“ შემდეგ მან მოგვნი და მისანნი წარავლინა არგვეთელ წმიდანთა წინაშე, მაგრამ მოწამეებმა ისევ უშიშრად აღიარეს ქრისტე.

ძმები წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს.

სიკვდილის წინ ძმებმა ილოცეს: „ჰოი, უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვნენ წამებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა, აწცა შეისმინენ ვედრებანი და თხოვანი ჩუენ მონათა შენთანი და ვითარცა დავიმარხენით ჴორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათჳს შენისა წმიდისა, ეგრეთვე შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩვენნი განუხრწნელად და დაურღვეველად და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაჲ შენი და მიეც შენდობაჲ ბრალთაჲ და ყვენ ასონი ჴორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველ სენთა და უძლურებათა, დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა“.

ზეცით გაისმა ხმა, რომელიც მათი თხოვნის შესმენას ადასტურებდა. ზეციური ხმით შეშინებული მტარვალები გაიქცნენ.

ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეებს „ლოდნი შემოეძარცვნეს ქედთა მათთა“ და წმიდა სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მათ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა: „აღიჴუენით გუამნი წმიდათა მაგათ მოწამეთანი და წარიყვანენით ტყით კერძო აღმოსავლეთით და სადა-იგი გთნდესთ, მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ მუნ არს ბრძანებაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რათა გებისა თანა არსთასა იყვნენ მუნ გებულცა გუამნი წმიდათა მოწამეთანი“.

განკვირვებულმა მსახურებმა წმიდანთა ცხედრები მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს. იმ ადგილას ადრე ხარების სახელობის ეკლესია მდგარა, რომელიც მურვან-ყრუს დაექცია. ნაეკლესიარის ქვემოთ, კლდეში ცარიელი აკლდამა იხილეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავს და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა.

სამასი წელი ესვენენ დავით და კონსტანტინეს უხრწნელი სხეულები იმ აკლდამაში. XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ III ხელახლა აღაშენა სარკინოზთაგან დანგრეული ეკლესია და იმ ჟამამდე უჩინარქმნილი წამებული გმირები მასში გადაასვენა. წმიდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ „ვითარცა - ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან“.

მაგრამ ძმათა მხეიძეთა წამებთა თურმე ამით არ დამთავრებულა. ახალი მარტვილობა მათ წინ ისევ ელოდათ...

განვლო თითქმის 12 საუკუნემ და საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი, ამჯერად ჩრდილოეთიდან მოსულ ღვთისმებრძოლთა წითელი ლაშქარი, რომელსაც წინ მურვან-ყრუზე უარესი, ამჯერად ნაქართველარი და ქრისტიანყოფილი წინამძღოლები მოუძღოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს აოხრების შემდეგ „წითელი ურდო“ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ისევე როგორც მურვან ყრუმ, „მოსრა და მოაოხრა ყოველი“. ბნელ ძალთაგან აღძრულ უფლის მტერთა ლაშქრის მეთაურმა - სერგო ორჯონიკიძემ თავის „სასახელო გმირობებს“ ახალი საშინელი „გამარჯვება“ შემატა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვისი ნების აღმასრულებელი იყო თავისსავე სამშობლოში. 12 საუკუნის წინათ ძმათა მხეიძეთა მიერ შერცხვენილმა სატანამ მოწამეებზე კვლავ იძია შური. „რკინის სერგოს“ ბრძანებით, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირ ძმათა უხრწნელი ცხედრები აკლდამიდან ამოთხარეს, და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს... ხოლო შემდეგ, ისევე როგორც პირველ წამებისას, მათი უხრწნელი ნეშტები წყალში გადაყარეს... ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა და ისინი უფლის ნებით ყოველთა მორწმუნეთა მეოხად კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდნენ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 41(92), 2000 წ.
http://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/02-davit-konstantine.htm
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან გამიკვირდა მსგავსი თემა რომ არ არსებობს :huh: .



