Sign in to follow this  
Followers 0

პედრო ალმადოვარი

28 posts in this topic

meocnebe

✿ მამიდულა ✿
:D :10:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]პედრო ალმადოვარი - ევროპული კინოს "თეთრი ყვავი" [/b]

"ახალგაზრდობიდანვე დიდი მეზღაპრე ვიყავი. ისედაც კარგად ნაცნობ ისტორიებს, რომელთაც ეკრანზე ვხედავდით, ახალ დასასრულს ვუგონებდი ხოლმე. კინოთეატრიდან ჩემს დებთან ერთად რომ გამოვდიოდი, ფილმის სიუჟეტს ხელახლა ვქმნიდი და ვუყვებოდი და ეს მათ ძალიან სიამოვნებდათ", - ასე იგონებს ბაშვობის წლებს დიდი ესპანელი რეჟისორი, როცა პატარა ქალაქ კალსადა-დე-კალატრავაში, შემდეგ კი ესრემადურეში დიდი კინოხელოვანების ფერნანდო გომესის და ლუის ბერლანგის შავ კომედიებს და ლუის ბუნუელის ლეგენდარულ კინოს უყურებდა.

კიდევ რამდენიმე წელი და მას ესპანური კინოს მოვლენას დაარქმევენ.

ეს არ არის ისტორია ღარიბ ბიჭზე, რომელიც სხვათა ცოდვებზე საუბრით ცდილობს ახალი კულტურის მოციქული გახდეს; არც ამბიციურ პიროვნებაზეა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა და არც ავანტიურისტზეა, მაგრამ პედრო ალმოდოვარი ამ დრომდე ერთდროულად ცუდად გაზრდილ პატარა ბიჭად და "ბოროტ გენიოსად" რჩება. ტყუილად არ დაურქმევიათ მისთვის ევროპული კინოს "თეთრი ყვავი".

პედრომ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებისას ათეულობით სამუშაო ადგილი გამოიცვალა, ათი წელი მადრიდში მდებარე კომპანია "ტელეფონიკაში" გაატარა. ამავე პერიოდში გახდა თეატრალურ ჯგუფ "ლოს გოლიარდოს" წევრი. პროფესიულ სცენაზე უმნიშვნელო როლებს თამაშობდა, იქვე გაიცნო კარმენ მაურა. სულ ცოტა ხანში მაკნარამოსთან მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა, ჟანრად კი პანკ-გლემ-როკი აირჩია. წერდა მოთხრობებს და მათ კრებულ "გონების სიზმარში" აქვეყნებდა.

Ambebi.Geმოღვაწეობა მაშინ დაიწყო, როცა ფრანკოს შემდგომი ესპანეთი საკუთარი თავის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღქმას იწყებდა; როცა მდიდრები თუ ღარიბები ღიად იწყებდნენ საუბარს იმ თემებზე, რომელთაც უწინ მხოლოდ სამზარეულოებსა და საძინებლებში ყვებოდნენ; როცა ტრადიციულად კათოლიკური ესპანეთი ეკლესიის გაკრიტიკებას იწყებდა; ბოლოს და ბოლოს ესპანეთს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მოუნდა.

მიუხედავად ცვლილებებისა, ალმოდოვარმა მაინც ვერ შეძლო ჩაებარებინა კინოაკადემიაში; მისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო მადრიდი, ყოველდღიური ოჯახური სკანდალებით და ვნების ერთი ღამის თანამგზავრებით და მანაც დაიწყო ცხოვრება ახალი დევიზით: "დატკბე ცხოვრებით აქ და ამ დროს".

