Sign in to follow this  
Followers 0

დავით აღმაშენებელი

28 posts in this topic

დავით IV აღმაშენებელი

1073 - 1125

დავით IV აღმაშენებელი – ძე გიორგი II-ისა, საქართველოს უდიდესი ხელმწიფე, ზეობდა 1089-1125 წლებში. უბრწყინვალესი მხედარი და მხედართმთავარი, მრავალმხრივი რეფორმატორი და ორგანიზატორი, გამეფდა 1089 წელს, მას შემდეგ რაც პროგრესულმა მოღვაწეებმა გიორგი II აიძულეს გადამდგარიყო. საქართველო მან ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი. – თურქ-სელჩუკთაგან სრულიად დაქცეული და ამოწყვეტილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და დაკნინებული. გამეფებისთანავე დავითმა შემოიკრიბა ქართველი პატრიოტები, შეადგინა საკუთარი ჯარი. გვარდია («მონა-სპა») და დაიწყო ბრძოლა თურქთა გასადევნად, საქართველოს გასათავისუფლებლად და გასაერთიანებლად. პარალელურად დავითი დაუნდობლად ებრძოდა განდგომილ ფეოდალებს და გაიმარჯვა კიდეც მათზე: გაანადგურა გაურჩებული კლდეკარის ერისთავები ლიპარიტ ივანეს ძე და რატი ლიპარიტის ძე, ასევე ძაგან არაგვის ერისთავი. 1099 წელს თურქთა სულთანს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. 1101 წელს აიღო ზედაზნის ციხე. 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე გაატარა რეფორმა, რომლის ძალით, საეკლესიო თანამდებობიდან გადააყენა უღირსი სამღვდელონი. ამიერიდან სასულიეროთა და საეროთა დაწინაურება ხდებოდა არა წარჩინებულობისა და წოდებრიობის მიხედვით, არამედ მხოლოდ პირადი ღირსებების გათვალისწინებით. დაახლოებით იმავე ჟამს შექმნა დავითმა «სავაზირო» («მთავრობა»), რომელსაც სათავეში ჩაუყენა მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი (ერისა და იმავე დროს, საერო და სასულიერო ხელისუფალი). 1104 წელს, კახეთ-ჰერეთი შემოიერთა და იმავე წელს ერწუხთან გამართულ ბრძოლაში, გაანადგურა სელჯუკები. 1110 წელს აიღო სამშვილდე და ძერნა, იმავე წელს თრიალეთში მოსპო თურქთა უზარმაზარი მხედრობა, 1115 წელს თურქებს წაართვა რუსთავი. 1116 წელს თურქთა დიდი ბანაკი გაანადგურა ტაოში, 1117 წელს აიღო გიში და ქალაძორი (შირვანში), 1118 წელს თურქები მოსპო რახსის პირას, იმავე წელს აიღო ლორე და აგარანი. 1118-1119 წლებში გაატარა სამხედრო რეფორმა: ჩრდილოეთიდან გადმოასახლა 200000 ყივჩაყი – 40000 ოჯახი; ყოველი ოჯახიდან ერთი მეომარი მუდმივ ჯარისკაცად გაამწესა; ამას გარდა ჰყავდა 5000 მონა-სპა და ქართველთა ლაშქარი, საჭიროების დროს «ქუდზე კაცის» დაძახილით. 1118 წელს დაიმორჩილა ოვსეთი, 1120 წელს გაანადგურა თურქები ბორტიასთან, იმავე წელს შირვანში აიღო: ყაბალა, ლიჟათი, ქურდევანი, ხოლო სამხრეთით გაანადგურა თურქები აშორნიას, სევგელმეჯს. რამდენჯერმე ილაშქრა სომხეთში, სპარსეთსა და სირიაში. 1121 წელს მოსპო თურქთა მხედრობა ხუნანს, ბარდავს და განძას. ამავე 1121 წლის 12 აგვისტოს გადაიხადა ყველაზე დიდი ბრძოლა – დიდგორის ომი, სადაც 56000 მეომრით სრულიად გაანადგურა მაჰმადიანთა კოალიციური 400000-ანი ურდო. ამ ბრძოლის შემდეგ საქართველო ყველამ აღიარა როგორც წინა აზიაში უძლიერესი სახელმწიფო. მომდევნო 1122 წელს გაათავისუფლა ტფილისი და სამეფო ტახტიც აქვე გადმოიტანა ქუთათისიდან. 