ერთხელ ნეტარმა თეოდორემ, ედესის ეპისკოპოსმა, ჰკითხა ერთ წინამხედველ მესვეტეს, თუ როგორ ცნობდა და განასხვავებდა იგი მართალთა და ცოდვილთ. მესვეტემ მიუგო: „თუ ჩემს სვეტთან ჩაივლის მართალი და ღმრთისმოშიში კაცი, მე ვხედავ ღვთის მადლს და ნათელ ანგელოზებს, რომლებიც მას ორივე მხარეს მიჰყვებიან, ეშმაკები კი შორს მიდიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას; მაგრამ თუ ჩაივლის ცოდვილი, მის გარშემო ვხედავ მოზეიმე ეშმაკთა ხროვას, მფარველი ანგელოზი კი მას მოშორებით მიჰყვება, მწუხარებს და გლოვობს მისი დაღუპვის გამო. მაგრამ როცა ეშმაკებს სურთ საბოლოოდ დაღუპონ ეს კაცი, მაშინ მოდის მფარველი ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით და განდევნის მათ“. ასე გვიცავენ წმიდა ანგელოზები მტრის საფრთხეთაგან.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/icons/evdemoz.jpg[/img][/center]

[size="4"][center][u][b]წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი (+1642)[/b][/u][/center][/size]

წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ - დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ეს გვარი მტრისა და თანამემამულეთა უგუნური საქციელის გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა. ერთი შტო ქვემო და შიდა ქართლში დამკვიდრდა, მეორე კი - აჭარაში. წმიდა პატრიარქის შესახებ ძალიან მწირი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს შემონახული. ვიცით მხოლოდ, რომ მის ძმას ლევანი ერქვა, რომლის ასული ელენე დავითის, თეიმურაზ I-ის ძის, მეუღლე იყო, ერეკლე I-ის დედა და არჩილ მეფის სიდედრი. ლევან დიასამიძე აქტიურად უჭერდა მხარს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან პოლიტიკურ კავშირს.

როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს „იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. განმრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა... შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან“, აღზევდნენ „მეძავნი და ბილწების მოქმედნი“. მეფის ფუფუნებისადა ცოდვის მოყვარეობა თანდათანობით გადაედო ერს, „თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა... მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“.

„სიმართლის მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი“, უპატიოქმნილნი, ცუდებად და შეუძლებლებად წოდებულნი, სასოებით იტანდნენ ყოველგვარ გასაჭირს.

გაუჭირდა ერის სულიერ მამას, მას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეჰკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით გარკვეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა - სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: „მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო“. კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. წმიდა კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით, ქვეყანაში ისევ ცოცხლდებოდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.

როსტომ-ხანი კარგად ხედავდა კათოლიკოსის ორიენტაციასა და ავტორიტეტს, ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად.

როსტომ-ხანი და მისი თანამოაზრენი პირდაპირ ვერ ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ უდრეკი კათოლიკოსის ავტორიტეტს, ისინი აშკარა კონფლიქტს ერიდებოდნენ და ფარულად ამჯობინებდნენ მოქმედებას. როსტომი შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა მართლმორწმუნე კათოლიკოსი გზიდან ჩამოეშორებინა. მართლაც, მაჰმადიანმა მეფემ სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გამოძებნა, რათა წმიდა ევდემოზი კათოლიკოსობიდან გადაეყენებინა, თუმცა მის დასჯას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.

მართალია ევდემოზის კათოლიკოსობიდან გადაყენების ამსახველი საბუთი შემორჩენილი არაა, მაგრამ არსებული ხელნაწერების მიხედვით 1638 წლიდან კათოლიკოსად ქრისტეფორე იხსენიება. ყოველივე ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ როსტომ-ხანის მმართველობით უკმაყოფილო ქართლის არისტოკრატიამ შეთქმულება მოაწყო, რათა მაჰმადიანი მმართველის ნაცვლად ქრისტიანი მეფე თეიმურაზ I დაესვათ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ტახტზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი ევდემოზ კათოლიკოსი იყო.

შეთქმულება გაიცა - ერთ-ერთმა მონაწილემ, სომხეთის მელიქმა როსტომ-ხანს ყველაფერი შეატყობინა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვარ ხერხს მიმართა და იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათოლიკოსი. შეთქმულთა ერთ-ერთი თავკაცი ნოდარ ციციშვილი პირველსავე წარუმატებლობისას დაფრთხა და სამცხეში გაიქცა, ხოლო ქართლის საზღვარზე გადმოსული თეიმურაზ I კვლავ კახეთში გაბრუნდა. როსტომს მხოლოდ სეხნია და ზურაბ ჩხეიძეები შეებნენ და უთანასწორო ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. როსტომ-ხანმა ატენის ციხე დაანგრია და ცხირეთში გამაგრდა, არც ამჯერად მოუცილებია დედოფალი და კათოლიკოსი გვერდიდან.