1980 წელს პედრომ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "პეპი, ლიუსი, ბომი და სხვა გოგოები" გადაიღო. ამ კინონამუშევრის შექმნას წინ უძღოდა ალმოდოვარის ფოტონოველა სახელწოდებით "ხშირი ერექციები". ფილმს ერთ წელზე მეტ ხანს იღებდნენ. გადასაღებად აუცილებელი მწირი თანხა პედროს მეგობრებმა იშოვეს, თუმცა უფულობა მაინც ტეხდა წელში გადამღებ ჯგუფს. ფილმი ჩვენებისთანავე საკულტო გახდა. კინოთეატრ "ალფავილში" პედროს პირველი ფილმი ღამის სეანსებზე მთელი 4 წლის განმავლობაში უწყვეტად გადიოდა.

თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს ადამიანი საზოგადოების ცნობიერებას გადაატრიალებდა. ბევრსაც აკრიტიკებდნენ: ღარიბები საყვედურობდნენ, რომ ფილმში "უბრალო და პატარა ადამიანების" გრძნობების დაცინვა იყო გადმოცემული, "ნაღები საზოგადოება" კი ვერანაირად ვერ იგუებდა ვინმე პროვინციალს, რომელიც აიძულებდა მათ სარკეში ჩაეხედათ და საკუთარი ფიზიკური თუ სულიერი სიმახინჯე დაენახათ. მიუხედავად ამისა, მეზღაპრე აგრძელებდა გადაღებას და მაყურებელს უხვად აჯილდოვებდა კადრებით, რომელტაც ერთდროულად აღფრთოვანებასა და გაოცებაში მოჰყავდა აუდიტორია.

Ambebi.Geრეჟისორს მსოფლიო აღიარება ფილმმა "რისთვის მერგო ეს ყველაფერი?" მოუტანა. "ნიუ-იორკ თაიმსი" ამგვარად გამოეხმაურა ამ ნამუშევარს: "ეს არის შესანიშნავი შავი კომედია, უბრალოდ, პატარა შედევრია".
რა დასამალია, 61 წლის რეჟისორს დღემდე უყვარს შავი კომედია. სხვათა შორის, თუ დავუჯერებთ, ამ კომედიების შექმნის იმპულსს ქალები აძლევენ, ტრაგედიების გადასაღებ წყაროს კი მამაკაცებში პოულობს. უბრალო დაკვირვებითაც კი მიხვდებით, რომ მისი ფილმების უმეტესი ნაწილი ტრაგედიისკენ იხრება. მას უყვარს, როცა მამაკაცები კოცნიან ერთმანეთს და ამის გამო ქალები ტირიან, შვებად კი ნარკოტიკებს და სამზარეულოს იყენებენ და სუიციდზე ფიქრობენ. თუმცა არავის შეუძლია თქვას, რომ ალმოდოვარს ქალები არ უყვარს: ყველაზე მეტად იცის ქალური საიდუმლოებები და მათ ფეხაკრეფით ეპარება, თან ისე, რომ ყველა ქალის გულის გასაღები ჯიბეში უდევს.

ალმოდოვარის ფილმოგრაფიაზე დაუსრულებლად შეიძლება წერა. პირველი მასშტაბური წარმატება პედროს ფილმმა "ქალები ნერვიული შეტევის ფონზე" მოუტანა, მიიღო 50-მდე ეროვნული პრემია და "ოსკარის" ნომინანტის სტატუსი.

1999 წელს ევროპული კინოს "თეთრმა ყვავმა" "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" გადაიღო. ამჯერად ნომინანტის სტატუსთან ერთად ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. თითქოს ამაზე დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ შემდეგმა ნამუშევარმა "ელაპარაკე მას" ყველა მოლოდინს გადააჭარბა - მეორე "ოსკარი" საუკეთესო სცენარისთვის და ათეულობით სხვა ჯილდო...

Ambebi.Geყველაზე საინტერესოა, რომ მსოფლიო პოპულარობასთან ერთად პედროს და ესპანეთის კინოაკადემიის უთანხმოებაც იზრდებოდა. პედროსთვის კინოტრადიციები დიდ როლს არ თამაშობდა, რის გამოც მას უგუნურს და გაუნათლებელს უწოდებდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2005 წელს გადაღებულ ფილმს "ცუდი აღზრდა" არცერთი ჯილდო არ მისცეს. ეს კი უკვე მიზეზი გახდა პედროსთვის, დაეტოვებინა ესპანეთის კინო აკადემია და ნამდვილ შემოქმედებით მარგინალად ქცეულიყო. თუმცა ამას მისი უზარმაზარი წარმატებისთვის ხელი სულაც არ შეუშლია.