1123 წელს აიღო დმანისი, შირვანში – გულისტანი, შაბურანი, ღასანნი, ხოზაონდტი და დარუბანდი, სომხეთში: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი, ტალინჯაქარი. იმავე წელს, თურქები გაანადგურა ჯავახეთს, კოლას, კარნიფორმას, ბასიანსა და სპერს; მას უკან, შემოიმტკიცა ანისი, ვანანდი, არარატი, ხაბანდა, არცახი, 1124 წელს ხელახლა დაიმორჩილა შირვანი – შემახია, ბირიტი, დარუბანდი. ამგვარად, დავით აღმაშენებელმა თავისი სკიპტრის ქვეშ მოაქცია და გააერთიანა კავკასიის ხალხები და შექმნა მძლავრი «კავკასიური იმპერია», რომელშიც გაშლილი იყო «ნიკოფსიიდან (ტუაპსე) დარუბანდამდე (დერბენდი) და ოვსეთიდან არეგაწამდე (სამხრეთ სომხეთი)». მის სახელმწიფოში ყველა ერი ცხოვრობდა სრული თანასწორობით, თანადგომითა და თანაძმობით, განურჩევლად მათი ტომობრივი წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობისა. დავითი იყო დაუცხრომელი კულტურული აღმშენებლობის მოთავე თავად დიდი მწიგნობარი, მუდამ ზრუნავდა განათლებული საზოგადოების აღზრდისათვის, ახალგაზდრობას აგზავნიდა უცხოეთის კულტურულ ცენტრებში სასწავლებლად. თვითონ საქართველოში დიდი კულტურული სავანეები ააშენა. 1106 წელს დაიწყო სახელოვანი გელათის მშენებლობა. აქ დააარსა ცნობილი «გელათის აკადემია», სადაც სამოღვაწეოდ ჩამოიყვანა საზღვარგარეთ სახელგანთქმული ქართველი მეცნიერები, მწერლები, ფილოსოფოსები, მათგან – იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აადემიები დააარსა აგრეთვე იყალთოში, გრემში, მღვიმევში. დავითს სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, შეეძინა უფლისწული დემეტრე (შემდგომ დემეტრე I). პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომლისგანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე – ვახტანგი (ცუატა), და ასულნი – თამარი, კატა და თამარ მრწემი. თამარ უფროსი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ II-ს, კატა – ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი – ოვსეთის მეფეს (დემეტრე I-ის დროს მისთხოვდა). ვახტანგი, დავითის საგანგებო ანდერძით, დემეტრეს უნდა აღეზარდა და თავის შემდგომ სამეფო მისთვის დაეტოვებინა. დემეტრე ამ ანდერძს არ შეასრულებს... დავითი იყო «შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადლეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა». გარდაიცვალა 1125 წლის 26 იანვარს. გამეფდა 16 წლისა, იმეფა 36 წელიწადს, აღესრულა 53 წლისა. დაკრძალეს მისგანვე აგებულ გელათს, ამიერიდან ერთიანი საქართველოს მეფეთა სამარხ-სამარტვილეში. ისტორიაში დამკვიდრდა ხალხისგან შერქმეული უბრწყინვალესი ზედსახელით – «აღმაშენებელი» და ტიტულატურით – «მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა». მისი სახელი შერჩა ქართულ ხმალს («დავითფერული») და ქართულ დროშას («დავითიანი»). დავით აღმაშენებელს ეკუთვნის მშვენიერი პოეტური ქმნილება - «გალობანი სინანულისანი».