წმიდა ევდემოზმა მაინც მოახერხა და შეუთვალა თეიმურაზს, ღალატს არ დაებრკოლებინა და დრო არ დაეკარგა, მაგრამ მისი წერილი ჯერ როსტომ-ხანს მიართვეს, წააკითხეს და შემდეგ მიუტანეს თეიმურაზს. როსტომ-ხანი გორის ციხეში დაელოდა აჯანყებულებს, შემდეგ შეთქმულთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. მართლაც, ისინი შეიპყრეს და დასაჯეს, ევდემოზ კათოლიკოსი კი თბილისში წამოიყვანეს და შურის ციხის (თბილისის ციხე, ნარიყალა) საპყრობილეში ჩაკეტეს.

წმიდა ევდემოზი რამდენიმე თვე იყო საკანში. მთელი ამ ხნის მანძილზე იგი მხურვალედ ლოცულობდა და მკაცრი ასკეტური ყოფით ცხოვრობდა; თითქოს უკვე იცოდა თავისი მომავალი განაჩენის შესახებ - იგი უფრო მეტად ამხელდა მეფის ურჯულოებას და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბატონიშილი წერს: „შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ“. „ქართლის ცხოვრება“ კი გვიამბობს: „შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ... და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა“.

როგორც ეტყობა როსტომ-ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციაული დასჯის ხერხი გამოუყენებია - მშვილდის ლარით და საბლით დაუღრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა.

ქრისტიანობისთვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ფარულად წამოიღეს ქრისტიანებმა და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ ქართლში განუკითხაობა გამეფდა: „არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ იყვნეს ფუფუნეულ და ხორცთმოყუარე, რამეთუ თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიაისა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღვინისა და ზმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდნენ ურთიერთას სიძვა-მრუშებასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა, ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“. მაგრამ თავდადებული კათოლიკოსის თავგანწირვას ამაოდ არ ჩაუვლია, სწორედ მისმა სიკვდილმა შეუნარჩუნა ქართველ ერს ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის ერთგულება, დამპყრობთა ვერაგული პოლიტიკით გზააბნეულ ერს აჩვენა სარწმუნოებისა და ერისთვის თავდადების მაგალითი და ყოველივე ამას შედეგად ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება მოჰყვა.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა კი ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 4 (17) ოქტომბერი დააწესა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/icons/teofane.jpg[/img][/center]

[center][b]წმიდა თეოფანე დაყუდებული (+ 1894)[/b][/center]

წმიდა თეოფანე დაყუდებული (ერობაში გიორგი ვასილის ძე გოვოროვი) ირლოვის გუბერნიის სოფელ ჩერნავსკში დაიბადა 1815 წლის 10 იანვარს. მამამისი ვასილი ამავე სოფლის წმიდა ვლადიმირის ტაძარში მსახურობდა მღვდლად. დედა ტატიანა - მღვდლის ოჯახიდან იყო.

პატარა გიორგი მამას ხშირად დაჰყავდა ტაძარში, სადაც მსახურების დროს ან კლიროსზე იდგა, ან მამას ეხმარებოდა საკურთხეველში. ერთხელ, მწუხრის ლოცვის შემდეგ, დარაჯმა ბავშვი შემთხვევით სამრეკლოში გამოკეტა. გიორგის ბევრი არ უფიქრია, ზარის ენაზე გამობმული თოკით ჩამოსრიალდა მიწისაკენ. სასწაულებრივად გადარჩენილ ბავშვს ვასილიმ წინასწარმეტყველურად უთხრა: „ოჰო, ეგორუშკა, შენ ან ზარის მრეკველი გამოხვალ, ან - ეპისკოპოსი“.

მომავალმა წმიდანმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი, 1823 წელს, ლივენის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. გულისხმიერებით გამორჩეულმა ბავშვმა, ღვთის შეწევნით, ადვილად დასძლია სასწავლებლის კურსი, ასევე წარმატებით დაასრულა მან ჯერ ირლოვის სემინარია, შემდეგ კი - კიევის სასულიერო აკადემია. განმარტოებისაკენ მიდრეკილ გიორგის კიევო-პეჩორის ლავრის ბერებთან და სხვა მოსაგრეებთან ურთიერთობამ მონაზვნობის სურვილი აღუძრა. 1841 წლის 15 თებერვალს აკადემიაში სწავლის ბოლო წელს, მონაზვნობა შეიმოსა თეოფანეს (რაც „ღვთის განცხადებას“ ნიშნავს) სახელით. იმავე წლის 6 აპრილს თეოფანე კიევო-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარში მღვდელმონაზვნად აკურთხეს.

წმიდანმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრების გზა განვლო: იგი მოღვაწეობდა კიევო-სოფიის სასულიერო სასწავლებელში, ნოვგოროდისა და ოლონეცკის სასულიერო აკადემიაში, მსახურობდა იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიაში და კონსტანტინეპოლის საელჩო ტაძარში; 1859 წლის 9 მაისს ღირს მამას მღვდელმთავრად დაასხეს ხელი და ტამბოვისა და შაკის კათედრაზე გაამწესეს, შემდეგ კი - ვლადიმირის ეპარქიაში გადაიყვანეს. მადლმოსილი მღვდელმთავარი სიტყვით არწყულებდა ადამიანთა უდაბნოდ ქცეულ სულებს. წმიდა მამის ქადაგებები ისე იპყრობდა მსმენელთა ყურადღებას, რომ მთელ ტაძარში საოცარი სიჩუმე ისადგურებდა და მისი სუსტი ხმა ეკლესიის ყველაზე მივარდნილ კუთხეშიც კი კარგად ისმოდა.

ნეტარი მღვდელმთავრის სიტყვა და საქმე განუყოფელი იყო, თავისი ცხოვრებითაც იგი კეთილმსახურების მაგალითს იძლეოდა: უბრალოდ ეცვა, ცოტას ჭამდა, ბევრს ლოცულობდა, უხეშ და ქედმაღლურ სიტყვას მისგან ვერავინ გაიგონებდა, უნდობლობა ადამიანის შეურაცხყოფად მიაჩნდა, უსაზღვროდ ენდობოდა მასზე დაქვემდებარებულებს და ხშირად რჩევასაც ეკითხებოდა.

წმიდა თეოფანე აღადგენდა ტაძრებს, ზრუნავდა დაბალი ფენების განათლებაზე, ხსნიდა სამრევლო სკოლებს, ეხმარებოდა უმწეოებს და გაჭირვებულებს: როცა ტამბოვში საშინელი ხანძრები დაერთო ერთმანეთს და უამრავი ხალხი უსახლკაროდ დარჩა, იგი შეეწია განსაცდელში ჩავარდნილებს, განსაკუთრებით ღარიბ ღვთისმსახურთა ქვრივებსა და ობლებს, თავისი ბინა და საეპისკოპოსო სასტუმროს თავისუფალი შენობები უსახლკაროდ დარჩენილებს დაუთმო, თვითონ კი ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად.

ჭეშმარიტი ღვთისმსახური ყველგან დიდ სიყვარულსა და სითბოს იმსახურებდა, თავადაც უსაზღვროდ უყვარდა ყველა, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ სარბიელზე უკვე შვებას ვერ პოულობდა - მასში მომწიფდა სურვილი, ანთებული სანთელივით დაღვენთილიყო უფლის წინაშე განმარტოებით, დაყუდებაში. 1866 წლის 17 ივლისს საკუთარი განცხადების საფუძველზე წმიდა თეოფანე ვლადიმირის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაანთავისუფლეს და ვიშის უდაბნოს წინამძღვრად დანიშნეს. უკანასკნელ წირვაზე, ვლადიმირში, მან სამწყსოს ასე მიმართა: „ღვთის გულისათვის, შემინდეთ, რომ გტოვებთ. მივდივარ, რადგან იძულებული ვარ, წავიდე. მე ვილოცებ თქვენთვის. უფალს მიენდეთ“.

ვიშის უდაბნოში ცხოვრების პირველი ექვსი წლის განმავლობაში წმიდა თეოფანეს მთავარი საქმიანობა ლოცვა და ღვთისმსახურება იყო. იგი გულღიად ხვდებოდა ახლობლებს, გულმოდგინედ უსმენდა რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და მოძღვრავდა მათ, ზოგჯერ მონასტრიდანაც გადიოდა, მაგრამ თანდათან დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი მას აცდენდა იმ ძირითადი საქმისაგან, რომლისთვისაც მონასტერში მოვიდა.