დღეს უკვე არავინ დაობს იმაზე, რომ ალმოდოვარი ესპანეთის კულტურის გმირია. მას უყვარს მაყურებლის გახელება - დღემდე მის ფილმებზე იზრდებიან თაობები, რომლებიც მუდმივად საკუთარ თავს ეძებენ.

ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ ალმოდოვარს "საპნის ოპერების" გადაღება უყვარს. დიახ, ჩვენ გვიყვარს სხვისი ტკივილის და ცრემლების ყურება, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პერსონაჟები განსჯა ჩვენთვის ისეთივე ჩვეულებრივი და მეტიც, აუცილებელიც კი გახდა, როგორც მაღაზიაში რამის ყიდვა. თუმცა იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ პედროს ფილმები ჩვენზეა, ადამიანებზე, რომლებიც ოცნებების ახდენისკენ ისწრაფვიან.

თქვენი არ ვიცი და "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" რომ ვნახე, ალმოდოვარის დახრჩობა მინდოდა იმის გამო, რომ ესტებანი კვდება. თუმცა რა გულუბრყვილობაა: განა ვინმეს უყვარს საკუთარი გმირები ისე, როგორც ალმოდოვარს. ის ხომ დღემდე იმეორებს: "ყველა მათგანში ჩემი ნაწილია".

მოამზადა მალხაზ ჭკადუამ

წყარო http://www.ambebi.ge
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[color="#0000FF"][b][url="http://24saati.ge/index.php/category/culture/cinema/2011-10-30/21135"]პედრო ალმოდოვარი: "საოცარია, რომ მე კინოს ვიღებ..."[/url][/b][/color]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/a/wwzvj.jpg[/img][/url]

მე იმ ადგილას, იმ ოჯახში და იმ მომენტში არ დავბადებულვარ, რომ ფილმები მეკეთებინა. ეს ისეა, იაპონიაში დაბადებულს ტორეადორობაზე რომ მეოცნება.

კინემატოგრაფი შეიძლება ისწავლო, მაგრამ ვერ ასწავლი. აქ ძალიან ცოტა წესია, რომლებიც შეიძლება სწრაფად აითვისო. დანარჩენი ყველაფერი შენი შეხედულებაა ფილმში მოთხრობილ ისტორიაზე. ორი ფილმი ერთმანეთისგან რეჟისორის თვალთახედვით განსხვავდება. ეს მორალის საკითხია.

დედაჩემი ჩემს ფილმებს არ უყურებს, თორემ ალბათ მოკვდებოდა. გარდა ამისა, მას კარგად არც ესმის, რომ რეჟისორი ვარ, მე ხომ ფული არასოდეს მაქვს. მის თვალში რაღაცას მხოლოდ მაშინ წარმოვადგენ, როცა ჩემგან ტელევიზიაში ინტერვიუს იღებენ.

სახელი არაფრისთვის არ არის საჭირო. ამას ერთხელ რომ მიხვდები, ამპარტავნებისგან თავისუფლდები.

მე მარტოხელა მგელი ვარ, და სულ უფრო გულჩათხრობილი ვხდები. ამ დაწყევლილი სახელის გამო ბევრი ლაპარაკი ვისწავლე, მაგრამ საკუთარ თავზე თითქმის არაფერს ვყვები.

პედრო ალმოდოვარ
კაბალიერო.
გთხოვთ, ჩემი მეორე გვარის დასმა არ დაგავიწყდეთ.
გამოქვეყნდა "ელ პაისში"
და "ლე მონდში"
თარგმნა
რუსუდან ქართველიშვილმა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0