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არ ვიცი რა დაუმატო მაგრამ შევეცდები :D

სამხედრო რეფორმა:

შექმნა 5 ათას კაციანი ელიტარული საკავალერიო შენაერთი "მონასპა"

ჩამოაყალიბა 20 ათას კაციანი რეგულარული კორპუსი;

მინიმუმ 20 ათასი მებრძოლი გამოდიოდა ფეოდალური ლაშქრის სახით;

1018 წელს ჩამოასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. თითოეულ ოჯახს თითო მებრძოლი უნდა გამოეყვანა;

დავითი იყენებდა ე.წ. როქის სპასაც, ანუ დაქირავებულ ჯარს.

მონასპა:

5 ათასი მხადარი. სარდალი - მეფე. ფინანსირება - სახელმწიფო ხაზინიდან, ფუნქცია - მუდმივი სამხედრო სამსახური

20-ათასიანი რეგულარული ჯარი, სარდლები, მეფე, ამირსპასალარი, ათასისთავები, ასისთავები, ათისთავები, ფინანსირება -სახელმწიფო ხაზინიდან, ფუნქცია - მუდმივი სამხედრო სამსახური

ფეოდალური ლაშქარი, სარდლები, ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები, ფინანსირება - პირადი შემოსავალი და ალაფი, ფუნქცია - პერიოდული წვრთნა და უშუალოდ ბრძოლებში მონაწილეობა

40 ათასი ყივჩაღი, სარდლები, ათასისთავები, ასისთავები, ათისთავები, ფინანსირება - პირადი შემოსავალი, ნაწილობრივ - ხაზინა და ალაფი, ფუნქცია - მესაზღვრეობა და ისლამურ ქვეყნებში თარეში

როქის სპა, სარდლები, ტომთა ბელადები, შემადგენლობა - ლეკები, ქურთები, ჯიქები და სხვა, ფინანსირება - ერთჯერადი ჯამაგირი და ნადავლი, ფუნქცია - პერიოდულად მონაწილეობა ბრძოლებში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გალობანი სინანულისანი

რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი მუჴლი, ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი შენსა ჴმობს აღსარებასა; მეცა სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ!

ხატსა თჳსსა მამსგავსე და საკრველად გრძნობადისა და გონიერისა მყოფობისად დამაწესე, შენებრ არსთა სიტყუებისა ჩემ შორისცა შეკრებითა, ხოლო მე უმადლო გექმენ.

ბუნებითნი რაჲ ძალნი არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ, მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი, ხოლო ხილულთა-მიერსა გემოვნებასა ვრცელად განუხუენ გრძნობანი.

ქალწულო, ბრალეულთა თავსმდებო, რომელმან სიტყუაჲ განაზრქვე დაკრვითა ჴორცთა მიწისაჲთა, სიზრქე უსასოებისაჲ განმძარცუე, რათა მონანული შეგივრდე შენ.

ბუნებითსა რაჲ პორფირსა თჳთმფლობელობასა თანა მეფობისაჲცა შარავანდედნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არიან.

კაენის მკულელებრი ცნობაჲ, სეითის ძეთა ლირწებაჲ, გმირთა სიღოდით მავალობაჲ, ხუთქალაქელთა შეგინებისა მწჳრე უფროჲსად ვამრავალწილე, ვითარცა რაჲ დაღმართ-მსრბოლმან მდინარემან უკეთურებისამან.

მეგჳპტური გულმძიმობაჲ, ქანანელთა ჩუჩლუბანი, მსხუერპლვაჲ ნაშობთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ, კოწოლი თმათაჲ და სხუანი, რომელთაჲ შენ ჰბრძანე არამსგავსებაჲ, უწარმდებესად მოვიგენ თჳთ მათ პირმშოთა სახეთასაცაჲ.

ამისთჳს იყო ქალწული და ჴორცქმნაჲ სიტყჳსაჲ, რათა დედობრივთა ოხათა მიერ ცხონდენ ცოდვილნი, რომელთაჲ პირველი, საშუალი და დასასრული მე ვარ, ვითარცა უფსკრული შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ.

ისრაელისა მეფეთა ვჰბაძევდ, გარნა უშჯულოთა, და რავდენ მეძლო, ვსცთებოდე მაღალთა ზედა კუმევისა და წარმართთა აღრევისა მიერ და ძალთა ცისათა თაყუანის-ცემისა.

ზენაჲსა მოძრაობისა ასურასტანული ზმნობაჲ და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა კრებაჲ, განყრაჲ, სუე და ბედი და შობის დღე, ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.

ელლინთა-მიერი ვერცნობაჲ სიბრძნეთა ღმრთისათაჲ, ღმრთისა და შემოქმედისაგან შექმნულთა მიმართ ცვალებაჲ თაყუანის-ცემისაჲ სრულ ვყავ, რაჟამს თითოეულისა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე.

ამისთჳს ღმერთ-მამაკაცებრ მოქმედ იქმნა ზესთა ღმერთი, რათა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი და ღმრთეებრ იჴსნიდეს ბრალთაგან, რომელთა ღმრთისმშობელად ქადაგონ წმიდაჲ ქალწული დედაჲ.

