Sign in to follow this  
Followers 0

განყოფილების წესები

2 posts in this topic

1. გაფლუდვა და გაოფება, უწმაწური სიტყვების ხმარება და უაზრო თემების გახსნა რომ არ შეიძლება ეს თქვენც ძალიან კარგად იცით, ამ თემაზე დიდხანს არ

შევჩერდები, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, წესი წესია. . წესის დარღვევა კი ისჯება კანონით

2. შეეცადეთ რომ თემა არ განმეორდეს და ერთსადაიმავე საკითხზე არ მოგვიწიოს ორ ფრონტზე მსჯელობა, ამით პირველ რიგში განყოფილებას გახდით უაზროს და დააზარალებთ. . .

3. მოერიდეთ ერთმანეთში პოსტებით გადაძახილ-გადმოძახილებს. . ჩოხატაურში არ ხართ ბატონო, თბილისო.გე ს სტუმრები ვართ ყველანი

4. გახსოვდეთ რომ ისეთ განყოფილებაში პოსტავთ სადაც შეიძლება თქვენდაუნებურად გაუწიოთ თქვენსავე კომპანიას, ან სულაც რომელიმე ორგანიზაციას რეკლამა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გაფრთხილდებით, განმეორების შემთხვევაში კი ბანის საშიშროების წინაშე დადგებით

5. მოერიდეთ დამამცირებელ პოსტებს, შეიძლება ვინმემ, რომელიც აქ პოსტავს, თქვენზე ნაკლები იცოდეს, ნუ განსჯით მას ამის გამო, ჩვენ აქ ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად ვართ, თუ ძალიან შემაწუხებელი იქნება ეს “არ ცოდვა” მომმართეთ ბატონო, და ვიღონებთ რამეს. .. ..

6. მოერიდეთ “საკურსოს ვწერ და მიშველეთ რამე”-(ვინმეს ხომ არაა აქვს დაწერილი და ა.შ.) თემების გახსნას. კოპი-ფეისტი თბილისო. გე დან თქვენს საკურსოში არავის ჭირდება. დაწერეთ კონკრეტული საკითხი რაც თქვენ გაინტერესებთ და ვიმსჯელოთ ამ თემის ირგვლივ, ამ შემთხვევაში მოხარულებიც კი ვიქნებით თუ ჩვენი ცოდნა ვინმეს წაადგება. .. .

7. ვინაიდან ეს არის განყოფილება რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება ფეხზე წამოყენება, ამიტომ თითოეული ადამიანი რომელიც მისი მუდმივი მპოსტავია, უნდა იყოს ყურადღებით იმ მოვლენების მიმართ რომელიც აქ ვითარდება და საკუთარი შენიშვნა, აზრი ან პრეტენზია დააფიქსიროს თემაში “შენიშვნები მოდერატორს”, ბუნებრივია ამ უკანასკნელი წესის უგულებელყოფა დასჯას არ ექვემდებარება და უფრო თხოვნის სახე აქვს, მაგრამ გახსოვდეთ რომ ჩვენ ყველანი აქ ვართ იმიტომ, რომ შევქმნათ ეს განყოფილება, და თუ არა თქვენ და თქვენი საღი, ობიექტური აზრი, მაშინ არც იარსებებს იგი. .. ასე რომ თქვენი იმედი მაქვს ხალხო. .. . .წერეთ, პოსტეთ. .იფიქრეთ და იაზროვნეთ ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

8. მთავარი დამავიწყდა რომ მეთქვა. . .თითოული ზემოთ მოყვანილი წინადადება და წესი ემორჩილება ცვლილებას ფორუმის საერთოწესების ფარგლებში. ..

ცვლილება განხორციელდება თემაში "შენიშვნები მოდერს" წარმოშობილი წინადადების საფუძველზე. ..რომელიც განხილული და შეთანხმებული იქნება მოდერთან. ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites
This topic is now closed to further replies.
Sign in to follow this  
Followers 0