1872 წელს, პასექის შემდეგ, ეპისკოპოსმა თეოფანემ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. ადამიანებთან მან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, თავისთან ღებულობდა მხოლოდ მოძღვარს, უდაბნოს წინამძღვარს, იღუმენ ტიხონს და თავის მორჩილს - მამა ევლამპის. წმიდანმა თავის ერთ კელიაში მოაწყო ტაძარი ღვთის განცხადების სახელზე, სადაც საღვთო ლიტურღიას აღასრულებდა ყოველ კვირა დღეს და დღესასწაულის დღეებში, ხოლო ბოლო 11 წლის განმავლობაში ყოველდღე. წმიდანის ძირითადი მოვალეობა ლოცვა იყო: ზოგჯერ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ლოცულობდა დაუსრულებლივ. ღირსი მამა თავის თავში მარადიულ ხსოვნას საღვთო წიგნების კითხვით აღაგზნებდა: კელიაში მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელსაც მუდმივად ავსებდა - თავისი პენსიის დიდ ნაწილს იგი სწორედ წიგნების შეძენას ახმარდა. ამ ბიბლიოთეკაში საერო წიგნებსაც შეხვდებოდით, „მოთხრობები და რომანები? მათ შორისაც არის კარგები“, - წერდა წმიდანი. „კარგებად“ ის კაცობრივი გონების იმ ნაყოფებს მიიჩნევდა, რომლებიც ბუნებასა და ისტორიაში ღვთაებრივი სიბრძნის, მადლმოსილების, ჭეშმარიტებისა და ადამიანებზე უფლის მზრუნველობის კვალზე მიგვანიშნებენ.

ღირსი თეოფანე დაყუდებული სამეცნიერო-ლიტერატურულ და საღვთისმეტყველო ღვაწლშიც იყო. იგი ეცნობოდა უამრავ ნაშრომს რუსულ და უცხო ენებზე, წაკითხულს კრიტიკულად იაზრებდა, შემდეგ დიდხანს ლოცულობდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა წერას.

ღირსი თეოფანე უანგარო მოღვაწე იყო. თავის ნაშრომებში ის არანაირ საზღაურს ღებულობდა, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ეგზემპლიარები ეგზავნებოდა, რომლებიც საჩუქრებისათვის იყო განკუთვნილი.

დაყუდებაში მყოფი მეუფე თეოფანე მნახველებს არ ღებულობდა, მაგრამ ფოსტას მასთან ყოველდღე 20-40 წერილი მოჰქონდა, რომლებშიც სულიერად შეჭირვებულები თავიანთ სატკივარს უმხელდნენ მას და რჩევა-დარიგებას თხოვდნენ. წმიდანი მოკლე და უმნიშვნელო წერილებსაც კი არ ტოვებდა უპასუხოდ.

ლოცვასა და გონებრივ სამუშაოს შორის შუალედებში წმიდანი ხელსაქმეობდა. მის კელიაში აღმოჩნდა მიკროსკოპიც, ტელესკოპიც, ფოტოაპარატიც.

წმიდანმა ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი; მიიცვალა 1894 წლის 6 იანვარს - საოცარი დამთხვევაა! – სწორედ უფლის განცხადების დღესასწაულზე. როცა მორჩილი მის კელიაში შევიდა, იგი მშვიდად იწვა თავის საწოლზე, მარცხენა ხელი გულზე დაედო, ხოლო მარჯვენა ხელის თითები თითქოს სამღვდელმთავრო კურთხევისათვის გაემზადებინა. როცა საუკუნო ცხოვრების სასოებით მიცვალებულ წმიდანს მღვდელმთავრის სამოსელს აცმევდნენ, ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაკრთა ღიმილი მის სახეზე.

წმიდა მამის მორჩილმა ევლამპიმ ვერ გაუძლო მოძღვართან განშორების მწუხარებას - ორ კვირაში ისიც მიიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/icons/maqsime-amgs.jpg[/img][/center]

[b][center][size="3"]ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (+662)[/size][/center][/b]

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას, ამიტომ ქრისოპოლის სავანეს (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად” რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.

ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას – ათანასე, ალექსანდრიისას კი – კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.

638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი – იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანს II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპი თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი – კონსტანტინეპოლელი პატრიარქები – სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.

როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.

წყარო: http://orthodox-geo.com/?p=369#more-369
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ([/quote]
დღეს მისი ხსენება ყოფილა
შეგვეწიოს მისი მადლი.

ეხლა მეზარება და ხვალ პატერიკებიდან დავდებ დასკანირებულ საინტერესო მონაკვეთებს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0