სჯულნი დავთრგუნენ წიგნისა[ნი] და ახალი ბუნებითი, და კუალად სხუაჲ, სჯულისა შენისა მოწამე, სჯული გონებისაჲ, ცოდვათა და ჴორცთა შჯულსა დავამონე.

თითოეულსა მჴეცთაგან შეზავებულსა მჴეცსა ვემსგავსე მრავალგუარსა და მრავალხატსა და სხუა ჟამ სხუებრ ხილულსა და მკსინვარსა ბუნებისაებრ თითოეულისა.

არა შევძრწუნდი მანგლისაგან მფრინვალისა, რომელი შურსა სიკუდილისასა მიჰჴდის, რომელნი ჩემებრ მიმდემად ცრუდ ფუცვიდენ განსაკრთომელსა სახელსა შენსა.

ამისთჳს სისხლთა ქალწულებრივთაგან ჴორცნი ღმრთისანი და ახალი შეზავებაჲ 1იქმნა1, ღმერთი და კაცი, რათა იოხდეს დედაჲ ჩემებრ განწირვით უსასოქმნილთა.

სოლომონისაჲსა წურბლისა მსგავსად ვერმაძღარი სხუათა სოფლის-კიდეთა ვეძიებდ დასაპყრობელად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობდ, ვითარცა მცირეთა და უნდოთა, ჩემისამდე უძღებებისა და გულის-თქუმისა.

ბოროტად გარდავჴედ საზღუართა და შევჰრთე სახლი სახლსა და აგარაკი აგარაკსა და უუძლურესთა მივჰხუეჭე ნაწილი მათი და ვიღუწიდ უმეზობლობასა, ვითარმცა მარტოჲ ვმკჳდრობდ ქუეყანასა ზედა.

მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისათა და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა, და სახეთა მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი, ვითარცა იგი მეფეთა მისთა ისრაელი.

ამისთჳს ქალწული დედაჲ და შობაჲ ახალი სიტყჳსაჲ [იქმნა], რათა ახალი ხატყოფაჲ მეორედ მისცეს ცოდვით განმრყუნელთა მისთა, დედობრივთა რაჲ ოხათა ბრძმედითა დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისაჲ.

ვეცხლი, ვითარცა მიწაჲ, და ოქროჲ, ვითარ თიჴაჲ უბნისაჲ, ვიუნჯენ და თაყუანის-ვეც ანგაჰრებისა მამონას, ვითარ-იგი ძუელთა მათ ბაალს და ასტარტეს და ქამოსს საძაგელსა.

სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო მლიქნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე და შემასმენელთანი დავიტკბენ ზრახვანი და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.

ცრემლნი ქურივთანი და ობოლთა ბრგუნვილი ტირილი არა შევიწყალე, არა განუხუენ ნაწლევნი მოქენეთა, უფროჲსღა შენ, ქრისტე, რომელი იზრდები მცირედითა ზრდითა მათითა.

ამისთჳს შობაჲ ღმრთისაჲ ადამიანისაგან დედაკაცისა 1იქმნა1, რათა მიწით-შობილთა კაცთა ცთომასა, ვითარცა ღმრთისა დედაჲ, დაჰჴსნიდეს ქალწული და იოხდეს ცოდვილთა.

ესენი ვცოდენ: სახარებისა სჯულთა და მცნებათა შენთა შინა მცემელთა რაჲ ყურიმლისა მიპყრობასა და გლახაკთათჳს განშიშულებასა და რაჲთურთით არა ფიცსა შენ, სჯულის-მდებელი ჩემი, ჰბრძანებდი და გულის-თქუმით მიმხედველობასა განსრულებულად მრუშებად დასდებდი.

დაღაცათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლადხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე აღვიხუენ ჴელნი, არცა დავდევ სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა უცხოთესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ საწურთელ-ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა.

და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ, ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე: მილხინე, ჵ მეუფეო, მილხინე, და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა და ნუ მოიჴსენებ ძჳრთა ჩემთა და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ, ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან.

საკუთრად ღმრთისმშობელად გქადაგებთ, უხრწნელო ქალწულო, და გურწამს, ვითარმედ პატივი ხატისა შენისაჲ შენდამო წიაღ-მოვალს <და> ღმრთის-მეტყუელთაებრ და ცოდვილთა მოქცევასა ანიშებ მის მიერ, ვითარცა ცხად ჰყოფს თეატროჲ იგი მრჩობლთა სოფელთაჲ - სიკეთე ეგჳპტისაჲ, ღირსი მარიამ.

ჟამი რაჲ წუხილთა და ავთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, - მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!

გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლ სჯიდეს, მსახურთა რისხუაჲ ქროდის, მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, - მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!

ვინაჲთგან აღსარებით გრძნობად და შეკრებად იწყო ძუალი ძუალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა და განჴმელთა მოჰბერა სული კუალად-გებისაჲ, მრწამს, ვითარმედ აღვსებაჲ სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის ყოველივე სინანულით აღდგომისაჲ.

მარტიო სრულო სამ-მზეო, ერთ-ცისკროვნებაო, განმინათლე მხედველობაჲ სულისაჲ, რათა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისაჲთა, სულითა ღმრთისაჲთა ძე გამოგ|ვ|იბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა.

არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ, თჳნიერ შენსა, არცა ჩემოდნად ბრალეულსა ნათელი მისი, გარნა მე შენითა ოხითა, დედოფალო, ვესავ ხილვად ნათელსა ძისა შენისასა და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ ვიცი რა დაუმატო მაგრამ შევეცდები

რა უნდა დაუმატო :D ისეთი იდეალურია, რომ ასე მგონია ეს კაცი სიზმარი ხომ არ იყო.. :D

უნაკლო.... არადა არის დაფიქსირებული მემატიანებთან რომ დავითს აჯანყებებს უწყობდნენ, რამოდენიმეჯერ მისი მოკვლაც სცადეს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა უნდა დაუმატო biggrin.gif ისეთი იდეალურია, რომ ასე მგონია ეს კაცი სიზმარი ხომ არ იყო.. biggrin.gif

უნაკლო.... არადა არის დაფიქსირებული მემატიანებთან რომ დავითს აჯანყებებს უწყობდნენ, რამოდენიმეჯერ მისი მოკვლაც სცადეს...

უნაკლო არავინაა,მათ შორიც არც დავითი იქნებოდა,მაგრამ მისმა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ,იმ დიდიმა გამარჯვებამ რაც მან საქართველოს მოუტანა ყველაფერი გადაფარა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
უნაკლო არავინაა,მათ შორიც არც დავითი იქნებოდა,მაგრამ მისმა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ,იმ დიდიმა გამარჯვებამ რაც მან საქართველოს მოუტანა ყველაფერი გადაფარა

გალობანი სინანულისანი ცოდვების მომანიება იყო.. ბევრი შესცოდა რადგან ქვეყანას ჭირდებოდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
გალობანი სინანულისანი ცოდვების მომანიება იყო.. ბევრი შესცოდა რადგან ქვეყანას ჭირდებოდა

კარგია როცა ხვდები რომ შესცოდე. თორე გამოდიან ზოგიერთები და: "პირველად საქართველოში, "აღმაშენებლის" მეფობის დროს". ტფუ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დავითი კარი მეომრის და სტრატეგის გარდა უჭკვიანესი კაცი იყო ისტორიკოსი ამბობს რო ბრძოლაშიც კი წიგნები მიქონდაო ,ესეთი ჩვევა ქონია თურმე წიგნს რო წაიკითხავდა ყდაზე ხაზს უსვავდა, ჰოდა დაითვალეს ერთხელ ერთ წიგნზე და აღმოჩნდა რო ეს წიგნი ერთ წელიწადში 24 წაეკითხა.

მაგარი იყო რა ყველაფერში

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ის ერთადერთი იყო და განუმეორებელი, ის ერთნაირად ზლიერრი იყო, როგორც ომში ასევე, მართვაში , რწმენაში და მეცნიერებაში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

juventino

ხო და რა საინტერესოა ნეტა რას ფიქრობდა როცა ვახტანგ ცვატას გამეფება სურდა ნაცვლად დემეტრესი.. არადა თითქოს დემეტრეს არაფერს უწუნებდა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგონა რომ ცხოვრებაში ყველა პრობლემა გადაჭრა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ესეთი ადამიანი ერთხელ დაიბადა და აგარასდროს აგარ დაიბადება

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უდიდესი პიროვნება---ქართველებისთვის დიდი მაგალითი. ჩემი სათაყვანებელი ადამიანი!!!!!!!!!!!!!!!!!!!

0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://www.artlib.ru/objects/gallery_179/artlib_gallery-89533-b.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვისი ნახატია

ხმალი არაპროპორციულია
და უკან კიდე სომეხი მღვდლები დგანან
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უდიდესი ქართველი :) მართლა რა უდან დაწეერო ამ კაცზე ისეთი რაც ისედაც ცხადი არაა და რაც განსხვავებული იქ ნება :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხალხო იცოდით თუ არა რომ დათო თავის დროზე ეკლესიამ სატანად შერაცხა? ? ? ? ?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]davi1[/b]

[quote]ყველაზე დიდი ქართველი! [/quote]
ყველაზე დიდები სტალინი და ბერია იყვნენ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' date='19 June 2010 - 12:03 PM' timestamp='1276934615' post='501389']
[b]davi1[/b]


ყველაზე დიდები სტალინი და ბერია იყვნენ
[/quote]
დათოს 3 ტონიანი აბჯარი ეცვა :D ესე მასწავლეს სკოლაში :D და გიდევ გელათს რომ აშენებდნენ თურმე 2 ტონიანი ლოდები ზურგით აუტანია :D აჰა შეეძლოე ეგ სტალინს? :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]trw[/b]

[quote]
დათოს 3 ტონიანი აბჯარი ეცვა :D ესე მასწავლეს სკოლაში :D და გიდევ გელათს რომ აშენებდნენ თურმე 2 ტონიანი ლოდები ზურგით აუტანია :D აჰა შეეძლოე ეგ სტალინს? :D [/quote]

:D :D :D

ზატო სტალინი
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s54.radikal.ru/i146/1006/8d/3950586dc8dd.jpg[/IMG][/URL]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეეე აი რა ერთი დავითი ორ ტანკეტკს უდრიდა :D მართალია ასიანი ვიცი რომ რომ დათო 2 ტონას ვერ წევდა და ისიც ვიცი რომ ერთ ქართველზე 4 თურქი არ მოდიოდა მარა კამათს გავაგრძელებ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში დავით აღმაშენებლის ავტოგრაფს მიაკვლიეს[/b]

თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში დავით აღმაშენებლის დღემდე უცნობ ავტოგრაფს მიაკვლიეს.

ცნობილი ქართველი ქართველოლოგის, აკადემიკოს ნიკო მარის არქივის დამუშავებისას აღმოჩნდა ფოტო, რომელზეც ორი ხელნაწერის გვერდია აღბეჭდილი, ერთ-ერთ მათგანზე ორსტრიქონიანი დღემდე უცნობი მხედრული მინაწერით. მეცნიერთა ვარაუდით, ხელწერა დავით აღმაშენებლისას ჰგავდა. მინაწერი პროფესორ ვალერი სილოგავას მიერ გამოცემულ ბაგრატიონ ხელმწიფეთა ავტოგრაფებთან იქნა შედარებული და აღმოჩნდა, რომ ხელწერა ნამდვილად მეფე დავით IV-ს ეკუთვნის.

პალეოგრაფმა, პროფესორმა ვალერი სილოგავამ აღნიშნული ორი სტროფი ამოიკითხა და მანვე საბოლოოდ დაადგინა, რომ მინაწერი დავით აღმაშენებლის უცნობი ავტოგრაფია.

აღმოჩენა საყურადღებოა რამდენიმე გარემოების გამო. დავით აღმაშენებლის ხელით დაწერილი სტრიქონები საქართველოში მხოლოდ ფოტოასლების სახით მოიპოვება. შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემულ მეფის 1124 წლის ანდერძი მისივე ხელით დაწერილი პირველი და ბოლო სტრიქონებით 1923 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწვა და ისინი მხოლოდ ალექსანდრე როინაშვილის ფოტონეგატივზეა შემორჩენილი. მეფის მეორე ავტოგრაფი ეგვიპტეში, სინას მთის წმიდა ეკატერინეს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ხელნაწერის 265-ე გვერდზეა წარმოდგენილი და მეცნიერებისთვის ცნობილია. ამდენად, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფოტო განსაკუთრებულ ეროვნულ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნული ხელნაწერისა და მეფის ავტოგრაფის არსებობა დღემდე უცნობი იყო. არაა გამორიცხული, რომ 1902 წელს გადაღებული ხელნაწერების ის გვერდები, სადაც მეფის ავტოგრაფია, დღეს დაკარგული იყოს, რადგან სინას მთაზე არაერთგზის მოწყობილი ექსპედიციის ანგარიშებში იგი არა ჩანს. ამ შემთხვევაში ფოტო ორიგინალის მნიშვნელობას იძენს.
უახლოეს მომავალში პროფესორ ვალერი სილოგავას ხელმძღვანელობით და კომპანია „ჯეოსელის" დაფინანსებით. სინას მთაზე მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყობა, ხოლო ახლო მომავალში დავით აღმაშენებლის ავტოგრაფი გამოქვეყნდება.

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დავით აღმაშენებლის ახლადაღმოჩენილი ავტოგრაფის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ნიკო მარის არქივი კომპანია „ჯეოსელის" დაფინანსებით მუზეუმმა გასულ წელს შეიძინა. კოლექცია 50 ფოტოს შეიცავს და 1902 წელს სინას მთაზე ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო ექსპედიციის შედეგებს ასახავს. ეს ფოტოკოლექცია არასდროს გამოქვეყნებულა.

„ინტერპრესნიუსი"


წყარო: [b][url="http://internet.ge/index.php?action=news&category=5&news=79571"]http://internet.ge/index.php?action=news&category=5&news=79571[/url][/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დიდგორის ბრძოლაზე არ იყო არც 400 000 არც 300 000 ჯარისკაცი
400 000 მებრძოლს...
მინიმუმ ჭირდება ...აი კინოოებში როგორც არის..შესხდნენ ცხენებზე და წაქვიდნენ ცხრა მთას იქით საიმრად...
მაგ პრინციპით... სულ მცირე 400 000 ცხენი... ხო? smile.gif

გავაგრძელეთ...

დიდი ეჭვი მეპარება რომ ეს 400 000 მეომარი მარტლა შეჯდდა 400 000 ცხენზე და გამოეშურნენ საქართველოსკენ
იარეს იარეს ...
და მოვიდნენ..
ეს ფანატასტიკა

იმიტომ რომ არმიას მაშინაც ქართველებს არ უნდა გაგვიკვირდეს ქონდა თავისი ლოგისტიკის სამსახური (ზურგი) ... და სხვადასხვა , თუნდაც იმ პერიოდის...ინფრასტრუქტურა.
.

400 000 მეომრიან არმიას ჭირდება სერიოზული აღალი...
საჭმელ სასმელით და ასე შემდეგ

აბა ვიფანტაზიორტოთ და წარმოვიდგინოთ 400 000 ცხენზე ამ,ხედრებული მეომარი...
ოღონდ აღალიც გავიხსენოთ...
ეს არის ურმები... და სსხვადასხვა მსაგვსი მოძრავი საშუალებები...
ამხელა არმიის გადაადგილებას მინიმუმ...თავისი საბრძლო ცხენებთან ერთAდ (ისე არც თითო ცხენი ეყოლებოდათ) ჭიირდება მილიონახევარი მცოხნავი და სასაპალნე ცხოველი....
ახლა წარმოიდგინეთ...
მილონახავარი სასაპალნე ცხოველი (ცხენები, აქლემები, ჯორები ... ხარებიც და ასე შმედეგ) მოდის....
მაგრამ არც წყალს სვავენ და არც ჭამენნ ?
ამხელა მასას რომ რომ დაეწყო მოძრაობა.... ან ეკოლოგიური კატასტროფა დაიწყებოდა...
ან ერთ კვირაში ეს არმია გაჩერდებოდა... უბრალოდ გაჩერდებოიდა...

ოკ
ახლა საჭმელიც ხო მოქონდათ...
ცხვრის ფარა და ასე შემდეგ...
ტუშონკები მაშინ ნაღდად არ იყო...

კარგით
ახლა შეიარაღება
დავუშვათ რომ 400 000 -ვე მეომარს ეცვა იმ დროისთვის ყველაზე მსუბუქი აბჯარი
15 კილო
გადაამრავლეთ 15 ... 400 000 -ზე
მივიღებთ...
ეს არის 6 მილიონი კილო ფოლადი... (ეს მარტო აბჯრები...იარაღას ჯერ არ ვთლი)

ახლა მითხარით...
რომელ ქვეყანას შეეძლო მაგ დროს 6 000 000 კილოგრამი სააბჯრე ფოლადის წარმოება ?

ამაზე გავჩერდები
დანარჩენი მერე იყოს
-3

Share this post


Link to post
Share on other sites
:D

ქართული მემატიანე გადასახედი ყოფილა...
და არა მარტო... Edited by passko
-2

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0